ვალის მართვის №3 სამმართველოს ფუნქციებია:

ა) იმ საგადასახადო დავალიანების მქონე პირთა წრის განსაზღვრა, ვინც თავს არიდებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას;

ბ) იმ საგადასახადო დავალიანების მქონე პირთა შესწავლა, ვინც თავს არიდებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას;

გ) საგადასახადო დავალიანების მქონე პირის დავალიანების წარმოშობის პერიოდის და მიზეზების ანალიზი და მის მიერ აქტივების გარიდების ფაქტების გამოვლენა;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერ პირთა გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №17182 - ვებგვერდი, 06.07.2022