სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს ფუნქციებია:
ა) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის/სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის თაობაზე შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;
ბ) პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენა და აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;
გ) პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება;
დ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას სასამართლოში სამსახურის წარმომადგენლობა;
დ1) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების), ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენის, ასევე საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მესამე პირის მიმართ წარდგენილი საგადასახდო მოთხოვნის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების, ასევე საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენლი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე სასამართლოში მიმდინარე დავებში სამსახურის წარმომადგენლობა, თუ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხოლოდ ამ ქვეპუნქტში მითითებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის კანონშესაბამისობის განხილვა;
ე) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე სასამართლოს ბრძანების, მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებლო ფურცლის და მასთან დაკავშირებული მასალების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მიწოდება;
ვ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
თ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 1 ივლისის ბრძანება №17182 - ვებგვერდი, 06.07.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება №2678 - ვებგვერდი, 14.02.2024