1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
2. დეპარტა
მენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები (მათ შორის ერთი შესაძლებელია იყოს პირველი მოადგილე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
4. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა
მინისტრის
ბრძანებების, შემოსავლების
სამსახურის
უფროსის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტების
და
სხვა
სამართლებრივი
აქტების
შესრულებას;
გ) ახორციელებს
დეპარტამენტის
საქმიანობის
მართვას, კოორდინაციასა
და
ზედამხედველობას;
დ) საჭიროების
შემთხვევაში, წარადგენს
წინადადებებს
თანამშრომელთა
ფუნქციებისა
და
მათი
პერსონალური
პასუხისმგელობის
საკითხების
განსაზღვრის
თაობაზე;
ე) წარადგენს
წინადადებებს
დეპარტამენტის
თანამშრომელთა
წახალისების
ან
მათთვის
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
დაკისრების
შესახებ;
ვ) ანგარიშვალდებულია
შემოსავლების
სამსახურის
უფროსის
წინაშე;
ზ) შემოსავლების
სამსახურის
სახელით
ხელს
აწერს
დეპარტამენტის
საქმიანობასთან
დაკავშირებულ
კორესპონდენციას;
თ) საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
ახორციელებს
სხვა
უფლებამოსილებებს.
5.
დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე (ასეთი თანამდებობის არსებობის შემთხვევაში) მისი ძირითადი ფუნქცია მოვალეობებიდან განთავისუფლებით, ხოლო დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის არყოფნის ან ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 8 ივლისის ბრძანება №18664 - ვებგვერდი, 14.07.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 09 ოქტომბრის ბრძანება №24891
- ვებგვერდი, 12.10.2023