საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
დეპარტამენტის საქმიანობის
სამართლებრივ
საფუძველს
წარმოადგენს „შემოსავლების
სამსახურის
შესახებ“ საქართველოს
კანონი, შემოსავლების
სამსახურის
დებულება, საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
ბრძანებები, შემოსავლების
სამსახურის
უფროსის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტები, ეს
დებულება
და
საქართველოს
სხვა
საკანონმდებლო
და
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტები.
მ
უხლი 3. დეპარტამენტის ფუნქციები
მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავების უზრუნველყოფა, გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;
ბ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული/სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;
გ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების ანალიზი და საგადასახადო კანონმდებლობაში მათი იმპლემენტაციის მიზნით წინადადებების მომზადება;
დ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება;
ე) გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი, მომსახურების ხარისხისა და პროცედურების ხარვეზების ანალიზი და მათ გაუმჯობესებაზე/აღმოფხვრაზე წინადადებების დამუშავება/შემუშავება და ხელმძღვანელობასთან წარდგენა;
ვ) საგადასახადო შემოწმების მომზადების, ჩატარების და მათი შედეგების შეფასების სტანდარტების შემუშავება;
ზ) კანონშესაბამისობის ღონისძიებების ხარისხის კონტროლის განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;
ი) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 3 ივლისის ბრძანება №16953 - ვებგვერდი, 10.07.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 16 აპრილის ბრძანება №11160 - ვებგვერდი, 18.04.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №45055 - ვებგვერდი, 24.12.2019წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №23171 - ვებგვერდი, 02.02.2021წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №31925
- ვებგვერდი, 23.12.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 09 ოქტომბრის ბრძანება №24891
- ვებგვერდი, 12.10.2023