1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი. დეპარტამენტის თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/მოადგილეების და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს, აგრეთვე ამზადებს მათში განსახორციელებელ ცვლილებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს;

ბ) კოორდინაციას უწევს თანამშრომელთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

გ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;

დ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე შემოსავლების სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;

ე) უზრუნველყოფს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ვ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;

ზ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;

თ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;

ი) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს წინადადებებს თანამშრომელთა ფუნქციებისა და მათი პერსონალური პასუხისმგელობის საკითხების განსაზღვრის თაობაზე;

კ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ლ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

მ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ნ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;

ო) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

პ) შემოსავლების სამსახურის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას დეპარტამენტში მომზადებული შიდა აუდიტორული ანგარიშებისა და რეკომენდაციების შესახებ;

ჟ) შუამდგომლობს იმ სახსრების, სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური აქტივების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

რ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ს) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ტ) შემოსავლების სამსახურის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ კორესპონდენციას;

უ) ასრულებს შემოსავლების სამსახურის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;

ფ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/მოადგილეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობენ დეპარტამენტის უფროსს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობენ დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებენ გადაწყვეტილებებს მათზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებენ მათ თანამშრომლებს შორის;

დ) ხელს აწერენ ან ვიზირებას უკეთებენ მათ მიერ ან დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) ასრულებენ შემოსავლების სამსახურის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;

ზ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციის შესრულება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შესაძლებელია დაეკისროს დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს.

7. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები:

ა) ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე დებულება, ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული პრაქტიკული სახელმძღვანელოები და მითითებები, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;

ბ) ახორციელებენ შიდა აუდიტორულ შემოწმებას, უზრუნველყოფენ აუდიტის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს, შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე, პასუხისმგებელი არიან აუდიტორული დავალების შესრულებასა და წარმოდგენილ შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული მონაცემების უტყუარობაზე;

გ) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის და მოადგილის/მოადგილეების სხვა კანონშესაბამის მითითებებს და დავალებებ