1. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს შიდა აუდიტორული შემოწმება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, შიდა აუდიტორული შემოწმების სიხშირე, გამოიყენოს ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებები და განახორციელოს შემდეგი შიდა აუდიტორული შემოწმება:
ბ.ა) შესაბამისობის აუდიტი;
ბ.ბ) ფინანსური აუდიტი;
ბ.გ) სისტემური აუდიტი;
ბ.დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
ბ.ე) ეფექტიანობის აუდიტი;
გ) შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე (მათ შორის მიღებული ინფორმაციის წყაროებზე), მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მოითხოვოს და მიიღოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერი თანამშრომლისგან საჭირო ინფორმაცია შესაბამისი ფორმით. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა (შეზღუდვებში არ იგულისხმება საკითხები, რომლებზეც კანონმდებლობით დადგენილი წესით წვდომის უფლება აქვთ დეპარტამენტის თანამშრომლებს);
დ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტი ან ექსპერტი;
ე) შიდა აუდიტორული შემოწმების ჩატარებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით, ჰქონდეს შეუზღუდავი დაშვება შემოსავლების სამსახურის ყველა სტრუქტურულ ერთეულში, ყველა საქმიანობასა და დოკუმენტაციასთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით;
ვ) აუდიტის ობიექტმა (შემოსავლების სამსახურის სტრუქტურულმა ერთეულ(ებ)მა/ქვედანაყოფ(ებ)მა) ხელი უნდა შეუწყოს და ყოველმხრივი დახმარება გაუწიოს დეპარტამენტს შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესში.
2. დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) უფროსის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე) მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე დეპარტამენტის საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურის უფროსს;
ვ) შიდა აუდიტორული შემოწმების დროს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას, ინფორმაცია მიაწოდოს დაწესებულების ხელმღვანელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მასალების გადაგზავნაზე შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში. ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან გამოვლენილი კორუფციის ან თაღლითობის ნიშნების შესახებ, არის უმაღლესი პრიორიტეტის მქონე და ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება შესაძლებლად მოკლე ვადებშ