გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
170310018002524688
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170310018002524688

საქმე #3/34-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

მოსარჩელე - ნუ-----------–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - და-------------–ი, ეთ-------------–---–ი, თა----------–-ძე

მოპასუხე - წალკის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - დ------------

მესამე პირი - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ს----------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

წალკის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2-------ს N4-- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

სარჩელის საფუძველი:

მოსარჩელე ნუ-----------–--ეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---––--–------------- საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ 8-----------. მას 2009 წელს დაეწვა ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რის გამოც იძულებული გახდა საცხოვრებლად წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---––--–- გადასულიყო, სადაც ამჟამად სხვა პირის საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს, რის გამოც გადაწყვიტა საკუთარ მიწის ნაკვეთზე, სოფელ ა---––--–- აეშენებინა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. სოფელ ა---––--–- არსებული საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის საკუთრებას წარმოადგენს, რომელშიც დღესდღეობით აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსახლებული მუსლიმი და სვანეთიდან ჩამოსახლებული ქრისტიანი ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოფელში მცხოვრები მოსახლეობის დიდ ნაწილს, სოფელში ათწლეულების მანძილზე ცხოვრების მიუხედავად უძრავ ნივთებზე საკუთრება არ გააჩნიათ, შესაბამისად მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გრძელვადიანი ფაქტობრივი ცხოვრების მიუხედავად, არ არსებობს დამკვიდრებისა და წალკის მუნიციპალიტეტთან ბმის შეგრძნება. მოსარჩელემ, სოფელ ა---––--–-, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით შესაბამისი განცხადებით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რის შედეგადაც დადგინდა მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ გამოყენების პირობები (წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება N1--- 3-.0-.2---), ხოლო მშენებლობის ნებართვის I სტადიის გაცემის შემდგომ, შეთანხმდა II კლასის საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა (წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1--- ბრძანება 1--0-.2---; მშენებლობის სანებართვო მოწმობა N0------). გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე მოსარჩელემ დაიწყო შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების წარმოება, ააშენა საცხოვრებელი სახლის საძირკველი, შეისყიდა სამშენებლო მასალა. 2018 წლის 17 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის მერიას და საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისგან განსხვავებული სახით აშენების საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვა კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. მითითებული განცხადების საპასუხოდ მოსარჩელე მხარეს ეცნობა, რომ მერიამ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27.04.2018 წ. N1------ წერილიდან მიიღო ინფორმაცია, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში და ითვლება უკანონოდ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5--ე დადგენილების 29-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც უნდა შეჩერდეს მშენებლობა, სანამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან არ იქნება გამოკვეთილი პოზიცია მშენებლობის კანონიერების თაობაზე. 2018 წლის 7 ივნისის N0------ წერილით მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა წალკის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2-------ს N4-- ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 1--0-.2--- N1--- ბრძანება, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ამ ბრძანების საფუძველზე სანებართვო მოწმობა, მისი ბათილად ცნობის დღიდან. ბრძანება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას, თუ რა ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებებს ეყრდნობა მერია აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, თუმცა მოსარჩელის შეფასებით მითითებული გადაწყვეტილება გამოწვეულია სოფელი ა---––---- მართლმადიდებელი მოსახლეობის 10.04.2018 წერილით, სადაც არასწორად მითითებულია თითქოს მოსარჩელე აშენებს არა საცხოვრებელ სახლს, არამედ მეჩეთს და მოითხოვენ ობიექტის მშენებლობის შეჩერებას. იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელე როგორც შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, ასევე ფაქტობრივადაც აშენებს საცხოვრებელ სახლს, სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის წერილის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შეექმნა არასწორი წარმოდგენა, რომ მოსარჩელის მიერ შენდებოდა მეჩეთი, რის შედეგადაც გახდა აღქმითი დისკრიმინაციის ადრესატი და მიღებულ იქნა მის მიმართ გამოცემული აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის შესახებ დაუსაბუთებული გადაწყვეტილება. სადავო აქტით უკანონოდ იზღუდება მოსარჩელის საკუთრების უფლება და დგება ყოველდღიური ზიანი სამშენებლო სამუშაოების შეჩერებით, რამდენადაც საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შეუძლებლობის გარდა ასევე, დროის გაჭიანურებასთან ერთად გამოუსადეგარი ხდება შეძენილი სამშენებლო მასალა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წალკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ნუ-----------–--ემ 27/0-/2---წ განცხადებით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას (მერიას) და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ დამტკიცება, რაზედაც წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა (მერმა) 3-/0-/2--- წელს გასცა ბრძანება №1--- სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ. მოსარჩელემ 3-/0-/2--- წელს განცხადებით მოითხოვა მშენებლობის ნებართვა, რაზედაც წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა (მერმა) 11/0-/2--- წელს გასცა ბრძანება №1--- სასოფლო - სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად სამშენებლო პროექტის შეთანხმების და სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27/04/2018 წლის №1------ წერილით წალკის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ცნობილი გახდა რომ, სოფ. ა---––--–- წმ. გ-------ს ეკლესიას 200- წლის 7 ნოემბერს №6-- ბრძანებით განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორის უძრავი ძეგლის სტატუსი. მისგან სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე ასეულ მეტრში დგას მე-19 სააუკუნის. მეორე ნახევარში აგებული ღვთისშობლის სახელობის ეკლესია, რომლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც სააგენტოში მიმდინარეობს წარმოება. საქართველოს კანონის"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი, ამავე მუხლის "ბ"ქვეპუნქტის თანახმად ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით განისაზღვრება, ამავე კანონის 41-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"საქართველოს მთავრობის 24/03/2009 წლის 5--ე დადგენილების 29 მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო. ამავე დადგენილების 45-ე მუხლის მე-5,მე-6 პუნქტების თანახმად მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადება და თანდართული საბუთების ასლები წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განსაზღვრულ მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სამართლებრივად განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებათა დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს 27-ე დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 15/05/2018 წლის №1------ წერილით ირკვევა რომ სააგენტო განიხილავს საპროექტო დოკუმენტაციას იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება ახალი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების წარმოების ნაბართვის გაცემის მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში არ იყო ჩართული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2--------- წლის №4-- ბრძანებით ბათილად ცნო 11/0-/2--- წლის №/1--- ბრძანება.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირს - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელმა ს---------------- კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ა---––--–-, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის დამცავ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 8-----------), მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სანებართვო საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად არ წარმოდგენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების წესი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. კერძოდ: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5- დადგენილების 29-ე მუხლით დადგენილია, რომ მშენებლობის ნებართვის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო. ამავე დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია: „1. . მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას იღებენ შემდეგი სხვა ადმინისტრაციული ორგანოები: გ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა ქალაქ თბილისის ტერიტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო;“ ზემოაღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული „სხვა ადმინისტრაციული ორგანო“-ს უფლებამოსილება, კერძოდ კი „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კულტურული მემკიდრეობის დამცავ ზონებში (გარდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისა) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციისა და სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის შეთანხმება“ დელეგირებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოზე (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული 2015 წლის N02 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით). მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საპროექტო ობიექტი (ს/კ 8-----------) მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის დაცვის სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის 36-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით. ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით. ამავე მუხლით, ვიზუალური დაცვის არეალში აკრძალულია იმგვარი მოქმედებები, რომლებიც დააზიანებს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოს, ხელს შეუშლის ძეგლის ოპტიმალურ ხედვას, მის სრულფასოვან აღქმას ან შეამცირებს მის მნიშვნელობას. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში (ძეგლიდან 195 მეტრში), გაიცა მშენებლობის ნებართვა პროექტზე, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, როგორც კანონით გათვალისწინებულ „სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან“ არ შეთანხმებულა, შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 1--0-.2--- წლის N1--- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N4-- (23.0-----წ) არის საფუძვლიანი და კანონშესაბამისი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ნუ-----------–--ეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---––--–------------- საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს/კ 8-----------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.40.

 

4.1.2. 2--- წლის 27 ივნისს ნუ-----------–--ემ განცხადებით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა წალკის რაიონის სოფელ ა---––--–-, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნუ-----------–--ის 2--- წლის 27 ივნისის განცხადება, ს.ფ. 27.

 

4.1.3. 2--- წლის 3- ივნისს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული იქნა ბრძანება #1---, რომლითაც დამტკიცდა ნუ-----------–--ის კუთვნის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---––--–- (საკადასტრო კოდი 8----------- ფართობი 1566,00 კვმ) საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შემდეგი ძირითადი დოკუმენტაციის მონაცემებით და მოთხოვნებით, მიწის ნაკვეთის სამშენებლო ნებართვაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2--- წლის 3- ივნისის ბრძანება N1--- 3-.0-2---, ს.ფ. 27-29.

 

4.1.4. 2--- წლის 3- ივნისს ნუ-----------–--ემ განცხადებით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა წარდგენილი პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნუ-----------–--ის 2--- წლის 3- ივნისის განცხადება, ს.ფ. 74.

-საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების პროექტი, ს.ფ.163-183;

4.1.5. 2--- წლის 11 ივლისს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მიღებული იქნა ბრძანება #1---, რომლითაც შეთანხმდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად სამშენებლო ნებართვა. დაევალა წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გასცეს მშენებლობის სანებართვო მოწმობა 16 თვის მოქმედების ვადით მშენებლობის პროცესის შემდეგი ეტაპების დასრულების სათანადო ოქმების შედგენის პირობებით. 2--- წლის 13 ივლისს წალკის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული იქნა მშენებლობის სანებართვო მოწმობა #0------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2--- წლის 11 ივლისის ბრძანება N1---, ს.ფ.31-32.

- 2--- წლის 13 ივლისს წალკის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობა #0-----, ს.ფ.41.

4.1.6. 2018 წლის 17 აპრილს ნუ-----------–--ემ განცხადებით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის მერიას და საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისგან განსხვავებული სახით აშენების საჭიროებიდან გამომდინარე მოითხოვა კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნუ-----------–--ის 2018 წლის 17 აპრილის განცხადება, ს.ფ.33.

4.1.7. წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 3- აპრილს ნუ-----------–--ეს ეცნობა, რომ კორექტირებული პროექტის შეთანხმება ვერ ხდება, ვინაიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27.04.2018 წ. N1------ წერილიდან ირკვევა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში და ითვლება უკანონოდ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N5--ე დადგენილების 29-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოც უნდა შეჩერდეს მშენებლობა, სანამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან არ იქნება გამოკვეთილი პოზიცია მშენებლობის კანონიერების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წალკის მუნიციპალიტეტის მერისს 2018 წლის 3- აპრილის #0------ წერილი, ს.ფ. 34.

4.1.8. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27/04/2018 წლის №1------ წერილით წალკის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ 2018 წლის 11 აპრილს სსიპ -საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ განხორციელდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---––--–- და მის მიმდებარედ მდებარე ისტორიული ძეგლების მონიტორინგი და მონაცემთა დაზუსტება. სოფელში მდებარეობს მე-12-13 სს. წმ. გ-------ს ეკლესია, რომელსაც 200- წლის 7 ნოემბერს №6-- ბრძანებით განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორის უძრავი ძეგლის სტატუსი. მისგან სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე ასეულ მეტრში დგას მე-19 სააუკუნის. მეორე ნახევარში აგებული ღვთისშობლის სახელობის ეკლესია, რომლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც სააგენტოში მიმდინარეობს წარმოება. მონიტორინგის დროს ქმ. გ-------სა და ღვთისმშობლის ეკლესიებს შორის ფიქსირდება მიმდინარე მშენებლობა, რომლის ნებართვა გაცემულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ.მშენებლობა მიმდინარეობს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის დაცვის არეალში (ძეგლიდან 195 მეტრში). მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნაბერთვა, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"საქართველოს კანონის 41-ე მუხლით რეგულირდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი. ასევე "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"საქართველოს მთავრობის 24/03/2009 წლის 5--ე დადგენილების 29 მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო. ეთხოვა კანონით გათვალისწინებული ზომების გატარება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---––--–- ძეგლის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27/04/2018 წლის №1------ წერილი, ს.ფ. 35-36.

- სიტუაციური ნახაზი, ს.ფ.37.

4.1.9. 2018 წლის 0- მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ეცნობა, რომ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---––--–- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ნუ-----------–--ის მიწის ნაკვეთზე ს/კ 8----------- მიმდინარე მშენებლობა არის შეჩერებული დროებით. ეთხოვათ მათი მოსაზრების წარმოდგენა ნუ-----------–--ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ზემოაღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 0- მაისის #0------ წერილი, ს.ფ. 38.

4.1.10. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის №1------ წერილით წალკის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 27/04/2018 წლის №1------ წერილით წალკის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა მოქალაქე ნუ-----------–--ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაფიქსირებული მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც მათთვის ცნობილია მშენებლობის ნებართვა გაცემულია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ. მშენებლობა მიმდინარეობს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის დაცვის არეალში (ძეგლიდან 195 მეტრში). მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის შესაბამისადმუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნაბერთვა, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"საქართველოს კანონის 41-ე მუხლით რეგულირდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი. ასევე "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"საქართველოს მთავრობის 24/03/2009 წლის 5--ე დადგენილების 29 მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო. სააგენტო განიხილავს საპროექტო დოკუმენტაციას იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება ახალი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების წარმოების ნაბართვის გაცემის მიზნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის №1------ წერილი, ს.ფ.39.

4.1.1-- 2018 წლის 23 მაისს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა #4-- ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 1--0-.2--- N1--- ბრძანება, სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ და ამ ბრანების საფუძველზე გაცემული სანებართვო მოწმობა #0-----, მისი ბათილად ცნობის დღიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2018 წლის 2-------ს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის #4-- ბრძანება, ს.ფ. 22.

 

4.1.12. ნ--------------–---- წარმომადგენელმა 2018 წლის 25 მაისს წერილით მიმართა წალკის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძვლების თაობაზე, მათ შორის შესაბამისი ადმინისტრაციული მასალების ასლები. 2018 წლის 7 ივნისის N0------ წერილით მოსარჩელე მხარეს, ადმინისტრაციული წარმოების მასალებთან ერთად ჩაბარდა წალკის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2-------ს N4-- ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თა----------–-ძის 2018 წლის 25 მაისის განცხადება, ს.ფ.23-24.

-წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 0- ივნისის #0------ წერილი, ს.ფ. 25.

4.1.13. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 200- წლის 3- მარტის #3---- ბრძანებით დანართში ჩამოთვლილი ობიექტები შეტანილი იქნა უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. თანდართული დანართში მითითებულია 2369 წმ. გ-------ს ეკლესია განვით. შაუ საუკ. წალკა, სოფელი ქ------ი.

საქართველოს პრეზიდენტის 200- წლის 7 ნოემბრის 6-- ბრძანებულებით ,,კულტურული მმეკვიდრეობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე კულტურის უძრავ ძეგლებს მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თანახმად დანართისა. დანართში წალკის მუნიციპალიტეტში #17 მითითებულია წმ. გ-------ს ეკლესია, XII-XIII სოფელი ქ------ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 200- წლის 3- მარტის #3---- ბრძანება, ს.ფ. 190-195;

- საქართველოს პრეზიდენტის 200- წლის 7 ნოემბრის 6-- ბრძანებულება, ს.ფ.196-198;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #5- დადგენილება.

 

7. სამართლებრივ შეფასება

 

7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქედანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები. სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს საერთო ევროპულ ფუნდამენტურ ელემენტს. იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის” უმნიშვნელოვანეს ნაწილად განიხილება.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლერივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2-------ს #4-- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომ საკითხის შესწავლისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები.

 

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის მე-9 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან დაიცვან და მოუფრთხილდნენ კულტურულ მემკვიდრეობას.

 

"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

"მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"საქართველოს მთავრობის 24/03/2009 წლის 5--ე დადგენილების 29 მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო.

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი. მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტი წალკის მუნიციპალიტტეის მერიის 2018 წლის 2-------ს #4-- ბრძანება და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხე მხარემ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-544-535(კ-12), განმარტა, რომ ,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ წალკის რაიონის სოფელ ა---––--–- მდებარე წმინდა გ-------ს სახელობის ეკლესიას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული უძრავი ძეგლის სტატუსი და წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას, შესაბამისად მოსარჩელე ნუ-----------–--ის საკუთრებაში მდებარე მიწის ნაკვეთი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. წალკის რაიონის სოფელ ა---––--–- მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მონაწილება მის კომპეტენციის ფარგლებს მიეკუთვნება. 2--- წლის 11 ივლისს ნუ-----------–--ის სახელზე გაცემული იქნა მშნებლობის ნებართვა ისე, რომ მისი გამოცემის დროს მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა არ მიუღია კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. მას შემდეგ რაც გამგეობისათვის ცნობილი გახდა რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭირო იყო კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა, გაგზავნილი იქნა წერილი და ითხოვეს მათი მოსაზრების წარმოდგენა ნუ-----------–--ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წალკის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის დაცვის არეალში (ძეგლიდან 195 მეტრში). მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის შესაბამისადმუნიციპალიტეტი უფლებამოსილია გასცეს მშენებლობის ნაბერთვა, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ"საქართველოს კანონის 41-ე მუხლით რეგულირდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელების წესი. ასევე "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ"საქართველოს მთავრობის 24/03/2009 წლის 5--ე დადგენილების 29 მუხლის თანახმად მშენებლობის ნებართვის სფეროში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა) მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო. სააგენტო განიხილავს საპროექტო დოკუმენტაციას იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება ახალი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების წარმოების ნაბართვის გაცემის მიზნით. აღნიშნული წერილით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წალკის მუნიციპალიტეტის მერიას პირდაპირ მიუთითა, რომ უნდა დაეწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით მათი სავალდებულო მონაწილეობით. წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ კი იმის ნაცვლად, რომ დაეწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება და სრულყოფილად შეესწავლა და გამოეკვლია საქმის გარემოებები, 2018 წლის 2-------ს #4-- ბრძანებით ბათილად ცნო 2--- წლის 11 ივლისის №/1--- ბრძანება და მშენებლობის სანებართვო მოწმობა.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში, თანამედროვე მმართველობის სისტემა ადმინისტრაციულ ორგანოებს ავალდებულებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციის, სამართლებრივი დახმარების გაწევას, რათა პირისათვის გამარტივდეს ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, კვალიფიციურად მოახდინოს თავისი პროცედურული უფლებების რეალიზების მეშვეობით მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა, კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

მშენებლობის ნებართვის გაცემით ნუ-----------–--ეს მიეცა ნებართვა ეწარმოებინა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, შესაბამისად ეს აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს, რომლის მიმართ მას გაჩნია სრულიად საფუძვლიანი და კანონიერი ნდობა. აღნიშნული გადაწყვეტილებებისა და შესაბამისი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ნუ-----------–--ემ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები-სამშენებლო სამუშაოები, რომლის უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მას მიადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.

აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა, ხოლო აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის კანონიერება, მმართველობის კანონიერების პრინციპი მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი,ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება, რაც მოცემულ შემთხვევაში წალკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესრულებული არ ყოფილა და მან სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ნაცვლად ბათილად ცნო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც კანონიერი ნდობა ქონდა ნუ-----------–--ეს.

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-246-243 (კ-14)).

 

სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება, რადგან მან არ ჩაატარა სრულყოფილი ადმნისტრაციული წარმოება და ვინაიდან აღნიშნულ საქმეში არ იყო ჩართული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2--------- წლის №4-- ბრძანებით ბათილად ცნო 11/0-/2--- წლის №/1--- ბრძანება, ადმინისტრაციული წარმოების განახლების და სრულყოფილი გამოკვლევის ნაცვლად.

 

განსახილველ შემთხვევში სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვეულია ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დაცვის ღირსი ინტერესის საფუძველია და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად უნდა მოხდეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემა, რომელიც თავის მხრივ არ გამოიწვევს პირის კანონიერ უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1 სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი განსაზღრავს სახელმწიფოსათვის ხარჯების ანაზრაურების წესს. აღნიშნული საკანონმდებლო აქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია, ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილ იქნა სახელწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, შესაბამისად მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე წალკის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება

9.1 განსახილველ ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13-ე, 22-ე, 23-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, 25--ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნუ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი წალკის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2-------ს #4-- ბრძანება.

3. წალკის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმისათვის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

4. მოპასუხე წალკის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. 11) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: სოფიო გაგნიძე