გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.05.2019
საქმის ნომერი
330310118002707906
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- ლალი მიქელაძე

 

მოსარჩელე -------------–ი

წარმომადგენელი - თ-------------–-–---–-

მოპასუხეები - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი ------------------------------------------

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - ი-------------–-----

მესამე პირები - ბი------------------------------------------------------------------------------------------–-–----------–------–-------------ი(ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენელი - გ-----------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანება(იხ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადება; ტომი 2, ს.ფ. 159-174; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 22 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 3, ს.ფ. 9-13).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) მ----------–-------–-–------------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ(აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა დააზუსტა სასამართლო სხდომაზე, 2019წლის 22 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, ტომი 3, ს.ფ. 9-13).

 

მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს ქ.თბილისში, ს----------------------–- მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში(საკადასტრო კოდი №01.18.03.049.0---- რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს წარმოადგენს. იგი არის ამ შენობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი. მისივე განმარტებით, 2018 წლის 17 თებერვალს ამხანაგობის თავმჯდომარემ, ვ----------------მა მოიწვია ამხანაგობის საერთო კრება, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი(არ ესწრებოდა მოსარჩელე და ნ--------------–ი). შესაბამისად, მ----------–ი მიიჩნევს, რომ კრებაზე უკანონოდ, ხმების არასაკმარისი ოდენობით მიღებული იქნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ამხანაგობის ინიციატივით მოხდებოდა საცხოვრებელი სახლის პროექტის კორექტირება.

 

2018 წლის 03 მაისს ვ----------------მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რათა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად შეეცვალა სახლის შეთანხმებული პროექტი და მიეღო მშენებლობის ნებართვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე(II კლასი). 2018წლის 01 ივნისს განმცხადებელმა მიიღო უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე, თუმცა მეორე მცდელობა წარმატებით დასრულდა, ვ----------------ის 2018 წლის 03ივლისის განცხადების საფუძველზე, რომლითაც წარადგინდა კორექტირებული პროექტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანებით მოწონებული იქნა ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საკითხი; გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ პროექტი, რომელიც დაამტკიცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, ასახავდა სახლში მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდებოდა კანონდარღვევით: კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებმა - მეუღლეებმა, მ--–--------------ა და ლ-–----------–--, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ყოველგვარი სამშენებლო ნებართვის გარეშე, წამოიწყეს სახლში სამშენებლო სამუშაოები, რომელთა შედეგადაც მიითვისეს საერთო სარგებლობის ფართები.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 06 სექტემბერს ქ.თბილისის მერიაში შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც ითხოვდა 2----–-–---------------- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ №------- ბრძანების ბათილად ცნობას, რაზედაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მხარეთა პოზიციები

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.1.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი ფორმით შესაგებელი მ----------–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა კი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირმა - ბ------------------------------------------------------ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2.2. მესამე პირმა - ლ-–----------–--, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2.3. მესამე პირმა - მ--–--------------ა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 08 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, ს---------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.03.049.0--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 572.00კვ.მეტრი; ნაკვეთის წინა ნომერი: 49, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 610.11კვ.მეტრი. საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა--------–------------------------------------–-–----------–-----------------–---–---------------–-------–-----------------------------------–----------------–----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08/01/2018(იხ. ტომი 1, ს.ფ. 183-184)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,------------------- 2---–-–---------–------- კრების ოქმით ირკვევა, რომ წარდგენილ იქნა ამხანაგობის წევრის (ვ----------------ის) ს---------------–- ავარიული სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კრწანისის რაიონის გამგეობასთან ერთად წილობრივ დაფინანსებას მათ მიერ. აღნიშნულმა პირმა მოითხოვა თანხმობა, რათა პროექტი ნებართვის მისაღებად წარედგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, რაზეც ყველა წევრმა გამოთქვა თანხმობა. შესაბამისად, ამხანაგობის კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის წევრების 100%-ით. ოქმს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: მ------------–---–------–-----------–---------------------–----------------------–-------------------------–--------------------------------------------–-–----------–- და ამხანაგობა ,,------------------- თავმჯდომარე - ვ----------------ი.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია ვ----------------------–-–----------–-----------------–---–---------------–-------–--------------------------------–------------------–-----------–----- 2---–-–--------–---- ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები/თანხმობები, რომლითაც აღნიშნული პირები აცხადებდნენ თანხმობას მასზედ, რომ ჩატარებულიყო სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ქ.თბილისში, ს----------------–-- მერიის არქიტექტურის სამსახურს და სხვა სჭირო ორგანოებს მოეხდინათ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, მოეხდინათ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კორექტირება, მიეღოთ მშენებლობის ნებართვები და შეესრულებინათ ყველა ის მოქმედება, რაც საჭირო გახდებოდა აღნიშნული დავალებების შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,------------------- 2----–-–--------–------- კრების ოქმი(იხ. ტომი 2, ს.ფ. 312-313)

- ვ----------------------–-–----------–-----------------–---–---------------–-------–--------------------------------–------------------–-----------–----- 2---–-–--------–---- ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები/თანხმობები(იხ.ტომი 3, ს.ფ. 103-123)

 

3.1.3. 2----–-–---------–----------------------------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს----------------------–-(უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2---–-–---------–----------–-------–------------------------------ დადებითი შეფასება მიეცა ქ.თბილისში, ს----------------------–- (ძეგლი) არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინებით: ფასადების მხარეს დაფარული იყოს ღიობების მოჩარჩოება.

 

ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–-------------------------- ბრძანებით მოწონებული იქნა ქ.თბილისში, ს----------------------–-(უძრავი ძეგლი), სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 3 სექტემბრიდან 2017 წლის 3იანვრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2----–-–--------–----------–-------–---------------------------

- ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–--------------------------- ბრძანება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 307-308)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,------------------- 2---–-–---------------–-- კრების ოქმით ირკვევა, რომ გაიმართა ამხანაგობა ,,------------------- კრება. ამხანაგობის 7 წევრიდან კრებას ესწრებოდა 5 წევრი, ანუ ამხანაგობის წევრთა ორ მესამედზე მეტი. დღის წესრიგს კი წარმოადგენდა დასრულებულ გამაგრება-გაძლიერებულ პროექტში ცვლილებების შეტანა. ამხანაგობის კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამხანაგობის 7 წევრიდან 5 წევრის(მ------------–---–------–-----------------–-–----------–------------–------------------------------) ხელმოწერით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,------------------- 2----–-–--------------–-- კრების ოქმი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 19-22)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------------–--------------------–----–------------------------------------------–--–-------------------------–- მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული უნებართვო სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე მიეცა წერილობითი გაფრთხილება, რომლის საფუძველზეც ვალდებულია ორი თვის ვადაში უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მოპოვება და მიღებული ნებართვის საფუძველზე უზრუნველყოს ქ.თბილისში, ს---------------------–- მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შეთანხებულ პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2----–-–--------------------------–------------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 252)

 

3.1.6. 2----–-–---------–----------------------------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს----------------------–-(უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, კორექტირებული პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2---–-–----------------------–-------–------------------------------ დადებითი შეფასება მიეცა ქ.თბილისში, ს----------------------–-(ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანებით მოწონებული იქნა ქ.თბილისში, ს----------------------–-(ძეგლი), სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საკითხი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2018 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2----–-–----------------------–-------–---------------------------(იხ. ტომი 1, ს.ფ. 28-29)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 26-27)

 

3.1.7. 2---–-–-------------------------------–--------------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

ქ.თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, მ----------–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-------------–ის 2----–-–------------------------------------- ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 153-159)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. 2019 წლის 22 თებერვლის, 2019 წლის 23 აპრილის, 2019 წლის 07 მაისის სასამართლო სხდომის ოქმები)

 

3.1.8. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,--------------------–-–---------------- დასკვნა, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ს----------------------–- არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა, მასზე ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების შემდგომ, დამაკმაყოფილებელია. შენობა მდგრადია და საიმედო, ხოლო მისი შემდგომი ექსპლუატაცია უსაფრთხო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,--------------------–-–---------------- დასკვნა(იხ. ტომი 2, ს.ფ. 1-3)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, მ----------–ის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება’’, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 აპრილის №91 განკარგულებით დამტკიცებული ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება’’, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №137 დადგენილება, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ასევე, რომ მ----------–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში არ უმსჯელია მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ასეთ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი), მ----------–-------–-–------------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიჩნეული უნდა იქნეს ასევე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მოწონებული იქნა ქ.თბილისში, ს----------------------–-(ძეგლი), სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საკითხი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2018 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 24დეკემბრის ჩათვლით- მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა;

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება’’, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის მიზნები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის თანახმად, სამსახურის მიზნებია: ა)მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის(შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ)თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება. ამავე დებულების 3.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს, დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების(გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების გაცემა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ტექნიკური შეცდომების გასწორება, ძალადაკარგულად გამოცხადება, არარად აღიარება და ბათილად ცნობა.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. ამავე კანონის 2.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.

 

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას. ამავე კანონის 24-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები იყოფა შემდეგ ტიპებად: ა) კვლევითი სამუშაოები - სამეცნიერო-საძიებო და პრაქტიკული სამუშაოები, რომელთა მიზანია ძეგლთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, მისი მდგომარეობის, დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა, სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ბ) სარეაბილიტაციო სამუშაოები - ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული სამუშაოების ერთობლიობა. ამავ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები: ა)დაზვერვა; ბ)გაწმენდა; გ)კონსერვაცია; დ)რესტავრაცია; ე)რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია; ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება.

 

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 41.2 მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 4.1. მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო დაცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო(შემდგომ - სამინისტრო), საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში - საბჭო), ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საბჭო დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. საბჭოს საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №9-34 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება’’. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბჭო წარმოადგენს, პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის და ამ დებულების საფუძველზე. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. ქ.თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხების განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე” ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015წლის 6 აპრილის №91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ძეგლზე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემისას არქიტექტურის სამსახური ვალდებულია, ნებართვა გასცეს კულტურის სამინისტროს თანხმობით, ხოლო, სამინისტროს თანხმობის მიღება შესაძლებელია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–-–---------–---------------------------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს----------------------–-(უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 20---–-–---------–----------–-------–-------------------------------------------–------------–---------–--–--------------------------–------–-- არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს შემდეგი რეკომენდაციის გათვალისწინებით: ფასადების მხარეს დაფარული იყოს ღიობების მოჩარჩოება. ხოლო ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–--------------------------- ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ.თბილისში, ს----------------------–-(უძრავი ძეგლი), სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 3 სექტემბრიდან 2017 წლის 3 იანვრის ჩათვლით.

 

საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,------------------- 2----–-–---------------–-- კრების ოქმით ირკვევა, რომ გაიმართა ამხანაგობა ,,------------------- კრება. ამხანაგობის 7 წევრიდან კრებას ესწრებოდა 5 წევრი, ანუ ამხანაგობის წევრთა ორ მესამედზე მეტი. დღის წესრიგს კი წარმოადგენდა დასრულებულ გამაგრება-გაძლიერებულ პროექტში ცვლილებების შეტანა. ამხანაგობის კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამხანაგობის 7 წევრიდან 5 წევრის(მ------------–---–------–-----------------–-–----------–------------–------------------------------) ხელმოწერით.

 

დადგენილია ასევე, რომ 2----–-–---------–---------------------------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ს----------------------–-(უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, კორექტირებული პროექტის შეთანხმება და ნებართვის გაცემა. ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2---–-–----------------------–-------–------------------------------ დადებითი შეფასება მიეცა ქ.თბილისში, ს----------------------–-(ძეგლი)სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანებით კი მოწონებული იქნა ქ.თბილისში, ს----------------------–-(ძეგლი), სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საკითხი, გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2018 წლის 24 აგვისტოდან 2018 წლის 24დეკემბრის ჩათვლით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სარჩელში აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ პროექტი, რომელიც დაამტკიცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, ასახავდა სახლში მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდებოდა კანონდარღვევით: კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებმა - მეუღლეებმა, მ--–--------------ა და ლ-–----------–--, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ყოველგვარი სამშენებლო ნებართვის გარეშე, წამოიწყეს სახლში სამშენებლო სამუშაოები, რომელთა შედეგადაც მიითვისეს საერთო სარგებლობის ფართები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და განმარტავს, რომ თუ სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობის რომელიმე წევრი აწარმოებდა კანონის დარღვევით, აღნიშნული ფაქტი ვერ გახდება კანონის შესაბამისად გამოცემული სადავო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან კანონის დარღვევით განხორციელებულ სამუშაოებზე რეაგირებას ახდენს სულ სხვა ადმინისტრაციული ორგანო და არა მოცემულ დავაში მოპასუხედ მყოფი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური. რაც შეეხება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართების მითვისებას, - მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მსჯელობას ვერ იქონიებს არსებული დავის ფარგლებში, ვინაიდან აღნიშნული სხვა სასამართლოს განსახილველი საკითხია და მას არანაირი შემხებლობა არ გააჩნია სადავოდ გამხდარ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში. შესაბამისად, მოსარჩელის ზემოაღნიშნული პოზიცია და არგუმენტები სადავოდ გამხდარი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2----–-–---------------–- ამხანაგობის კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი(არ ესწრებოდა მოსარჩელე და ნ--------------–ი) და შესაბამისად, კრებაზე უკანონოდ, ხმების არასაკმარისი ოდენობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროექტის კორექტირების შესახებ,-აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,------------------- 2----–-–--------–------- კრების ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ წარდგენილი იქნა ამხანაგობის წევრის(ვ----------------ის) ს---------------–- ავარიული სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კრწანისის რაიონის გამგეობასთან ერთად წილობრივ დაფინანსებას მათ მიერ. აღნიშნულმა პირმა მოითხოვა თანხმობა, რათა პროექტი ნებართვის მისაღებად წარედგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, რაზეც ყველა წევრმა გამოთქვა თანხმობა. შესაბამისად, ამხანაგობის კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამხანაგობის წევრების 100%-ით. ოქმს ხელს აწერენ ამხანაგობის წევრები: მ------------–---–------–-----------–---------------------–----------------------–-------------------------–--------------------------------------------–-–----------–- და ამხანაგობა ,,------------------- თავმჯდომარე - ვ----------------ი. საქმეში ასევე წარმოდგენილია ვ----------------------–-–----------–-----------------–---–---------------–-------–--------------------------------–------------------–-----------–----- 2016წლის 11 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები/თანხმობები, რომლითაც აღნიშნული პირები აცხადებდნენ თანხმობას მასზედ, რომ ჩატარებულიყო სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ქ.თბილისში, ს----------------–-- მერიის არქიტექტურის სამსახურს და სხვა სჭირო ორგანოებს მოეხდინათ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, მოეხდინათ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კორექტირება, მიეღოთ მშენებლობის ნებართვები და შეესრულებინათ ყველა ის მოქმედება, რაც საჭირო გახდებოდა აღნიშნული დავალებების შესასრულებლად. შესაბამისად, აღნიშნული კრების ოქმით და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობით დგინდება, რომ მ----------–ი აცხადებდა თანხმობას მათ შორის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კორექტირებაზეც. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს. ამ კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.

 

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება არის ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მესაკუთრეს შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები და გამორიცხოს მათზე სხვა პირთა ყოველგვარი ზემოქმედება, თუ ამით იგი არ არღვევს კანონს ან მესამე პირთა უფლებებს.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები თავისი არსით საჭიროებდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობას, საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,------------------- 2----–-–---------------–-- კრების ოქმით კი ირკვევა, რომ გაიმართა ამხანაგობა ,,------------------- კრება. ამხანაგობის 7წევრიდან კრებას ესწრებოდა 5 წევრი, ანუ ამხანაგობის წევრთა ორ მესამედზე მეტი. დღის წესრიგს წარმოადგენდა დასრულებულ გამაგრება-გაძლიერებულ პროექტში ცვლილებების შეტანა. ამხანაგობის კრების მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამხანაგობის 7 წევრიდან 5 წევრის(მ------------–---–------–-----------------–-–----------–------------–------------------------------) ხელმოწერით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამხანაგობის კრებაზე პროექტის კორექტირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონიერად, ხმების საკმარისი ოდენობით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიიღო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანებით მ----------–ის კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო(ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ----------–ის სასარჩელო მოთხოვნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის(ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა მ----------–-------–-–------------------------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2----–-–-------------------------------–--------------------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანების ბათილად ცნობა, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, მ----------–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს კანონიერად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–------------------------- ბრძანება, აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილი მ----------–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის(ვირტუალური უარი) კანონშესაბამობაც სახეზეა. შესაბამისად, არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის(ვირტუალური უარის) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი მ----------–ის მიერ 2---–-–-------------------–----------–-------------------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------–ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი(განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეულ ხარჯს,- საქმეში წარმოდგენილია 2----–-–----------------- იურიდიული მომსახურეობის ხელშეკრულება და 2----–-–---------------------–-------–--------–-------------------------, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე მ----------–ის მიერ გადახდილია იურიდიული მომსახურების საფასური 500(ხუთასი) ლარის ოდენობით(მიმღები თ-------------–-–---–-). ამასთან, მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მის მიერ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე,- სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელე მხარეზე წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ----------–ის სარჩელი მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, მესამე პირების- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,-------------------, ლ-–----------–-------–--------------ს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი