გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.08.2018
საქმის ნომერი
330310115001055582
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6109-15

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელეები:

1. ც--------------------ა

წარმომადგენელი - მ-----–---–---–---–ი

2. მ---------------------------ია

 

მოპასუხეები:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - ი-------------–----ი

 

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - ფ---------–------ე

 

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - თ-------–----------ა

 

მესამე პირები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.10.2016წ. განჩინება):

1. შპს ,,ა------ა“;

2. ნ-------–---------–---ი

წარმომადგენელი - რ------–-------ე

3. ლ-----–--–----ია

წარმომადგენლები - ი--------------------------–-----–ი

4. თ--------ე

5. ლ-------–----------–--ი

6. მ------------–---–ი

7. ლ------------–---ო;

8. ამხანაგობა „ს------------------“;

9. დ--–----------–---–ი;

10. ქ-----------–-----–ი;

11. ლ---------------–---–ი;

12. მ-----–--------ე;

13. მ--–--------–-------ი;

14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ-------–----------ა

15. ზ--------------ი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.10.2017წ. განჩინება)

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №1------ გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ივლისის №1------ ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №1------ ბრძანება;

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 06 ივლისის №1------ ბრძანება;

 

1.5. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის №2------ ბრძანება;

 

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3- განკარგულება;

 

1.7. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №1-- განკარგულება.

 

მოსარჩელეების განმარტებით, „კ---–----------–--ს“ მიმდებარედ, რომელიც წარმოადგენს კ--------------------------იას და ზ------------------იას მემორიალურ სახლს და განიხილება, როგორც უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მშენებლობის ნებართვები გასცა დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე. უფრო მეტიც, მან არ გაითვალისწინა უძრავი ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი და ასევე, არ შეუთანხმებია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, რითაც დაარღვია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული დასტურდება წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითა და სქემატური ნახაზებით, ასევე, ქ. თბილისის მერის მიერ მ---------------------------იას ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით.

 

მოსარჩელეების განმარტებით, გასაჩივრებული აქტების უკანონობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ნებართვის მაძიებლების მიერ არ არის წარდგენილი იმ მესაკუთრის თანხმობა, რომლის მიწის ნაკვეთიც მოიცვა საპროექტო არეალმა.

 

2. მხარეთა პოზიციები:

 

2.1. მოპასუხეების პოზიცია:

 

მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

2.2.მესამე პირების პოზიცია:

 

2.2.1. მესამე პირების: შ-----------ას“ და ნ-------–---------–---ის წარმომადგენელი დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას. მისი განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, მითითებული აქტების მიმართ მესამე პირებს გააჩნდათ კანონიერი ნდობა, მათ საფუძველზე განხორციელებულია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება და გაწეულია მნიშვნელოვანი ხარჯები.

 

2.2.2. მესამე პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება სარჩელს, ვინაიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

2.2.3. მესამე პირის - ლ-----–--–----იას წარმომადგენლები დაეთანხმნენ სარჩელს და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას. მათ დამატებით განმარტეს, რომ გადაწყვეტილებები მიღებულია საქმის მასალების, კერძოდ, წარდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის, ასევე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ-------–--–-----------------ში მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს ც--------------------ას და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრის საკუთრების ობიექტს.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ-------–--–-----------------21-ში მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს მ---------------------------იას საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 08.10.2013წ. (ტ.I. ს.ფ. 28-29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 24.09.2014წ. (ტ.I. ს.ფ. 30-3-);

 

3.2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის №3--- ბრძანებით ქ-------–--–-----------------ში მდებარე „კ---–----------–--“ შეტანილ იქნა უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, დანართში მითითებულ საზღვრებში.

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №2-- განკარგულებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ქ-------–--–-----------------ში მდებარე „კ---–---------–-ს“, დანართით გათვალისწინებულ საზღვრებში. დანართის თანახმად, ობიექტი წარმოადგენს ფიზიკური პირის საკუთრებას და ძეგლს უკავია 4875 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის №3--- ბრძანება (ტ.II. ს.ფ. 101);

- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 მარტის №2-- განკარგულება, დანართით (ტ.I. ს.ფ. 26-27);

- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 მარტის №---------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 40).

 

3.3. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ 2014 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №-) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ქ-------–--–-------–---------------–-, რ-----–-–---–ის ქ-------------, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I-------, №-, გ. რ-----–-–---–ის I-------, №-, გ--------------–-–---–ის I-------, №-, ს------------–ის ქ. ჩ---------------, რ-----–-–---–ის ქ--------------, გ--------------–-–---–ის ქ. №--, გ. რ-----–-–---–ის I------, №---, რ-----–-–---–ის I------, №--, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I------, №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ---------, №-, გ--------------–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, გ. რ-----–-–---–ის I------, №----ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 6 მარტის №- სხდომის ოქმი (ტ.I. ს.ფ. 122-126).

 

3.4. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №1------ გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 6 მარტის №- სხდომის ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 6803 კვ.მ. ფართის მქონე ტერიტორიაზე მდებარე: ქ-------–--–-------–---------------–-, რ-----–-–---–ის ქ-------------, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I-------, №-, გ. რ-----–-–---–ის I-------, №-, გ--------------–-–---–ის I-------, №-, ს------------–ის ქ. ჩ---------------, რ-----–-–---–ის ქ--------------, გ--------------–-–---–ის ქ. №--, გ. რ-----–-–---–ის I------, №---, რ-----–-–---–ის I------, №--, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I------, №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ---------, №-, გ--------------–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, გ. რ-----–-–---–ის I------, №--- -ში (საკადასტრო კოდებით: №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------; №0---------------) გაიცა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №1------ გადაწყვეტილება (ტ.I. ს.ფ. 87-91).

 

3.5. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 26 მარტის №A-------- განცხადებით მიმართა ვ-–----------------–---–მა და მოითხოვა ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქუჩის, რ-----–-–---–ის ქუჩის II ჩიხსა და III ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება. ამასთან, განაშენიანების რეგულირების საპროექტო არეალში მოქცეული №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ლ-----–--–----ია, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით (www.tas.ge ) 2014 წლის 26 მარტის №A-------- განცხადებაზე დარეგისტრირებულია როგორც თანაგანმცხადებელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „ლ-----–--–----იას განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2017 წლის 2 ოქტომბრის №გ----------- გადაწყვეტილება (ტ.IV. ს.ფ. 164-167);

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ივლისის №1------ ბრძანება (ტ.I. ს.ფ. 127-130);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 14.11.2013წ. (ტ.II. ს.ფ. 356-357).

 

3.6. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ 2014 წლის 24 აპრილის სხდომაზე (ოქმი №--) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ქ-------–--–-------–---------------–-, რ-----–-–---–ის ქუჩის II ჩიხსა და III ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე.

 

ქალაქ თბილისის მერიის 2014 წლის 5 მაისის N9-- განკარგულებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 24 აპრილის №-- სხდომის ოქმის საფუძველზე დამტკიცდა ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქუჩის II ჩიხსა და III ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა გრგ-ს საპროექტო წინადადების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 24 აპრილის №-- სხდომის ოქმი (ტ.II. ს.ფ. 171-174);

- ქალაქ თბილისის მერიის 2014 წლის 5 მაისის N9-- განკარგულება (ტ.II. ს.ფ. 170).

 

3.7. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ივლისის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), გ--------------–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I------, №--, რ-----–-–---–ის I------, №--, გ. რ-----–-–---–ის I------, №---, ს------------–ის ქ. ჩ---------------, რ-----–-–---–ის ქ--------------, რ-----–-–---–ის ქ. №--, გ--------------–-–---–ის I-------, №-, გ. რ-----–-–---–ის I-------, №-, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I-------, №-, რ-----–-–---–ის ქ--------------ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

 

ამასთან, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ივლისის №1------ ბრძანება გაიცა ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 6 მარტის №- და 2014 წლის 24 აპრილის №-- სხდომის ოქმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების (გადაწყვეტილება №1------, 06.03.2014წ.), ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 5 მაისის №--- განკარგულებისა და მიწის მეპატრონეთა თანხმობების საფუძველზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ივლისის №1------ ბრძანება (ტ.I. ს. ს.ფ. 127-130).

 

3.8. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №1------ ბრძანებით, შ-----------ას“ საკუთრებაში არსებულ, ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქ------------- (საკადასტრო კოდით: 0---------------), რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), გ--------------–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №-- (საკადასტრო კოდით: 0---------------), რ-----–-–---–ის ქ. №-- (საკადასტრო კოდით: 0---------------)-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე შეთანხმებული გრგ-ს საფუძველზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №1------ ბრძანება (ტ.I. ს.ფ. 219-222).

 

3.9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 21 იანვრის A-------- განცხადებით მიმართა ლ--------–--ამ და მოითხოვა ქ-------–--–ი, გ--------------–-–---–ის ქ. №--ში, რ-----–-–---–ის ქ. №--, გ--–-- ქ. №----ს მიმდებარედ (ნაკვეთი №------), გ--–-- ქ. №----ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------, 0---------------, 0---------------, 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემა.

 

ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 2015 წლის 29 იანვრის სხდომაზე (ოქმი №-, საკითხი 2) გასცა თანხმობა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--–-- ქ. №23, გ--–-- ქ. №----ს მიმდებარედ (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ. №--, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------, 0---------------, 0---------------, 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 6 თებერვლის №0------ წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე www.tas.ge რეგისტრირებული A-------- განაცხადით გათვალისწინებული ქ-------–--–-------–---------------–-, გ--–-- ქ. №23, გ--–-- ქ. №----ს მიმდებარედ (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ. №--, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------, 0---------------, 0---------------, 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება.

საკითხი განხილულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2015 წლის 9 თებერვლის სხდომაზე და შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3- განკარგულებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 29 იანვრის №- სხდომის ოქმისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 6 თებერვლის №0------ წერილის (A--------) გათვალისწინებით, დამტკიცდა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა, №---ში და გ--–-- ქ. №---–ი არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე www.tas.ge რეგისტრირებული A-------- განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 29 იანვრის №- სხდომის ოქმი (ტ.II. ს.ფ. 227-238);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 6 თებერვლის №0------ წერილი, დანართით (ტ.II. ს.ფ. 218-226);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2015 წლის 9 თებერვლის სხდომის ოქმი №- (ტ.II. ს.ფ. 255-270);

- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 16 თებერვლის №-4 ბრძანება, დღის წესრიგით (ტ.II. ს.ფ. 194-196);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3- განკარგულება, დანართით (ტ.II. ს.ფ. 209-215).

 

3.10. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე (ოქმი №--, საკითხი 7) გასცა თანხმობა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--–-- ქ. №23, გ--–-- ქ. №----ს მიმდებარედ (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ. №--, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------, 0---------------, 0---------------, 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 აპრილის №0------ წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად გადაიგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე www.tas.ge რეგისტრირებული A-------- განაცხადით გათვალისწინებული ქ-------–--–-------–---------------–-, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა, №---ში და გ--–-- ქ. №---–ი არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი.

 

საკითხი განხილულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2015 წლის 17 აპრილის სხდომაზე და შემდეგ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №1-- განკარგულებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 12 მარტის №-- სხდომის ოქმისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 აპრილის №0------ წერილის (A--------) გათვალისწინებით, დამტკიცდა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა, №---ში და გ--–-- ქ. №---–ი არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე www.tas.ge რეგისტრირებული A-------- განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 12 მარტის №-- სხდომის ოქმი (ტ.II. ს.ფ. 239-254);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 აპრილის №0------ წერილი, დანართით (ტ.II. ს.ფ. 204-208);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 2015 წლის 17 აპრილის სხდომის ოქმი №-- (ტ.II. ს.ფ. 271-277);

- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აპრილის №--- ბრძანება, დღის წესრიგით (ტ.II. ს.ფ. 197-199);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №1-- განკარგულება (ტ.II. ს.ფ. 200).

 

3.11. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ-------–--–ი, სექტორი - მთ-–-----ა, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში მდებარე, შპს „ა----–------–ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის №2------ ბრძანებით გაიცა ქ-------–--–ი, სექტორი - მთ-–-----ა, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში მდებარე, შპს „ა----–------–ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: №0---------------) შეთანხმებული მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის №1------ ბრძანება (ტ.II. ს.ფ. 62-64);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის №2------ ბრძანება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 30.01.2015წ. (ტ.II. ს.ფ. 65-68).

 

3.12. ქ-------–--–ი, მთ-–-----ა-კრწანისის რაიონში, რ-----–-–---–ის ქ. №--ში, რ-----–-–---–ის ქ. №---ში, გ--–-- ქ. №---–ი მდებარე მიწის ნაკვეთებზე განზრახული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ქ-------–--–ი, გ--–-- ქ. №--/21-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „კ---–----------–--ს“ მიმართ მართლზომიერების შესახებ 2015 წლის 16 აგვისტოს ექსპერტის მიერ მომზადდა დასკვნა. დასკვნის თანახმად, ჩატარებულმა არქიტექტურულმა ექსპერტიზამ დაასაბუთა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 17 აპრილის №1-- განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა, №---ში, გ--–-- ქ. №---–ი არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხორციელებით ირღვევა საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტის დასკვნა (ტ.II. ს.ფ. 87-89).

 

3.13. ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 11 ივნისის №--- განკარგულებით დაკმაყოფილდა მ---------------------------იას №---------2 საჩივარი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 28 თებერვლის №----- ბრძანება, ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქ. №---ში მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 11 ივნისის №--- განკარგულება (ტ.II. ს.ფ. 91-93).

 

3.14. კ---–----------–--სა და ორი ახალი სამშენებლო ობიექტების სქემატური გეგმის თანახმად, კულტურული ძეგლიდან - „კ---–----------–--დან“ 150 და 50 მეტრიან არეალებში ექცევა №0--------------8 და №0--------------- საკადასტრო ერთეულები, რომლებზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №1------ და 2015 წლის 22 ივლისის №2------ ბრძანებებით გაცემულია მშენებლობის ნებართვები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ,,კ---–----------–--სა“ და ორი ახალი სამშენებლო ობიექტების სქემატური გეგმები (ტ. I, ს.ფ. 32-33).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე. წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების კომისიის/საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით უფლებამოსილმა პირებმა, მათ შორის, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიიღეს გადაწყვეტილებები განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქ------------- (საკადასტრო კოდით: 0---------------), რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), გ--------------–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №-- (საკადასტრო კოდით: 0---------------), რ-----–-–---–ის ქ. №-- (საკადასტრო კოდით: 0---------------)-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე, ქ-------–--–ი, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში მდებარე, შპს „ა----–------–ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: 0---------------) შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 6 მარტის №- სხდომის ოქმი (ტ.I.ს.ფ. 122-126);

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №1------ გადაწყვეტილება (ტ.I.ს. ფ. 87-91);

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 24 აპრილის №-- სხდომის ოქმი (ტ.II. ს.ფ. 171-174);

- ქალაქ თბილისის მერიის 2014 წლის 5 მაისის განკარგულება (ტ.II. ს.ფ. 170);

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ივლისის №1------ ბრძანება (ტ.I.ს. ს.ფ. 127-130);

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №1------ ბრძანება (ტ.I.ს.ფ. 219-222);

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 29 იანვრის №- სხდომის ოქმი (ტ.II. ს.ფ. 227-238);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 6 თებერვლის №0------ წერილი, დანართით (ტ.II. ს.ფ. 218-226);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3- განკარგულება, დანართით (ტ.II. ს.ფ. 209-215).

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 12 მარტის №-- სხდომის ოქმი (ტ.II. ს.ფ. 239-254);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 აპრილის №0------ წერილი, დანართით (ტ.II. ს.ფ. 204-207);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №1-- განკარგულება (ტ.II. ს.ფ. 200);

- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის №1------ ბრძანება (ტ.I. ს.ფ. 165-167);

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის №2------ ბრძანება (ტ.I. ს.ფ. 64-68);

 

3.2.2. ქალაქ თბილისის ტერიტორიის საკადასტრო რუკის ამონარიდით დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე „კ---–----------–--დან“ ერთ შემთხვევაში დაშორებულია დაახლოებით 61 მეტრით, ხოლო მეორე შემთხვევაში - დაახლოებით 91 მეტრით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონარიდი ქალაქ თბილისის ტერიტორიის საკადასტრო რუკიდან (ტ. II. ს.ფ. 182-183).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქათველოს კანონი; „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი”; ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - ქალაქ თბილისის მერიის - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №1------ გადაწყვეტილება, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ივლისის №1------ ბრძანება, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №1------ ბრძანება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3- განკარგულება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №1-- განკარგულება, ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 06 ივლისის №1------ ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის №2------ ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.

 

მითითებული დადგენილების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიებია: ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (შემდგომში – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება), ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (შემდგომში – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) და გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

ამავე დადგენილების 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა, მშენებლობის ნებართვის გასაცემად ამ დადგენილებით განსაზღვრული პირველი სტადიის გავლა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) საჭირო არ არის და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს წარმოადგენს შესაბამისი განაშენიანების რეგულირების გეგმა.

 

სასამართლო მიუთითებს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საგანს, პრინციპებს, პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და დაგეგმვის დოკუმენტების ფორმებსა და როლს საქართველოს ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებაში. კანონის 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებისა და წესების მიზანია მშენებლობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების პირობების დადგენა. მიწის ნაკვეთების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების მიზნით დაგეგმვაზე უფლებამოსილი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყება შეიმუშავებს და ამტკიცებს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებს“ (შემდგომში – „განაშენიანების ძირითადი დებულებები“).

 

ამავე კანონის 30-ე მუხლი კი ადგენს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა მოიცავს დასახლების მთელ ტერიტორიას ან მის ნაწილებს. განაშენიანების რეგულირების გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსა და დაწესებულებისათვის და სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, ასევე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველია.

 

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომლიც წარმოადგენს რა ქალაქთმშენებლობითი რეგულირების სისტემის ნაწილს, არეგულირებს ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. ამავე წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე: ა) უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესების რეგულირება; ბ) სამშენებლო საქმიანობისათვის ტერიტორიებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის გამოყენების სპეციფიკური პირობების დადგენა.

 

მითითებული წესების მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, განაშენიანების წესები, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტი ავსებს და აზუსტებს ქალაქთმშენებლობის სფეროში: საქართველოს კანონმდებლობას, სახელმწიფო ნორმატივებსა და წესებს, აგრეთვე ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების სისტემას. განაშენიანების წესები ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით დადგენილი ქალაქთმშენებლობითი ზონებისათვის, სამართლებრივად განსაზღვრავს (უფლებრივი ზონირება) ამ ზონების ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგლამენტებს.

ამდენად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება განსაზღვრავს მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი წესებს, ხოლო სხვა კანონქვემდებარე აქტები, მათ შორის ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება ავსებს და აზუსტებს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ტერიტორიის განაშენიანებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისათვის სპეციფიკური პირობების დადგენას.

 

6.3. სასამართლო, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით განმარტავს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა ეს არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას.

 

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა განისაზღვრა მითითებული წესების მე-10 მუხლით, კერძოდ, პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ქ. თბილისში განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ ეტაპად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ პირველი ეტაპით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაძლებელია შემდგომი ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. I ეტაპი არის განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცება, ხოლო II ეტაპი - განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება და ორივე მათგანი გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად. ამასთან, განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი სამსახური და ამზადებს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს: ა) I ეტაპი - განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) II ეტაპი - განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის (2014 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის) თანახმად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას კომისიის დასკვნის საფუძველზე ამტკიცებს ქალაქ თბილისის მერი.

 

ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მერის გადაწყვეტილებით შექმნილი დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის კომპეტენციათა სფეროს შესაძლებელია განეკუთვნებოდეს: გ) დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე წინადადებების, შენიშვნების და საჩივრების განხილვა; დ) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის საკრებულოსა და ქ. თბილისის მერის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურთან ერთად; თ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცების თაობაზე თვითმმართველობის გადაწყვეტილებების და/ან დასკვნების მომზადება; ი) კონკრეტული საპროექტო წინადადების ან/და მიწის ნაკვეთებისთვის წინამდებარე წესის VI თავით განსაზღვრული ნორმებისგან განსხვავებული რეგულაციების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება ან/და დასკვნების /მომზადება. აღნიშნული განმტკიცებულია ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 15 ოქტომბრის №54 ბრძანებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის დებულებით. მითითებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ: ა) ქალაქ თბილისის საკრებულოს 2 წევრი; ბ) ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე; გ) ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები; დ) ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ან მოადგილე; ე) ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი; ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №15-29 დადგენილებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად (ამოქმედდა 2014 წლის 26 ნოემბრიდან (გამოქვეყნებისთანავე)) ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმას, საბჭოს დასკვნის საფუძველზე, ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.

 

ცვლილებები შეეხო ამავე წესების 26-ე მუხლს, კერძოდ, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის ნაცვლად ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა საბჭო, რომლის უფლებამოსილებაც ამავე მუხლის მიხედვით შემოიფარგლა იგივე ფუნქციებით, რითიც აღჭურვილი იყო ხსენებული კომისია. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-32 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების, მათ შორის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელებით.

 

ამდენად, სასამართლო ზემოხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ ეტაპს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა/დამტკიცება, რომელიც საჭირო არ არის იმ ტერიტორიებისათვის, სადაც არსებობს განაშენიანების რეგულირების გეგმა. თავის მხრივ, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება არის ორეტაპიანი და საკითხის განხილვა ხდება მშენებლობის ნებართვის გამცემმი ადმინისტრაციული ორგანოს, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიის/საბჭოს და ქალაქ თბილისის მერის/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ თავიაანთი უფლებამოსილებათა გათვალისწინებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ 2014 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №-) ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ქ-------–--–-------–---------------–-, რ-----–-–---–ის ქ-------------, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I-------, №-, გ. რ-----–-–---–ის I-------, №-, გ--------------–-–---–ის I-------, №-, ს------------–ის ქ. ჩ---------------, რ-----–-–---–ის ქ--------------, გ--------------–-–---–ის ქ. №--, გ. რ-----–-–---–ის I------, №---, რ-----–-–---–ის I------, №--, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I------, №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ---------, №-, გ--------------–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, გ. რ-----–-–---–ის I------, №----ში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე, ხოლო მითითებული სხდომის ოქმის საფუძველზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №1------ გადაწყვეტილებით გაიცა განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება.

 

ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 26 მარტის №A-------- განცხადებით მიმართა ვ-–----------------–---–მა და მოითხოვა ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქუჩის II ჩიხსა და რ-----–-–---–ის ქუჩის III ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ საკითხი განიხილა 2014 წლის 24 აპრილის სხდომაზე (ოქმი №--) და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნილ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე. ქალაქ თბილისის მერიის 2014 წლის 5 მაისის განკარგულებით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დამტკიცდა ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქუჩის II ჩიხსა და რ-----–-–---–ის ქუჩის III ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა განაშენიანების რეგულირების გეგმა საპროექტო წინადადების მიხედვით. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ივლისის №1------ ბრძანებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 6 მარტის №- და 2014 წლის 24 აპრილის №-- სხდომის ოქმების, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების (გადაწყვეტილება №1------, 06.03.2014წ.), ქალაქ თბილისის მერის 2014 წლის 5 მაისის №--- განკარგულებისა და მიწის მეპატრონეების თანხმობების საფუძველზე, შეთანხმდა ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), გ--------------–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I------, №--, რ-----–-–---–ის I------, №--, გ. რ-----–-–---–ის I------, №---, ს------------–ის ქ. ჩ---------------, რ-----–-–---–ის ქ--------------, რ-----–-–---–ის ქ. №--, გ--------------–-–---–ის I-------, №-, გ. რ-----–-–---–ის I-------, №-, რ-----–-–---–ის (ს------------–ის) I-------, №-, რ-----–-–---–ის ქ--------------ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

 

ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 15 ოქტომბრის №1------ ბრძანებით დგინდება, რომ შ-----------ას“ საკუთრებაში არსებული, ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქ------------- (საკადასტრო კოდით: 0---------------), რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ---------, №- (ნაკვეთი №------), გ--------------–-–---–ის ქ. №--, რ-----–-–---–ის ქ. №-- (საკადასტრო კოდით: 0---------------), რ-----–-–---–ის ქ. №-- (საკადასტრო კოდით: 0---------------)-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 2015 წლის 29 იანვრის სხდომაზე (ოქმი №-, საკითხი 2) გასცა თანხმობა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--–-- ქ. №23, გ--–-- ქ. №----ს მიმდებარედ (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ. №--, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------, 0---------------, 0---------------, 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე. აღნიშნული საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა 2015 წლის 6 თებერვალს განსახილველად წარადგინა ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 2015 წლის 9 თებერვალს საკითხი განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ და განსახილველად წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №3- განკარგულებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 29 იანვრის №- სხდომის ოქმისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 6 თებერვლის №0------ წერილის (A--------) გათვალისწინებით, დამტკიცდა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა, №---ში და გ--–-- ქ. №---–ი არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე www.tas.ge რეგისტრირებული A-------- განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

ასევე, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე (ოქმი №--, საკითხი 7) გასცა თანხმობა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--–-- ქ. №23, გ--–-- ქ. №----ს მიმდებარედ (ნაკვეთი №------), რ-----–-–---–ის ქ. №--, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0---------------, 0---------------, 0---------------, 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმებაზე. აღნიშნული საკითხი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა 2015 წლის 2 აპრილს განსახილველად წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც 2015 წლის 17 აპრილს ჯერ განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ, ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის №1-- განკარგულებით, ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 12 მარტის №-- სხდომის ოქმისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 2 აპრილის №0------ წერილის (A--------) გათვალისწინებით, დამტკიცდა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა, №---ში და გ--–-- ქ. №---–ი არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე www.tas.ge რეგისტრირებული A-------- განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - თბილისის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 6 ივლისის №1------ ბრძანებით შეთანხმდა ქ-------–--–ი, სექტორი - მთ-–-----ა, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში მდებარე, შპს „ა----–------–ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: 0---------------) მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 22 ივლისის №2------ ბრძანებით გაიცა ქ-------–--–ი, სექტორი - მთ-–-----ა, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა-ში მდებარე, შპს „ა----–------–ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: №0---------------) შეთანხმებული მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ ორივე შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილებები, კერძოდ, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების, მათ შორის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისიის/საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა და ქალაქ თბილისის მერმა/ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღეს გადაწყვეტილებები კონკრეტული ტერიტორიების სამშენებლოდ გამოყენების თაობაზე და ნებართვის მაძიებლის დაინტერესებაში არსებულ ტერიტორიებზე დაამტკიცეს განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებშიც აისახა კანონმდებლობით, მათ შორის „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებითა და ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესებით განსაზღვრული ის სავალდებულო მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის. აქედან გამომდინარე, აღნიშნული რეგულირების გეგმები წარმოადგენდა რა მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიას, საბოლოოდ ორივე საპროექტო ტერიტორიაზე, უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმების საფუძველზე გაიცა ერთის მხრივ, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის და მეორეს მხრივ, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა.

 

6.4. მოსარჩელეების განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტის ირგვლივ კანონით დაცულ ზონაში სადავოდ გამხდარი ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა იყო დაუშვებელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება წარმოადგენს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს. ამავე კანონის მე-2 მუხლი განმარტავს კანონში გამოყენებულ ტერმინებს, კერძოდ, „ძ“ ქვეპუნქტის თანახმად, ძეგლის სტატუსი გულისხმობს ობიექტის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც იწვევს მასზე საქართველოს კანონმდებლობით ძეგლის მიმართ დადგენილი რეჟიმის გავრცელებას; „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტების ირგვლივ ან/და მათი გავრცელების ან გავლენის არეალში ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი და რომლის დანიშნულებაა, მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას არასასურველი ზეგავლენისაგან, არის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა (დამცავი ზონა).

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ქვეპუნქტების შესაბამისად, ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან: ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი; ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა დგინდება ავტომატურად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა ან მისი შემადგენელი არეალი შეიძლება გაფართოვდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე − სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

 

მითითებული კანონის 36-ე მუხლი ადგენს, რომ 1. ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით. 2. ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. 4. ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი არის ტერიტორია ფიზიკური დაცვის არეალის მიღმა, რომლის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება: ა) ძეგლებისათვის – 300 მეტრის რადიუსით; ბ) ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით; გ) მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის –1000 მეტრის რადიუსით. ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ძეგლი ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული შესაბამისი მანძილი მცირდება ორჯერ.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს მითითებული ნორმის იმ შინაარსზე, რომლის თანახმადაც, ძეგლის ინდივიდუალური დაცვის მიზანია მხოლოდ იმგვარი ცვლილების აკრძალვა, რომელიც ფიზიკურად დააზიანებს ძეგლს ან მისი მიმდებარე ტერიტორიას, ასევე, გავლენას მოახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე.

 

ქალაქ თბილისის ტერიტორიის საკადასტრო რუკის ამონარიდით დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე „კ---–----------–--დან“ ერთ შემთხვევაში დაშორებულია დაახლოებით 61 მეტრით, ხოლო მეორე შემთხვევაში - დაახლოებით 91 მეტრით. საქმეში წარმოდგენილი ქ-------–--–ი, მთ-–-----ა-კრწანისის რაიონში, რ-----–-–---–ის ქ. №--ში, რ-----–-–---–ის ქ. №---ში, გ--–-- ქ. №---–ი მდებარე მიწის ნაკვეთებზე განზრახული საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ქ-------–--–ი, გ--–-- ქ. №--/21-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „კ---–----------–--ს“ მიმართ მართლზომიერების შესახებ 2015 წლის 16 აგვისტოს ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ჩატარებულმა არქიტექტურულმა ექსპერტიზამ დაასაბუთა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 17 აპრილის №1-- განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა ქ-------–--–-------–---------------–-, გ--------------–-–---–ის ქ. №-ა, №---ში, გ--–-- ქ. №---–ი არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის განხორციელებით ირღვევა საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“.

 

ამდენად, გარდა იმისა, რომ დასკვნაში საუბარია მხოლოდ ერთ საპროექტო ტერიტორიასთან მიმართებაში „კულტულური მემკვიდეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე, მითითებული დოკუმენტით არ დგინდება საპროექტო ტერიტორიებიდან ზემოაღნიშნული მანძილით დაშორებულ ძეგლზე რაიმე ზიანის ანდა უარყოფითი ზეგავლენის შესაძლო არსებობა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ნებადართული მშენებლობის შედეგად. აღნიშნულ ზიანზე და კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, რ-----–-–---–ის ქ. №--) ზოგადად მშენებლობის აკრძალვაზე, ასევე არაფერია ნათქვამი ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 11 ივნისის №--- განკარგულებაშიც, რომლითაც დაკმაყოფილდა მ---------------------------იას №---------2 საჩივარი და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 28 თებერვლის №----- ბრძანება, ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქ. №---ში მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 და მე-5 ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, ზოგადი დამცავი ზონებია: ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა; ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა; გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა. ზოგადი დამცავი ზონები დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, დამცავი ზონების შემუშავების მეთოდოლოგია, შესაბამისი გრაფიკული და ტექსტური მასალების შედგენის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №181 დადგენილებით დამტკიცდა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესები“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპლუატაციის განსაკუთრებული რეჟიმი, და რომლის დანიშნულებაა მის საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არასასურველი ზეგავლენისაგან. ამავე წესების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამცავი ზონა დგინდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხოლო ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მერიაში შექმნილი სათათბირო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მთავრობის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, დამცავი ზონების პროექტის შემუშავების ინიციატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური და იურიდიული პირი.

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში „კ---–----------–--ს“ მიმართ ასეთი დამცავი ზონის დადგენას უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტზე სადავო მშენებლობის ნებართვების გაცემით რაიმე უარყოფითი ზეგავლენა, მათ შორის, ვიზუალური თვალსაზრისით, არ დგინდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უშუალოდ ამ ძეგლის მიმართ არ არის განსაზღვრული კანონით გათვალისწინებული დამცავი ზონა. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, საფუძველს არის მოკლებული მხარის აპელირება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევით გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემაზე.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერსებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ არ არის დადასტურებული გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით მათი კანონიერი ინტერესის შელახვის ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გადაწყვეტილებების გამოცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩაურთველობა გავლენას ვერ მოახდენდა გასაჩივრებული აქტების კანონიერებაზე.

 

ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელეებისა და მესამე პირის - ლ------–--–-----ას აპელირებას განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას მესაკუთრეების, კერძოდ, ლ-----–--–----იას თანხმობის არარსებობის გამო სადავო აქტების უკანონობაზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ გასაჩივრებული განაშენიანების რეგულირების გეგმამ მოიცვა არა მოსარჩელეების, არამედ ლ-----–--–----იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ-------–--–ი, რ-----–-–---–ის ქ. II ჩიხსა და რ-----–-–---–ის ქ. III ჩიხს შორის არსებულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების მოთხოვნით ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურში 2014 წლის 26 მარტს წარდგენილი განცხადებით ერთ-ერთ თანაგანმცხადებელს წარმოადგენდა ლ-----–--–----ია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-----–--–----იამ გამოხატა ნება/თანხმობა კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი დავის საგნის ფარგლებში სასამართლოს განხილვის სფეროს სცდება იმ გარემოების შეფასება, მან ნება პირადად გამოხატა თუ არა, სასამართლოს დასკვნით, მითითებული მოსაზრება საფუძველს არის მოკლებული.

 

6.5. სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ,აღმჭურველი ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებასა და სარგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან მათ საფუძველზე კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მომზადდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, შეთანხმდა შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამდენად, აღნიშნული აქტებით ნებართვის მაძიებელს/დამკვეთს მიეცა უფლება აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები შეთანხმებული პროექტების შესაბამისად, რაც მესამე პირების განმარტებით, მათ მიერ განხორციელდა კიდეც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მითითებული აქტით პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიერ შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მათი კანონიერი უფლებისა და ინტერესისათვის ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებს შორის.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ც--------------------ას და მ---------------------------იას სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ც--------------------ას და მ---------------------------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე