გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N3/8142-17 26 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი
მოსარჩელე - ლ-------------–---ი
წარმომადგენლები - ბ------------–---–ი, დ------------–---–ი, ლ-------–----ა
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენლები - შ--–--------–-–---–ი, ს---–-----------ე, თ--------–--ე
მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ს--–------------ე
მესამე პირი - ლ---------–---------ი
წარმომადგენლები - გ-----------–-–---–ი, ა----------–ი, ს--–----------–--ე, გ----------------–---–ი, მ-----–------–--ე, გ---------------–ი
მესამე პირები - ა---------–---–--–---–-----ე, თ-----------–--–---–ი, ბ----------–-ნ, გ--------–-------–---–ი, გ------–---------ე, დ-----------–--ე, დ-----------ა, ე-–-----------ლ, ვ--–-----------------ე, ზ----------–--ე, თ-------------–---–ი, თ------------–---–ი, კ--–-----------------–--–---–ი, ლ-–-----------ე, ლ--------------ია, ლ-------------–---–ი, ლ-----–-–----ე, ლ----------------–--ე, მ-------------ე, მ-----------–-----ი, მ-----–----------–--ე, მ-----------–-–---–ი, მ----------------ე, მ-----------–---–ი, მ-----------–---–ი, მ-----–---------------ი, ნ-----–--------–ია, ნ-----------ე, ნ-----–-------------ე, ნ--------–----ე, ნ-------------–---–ი, ნ-------------–-–---–ი, ნ----------------ე, ო------–----–-–---–ი, რ----------–-------ე, რ-----------------–--ე, ქ---------------–--ი, ხ-------------–-–---–ი, ჰ---------------–------–-ს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,გ----------------"
თ-----------–--–---–ის წარმომადგენელი - მ----------------ე
ო------–----–-–---–ის წარმომადგენელი - ზუ--------------–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------------------- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------------------- ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. ლ---------–---------ი არ დაეთანხმა სარჩელს მის უსაფუძვლობაზე მითითებით;
3.2. თ-----------–--–---–ის წარმომადგენელი - მ----------------ე და ო------–----–-–---–ი დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნებს;
3.3. თ-------------–---–ის განმარტებით, სადავო საკითხის გადაწვეტა მხოლოდ მორიგების გზით არის შესაძლებელი;
3.4. ა---------–---–--–---–-----ეს, ბ----------–-ნს, გ--------–-------–---–ს, გ------–---------ეს, დ-----------–--ეს, დ-----------ას, ე-–-----------ლს, ვ--–-----------------ეს, ზ----------–--ეს, თ------------–---–ს, კ--–-----------------–--–---–ს, ლ-–-----------ეს, ლ--------------იას, ლ-------------–---–ს, ლ-----–-–----ეს, ლ----------------–--ეს, მ-------------ეს, მ-----------–-----ს, მ-----–----------–--ეს, მ-----------–-–---–ს, მ----------------ეს, მ-----------–---–ს, მ-----------–---–ს, მ-----–---------------ის, ნ-----–--------–იას ნ-----------ეს, ნ-----–-------------ეს, ნ--------–----ეს, ნ-------------–---–ს, ნ-------------–-–---–ს, ნ----------------ეს, რ----------–-------ეს, რ-----------------–--ეს, ქ---------------–--ს, ხ-------------–-–---–ს, ჰ---------------–------–-ს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,გ-----------------ის" წარმომადგენელს პოზიციები არ წარმოუდგენიათ.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N6-ში მდებარე, N01.---0--0---0-- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N3/181 ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მტკიცებულება: წერილები (ტომი 5, ს.ფ. 112, 115), კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი N0--------, დანართი (ტომი 5, ს.ფ. 113, 114).
4.2. 2017 წლის 10 აპრილს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გ--------------ემ NAR------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე, ლ---------–---------ის კუთვნილ, N01.---0--0---0--.02.--- და N01.---0--0---0--.02.--- საკადასტრო კოდის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე უძრავ ქონებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის მოთხოვნით. განცხადებასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურს წარედგინა:
- შპს „არქიტეკის“ არქიტექტორის - გ--------------ის განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვით, პროექტი დამუშავდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენტაციით შედგენილი ისტორიულ-არქიტექტორული კვლევისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც შეეხება რეკომენდაციას შენობის მთელ პერიმეტრზე დაშენების შესახებ, მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება მეზობლის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ მოგვიანებით. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტით ხდებოდა არსებული მანსარდის გაფართოება და ფასადის რესტავრაცია;
- საპროექტო ნაგებობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაშვენებლები, არსებული ნაგებობის გეგმა და საპროექტო ნაგებობის გეგმა, რომლის მიხედვით, პროექტი ითვალისწინებდა ნაგებობის სახურავზე არსებული 108,61 კვ.მ მანსარდის რეკონსტრუქციასა და დამატებით 114,25 კვ.მ მანსარდის დაშენებას;
- პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, რომლის განმარტებითი ბარათის მიხედვით: „არსებულ ორსართულიან საცხოვრებeლ სახლზე, რომლის ერთ ნაწილში მოწყობილია მანსარდის სართული, ეწყობა მთლიანი მანსარდი. არსებობს დასკვნა შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ მანსარდის მოწყობა უნდა განხორციელდეს მსუბუქი კონსტრუქციების გამოყენებით, ამიტომ მანსარდის სართულის მზიდ კონსტრუქციად გამოყენებულია ლითონის კარკასი თავისი ვერტიკალური სეისმური კავშირებით შენობის ორივე მიმართულებით, სართულშუა გადახურვად, ისევე როგორც არსებულ მანსარდში, გამოყენებულია ხის კონსტრუქციები. საკედლე შევსებად მოეწყოს მსუბუქი, ქაფბეტონის ან პერლიტის საკედლე ბლოკით, რომლის კედელიც კარკასის ლითონის დგარებთან ჩაბმული იქნება არმატურის სეისმური კავშირებით, მანსარდის სასხვენე და ნივნივური გადახურვები მოწყობილია მსუბუქი ხის კონსტრუქციებით. პროექტი დამუშვებულია 8 (რვა) ბალიანი სეისმური რაიონების სამშენებლო ნორმების გათვალსიწინებით“.
- მანსარდის დაშენების ორგანიზაციის პროექტი;
- შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ ანგარიში - ქალაქ თბილისში, ვ.ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე სასტუმრო i-----ს მოედნის საინჟინრო გეოლოგიური პირობების გამოკვლევა;
- ვ.ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე შენობის არქიტექტურულ-მხატვრულ თავისებურებათა ზოგადი ანალიზი და შეფასება, შესრულებული ხელოვნებათმცოდნე ქ. დ------- მიერ 2014 წელს. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით: ვასო ა--–--ის ქუჩა N4-6-ში განთავსებული შენობა, გეგმარებისა და ქრონოლოგიის თვალსაზრისით, საკმარისად რთულ ნაგებობას წარმოადგენს. მისი უძველესი ფენა XIX საუკუნის შუა ხანას მიეკუთვნება და კედლის წყობის ფრაგმენტის სახითღაა შემორჩენილი, შედარებით ადრეული ნაწილი XIX საუკუნის მიწურულით თარიღდება და საცხოვრებელი დანიშნულების მქონე მინაშენის ფუნქციას ატარებს, ნაგებობის ვ. ა--–--ის ქუჩაზე გამავალი ძირითადი მოცულობა კი XX საუკუნის დასაწყისისაა. მხატვრულ-არქიტექტურული თვალსაზრისით სწორედ მისი მთავარი ფასადი გამოირჩევა;
- ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე დ------- რეკომენდაცია, რომლის მიხედვით: ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში განთავსებული შენობა დღესდღეობით შერეული ფუნქციისა, ნაწილი წარმოადგენს სასტუმროს ,,ო-----”, ნაწილი კი საცხოვრებელ სახლს. ამის გამო განსხვავებულად შეფერილი ფასადი მნახველისათვის ორ დამოუკიდებელ ნაგებობას ემსგავსება, რეალურად კი ერთ მოცულობას წარმოადგენს. წარმოდგენილი საპროექტო შეთავაზება გულისხმობს სასტუმრო „ო-----ს“ თავზე უკვე არსებული მანსარდის გაფართოებას. მნიშვნელოვანია, რომ იცვლება სახურავის ქანობი, მაგრამ უცვლელი რჩება კეხის ნიშნული. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად, აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება: 1) მანსარდის საერთო ფართობის გაზრდისა თუ შიდა გეგმარებაში ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია, გამოყენებულ იქნას მსუბუქი კონსტრუქციები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საყრდენ კედლებზე დატვირთვას; 2) პროექტით გათვალისწინებული მეთოდოლოგია და კონსტრუქციული გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს და ანგარიშს უნდა უწევდეს შენობის კონსტრუქციულ მდგომარეობას; 3) ვფიქრობთ, სასურველია, დაშენება მოეწყოს არა მხოლოდ სასტუმროს თავზე, არამედ შენობის საფასადო ნაწილის მთელს მოცულობაზე, რაც მხატვრულ-არქიტექტურულად უფრო მთლიან სახეს მიანიჭებს ფასადს; 4) ორნამენტული ცხაურებით გახსნილი პარაპეტის ნაცვლად, უმჯობესია, არსებული – კედლის სიბრტყეში ჩაძირული სწორკუთხედებით დეკორირებული პარაპეტის უცვლელი სახით გამეორება. ქრისტინე დ------- რეკომენდაციაში, ასევე, მითითებულია, რომ ეზოს მრავალჯერ გადაკეთებულ-დამახინჯებული სახე და საერთო ქაოტური იერი გარკვეულ თავისუფლებას იძლევა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, დაცული უნდა იქნეს გარკვეული ,,ესთეტიური ნორმები“, დაშენების იერ-სახე უნდა ესადაგებოდეს არსებულ მოცულობას, იგი უნდა აღიქმებოდეს მის ორგანულ ნაწილად და არა გვიანდელ დანამატად;
- ქალაქ თბილისში, ვ.ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე ორ სართულიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდის მოწყობის კონსტრუქციული დასკვა, დათარიღების გარეშე, შედგენილი კონტრუქტორ ა. მჭედლიშვილის მიერ, რომლის მიხედვით: „მანსარდის მოწყობა უნდა განხორციელდეს მსუბუქი კონსტრუქციების გამოყენებით, ამიტომ მანსარდის სართულის მზიდ კონსტრუქციად გამოყენებულია ლითონის კარკასი თავისი ვერტიკალური სეისმური კავშირებით შენობის ორივე მიმართულებით, სართულშუა გადახურვად, ისევე, როგორც არსებულ მანსარდში, გამოყენებულია ხის კონსტრუქციები, საკედლე შევსებად მოეწყოს მსუბუქი, ქაფბეტონის ან პერლიტის საკედლე ბლოკით, რომლის კედელიც კარკასის ლითონის დგარებთან ჩაბმული იქნება არმატურის სეისმური კავშირებით. მანსარდის სასხვენე და ნივნივური გადახურვები მოწყობილია მსუბუქი ხის კონსტრუქციებით, რომელიც არ გამოიწვევს დამატებითი დატვირთვით ჯდომითი დეფორმაციების წარმოქმნას. ამ შემთხვევაში მანსარდის მოწყობა არავითარ საფრთხეს არ შეიცავს და დასაშვებად მიმაჩნია“;
- ლ---------–---------ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მან გ--------------ეს მიანიჭა უფლებამოსილება, ეწარმოებინა მის კუთვნილ, ქალაქ თბილისში, ვ.ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დაშენებასთან დაკავშირებული საქმეები;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გ----------------“-ის 2017 წლის 19 ივნისის კრების ოქმი N71, რომლის მიხედვით, კრებამ ამხანაგობის 2/3-ის - 24 წევრის მონაწილეობით, თ-------------–---–ის თავმჯდომარეობით, მონაწილეთა 100%-იანი მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება, მიეცა თანხმობა ლ---------–---------ის ბინაში მანსარდის მოწყობაზე წარდგენილი ნახაზისა და ფოტომონტაჯის მიხედვით;
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 14-15); პროექტის განმარტებითი ბარათი, საპროექტო ნაგებობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაშვენებლები, პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, მანსარდის დაშენების ორგანიზაციის პროექტი, შპს „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ ანგარიში ქალაქ თბილისში, ვ.ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე სასტუმრო i-----ს მოედნის საინჟინრო გეოლოგიური პირობების გამოკვლევა (ტომი 2, ს.ფ. 27, 32-87), შენობის არქიტექტურულ-მხატვრულ თავისებურებათა ზოგადი ანალიზი და შეფასება, ხელვნებათმცოდნე ქრისტინე დ------- რეკომენდაცია (ტომი 2, ს.ფ. 88-95), კონსტრუქციული დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 96), მინდობილობა (ტომი 2, ს.ფ. 97-98), ამხანაგობის კრების ოქმი, დანართი (ტომი 2, ს.ფ. 99-116).
4.3. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2017 წლის 22 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით (დოკუმენტი N-------) ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების (მანსარდის მოწყობა) პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს დადებითი შეფასება მიეცა.
მტკიცებულება: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 192-193).
4.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანებით ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში (უძრავი ძეგლი) მდებარე შენობაზე, ლ---------–---------ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად 2017 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 29 ივნისის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანება (ტომი 2, ს.ფ. 14-15).
4.5. 2017 წლის 25 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ლ-------------–---ის წარმომადგენლის ბ------------–---–ის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის მიხედვით, თბილისში, ვასო ა--–--ის ქუჩა N4 და N6-ში მდებარე შენობა არის ავარიული და ესაჭიროება გადაუდებელი გამაგრება, გამაგრებითი სამუშაოები კი არ განხორციელებულა. საჩივრით, ასევე, მიეთითა, რომ ლ---------–---------ი 2014 წლიდან ცდილობდა შენობაზე სართულის დაშენებას და მრავალჯერ მიიღო უარი, ყველა შემთხვევაში ხდებოდა ერთიდაიგივე პარამეტრების პროექტის წარდგენა.
მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 138-144), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------------------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 81-90).
4.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------------------- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ლ-------------–---ის წარმომადგენლის ბ------------–---–ის 2017 წლის 25 სექტემბრის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
- სადავო ბრძანებით თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში არსებულ შენობაზე ლ---------–---------ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და მშენებლობის ნებართვა გაიცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე, 47-ე, 49-ე მუხლებით განსაზღვრულ ნორმების შესაბამისად არსებული, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს კულტურული ღირებულების დაცვის და იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნის გათვალისწინებით;
- „საქართველოს ტექნიკური ჯგუფის“ 2014 წელს საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საინჟინრო-გეოლოგიური სირთულის მიხედვით, საკვლევი მოედანი მიეკუთვნება პირველ (მარტივ) კატეგორიას, იგი წარმოადგენს სწორ ადგილს, რომელზე შენობის მდგრადობისათვის საფრთხის შემცველი გეოლოგიური პროცესების განვითარება მოსალოდნელი არ არის;
- კონსტრუქტორ ა. მჭედლიშვილის კონსტრუქციული დასკვნის მიხედვით, საპროექტო შენობაზე მანსარდის მოწყობა დასაშვებია ხის მსუბუქი კონსტრუქციებით;
- შენობის საძირკვლების მზიდუნარიანობაზე პროექტის გავლენასთან დაკავშირებით შპს „შენობა-ნაგებობათა კვლევისა და ექსპერტიზის ცენტრის“ მიერ 2017 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ გაზრდილი დატვირთვები არ ახდენს გავლენას შენობის საძირკვლების მზიდუნარიანობაზე, მისი კონსტრუქციული ნაწილი ექსპერტ დ. ჯანყარაშვილის მიერ შეფასდა მაღალ დონეზე შესრულებულად და მიეცა დადებითი რეკომენდაცია მის მშენებლობაში გამოყენებას;
- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N3----------- წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4–6-ში მდებარე შენობის კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპისთვის ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში“ მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების ანგარიშის (ფორმა N2) მომზადება;
- საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი შპს ,,ლილეოს“ 2017 წლის 21 სექტემბრის საექსპერტო დასკვნის მიხედვით, საპროექტო შენობის კონსტრუქციული მდგომარეობა სავალალოა და მასზე რაიმე სახის სამუშაოს განხორციელებამდე აუცილებელია შენობის დროულად გამაგრება. თუმცა, მთაწმინდის რაიონის გამგეობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N3----------- წერილით დასტურდება რა გამაგრებითი სამუშაოების დასრულების ფაქტი, შპს „ლილეოს“ დასკვნით მითითებული პირობა შესრულებულია, დამკვეთის მიერ წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნები კი წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობის დასადასტურებლად;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის მე-101 მუხლის შესაბამისად, სადავო პროექტის განხორცილებაზე არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-ის თანხმობა;
- იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი სამართალურთიერთობა ექცევა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის მოქმედების ფარგლებში, აღნიშნული კანონი კი არ იცნობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კლასებად დაყოფას, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის პრეტენზია საპროექტო შენობის კლასის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით;
- დაუსაბუთებელია საჩივრის ავტორის პრეტენზია მასზე, რომ შეთანხმებული პროექტი ითვალისწინებს სახანძრო უსაფრთხოებისათვის განკუთვნილი კიბის გაუქმებას, ვინაიდან საპროექტო შენობის ტექნიკური პასპორტისა და არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებით დგინდება, რომ ასეთი კიბე არ არსებობს.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------------------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 81-90).
4.7. 2017 წლის 21 ნოემბერს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,გ-----------------ის“ წარმომადგენელს თ. ნანიტაშვილსა და შპს ,,პ----------“ წარმომადგენელს გ----------------- შორის მიღება-ჩაბარების აქტი შედგა, რომლის მიხედვით, 2017 წლის 2 ნოემბერს დასრულდა ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრების სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 80199 ლარი და 07 თეთრი შეადგინა.
მტკიცებულება: მიღება-ჩაბარების აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი (ტომი 2, ს.ფ. 166, 167-170).
4.8. 2018 წლის 4 ივნისს გ--------------ემ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს NA-------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში არსებულ შენობაზე ლ-------- შამფარიანის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემა მოითხოვა. განცხადებასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურს წარედგინა:
- განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვით: „წარმოდგენილი პროექტი ობიექტის ნომენკლატურით ითვალისწინებს ქ.თბილისში, ვ.ა--–--ის ქუჩ N4-ში მდებარე სასტუმრო „ო-----“-ზე (III კლასი) სარეაბილიტაციო სამუშაოების (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება), II კლასი, შეთანხმებული პროექტის ცვლილებას, მშენებლობის ნებართვის მიღებას. თუმცა შენობა არ წარმოადგენს ძეგლს, მოქცეულია ძეგლის საკადასტრო ერთეულში. პროექტი ითვალისწინებს მესაკუთრის ლ---------–---------ის საკუთრებაში მყოფ ფართებში „ო-----“-ს რეკონსტრუქციასაც. სასტუმრო ფუნქციონირებდა I, II სართულში და მანსარდში განთავსებულ აპარტამენტებით. წარმოდგენილი პროექტით ხდება, ასევე, ლ---------–---------ის საკუთრებაში მყოფი სხვენის ფართის მიერთება მანსარდის ფართთან და მისი რეკონსტრუქცია სასტუმრო ნომრების და სათავსების დამატებით. პროექტი ითვალისწინებს: I სართულის ვესტიბიულის გაფართოება-მოწესრიგებას ტიხრების მოხსნის ხარჯზე; ადრე ფუნქციონირებად სასტუმროს I, II, მანსარდის სართულში არასაჭირო ტიხრების, კედლების მოხსნას და ახლის მოწყობას; ამ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტის შესაბამისად იატაკების, სანკვანძების, შიდა ლესვითი, ელექტროობის, შიდა სამღებრო და სხვა საჭირო სამუშოების წარმოებას. ადრე დამტკიცებული პროექტის მიხედვით (AR-------, ბრძნება N------- – 28/06.2017) დაშლა-შენების სამუშაოთა ნაწილის შესრულება დაწყებულია. ხელოვნებათმცოდნე ქ. დ------- 2014 წლის სახელოვნებათმცოდნეო დასკვნის რეკომენდაციების გათვალისწინებით: „სასურველია დაშენება მოეწყოს არა მხოლოდ სასტუმროს თავზე, არამედ შენობის საფასადო ნაწილის მთელს მოცულობაზე, რაც მხატვრულ-არქიტექტურულად უფრო მთლიან სახეს მიანიჭებს ფასადს“. შესაბამისად, ხდება მანსარდის და სხვენის ფართების გაერთიანება, მთლიანი სივრცის ახლიდან დაგეგმარება ერთიანი არქიტექტურული კონსტრუქციული გადაწყვეტის ფარგლებში, ერთნაირი საფასადე მასალის და კარ-ფანჯრის გამოყენებით, რითაც მიიღწევა რეკომენდირებული ერთიანი საფასადო იერსახე...“
- ბმა „გ-----------------ის“ კრების ოქმი N71;
- სიტუაციური გენგეგმა;
- გენგეგმა;
- საკადასტრო გეგმა - 2017 წ;
- ორთოფოტო;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 21 დეკემბრის №QN15913 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, დაკმაყოფილდა ლ---------–---------ის განცხადება და პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით 19 წლის ვადით გადაეცა მას თბილისში, ვ.ა--–--ის ქუჩ N6-ის მიმდებარე 20 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 01.---0--0---036) ღია თერასის მოწყობის მიზნით;
- თბილისის არქიტექტურის სამსახურის N2925001 გადაწყვეტილება საპროექტო დოკუმენტებზე ხარვეზის დადგენის შესახებ;
- მესაკუთრის მინდობილობა პროქტის ავტორ გ--------------ეს;
- ხელოვნებათმცოდნე ქ.დ------- სახელოვნებათმცოდნეო კვლევა-რეკომენდაცია, დათარიღებული 2014 წლით;
- მიმოწერა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან;
- კონსტრუქტორ ალექსანდრე მჭედლიშვილის 2018 წლის 28 აპრილით დათარიღებული კონსტრუქციული დასკვნა, რომლის მიხედვით, ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე მანსარდის მოწყობა მსუბუქი კონსტრუქციებით დასაშვებია;
- არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა;
- საპროექტო ნაგებობის ანაზომები;
- საპროექტო გეგმები;
- ფოტომონაჟი;
- შპს „არქიტექის“ მიერ მომზადებლი მანსარდის დაშენების ორგანიზაციის პროექტი, დათარიღებული 2017 წლით;
- პროექტის კონსტრუქციული ნაწილი;
- მშენებლობის ორგანიზაციის გრაფიკი დარჩენილ სამუშაოებზე.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანება (ტომი 6, ს.ფ. 13-15), NA-------- განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტები (ტომი 6, ს.ფ. 25-122).
4.9. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით (დოკუმენტი N-------) ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში (ძეგლი) არსებულ შენობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს დადებითი შეფასება მიეცა.
მტკიცებულება: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები (ტომი 6, ს.ფ. 21-22).
4.10. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანებით გ--------------ის 2018 წლის 4 ივნისის NA-------- განცხადება დაკმაყოფილდა, ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში (უძრავი ძეგლი) არსებულ შენობაზე, ლ-------- შამფარიანის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით მშენებლობის ვადად 2018 წლის 20 ივლისიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით განისაზღვრა.
მტკიცებულება: სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანება (ტომი 6, ს.ფ. 13-15).
4.11. 2018 წლის 27 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ლ-------------–---ის წარმომადგენლის ბ------------–---–ის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა სადავო აქტის შეჩერება წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საჩივრის მიხედვით:
- თბილისში, ვასო ა--–--ის ქუჩა N4 და N6-ში მდებარე შენობა არის ავარიული და ესაჭიროება გადაუდებელი გამაგრება, გამაგრებითი სამუშაოები კი სრულად არ განხორციელებულა;
- ლ---------–---------ი 2014 წლიდან ცდილობს შენობაზე სართული დაშენებას, რისთვისაც მან არაერთხელ მიმართა თბილისის არქიტექტურის სამსახურს;
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N5--------- დასკვნის შესაბამისად, შენობაზე დაშენების გაგრძელება დაუშვებელია, რაც მიუთითებს მასზე, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა სრულყოფილად. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დაშენების გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება იმის გამო, რომ მისი მდგომარეობა და მზიდუნარიანობა სეისმური ნორმებიდან გამომდინარე შესუსტებულია და კონსტრუქციული გაძლიერების გარეშე მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია;
- ლ---------–---------ის NA-------- განცხადებას არქიტექტურის სამსახურმა დაუდგინა ხარვეზი იმაზე მითითებით, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი არ ითვალისწინებდა ძეგლზე დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობას, არსებობდა წინააღმდეგობა კონსტრუქციულ დასკვნასა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N5--------- დასკვნას შორის, ასევე, ერთმანეთს არ შეესაბამებოდა პროექტი და მისი კონსტრუქციული ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ხარვეზები გამოსწორებული არ ყოფილა, არქიტექტურის სამსახურმა გასცა მშენებლობის ნებართვა;
- სადავო აქტით მშენებლობის ნებართვა გაცემულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, ლ---------–---------მა თვითნებურად გააუქმა სახანძრო საევაკუაციო კიბე და სახურავზე ასასვლელი;
- მშენებლობის ნებართვა გაიცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე;
- საქმეზე წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნის მიხედვით, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქციებით მშენებლობა, თუმცა მშენებლობისას გამოყენებულია რკინა-ბეტონის მასალა და ძველი ცეცხლგამძლე აგური;
- მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო აქტის მიხედვით მშენებლობა საფრთხის შემცველია და ზიანს აყენებს როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
მტკიცებულება: ბარათი, ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი 5, ს.ფ. 32, 33-38).
4.12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N381 ბრძანებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანება შეჩერდა ლ-------------–---ის წარმომადგენლის ბ------------–---–ის 2018 წლის 27 ივლისის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N381 ბრძანება (ტომი 4, ს.ფ. 30-32).
4.13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------------------- ბრძანებით ლ-------------–---ის წარმომადგენლის ბ------------–---–ის 2018 წლის 27 ივლისის N1---------------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
- სადავო ბრძანებით თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში არსებულ შენობაზე ლ---------–---------ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი მოწონებულ იქნა და მშენებლობის ნებართვა გაიცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საპჭოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის 25-ე, 47-ე, 49-ე მუხლებით განსაზღვრულ ნორმების შესაბამისად არსებული, ისტორიულად ჩამოყალიბებული გარემოს კულტურული ღირებულების დაცვის და იერსახის სენარჩუნება-გაუმჯობესების მიზნის გათვალისწინებით;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის მე-101 მუხლის შესაბამისად, თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში არსებულ შენობაზე ლ---------–---------ის კუთვნილი მანსარდის რეკონსტრუქციის პროექტის განხორცილებაზე არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2/3-ის თანხმობა. სადავო ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი არ ითვალისწინებს ლ---------–---------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას ან ახალი საკუთრების საგნის წარმოშობას, რის გამოც შეთანხმებული სამშენებლო სამუშაოები არ საჭიროებდა ამხანაგობის თანხმობას;
- არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 ივნისის N4041200 შუალედური გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში არსებულ შენობაზე ლ---------–---------ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების კორექტირებული არქიტექტურული პროექტის თაობაზე წარდგენილი, ა. მჭედლიშვილის 2018 წლის 28 აპრილის კონსტრუქციული დასკვნა წინააღმდეგობაში მოდიოდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N5000893918 დასკვნასთან და შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს დაევალა სათანადო კონსტრუქციული დასკვნის წარდგენა. აღნიშნნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით არქიტექტურის სამსახურს წარედგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კვლევასთან დაკავშირებით ა. მჭდლიშვილის 2018 წლის 9 ივლისის კონსტრუქციული განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ სამხარაულის ეროვნული ბიუროს კვლევაში ფიქსირდება არაერთი უზუსტობა. ამასთან, ხსენებული დოკუმენტი მოიცავს არამხოლოდ კონსტრუქციულ განმარტებას, არამედ დასკვნას განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ კონსტრუქტორს ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე არასრული სართულის ანუ მანსარდის მოწყობა მსუბუქი კონსტრუქციებით დასაშვებად მიაჩნია. ამდენად, საჩივრის ავტორის არგუმენტი მასზე, რომ ლ---------–---------მა არ გამოასწორა ხარვეზი, უსაფუძვლოა.
ამავე ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1 აგვისტოს N381 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა.
მტკიცებულება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------------------- ბრძანება (ტომი 4, ს.ფ. 34-45).
4.14. სადავო ბრძანებების გამოცემისას მოპასუხეებს არ ჰქონდათ საფუძველი დაედგინა, რომ ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე ლ---------–---------ის კუთვნილ ფართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების, კერძოდ, მანსარდის დაშენების პროექტის განხორციელება არ გააუარესებდა საპროექტო ნაგებობის მდგომარეობას და არ შეუქმნიდა საფრთხეს ამ ნაგებობასა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესების დაცვას.
არქიტექტურის სამსახურისათვის ცნობილი იყო საპროექტო ნაგებობის სიძველისა და მისი დაზიანების შესახებ. მისი 2016 წლის 27 სექტემბრის N2------ ბრძანებით მოწონებულ იქნა ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-6-ში (ძეგლი) არსებული შენობის სარეაბილიტაციო, გასამაგრებელი სამუშაოების არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა და სანებართვო მოწმობა (სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 27 სექტემბრის N2------ ბრძანება - ტომი 1, ს.ფ. 14-16, საცხოვრებელის ახლის გამაგრების პროექტი - ტომი 1, ს.ფ. 17-33). აღნიშნული პროექტის მიხედვით, შენობის საძირკვლებში თითქმის ყველგან შეინიშნებოდა წყლის გაჟონვის ნიშნები, რაც რთული გრუნტის პირობებში სეისმურ შეშფოთებებთან ერთად აზიანებდა შენობას, იწვევდა საძირკვლების არათანაბარ ჯდენას, კედლების დაბზარვას, რაც საბოლოოდ შენობას ექსპლუატაციისათვის უვარგისს ხდიდა. ასეთ პირობებში, შენობაზე სხვენის დაშენების პროექტის განხორციელების შესახებ კონსტრუქციული დასკვნის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა პროექტის უსაფრთხოებაზე მსჯელობა მხოლოდ იმ პირობებში, თუ შესაბამის დასკვნაში დეტალურად იქნებოდა აღწერილი და შეფასებული შენობის მდგომარეობა და ასევე, დეტალურად იქნებოდა განხილული საპროექტო სამუშაოების მოსალოდნელი ზემოქმედება შენობაზე. წარდგენილი კონსტრუქციული დასკვნები კი მსგავსი სახის დასაბუთებას არ შეიცავდა, არამედ ყოველ ჯერზე გამეორებული იყო ა.მჭედლიშვილის დაკვნა, რომელიც ზოგადად უთითებდა, რომ მსუბუქი კონსტრუქციებით მანსარდის დაშენება არ წარმოადგენდა საფრთხეს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 თებერვლის N0-------- დასკვნის (შესრულებული ექსპერტ გ------------------ის მიერ) მიხედვით, ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-6-ში მდებარე შენობების (საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--) ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა: ვ. ა--–--ის ქუჩა N6-ში მდებარე შენობის (საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--/2) საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად სეისმურ ნორმებთან გარკვეული შეუსაბამობებისა, იყო დამაკმაყოფილებელია, რადგან I-II ხარისხის დაზიანებები ფიქსირდებოდა მხოლოდ მზიდ კედლებში შენობის ერთ მხარეს, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე შენობასთან მიჯრის 3 მ-იან ზონაში სხვადასხვა მიმართულებების ბზარების სახით და კედლების დანესტიანების ნიშნებით. რაც შეეხება ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე შენობას (საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--/1), მასში ფიქსირდებოდა II-III ხარისხი დაზიანებები და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობები. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებული იყო შენობის გაძლიერება-რეკონსტრუქცია, მისი დაუსრულებლობის გამო შენობის ტექნიკური მდგომარეობა მაინც არადამაკმაყოფილებელი რჩებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. დაზიანებები ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე შენობაზე (საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--/1) გამოწვეული იყო როგორც შენობის სიძველით (ექსპლუატაციის ხანმედეგობით), ისე დაშენების დროს მძიმე ტექნიკის მოძრაობის და ისეთი სამუშაოების შესრულების შედეგად, რომლებიც იწვევდა ძლიერ ვიბრაციულ დატვირთვებს. დაზიანებების გამომწვევი მიზეზი შესაძლებელი ყოფილიყო გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობებიც, მაგრამ ამ უკანასკნელი მიზეზით შენობებზე დაზიანებების მისაყენებლად საჭირო იყო მაპროვოცირებელი ხასიათის ფიზიკური ზემოქმედება როგორც ზემოთ ჩამოთვლილი, ისე სეისმიური დატვირთვების სახით. 2. დაშენების გაგრძელებას შესაძლოა, გამოეწვია შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება, იმის გამო, რომ მისი მდგრადობა და მზიდუნარიანობა სეისმიური ნორმებიდან გამომდინარე იყო შესუსტებული და კონსტრუქციული გაძლიერების გარეშე მისი ექსპლუატაცია იყო საფრთხის შემცველი (ტომი 2, ს.ფ. 120-126).
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 ივნისის N0--826018 დასკვნის (შესრულებული ექსპერტ ა---------–--------–-–---–ის მიერ) მიხედვით: „ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით შენობაზე არსებული დაზიანებები II-III ხარისხისაა და ძირითადად გამოწვეულია ასაკობრივი ცვეთით, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ნაწილობრივ დაშენების შედეგად, დაზიანებულ და მნიშვნელოვანი ასაკობრივი ცვეთის მქონე კედლებზე დამატებითი დატვირთვების წარმოქმნით. დაშენების დასრულება გამოიწვევს ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესებას. მოქმედი სეისმური ნორმების მიხედვით აგურის შენობების სართულიანობა შეზღუდულია სამ სართულამდე. აქედან გამომდინარე სამსართულიან შენობაზე ერთი სართულის დაშენების შესაძლებლობა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კვლევებით და გაანგარიშებით. საკვლევი შენობის საძირკვლებსა და კედლებზე შესაბამისი გაანგარიშების საფუძველზე დამუშავებული პროექტის მიხედვით გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების (საძირკვლების გაგანიერება, კედლების გარსაკრში ჩასმა, ღიობების მოჩარჩოება და სხვა) შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთი სართულის დაშენება. ამავე დროს კაპიტალურობის ჯგუფის მიხედვით საკვლევი შენობა III ჯგუფისა და მისი გამოსადეგობის ვადა შეადგენს 100 წელს, რაც პრაქტიკულად ამოწურულია. შენობის ნაწილზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება არასაკმარისია და აუცილებელია მთელ შენობაზე გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, მიუხედავად იმისა განხორციელდება თუ არა დაშენება“ (ტომი 8, ს.ფ. 114-143).
სასამართლო მიიჩნევს, სადავო პროექტის განხორციელებისას ძეგლის უსაფრთხოების დაცვის თაობაზე სარწმუნოდ დასაბუთებული დასკვნები არც სადავო აქტების გამოცემის შემდეგ ყოფილა წარმოებული.
შპს ,,მ------–---ის“ 2018 წლის 25 ნოემბრის N------ საექსპერტო-ტექნიკური დასკვნის მიხედვით, შემოწმება ჩაუტარდა ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვასო ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე შენობას, სადაც ამჟამად განთავსებულია სასტუმრო „ო-----“ და სადაც ტარდება სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. შემოწმების მიზანი მდგომარეობდა შეფასებული ყოფილიყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები და მათი ჩატარების ვარგისიანობა, ასევე შეფასებულიყო რეკონსტრუირებული შენობის ექსპლოატაციის შესაძლებლობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დაშენებული მანსარდის ტიპის სართული გადაწყვეტილია მსუბუქი კონსტრუქციული ელემენტების გამოყენებით და არ იწვევს არსებული შენობის საძირკვლების მიერ ფუძეზე დაუშვებელი ძაბვების გადაცემას, მანსარდის მსუბუქი სართულის დაშენება არ ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებისა და წესების „სეისმომედეგი მშენებლობა” (პნ 01.01-09) N8 ცხრილის მოთხოვნებს. ასევე, არ ეწინააღმდეგება იგივე ნორმების თავი I, მუხლი3, პ.8 მოთხოვნას (ტომი 7, ს.ფ 206-222).
შპს ,,ო--------ის“ 2019 წლის 19 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში (მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი N01.---0--0---0--) მდებარე ორსართულიანი შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მისი კონსტრუქციების ლოკალური დაზიანებების მიუხედავად, შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად; შენობაზე სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის და გაცემული მშენებლობის ნებართვის (2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანება) საფუძველზე ჩატარებულ სამუშაოებს შენობისათვის უარყოფითი ზემოქმედება არ მოუხდენია (ტომი 9, ს.ფ. 178-194).
ამდენად, შპს „მ------–---ის“ დასკვნა არ გამორიცხავს პროექტის უარყოფით გავლენას ნაგებობაზე, შპს „ო--------ის“ დასკვნა კი აკეთებს ამგვარ გამორიცხვას, თუმცა არ უარყოფს, რომ შენობამ ხანდაზმულობისა და რიგი გარემოებების გამო მიიღო დაზიანება, რომელიც ნაწილობრივ გამოსწორებულია. მითითებული დასკვნები არ შეიცავს იმგვარ განმარტებებსა თუ მონაცემებს, რაც გააქარწყლებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების სარწმუნოობას.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციულ საჩივრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------------------- ბრძანების, ასევე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------------------- ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანებისა და 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, მისი ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისათვის უნდა იქნეს შეფასებული, ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე შენობაზე ლ---------–---------ის კუთვნილ ფართში სარეაბილიტაციო სამუშაოების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას ჰქონდა თუ არა ადგილი კანონმდებლობის ისეთ დარღვევას, რომლის დაუშვებლობაც პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის გაცემას გამორიცხავდა და აღნიშნული საკითხის განხილვისას სათანადოდ იქნა თუ არა გამოკვლეული და შეფასებული საქმის გარემოებები.
დადგენილია, რომ საპროექტო ნაგებობა მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის საკადასტრო ერთეულში იმგვარად, რომ აღიქმება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ნაწილად.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ამ სფეროში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს.
დასახელებული კანონის მიხედვით, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველია მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან (კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი). ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას (კანონის 22-ე მუხლი). დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას (კანონის 23-ე მუხლი). აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე (კანონის 24-ე მუხლი). ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია, არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება (კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტი).
ძეგლზე შეიძლება ჩატარდეს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რომელსაც სამინისტრო ან სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო გასცემს (კანონის 25-ე და 47-ე მუხლები). უძრავ ძეგლზე მისი კვლევის ან რეაბილიტაციის მიზნით შეიძლება ჩატარდეს შემდეგი სახის სამუშაოები: ა) დაზვერვა; ბ) გაწმენდა; გ) კონსერვაცია; დ) რესტავრაცია; ე) რეკონსტრუქცია; ვ) ადაპტაცია; ზ) უძრავი ძეგლის ცვლილება (25-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა დასაშვებია მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქციის) ფარგლებში და ძეგლის აღდგენის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ძეგლის ინტერესები ან თუ ძეგლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და არ არსებობს ამ საფრთხის თავიდან აცილების სხვა შესაძლებლობა. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება დასაშვებია მხოლოდ ძეგლის ადაპტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს არ გამოიწვევს ძეგლის დაზიანებას ან მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შემცირებას. აკრძალულია მოძრავი ძეგლის გადაკეთება ან დანაწევრება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ძეგლის შენარჩუნებისათვის ან რეაბილიტაციისათვის (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტები).
ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით. ფიზიკური დაცვის არეალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც დააზიანებს ან დაზიანების საფრთხეს შეუქმნის ძეგლს ან გააუარესებს მის აღქმას ან გამოყენებას, მათ შორის: ა) იმგვარი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს მიწის მნიშვნელოვან ვიბრაციას ან დეფორმაციას; ბ) ქიმიურ, ადვილად აალებად და ფეთქებად ნივთიერებათა შენახვა; გ) ისეთი ობიექტების აღმართვა, რომლებიც არ ემსახურება ძეგლის დაცვას ან მისი გარემოს გაუმჯობესებას; დ) მცენარეთა იმ სახეობების ან იმგვარად დარგვა, რომლებმაც ან რამაც შეიძლება დააზიანოს ძეგლი (კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 36-ე მუხლი).
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლი).
დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) ნებართვების გაცემას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა საკულტო-რელიგიური და საფორტიფიკაციო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების) გაცემულ სამუშაოთა ნებართვებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, ტექნიკური შეცდომების გასწორებას, ძალადაკარგულად გამოცხადებას, არარად აღიარებას და ბათილად ცნობას სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ახორციელებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდება (დებულება), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულება).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო, რომელიც განიხილავს ქალაქ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებული შენობა–ნაგებობების სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემისა და სხვა საკითხებს და იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს (ქალაქ თბილისის მუნიციიპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-43 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება).
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტებით გათვალისწინებული საპროექტო ნაგებობა მდებარეობს რა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ნაგებობის საკადასტრო ერთეულზე და აღიქმება ამ ნაგებობის ნაწილად, მასზე სამშენებლო სამუშაოების დაშვება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით განსაზღვრული ნორმებით დაიშვება. აღნიშნული კანონის მიხედვით კი, როგორც აღინიშნა, ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებული სამუშაოები - დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია და ცვლილება მხოლოდ ძეგლის კვლევისა და რეაბილიტაციის მიზნით (მუხლი 25). განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული აქტების გამოცემისას ძეგლზე სამშენებლო სამუშაოების პროექტისა და კორექტირებული პროექტის შეთანხმებისას და მშენებლობის ნებართვის გაცემისას დადგენილი არ ყოფილა, რომ პროექტის განხორციელება ემსახურებოდა ძეგლის კვლევის ან რეაბილიტაციის მიზანს და ამგვარი მიზანი არც სასამართლოში საქმის განხილვისას ყოფილა მხარეთა მიერ დასაბუთებული. გარდა ამისა, პროექტის შეთანხმებისას არ ყოფილა მხედველობაში მიღებული, რომ პროექტით უგულებელყოფილი იყო ხელოვნებათმცოდნის რეკომენდაცია, მანსარდის მოწყობისას უზრუნველყოფილიყო ვასო ა--–--ის ქუჩა N4-სა და N6-ში მდებარე ნაგებობების ფასადის ერთიანი სახე და პარაპეტის უცვლელი სახით გამეორება, რამეთუ მხატვრულ-არქიტექტორული თვალსაზრისით სწორედ შენობის ფასადი გამოირჩეოდა. გარდა ამისა, პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისას უგულებელყოფილ იქნა საექსპერტო დასკვნები და მონაცემები საპროექტო შენობის სიძველისა და არსებული დაზიანებების, ისევე, როგორც შენობის მდგომარეობაზე საპროექტო სამუშაოების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობაზე. როგორც სასამართლომ მიიჩნია, არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი დაედგინა, რომ ქალაქ თბილისში, ვ. ა--–--ის ქუჩა N4-ში მდებარე ლ---------–---------ის კუთვნილ ფართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების, კერძოდ, მანსარდის დაშენების პროექტის განხორციელება არ გააუარესებდა საპროექტო ნაგებობის მდგომარეობას და არ შეუქმნიდა საფრთხეს ამ ნაგებობასა თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესების დაცვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანება და 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანება არ შეესაბამება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებს და საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც უნდა იქნეს ცნობილი ბათილად.
7.2. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანებისა და 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლების მხედველობაში მიღებით ცხადია, რომ დასახელებულ ბრძანებებზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგიც კანონმდებლობის არასწორი გამოყენების გზით დადგინდა, რაც შესაბამისი აქტების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------------------- და 2----–-–----------------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 99-100, ტომი 4, ს.ფ. 52-53). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 250 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-------------–---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის N------- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–--------------------------- ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 20 ივლისის N------- ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–----------------------- ბრძანება;
4. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ლ-------------–---ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია