თავი VI — ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა და მისი განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები
1. ფუნქციური ზონირება არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფა. ფუნქციური ზონირებით განისაზღვრება სამშენებლო ტერიტორიები, არასამშენებლო ტერიტორიები და მათი გამოყენებისა და განვითარების პირობები.
2. ფუნქციური ზონირება ისე უნდა განხორციელდეს, რომ ხელი შეუწყოს დასახლებულ ტერიტორიაზე შერეული გამოყენების სახეობათა განვითარებას.
3. მიწის ნაკვეთისათვის იმ ფუნქციური ზონის შეცვლა, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმით, ხდება იმავე გეგმაში ცვლილების შეტანის საფუძველზე.
4. იმ მიწის ნაკვეთისათვის, რომელიც არ არის მოქცეული ქალაქთმშენებლობითი გეგმის მოქმედების არეალში, სამშენებლო მიზნებისთვის განსაზღვრული ფუნქცია შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამ კოდექსის 67-ე, 68-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების საფუძველზ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.07.2018).
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. ფუნქციური ზონირების პრინციპი 1. ფუნქციური ზონირება არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფა. ფუნქციური ზონირებით განისაზღვრება სამშენებლო ტერიტორიები, არასამშენებლო ტერიტორიები და მათი გამოყენებისა და განვითარების პირობები. 2. ფუნქციური ზონირება ისე უნდა განხორციელდეს, რომ ხელი შეუწყოს დასახლებულ ტერიტორიაზე შერეული გამოყენების სახეობათა განვითარებას. 3. მიწის ნაკვეთისათვის იმ ფუნქციური ზონის შეცვლა, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმით, ხდება იმავე გეგმაში ცვლილების შეტანის საფუძველზე. 4. იმ მიწის ნაკვეთისათვის, რომელიც არ არის მოქცეული ქალაქთმშენებლობითი გეგმის მოქმედების არეალში, სამშენებლო მიზნებისთვის განსაზღვრული ფუნქცია შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამ კოდექსის 67-ე, 68-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების საფუძველზე .