1. განაშენიანების გეგმა შედგება ტექსტური ნაწილისა და გრაფიკული ნაწილისაგან.

2. ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროების გათვალისწინებით, განაშენიანების გეგმა შეიძლება ადგენდეს კონკრეტულ ქალაქთმშენებლობით პირობებს, მათ შორის:

ა) ფუნქციურ ქვეზონებს;

ბ) ფუნქციურ ქვეზონებში ტერიტორიის გამოყენების სახეობებს;

გ) განაშენიანების რეგულირების პარამეტრებს;

დ) განაშენიანების სახეობას (პერიმეტრული, ჯგუფური, თავისუფალი, კომბინირებული და სხვა);

ე) სხვა ასპექტებს, რომლებიც დადგენილია გენერალური გეგმისათვის, თუ ის გამომდინარეობს ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის საჭიროებიდან.

3. განაშენიანების გეგმა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე ამ კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებ