1. მშენებლობის განმახორციელებელი განცხადებას და თანდართულ სამშენებლო დოკუმენტებს სამ ეგზემპლარად წარუდგენს შემთანხმებელ ადმინისტრაციული ორგანოს.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს:
ა) ამ წესის შესაბამისად შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:
ა.ა) შენობა-ნაგებობათა ფუძეები და საძირკვლები;
ა.ბ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციები;
ა.გ) ობიექტისათვის საჭირო შიდაქსელები და მოწყობილობები;
ა.დ) ობიექტისათვის საჭირო გარექსელები და მოწყობილობები;
ა.ე) ობიექტისათვის საჭირო ტექნოლოგია;
ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი;
ბ) მშენებლობის ხანგრძლივობის ვადის გაანგარიშება.
3. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. შენობებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“-„ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ნაგებობებისათვის „ა.ა“ და „ა.ბ“ პუნქტების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის ასევე არასრულად არსებობის შემთხვევაში, მშენებლობის განმახორციელებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სათანადო დასაბუთება არასრული კომპლექტაციის პროექტის პირობებში მშენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღების შუამდგომლობის შესახებ;
ბ) საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია მოცემული ეტაპისათვის არსებული კომპლექტაციით და იძლევა სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას.
4. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტზე დამკვეთი წარადგენს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას