ამ დადგენილებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად:

ა) მშენებლობის თაობაზე შეთანხმება – მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რის საფუძველზეც შესაძლებელია მშენებლობის განხორციელება;

ბ) მშენებლობის განმახორციელებელი (განმცხადებელი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

გ) მშენებლობის შემთანხმებელი ორგანოები – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;

დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ადგენს/ითანხმებს მშენებლობის განსახორციელებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ან/და სხვა ტექნიკურ პირობებსა და ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა დადგენის პროცედურებზე ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის წესები და პრინციპები;

ე) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 79-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტები;

ვ) სამშენებლო დოკუმენტაცია – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე გაიცემა მშენებლობის თაობაზე შეთანხმებ