გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002530151
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4232-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-მამუკა გიორგანაშვილი

 

მოსარჩელე - თ---------------–---–ი

წარმომადგენელი - ც-–-----–---------

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ჯ----–-----------–-

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების(შეთანხმების ოქმში მითითებული ქ.თბილისში, წ---–---------------–--–----------------------- თავისუფალ ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით ახალი შენობა-ნაგებობის აღნაგობა) შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - თავდაცვის სამინისტროს, დაევალოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების(შეთანხმების ოქმში მითითებული ქ.თბილისში, წ---–---------------–--–----------------------- თავისუფალ ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით ახალი შენობა-ნაგებობის აღნაგობა) შესრულება(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-20).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წელს ნომინალური ღირებულებით(265 000ლარად) ,,ქ--------------------’’ გამოისყიდა „----------------- წილები, 2010 წლამდე იყო აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი. სურდა საქართველოში ჩამოეყალიბებინა ევროპული ტიპის საწარმო, რომელსაც 15 წლიანი იჯარით გადასცემდა ისეთ მსხვილ კორპორაციას, როგორიც არის „ზ------ დასახელებული მიზნის მისაღწევად საჭირო იყო საკადრო პოლიტიკის რეფორმა და ევროპული კვალიფიკაციის მქონე მუშახელის მომზადება-გამზადება. 2004 წელს იტალიაში თავად მოიპოვა საწარმო ლიცენზია და თურქეთის რესპუბლიკაში მონაწილეობდა საწარმოთა გადაიარაღების პროცესში, იგი სარგებლობდა „იაფი კრედიტის’’ პროგრამით, რათა საკუთარი წარმოების ნაწილი გადაეტანა ქუთაისში. ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილი „იაფი კრედიტის“ ბიზნეს გეგმის საფუძველზე, „---------------- გამოეყო 1 350 000 (მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი და დაიწყო სს „ქ----------------დან“ გამოსყიდული მანქანა დანადგარების რეაბილიტაციის და ქუთაისში გადატანის პროცესი. საბოლოოდ, მოსარჩელემ სასწავლო ბაზა განათავსა შ--------აზე. გარკვეული დროის შემდგომ თხოვნით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რათა მისთვის მიეცათ უფლება, რომ მისივე საკუთრებაში არსებული და სახლში დაცული რეაბილიტირებული მანქანა-დანადგარები განეთავსებინა „----------------- სასწავლო დაწესებულებაში, რომლის ნაწილი უკვე რეაბილიტირებული იყო, რაზეც ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღო თანხმობა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ სასწავლებელში ესტუმრა თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლის შემდგომ, მოსარჩელეს მოსთხოვეს კომპანიის სახელმწიფოსთვის გადაცემა, რადგან იმ ტერიტორიაზე აპირებდნენ „ნატოს“ სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოებას. თავდაცვის სამინისტროს სურდა თვითონ მოეხდინა ჯარისკაცების სრული აღჭურვა, შესაბამისად, აღარ გამოცხადდებოდა ტენდერი. მათ, მოსარჩელეს შესთავაზეს სამუშაო პროცესში დახმარება, რადგან დაუდასტურეს, რომ მასზე უკეთეს სპეციალისტს ვერ ნახავდნენ. ზემოაღნიშნულ წინადადებას მოსარჩელე დათანხმდა, მაგრამ რადგან არ სურდა შ--------აზე არსებული სასწავლებლის გაუქმება, თავდაცვის სამინისტროს შეუთანხმდა შემდეგ პირობებზე: მოსარჩელე „დ-------------ს“ საწესდებო კაპიტალში შეიტანდა ცვლილებებს, კერძოდ- იაფი კრედიტით გათვალისწინებული საფეხსაცმელე მანქანა-დანადგარებს და სასწავლებლისთვის რეაბილიტირებულ შენობა-ნაგებობას მოიყვანდა ღირებულების შესაბამისობაში(რადგან ვალდებულებისა და ლიცენზიის გამიჯვნა ვერ მოხდებოდა 2005 წლამდე) და შემდგომ, 100% წილს უსასყიდლოდ დაუთმობდა სახელმწიფოს, ხოლო სასწავლების კუთვნილ ინვენტარს დატოვებდა შ--------ას ტერიტორიაზე, მანამ სანამ სანაცვლოდ არ მიიღებდა ახალს. გარიგება შედგა მას შემდეგ რაც სახელმწიფომ უსასყიდლოდ მიიღო 100%-იანი წილი, პრემიერ-მინისტრის დადგენილებით შპს „---------------ს აპატიეს „იაფი კრედიტით“ მიღებული ვალი და მართვის უფლებები გადასცეს თავდაცვის სამინისტროს. ამის შემდგომ ტენდერი აღარ გამოცხადებულა და ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი სრული ეკიპირება იკერებოდა კომპანიაში. საშუალო ბრუნვა შეადგენდა 12 000 000 (თორმეტ მილიონ) ლარს წელიწადში, საწარმოში დასაქმებული იყო 512 ადამიანი, სასწავლებელში პროფესიას ეუფლებოდა და სტაჟირებას გადიოდა 300 სტუდენტი. თავდაცვის სამინისტრომ წარმომადგენლად დანიშნა რ-------------ე, რომელიც განკარგავდა ფინანსებს, მოსარჩელე დარჩა დირექტორად და დაევალა წარმოების ადმინისტრირება და ხარისხის კონტროლი. მოგვიანებით შეიცვალა წესდება და დირექტორის პირველ მოადგილეზე მოხდა ფინანსების დელეგირება. გარკვეული დროის შემდგომ თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ოფიციალური ტენდერი უნიფორმების შესყიდვის თაობაზე, სადაც კომპანია „დ--------------“ გაიმარჯვა. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ ტენდერში გამარჯვებიდან დაიწყო დაპირისპირება მასსა და ნ-----–-------------–---–ს შორის. მან მოსარჩელისგან ფარულად, შეარჩია ქსოვილის მომწოდებელი(მაშინ როცა მოსარჩელის კუთვნილი სახლი საბანკო გარანტიის უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულებით იყო დატვირთული საქართველოს ბანკში), ისარგებლა პირადი გავლენებით და ღამით, განცხადების საფუძველზე შპს „----------------- აღმასრულებელ დირექტორად დაანიშნინა თავი, დილით კი, კანონის გვერდის ავლით სოლიდური თანხა გადარიცხა კონკრეტულ ანგარიშზე, როგორც ეს მოსარჩელისთვის გახდა ცნობილი, დაუყოვნებლივ აცნობა დამფუძნებელს, მან კი ნაცვლად იმისა, რომ მიღებული ინფორმაცია გაეაზრებინა, მოსარჩელე გაათავისუფლა სამსახურიდან.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2012 წლის 14 თებერვალს მასს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა შეთანხმების ოქმი, რომლის თანახმადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ 2015 წლის 25ივლისამდე ქ.თბილისი, წ---–---------------–--–----------------------- საკუთრებაში არსებულ თავისუფალ ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოეხდინა ახალი შენობა-ნაგებობის აღნაგობა, საერთო ღირებულებით 1165215(მილიონ ასსამოცდახუთი ათას ორასთხუთმეტი) ლარი და გადაეცა შპს ,------------------ს დამფუძნებლისთვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ, თვითონ კი 1165215(ერთი მილიონ ასსამოცდახუთი ათას ორასთხუთმეტი) ლარის ღირებულების შენობა- ნაგებობა ვალდებულების დადასტურების შემდეგ დაეტოვებინა ქონების სახით, თუმცა აღნიშნული ვალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ შეუსრულებია.

 

2.1 მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის საფუძველზეც, მოსარჩელეს შეიძლებოდა ჰქონოდა უფლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოეთხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემობები

 

3.1.1. ,,პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმის პრივატიზების შესახებ’’. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ივლისის N--- განკარგულებით დგინდება, რომ ქ.თბილისში, წ---–---------------–- მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა N1 და N3(საერთო ფართობით 53,64) და მათზე დამაგრებული 2771კვ.მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 01.17.11.034.0--- პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს შპს „---------------ს სიმბოლურ ფასად 1 000(ათასი) ლარად. მოცემული დოკუმენტის ფარგლებში გაწერილი იყო ქონების საპრივატიზაციო პირობები, რაშიც შედიოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში აღნიშნულ შენობა ნაგებობაში 300 000 ლარის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება; სასწავლო პროცესის განმავლობაში 125 000(ასოცდახუთი ათასი) ლარის ღირებულების პრაქტიკისთვის საჭირო სახარჯო მასალის შეძენის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 ივლისის N--- განკარგულება(ს.ფ. 46 -47)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის შპს „----------------- წესდებით დასტურდება, რომ შპს „დ----------------------------–---------------------- შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. წესდების 3.2მუხლის მიხედვით, საზოგადოების ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს 1) მაღალტექნოლოგიური ფეხსაცმლის წარმოება და რეალიზაცია; 2)ნებისმიერი სახის; საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა 3) ნებისმიერი სახის საქონლის იმპორტი და ექსპორტი 4) ნებისმიერი სხვა საქმიანობის განხორციელება, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებში, რომელიც საჭიროა ან აუცილებელია საზოგადოების მიზნების მისაღწევად და არ იკრძალება ამ ქვეყნის კანონდებლობით.

 

წესდების 4.1 მუხლის შესაბამისად, საზოგადოების პარტნიორია თ---------------–---–ი(პირადი ნომერი: 0-----------, რომელიც ამავე წესდების 5.3 მუხლის მიხედვით არის საწარმოს კაპიტალის 100% ის წილის მფობელი. წესდების 6.1მუხლის შესაბამისად, საზოგადოების პარტნიორს გააჩნია შემდეგი უფლებები: - მართოს საზოგადოების საქმიანობა, - კონტროლი გაუწიოს საზოგადოების ხელმძღვანელობას; - დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. ამავე წესდების 8.7 „ა“ მუხლის თანახმად, პარტნიორის გადაწყვეტილება აუცილებელია: საზოგადოების წესდებაში ცვლილებების, საზოგადოებაში პარტნიორის მიღების, ან საზოგადოებიდან პარტნიორის წასვლის, საწესდებო კაპიტალში პარტნიორის წილის გაზრდის, ან შემცირების, დაყოფის, დათმობის, გასხვისების ან დაქირავების შემთხვევაში. ასევე, პარტნიორის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია: „საკუთრების მთლიანი ან ნაწილობრივ გაყიდვისას“; „წილების განაწილებისას“ და „საფინანსო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანისას“

 

მოცემული წესდების მე-11 მუხლის შესაბამისად, პარტნიორის მიერ საკუთარი წილის(წილის ნაწილის) განკარგვა, მათ შორის დათმობა, გასხვისება, მემკვიდრეობით გადაცემა ან დაგირავება არ დაიშვება გარდა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „----------------- 2010 წლის წესდება (ს.ფ. 21 – 30)

 

3.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 30 აგვისტოს წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შპს ,------------------ს დამფუძნებელმა პარტნიორმა თ---------------–---–მა(შემდგომში მოხსენიებულია როგორც ,,წილის უსასყიდლოდ დამთმობი’’), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(შემდგომში მოხსენიებულია როგორც ,,წილის მიმღები’’) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა შპს ,------------------ს კაპიტალში თ---------------–---–ის კუთვნილი 100% წილი, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უსასყიდლოდ საკუთრებაში მიიღო ზემოაღნიშნული წილი. შპს ,------------------ს კაპიტალში თ---------------–---–ის კუთვნილი 100% წილის ნომინალური ღირებულებაა-1 200 000(ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის 30 აგვისტოს წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულება(ს.ფ. 27-30)

 

3.1.4. საქმეში წარმოდგენილია 2010 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულება ,,შპს,-----------------ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე’’, რომელიც დადებულია ერთის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(შემდგომში „მესაკუთრე“) წარმოდგენილი მინისტრის მოადგილის დ---------------ის სახით, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო(შემდგომში „მმართველი პირი“) თავდაცვის სამინისტრო წარმოდგენილი მინისტრის პირველი მოადგილის ნ-----–--------–-–---–ის სახით და რომლითაც ირკვევა, რომ ,,მესაკუთრე’’, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო ,,მმართველი პირი“ მართვის უფლებით იღებს შპს „---------------–ემდგომში „საზოგადოება“) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%(შემდგომში „ქონება“).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2010 წლის 26ოქტომბრის ხელშეკრულება ,,შპს „----------------- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე’’ (ს.ფ. 31 – 37)

 

3.1.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2011 წლის 07 აპრილის N--- ბრძანებით, შპს ,---------------- წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს,---------------- ხელმძღვანელთან ერთად მიენიჭა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–------- დირექტორს რ-------------ეს. ამავე ბრძანების თანახმად, რ-------------ე და შპს ,------------------ს ხელმძღვანელი შპს,-----------------ს წარმოადგენენ ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის ბრძანება N--- ,,შპს ,------------------ს წარმომადგენლობით უფლებამოსილების მინიჭების შესახებ’’(ს.ფ. 48)

 

3.1.6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 14 თებერვლის N--- ბრძანებით ცვლილებები შევიდა შპს „----------------- წესდებაში და შპს „----------------- დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა ჯ---------------ი; დაბადებული 1981წლის 7 ივლისს, ქ.თბილისი. მისამართი: ქ.თბილისი, ბ-----------------------------------------------------. ამავე ბრძანებით ჯ---------------ს დაევალა კანონმდბელობის მოთხოვნათა დაცვით განეხორციელებინა შპს ,------------------ს წესდების ახალი რედაქციის, დირექტორის პირველი მოადგილისა და ცვლილებების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში.

 

საქმეში წარმოდგენილი შპს „----------------- ახალი წესდებით(2012 წელი) დასტურდება, შპს „-------------- შექმნილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მოცემულ წესდების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოების პარტნიორი და საზოგადოების კაპიტალის 100% წილის მესაკუთრე არის სახელმწიფო. ამავე წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად, საზოგადოების მიმდინარე საქმიანობის ხელმძღვანელობა ეკისრება დირექტორს. დირექტორი არის საზოგადოების მთავარი მენეჯერი რომელის მითითებები და გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად. დირექტორს ყავს პირველი მოადგილე, დირექტორი და დირექტორის პირველი მოადგილე მესამე პირებთან ურთიერთობაში საზოგადოებას წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოიკიდებლად ცალ-ცალკე ამ წესდებით განსაზღვრული პირობების და შეზღუდვების გათვალისწინებით. პარტნიორის გადაწყვეტილებით დირექტორი და დირექტორის პირველი მოადგილე საზოგადოებას წარმოადგენენ მხოლოდ პარტნიორის მიერ განსაზღვრულ პირთან(საზოგადოების წარმომადგენელთან) ერთად ან ამ წარმომადგენლის შეთანხმებით. დირექტორი ვალდებულია, საზოგადოების საქმეები წარმართოს კანონის, ამ წესდების ან წარმომადგნელთან შეთანხმებით. მართავს საზოგადოების ქონებას პარტნიორის გადაწყვეტილების შესაბამისად. საზოგადოების სახელით ხელს აწერს მის კომპეტენციაში შემავალ დოკუმენტებს. ამავე წესდების მე-11 მუხლის შესაბამისად, პარტნიორის მიერ საკუთარი წილის(წილის ნაწილის) განკარგვა, მათ შორის დათმობა, გასხვისება, მემკვიდრეობით გადაცემა და დაგირავება ხდება კანონდებლობით და ამ წესდებით დადგენილი წესით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 20 მარტის მდგომარეობით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ შპს „-----------------(საიდენტიფიკაციო კოდი: 2---------- ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან: თ---------------–---–ი(პირადი ნომერი: 0----------- დირექტორი; რ-------------ე(პ------------------------------------------------------------------------------------------------- დირექტორის მოადგილე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის ბრძანება N--- ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,------------------ს წესდებში ცვლილების შეტანის შესახებ’’(ს.ფ. 49)

- შპს „----------------- 2012 წლის წესდება(ს.ფ. 38-44)

-ამონაწერი მეწარმეთა და არამამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 50- 51)

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილია 2012 წლის 14 თებერვლის შეთანხმების ოქმი, რომელიც გაფორმებულია ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო(წარმომადგენელი რ-------------ის სახით) და მეორეს მხრივ თ---------------–---–ს შორის და რომლითაც ირკვევა, რომ შეთანხმების საგანს წარმოადენს 2008 წლის 21 ოქტომბრის N------- სპეციალისტის ცნობა, რომლის მიხედვითაც „-------------- ქ.თბილისში, წ---–--------–- ფლობს 1 611215(ერთიმილიონ ექვსასთერთმეტიათას ორასოცდათხუთმეტი) ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობას, რომელი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციაზეც, შპს „-------------- საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით კომპანიის მიერ 2008-2010 წლებში გაწეულია 446000 ლარის ღირებულების სამუშაო ხოლო დანარჩელი 1 165 215 ლარი დახარჯულია დამფუძნებლის მიერ. აღნიშნული შენობა-ნაგებობა საქართველოს პრეზიდენტის N--- განკარგულების მიხედვით დატვირთულია ვალდებულებით 2015 წლის 25 ივლისამდე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას აღნიშნული ვადისთვის, ქ------–--–---–---–---------–- შპს„---------------ს თავისუფალ ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოახდინოს ახალი შენობა-ნაგებობის აღნაგობა საერთო ღირებულებით 1 165 215 ლარი და გადასცეს შპს„---------------ს გაწეული ხარჯების სანაცვლოდ, თვითონ კი 1 165 215ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობა ვალდებულების დადასტურების შემდეგ, დაიტოვოს ქონების სახით, რომელზეც თ---------------–---–ს მომავალში პრეტენზია აღარ ექნება.

 

აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერენ თ---------------–---–ი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რ-------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შეთანხმების ოქმი(ს.ფ.45)

 

3.1.8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს N---- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა რ--------------------------ე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 04 მარტის N---5 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი რ--------------------------ე გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის N---- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი რ--------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის N---- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–------- დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა რ--------------------------ე.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 30 ოქტომბრის N---- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–------- დირექტორი რ--------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს ბრძანება N---- ,,რ--------------------------ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ’’(ს.ფ. 135)

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010წლის 04 მარტის ბრძანება N--- ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის რ--------------------------ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ’’(ს.ფ. 136)

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010წლის 15 ოქტომბრის ბრძანება N---- ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ’’(ს.ფ. 137)

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010წლის 15 ოქტომბრის ბრძანება N---- ბრძანება ,,რ--------------------------ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–------- დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ’’(ს.ფ. 138)

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012წლის 30 ოქტომბრის ბრძანება N---- ბრძანება ,,რ--------------------------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ’’(ს.ფ. 139)

 

3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017წლის 26 ოქტომბრის N------- გადაწყვეტილებით, დასტურდება, რომ მოსარჩელე თ---------------–---–მა სასარჩელო მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე- შპს „---------------ს მიმართ მიუღებელი ხელფასის და იჯარის თანხის დაკისრების, ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნით, ხოლო შპს ,-----------------მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე-თ---------------–---–ის მიმართ იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26ოქტომბრის გადაწყვეტილებით(საქმე N-------), თ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყპფილდა ნაწილობრივ. კერძოდ,- შპს „---------------ს თ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო თანხის დავალიანება - 17792 აშშ დოლარის ოდენობით, მიუღებელი ხელფასის დავალიანება - 14278.5 ლარის ოდენობით და მასალების საფასური - 184021.37 ლარის ოდენობით. თ---------------–---–ს უარი ეთქვა 1611215 ლარის ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. შპს,------------------ს შეგებებული სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე N-------(ს.ფ. 54 – 76)

3.1.10. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 აგვისტოს NMOD 7---------- წერილი, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს, 2018 წლის 03 აგვისტოს N------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ სარჩელზე(თ---------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელი) თანდართული შეთანხმების ოქმის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ჟურნალებში არ ფიქსირდება. ამასთანავე ეცნობა, რომ ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამსახურში არ იძებნება დოკუმენტი ზემოაღნიშნულ შეთანხმების ოქმზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

 

საქმეში წარმოდგენილია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,-----–----’’ 2018 წლის 04 ოქტომბრის N---- წერილი, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს 2018წლის 023 აგვისტოს N-------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,-----–---–--- არ მოიძებნა რაიმე ჩანაწერი, სარეგისტრაციო მოქმედება ან სხვა სახის ინფორმაცია წერილით წარმოდგენილი ,,შეთანხმების ოქმის’’ ან/და მისი გაფორმების/ხელმოწერის უფლებამოსილების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 აგვისტოს NMOD 7---------- წერილი(ს.ფ. 140)

- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,-----–----’’ 2018 წლის 04 ოქტომბრის N---- წერილი (ს.ფ. 141)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ---------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონი(სადავო პერიოდში მოქმედი), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში ასახულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თ---------------–---–ი წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს ხელშეკრულებით ნაკისრი(შეთანხმების ოქმში მითითებული-ქ.თბილისში, წ---–---------------–--–----------------------- თავისუფალ ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით ახალი შენობა-ნაგებობის აღნაგობა) შესრულება. ამასთან, მიუთითებს, რომ დასახელებული შეთანხმების ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუქნტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საჯარო ულებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

სასამართლო მითითებული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 66.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ხოლო ამავე კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონზე(2012წლის 14 თებერვალს მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა(შემდგომში – მთავრობა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა თავისი საქმიანობით პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო მინისტრი (სახელმწიფო მინისტრები).

 

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის(სადავო პერიოდში მოქმედი) 20.1 მუხლის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;

გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიულ ორგანოთა მოხელეებს, მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ1) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანხმობას აძლევს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებაზე;

ე) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;

ვ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მის შესრულებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

 

ზ) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

თ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ანგარიშს აბარებენ აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტს;

ი) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;

კ) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5აპრილის N119 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება’’, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო(შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში, ამავე დებულების 3.1 მუხლის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით; მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მინისტრი წარმოადგენს სამინისტროს, ან სამინისტროს თანამდებობის პირებსა და მოხელეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობის უფლებამოსილებას; ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუქნტის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალხრივი ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის შეცვლის ან შეწყვეტისკენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულიხმობს ნების შესაბამისობას კანონდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები - მატერიალური თუ ფორმალური. გარიგების დადება ასევე შესაძლებელია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებლის საშუალებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილების(რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა. ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, გარიგების ნამდვილობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს წარმოდგენილი პირის თანხმობა. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული გარიგება მოწონებაუნარიანია, რაც კვალიფიცირდება მერყევად ბათილ გარიგებად. აღნიშნული მუხლის მიზანია, დაადგინოს პირის უფლება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედებაზე, თუ არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით, შეუძლებელია წარმოდგენილი პირის თანხმობის მოპოვება გარიგების დადების მომენტში. ამდენად, თუ გარიგება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშეა დადებული, ხელშეკრულება მაინც დადებულად ითვლება თუ წარმოდგენილი პირი შემდგომში დაეთანხმება დადდბული ხელშეკრულების პირობებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის მეშვეობით დადებული გარიგებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ინტერესთა სიმრავლეშია. მასში, სულ ცოტა, სამი პირი მაინც მონაწილეობს: წარმომადგენელი, წარმოდგენილი და მესამე პირი. ამდენად, გარიგებებში ბუნებრივად წარმოიშობა ინტერესთა თანაფარდობის საკითხი და აღნიშნულის გარკვევა აუცილებელია იმისათვის, რომ გარიგების მხარეებმა დასახულ შედეგს მიაღწიონ და მათ შორის არ წარმოიშვას კონფლიქტი. უფრო კონკრეტულად კი, მესამე პირმა, რომელთანაც უშუალო ურთიერთობაში შედის წარმომადგენელი, უნდა იცოდეს, თუ ვინ არის გარიგების მხარე, ვისთან დებს ხელშეკრულებას. მნიშვნელოვანია ასევე წარმოდგენილი პირის ინტერესების დაცვაც, რამდენადაც, თუკი წარმომადგენელი გადააჭარბებს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებს, ამას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს წარმოდგენილი პირისათვის. აღსანიშნავია ასევე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმომადგენლობის ნამდვილობისთვის რამდენიმე წინაპირობას ადგენს, კერძოდ - წარმომადგენლობა დაშვებული უნდა იყოს კონკრეტული გარიგებისათვის, წარმომადგენელი უნდა გამოხატავდეს თავის ნებას, მაგრამ წარმოდგენილი პირის სახელით და მას უნდა ჰქონდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომლის არსებობაც წარმომადგენლობის ნამდვილობის ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა, რამდენადაც მისი არარსებობისას დგება გარიგების ბათილობის საკითხი, თუ დამტკიცდება, რომ გარიგების დადებისას მესამე პირმა იცოდა აღნიშნულის თაობაზე და იგი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა. ამასთან, წარმომადგენლობის ერთ-ერთი ცენტრალური პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენილ პირს უფლებები და მოვალეობები მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუკი წარმომადგენელი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს, ხოლო, თუ იგი აჭარბებს ამ უფლებამოსილების ფარგლებს, მაშინ მის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის ნებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში როგორც აღნიშნა საქმეში წარმოდგენილია შეთანხმების ოქმი, რომელიც გაფორმებულია ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო(წარმომადგენელი რ-------------ის სახით) და მეორეს მხრივ თ---------------–---–ს შორის და რომლითაც ირკვევა, რომ შეთანხმების საგანს წარმოადენს 2008 წლის 21 ოქტომბრის N------- სპეციალისტის ცნობა, რომლის მიხედვითაც „-------------- ქ.თბილისში წ---–--------–- ფლობს 1 611 215(ერთიმილიონ ექვსასთერთმეტიათას ორასოცდათხუთმეტი) ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობას, რომელი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციაზეც, შპს „-------------- საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით კომპანიის მიერ 2008-2010 წლებში გაწეულია 446000 ლარის ღირებულების სამუშაო ხოლო დანარჩელი 1 165 215 ლარი დახარჯულია დამფუძნებლის მიერ. აღნიშნული შენობა-ნაგებობა საქართველოს პრეზიდენტის N--- განკარგულების მიხედვით დატვირთულია ვალდებულებით 2015 წლის 25 ივლისამდე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას აღნიშნული ვადისთვის, ქ------–--–---–---–---------–- შპს„---------------ს თავისუფალ ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოახდინოს ახალი შენობა-ნაგებობის აღნაგობა საერთო ღირებულებით 1 165 215 ლარი და გადასცეს შპს „---------------ს გაწეული ხარჯების სანაცვლოდ, თვითონ კი 1 165 215 ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობა ვალდებულების დადასტურების შემდეგ, დაიტოვოს ქონების სახით, რომელზეც თ---------------–---–ს მომავალში პრეტენზია აღარ ექნება. აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერენ თ---------------–---–ი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რ-------------ე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია სწორედ ზემოაღნიშნულ შეთანხმების ოქმზე.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ თ---------------–---–ს შორის გაფორმებული შეთანხმების ოქმი, ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად, რამეთუ იგი არ არის შედგენილი კანონით დადგენილი წესის დაცვით. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შეთანხმების ოქმზე აღნიშნულია, რომ დამტკიცებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 თებერვლის N--- ბრძანებით, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 14თებერვლის N--- ბრძანებით კი ირკვევა, რომ ცვლილებები შევიდა შპს„----------------- წესდებაში და შპს „----------------- დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა ჯ---------------ი; დაბადებული 1981წლის 7 ივლისს ქ.თბილისი. მისამართი: ქ.თბილისი, ბ-----------------------------------------------------. ამავე ბრძანებით ჯ---------------ს დაევალა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განეხორციელებინა შპს ,------------------ს წესდების ახალი რედაქციის, დირექტორის პირველი მოადგილისა და ცვლილებების რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ დასახელებული ბრძანების შინაარსი არ ითვალისწინებს შეთანხების ოქმის დამტკიცებას და რომ აღნიშნული ბრძანებით შეთანხმების ოქმი არ დამტკიცებულა.

 

გარდა აღნიშნულისა, შეთანხმების ოქმით არ დასტურდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოხატული ნების კანონიერება, რამეთუ როგორც აღინიშნა, შეთანხმების ოქმი ხელმოწერილია რ-------------ის, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის მიერ, თუმცა საქმეში არ მოიპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სამინისტროს სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭა რ-------------ეს. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 31 აგვისტოს N---- ბრძანებით ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა რ--------------------------ე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010წლის 04 მარტის N---5 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი რ--------------------------ე გადაყვანილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის N---- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი რ--------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 15 ოქტომბრის N---- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–------- დირექტორის თანამდებობაზე. ამის შემდგომ კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 30 ოქტომბრის N---- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დ--–------- დირექტორი რ--------------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 აგვისტოს NMOD 7---------- წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ შეთანხმების ოქმის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ჟურნალებში არ ფიქსირდება. ამასთანავე ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამსახურში არ იძებნება დოკუმენტი ზემოაღნიშნულ შეთანხმების ოქმზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. საქმეში წარმოდგენილია ასევე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,-----–----’’ 2018 წლის 04ოქტომბრის N---- წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,-----–---–--- არ მოიძებნა რაიმე ჩანაწერი, სარეგისტრაციო მოქმედება ან სხვა სახის ინფრომაცია წერილით წარმოდგენილი ,,შეთანხმების ოქმის’’ ან/და მისი გაფორმების/ხელმოწერის უფლებამოსილების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ერთობლიობაში ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმდენად რამდენადაც მხარეთა შორის არ არსებობს კანონით დადგენილი წესით გაფორმებული შეთანხმება(ხელშეკრულება), შესაბამისად, ვერ იქნება მიჩნეული, რომ მოპასუხეს- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მოსარჩელე მხარის მიმართ გააჩია რაიმე სახის ქმედების შესრულების ვალდებულება, რის გამოც თ---------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, თ---------------–---–ის მიერ აღძრული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე. და 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.თ---------------–---–ის სარჩელი მოპასუხე- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების(შეთანხმების ოქმში მითითებული ქ.თბილისში, წ---–---------------–--–----------------------- თავისუფალ ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით ახალი შენობა-ნაგებობის აღნაგობა) შესრულების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი