განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2019
საქმის ნომერი
330310018002433580
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/394-19

საქმე №33031-018002433580

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გ------- ტყავაძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი - გ------- ლ--–--ე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ---------------–---

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ჯ----– ბ---–----ე, თ----- ჩ-----ე

წარმომადგენელი - ნ-----–---- ბ---–----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

1.1. აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- აქტი; საქართველოს მთავრობას დაევალა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 18 ა--------ს N------ გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი N14), რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 27 ი----ის N------ გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1--- წლის 6 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე, ხ---–--ს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, 1--- წლის 16 ა--------ს N------იმართვის საფუძველზე ნება დართო ხ---–--ს ხ----------------------------------------------–---–-------------- სასოფლო საბჭოს ზოგიერთ მცხოვრებელს ეროზიის გამო, ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გ------------------------–----------–---–------------------–---- მეურნეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სიაში 37-ე ნომრად მითითებულია ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის ოჯახი: მეუღლე - მ------- დ-----ის ასული ბ---–----ე და შვილები - ა-–----- და ე---–--- (ნ-----–----) ბ---–----ეები, ხოლო 39-ე ნომრად - თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის ოჯახი: მეუღლე -ნ------- ყ-------ის ასული ჩ-----ე და შვილები - მ-----–-, მ-------ი და თ----–- ჩ-----ეები.

ყ-------

2.2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულების თანახმად, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და ა----ის მაღალმთიანი რაიონებიდან გ------------------------–------ მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით გამოიყო გ-------ნის რაიონის სოფელ ფ-------–ას საკრებულოს ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი ა----ის მაღალმთიანი რაიონებიდან 1--- წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად; გ-------ნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაევალა მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის, ა----იდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის საამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

 

2.3. ჯ----– ბ---–----ისა და თ----- ჩ-----ის წარმომადგენლმა ნ-----–---- ბ---–----ემ 2--- წლის 2- მ-----ს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მიუთითა, რომ ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 18 ა--------ს N------ გადაწყვეტილების თანახმად, ხ---–--ს რაიონის ზოგიერთ მაცხოვრებელი - სულ 41 ოჯახი ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივად საცხოვრებლად უნდა გადასულიყო გ------------------------–----------–---–------------------–---- მეურნეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სიაში 37-ე ნომრად მითითებულია ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის ოჯახი: მეუღლე - მ------- დ-----ის ასული ბ---–----ე და შვილები - ა-–----- და ე---–--- (ნ-----–----) ბ---–----ეები, ხოლო 39-ე ნომრად - თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის ოჯახი: მეუღლე - ნ------- ყ-------ის ასული ჩ-----ე და შვილები - მ-----–-, მ-------ი და თ----–- ჩ-----ეები. ამასთან საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1--- წლის 9 ოქტომბრის N407 დადგენილების თანახმად, შ------ის რაიონის ტერიტორიაზე ზვავ- და მეწყერსაშიში ზონიდან ოჯახები მუდმივად საცხოვრებლად გადავიდნენ გ------------------------–----------–---–------------------–---- მეურნეობაში. გადაწყვეტილებას თან ახლდა ოჯახების სია.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებით შეიცვალა ა----ის მაღალმთიანი რაიონებიდან გ------------------------–------ მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფ-------–აში გამოიყო მაღალმთიანი ა----იდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე გ-------ნის რაიონის გამგეობას დაევალა დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ა----იდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.

 

განმცხადებლის მითითებით, ვინაიდან არ შესრულდა ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების დაპირება, ჩამოსახლებული ოჯახების ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. 2--- წლის 12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება (საქმის N---------), რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ (მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებაში) საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით; ასევე საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად გეგმის შემუშავება დაევალა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო თანხა - 800000 ლარი, სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის საკომპენსაციოდ.

 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯ----– ბ---–----ე და თ----- ბ---–----ე, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ოჯახები, თავიან ოჯახებთან ერთად 1--- წელს ჩასახლებულ იქნენ გ-------ნის რაიონის სოფელ კ--–----ში. იმ დროისათვის ადგილობრივმა მთავრობამ ოჯახები დროებით შეასახლა ე.წ. ზ--------ის ბინებში იმ იმედით, რომ ჩასახლებული ოჯახები უზრუნველყოფილ იქნებოდნენ საცხოვრებელი სახლებით. ვინაიდან ვერ შესრულდა 1997 წლის N750 ბრძანებულება, განმცხადებლები დარჩენ უსახლკაროდ და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მხარეში მიუხედავად არსებული მდგომარეობისა და იქ გაეგრძელებინათ ცხოვრება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოსახლებული 75 ოჯახიდან გარკვეული ოდენობა საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ბინებით, ხოლო ზოგიერთს მიეცა ფულადი კომპენსაცია, განმცხადებლებმა - ჯ----– ბ---–----ემ და თ----- ჩ-----ემ მოითხოვეს, რომ საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მაღალმთიანი ა----იდან სტიქიით დაზარალებული ოჯახების ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის და თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის საკომპენსაციოდ.

 

2.4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- წერილის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2--- წლის 26 მ-----ის N---- წერილით შესული განცხადების პასუხად, ნ-----–---- ბ---–----ეს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც მანამდე დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე) საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. გამომდინარე იქედან, რომ ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ განმ-----ა შემდეგი:

 

2.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 2--ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა მოსარჩელეების - ჯ----– ბ---–----ისა და თ----- ჩ-----ის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მ-----ივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მ-----ივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც 2 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება განმცხადებელს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.

 

2.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამავე კოდექსის მე-1-0 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, წარდგენილი განცხადების განხილვის წესი და ვადები.

 

2.8. საქმეში წარმოდგენილი ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 18 ა--------ს N------ გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი N14), რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 27 ი----ის N------ გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1--- წლის 6 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე ხ---–--ს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, 1--- წლის 16 ა--------ს N------ომართვის საფუძველზე ნება დართო ხ---–--ს ხ----------------------------------------------–---–-------------- სასოფლო საბჭოს ზოგიერთ მცხოვრებლებს ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გ------------------------–----------–---–------------------–---- მეურნეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სიაში 37-ე ნომრად მითითებულია ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის ოჯახი: მეუღლე მ------- დ-----ის ასული ბ---–----ე და შვილები ა-–----- და ე---–--- (ნ-----–----) ბ---–----ეები, ხოლო 39-ე ნომრად თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის ოჯახი: მეუღლე ნ------- ყ-------ის ასული ჩ-----ე და შვილები მ-----–-, მ-------ი და თ----–- ჩ-----ეები.

 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებით შეიცვალა ა----ის მაღალმთიანი რაიონებიდან გ------------------------–------ მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფ-------–აში გამოიყო მაღალმთიანი ა----იდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გ-------ნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ა----იდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულება არ შესრულებულა და ჩამოსახლებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ვერ მოხდა.

 

ასევე დადგენილია, რომ ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის წარმომადგენლმა ნ-----–---- ბ---–----ემ 2--- წლის 2- მ-----ს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა, მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მაღალმთიანი ა----იდან სტიქიით დაზარალებული ოჯახების ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის და თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის საკომპენსაციოდ.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის წარმომადგენლის - ნ-----–---- ბ---–----ის 2--- წლის 2- მ-----ის განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- წერილობითი პასუხით განმცხადებლებს აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც მანამდე დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე) საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. გამომდინარე იქედან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.

 

2.9. სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. საქართველოს კონსტიტუციით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა შედგება სამინისტროებისაგან ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ რგოლს წარმოადგენს, შესაბამისად, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში კი, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა დაავალოს მის შემადგენლობაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროს. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები სწორად მიუთითებენ, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამდენად, დამოუკიდებლად სარჩელით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია საქართველოს მთავრობას გააჩნია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა და მას უნდა დაევალოს მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელეების 2--- წლის 26 მ-----ის განცხადების, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კო კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების განცხადებასთან დაკავშირებით.

 

2.1-. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- გადაწყვეტილება, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მოსარჩელეების - ჯ----– ბ---–----ისა და თ----- ჩ-----ის 2--- წლის 26 მ-----ის განცხადება განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2--- წლის 1- ა-----–ს N------------- წერილობითი პასუხით მოსარჩელეთა წარმომადგენელს აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეწყვიტა განცხადებაში დასმული საკითხი. ამდენად, ვინაიდან, მოსარჩელის განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა მოსარჩელეთა 2--- წლის 26 მ-----ის განცხადება და მიეღო გადაწყვეტილება. მითითებული გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- წერილის ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მისი არსებობა ზიანს აყენებს მოსარჩელეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

 

2.11. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2--- წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

 

2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

3.1. საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, გამოყენებული კანონის ნორმა არასწორად განიმ-----ა.

 

სააპელაციო საჩივრის მიხედვით, ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის წარმომადგენელმა 2--- წლის 2- მ-----ს N---- განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მაღალმთიანი ა----იდან სტიქიით დაზარალებული ოჯახების - ჯ----– ბ---–----ისა და თ----- ჩ-----ის საკომპესაციოდ. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეთა წარმომადგენელი უთითებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- და 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულებებს. აღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2--- წლის 26 მ-----ის N---- წერილით გადაგზავნილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სამინისტროს 2--- წლის 1- ა-----–ის N------------ წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება, რომელშიც მოსარჩელეები არ წარმოადგენდენ მხარეს და შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა განცხადებით მოთხოვნილ საკითზე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქართელოს მინისტრთა საბჭოს 1--- წლის 14 ი----ის N285 და 1--- წლის 9 ოქტომბრის N497 დადგენილებებით მოსარჩელეებისათვის, როგორც სტიქიით დაზარალებულებისათვის (სულ 75 ოჯახი), გ-------ნის რაიონის, სოფელ კ--–----ში გამოყოფილ იქნა 20 ჰექტარი, სადაც უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N750 ბრძანებულებით გ-------ნის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ 1--- წელს ა----ის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ აღსრულებულა, რასაც მოჰყვა 75 ეკომიგრანტი ოჯახიდან 49 ოჯახის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვა, რაც შემდგომ სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის გადწყვეტილებით 49 ეკომიგრანტი ოჯახის (მათ შორის არ იყვნენ მოსარჩელეები) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მათი საკითხის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულება, ხოლო 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულებით მოხდა საკომპესაციო თანხის გადახდა.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ 49 ოჯახს შორის, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, არ ყოფილან, ისინი არც სასამართლოს მოუწვევია დაინტერესებულ მხარედ. შესამაბისად, აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს მთავრობა ვერ იმსჯელებდა მათზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- და 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულებების მომზადების დროს, ვინაიდან 49 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმ-----ებას, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა. „რ------------------------------------------------------ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განკარგულების პრეამბულაში მითითებული სტიქიით დაზარალებული პირების/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით მათი განსახლების უზრუნველყოფა დაევალა. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებებიდან თანხები მიმართა სტიქიით დაზარალებული პირების/ოჯახების კომპენსაციით უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სამართლებრივი აქტები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის შესწავლა დაავალა შესაბამის სამინისტროს, აღნიშნული განკარგულებების მოთხოვნათა დაცვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებული იყო სადავო საკითხის განხილვის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი განცხადება გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, რომელსაც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე უნდა ემსჯემა მოთხოვნაზე და შესაბამისი ინიცირებით მიემართა საქართველოს მთავრობისთვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, მიუთითა, რომ მოსარჩელეების (განმცხადებლების) მიერ დასმული საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის კომპეტენციას, მაგრამ მიიჩნია, რომ სააგენტოს (სამინისტროს) გასაჩივრებული აქტი (2--- წლის 1- ა-----–ის N------------- წერილი) ზიანს აყენებს მოსარჩელეების კანონიერ ინტერესს და მისი მომზადების და გამოცემის დროს სამინისტრომ (სააგენტომ) დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურები.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ (სააგენტომ) შეისწავლა განცხადებაში დასმული საკითი და მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, განმცხადებლებს განუმ-----ა საკითხთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შედეგი, რომ სამინისტრო ვერ მოახდენდა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, განმ-----ებულ იქნა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება, რომელში მითითებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. ამ პირთა შორის მოსარჩელეთა ოჯახები არ იყვნენ, შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, საგამონაკლისო წესით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, განეხილა მოსარჩელეთა ოჯახების საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილების საკითხი. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა სასარგებლოდ სააგენტოსთვის არც სასამართლოს და არც საქართველოს მთავრობას კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა ან/და სამოქმედო გეგმის შემუშავება არ დაუვალებია, ამრიგად, მის კომპეტენციას არ წარმოადგენს მოსარჩელეთა ოჯახების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.4. ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 18 ა--------ს N------ გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი N14), რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 27 ი----ის N------ გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1--- წლის 6 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე, ხ---–--ს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, 1--- წლის 16 ა--------ს N------იმართვის საფუძველზე, ნება დართო ხ---–--ს ხ----------------------------------------------–---–-------------- სასოფლო საბჭოს ზოგიერთ მცხოვრებელს ეროზიის გამო, ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გ------------------------–----------–---–------------------–---- მეურნეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სიაში 37-ე ნომრად მითითებულია ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის ოჯახი: მეუღლე - მ------- დ-----ის ასული ბ---–----ე და შვილები - ა-–----- და ე---–--- (ნ-----–----) ბ---–----ეები, ხოლო 39-ე ნომრად - თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის ოჯახი: მეუღლე -ნ------- ყ-------ის ასული ჩ-----ე და შვილები - მ-----–-, მ-------ი და თ----–- ჩ-----ეები.

 

4.5. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულების თანახმად, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და ა----ის მაღალმთიანი რაიონებიდან გ------------------------–------ მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით გამოიყო გ-------ნის რაიონის სოფელ ფ-------–ას საკრებულოს ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი ა----ის მაღალმთიანი რაიონებიდან 1--- წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად; გ-------ნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაევალა მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის, ა----იდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის საამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

 

4.6. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებით შეიცვალა ა----ის მაღალმთიანი რაიონებიდან გ------------------------–------ მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, გ-------ნის რაიონის სოფელ ფ-------–აში გამოიყო მაღალმთიანი ა----იდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სმაინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

 

4.7. დადგენილია, რომ ვინაიდან არ შესრულდა ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების დაპირება, ჩამოსახლებული ოჯახების ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. მათ შორის არ იყვნენ ჯ----– ბ---–----ე და თ----- ჩ-----ე.

 

2--- წლის 12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება (საქმე N---------), რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ (მხოლოდ მოსარჩელეებთან მიმართებაში) საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით; ასევე საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

4.8. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაზარალებული ოჯახების დასაკმაყოფილებლად გეგმის შემუშავება დაევალა.

 

4.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო თანხა - 800000 ლარი, სტიქიით დაზარალებული 16 ოჯახის საკომპენსაციოდ.

 

4.1-. ჯ----– ბ---–----ისა და თ----- ჩ-----ის წარმომადგენლმა ნ-----–---- ბ---–----ემ 2--- წლის 2- მ-----ს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მიუთითა, რომ ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 18 ა--------ს N------ გადაწყვეტილების თანახმად, ხ---–--ს რაიონის ზოგიერთ მაცხოვრებელი - სულ 41 ოჯახი ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივად საცხოვრებლად უნდა გადასულიყო გ------------------------–----------–---–------------------–---- მეურნეობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების სიაში 37-ე ნომრად მითითებულია ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის ოჯახი, ხოლო 39-ე ნომრად - თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის ოჯახი. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1--- წლის 9 ოქტომბრის N407 დადგენილების თანახმად, შ------ის რაიონის ტერიტორიაზე ზვავ- და მეწყერსაშიში ზონიდან ოჯახები მუდმივად საცხოვრებლად გადავიდნენ გ------------------------–----------–---–------------------–---- მეურნეობაში. გადაწყვეტილებას თან ახლდა ოჯახების სია. განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმის N---------), საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულებაზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულებაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯ----– ბ---–----ე და თ----- ჩ-----ე, ისევე როგორც სხვა ოჯახები, თავიან ოჯახებთან ერთად 1--- წელს ჩასახლებულ იქნენ გ-------ნის რაიონის სოფელ კ--–----ში. იმ დროისათვის ადგილობრივმა მთავრობამ ოჯახები დროებით შეასახლა ე.წ. ზ--------ის ბინებში იმ იმედით, რომ ჩასახლებული ოჯახები უზრუნველყოფილ იქნებოდნენ საცხოვრებელი სახლებით. ვინაიდან ვერ შესრულდა 1997 წლის N750 ბრძანებულება, განმცხადებლები დარჩენ უსახლკაროდ და იძულებულნი გახდნენ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ მხარეში მიუხედავად არსებული მდგომარეობისა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოსახლებული 75 ოჯახიდან გარკვეული ოდენობა საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ბინებით, ხოლო ზოგიერთს მიეცა ფულადი კომპენსაცია, განმცხადებლებმა - ჯ----– ბ---–----ემ და თ----- ჩ-----ემ მოითხოვეს, რომ საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მაღალმთიანი ა----იდან სტიქიით დაზარალებული ოჯახების ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის და თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის საკომპენსაციოდ.

 

4.11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- წერილის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2--- წლის 26 მ-----ის N---- წერილით შესული განცხადების პასუხად, ნ-----–---- ბ---–----ეს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. ვინაიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.12. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- გადაწყვეტილების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ასევე, უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობს საქართველოს მთავრობისთვის ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

4.14. დადგენილია, რომ ხ---–--ს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1--- წლის 18 ა--------ს N------ გადაწყვეტილებით (ოქმი N14) ნება დაერთო კონკრეტულ პირებს, მათ შორის, მოსარჩელეთა ოჯახებს, ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყვნენ გ------------------------–----------–---–------------------–---- მეურნეობაში. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებით სოფელ ფ-------–აში გამოიყო მაღალმთიანი ა----იდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო გ-------ნის რაიონის გამგეობას დაევალა დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულება არ აღსრულებულა, რის გამოც დაზარალებულთა ნაწილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს. შედეგად, 2--- წლის 12 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება (საქმე N---------), რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით; ასევე საქართველოს მთავრობას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელეების (სულ 49 პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით. ამასთანავე, აღნიშნულ სასამართლო წარმოებაში ჯ----– ბ---–----ე და თ----- ჩ-----ე მხარეებს არ წარმოადგენდნენ.

 

4.15. ასევე დადგენილია, რომ ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის წარმომადგენლმა ნ-----–---- ბ---–----ემ 2--- წლის 2- მ-----ს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა, მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა მაღალმთიანი ა----იდან სტიქიით დაზარალებული ოჯახების - ჯ----– ტ------–ის ძე ბ---–----ის და თ----- ნ-----ს ძე ჩ-----ის საკომპენსაციოდ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის წარმომადგენლის - ნ-----–---- ბ---–----ის 2--- წლის 2- მ-----ის განცხადება რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- წერილობითი პასუხით განმცხადებლებს აცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე საქართველოს მთავრობის განკარგულების N1 და N2 დანართის მიხედვით მოხდა საკომპენსაციო თანხის გაცემა. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმცხადებლები არ წარმოადგენდნენ მხარეს, სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა განცხადებაში დასმული საკითხი.

 

4.16. სააპელაციო სასამართლო განმ-----ავს, რომ წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, რამდენად უფლებამოსილი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ემსჯელა და გადაეწყვიტა სადავო საკითხი, მეორე მხრივ კი, უნდა დადგინდეს უშუალოდ წარდგენილი მოთხოვნის კანონშესაბამისობა.

 

4.17. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც 2 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება განმცხადებელს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.

 

4.18. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს და მოსარჩელეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელეების განცხადების განხილვასა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე ვალდებულ პირს, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში უნდა განეხილა მოსარჩელეთა განცხადება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია და არ შეუფასებია განცხადებაში მითითებული საკითხი. ამდენად, ვინაიდან წარდგენილ განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა მოსარჩელეთა 2--- წლის 26 მ-----ის განცხადება და მიეღო გადაწყვეტილება, რაც 2--- წლის 1- ა-----–ის N------------- წერილის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

 

4.19. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, ვინაიდან უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით დადგენილი წესით - ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოების შესწავლისა და შეფასების მეშვეობით წარმართვის ვალდებულების დაცვით არ მომხდარა სადავო საკითხის განხილვა, ასევე არსებობს საქართველოს მთავრობისთვის ჯ----– ბ---–----ის და თ----- ჩ-----ის, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამასთანავე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტთა მითითებაზე, რომ მოცემული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ი----ის N---- განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება, რომლის მხარეებსაც თ----- ჩ-----ე და ჯ----– ბ---–----ე არ წარმოდგენდნენ.

 

სააპელაციო პალატა განმ-----ავს, რომ, მართალია, ჯ----– ბ----–---ესა და თ----- ჩ--------ეს, სხვა დაზარალებულებისგან განსხვავებით, განსახილველ შემთხვევამდე სასამართლოსთვის არ მიუმართავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისინი იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელშიც იმყოფებოდნენ ის პირები, ვის მიმართაც გამოტანილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 12 სექტემბრის N--------- გადაწყვეტილება. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სათანადო შეფასება უნდა მისცეს აღნიშნულ ფაქტს, გაითვალისწინოს საჯარო და კერძო ინტერესი, სამართლიანობისა და მიზანშეწონილობის პრინციპი, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები და კანონის წინაშე თანასწორობის პრინიციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

4.20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 2--ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი გადაწყვეტილია მართებულად, ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს მთავრობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გ------- ტყავაძე