განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.04.2019
საქმის ნომერი
330310018002479099
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/523-29

N330310018002479099

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი - გ------- ლ--–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ---------- ქ-------ე

წარმომადგენელი - ა-----– მ-----–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის GOV 2------------ გადაწყვეტილება თ---------- ქ-------ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს საქართველოს მთავრობას კანონით დადგენილ ვადაში ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება თ---------- ქ-------ის, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი;

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებით მიღებულ იქნა აჭარის ასსრ აღმასკომის, საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის წინადადება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 დადგენილების №1 დანართში, აჭარის მთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული 75 ოჯახი უნდა დასახლებულიყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის კრწანისის სასწავლო ექსპერიმენტული მეურნეობის მიწებიდან გამოყოფილ 20 ჰექტარ ფართობზე, კრწანისის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე გათვალისწინებული 50 ოჯახის ნაცვლად. მუხროვანის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5,5 ჰექტარზე უნდა განსახლებულიყო 22 ოჯახი. ვარკეთილის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე კი უნდა დასახლებულიყო 20 ოჯახი.

 

1.2.2. ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 ოქტომბრის N2----- გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი N21), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის N220 დადგენილების საფუძველზე, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ნება დართო ქ-------ე მ----- დ--------ის ძეს ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყო გარდაბნის რაიონში. დ-----–---–--ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს და ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის შ/ს განყოფილების უფროსს (თ---------- ქ-------ე) დაევალათ ქ-------ე მ.დ. ოჯახის მთლიანი შემადგენლობით (თავად ქ-------ე მ----- დ--------ის ძე (დაბადებული 1--- წელს), მეუღლე ქ-------ე ს---- ნ-----ს ასული (დაბადებული 1--- წელს), შვილიშვილი ქ-------ე ა----- თ-------ს ასული (დაბადებული 1--- წელს)) საკომლო და საბინაო წიგნებიდან ამოწერა მათი გარდაბნის რაიონში ჩასახლების გამო.

 

1.2.3. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულების თანახმად, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის 3 ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით: გამოიყო გარდაბნის რაიონის სოფელ ფ-------–ას საკრებულოს ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად; გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაევალა მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.

 

1.2.3. 2008 წლის 4 ნოემბერს თ---------- ქ-------ის მიმართ გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო აქტი N----- საქართველო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) 2008 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი მამის - მ----- ქ-------ის ქონებაზე, სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფელი ფ-------–ა. უფლების დამდგენი დოკუმენტის - კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის (N2---) საფუძველზე, გარდაბანში, სოფელ კრ–----–ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N8----------- აღირიცხა თ---------- ქ-------ის სახელზე. უფლების დამდგენი დოკუმენტის - კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის (N2---) საფუძველზე, გარდაბანში, სოფელ ფ-------–აში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები (დაზუსტებული ფართობი: 2001.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N8----------- აღირიცხა თ---------- ქ-------ის სახელზე.

 

1.2.4. თ---------- ქ-------ის წარმომადგენლმა ა-----– მ-----–--ემ 2018 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მიუთითა, რომ 1989 წელს აჭარის მაღალმთიან რაიონებში (ხულოსა და შუახევის რაიონი) მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბევრი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სამი ათასზე მეტი ოჯახი ჩასახლდა საქართველოს ორმოცამდე რაიონში, მათ შორის 75 ოჯახი ჩაასახლეს გარდაბნის რაიონის სოფელ კრ–----–ი (საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის N497 დადგენილება). ზემოაღნიშნულ სამოცდათხუთმეტ ოჯახთა შორის ხულოს რაიონის სოფელ ქედლებიდან ჩამოსახლებულ იქნა მ----- ქ-------ის სამწევრიანი 4 ოჯახი. გამომდინარე იქიდან, რომ მ----- ქ-------ის ოჯახს იმ პერიოდში ვერ გამოუყვეს დროებითი საცხოვრებელი ფართი, იძულებული გახდნენ მთავრობის მიერ შეპირებული საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ თავისივე მეწყერსაშიშ ადგილას მდებარე სახლში, სოფელ ქ----–--–ი. მ----- ქ-------ის ოჯახი უშედეგოდ ელოდა გარდაბნის რაიონის სოფელ კრ–----–ი საცხოვრებელი სახლის აშენებას. მ----- ქ-------ე გარდაიცვალა 2008 წლის 22 აპრილს.

 

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის N285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის N497 დადგენილებებით, გარდაბნის რაიონში ჩასახლებულ ოჯახებს, მათ შორის მ----- ქ-------ის ოჯახს, როგორც სტიქიით დაზარალებულებს, სოფელ კრ–----–ი გამოუყვეს მიწის ნაკვეთები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N750 ბრძანებულებით, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახლებული ფართის შეცვლის მიზნით, ჩასახლებული 75 ოჯახისათვის (თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს) გამოიყო 20 ჰექტარი მიწის ფართობი. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა, რათა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ჩამოსახლებულთათვის აეშენებინა საცხოვრებელი სახლები.

 

მას შემდეგ, რაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამოეწურათ ყოველგვარი იმედი მთავრობის მხრიდან, გადაწყვიტეს (ჩამოსახლებულთა 49 ოჯახი) სარჩელით მიემართათ სასამართლოსთვის, რათა შესრულებულიყო მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები. ზემოხსენებულ ოჯახებთან ერთად, მ----- ქ-------ის ოჯახმა ვერ მიმართა სასამართლოს სარჩელით, ვინაიდან აღნიშნული ფორმით დავის დაწყების თაობაზე ინფორმაცია დროულად ვერ მიიღო. სტიქიით დაზარალებულ 49 ოჯახის სარჩელზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3ბ/4-----) საქართველოს მთავრობას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით. ზემოაღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან 1.800 ათასი ლარის გადახდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით.

 

ზემოთხსენებული სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის მსგავსად, მ----- ქ-------ის შვილის - თ---------- ქ-------ის ოჯახიც განეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს. ირიცხება იმავე სიაში, რომლითაც ხულოსა და შუახევის რაიონებიდან მოხდა 75 ოჯახის ჩასახლება გარდაბნის რაიონის სოფელ კრ–----–ი. სახელმწიფომ გარდაცვლილი მ----- ქ-------ის ოჯახს საკუთრებაში გადასცა 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელი კრწანისის ტერიტორიაზე და მთავრობა ვალდებულია მისივე განკარგულებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე აუშენოს საცხოვრებელი სახლი გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ან გამოუყოს სახსრები სახლის მშენებლობისათვის.

 

ამდენად, თ---------- ქ-------ის წარმომადგენლმა ა-----– მ-----–--ემ საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი წარდგენილ განცხადებაში მოითხოვა სტიქიით დაზარალებული გარდაცვლილი მ----- ქ-------ის შვილის - თ---------- ქ-------ის ოჯახს, საქართველოს - პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აუშენდეს საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოს სათანადო სახსრები 50 000 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

 

1.2.5 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის GOV 2------------ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახილველად გაეგზავნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე 2018 წლის 3 მაისს თ---------- ქ-------ის წარმომადგენლის ა-----– მ-----–--ის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2018 წლის 21 მაისს N0------------- წერილობითი პასუხით, თ---------- ქ-------ის წარმომადგენელს - ა-----– მ-----–--ეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაგზავნილი 2018 წლის 4 მაისის N GOV 2------------ წერილის პასუხად ეცნობა, რომ სამინისტრო ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების“ შესაბამისად და განმარტავს, რომ სურვილის შემთხვევაში თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებს განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად არის განიხილოს მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25 000 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, 6 აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირი არ ფიგურირებს.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის GOV 2------------ გადაწყვეტილება თ---------- ქ-------ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა მოსარჩელე - თ---------- ქ-------ის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

1.3.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია 8 დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც 2 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება განმცხადებელს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

 

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, წარდგენილი განცხადების განხილვის წესი და ვადები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ----- ქ-------ის ოჯახი შეყვანილ იქნა აჭარის მთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების სიაში. დადგინდა, რომ ქ-------ე მ----- დ--------ის ძე (დაბადებული 1--- წელს), მეუღლე ქ-------ე ს---- ნ-----ს ასული (დაბადებული 1--- წელს), შვილიშვილი ქ-------ე ა----- თ-------ს ასული (დაბადებული 1--- წელს)) მუდმივ საცხოვრებლად უნდა გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონში და საკომლო და საბინაო წიგნებიდან უნდა ამოეწერათ მათი გარდაბნის რაიონში ჩასახლების გამო.

 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფ-------–აში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გარდაბნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება არ შესრულებულა და ჩამოსახლებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ვერ მოხდა.

 

ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 4 ნოემბერს თ---------- ქ-------ის მიმართ გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა და იგი ცნობილია 2008 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი მამის მ----- ქ-------ის მემკვიდრედ. აღნიშნული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თ---------- ქ-------ის საკუთრებაში აღირიცხა ქონება, მდებარე: გარდაბანში, სოფელ კრ–----–ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N8----------- და მდებარე გარდაბანში, სოფელ ფ-------–აში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები (დაზუსტებული ფართობი: 2001.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N8-----------.

 

2018 წლის 3 მაისს, თ---------- ქ-------ის წარმომადგენლმა ა-----– მ-----–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მოითხოვა, სტიქიით დაზარალებული გარდაცვლილი მ----- ქ-------ის შვილის - თ---------- ქ-------ის ოჯახს, საქართველოს - პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აუშენდეს საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოს სათანადო სახსრები საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ თ---------- ქ-------ის წარმომადგენლის ა-----– მ-----–--ის 2018 წლის 3 მაისის განცხადება განუხილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის წლის 21 მაისის N0------------- წერილობითი პასუხით განმცხადებელს აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებს განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად არის განიხილოს მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25 000 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირი არ ფიგურირებს.

 

სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. საქართველოს კონსტიტუციით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა შედგება სამინისტროებისაგან ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ რგოლს წარმოადგენს, შესაბამისად, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში კი, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა დაავალოს მის შემადგენლობაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროს. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე სწორად მიუთითებს, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამდენად, დამოუკიდებლად სარჩელით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია საქართველოს მთავრობას გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს მთავრობა, ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში განეხილა მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადება მისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებული პირისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია და არ შეუფასებია განცხადებაში მითითებული საკითხი. 2018 წლის 04 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოიცა აქტი, რომლითაც მოსარჩელის განცხადება განუხილველად გადაეცა სხვა უწყებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახეზეა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის GOV 2------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებული პირის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არსებობს სადავო გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. ამასთანავე, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან კანონის ნორმა არასწორად განმარტა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აპელანტის განმარტებით, თ---------- ქ-------ის წარმომადგენელმა 2018 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც სტიქიით დაზარალებული გარდაცვლილი მ----- ქ-------ის შვილის - თ---------- ქ-------ის ოჯახს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად აუშენდებოდა საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოფოდა სათანადო სახსრები 50 000 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებებს. მოსარჩელის წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის N1---- წერილით გადაგზავნილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის N0------------- წერილით განმცხადებელს ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულების გამოცემის საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის N 3ბ/4----- გადაწყვეტილება, რომელშიც მოსარჩელეები არ წარმოადგენენ მხარეს და შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იყოს შესაძლებლობას . აღნიშნულიდან გამომდინარე ემსჯელა განცხადებით მოთხოვილ საკითხზე. ასევე რომ სამინისტრო ხელმძღვანელობს მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების“ შესაბამისად და მოსარჩელეს წარმომადგენელს განუმარტა, რომ სურვილის შემთხვევაში თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებდა განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად არის მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ : ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25 000 ლარის ოდენობის ფარგლებში.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისს 285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის N 497 დადგენილებით,მოსარჩელეებისათვის, როგორც სტიქიით დაზარალებულებისათვის, გადრაბნის რაიონის სოფელ კრ–----–ი გამოყოფილ იქნა 20 ჰექტარი, სადაც უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N 750 ბრძანებულებით, გარდაბნის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ 1989 წელს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. ზემოაღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ აღსრულებულა, რასაც მოჰყვა 75 ეკომიგრანტი ოჯახიდან 49 ოჯახის მიერ, ჯერ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვა, რაც შემდგომში სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 49 ეკომიგრანტი ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა, მათი საკითხის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულება, ხოლო 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებით მოხდა საკომპენსაციო თანხის გადახდა. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ 49 ოჯახს შორის, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, არ ყოფილან, ისინი არც სასამართლოს მოუწვევია დაინტერესებულ მხარედ. შესაბამისად საქაღთველოს მთავრობა ვერ იმსჯელებდა მათზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულების მომზადების დროს. ზემოაღნიშნულ 49 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით,აპელანტი არ იზ--რებს სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოსარჩელეს მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა. “რ----- ს------ის, ზ-- ს------ის და სხვების N3ბ/4----- საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განკარგულების პრეამბულაში მითითებული სტიქიით დაზარალებული პირების/მათი ოჯახების განსახლების მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული გეგმის მიხედვით მათი განსახლება უზრუნველყოფა დაავალა, ხოლო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებია და ლტოლვილთა სამინისტრომ შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებიდან თანხები შესაბამისი ოდენობით მიმართა სტიქიით დაზარალებული პირების/ოჯახების კომპენსაციით უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სამართლებრივი აქტები, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის შესწავლა დაავალა შესაბამის სამინისტროს, ცხადია აღნიშნულ განკარგულებათა მოთხოვნათა დაცვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებული იყო სადავო საკითხის განხილვის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი განცხადება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ განკარგულებათა გათვალისწინებით გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, რითაც არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა. მითითებული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნის მიზეზიც ის გახლდათ, რომ სამინისტროს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე ემსჯელა მოთხოვნაზე და შესაბამისი ინიცირებით მოემართა საქართველოს მთავრობისთვის.

 

აპელანტის განმარტებით, მისთვის ყოვლად გაუგებარია, თუ რა საფუძვლით შეწყვიტა სასამართლომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაწილში საქმის წარმოება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტს, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის N3/3438-18 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზ--რებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზ--რებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ----- ქ-------ის ოჯახი შეყვანილ იქნა აჭარის მთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების სიაში. დადგინდა, რომ ქ-------ე მ----- დ--------ის ძე (დაბადებული 1--- წელს), მეუღლე ქ-------ე ს---- ნ-----ს ასული (დაბადებული 1--- წელს), შვილიშვილი ქ-------ე ა----- თ-------ს ასული (დაბადებული 1--- წელს)) მუდმივ საცხოვრებლად უნდა გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონში და საკომლო და საბინაო წიგნებიდან უნდა ამოეწერათ მათი გარდაბნის რაიონში ჩასახლების გამო. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფ-------–აში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გარდაბნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება არ შესრულებულა და ჩამოსახლებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ვერ მოხდა. ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 4 ნოემბერს თ---------- ქ-------ის მიმართ გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა და იგი ცნობილია 2008 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი მამის მ----- ქ-------ის მემკვიდრედ. აღნიშნული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თ---------- ქ-------ის საკუთრებაში აღირიცხა ქონება, მდებარე: გარდაბანში, სოფელ კრ–----–ი, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N8----------- და მდებარე გარდაბანში, სოფელ ფ-------–აში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები (დაზუსტებული ფართობი: 2001.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N8-----------.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ 2018 წლის 3 მაისს, თ---------- ქ-------ის წარმომადგენლმა ა-----– მ-----–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მოითხოვა, სტიქიით დაზარალებული გარდაცვლილი მ----- ქ-------ის შვილის - თ---------- ქ-------ის ოჯახს, საქართველოს - პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აუშენდეს საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოს სათანადო სახსრები საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ თ---------- ქ-------ის წარმომადგენლის ა-----– მ-----–--ის 2018 წლის 3 მაისის განცხადება განუხილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის წლის 21 მაისის N0------------- წერილობითი პასუხით განმცხადებელს აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებს განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად არის განიხილოს მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25 000 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირი არ ფიგურირებს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. საქართველოს კონსტიტუციით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა შედგება სამინისტროებისაგან ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ რგოლს წარმოადგენს, შესაბამისად, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში კი, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა დაავალოს მის შემადგენლობაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროს. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე სწორად მიუთითებს, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამდენად, დამოუკიდებლად სარჩელით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია საქართველოს მთავრობას გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს მთავრობა, ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში განეხილა მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადება მისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებული პირისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია და არ შეუფასებია განცხადებაში მითითებული საკითხი. 2018 წლის 04 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოიცა აქტი, რომლითაც მოსარჩელის განცხადება განუხილველად გადაეცა სხვა უწყებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60’-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახეზეა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის GOV 2------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებული პირის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს მთვრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მირანდა ერემაძე