განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
330310017002010045
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
თანხის დაკისრება
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017002010045

საქმე № 3---------

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

17 აპრილი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ-------–---------–--ლი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ნ----- ნ----ა;

 

დავის საგანი – სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2015 წლის 15 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ი- ჭ-------ის გამზ. #49-ში (ს/კ 0---------------) მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისიში, ი- ჭ-------ის გამზ. #49-ში მდებარე (ს/კ 0---------------) შენობა #1-ში არსებული 9.09 კვ/მ ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე საორიენტაციოდ შეადგენს 122 ლარს, ხოლო 2015 წლის 01 იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 136 ლარს.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის

2011 წლის 27 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, ი/მ ნ----- ნ----ა რეგისტრირებულია ინდ.მეწარმედ.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ 2015 წლის 08 ივნისს, 2015 წლის 01 ივლისს, 2015 წლის 20 აგვისტოს და 2015 წლის 15 ოქტომბერს ი/მ ნ----- ნ----ას გაუგზავნა გაფრთხილების წერილები, რითაც მოპასუხე მხარეს აცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამარლთზომიერი სარგებლობისათვის ეკისრება თანხის გადახდა და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის #0------------- წერილის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნ----- ნ----ას ოჯახი რეგისტრირებულია ქ. თბილისიში, ვ---ს რაიონი, ი- ჭ------ის გამზ. #49ა-ში მისამართზე მდებარე ყოფილი ,,ფ-------–---------------------ის ს/ს“-ის შენობაში- შესაბამისად ნ----- ნ----ას ოჯახის მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობაში დაკავებული ფართი წარმოადგენს მის მარლთზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნი-–-- კანონის საფუძველზე.

 

კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსი-–-- განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები-

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია დავების ჩამონათვალი, რაც შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული სამართალი, როგორც საჯარო ინტერესის დამცველი და საჯარო სამართლის შემადგენელი ნაწილი, არეგულირებს ურთიერთობებს სახელმწიფოსა და ფიზიკურ პირებს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამეთუ სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ საზღაურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს საჯარო ინტერესი დაცულია კანონით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

 

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის #0------------- წერილით ირკვევა, რომ ნ----- ნ----ას ოჯახი რეგისტრირებულია ქ. თბილისიში, ვ---ს რაიონი, ი- ჭ------ის გამზ. #49ა-ში მისამართზე მდებარე ყოფილი ,,ფ-------–---------------------ის ს/ს“-ის შენობაში და იგი წარმოადგენს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობს. შესაბამისად ნ----- ნ----ას ოჯახის მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობაში დაკავებული ფართი წარმოადგენს მის მარლთზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობს, რის გამოც არ არსებობს ი-მ „ნ----- ნ----ასთვის“ თანხის გადახდის დაკისრების საფუძველი-

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ ვერ გაიზიარა, მოსარჩელე მხარის წარმომადგენილის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული წერილი არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ ფართის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მიუთითებს, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, იგი თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს. ამავე დებულების, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ფუნქციებს და ამოცანებს განეკუთვნება, ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა. ამდენად, აღნიშნული დებულების თანახმად სწორედ მითითებული სამინისტრო წარმოადგენს დევნილთა განსახლებაზე უფლებამოსილ ორგანოს და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გაცემული ინფორმაცია, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, დაუშვებელია უგულვებელყოფილი იქნეს სასამართლოს მიერ.

 

სასამართლომ მიერ ასევე გაზიარებული არ იქნა, მოსარჩელე მხარის წარმომადგენილის მითითება, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მოპასუხე მიჩნეული იქნება მართლზომიერ მფლობელად, მას მაინც უნდა დაეკისროს თანხის ანაზღაურება, ვინაიდან მითითებული წერილის თანახმად, ფართი გადაეცა საცხოვრებლად და არა სამეწარმეო (კომერციული საქმიანობისთვის) საქმიანობისთვის. აღნიშნულთან მიმართებით სამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი თანხის გადახდის ვალდებულებას აწესებს იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეს არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და თუ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ანუ მითითებული ნორმა, თანხის გადახდის ვალებულებას, მხოლოდ, ორივე პირობის ერთდროულად არსებობას უკავშირებს და ერთ-ერთის არ არსებობის შემთხვევაში გამორიცხავს თანხის დაკისრების შესაძლებლობას. რასაც კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი-

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები-

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებს, 393-ე და 394-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები და ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ის რომ სასამართლომ მიიღო არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აპელანტი მიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაბამისად იგი უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

აპელანტი ითხოვს, ი/მ ნ----- ნ----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2012 წლის 17 სექტემრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე თანხის ანაზღაურება 3347 ლარის ოდენობით, 2015 წლის წლის იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოვეთვიურად 136 ლარის ოდენობით,რადგან ქ. თბილისში, ი-ჭ-------ის გამზ. N49-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0---------------) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ი/მ ნ----- ნ----ა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით, შენობა N1-ის 9.09 კვ.მ ფართით არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ფოტომასალა და 2015 წლის 03 აგვისტოს ი/მ ნ----- ნ----ას წერილი (----------–------------). 2009 წლის 14 აგვისტოს ამონაწერით მეწარმე და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტირდება, რომ ი/მ ნ----- ნ----ა 14.08.2009 წლიდან რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ი- ჭ-------ის გამზ. N49-ში მდებარე (ს/კ 0---------------) შენობა N1-ში არსებული 9.09 კვ.მ ფართის ყოვეთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე საორიენტაციოდ შეადგენს 122 ლარს, ხოლო 2015 წლის 01 იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით ყოვეთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენას 136 ლარს. ი/მ ნ----- ნ----ას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რითაც ეცნობა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აუძრავი ქონების არმართლზომიერი სარგებლობისთვის ეკისრებოდა თანხის გადახდა და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხეს არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.

 

აპელანტი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი (პრიმა 3) მუხლზე, 49-ე (პრიმა2) მუხლსა და 36-ე მუხლის 1(3) პუნქტზე და განმარტავს, რომ 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის რომ ი/მ ნ----- ნ----ა ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 17.02.2012 წლამდე გათავისუფლებულია შესაბამისი თანხის გადახდისგან. აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის სადავო გარმოებას წარმოადგენს რამდენად მართლზომიერად ფლობდა მოწინააღმდეგე მხარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებას და არსებობდა თუ არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1(3) პუნქტის გამოყენების წინაპირობები- აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული მუხლი რამაც განაპირობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის N0------------- წერილს, რომლითაც სასმართლომ ი/მ ნ----- ნ----ა მიიჩნია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართლზომიერ მოსარგებლედ, იმ პირობებში როდესაც ამავე გადაწყვეტილებაში სასამრთლო მიუთითებს შედეგს: სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვოს მოსარგებლისგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ. იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადსტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებში არსებული ქონებით. სასამართლომ არ შეამოწმა და არ დაასაბუთა რამდენად წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტრო იმ კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსი-–-- დაადასტუროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენების მართლზომიერება სამეწარმეო საქმინობისთვის. აპელანტს მიაჩნია, რომ კანონის სწორად განმარტების შემთხვევაში, სასმართლოსათვის ცხადი გახდებოდა, რომ თანხის გადახდასთან დაკავშირებით დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში მართლზომიერი სარგებლობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ თუ არსებობს ქონების განკარგვის შედეგად მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, რაც გათვალისწინებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში და ქმნის მართლზომიერ საფუძველს, სხვა შემთხვევაში მართლზომიერი სარგებლობა გამოირიცხება სწორედ რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებიდან გამომდინარე.

 

აპელანტის განმარტებით, სასმართლომ არასწორად გამოიყენა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინიატროს დებულების პირველი მუხლი, ასევე ამავე დებულების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და „ბ“ ქვეპუნქტი- აპელანტის განმარტებით აღნიშნული დებულების თანახმად მითითებული სამინისტრო წარმოადგენს დევნილთა განსახლებაზე უფლებამოსილ ორგანოს, განსაზღვრულია კონკრეტული მიზანი, განსახლება და არა მართლზომიერი სარგებლობის დადასტურება, ზემოაღნიშნული დებულების მიზნებიდან გამომდინარე, მართლზომიერი სარგებლობის დადასტურება არ შედის მის კომპეტენციაში, უფრო მეტიც თუ ასეთი სარგებლობის მართლზომიერება დადგენილად მიიჩნია სასამართლომ, გაურკვეველია რატომ არ მოიძია ის დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მიენიჭა ი/მ ნ----- ნ----ას სარგებლობის უფლება ასევე უმნიშვნელოვანესია სააპელაციო სასმართლოს ყურადღება გაამახვილოს ზემოაღნიშნულ 23.12.2015 წლის N0------------- წერილში მითითებულია, რომ ნ----- ნ----ას ოჯახი რეგისტრირებულია ქ. თბილსში, ვ---ს რ-ნი, ი-ჭ-------ის გამზ.N49ა მისამართზე, ყოფილი „ფ-------–---------------------ის ს/ს“-ის შენობაში- გაუგებარია რაზე დაყრდნობით დაადგინა სასმართლომ, სადავო ქონება ((ს/კ 0---------------) შენობა N1-ში არსებული 9.09 კვ.მ ფართი) წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარისათვის საცხოვრებლად გამოყოფილ ქონების ნაწილს. უფრო მეტიც აღნშნული წერილი შეიცავს მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრირებული მისამართის შესახებ ინფორმაცია და საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება საიდანაც დადგინდებოდა ნ----- ნ----ას ოჯახისათვის საცხოვრებლად გადაცემული ქონების ფლობის მართლზომიერბა და წერილი საიდანაც არ დგინდება ქონების იდენტიფიკაცია არა არის მითითებული საკადასტრო კოდი, არ არის დაკონკრეტებული გადაცემული ფართის ოდენობა და ადგილმდებარეობა, არ შეიძლება გახდეს საფუძველი ი/მ ნ----- ნ----ას მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა. შესაბამისად ცალსახაა დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო პოზიციას და სრულიად უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა სარჩელი-

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩვარი დასაბუთებული, შესაბამისად ითხოვს 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე უნდა გაუქმდეს და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა, ი/მ ნ---- ნ----ას დაევალოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს თანხის გადახდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე - 3347 ლარის ოდენობით, 2015 წლის იანვრიდან სასმართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 136 ლარის ოდენობით.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი-

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 15 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ი- ჭ-------ის გამზ. #49-ში (ს/კ 0---------------) მესაკუთრეს წარმოადგენს სახელმწიფო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის #0------------- წერილით დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნ----- ნ----ას ოჯახი რეგისტრირებულია ქ. თბილისიში, ვ---ს რაიონი, ი- ჭ------ის გამზ. #49ა-ში მისამართზე მდებარე ყოფილი ,,ფ-------–---------------------ის ს/ს“-ის შენობაში- შესაბამისად ნ----- ნ----ას ოჯახის მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობაში დაკავებული ფართი წარმოადგენს მის მარლთზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართს.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 09 მარტის N3--------- განჩინების პასუხით საჯარო რეესტრის 2017 წლის 7 ნოემბრის N----------- გადაწყვეტილების საფუძველზე, მისამართი:ქ. თბილისი, ი-–-- ჭ-------ის გამზირი N49ა/ქ.თბილისი, ი-–-- ჭ-------ის N49 მდებარე ნ---------- საკადასტრო კოდით: 0--------------- ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ი-–-- ჭ-------ის გამზირი N49დ.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამავე მუხლის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის ,,შ’’ პუნქტის თანახმად კი, საპრივატიზებო საფასური არის სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება კონკრეტული წესებით და მოითხოვს მოსარგებლისაგან სარგებლობის სანაცვლოდ გარკვეული საზღაურის გადახდას. კანონი ამავე ვალდებულებას აკისრებს ასევე იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმების (მაგ., იჯარის ხელშეკრულება) ანუ სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 23 დეკემბრის #0------------- წერილით ირკვევა, რომ ნ----- ნ----ას ოჯახი რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ვ---ს რაიონი, ი- ჭ------ის გამზ. #49ა-ში მისამართზე მდებარე ყოფილი ,,ფ-------–---------------------ის ს/ს“-ის შენობაში და იგი წარმოადგენს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობს. ასევე სასამართლოს მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი მასალებით ირკვევა რომ ქ. თბილისში, ვ---ს რაიონი, ი- ჭ------ის გამზ. #49 და ქ. თბილისში, ვ---ს რაიონი, ი- ჭ-------ის გამზ. #49ა-ში მდებარე მისამართები არის ერთი და იგივე და დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ქ. თბილისიში, ვ---ს რაიონი, ი- ჭ------ის გამზ. #49დ. შესაბამისად ნ----- ნ----ას ოჯახის მიერ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობაში დაკავებული ფართი წარმოადგენს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართობს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინიატროს დებულების პირველი მუხლი, ასევე ამავე დებულების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და „ბ“ ქვეპუნქტი- აპელანტის განმარტებით აღნიშნული დებულების თანახმად მითითებული სამინისტრო წარმოადგენს დევნილთა განსახლებაზე უფლებამოსილ ორგანოს, განსაზღვრულია კონკრეტული მიზანი, განსახლება და არა მართლზომიერი სარგებლობის დადასტურება, ზემოაღნიშნული დებულების მიზნებიდან გამომდინარე, მართლზომიერი სარგებლობის დადასტურება არ შედის მის კომპეტენციაში, რადგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული წერილი არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ ფართის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მიუთითებს, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, იგი თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სახელმწიფოს. ამავე დებულების, მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ფუნქციებს და ამოცანებს განეკუთვნება, ბ) ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა, რეპატრიანტთა, საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადის რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნა და სოციალური დაცვა. ამდენად, აღნიშნული დებულების თანახმად სწორედ მითითებული სამინისტრო წარმოადგენს დევნილთა განსახლებაზე უფლებამოსილ ორგანოს და მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით გაცემული ინფორმაცია, მაშინ როდესაც აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, დაუშვებელია უგულვებელყოფილი იქნეს სასამართლოს მიერ.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტი თანხის გადახდის ვალდებულებას აწესებს იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეს არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და თუ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ანუ მითითებული ნორმა, თანხის გადახდის ვალებულებას, მხოლოდ, ორივე პირობის ერთდროულად არსებობას უკავშირებს და ერთ-ერთის არ არსებობის შემთხვევაში გამორიცხავს თანხის დაკისრების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატა განმარტავს რომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ცალსახად დასტურდება, რომ ქ. თბილისი, ი ჭ-------ის გამზირი #49 და #49ა წარმოადგენს ერთი და იგივე მისამართს. საჯარო რეესტრის დღეის მდგომარეობის მონაცემებით აღნიშნული მისამართებს მინიჭებული აქვს ერთი მისამართი ქ. თბილისი, ი- ჭ-------ის გამზირი #49დ და წარმოადგენს იმ ადგილს, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ნ----- ნ----ას ოჯახია რეგისტრირებული- შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული პირობების ერთდროულად არსებობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული ი/მ ნ----- ნ----ას მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ი/მ ნ----- ნ----ას მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობა და შესაბამისად არ არსებობს თანხის დაკისრების საფუძველი, რაც ქმნის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისა და სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველს.

 

5. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში-

 

მოსამართლე: ილონა თოდუა