გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2020
საქმის ნომერი
330310019002840164
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/913-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი თამარ ბარნოვი

 

მოსარჩელე - ი-----–--------ა

 

წარმომადგენელი - ს--–-----–--------ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, მიუღებელი ხელფასის და დაყოვნებული ხელფასის 0,0- პროცენტის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–--------ას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი ხელფასის სახით, ყოველთვიურად 3800 ლარის ოდენობით, 2--- წლის 12 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხელფასის დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.0- პროცენტის ოდენობით.

 

სარჩელის არსი:

200- წლიდან სამინისტროს გაუქმების დღემდე მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2014 წლიდან ი-----–--------ა მუშობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მ-----–----------------–----------–-----–---–----------------------------------. 2--- წლის 12 ივლისს განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და რიგი სამინისტროები გაერთიანდა. ამ ცვლილებების შესაბამისად ზემოაღნიშნული დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტიდან ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ე---------–-–---–ი და დაიბარა შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტში, მისცეს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც უნდა წარედგინა, დაწერა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მ--------–-------------------ე. შს სამინისტროს კადრების დეპარტამენტში მისცეს მიმართვა სამედიცინო შემოწმებაზე და ფიზიკური მომზადებისათვის. გაიარა ყველა პროცედურა რაც იყო მოთხოვნილი. კერძოდ: აუღეს თითის ანაბეჭდები. გაიარა სამედიცინო შემოწმება, ასევე მოთხოვნილი წესით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაამოწმებინა დიპლომი, რომელიც სხვა, მათ მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად ჩააბარა კადრების დეპარტამენტს. რამოდენიმეჯერ მიმართა სამინისტროს და მოითხოვა ეცნობებინათ მის გადაყვანასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რაზეც მიიღო შუალედური წერილი, სადაც ატყობინებდნენ, რომ მისი განცხადება იხილებოდა, ხოლო 2019 წლის 11 მარტის წერილის თანახმად, შსს სამინისტროს აცნობა, რომ მიგრაციის რეპატრიაციის და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის შს სამინისტროში მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა. საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 მაისის წერილით დგინდება, რომ ი-----–--------ა 06.0-.2015 წლიდან 1--0-.1- წლამდე ფიქსირდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მ-----–----------------–----------–-----–---–---------------------------------- და მონაცემი ტექნიკურად დაიხურა 2--- წლის 12 ივლისის თარიღით (#3----რს, 0-.0-.1- კანონში ცვლილების შესაბამისად). 2--- წლის 3 აგვისტოს შს მინისტრის ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება შსს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურის და სსაშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ შს მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში, რომლითაც დამატებული იქნა ერთი საშტატო ერთეული და ბრძანება ამოქმედდა 2--- წლის 12 ივლისიდან. დღეისათის აღნიშნული საშტატო ერთეული 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანებით გაუქმებულია. მოსარჩელის განმარტებით, ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ყველა საშტატო ერთეული (მათ შორის მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია) სრულად გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამავე სამინისტროს გადაეცა დეპარტამენტის საშტატო ერთეულებისათვის განკუთვნილი ფინანსური უზრუნველყოფისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები (მათ შორის თანამდებობრივი სარგო, სამივლინებო ხარჯები და სხვ.) და დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობები. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჭიროების შემთხვევაში უკონკურსოდ უნდა გადაყვანილიყვნენ შესაბამის თანამდებობაზე უფლებამონაცვლე სამინისტროში და გამოყენებული ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესი, (რაც გამოიყენა ყველა იმ სამინისტრომ რომელსაც შეეხო რეორგანიზაციის პროცესი) ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია. ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა კანონის შესაბამისად და უზრუნველეყო მოსარჩელის გადაყვანა შესაბამის თანამდებობაზე უკონკურსოდ, სწორედ ისე, როგორც გადაიყვანეს სამინისტროს სხვა თანამშრომლები სხვადასხვა უწყებებში, იმავე დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები კი დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ ეთანხმება წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2---წ. N3----რს) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამავე კანონმა შს სამინისტროს მიანიჭა უფლებამოსილება (და არა ვალდებულება) მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამდებობაზე უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა. ვინაიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი და აღნიშნულ თანამდებობას იკავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული სამინისტროს მოსამსახურე. შესაბამისად, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2--- წლის 1--------------- მოსარჩელე ი-----–--------ამ წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ითხოვა ეცნობებინათ მისთვის 2--- წლის ივლისის თვეში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი გადაყვანის შესახებ მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე.

 

აღნიშნული წერილი 2--- წლის 22 ოქტომბერს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაგზავნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში.

 

აღნიშნული წერილი 2--- წლის 12 დეკემბერს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაგზავნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2--- წლის 1--------------- მოსარჩელე ი-----–--------ას წერილი (იხ.ს.ფ. 27-28);

- 2--- წლის 22 ოქტომბერს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წერილი (იხ.ს.ფ. 31);

2--- წლის 12 დეკემბრის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წერილი (იხ.ს.ფ. 34);

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტის 2019 წლის 8 იანვრის წერილით, შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ეცნობა, რომ ი-----–--------ას განცხადებაში მითითებულ საკითხზე რეაგირება სცდება შსს იურიდიული დეპარტამენტის კომპენტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე 2--- წლის 12 დეკემბრის #2------ სამსახურეობრივ ბარათს მსვლელობა არ მიეცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტის 2019 წლის 8 იანვრის წერილი (იხ.ს.ფ. 96);

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 მარტის #MIA 6------------ წერილის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2---წ. N3----რს) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამავე მუხლის მე-13 პუნქტში შს სამინისტროს მიანიჭა უფლებამოსილება (და არა ვალდებულება) მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამდებობაზე უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა.

 

მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განმახორციელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განისაზღვრა ამავე სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში საქართველოს მთავრობის 2--- წლის 03 აგვისტოს #3-- დადგენილებით განხორციელდა ცვლილება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორი და აღნიშნულ თანამდებობას იკავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული სამინისტროს მოსამსახურე. შესაბამისად, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 მართის #MIA 6------------ წერილი. (იხ.ს.ფ. 88-89);

 

3.1.4. 2--- წლის 12 ივლისს ი-----–--------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა თანხმობა, რომ დანიშნულიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მ--------–-------------------ე და წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-2--- წლის 12 ივლისს განცხადება - ს.ფ. 172;

- შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის მიმართვა შინაგან საქმეთა ორგანოებში მისაღებ კანდიდატის ფიზიკურ მომზადებაში საკონტროლო ნორმატივების ჩაბარების თაობაზე. - ს.ფ. 35; ს.ფ. 263 (დედანი);

- წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი - ს.ფ. 35; ს.ფ 264 (დედანი);

- სსიპ განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის 2--- წლის 25 ივლისის MES 7------------ დადასტურება - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ი-----–--------ას სახელზე გაცემული ბაკალავრის უა #0----- წარჩინების დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე - ს.ფ. 36-39;

- სსიპ განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის 2--- წლის 02 აგვისტოს MES 1 1---------- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება - ი-----–--------ას მიერ რუსეთის ფედერაციაში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე - ს.ფ. 40-46;

- სერთიფიკატები - ს.ფ. 51-57;

 

3.1.5. საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 მაისის #გ4597 წერილით დგინდება, რომ ბიუროს მიერ ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში გადამოწმების შედეგად, ი-----–--------ა 06.0-.2015 წლიდან 1--0-.1- წლამდე ფიქსირდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მ-----–----------------–----------–-----–---–----------------------------------.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში აღარ იძებნება, ვინაიდან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების (#3----რს, 0-.0-.1-) შესაბამისად, იგი ტექნიკურად დაიხურა 2--- წლის 12 ივლისის თარიღით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 12 მარტს MIA 8------------ წერილით საჯარო სამსახურის ბიუროში გადაგზავნილი იქნა 2019 წლის 11 მარტის #6----- წერილი ი-----–--------ას შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 3 ივნისის #გ4--- წერილით დგინდება, რომ ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში და მოხელეთა რეზერვში ი-----–--------ა როგორც საჯარო მოხელე, დღეის მდგომარეობით არ ფიქსირდება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 მაისის #გ4597 წერილი ს.ფ. 114;

-საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 3 ივნისის #გ4--- წერილი ს.ფ. 139-140;

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 12 მარტს MIA 8------------ წერილი ს.ფ. 1-1-1-3;

 

3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 21 მაისის MIA 0------------ წერილის თანახმად, 2019 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- რაოდენობა შეადგენდა 2 საშტატო ერთეულს (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტიო-3600/3.60), ხოლო სამმართველოს უფროსის რაოდენობა 3 საშტატო ერთეულს, მათ შორის: -უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი--------5-); - დროებით განთავსების ცენტრის (სამმართველო) სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი-275-/2.80); - ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი--------5-);

 

2019 წლის 10 მაისის მდგომარეობით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- რაოდენობა შეადგენდა 2 საშტატო ერთეულს (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი-3600/3,60), ხოლო სამმართველოს უფროსის რაოდენობა 3 საშტატო ერთეულს, მათ შორის: -უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი--------5-); - დროებით განთავსების ცენტრის (სამმართველო) სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი-275-/2.80); - საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს უფროსის 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი--------5-);

 

2019 წლის 8 თებერვლის და 10 მაისის მდგომარეობით არ იყო ვაკანტური ზემოთ მითითებული თანამდებობები.

 

2019 წლის 22 მაისის MIA 5------------ წერილით დგინდება, რომ თითოეული საშტატო ერთეულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია მოვალეობები ცალკე სამართლებრივი აქტით დარეგურირებული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფუნქციური მოვალეოებები კუთხით ხელმძღვანელობს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს #588 ბრძანებით;

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 21 მაისის MIA 0------------ წერილი - ს.ფ. 119-120

-2019 წლის 22 მაისის MIA 5------------ წერილი ს.ფ. 116-117

 

3.1.7. საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 მაისის #გ4--- წერილის თანახმად, დგინდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან (ყოფილი) მიწოდებული იქნა საჯარო სამსახურის ბიუროსთვის მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლების თავდაპირველი და დაზუსტებულ ინფორმაცია და აღნიშნული ინფორმაცია ბიუროს მიერ, შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საჯარო სამსახურის ბიუროს 2019 წლის 22 მაისის #გ4--- წერილი - ს.ფ. 154;

-დანართი #1 (თავდაპირველი მონაცემები) - ს.ფ. 155-157;

-დანართი #1 (დაზუსტებული მონაცემები) - ს.ფ. 158-160;

-საჯარო სამსახურის ბიუროს 2--- წლის 19 ივლისის #გ6--- წერილი - ს.ფ. 175;

 

3.1.8. 2019 წლის 13 მაისს ი-----–--------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს (შინაგან საქმეთა სამინისტროში დარეგისტრირდა 2019 წლის 16 მაისს #1------ განცხადება). აღნიშნული განცხადებით ი-----–--------ა ითხოვდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს და სრულ ინფორმაიას 2019 წლის 11 მარტის MIA 6------------ წერილთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მას შემდგ რაც იგი სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნა სასამართლოში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2019 წლის 13 მაისის ი-----–--------ას განცხადება - ს.ფ. 1-8-1-9;

- 2019 წლის 25 ივნისის წერილი - ს.ფ. 1-7;

 

3.1.9 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 31 ივლისის #01/13883 წერილის თანახმად, ი-----–--------ას 2019 წლის 29 ივლისის #106408 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2--- წელს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ - მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით. აღნიშნული ფუნქციების შეუფერხებლად შესრულების მიზნით, „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განმკარგავების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 1- ივლისის #1--- განკარგულებით, პროგრამული კოდის 34 01 01 03 „მიგრაციული პროცესების ადმინისტრირება“ ასიგნებების განმკარგავად განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებული იქნა ზემოაღნიშნულ პროგრამულ კოდზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2019 წლის 31 ივლისის წერილი - ს.ფ. 208;

- ი-----–--------ას განცხადება - ს.ფ. 209;

- საქართველოს მთავრობის 2--- წლის 1- ივლისის #1--- განკარგულება - ს.ფ. 210-216;

- საქართველოს მთავრობის 2--- წლის 26 ივლისის #1--- განკარგულება - ს.ფ. 217-219;

-

3.1.10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანების თანახმად, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივი რაოდენობა განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანება - ს.ფ. 247-249;

 

3.1.1-- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 ივლისის #1------ ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივ რაოდენობას დაემატა 1 საშტატო ერთეული.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 ივლისის #1------ ბრძანება - ს.ფ. 20--252;

 

3.1.12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 14 მარტის MIA 4------------ ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება (დანართის შესაბამისად) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივი რაოდენობა შემცირდა 1 საშტატო ერთეულით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 14 მარტის MIA 4------------ ბრძანება - ს.ფ. 243-244;

 

3.1.13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 3 აგვისტოს MIA 4------------ ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება (დანართის შესაბამისად) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივი რაოდენობას დაემატა 1 საშტატო ერთეული. ბრძანება ამოქმედდა 2--- წლის 12 ივლისიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 3 აგვისტოს MIA 4------------ ბრძანება - ს.ფ. 245-246;

 

3.1.14. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის MIA 2------------ ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში და თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი განისაზღვროს დანართის შესაბამისად. რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივი რაოდენობა შემცირდა 1 საშტატო ერთეულით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის MIA 2------------ ბრძანება - ს.ფ. 253-254;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–--------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (ქუთაისი, 5 ივლისი, 2---წ. N3----რს), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანება, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილება,6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი-----–--------ას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

 

6.2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2---წ. N3----რს)მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით) გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ (მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული უწყებების (მხარჯავი დაწესებულებების) და მათ სისტემებში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი-----–--------ა მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მ-----–----------------–----------–-----–---–----------------------------------.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2---წ. N3----რს) შესაბამისად, 2--- წლის 12 ივლისს განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და შესაბამისად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებათა ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული კანონის საფუძველზე ი-----–--------ა გათავისუფლებული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან.

 

6.3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2---წ. N3----რს) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ადგენს რომ, ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა და მათ სისტემებში შემავალმა დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

 

ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო სამსახურის ბიურომ და ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსი, უზრუნველყონ ამ უწყებების სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე ოპტიმიზაცია, შესაბამისად, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გზით. ხოლო, ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დასაქმებული ის საჯარო მოსამსახურე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სამსახურს გააგრძელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩაითვლებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის, ოპტიმიზაციას, განახორციელებს ამ სამინისტროს სისტემაში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის გათვალისწინებით.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონიდან (ქუთაისი, 5 ივლისი, 2---წ. N3----რს) გამომდინარე უნდა აღინიშნოს, რომ უფლებამონაცვლე დაწესებულებებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყოთ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. ამასთან, კანონმა განსაზღვრა, რომ აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა), ოპტიმიზაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა განახორციელოს შს სამინისტროს სისტემაში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის გათვალისწინებით.

 

6.4. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს.

 

ამავე დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს. ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო ამავე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს. ხოლო მე-7 მუხლის „ყ“ პუნქტის თანახმად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია მიგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანები განსაზღვრულია ამავე დადგენილების 10-ე მუხლის „ყ“ პუნქტით.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში - სამინისტრო) სამსახურის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს. ამავე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, ეს წესი შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სამინისტროს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სამსახურის გავლა მოიცავს სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, ატესტაციის, სპეციალური კონკურსის, წოდებების მინიჭების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან დათხოვნის/თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებულ ნორმებს და სხვა საკითხებს.

 

სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი კი განმარტავს, რომ პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #995 ბრძანების პირველი მუხლის 31 ნაწილის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სამინისტროს მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

ამავე ბრძანების მე-12 მუხლი ადგეს სამსახურში მიღების წესს სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 1- წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. სამინისტროს ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება ხდება სპეციალური მომზადების შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი. სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურში მიღებისთვის ან/და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის (გარდა ამ მუხლის 41, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებისა) დადგენილია სხვადასხვა მოთხოვნები:

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ 2--- წლის 12 ივლისს ი-----–--------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა თანხმობა დანიშნულიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მ--------–-------------------ე. მას გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსის მიმართვა შინაგან საქმეთა ორგანოებში მისაღებ კანდიდატის ფიზიკურ მომზადებაში საკონტროლო ნორმატივების ჩაბარების თაობაზე და წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 31 ივლისის #01/13883 წერილის თანახმად, ი-----–--------ას 2019 წლის 29 ივლისის #106408 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ 2--- წელს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ - მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის მიმართულებით. აღნიშნული ფუნქციების შეუფერხებლად შესრულების მიზნით, „საქართველოს 2--- წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი პროგრამული კოდის ასიგნებების განმკარგავების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2--- წლის 1- ივლისის #1--- განკარგულებით, პროგრამული კოდის 34 01 01 03 „მიგრაციული პროცესების ადმინისტრირება“ ასიგნებების განმკარგავად განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო გათვალისწინებული იქნა ზემოაღნიშნულ პროგრამულ კოდზე.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანების თანახმად, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურა და საშტატო განრიგი, რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივი რაოდენობა განისაზღვრა 2 საშტატო ერთეულით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 ივლისის #1------ ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივ რაოდენობას დაემატა 1 საშტატო ერთეული. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 14 მარტის MIA 4------------ ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება (დანართის შესაბამისად) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივი რაოდენობა შემცირდა 1 საშტატო ერთეულით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2--- წლის 3 აგვისტოს MIA 4------------ ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება (დანართის შესაბამისად) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში. რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივი რაოდენობას დაემატა 1 საშტატო ერთეული. ბრძანება ამოქმედდა 2--- წლის 12 ივლისიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის MIA 2------------ ბრძანების თანახმად, შეტანილ იქნა ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აგვისტოს #1------ ბრძანებით დამტკიცებულ საშტატო განრიგში და თანამდებობრივი სარგო/კოეფიციენტი განისაზღვროს დანართის შესაბამისად. რომლის მიხედვით მიგრაციის დეპარტამენტის დ-----------------------–-- თანამდებობრივი რაოდენობა შემცირდა 1 საშტატო ერთეულით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (ქუთაისი, 5 ივლისი, 2---წ. N3----რს) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ ამ მუხლის პირველ−მე-7 პუნქტებში აღნიშნულმა უფლებამონაცვლე უწყებებმა და მათ სისტემებში შემავალმა დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ კანონმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიანიჭა უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში შესაბამის თანამდებობაზე უზრუნველეყო ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში და მათ სისტემებში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების უკონკურსოდ გადაყვანა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია 2--- წლის 12 ივლისს ი-----–--------ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და ითხოვა თანხმობა დანიშნულიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მ--------–-------------------ე, თუმცა მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა არ განხორციელებულა. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ განხორციელდა ი-----–--------ას შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაყვანა, ვინაიდან ამის საჭიროება არ დამდგარა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო განმარტავს, რომ საკადრო საკითხების - კონკრეტულ თანამდებობაზე პირის დანიშვნის გადაწყვეტის საკითხი განეკუთვნება ფართო დისკრეციის საგანს. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების შემოწმებისას ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არა მიზანშეწონილობის ასპექტებზე. კვალიფიკაციის დონისა და სპეციალობების გათვალისწინებით ცალკეულ თანამდებობაზე პირთა დანიშვნის შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა ცალსახად განეკუთვნება სამსახურის ხელმძღვანელი პირის დისკრეციის სფეროს, როდესაც სამართლის ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი თანასწორობის პრინციპის დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს მისივე დისკრეციის ფარგლებში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხი შედის კონკრეტული თანამდებობის პირის უფლებამოსილებაში, ხოლო სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია/უფლებამოსილება სარჩელის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირს თანამშრომლის სამსახურში მიღება/გათავისუფლების და ზოგადად საკადრო საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებული დავალებები მისცეს.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან არ არსებობს საქართველოს შინაგან სამინისტროსათვის ი-----–--------ას თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.6 რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას განაცდურისა და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინიდან არ დაკმაყოფილდა აქტის გამოცემოს შესახებ მოთხოვნა, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი-----–--------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

მოსამართლე სოფიო გაგნიძე