განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002479139
საქმე №3ბ/2517-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - გ---------–--–---
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
წარმომადგენელი - ლ---------------–---
მიწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ნ------- ა----–--ე, ე----- ა----–--ე, ე------ ა----–--ე, თ----- ბ---–----ე, გ------- ა----–--ე
წარმომადგენელი - არჩილ მამულაძე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - თ----- ტ--–----ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ------- ა----–--ის, ე----- ა----–--ის, ე------ ა----–--ის, თ----- ბ---–----ისა და გ------- ა----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის G---------------9 გადაწყვეტილება ნ------- ა----–--ის და სხვების განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №0------------2 აქტი და დაევალა მოპასუხე - საქართველოს მთავრობას კანონით დადგენილ ვადაში ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება ნ------- ა----–--ის და მისი ოჯახის წევრების, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებით მიღებული იქნა აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს, გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის, საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის წინადადება, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 დადგენილების №1 დანართში, აჭარის მთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული 75 ოჯახი უნდა დასახლებულიყო საქართველოს ზოოტექნიკურ- სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის კრწანისის სასწავლო ექსპერიმენტული მეურნეობის მიწებიდან გამოყოფილ 20 ჰა ფართობზე, კრწანისის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე გათვალისწინებული 50 ოჯახის ნაცვლად. მუხროვანის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5,5 ჰა-ზე უნდა განსახლებულიყო 22 ოჯახი. ვარკეთილის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე კი უნდა დასახლებულიყო 20 ოჯახი. გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა ვარკეთილის ტერიტორიაზე დასახლებული ოჯახებისათვის გამოყო შესაბამისი რაოდენობის მიწის ფართობი, გათვალისწინებული იქნა აგრეთვე სოფელ ვაზიანის ტერიტორიაზე დასასახლებელი ოჯახებისთვის დამატებითი ფართობის გამოყოფა (იხ. ს.ფ. 21-22).
ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 ოქტომბრის №192/15 გადაწყვეტილების თანახმად (ოქმი №14), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის №220 დადგენილების საფუძველზე, ხულოს რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა საქართველოს სსრ გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 16 აგვისტოს №1307 მომართვის საფუძველზე ნება დაერთო ხულოს რაიონის ხიხაძირის, დიოკნისის, ოქტომბრის, დეკანაშვილების, რიყეთის სასოფლო საბჭოს ზოგიერთ მაცხოვრებლებს მათ შორის ნ------- მახმუდის ძე ა----–--ის ოჯახს, ეროზიის გამო ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადავიდნენ გარდაბნის რაიონის კრწანისის სასწავლო ექსპერიმენტალურ მეურნეობაში, სულ 41 ოჯახი. დაევალა შესაბამის სასოფლო საბჭოს აღმასკომს, შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსს ამხ. თ.მ. ქათამაძეს, ამოწერონ საკომლო და საბინაო წიგნებიდან დანართი №1-ში ჩამოთვლილი 41 ოჯახი, მათ შორის, ნ------- მახმუდის ძე ა----–--ის ოჯახი, გარდაბნის რაიონის კრწანისის სასწავლო ექსპერიმენტალურ მეურნეობაში გადასვლის გამო (იხ. ს.ფ. 23-29).
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულების თანახმად, მიღებული იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით გამოიყო გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალას საკრებულოს ტერიტორიაზე, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰა მიწის ფართობი, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად;
გარდაბნის რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება- განაშენიანების პროექტის შედგენა; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაევალა მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის, აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად; გარდაბნის რაიონის გამგეობამ სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან გამოყო ფონიჭალის მოსახლეობისთვის 25 ჰექტარი მიწის ფართობი თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს; მიიღეს გადაწყვეტილება შპს ,,მებოსტნის’’ ფართობებიდან გამოყოფილი 45 ჰექტარი სახნავის საკომპენსაციო ფართობების დადგენილი წესით იჯარით გადაცემის შესახებ (იხ. ს.ფ.30-31).
უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის (№248) საფუძველზე, გარდაბანში, სოფელ კრწანისში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 4 000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით №81.04.03.266 აღირიცხა ნ------- ა----–--ის სახელზე.
უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის (№21) საფუძველზე, გარდაბანში, სოფელ ფონიჭალაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2 000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით №81.05.14.026 აღირიცხა ნ------- ა----–--ის სახელზე (იხ. ს.ფ. 39-42);
ნ------- ა----–--ისა და მისი ოჯახის წევრების წარმომადგენელმა - არჩილ მამულაძემ, 2018 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მიუთითა, რომ 1989 წელს, აჭარის მაღალმთიან რაიონებში (ხულოსა და შუახევის რაიონი) მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბევრი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან 3 ათასზე მეტი ოჯახი ჩასახლდა საქართველოს ორმოცამდე რაიონში, მათ შორის 75 ოჯახი ჩაასახლეს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში (საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილება). ზემოაღნიშნულ 75 ოჯახს შორის ხულოს რაიონის სოფელ კედლებიდან ჩამოსახლებული იქნა ნ------- ა----–--ის 4 წევრიანი ოჯახი. გამომდინარე იქიდან, რომ ნ------- ა----–--ის ოჯახი წლების განმავლობაში ცხოვრობდა სხვის ბინაში (სოფელ კრწანისში) იძულებული გახდა მთავრობის მიერ დაპირებული საცხოვრებელი სახლის აშენებამდე საცხოვრებლად დროებით დაბრუნებულიყო მამა-პაპურ სახლში, სოფელ ძირკვაძეებში.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის №285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის №497 დადგენილებებით, გარდაბნის რაიონში ჩასახლებულ ოჯახებს, მათ შორის ნ------- ა----–--ის ოჯახს, როგორც სტიქიით დაზარალებულებს, სოფელ კრწანისში გამოუყვეს მიწის ნაკვეთები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით მიღებული იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის დეპარტამენტის წინადადება და აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის, დასახლებული ფართის შეცვლის მიზნით, ჩასახლებული 75 ოჯახისათვის (თბილისი-რუსთავის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს) გამოიყო 20 ჰა მიწის ფართობი. ამავე დადგენილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა, რათა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ჩამოსახლებულთათვის აეშენებინა საცხოვრებელი სახლები.
მას შემდეგ, რაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამოეწურათ ყოველგვარი იმედი მთავრობის მხრიდან, გადაწყვიტეს (ჩამოსახლებულთა 49 ოჯახი) სარჩელით მიემართათ სასამართლოსთვის, რათა შესრულებულიყო მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები. ზემოხსენებულ ოჯახებთან ერთად, ნ------- ა----–--ის ოჯახმა ვერ მიმართა სასამართლოს სარჩელით, ვინაიდან აღნიშნული ფორმით დავის დაწყების თაობაზე ინფორმაცია დროულად ვერ მიიღო. სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის სარჩელზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე №3ბ/453-12) საქართველოს მთავრობას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა- გადაწყვეტის მიზნით. ზემოაღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1979 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის №1182 განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან 1.800 ათასი ლარის გადახდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის, თითოეულ ოჯახზე - 50 000 ლარის ოდენობით. ზემოთხსენებული სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის მსგავსად, ნ------- ა----–--ის ოჯახიც განეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს. ირიცხება იმავე სიაში, რომლითაც ხულოსა და შუახევის რაიონებიდან მოხდა 75 ოჯახის ჩასახლება გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში. სახელმწიფომ, ნ------- ა----–--ის ოჯახს, საკუთრებაში გადასცა 6 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელი კრწანისის ტერიტორიაზე და მთავრობა ვალდებულია მისივე განკარგულებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე აუშენოს საცხოვრებელი სახლი გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ან გამოუყოს სახსრები სახლის მშენებლობისათვის.
ამდენად, არჩილ მამულაძემ, საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი წარდგენილ განცხადებაში მოითხოვა, რომ სტიქიით დაზარალებული - ნ------- ა----–--ის ოჯახს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად აუშენდეს საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოს სათანადო სახსრები 50 000 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად (იხ. ს.ფ. 43-56, 58-60, 100-106);
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 მაისის G---------------9 წერილით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახილველად გაეგზავნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე 2018 წლის 3 მაისს ნ------- ა----–--ისა და სხვათა წარმომადგენლის - არჩილ მამულაძის მიერ წარდგენილი განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, სადაც მითითებული იქნა, რომ განხილვის შედეგები ეცნობებინათ განცხადებების ავტორისთვის (იხ. ს.ფ. 19).
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №0------------2 წერილის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შესული 04.05.2018 წლის №G---------------9 წერილის პასუხად, გ------- ა----–--ის, ე----- ა----–--ისა და სხვების წარმომადგენელს - არჩილ მამულაძეს ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, სტიქიით დაზარალებული (ეკომიგრანტი) ოჯახების დახმარებისას ხელმძღვანელობდა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების’’ შესაბამისად. არჩილ მამულაძეს განემარტა, რომ თუ ეკომიგრანტი ოჯახი სურვილის შემთხვევაში შეავსებდა განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად იყო განეხილა მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისთვის, სამინისტროს მიერ, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვასთან დაკავშირებით - 25 000 ლარის ფარგლებში. ხოლო რაც შეეხებოდა 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, მითითებული იქნა, რომ აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც არჩილ მამულაძის განცხადებაში მითითებული პირები არ ფიგურირებდნენ (იხ. ს.ფ. 20).
2017 წლის 12 ივლისის საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო- გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ხულოს რაიონის სოფელ ძირკვაძეებში, ნ------- ა----–--ის საცხოვრებელი სახლი ხის კონსტრუქციის ნაგებობაა, შენობას მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნება, მაგრამ მოხვედრილია მეწყრული პროცესების განვითარების ზონაში და საჭიროა შენობის სხვა გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა. საკარმიდამო ნაკვეთში და მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის გადატანა ან ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის (იხ. ს.ფ. 57).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ------- ა----–--ის ოჯახი შეყვანილი იქნა აჭარის მთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების სიაში. დადგინდა, რომ ნ------- ა----–--ე და მისი ოჯახი მუდმივ საცხოვრებლად უნდა გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონში და საკომლო და საბინაო წიგნებიდან უნდა ამოეწერათ მათი გარდაბნის რაიონში ჩასახლების გამო.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფონიჭალაში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გარდაბნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა და დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება არ შესრულებულა და ჩამოსახლებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა არ მოხდა.
ასევე დადგენილია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის (№248) საფუძველზე, გარდაბანში, სოფელ კრწანისში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 4 000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით: №81.04.03.266 აღირიცხა ნ------- ა----–--ის სახელზე. აგრეთვე, უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის (№21) საფუძველზე, გარდაბანში, სოფელ ფონიჭალაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2 000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით: №81.05.14.026 აღირიცხა ნ------- ა----–--ის სახელზე.
2018 წლის 3 მაისს, ნ------- ა----–--ისა და სხვების წარმომადგენლმა - არჩილ მამულაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მოითხოვა, რომ სტიქიით დაზარალებული ნ------- ა----–--ის ოჯახს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად აშენებოდა საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოყოფოდა სათანადო სახსრები საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, ნ------- ა----–--ის წარმომადგენლის - არჩილ მამულაძის 2018 წლის 3 მაისის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის წლის 21 მაისის №0------------2 წერილობითი პასუხით განმცხადებელს აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებდა განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად იყო განეხილა მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვასთან დაკავშირებით 25 000 ლარის ფარგლებში, ხოლო რაც შეეხებოდა 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, მითითებული იქნა, რომ აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირები არ ფიგურირებდნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. საქართველოს კონსტიტუციით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა შედგება სამინისტროებისაგან, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ რგოლს წარმოადგენს. შესაბამისად, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა დაავალოს მის შემადგენლობაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროს. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე სწორად მიუთითებს, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენდა. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ- ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამდენად, სარჩელით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია საქართველოს მთავრობას გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენდა საქართველოს მთავრობა.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს მთავრობა, ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში განეხილა მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადება მისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებული პირისათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია.
მართალია 2018 წლის 4 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, მოსარჩელის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის 21 მაისს მიიღო №0------------2 გადაწყვეტილება, რომლითაც ფაქტობრივად უარი ეთქვა მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია გააჩნდა საქართველოს მთავრობას და არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას, რომ - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №0------------2 გადაწყვეტილება, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანების თანახმად დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად - სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ხ) დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სამართლებრივი ქმედების განხორციელება, მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით უძრავი ქონების შესყიდვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მოსარჩელეების - ნ------- ა----–--ის, ე----- ა----–--ის, ე------ ა----–--ის, თ----- ბ---–----ისა და გ------- ა----–--ის 2018 წლის 3 მაისის განცხადება განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის 21 მაისის №0------------2 წერილობითი პასუხით მოსარჩელეთა წარმომადგენელს აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებდა განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად იყო განეხილა მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვასთან დაკავშირებით 25 000 ლარის ფარგლებში, ხოლო რაც შეეხებოდა 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, მითითებული იქნა, რომ აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირები არ ფიგურირებდნენ.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 21 მაისის №0------------2 წერილში იმსჯელა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა მოსარჩელეთა 2018 წლის 3 მაისის განცხადება და მიეღო გადაწყვეტილება.
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახეზე იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის G---------------9 წერილის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №0------------2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, საქართველოს მთავრობას დაევალა მიეღო გადაწყვეტილება და დაეწყო ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებული პირის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა- გადაწყვეტის მიზნით და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.
3.1. საქართველოს მთავრობის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა 2018 წლის 3 მაისს N13934 და N13937 განცხადებებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით როგორც სტიქიით დაზარალებულ პირებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად აუშენდებოდათ საცხოვრებელი სახლი სოფელ კრწანისში. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებებს. მოსარჩელეთა წარმომადგენლის ზემოაღნიშნული განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის N14219 წერილით გადაგზავნილ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
დადგენილია, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის N285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის N497 დადგენილებებით, მოსარჩელეებისათვის როგორც სტიქიით დაზარალებულებისათვის (სულ 75 ოჯახი), გარდაბნის რაიონის, სოფელ კრწანისში გამოყოფილ იქნა 20 ჰექტარი, სადაც უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N750 ბრძანებულებით, გარდაბნის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ 1989 წელს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. ზემოაღნიშნული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება არ აღსრულებულა, რასაც მოჰყვა 75 ეკომიგრანტი ოჯახიდან 49 ოჯახის მიერ, ჯერ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვა, რაც შემდგომ სასამართლოში გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყევტილებით, 49 ეკომიგრანტი ოჯახის, (მათ შორის არ იყვნენ მოსარჩელეები) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მათი საკითხის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განკარგულება, ხოლო 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებით მოხდა საკომპესაციო თანხის გადახდა.
აპელანტის მითითებით, მოსარჩელეები ზემოაღნიშნულ 49 ოჯახს შორის, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, არ ყოფილან, ისინი არც სასამართლოს მოუწვევია დაინტერესებულ მხარედ. აპელანტის მითითებით, კანონიერ ძალაში შესულ 2013 წლის 12 სექტემბრის N3/453-12 გადაწყვეტილებაში, რაზეც აპელირებს სასამართლო და მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი სარეზოლუციო ნაწილში ხაზგასმით წერია, რომ მხოლოდ მოსარჩელეების ნაწილში უნდა ემსჯელა საქართველოს მთავრობას (მოსარჩელეებს კი 49 პირი წარმოადგენდა) შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვერ იმსჯელებდა მათზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 და 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებების მომზადებისას. აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა.
აპელანტის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანაა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა საკითხების რეგულირება. ასევე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის N77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ, ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს, საკითხის შესწავლის შემდეგ, შეიმუშავებს ინიციატორი უწყება. აღნიშნული სამართლებრივი აქტები მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების განსახლების საკითხის შესწავლა დაავალა შესაბამის სამინისტროს, ცხადაია საქართველოს მთავრობის ადმიისტრაცია ვალდებული იყო სადავო საკითხის განხილვის მიზნით მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი განცხადება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ განკარგულებათა გათვალისწინებით გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, რითაც არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობა. მითითებული განცხადების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნის მიზეზიც ის გახლდათ, რომ სამინისტროს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციიდან გამომდინარე ემსჯემა მოთხოვნაზე და შესაბამისი ინიციირებით მოემართა საქართველოს მთავრობისათვის.
აპელანტის მითითებით, აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ყოვლად გაუბებარია, თუ რა საფუძვლით ავითარებს სასამართლო მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეების განცხადების განხილვაზე უფლებამოსილი უწყება მხოლოდ საქართველოს მთავრობა წარმოადგენს. ერთის მხრივ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებს, რომელთა საფუძველზეც ეკომიგრანტ პირებზე გაიცა საკომპენსაციო თანხები, ხოლო მეორეს მხრივ მხოლოდ საქართველოს მთავრობას მიიჩნევს მოსარჩელთა განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ უწყებად.
3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 14 ივნისის N285 და 1989 წლის 9 ოქტომბრის N497 დადგენილებებით, მოსარჩელეებისათვის, როგორც სტიქიით დაზარალებულებისათვის (სულ 75 ოჯახი), გარდაბნის რაიონის, სოფელ კრწანისში გამოყოფილ იქნა 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისი თანხები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N750 ბრძანებულებით, გარდაბნის რაიონის გამგეობას, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ, 1989 წელს აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახის განსახლება. მოცემული ბრძანებულება წლების განმავლობაში არაღსრულებულა, რასაც მოჰყვა 75 ეკომიგრანტი ოჯახიდან 49 მათგანის მიერ, ჯერ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვა, ზემოხსენებული აქტების აღსრულების მიზნით, ხოლო შემდგომ უკვე სასამართლოში გასაჩივრება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 49 ეკომიგრანტი ოჯახის (მათ შორის არ იყვნენ მოსარჩელეები) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს მთავრობას დაევალა მათი დაკმაყოფილების საკითხის განხილვა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის N1979 განგარგულებით დაგვევალა, ზემოხსენებულ პირთა საკითხის განხილვის შესახებ, სამოქმედო გეგმის შემუშავება, მათი განსახლების მიზნით. სამინისტრომ შეისწავლა ზემოხსენებულ პირთა საკითხი და მიაწოდა სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას 2016 წლის 25 მარტის წერილით. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N1182 განკარგულებით სამინისტროს დაევალა ზემოხსენებული 49 ეკომიგრანტი ოჯახიდან, ნაწილი მათგანის დაკმაყოფილება საკომპენსაციო თანხით, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ.
მოსარჩელეების _ ნ------- ა----–--ის, ე----- ა----–--ის, ე------ ა----–--ის, თ----- ბ---–----ისა და გ------- ა----–--ის ოჯახები, ზემოხსენებულ 49 ოჯახს შორის, ვინც მიმართეს სასამართლოს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, არ ყოფილან მოხსენიებულნი. შესაბამისად, მათ სასარგებლოდ, ჩვენთვის არც სასამართლოს და არც საქართველოს მთავრობას, კომპენსაციის გაცემის საკითხის განხილვა ან/და სამოქმედო გეგმის შემუშავება არ დაუვალებია. ვერც მოსარჩელე მხარე ვერც სასამართლო ვერ უთითებს ვერცერთ ნორმატიულ აქტსა თუ სხვა რაიმე დებულებაზე, რომელიც ვალდებულებას, ან თუნდაც უფლებამოსილებას მაინც მოგვანიჭებდა, რომ გაგვეცა მათ ოჯახებზე საკომპენსაციო თანხა, როგორც სტიქიით დაზარალებულებზე. რაც შეეხება 1990-იანი წლების მთავრობის დადგენილებებსა და პრეზიდენტის ბრძანებულებას, ჩვენ არ წარმოვადგენთ იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც ამ აქტების აღსრულების უფლებამოსილება და ვალდებულება გააჩნია. ზემოხსენებული 49 ოჯახი დაკმაყოფილდა, არა ჩვენი, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საგამონაკლისო წესით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სამინისტრო, მოცემულ სამართალურთიერთობაში, არ წარმოადგენდა და ვერც იქნებოდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ვინაიდამ 1990-იან წლებში გამოცემული აქტებით, ამ აქტების აღსასრულებლად, განსაზღვრულია აბსოლუტურად სხვა ადმინისტრაციული ორგანოები. ამასთან, არც ზემოხსენებული აქტებით და არც მოქმედი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული სტიქიით დაზარალებული ოჯახების უზრუნველყოფა საკომპენსაციო თანხებით. ზემოხსენებული 49 ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა, წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური გადაწყვეტილებას, კონკრეტულ სამართალურთიერთობაში, კონკრეტული შეთანხმების ფარგლებში და ის ვერ გასცდება მოცემული განკარგულებით განსაზღვრულ პირთა წრეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ცხადი და ნათელია, რომ სამინისტროს კომპეტენციას სცდება მოსარჩელეთა ოჯახების საკომპენსაციო თანხებით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან მიმართებით განმცხადებელს (მოსარჩელეს) მიეცა სათანადო განმარტებები.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, გადაწყვეტილება ჩვენ ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია და ის უნდა გაუქმდეს, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.4. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5. სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 4 მაისის G---------------9 გადაწყვეტილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №0------------2 აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ასევე, უნდა განისაზღვროს, რამდენად არსებობს საქართველოს მთავრობისთვის ნ------- ა----–--ისა და მისი ოჯახის წევრების, როგორც სტიქიით დაზარალებულთათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ------- ა----–--ის ოჯახი შეყვანილი იქნა აჭარის მთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების სიაში. დადგინდა, რომ ნ------- ა----–--ე და მისი ოჯახი მუდმივ საცხოვრებლად უნდა გადასულიყვნენ გარდაბნის რაიონში და საკომლო და საბინაო წიგნებიდან უნდა ამოეწერათ მათი გარდაბნის რაიონში ჩასახლების გამო.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულებით შეიცვალა აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან გარდაბნის რაიონის კრწანისის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფონიჭალაში გამოიყო მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გარდაბნის რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა და დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და აჭარიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №750 ბრძანებულება არ შესრულებულა და ჩამოსახლებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა არ მოხდა.
ასევე დადგენილია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის (№248) საფუძველზე, გარდაბანში, სოფელ კრწანისში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 4 000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით: №81.04.03.266 აღირიცხა ნ------- ა----–--ის სახელზე. აგრეთვე, უფლების დამდგენი დოკუმენტის - მიღება-ჩაბარების აქტის (№21) საფუძველზე, გარდაბანში, სოფელ ფონიჭალაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2 000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით: №81.05.14.026 აღირიცხა ნ------- ა----–--ის სახელზე.
2018 წლის 3 მაისს, ნ------- ა----–--ისა და სხვების წარმომადგენლმა - არჩილ მამულაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მოითხოვა, რომ სტიქიით დაზარალებული ნ------- ა----–--ის ოჯახს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად აშენებოდა საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოყოფოდა სათანადო სახსრები საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, ნ------- ა----–--ის წარმომადგენლის - არჩილ მამულაძის 2018 წლის 3 მაისის განცხადება განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის წლის 21 მაისის №0------------2 წერილობითი პასუხით განმცხადებელს აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებდა განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად იყო განეხილა მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვასთან დაკავშირებით 25 000 ლარის ფარგლებში, ხოლო რაც შეეხებოდა 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, მითითებული იქნა, რომ აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირები არ ფიგურირებდნენ.
5.2. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, რამდენად უფლებამოსილი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ემსჯელა და გადაეწყვიტა სადავო საკითხი, მეორე მხრივ კი, უნდა დადგინდეს უშუალოდ წარდგენილი მოთხოვნის კანონშესაბამისობა.
5.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც 2 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება განმცხადებელს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.
5.4. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს და მოსარჩელეების მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელეების განცხადების განხილვასა და ამ განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე და გადაწყვეტილების მიღებაზე ვალდებულ პირს, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში უნდა განეხილა მოსარჩელეთა განცხადება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია და არ შეუფასებია განცხადებაში მითითებული საკითხი. ამდენად, ვინაიდან წარდგენილ განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა, აღნიშნული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 4 მაისის G---------------9 წერილის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, მოსარჩელეების - ნ------- ა----–--ის, ე----- ა----–--ის, ე------ ა----–--ის, თ----- ბ---–----ისა და გ------- ა----–--ის 2018 წლის 3 მაისის განცხადება განსახილველად გადაუგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის 21 მაისის №0------------2 წერილობითი პასუხით მოსარჩელეთა წარმომადგენელს აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებდა განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად იყო განეხილა მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვასთან დაკავშირებით 25 000 ლარის ფარგლებში, ხოლო რაც შეეხებოდა 1989 წელს შუახევის მუნიციპალიტეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, მითითებული იქნა, რომ აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირები არ ფიგურირებდნენ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 21 მაისის №0------------2 წერილში იმსჯელა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის განცხადებაში მითითებული საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს მთავრობა წარმოადგენდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა მოსარჩელეთა 2018 წლის 3 მაისის განცხადება და მიეღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №0------------2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
5.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
სააპელაციო პალატა მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 4 მაისის G---------------9 წერილის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 21 მაისის №0------------2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქართველოს მთავრობისათვის მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებული პირის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით ადმინისტარციული წარმოების დაწყებისა დავალებისა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი გადაწყვეტილია მართებულად, ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავრობისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: დავით ახალბედაშვილი