გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3438-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - თ-------------------ე
წარმომადგენელი - ა-----–-------–--ე
მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - გ---------–--–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის G---------------- გადაწყვეტილება თ-------------------ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს საქართველოს მთავრობას კანონით დადგენილ ვადაში ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება თ-------------------ის, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის №--- დადგენილებით მიღებულ იქნა ა------ ასსრ აღმასკომის, საქართველოს სსრ შრომისა და სოციალურ საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის წინადადება და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 1- ივნისის №--- დადგენილების №1 დანართში, ა------ მთიანი რაიონებიდან გ---------- რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული 75 ოჯახი უნდა დასახლებულიყო საქართველოს ზ------------------------------------–---–------–--------------------- კ--–----ის სასწავლო ე---------------–--------------- მიწებიდან გამოყოფილ 20 ჰექტარ ფართობზე, კ--–----ის მებოსტნეობა-მერძევეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე გათვალისწინებული 50 ოჯახის ნაცვლად. მ------------ ტერიტორიაზე გამოყოფილ 5,5 ჰექტარზე უნდა განსახლებულიყო 22 ოჯახი. ვარკეთილის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე კი უნდა დასახლებულიყო 20 ოჯახი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის №--- დადგენილება (იხ.ს.ფ. 20-21).
3.2. ხ---–--- სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 ოქტომბრის N------ გადაწყვეტილების თანახმად (----------, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 6 მაისის N--- დადგენილების საფუძველზე, ხ---–--- სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ნება დართო ქ--------------------------ის ძეს ორგანიზებული წესით მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყო გ---------- რაიონში. დ-----–---–---- სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს და ხ---–--- სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის შ/ს განყოფილების უფროსს (თ-------------------ე) დაევალათ ქ-------------. ოჯახის მთლიანი შემადგენლობით (თავად ქ--------------------------ის ძე (დაბადებული 1----–--–-), მეუღლე ქ--------------------ის ასული (დაბადებული 1----–--–-), შვილიშვილი ქ--------------- თ--------------–ი (დაბადებული 1----–--–-)) საკომლო და საბინაო წიგნებიდან ამოწერა მათი გ---------- რაიონში ჩასახლების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხ---–--- სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 18 ოქტომბრის N------ გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 22).
3.3. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულების თანახმად, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადება და ა------ მაღალმთიანი რაიონებიდან გ---------- რაიონის კ--–----ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასასახლებელი ფართის შეცვლის მიზნით: გამოიყო გ---------- რაიონის სოფელ ფ-------–-- საკრებულოს ტერიტორიაზე, თ---–--------------- გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, სახელმწიფო საკუთრების მიწებიდან 20 ჰექტარი მიწის ფართობი ა------ მაღალმთიანი რაიონებიდან 1989 წელს ჩამოსახლებული 75 ოჯახის დასასახლებლად; გ---------- რაიონის გამგეობას დაევალა დასასახლებელი სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა; საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დაევალა მშენებლობისათვის ტენდერის გამოცხადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსათვის, ა--------- სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახისათვის ახალი სოფლის პირველი რიგის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულება (იხ.ს.ფ. 23-24).
3.4. 2008 წლის 4 ნოემბერს თ-------------------ის მიმართ გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო აქტი N----- საქართველო, ა------ ავტონომიური რესპუბლიკა) 2008 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი მამის - მ--------------ის ქონებაზე, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე: გ---------- რაიონი, ს------–-----------–--
უფლების დამდგენი დოკუმენტის - კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის (---3-- საფუძველზე, გ---------ში, სოფელ კ--–----ში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N8-.---0--4-- აღირიცხა თ-------------------ის სახელზე.
უფლების დამდგენი დოკუმენტის - კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის (---4-- საფუძველზე, გ---------ში, სოფელ ფ-------–-–----ასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები (დაზუსტებული ფართობი: 2001.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N8-.0--1-.3-- აღირიცხა თ-------------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სანოტარო აქტი (იხ.ს.ფ. 48-50);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 11.01.2018წ.) (იხ.ს.ფ. 32);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი: 17.01.2018წ.) (იხ.ს.ფ. 33).
3.5. თ-------------------ის წარმომადგენლმა ა-----–-------–--ემ 2018 წლის 3 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მიუთითა, რომ 1989 წელს ა------ მაღალმთიან რაიონებში (----–---------–------------------ მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ბევრი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე, ა------ მაღალმთიანი სოფლებიდან სამი ათასზე მეტი ოჯახი ჩასახლდა საქართველოს ორმოცამდე რაიონში, მათ შორის 75 ოჯახი ჩაასახლეს გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ში (საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 9 ოქტომბრის N--- დადგენილება). ზემოაღნიშნულ სამოცდათხუთმეტ ოჯახთა შორის ხ---–--- რაიონის სოფელ ქ----–------- ჩამოსახლებულ იქნა მ--------------ის სამწევრიანი ოჯახი. გამომდინარე იქიდან, რომ მ--------------ის ოჯახს იმ პერიოდში ვერ გამოუყვეს დროებითი საცხოვრებელი ფართი, იძულებული გახდნენ მთავრობის მიერ შეპირებული საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ თავისივე მეწყერსაშიშ ადგილას მდებარე სახლში, სოფელ ქ----–--–-- მ--------------ის ოჯახი უშედეგოდ ელოდა გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ში საცხოვრებელი სახლის აშენებას. მ--------------ე გარდაიცვალა 2008 წლის 22 აპრილს.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 1- ივნისის N--- და 1989 წლის 9 ოქტომბრის N--- დადგენილებებით, გ---------- რაიონში ჩასახლებულ ოჯახებს, მათ შორის მ--------------ის ოჯახს, როგორც სტიქიით დაზარალებულებს, სოფელ კ--–----ში გამოუყვეს მიწის ნაკვეთები. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის N--- ბრძანებულებით, მიღებულ იქნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს და მიწის მართვის დეპარტამენტის წინადადება და ა------ მაღალმთიანი რაიონებიდან გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახლებული ფართის შეცვლის მიზნით, ჩასახლებული 75 ოჯახისათვის (თ---–--------------- გზატკეცილის მარჯვენა მხარეს) გამოიყო 20 ჰექტარი მიწის ფართობი. ამავე დადგენილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გაეთვალისწინებინა და გამოეძებნა საჭირო თანხა, რათა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ჩამოსახლებულთათვის აეშენებინა საცხოვრებელი სახლები.
მას შემდეგ, რაც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ამოეწურათ ყოველგვარი იმედი მთავრობის მხრიდან, გადაწყვიტეს (ჩამოსახლებულთა 49 ოჯახი) სარჩელით მიემართათ სასამართლოსთვის, რათა შესრულებულიყო მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები. ზემოხსენებულ ოჯახებთან ერთად, მ--------------ის ოჯახმა ვერ მიმართა სასამართლოს სარჩელით, ვინაიდან აღნიშნული ფორმით დავის დაწყების თაობაზე ინფორმაცია დროულად ვერ მიიღო. სტიქიით დაზარალებულ 49 ოჯახის სარჩელზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3ბ/453-12) საქართველოს მთავრობას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება სტიქიით დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით. ზემოაღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებების თაობაზე საქართველოს მთავრობის 201- წლის 3 ნოემბრის N---- განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებიდან 1.800 ათასი ლარის გადახდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის, თითოეულ ოჯახზე 50 000 ლარის ოდენობით.
ზემოთხსენებული სტიქიით დაზარალებული 49 ოჯახის მსგავსად, მ--------------ის შვილის - თ-------------------ის ოჯახიც განეკუთვნება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახს. ირიცხება იმავე სიაში, რომლითაც ხ---–---ა და შ-------- რაიონებიდან მოხდა 75 ოჯახის ჩასახლება გ---------- რაიონის სოფელ კ--–----ში. სახელმწიფომ გარდაცვლილი მ--------------ის ოჯახს საკუთრებაში გადასცა 4 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელი კ--–----ის ტერიტორიაზე და მთავრობა ვალდებულია მისივე განკარგულებებისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე აუშენოს საცხოვრებელი სახლი გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ან გამოუყოს სახსრები სახლის მშენებლობისათვის.
ამდენად, თ-------------------ის წარმომადგენლმა ა-----–-------–--ემ საქართველოს პრემიერ მინისტრისადმი წარდგენილ განცხადებაში მოითხოვა სტიქიით დაზარალებული გარდაცვლილი მ--------------ის შვილის - თ-------------------ის ოჯახს, საქართველოს -პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აუშენდეს საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოს სათანადო სახსრები 50 000 ლარის ოდენობით, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 3 მაისის განცხადება (იხ.ს.ფ. 83-85);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმის N3ბ/453-12) (იხ.ს.ფ. 39-47);
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 ივნისის N---- განკარგულება დანართით (იხ.ს.ფ. 25-31).
3.6. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის G---------------- გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახილველად გაეგზავნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე 2018 წლის 3 მაისს თ-------------------ის წარმომადგენლის ა-----–-------–--ის მიერ წარმოდგენილი განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2018 წლის 21 მაისს N-------------- წერილობითი პასუხით, თ-------------------ის წარმომადგენელს - ა-----–-------–--ეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან გადაგზავნილი 2018 წლის 4 მაისის N G---------------- წერილის პასუხად ეცნობა, რომ სამინისტრო ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების“ შესაბამისად და განმარტავს, რომ სურვილის შემთხვევაში თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებს განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად არის განიხილოს მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25 000 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება 1989 წელს შ-------- მუნიციპალიტეტიდან გ---------- მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირი არ ფიგურირებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის G---------------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 18).
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2018 წლის 21 მაისს N-------------- წერილი (იხ. ს.ფ. 19).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს თ-------------------ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის G---------------- გადაწყვეტილება თ-------------------ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან და რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემა მოსარჩელე - თ-------------------ის განცხადებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ამდენად, ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების სახეებია: ა) მარტივი ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული პირის განცხადება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. იმავე კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. იმავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, რის შესახებაც 2 დღის განმავლობაში წერილობით ეცნობება განმცხადებელს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა, ადმინისტრაციული ორგანო განცხადებას შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნებს განმცხადებელს მისი შეტანიდან 5 დღის განმავლობაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების, წარდგენილი განცხადების განხილვის წესი და ვადები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ--------------ის ოჯახი შეყვანილ იქნა ა------ მთიანი რაიონებიდან გ---------- რაიონში ჩასასახლებელი სტიქიისაგან დაზარალებული ოჯახების სიაში. დადგინდა, რომ ქ--------------------------ის ძე (დაბადებული 1----–--–-), მეუღლე ქ--------------------ის ასული (დაბადებული 1----–--–-), შვილიშვილი ქ--------------- თ--------------–ი (დაბადებული 1----–--–-)) მუდმივ საცხოვრებლად უნდა გადასულიყვნენ გ---------- რაიონში და საკომლო და საბინაო წიგნებიდან უნდა ამოეწერათ მათი გ---------- რაიონში ჩასახლების გამო.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულებით შეიცვალა ა------ მაღალმთიანი რაიონებიდან გ---------- რაიონის კ--–----ის მეურნეობის ტერიტორიაზე ჩამოსახლებული ოჯახებისათვის დასახელებული ფართობები, კერძოდ, სოფელ ფ-------–-ში გამოიყო მაღალმთიანი ა--------- ჩამოსახლებული 75 ოჯახისათვის 20 ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დაევალა გ---------- რაიონის გამგეობას დასახლებული სოფლის დაგეგმარება-განაშენიანების პროექტის შედგენა, დადგინდა, რომ უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი და ა--------- სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველსაყოფად უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და ა.შ.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 დეკემბრის №--- ბრძანებულება არ შესრულებულა და ჩამოსახლებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ვერ მოხდა.
ასევე დადგენილია, რომ 2008 წლის 4 ნოემბერს თ-------------------ის მიმართ გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა და იგი ცნობილია 2008 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი მამის მ--------------ის მემკვიდრედ. აღნიშნული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, თ-------------------ის საკუთრებაში აღირიცხა ქონება, მდებარე: გ---------ში, სოფელ კ--–----ში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N---04.0--4-- და მდებარე გ---------ში, სოფელ ფ-------–-–----ასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები (დაზუსტებული ფართობი: 2001.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდით N---0--1-.3--.
2018 წლის 3 მაისს, თ-------------------ის წარმომადგენლმა ა-----–-------–--ემ განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მოითხოვა, სტიქიით დაზარალებული გარდაცვლილი მ--------------ის შვილის - თ-------------------ის ოჯახს, საქართველოს - პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, აუშენდეს საცხოვრებელი სახლი ან მთავრობის მიერ გამოეყოს სათანადო სახსრები საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ თ-------------------ის წარმომადგენლის ა-----–-------–--ის 2018 წლის 3 მაისის განცხადება განუხილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2018 წლის წლის 21 მაისის N-------------- წერილობითი პასუხით განმცხადებელს აცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N--- ბრძანებით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში, თუ ეკომიგრანტი ოჯახი შეავსებს განაცხადს საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე, სამინისტრო მზად არის განიხილოს მათი დახმარების შესაძლებლობები, კერძოდ: ეკომიგრანტებისათვის სამინისტროს მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების შესყიდვა 25 000 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება 1989 წელს შ-------- მუნიციპალიტეტიდან გ---------- მუნიციპალიტეტში გადმოსახლებულ პირებზე საკომპენსაციო თანხების გაცემას, აღნიშნული განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელშიც განცხადებაში მითითებული პირი არ ფიგურირებს.
სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან. საქართველოს კონსტიტუციით და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა შედგება სამინისტროებისაგან ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ რგოლს წარმოადგენს, შესაბამისად, მთავრობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა, ამ შემთხვევაში კი, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა დაავალოს მის შემადგენლობაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ სამინისტროს. სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე სწორად მიუთითებს, რომ სარჩელით მოთხოვნილი საკითხის განხილვა მთავრობის კომპეტენციას წარმოადგენს. იმავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მთავრობა კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სამინისტროებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში ამტკიცებს სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას. ამდენად, დამოუკიდებლად სარჩელით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია საქართველოს მთავრობას გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ ორგანოს განსახილველ საქმეში წარმოადგენს საქართველოს მთავრობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო - საქართველოს მთავრობა, ვალდებული იყო კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში განეხილა მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადება მისთვის, როგორც სტიქიით დაზარალებული პირისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე და გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც მას არ განუხორციელებია და არ შეუფასებია განცხადებაში მითითებული საკითხი. 2018 წლის 04 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოიცა აქტი, რომლითაც მოსარჩელის განცხადება განუხილველად გადაეცა სხვა უწყებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახეზეა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის G---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთან, საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მოსარჩელის 2018 წლის 3 მაისის განცხადების საფუძველზე, სტიქიით დაზარალებული პირის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მოსარჩელის განცხადებასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2018 წლის 04 მაისის G---------------- გადაწყვეტილება თ-------------------ის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს საქართველოს მთავრობას კანონით დადგენილ ვადაში ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება თ-------------------ის, როგორც სტიქიით დაზარალებულისათვის, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით და აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 1- (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე