საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.04.2024 ბოლო ცვლილება 06.02.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№150
სარეგისტრაციო კოდი
300010000.10.003.024556
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №150

2024 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია 2024 – 2027-ისა“ და „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია 2024-2027“ და „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (3)
სტრატეგია 2024-2027_1.docx

წინასიტყვაობა

სტატისტიკა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის წარმოადგენს ერთგვარ პრიზმას და ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც იძლევა დაგეგმვისა და პროგრესის შეფასების შესაძლებლობას. სანდო მონაცემები არის საფუძველი სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და ეფექტიანი პოლიტიკის გასატარებლად. ოფიციალური სტატისტიკის ძლიერი მომავალი პროფესიულ დამოუკიდებლობასა და საზოგადოების ნდობაზეა დაფუძნებული, რაც საქსტატისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია. 

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგია სწორედ ზემოთ აღნიშნულ პრიორიტეტებზეა ფოკუსირებული. იგი განსაზღვრავს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ძირითად მიმართულებებს, ხაზს უსვამს სანდო მონაცემების მნიშვნელობას სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გასატარებლად.

მომხმარებლებზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, საქსტატის მიმართ ნდობის ამაღლება, იმიჯის გაზრდა და მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა გახლავთ ის პრიორიტეტული მიმართულებები, რასაც დაეფუძნება საქსტატის და მთლიანად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის საქმიანობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

სტრატეგიის მოქმედების პერიოდში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და ავტომატიზაცია, ახალი სტანდარტების დანერგვა და მაღალი ხარისხის დისაგრეგირებული მაჩვენებლების წარმოება, რაც მნიშვნელოვანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

სტრატეგიის მოქმედების პირველივე წელს დაგეგმილი გვაქვს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება, რაც გახდება მნიშვნელოვანი საფუძველი ადმინისტრაციული რეგისტრების სისტემის დანერგვისა და მათი შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

ჩვენი გეგმა ასევე ითვალისწინებს მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებას, მონაცემთა ალტერნატიული წყაროების დივერსიფიკაციას, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და მეტ ინვესტირებას მონაცემთა დაცვის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. მძლავრი და მდგრადი ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია მონაცემთა ალტერნატიული წყაროების ათვისება და მონაცემთა შეგროვების ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა „დიდი მონაცემები“, სკანერული მონაცემები, ვებსაიტებიდან მონაცემთა ავტომატური ჩამოტვირთვა (ვებსკრეპინგი) და სხვა, რომელთა შემდგომი განვითარების თვალსაზრისით სტრატეგიის მოქმედების პერიოდში რიგი აქტივობებია დაგეგმილი.

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში საქსტატის როლის ზრდა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, აქტიური ჩართულობა გლობალური სტატისტიკის განვითარებაში და საქსტატის, როგორც სანდო პარტნიორის პოზიციონირება ევროკავშირის სტატისტიკურ საზოგადოებაში.

გარდა იმისა, რომ მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა, ანალიტიკური მხარის განვითარება და ოფიციალური სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე სტრატეგია ითვალისწინებს, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოებას. სტრატეგიის მიზანია მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა, რაც გახდება საფუძველი სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მისაღებად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გასატარებლად.

გოგიტა თოდრაძე

აღმასრულებელი დირექტორი

აბრევიატურები

აბრევიატურა განმარტება
AA ასოცირების შეთანხმება
AGRIS სოფლის მეურნეობის ინტეგრირებული გამოკვლევა
AoG საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
BoP საგადასახდელო ბალანსი
CAPI კომპიუტერის მეშვეობით პერსონალური გამოკითხვა
CAWI კომპიუტერის მეშვეობით ვებინტერვიუ
COICOP დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაცია
DESAP გამოკვლევების ხარისხის სისტემური თვითშეფასების გენერალური კითხვარი
DMM მონაცემთა მართვის განვითარების მოდელი
EFTA ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია
ES CoP ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსი
EUROSTAT ევროკავშირის სტატისტიკის ოფისი
FDI პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
GA გლობალური შეფასება
GAMSO სტატისტიკური ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი მოდელი
GDP მთლიანი შიდა პროდუქტი
GEOSTAT საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
GEWE გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება
GLOS ოფიციალური სტატისტიკის მოდელური კანონი
GoG საქართველოს მთავრობა
GSBPM სტატისტიკური ბიზნესპროცესის ზოგადი მოდელი
IMF საერთაშორისო სავალუტო ფონდი
LEPL საჯარო სამართლის იურიდიული პირი
LOS კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
MEPA საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
MICS მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევა
MoF საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
MRDI საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
NBG საქართველოს ეროვნული ბანკი
NCDC სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
NSDS ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგია
NSS სტატისტიკის ეროვნული სისტემა
NUTS ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისთვის
PARIS21 პარტნიორობა 21-ე საუკუნეში სტატისტიკის განვითარებისათვის
SCMI საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია
SDG მდგრადი განვითარების მიზნები
SIDA შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო
SIMS მეტამონაცემების ერთიანი ინტეგრირებული სტრუქტურა
SMART აკრონიმი – კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, პრაქტიკული და დროში შემოსაზღვრული
SWOT აკრონიმი – ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზი
UN Women გაეროს ქალთა ორგანიზაცია
UNDP გაეროს განვითარების პროგრამა
UNECE გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია
UNFPA გაეროს მოსახლეობის ფონდი
VAW ქალთა მიმართ ძალადობა

სარჩევი

1. შესავალი 6

1.1 საკანონმდებლო ჩარჩო 7

1.2 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის მომზადების საფუძველი 9

1.3 მეთოდოლოგია 11

2. სიტუაციის ანალიზი 13

2.1 უახლესი მოვლენები და მიმდინარე ტენდენციები 14

2.2 სტატისტიკის ეროვნული სისტემის შეფასება 20

3. ხედვა და მისია 31

4. ღირებულებები 32

5. სტრატეგიული მიზნები 33

5.1 სტრატეგიული მიზანი 1: მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად 35

5.1.1 ამოცანა 1.1: ოფიციალური სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის 36

5.1.2 ამოცანა 1.2: ადმინისტრაციული და მონაცემთა ალტერნატიული წყაროების დივერსიფიკაცია და გაფართოება 38

5.1.3 ამოცანა 1.3: მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და ავტომატიზაცია მონაცემთა დროული, ზუსტი და ეფექტური დამუშავების უზრუნველსაყოფად 39

5.1.4 ამოცანა 1.4: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და მონაცემთა საიმედო დაცვის უზრუნველყოფა 40

5.1.5 ამოცანა 1.5: მოქნილი და თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნა 41

5.2 სტრატეგიული მიზანი 2: ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერება მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით 42

5.2.1 ამოცანა 2.1: ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში საქსტატის როლის გაძლიერება კოორდინაციისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით 43

5.2.2 ამოცანა 2.2: საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, საქსტატის, როგორც სანდო პარტნიორის პოზიციონირება ევროკავშირის სტატისტიკურ საზოგადოებაში და აქტიური ჩართულობა გლობალური სტატისტიკის განვითარებაში 45

5.3 სტრატეგიული მიზანი 3: მომხმარებლების მიერ არსებულ მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა 46

5.3.1 ამოცანა 3.1: სტატისტიკის შესახებ ცნობიერების და ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის ამაღლება და მომხმარებლების მიერ არსებული მონაცემების უფრო აქტიური გამოყენება 47

5.3.2 ამოცანა 3.2: ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა მონაცემების გავრცელების ახალი და გაუმჯობესებული ინსტრუმენტების მეშვეობით 48

6. ლოგიკური ჩარჩო 50

7. განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება 54

დანართები: 58

გრაფიკები:

გრაფიკი 1. 2024-2027 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების ფაზები 12

გრაფიკი 2. SWOT ანალიზი 21

გრაფიკი 3. პრობლემის ხის ანალიზი – შეუსაბამობა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად საჭირო მაღალი ხარისხის სტატისტიკასა და ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობას შორის 22

გრაფიკი 4. პრობლემის ხის ანალიზი – მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის არარსებობა და მომხმარებლის არასაკმარისი წვდომა არსებულ მონაცემებთან 27

გრაფიკი 5. ლოგიკური ჩარჩო 53

გრაფიკი 6. საკოორდინაციო მექანიზმი 54

1. შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიას (შემდგომში – სტრატეგია) და განხორციელების სამოქმედო გეგმას. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულია პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების (შემდგომში – ეროვნული სახელმძღვანელო)1 შესაბამისად და განვითარებადი ქვეყნებისათვის 21-ე საუკუნეში სტატისტიკის განვითარებისთვის პარტნიორობის (შემდგომში – PARIS21) მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელოს ვერსია 3.02 გათვალისწინებით.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრატეგიულ ხედვას ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებისა და შემდგომი საჭიროებების გათვალისწინებით. 2024-2027 წლების სტრატეგია ასევე მიზნად ისახავს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მაღალი ხარისხის სანდო მონაცემებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების კულტურის დამკვიდრებას.

დოკუმენტი მიზნად ისახავს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავების პრიორიტეტული სფეროების იდენტიფიცირებას, მიმდინარე სექტორული რეფორმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მხარდასაჭერად; უზრუნველყოფს სტატისტიკური ღონისძიებების ჩატარებისადმი რაციონალურ მიდგომას და ფინანსური რესურსების განაწილებას; ემსახურება ევროკავშირის სტატისტიკური მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და ხელს უწყობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ევროკავშირის სტატისტიკურ სისტემაში (ესს) ინტეგრაციას. სტრატეგია წარმოადგენს ჩარჩოს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის და მოიცავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სრულ ღირებულებათა ჯაჭვს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საქსტატი, როგორც საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მთავარი მწარმოებელი და სტატისტიკის სისტემის მაკოორდინირებელი უწყება, დაინტერესებულია ოფიციალური სტატისტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებით და, იმავდროულად, მზად არის, ოფიციალური სტატისტიკა აწარმოოს ობიექტურად და მიუკერძოებლად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების განვითარებისა და საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სტატისტიკური მეთოდებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციის გზაზე, საქსტატმა ბოლო წლებში დიდი ძალისხმევა გასწია და შესაბამისად, მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია.

ამ თვალსაზრისით, წინა სტრატეგია წარმოადგენდა მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარებისა და 2019 წელს ჩატარებული გლობალური შეფასების რეკომენდაციების სათანადოდ შესასრულებლად. 2020-2023 წლების სტრატეგიის წარმატებით განხორციელება დადასტურებულია 2020-2023 წლების სტრატეგიის დოკუმენტის წინასწარი შეფასებისა და უახლესი გლობალური შეფასების (2023) შედეგებით. რაც, თავის მხრივ, მყარ საფუძველს წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შემდგომი განვითარებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის საქმეში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში მიღწეული პროგრესი ასევე აღიარებულია სხვა საერთაშორისო შეფასებების ანგარიშებით. ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს მიერ მომზადებული საქმიანობის უახლესი წლიური ანგარიშით3, საქართველოს ენერგეტიკის სტატისტიკის შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან 97%-ით შეფასდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სხვა დარგებთან შედარებით. გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ მომზადებულ 2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაში მიღწეული პროგრესი. ამავდროულად, შეფასების ანგარიშში ხაზგასმულია რესურსების საკმარისობასთან დაკავშირებული სირთულეები, განსაკუთრებით საქსტატში, მათ შორის დასაქმებულთა (პერსონალის) რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების დონის მხრივ.

ზემოაღნიშნულ მიღწევებზე დაყრდნობით, 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას. იგი ხაზს უსვამს ევროსტატის „სტატისტიკური მოთხოვნების კრებულთან“ (Statistical Requirements Compendium, Eurostat) შესაბამისობის მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო არსებითია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფონზე და, ამავდროულად, ხელს უწყობს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გრძელვადიანი მიზნების შესრულებას. მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიულად დამოუკიდებელი სტატისტიკის ეროვნული სისტემა საქართველოს მოქალაქეებს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უზრუნველყოფს სანდო და მათ საჭიროებებზე მორგებული ინფორმაციით.

სტრატეგია შემუშავდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრებთან მჭიდრო თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინფორმაციის ძირითად მომხმარებლებთან კონსულტაციების გზით, საჯარო და დაინტერსებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრებში ჩართულობით. 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობა, ისევე, როგორც 2023 წლის გლობალური შეფასების რეკომენდაციების გათვალისწინება უზრუნველყოფს საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას. ოფიციალური სტატისტიკის განვითარების გლობალური ტენდენციების გარდა, სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იქნა სტატისტიკის განვითარებული სისტემების მქონე ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება.

1.1 საკანონმდებლო ჩარჩო

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქსტატი წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების მიზნით შექმნილ დაწესებულებას, რომელიც საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. საქსტატი შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის № 375 დადგენილების – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. საქსტატის საქმიანობას ასევე არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) პასუხისმგებელია ქვეყნის მონეტარული და ფინანსური სტატისტიკის წარმოებაზე და გავრცელებაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული სპეციალური სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მესამე მუხლის მესამე პუნქტის „თ” ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია „საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა“. ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული სტატისტიკა ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებსაიტზე, მონაცემების გავრცელების წინასწარ განსაზღვრული კალენდრის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტმა ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი 2023 წლის 31 მაისს მიიღო. ახალი კანონი სრულ შესაბამისობაშია „ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსთან“ და ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელურ კანონთან (Generic Law on Official Statistics). ახალი კანონის მიღება 2019 წლის გლობალური შეფასების ანგარიშის მნიშვნელოვან რეკომენდაციასა და 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა.

ახალი კანონის მიღება მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის საქმეში. მისი მიზანია ქვეყანაში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოება გაეროს „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპების“, „ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსისა“ და საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების შესაბამისად.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონი საქსტატს და საქართველოს ეროვნულ ბანკს აღიარებს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებად, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესებს კი, ახალი კანონის თანახმად, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მართალია ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლების სია ჯერჯერობით საბოლოო სახით განსაზღვრული არ არის, მაგრამ ასეთად აღიარების კრიტერიუმები ფორმულირებულია და მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ამგვარად, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესი 2023 წლის 27 ნოემბრის № 464 დადგენილებით.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ახალი კანონის თანახმად, საქსტატი უფლებამოსილია შეიმუშაოს ერთიანი პოლიტიკა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში და უზრუნველყოს სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა. შესაბამისად, საქსტატი საქართველოში სტატისტიკის სისტემის კოორდინატორია. კანონის თანახმად, ის კოორდინაციას უწევს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების საქმიანობას, ინფორმაციის გაცვლას ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის და ხელს უწყობს დამტკიცებული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვას. აღნიშნული პასუხისმგებლობა მოიცავს ოფიციალური სტატისტიკის შემუშავებას, წარმოებასა და გავრცელებას სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად. ახალი კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ყველა სახის სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის კონფიდენციალური ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან შესაბამისობის დაცვით.

ამასთან, კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიაწოდოს საქსტატს ინფორმაცია კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, მათ შორის კონფიდენციალური ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის ჩათვლით, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს საქსტატისთვის სათანადო სამართლებრივ საფუძველს, ჰქონდეს წვდომა ყველა სახის ადმინისტრაციულ მონაცემზე და გამოიყენოს ისინი სტატისტიკური მიზნებისთვის.

საქსტატის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, კანონი განსაზღვრავს საქსტატის აღმასრულებელი დირქტორის შერჩევის გამჭვირვალე პროცედურას. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე. საქსტატის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მმართველი ორგანო, საქსტატის საბჭო4. საბჭო შედგება 9 წევრისგან. წევრების უმრავლესობა (5 წევრი) არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე და ისინი წარმოადგენენ აკადემიურ წრეებს, კერძო სექტორს და დამოუკიდებელ ექსპერტებს.

1.2 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის მომზადების საფუძველი

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების V კარის მე-4 თავის 286-ე მუხლი ეძღვნება თანამშრომლობას სტატისტიკის სფეროში. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ „მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სტატისტიკის საკითხებში, რაც გრძელვადიან ჭრილში ხელს შეუწყობს დროული, საერთაშორისო დონეზე შესადარისი და საიმედო სტატისტიკური მონაცემების წარმოებას.“

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის განსაზღვრავს სტატისტიკას, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და კონკრეტულად განსაზღვრავს ძირითად საშუალოვადიან პრიორიტეტებს:

  • ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების უზრუნველყოფა;

  • საქართველოში მოსახლეობის სტატისტიკური რეგისტრის შექმნა;

  • რეგიონული სტატისტიკის წარმოება ევროპული NUTS-ის (ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისთვის) კლასიფიკაციის შესაბამისად;

  • სტატისტიკური მიზნებისთვის ადმინისტრაციულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და გამოყენების გაზრდა.

ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაცია, რომელიც წარმოადგენს პირველ ანგარიშს გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში და ანაცვლებს ასოცირების შეთანხმების შესრულების გასული წლების ანგარიშებს, საქართველოსთვის განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში და ადგენს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების შემდეგ პრიორიტეტებს:

  • საქსტატსა და მთავრობის ადმინისტრაციას, ასევე დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება;

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ადამიანური და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება;

  • დროული და მაღალი ხარისხის მონაცემების წარმოებისა და ევროსტატისთვის მიწოდების გაზრდა.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის განვითარებისათვის ზემოაღნიშნული პრიორიტეტების დასახვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სტრატეგიის დოკუმენტი არის საუკეთესო საშუალება სტრატეგიული მიზნებისა და აქტივობების შესამუშავებლად და შემდგომში ზემოაღნიშნული რეკომენდაციების მაღალ დონეზე შესასრულებლად.

2022 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც პოლიტიკურ დონეზე მიღებულ უმაღლეს ეროვნულ სტრატეგიას წარმოადგენს და მოიცავს 2030 წლისთვის ეროვნული განვითარების ძირითად პრიორიტეტებს ქვეყნის მასშტაბით.

დოკუმენტი დიდწილად ეყრდნობა ოფიციალურ სტატისტიკას, როგორც პრიორიტეტების დადგენის, ისე მონიტორინგისა და შეფასების კუთხით. ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების იერარქიის გათვალისწინებით, „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიამ“ შექმნა ჩარჩო და დასაბუთება ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისთვის, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, სანდო და დროული სტატისტიკის წარმოებაზე. ანალოგიურად, ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად მომზადებული ყველა დარგობრივი სტრატეგია, რაც მოითხოვს შედეგებზე დაფუძნებული მმართველობის პრონციპების და SMART-მაჩვენებლების გამოყენებას, დარგობრივი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, დანერგვისა და მონიტორინგის პროცესებში ეყრდნობა ოფიციალურ სტატისტიკას. ამრიგად, ძირითადი ეროვნული და დარგობრივი სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელების საქმეში, ეფექტური კარგი მმართველობის უზრუნველსაყოფად, 2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის როლი მნიშვნელოვანია.

ვინაიდან 2020–2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის მოქმედების ვადა 2023 წლის ბოლოს ამოიწურა, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის № 629 დადგენილების შესაბამისად, სავალდებულოა განახლებული სტრატეგიის შემუშავება 2024-2027 წლებისთვის. ახალ სტრატეგიას თან ერთვის ორწლიანი სამოქმედო გეგმა (2024-2025 წწ.), რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ აქტივობებს, მაჩვენებლებს და საბიუჯეტო ასიგნებებს, პოლიტიკის დოკუმენტის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ამასთან, დოკუმენტს თან ერთვის მონიტორინგისა და შეფასების გეგმა წინამდებარე სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მხარდასაჭერად.

2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია საუკეთესოდ არის მორგებული როგორც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის კონკრეტული მოთხოვნებს, ისე სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამავდროულად, დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტში, „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“ გათვალისწინებული ეროვნული განვითარების პრიორიტეტებთან.

2023 წელს მიღებული ოფიციალური სტატისტიკის შესახებ ახალი კანონი და 2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია წარმოადგენენ მთავარ ინსტრუმენტებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის დაახლოებაში სტატისტიკის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც შესაბამისობაშია ევროსტატის „სტატისტიკური მოთხოვნების კრებულის“ უახლეს გამოცემასთან5.

2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრატეგიის მიღწევებსა და მის ფარგლებში შემუშავებულ პროცესებზე დაყრდნობით, ახალი ოთხწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის შეგროვების, წარმოების, გავრცელებისა და გამოყენებისათვის ერთიანი და ყოვლისმომცველი ეროვნული ჩარჩო დოკუმენტის შექმნას.

პრიორიტეტულ სფეროებში შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის დაგეგმვის მნიშვნელობაზე ხაზგასმა და ახლად გამოვლენილ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც სიტუაციის ანალიზითა და გლობალური შეფასების საბოლოო ანგარიშით გამოიკვეთება, დიდწილად განსაზღვრავს, როგორც მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებებს, ისე გენდერული, რეგიონული, სოფლის მეურნეობის და მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული სტატისტიკის სხვა მაჩვენებლების წარმოებას.

1.3 მეთოდოლოგია

2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით. სტრატეგიის შემუშავების ფაზები აღწერილია № 1 გრაფიკში და სრულ შესაბამისობაშია როგორც ეროვნული სახელმძღვანელოს, ისე PARIS21-ის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელოს რეკომენდაციებთან. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ინკლუზიური იყო და მასში საქართველოს სტატისტიკის სისტემის ყველა რგოლი მონაწილეობდა. ამ მიდგომის გამოყენება სტატისტიკის სისტემის შიგნით მიზნებისა და აქტივობების ჰარმონიზებას, კოორდინირებას და საერთო პროგრამული ინსტრუმენტის შემუშავებას გულისხმობს.

სტარტეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით, დაინტერესებული მხარეების განსაზღვრისა და ანალიზისთვის გამოყენებულ იქნა დაინტერესებულ მხარეთა გავლენის მატრიცა (Power and Interest Matrix). აღნიშნული მეთოდი რეკომენდებულია პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს საჯარო კონსულტაციების ინსტრუქციით (დანართი 11) და ხელს უწყობს ინტეგრირებული სტრატეგიის შემუშავებას დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით. სიტუაციის ანალიზის მომზადების მიზნით, ჩატარდა საჯარო კონსულტაციები და დისკუსიები დაინტერესებულ მხარეებთან. გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტების მხარდაჭერით, საქსტატმა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. ჯამში ჩატარდა 30 ინტერვიუ და შეხვედრა, მათ შორის საქსტატის ყველა დეპარტამენტთან (ხელმძღვანელობის ჩათვლით) და ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მიმწოდებელს ან ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელს და მომხმარებელს წარმოადგენს6. დამატებით, საჯარო სექტორს მიღმა მყოფი მომხმარებლების თვალსაზრისით სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში არსებული მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, კონსულტაციები გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებისა7 და მონაცემთა მომხმარებლების (მკვლევრები, აკადემიური წრეები, ბიზნესასოციაციები დ ა.შ.) მონაწილეობით.

გრაფიკი 1. 2024-2027 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების ფაზები

საჯარო კონსულტაციების პროცესში ჩართული ორგანიზაციების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია საჯარო კონსულტაციის ანგარიშში (დანართი IV). სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში სულ ჩატარდა 2 საჯარო კონსულტაცია: პირველი საჯარო კონსულტაცია ჩატარდა სიტუაციის ანალიზის ეტაპზე, ხოლო მეორე – სტრატეგიის საბოლოო პროექტისა და მისი განხორციელების გეგმის განხილვის მიზნით.

ყველა დაინტერესებული მხარის საკონტაქტო ინფორმაციის შესაგროვებლად სტრატეგიის შემუშავების პირველივე ეტაპზე საჯარო კონსულტაციებზე მოწვევის შესახებ განაცხადი განთავსდა საქსტატის ვებსაიტზე და სოციალური მედიის გვერდებზე. საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა იყო ღია არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის (მოქალაქეებისთვის). საქსტატის ვებსაიტზე გამოიყო ცალკე პლატფორმა საჯარო კონსულტაციების წარმოებისთვის, სადაც განთავსდა ყველა საჭირო დოკუმენტი და დაკუმენტები ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ასევე, დაინტერესებულ მხარეებსა და სტრატეგიიის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ჯგუფს შორის უკუკავშირის საწარმოებლად, განთავსდა საქსტატის პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაციაც. პირველი, ონლაინფორმატში გამართული საჯარო კონსულტაციის მიზანი იყო სიტუაციის ანალიზის წინასწარი შედეგების წარდგენა და სტრატეგიიის კონცეფციის პროექტის განხილვა, რომელიც მოიცავდა მის ხედვას, მისიას, მიზნებსა და ამოცანებს. შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომელიც მონაწილეთა მსჯელობის საგანს  წარმოადგენდა, გათვალისწინებული იქნა სტრატეგიის დოკუმენტში.

მას შემდეგ, რაც სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის საბოლოო პროექტები ხელმისაწვდომი გახდა, დოკუმენტები აიტვირთა საქსტატის ოფიციალურ ვებსაიტსა და სოციალური მედიის გვერდებზე. შემუშავდა სპეციალური ფორმა დაინტერესებული მხარეებისგან წერილობითი გამოხმაურების შესაგროვებლად. ატვირთვიდან ორი კვირის შემდეგ ჩატარდა ონლაინშეხვედრა, სადაც განიხილეს სტრატეგიის პროექტი და მისი განხორიელების სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიის შემუშავების პროცესის მაღალი დონის მხარ­და­საჭერად და სტატისტიკის ერონული სისტემის წევრების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, გამოყენებული იქნა საკოორდინაციო მექანიზმი. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს № 308 დადგენილებით შეიქმნა უწყებათაშორისი საბჭო. საბჭოს ამოცანას სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი წარმო­ადგენს. საბჭოს შემადგენლობაში არიან სტატისტიკური ინფორმაციის მწარმოებელი და ძირითადი მომხმარებელი სამინისტროების (მინისტრის პირველი მოადგილეები ან/და მინისტრის მოადგილეები), ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საბჭოს პირველ სხდომაზე, პროცესში ზემოხსენებული უწყებების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა სამუშაო ჯგუფები.

შეიქმნა შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

  • სამუშაო ჯგუფი 1: სტატისტიკის წარმოების პროცესები და მონაცემთა ხარისხი

  • სამუშაო ჯგუფი 2: მონაცემების გამოყენება და სტატისტიკის ეროვნულის სისტემის შესაძლებლობების განვითარება

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფები შექმნილია სტრატეგიის განხორციელების მთელი პერიოდისთვის, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესის ჩათვლით და მოიცავს პერიოდს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2027 წლის 31 დეკემბრამდე. ზემოთ აღნიშნული ჯგუფები მოქმედების მთელ პერიოდში ხელს შეუწყობენ სტრატეგიის განხორციელებას და მონიტორინგს. ამასთან, სამუშაო ჯგუფები მწარმოებლებსა და მომხარებლებს შორის დიალოგის წარმართვის კარგ საშუალებას წარმოადგენენ.

სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამუშაო გეგმის შემუშავება მიმდინარეობდა პარალელურ რეჟიმში. სამუშაო ჯგუფებთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავდა დოკუმენტების პროექტების ორეტაპიან განხილვას და მოიცავადა ორდღიან სამუშაო ფიზიკურ შეხვედრას, სადაც განისაზღვრა მიზნობრივი აქტივობები და დეტალური გეგმა. აღნიშნული დოკუმენტების პროექტები ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო ექსპერტის მიერ.

სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმების სამუშაო ვერსიები გან­ხილული იქნა საჯარო კონსულტაციების ფარგლებში და გამოთქმული წინადადებებისა და კომენ­ტა­რების გათვალისწინებით დასამტკიცებლად გადაეგზავნა უწყებათაშორის საბჭოს.

2. სიტუაციის ანალიზი

სიტუაციის ანალიზი ჩატარდა SWOT ანალიზის მეშვეობით და „პრობლემის ხის“ ანალიზის მეთოდის გამოყენებით. საწყის ეტაპზე შეირჩა SWOT ანალიზის მეთოდი როგორც ოფიციალური სტატისტიკის სფეროში არსებული მდგომარეობისა და მისი სამომავლო პერსპექტივების სტრუქტურირებული, ყოვლისმომცველი და დაბალანსებული შეფასების ინსტრუმენტი. პრობლემის ხის ანალიზისგან განსხვავებით, SWOT ანალიზი ფოკუსირებულია შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და ანალიზზე. ამასთან, ეს შესაძლებლობები ინტეგრირებულია სამომავლოდ დაგეგმილ სტრატეგიულ მიზნებსა და აქტივობებში. SWOT ანალიზი გვაძლევს უფრო მეტად ჰოლისტურ ხედვას, რომელიც ფარავს არა მხოლოდ პრობლემურ სფეროებს, არამედ პოტენციური ზრდისა და გაუმჯობესების მიმართულებებსაც. SWOT ანალიზის საშუალებით იდენტიფიცირებული პრობლემები გაანალიზდა მათი გავლენისა და მნიშვნელობის მიხედვით.

ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პრობლემები გაანალიზდა პრობლემის ხის ანალიზის გამოყენებით მათი ძირეული მიზეზების დასადგენად, რაც მეტად საყურადღებოა ყველაზე მწვავე პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად გადაჭრისთვის.

ანალიზის სათანადოდ მხარდაჭერის მიზნით დამუშავდა შემდეგი მონაცემები:

  • სამაგიდე კვლევის მეთოდით, იერარქიების გათვალისწინებით მიმოიხილა შესაბამისი ეროვნული სტრატეგიებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების სტრატეგიული დოკუმენტები. კვლევის ფარგლებში გაანალიზებული იქნა შემდეგი დოკუმენტები: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის8, „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია”, საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგია, გენდერული სტატისტიკის სტრატეგია (2021-2023), ჰარმონიზაციის გეგმა ევროსტატის რეგიონული სტატისტიკის NUTS კლასიფიკაციის საქართველოში ეტაპობრივი დანერგვისთვის9, საქართველოში სტატისტიკური ბიზნესპროცესების ზოგადი მოდელის (GSBPM) დანერგვის სექტორული მიმოხილვა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ 2023 წლის თებერვალში და სხვ. სამაგიდე მიმოხილვა ასევე მოიცავდა 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების პროგრესის ანგარიშებს.

  • დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრები10 წარმოადგენდა ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროს და ჩატარდა SWOT ანალიზის ფარგლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემაში არსებული სიტუაციის შეფასებისა და პრობლემების გამოვლენის მიზნით. სულ გაიმართა 30-ზე მეტი საკონსულტაციო შეხვედრა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, როგორც საქსტატის დარგობრივ დეპარტამენტებთან, ისე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრებთან და წამყვან საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, სიტუაციის ანალიზის ფარგლებში გაიმართა საჯარო კონსულტაციები მონაცემთა მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფთან, SWOT ანალიზის პროექტის განხილვისა და მასზე უკუკავშირის მიღების მიზნით.

  • გლობალური შეფასება, რომლის რეკომენდაციები ინფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ბოლო გლობალური შეფასება (ოფიციალური სახელწოდებით „სტრატეგიული შეფასება“) ჩატარდა 2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის მომზადების პარალელურად. საქართველოში სტატისტიკის სისტემის ძირეული შეფასება ევროსტატის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) მიერ 2023 წლის სექტემბერში განხორციელდა. შედეგად, ძირითადი რეკომენდაციები აისახა სტრატეგიის სიტუაციის ანალიზის თავში და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის ნაწილში.

  • 2020-2023 წლების სტრატეგიის შეფასება, რომელსაც ეყრდნობა სიტუაციის ანალიზის თავი, იძლევა მნიშვნელოვან შედეგებსა და საიტერესო ცოდნას და იზიარებს წინამორბედი სტრატეგიისგან მიღებულ გამოცდილებას. დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების წარმოება სტრუქტურირებული იყო იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო როგორც წინამორბედი სტრატეგიის შეფასების, ისე 2024-2027 წლების სტრატეგიით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად ასახვა.

2.1 უახლესი მოვლენები და მიმდინარე ტენდენციები

საქართველო რიგი საერთაშორისო ხელშეკრულების მხარეა. მათ შორისაა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდამჭერი დოკუმენტები, სადაც ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის შემდგომი განვითარების აუცილებლობა ცალსახად არის ხაზგასმული. გარდა ამისა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება მოითხოვს მაღალი ხარისხის, სანდო და დროული ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, რაც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსთან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაბამისობის დასადგენად, 2018-2019 წლებში ევროსტატმა, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ და გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ სტატისტიკის ერთიანი სისტემის გლობალური შეფასება ჩაატარა. აღნიშნული გლობალური შეფასების რეკომენდაციები, სისტემის ადგილობრივ შეფასებებთან ერთად, საფუძვლად დაედო 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას.

ამ თვალსაზრისით, 2020-2023 წლების სტრატეგიის განხორციელებამ ხელი შეუწყო გლობალური შეფასების რეკომენდაციების შესრულებას, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესებისა და ევროკავშირის სტატისტიკურ სტანდარტებთან დაახლოების საქმეში. სტრატეგიის დოკუმენტი მომზადდა პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. საქსტატმა დაიწყო სტრატეგიის შემუშავება გაეროს განვითარების პროგრამისა11 და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. საქართველოს მთავრობამ მაღალი დონის უწყებათაშორისი საბჭო შექმნა, რომლის ამოცანას სტრატეგიის შემუშავების პროცესის კოორდინირება წარმოადგენდა. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ შესაბამისი სამინისტროების (მინისტრის მოადგილეების/პირველი მოადგილეების დონეზე), ეროვნული ბანკის (ვიცე-პრეზიდენტი) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

2020-2023 წლების სტრატეგიის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, უწყებათაშორისი საბჭოს მთავარ ფუნქციას სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი და ზედამხედველობა წარმოადგენდა. საბჭო ამტკიცებდა მონიტორინგის წლიურს ანგარიშებს. ამ ფორმით საბჭო უზრუნველყოფდა სტრატეგიის ეფექტური და დროული განხორციელებისთვის სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრების მაღალი დონის მხარდაჭერას.

2020-2023 წლების სტრატეგიის განხორციელებით მიღწეული ძირითადი შედეგები:

  • საკანონმდებლო ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. 2023 წელს მიღებული „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია „ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსთან“ და ოფიციალური სტატისტიკის მოდელურ კანონთან (დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია 2.2 ქვეთავში).

  • 2019 წლის გლობალური შეფასების ყველა ძირითადი რეკომენდაციის შესრულება. გლობალური შეფასების რეკომენდაციები 2020-2023 წლების სტრატეგიაში იყო ინტეგრირებული. ამგვარად, ხელი შეეწყო სტატისტიკის ეროვნული სისტემის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებსა და რეკომენდაციებთან დაახლოებას, მათ შორის გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსთან. მიღწეულმა შედეგებმა 2023 წლის გლობალური შეფასებით დადებითი შეფასება მიიღო.

  • მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების საშუალება, საჭირო სტატისტიკური მაჩვენებლების მიწოდების გზით. საქართველომ 101 მაჩვენებლის ნაციონალიზაცია მოახდინა, საიდანაც 60 მაჩვენებელი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ უნდა იწარმოოს. 2020-2023 წლების სტრატეგიის შესრულებით, საქსტატმა შეძლო საჭირო მაჩვენებლების 95%-ის წარმოება, ხოლო დარჩენილი მაჩვენებლის საწარმოებლად აქტივობები 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში დაიგეგმა.

  • მნიშვნელოვნად გაიზარდა სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოყენებულ მონაცემთა წყაროებში ადმინისტრაციული მონაცემების წილი. 2019 წელს სტატისტიკის ადმინისტრაციული მონაცემთა წყაროების გამოყენებით მხოლოდ 28% იწარმოებოდა; 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 36%-მდე გაიზარდა. ადმინისტრაციული მონაცემების წილის ზრდამ გააუმჯობესა მონაცემთა ხარისხი და შეამსუბუქა რესპოდენტთა ტვირთი. ამასთან, საქსტატმა შეძლო ახალი სტატისტიკური მაჩვენებლების წარმოება და მნიშვნელოვნად შეამცირა სტატისტიკის წარმოების პროცესის ეფექტურობის დანაკარგები.

  • საქსტატმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე გადასვლისა და მონაცემთა ე.წ. „ფურცლის გარეშე“ წარმოების კუთხით. ოფიციალურ სტატისტიკაში სულ უფრო მზარდია ტენდენცია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურებში სტატისტიკური პროცესების სტანდარტიზაციისა და მსგავსი სტატისტიკური ფუნქციების ცენტრალიზების (მაგალითად, გავრცელების) თვალსაზრისით, როგორც ევროკავშირში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. პროცესებზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადასვლით სტატისტიკის ეროვნული სამსახურების პროდუქტიულობის ამაღლება დადასტურდა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. სტატისტიკური ბიზნესპროცესების ზოგადი მოდელის (GSBPM) პრინციპების ეტაპობრივ დანერგვას წინა სტრატეგიაც ითვალისწინებდა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე წლის წინ საქსტატმა გადადგა პირველი ნაბიჯები საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გავრცელებისა და კომუნიკაციის აქტივობების ცენტრალიზებით.

  • 2020-2023 წლების სტრატეგიის შესრულების შედეგების თანახმად, მონაცემთა შეგროვების ელექტრონულ რეჟიმებზე გადასვლის გარდა, საქსტატმა მნიშვნელოვან პროგრესს GSBPM-ის დანერგვისა და მონაცემთა გავრცელების ინსტრუმენტების და, ასევე, ინტერაქტიული პორტალების მოდერნიზაციით მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ საქსტატი ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში იმ სტატისტიკის ეროვნული სამსახურების მოკლე ჩამონათვალში, რომლებმაც მონაცემთა შეგროვებისა და ე.წ. „ფურცლის გარეშე“ დამუშავების მეთოდებზე სრულად გადასვლა მოახერხა. 2023 წლის თებერვალში ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩაატარა GSBPM-ის სექტორული მიმოხილვა საქართველოში, რომლის მიზანსაც პროცესზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვის საგზაო რუკის შემუშავება წარმოადგენდა. საგზაო რუკაში მითითებული რეკომენდაციები სრულად არის ინტეგრირებული 2024-2027 წლების სტრატეგიის 1.3 ამოცანის ქვეშ.

  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და შესაბამისი პერსონალით სათანადოდ დაკომპლექტება დაეხმარა საქსტატს მნიშვნელოვნად გაეძლიერებინა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი და შეემცირებინა მისი პერსონალის გადინება. საქსტატმა უზრუნველყო სტატისტიკური პორტალების შეუფერხებელი დანერგვა და ფუნქციონირება, ასევე მონაცემთა უსაფრთხოების დონის გააუმჯობესება. გლობალური შეფასების ჯგუფმა შეიმუშავა სპეციფიური რეკომენდაციები საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის გასაძლიერებლად, რაც სრულად იყო ინტეგრირებული 2020-2023 წლების სტრატეგიაში.

  • საქსტატი იყენებს მონაცემთა გავრცელების თანამედროვე ინსტრუმენტებს და პოპულარიზაციას უწევს უწყების ოფიციალურ ვებსაიტს და სტატისტიკის თემატურ პორტალებს. აღნიშნული აქტივობების შედეგად, ოფიციალურ ვებსაიტზე უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. 2022 წელს უნიკალური მომხმარებლების რაოდენობამ 776 ათასი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. გარდა ამისა, საქართველოში სოციალური ქსელების პოპულარობის გათვალისწინებით, საქსტატი აქტიურად ავრცელებს უახლეს სტატისტიკას, სიახლეებს და ინფოგრაფიკას საკუთარი ოფიციალური სოციალური მედია-გვერდების მეშვეობით. 2022 წელს 2020 წელთან შედარებით საქსტატის ფეისბუკის ოფიციალური ანგარიშის მიმდევრების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. აღნიშნული მიუთითებს ოფიციალური სტატისტიკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე.

ოფიციალური სტატისტიკის განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებაში. ოფიციალური სტატისტიკის მნიშვნელობას ასევე ხაზს უსვამს საქსტატის მონაწილეობა საკვანძო უწყებათაშორის სტრუქტურებში.

საქსტატი არის მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი მაღალი დონის საბჭოს წევრი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი განვითარების ნაციონალიზებული მიზნების მიღწეული პროგრესის მონიტორინგში.

მდგრადი განვითარების ნაციონალიზებული მიზნების მაჩვენებლების წარმოების გაფართოება და არსებული მონაცემების განახლება – სტრატეგიული ამოცანა 1.1-ის ფარგლებში გაწერილი ღონისძიებების ნაწილია.

საქსტატი აგრეთვე წევრია საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიისა (SCMI), რომელიც 2010 წლის 13 ოქტომბერს შეიქმნა, როგორც მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის ძირითადი პლატფორმა და სხვადასხვა ორგანოს კომპეტენციათა საკოორდინაციო ინსტრუმენტს წარმოადგენს. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიაში მკაფიოდაა ხაზგასმული მიგრაციის სტატისტიკაზე ფოკუსირებული ოფიციალური სტატისტიკის წარმოების აუცილებლობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებიც ამჟამად არ არის საკმარისად განვითარებული, არის: რეინტეგრაციის სტატისტიკა, შრომითი მიგრაციის სტატისტიკა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაცია საქართველოში და სხვ. საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა და ვალდებულია რეგულარულად წარადგინოს ანგარიშები. ამ ვალდებულების შესასრულებლად აუცილებელია შესაბამისი ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობა. საქსტატის მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა ფართოდ გამოიყენება „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“.

ოფიციალური სტატისტიკის წარმოების გაფართოებისა და შემდგომი განვითარების სპეციფიკური საჭიროებები განხილული იქნა დაინტერესებულ მხარეთა საკონსულტაციო შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საჭიროებები სტრატეგიული მიზნების ფარგლებში გარდაიქმნება კონკრეტულ ღონისძიებებად, სტატისტიკის ეროვნული სისტემის ძირითადი საჭიროებები, რომლებიც საჯარო კონსულტაციების შეხვედრებზე იქნა განხილული, შეიძლება შეჯამდეს შემდეგნაირად:

  • საჭიროა დამატებითი მაჩვენებლების წარმოება კონკრეტულ სექტორებში სტრატეგიების დაგეგმვისა და მონიტორინგის მხარდასაჭერად, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად.

  • ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი კატეგორიებისთვის საჭიროა სქესის, რეგიონის და, ზოგიერთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიხედვით დისაგრეგირებული მონაცემები.

  • დარგობრივი სამინისტროები და წამყვანი სსიპ-ები საჭიროებენ მონაცემებით უზრუნველყოფას საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშგების მოთხოვნების (მაგალითად, მაღალი დონის ოფიციალური კითხვარების) შესრულებისთვის.

  • საჭიროა უკეთესი კოორდინაცია და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სტატისტიკის ეროვნულის სისტემის ფარგლებში. საერთაშორისო დონორებთან შეხვედრების ფარგლებში, დადებითად შეფასდა საქსტატის პოზიციონირება დონორთა კოორდინაციის მხარდასაჭერად ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით.

გენდერული საკითხების მეინსტრიმინგი სტატისტიკური საქმიანობის პროცესში

სტატისტიკაში გენდერული პერსპექტივის მეინსტრიმინგი ნიშნავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გენდერული მაჩვენებლების სისტემატურ გათვალისწინებას მონაცემთა წარმოების ყველა ეტაპზე (Hedman, Perucci and Sundström, 1996; გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 2001a, 2001b, 2002, 2006). საქართველოს სტატისტიკის ეროვული სისტემა იღებს ვალდებულებას რეგულარულად შეაგროვოს, გააანალიზოს და გაავრცელოს მონაცემები, რომლებიც ეხება გენდერულ საკითხებს. საქსტატს, როგორც ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ მთავარ უწყებას, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პროდუქტიული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს გენდერული სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების განვითარების საქმეში. 2018 წელს საქართველოში ჩატარებული გენდერული სტატისტიკის სისტემის შეფასების შედეგებით გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები მონაცემებთან დაკავშირებით და გამოწვევები შესაბამისი, დროული და მაღალი ხარისხის გენდერულ მაჩვენებლებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ. ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები ინტეგრირებული იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების ეროვნულ სტრატეგიაში და ჩამოყალიბდა კონკრეტულ მიზნებად და სამოქმედო პრიორიტეტებად გენდერული სტატისტიკის განვითარების პირველ სტრატეგიაში (2021-2023 წწ.). გენდერული სტატისტიკის განვითარებისთვის საქსტატის მიერ აღებულმა ვალდებულებებმა განაპირობა გენდერული სტრატეგიის შესრულების მაღალი დონე. სტრატეგიით განსაზღვრული ყველა ძირითადი მიზანი უკვე მიღწეულია. ჩატარდა ახალი გამოკვლევები ისეთ პრიორიტეტულ გენდერულ საკითხებზე, როგორებიცაა:  „დროის გამოყენების გამოკვლევა (TUS)“, „ქალთა მიმართ ძალადობის გამოკვლევა (VAW)“, „მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS)“. აღნიშნული ღონისძიებები აძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების (GEWE) ეროვნული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ეროვნული პოლიტიკის მონიტორინგისა და ანგარიშგების კუთხით. ორგანიზაცია „Open Data Watch“-მა 2023 წელს ჩატარებული „Gender Data Compass Assessment“12 შეფასების თანახმად, გენდერული მონაცემების ხელმისაწვდომობისა და ღიაობის თვალსაზრისით, საქართველოს მსოფლიო მასშტაბით 185 ქვეყნიდან მე-5 ადგილი მიანიჭა.

თუმცა საქსტატს გენდერული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების დანერგვისა და გაზიარების მდიდარი გამოცდილება გააჩნია, მონაცემთა ზოგიერთ სხვა მიმწოდებელს არ აქვს საკმარისი შიდა რესურსი, რათა სრულად გამოიყენოს ადმინისტრაციული მონაცემების პოტენციალი. მათ არ შესწევთ უნარი აწარმოონ ყოვლისმომცველი და ადვილად ხელმისაწვდომი გენდერული მონაცემები კონკრეტული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად. საქსტატს შეუძლია ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ჩარჩოს შემუშავება და ადმინისტრაციული მონაცემების შეგროვების კოორდინირება, ასევე გენდერული მეინსტრიმინგის სტანდარტების დაწესება და გენდერული მონაცემების ეკოსისტემის გაფართოება.

მონაცემთა შეგროვების პროცესში ეფექტური გენდერული მეინსტრიმინგი მოითხოვს საქსტატისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სისტემის სხვა წევრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. გენდერული სტატისტიკის სისტემატური კოორდინაციის ფორმალური მექანიზმის არარსებობა და გენდერული მაჩვენებლების მცირე ჩამონათვალის ეროვნულად შეთანხმებული ჩარჩოს არარსებობა აფერხებს ქვეყანაში გენდერული პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებას და მათ სათანადო შეფასებას.

გენდერული სტატისტიკური პროდუქტების მომხმარებელთა საჭირობებთან შესაბამისობის უკეთ დადგენის მიზნით, საქსტატმა 2021 წელს ჩაატარა „გენდერული სტატისტიკის მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევა“. გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა (80%) კმაყოფილია საქსტატის გენდერული სტატისტიკის ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა გენდერული სტატისტიკის პორტალი, სტატისტიკური პუბლიკაცია „ქალი და კაცი საქართველოში“ და შესაბამისი ინფოგრაფიკები. თუმცა, მიუხედავად არსებული სტატისტიკური მონაცემებით კმაყოფილებისა, ბევრმა აღნიშნა დამატებითი მაჩვენებლების წარმოების აუცილებლობა, განსაკუთრებით დანაშაულის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროებში; აგრეთვე გამოვლინდა საჭიროება მონაცემების ჩაშლაზე (დისაგრეგირება) რეგიონების, მუნიციპალიტეტების, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის და სხვა ჭრილში. აღინიშნა გენდერული სტატისტიკის პორტალის პრომოუშენის აუცილებლობაც, რადგან ბევრმა არ იცოდა მისი არსებობის შესახებ.

სტრატეგია არის ღირებული ინსტრუმენტი ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვისთვის, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთს. გენდერული სტატისტიკის წარმოების გაფართოებისა და დისაგრეგირების შესაძლებლობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით დაგეგმილი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის კონტექსტში, მონაცემთა ახალი წყაროების პოტენციალისა და ახალი მეთოდების შესწავლით, უფრო დეტალური მონაცემების გენერირებისთვის, დაგეგმილია მკაფიოდ განსაზღვრული ღონისძიებათა ციკლი ოფიციალურ სტატისტიკაში გენდერული მეინსტრიმინგის შემდგომი გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, სტატისტიკის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. გენდერულ სტატისტიკაში ინვესტირება აუმჯობესებს მონაცემთა საერთო სისტემას ქვეყანაში და პირიქითაც.

აღიარებს რა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტულ კომპეტენციას და მის მიერ გაწეულ ფასდაუდებელ მხარდაჭერას საქართველოში გენდერული სტატისტიკის განვითარების საქმეში, საქსტატი თანამშრომლობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტებთან 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიაში გენდერული სტატისტიკის სათანადოდ ასახვის უზრუნველსაყოფად.

2.2 სტატისტიკის ეროვნული სისტემის შეფასება

SWOT ანალიზი წარმოდგენილია გრაფიკი № 2 სახით. მასში შეჯამებულია ძირითადი შიდა და გარე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარებაზე. SWOT ანალიზის საშუალებით გამოვლენილი სუსტი მხარეები და შესაძლებლობები მიმოხილულია სტრატეგიული მიზნებითა და ამოცანებით, რომელშიც გათვალისწინებულია საჭირო ზომები, იდენტიფიცირებული რისკების შესამცირებლად.

მოცემული SWOT ანალიზი ხაზს უსვამს რამდენიმე ძირითად ასპექტს. საქსტატის ძლიერი მხარეები მოიცავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ცენტრალიზებული სისტემას, მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლებს და გამოცდილი ინტერვიუერების ქსელს, საერთაშორისო სტატისტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას, მონაცემთა შეგროვების ელექტრონულ მეთოდებს, მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობას და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველსაყოფად.

თუმცა, არსებობს რიგი სუსტი მხარეები, როგორიცაა საჯარო უწყებების მიერ მოწოდებული მონაცემების ხარისხის არასაკმარისი კონტროლი; მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პრობლემა, მაღალი ხარისხის სტატისტიკაზე მზარდი მოთხოვნა, განსაკუთრებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ბოლოდროინდელი პროგრესისა და მონაცემთა მართვის სისტემის გაძლიერების საჭიროების ფონზე.

ანალიზი ასევე განსაზღვრავს შესაძლებლობებს, მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ფოკუსირებას ოფიციალურ სტატისტიკის განვითარებაზე, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე, საქართველოს მთავრობის „ხედვა 2030-ის განვითარების სტრატეგიის“ მომავალ შეფასებებსა და მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერაზე. აღნიშნული პერსპექტივები, თავის მხრივ, წარმოქმნის თანამშრომლობისა და მონაცემთა გაუმჯობესების ახალ სივრცეებს და, ასევე, ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მნიშვნელობის ამაღლებასა და ამ მიმართულებით ინვესტირების ზრდას.

მეორე მხრივ, არსებობს საფრთხეები, როგორიცაა კვალიფიციური თანამშრომლების მცირე ჯგუფზე დამოკიდებულება და გამოცდილ სტატისტიკოსებზე გაზრდილი მოთხოვნა, ადგილობრივ შრომის ბაზარზე. აღნიშნულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისა და გადაჭრის გზების უგულებელყოფამ, შეიძლება შეაფერხოს საქსტატის ინოვაციურობის უნარი და ხელი შეუშალოს საქსტატში კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებას. აღნიშნული პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად საქსტატმა უნდა გამოიყენოს თავისი ძლიერი მიმართულებები, აღმოფხვრას სუსტი მხარეები, გამოიყენოს შესაძლებლობები და პროაქტიურად შეარბილოს პოტენციური საფრთხეები.

Badge Follow with solid fillBadge Unfollow with solid fillBadge Unfollow with solid fillBadge Follow with solid fill

პრობლემის ხის ანალიზის მეთოდი გამოყენებული იყო SWOT ანალიზში გამოვლენილი ძირითადი პრობლემების გასაანალიზებლად, იმ ძირეული მიზეზების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც სტრატეგიული მიზნებითა და ამოცანებით უნდა გადაიჭრას. პრობლემის ხის ანალიზის შედეგები ეფექტურად ავსებს SWOT ანალიზის მიგნებებს, რაც საშუალებას იძლევა დაძლეულ იქნას სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების შემაფერხებელი ძირითადი ბარიერები და ამავდროულად იძლევა ახალი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას. ქვემოთ გაანალიზებული მთავარი პრობლემები გარდაიქმნება სტრატეგიულ მიზნებად, ხოლო მათი გამომწვევი მიზეზები გაანალიზდება სტრატეგიული ამოცანების მეშვეობით.

მთავარი პრობლემა 1. შეუსაბამობა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად საჭირო მაღალი ხარისხის სტატისტიკასა და ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობას შორის

იზრდება მოთხოვნა მაღალი ხარისხის სტატისტიკურ მონაცემებზე, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების, პოლიტიკის შემუშავებისა და მიმდინარე თუ დაგეგმილი რეფორმების მონიტორინგის პროცესში, ასევე ევროკავშირისა და გლობალურ შეთანხმებებში საქართველოს მონაწილეობის მხარდასაჭერად. საქართველო ახდენს თავისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან, რაც ზრდის ხარისხიანი მონაცემების საჭიროებას, პროგრესის მონიტორინგისა და ეფექტური პოლიტიკის ზომების შემუშავებისთვის. გარდა ამისა, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მხარს უჭერს მუნიციპალიტეტებს მაღალი ხარისხის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, რაც ქმნის დამატებით მოთხოვნას მაღალი ხარისხის ოფიციალურ სტატისტიკაზე, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

მომხმარებლების მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და მუდმივად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის მიზნით, სტატისტიკის ეროვნული სისტემის მიზანია გარდაიქმნას მონაცემთა წარმოების თანამედროვე მოქნილ სისტემად. მიუხედავად იმისა, რომ არსებული რესურსები შეიძლება არ იყოს საკმარისი მომხმარებლის მოთხოვნასა და ხელმისაწვდომ სტატისტიკას შორის არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ინვესტირებას მაღალი მოთხოვნის მაჩვენებლების წარმოებაში, რათა მომხმარებლები უზრუნველყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტებით. საჭირო სტატისტიკასა და ხელმისაწვდომ სტატისტიკას შორის შეუსაბამობა იწვევს უარყოფით შედეგებს და ამ ეფექტების სიმძიმე მჭიდრო კავშირშია სხვაობის სიდიდესთან.

უარყოფითი შედეგები

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების გამოწვევები საჭირო სტატისტიკის არარსებობის პირდაპირი და უშუალო შედეგია. ხარისხიანი მონაცემების ნაკლებობა ართულებს რეფორმების გავლენის შეფასებას, ასევე სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებას და პოლიტიკის მონიტორინგს. ზემოთ აღნიშნული საკითხი საჯარო კონსულტაციების განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა და ხშირად დასახელდა ისეთი სტატისტიკური მონაცემების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ახლახანს ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ეფექტური მონიტორინგისთვის ახალ სტატისტიკურ მონაცემებს საჭიროებს. ამის კარგი მაგალითია მიმდინარე რეფორმა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს, შეასრულოს ვალდებულება, უზრუნველყოს ნარჩენების მდგრადი მართვა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შემოიღო მწარმოებლის პასუხისმგებლობის გაფართოებული ვალდებულება და ესაჭიროება დამატებითი მონაცემები კონკრეტული კატეგორიის პროდუქციის ადგილობრივი წარმოების შესახებ13,  რომლებიც წარმოქმნიან მავნე ნარჩენებს. არის სხვა მაგალითები, როდესაც სირთულეებია სექტორული სტრატეგიების დოკუმენტების შემუშავებისას, სწორი სამიზნე ინდიკატორების განსაზღვრის ნაწილში, რადგან ზოგიერთი მათგანისთვის მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი ან საჭირო ფორმატით არ მოიპოვება.

  • გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გამოწვევები იწვევს პოლიტიკის ეფექტურობის შემცირებას და რისკებს უქმნის ეკონომიკურ განვითარებას.

  • დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების პროცესში აქტიურად გამოიკვეთა საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებასთან დაკავშირებული გამოწვევები. პირველ რიგში, აღნიშნული პრობლემები უკავშირდება მაღალი დონის საერთაშორისო კითხვარების შევსებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, როგორც ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ეროვნული ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილს. მაგალითები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება რეგულარული ანგარიშგებით მიგრაციის ევროპულ ქსელში, ასევე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წინაშე ანგარიშგებისა და სხვ. ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც გარკვეულ მაჩვენებლებზე ოფიციალური სტატისტიკა არ იყო ხელმისაწვდომი და პასუხისმგებელი უწყებები ცდილობდნენ თავად შეეგროვებინათ მონაცემები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკის მიმწოდებლების მიერ მოპოვებული მონაცემები წარმოადგენს ხარისხისა და საერთაშორისო მეთოდოლოგიებთან შესაბამისობის გარანტიას.

  • რეფორმების პროგრესის მიზნით ანგარიშგების მოთხოვნებთან დაკავშირებული გამოწვევები რისკებს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ხსენებული საკითხების გადაუჭრელობამ შესაძლოა ასევე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციაზე.

  • რესურსების არაეფექტური განაწილების რისკი ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისას მონაცემების ნაკლებობის კიდევ ერთი უარყოფითი შედეგია. პოლიტიკის ეფექტური ანალიზისა და მონიტორინგის გარეშე არსებობს მიზნობრიობის დარღვევისა და პროგრამების არასწორად მიმართვის რისკი. დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების დროს ნახსენები ერთ-ერთი მაგალითი ეხებოდა რეგიონული განვითარების პროგრამებს, რომლებიც ფოკუსირებულია კონკრეტულ საპილოტე რეგიონებზე. სათანადო მონაცემების გარეშე რთულია მხარდაჭერის პროგრამების ეფექტურობის შეფასება.

  • სათანადო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზის გარეშე არსებული რეფორმები და მხარდამჭერი პროგრამები შეიძლება ადეკვატურად არ იყოს მიმართული მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების საჭიროებებისკენ, რაც გაზრდის სოციალური უთანასწორობის რისკებს და პოლიტიკის ეფექტურობის შემცირებას.

  • გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული პრობლემების გადაუჭრელობამ და მონაცემებთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა შეიძლება შეამციროს დაინტერესებული მხარეების ნდობა ოფიციალური სტატისტიკის მიმართ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ყველა წევრი ავლენს ერთგულებას და დიდ ძალისხმევას მიმართავს საჭირო მონაცემების მართებულად წარმოებისაკენ, რითაც ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. აღნიშნული ძალისხმევა ადასტურებს დაინტერესებული მხარეების ერთგულებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მიმართ, ხელი შეეწყოს არსებული რესურსების მაქსიმალურ ათვისებას, ხარისხიან მონაცემებზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

    • აღნიშნული საკითხები საჭიროებს დროულ რეაგირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები უარყოფითად აისახება ოფიციალურ სტატისტიკის მიმართ გამოხატულ ნდოობასა და სისტემის რეპუტაციაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში კი დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.

გამომწვევი ფაქტორები

  • პოლიტიკის მწარმოებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ძირითადი მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად ზუსტი და მაღალი ხარისხის სტატისტიკის არასაკმარისი დოზით წარმოება. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის არსებული რესურსები არ იძლევა დიდი მოცულობის ყველა საჭირო მონაცემის დროულად წარმოების საშუალებას. სიტუაციის ანალიზის ჩატარებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართვის მთავარ მიზანს წარმოადგენდა, სტრატეგიით განსაზღვრულ პერიოდში საწარმოებელი მაღალი პრიორიტეტული მნიშვნელობის მაჩვენებლების იდენტიფიცირება.

  • შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსები მიმდინარე საჭიროებების სრულად დასაკმაყოფილებლად. საერთაშორისო შეფასებების ანგარიშები, მათ შორის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიში ხაზს უსვამს ადამიანური და ფინანსური რესურსების შეზღუდულობის პრობლემას, როგორც ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. მონაცემებზე გაზრდილი მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ბოლო დროს მიღწეული პროგრესის ფონზე, დღის წესრიგში აყენებს საქსტატისთვის დიდი მოცულობით ფინანსური მხარდაჭერის საკითხს როგორც საქართველოს მთავრობის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

  • ადმინისტრაციული და ალტერნატიული მონაცემთა წყაროების დივერსიფიკაციის და გაფართოების საჭიროება. გამოკვლევების ჩატარება ძვირი და შრომატევადი საქმეა. სტატისტიკის თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკა რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების, რეგისტრებისა და ალტერნატიული წყაროების მაქსიმალურ გამოყენებას, ხოლო გამოკვლევების ჩატარებას იმ ტიპის მონაცემების მოპოვების მიზნით, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოებისგან ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს სკანდინავიური ქვეყნები წარმოადგენენ, რომლებიც დიდწილად ეყრდნობიან მოსახლეობის რეგისტრებს დემოგრაფიის სტატისტიკის გასაახლებლად. აღნიშნული ქვეყნები ხშირად არ ატარებენ ტრადიციულ აღწერებს და იყენებენ რეგისტრებს, რომლებიც უფრო ეფექტიანი და ზუსტია განახლებული დემოგრაფიული მონაცემების მისაღებად. საქსტატმა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენების გაფართოებაში და მიუახლოვდა ადმინისტრაციული წყაროებიდან მიღებული სტატისტიკის 36%-იან მაჩვენებელს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების წილის გაფართოების დიდი პოტენციალი, მაღალი ხარისხის სტატისტიკური მაჩვენებლების წარმოების გაზრდის მიზნით.

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემის წევრებს შორის, განსაკუთრებით კი საქსტატში, კვალიფიციური კადრების გადინების მაღალი მაჩვენებელი კვლავ რჩება ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად. პერსონალის დენადობა განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პერსონალის მაღალი დენადობა წინა წლებში სტაბილურად 7%-იან დონეზე რჩებოდა. ამის გარდა, საკმაოდ გართულდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ამჟამად (2023 წლის ბოლოსთვის) საქსტატში 20 ღია ვაკანსიაა. ზოგიერთ ვაკანსიაზე ზედიზედ რამდენჯერმე გახდა საჭირო რეკრუტინგის ჩატარება, კანდიდატებს შორის აუცილებელი კვალიფიკაციის არარსებობის ან/და შემოტანილი განცხადებების სიმცირის გამო. ზოგიერთ დეპარტამენტში პერსონალის გადინების გავლენა განსაკუთრებით მწვავეა, რაც ზრდის დატვირთვას დარჩენილ თანამშრომლებზე. მაგალითად, ამჟამად, ეროვნული ანგარიშების დეპარტამენტში 12 საშტატო თანამდებობიდან 4 ვაკანტურია, მათი ნაწილი 8 თვის განმავლობაში ვაკანტურად რჩებოდა. დამატებით პრობლემას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების დენადობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე. მითითებულ დეპარტამენტში, მაგალითად, მუშაობის საშუალო ვადა 3 წელია (დეპარტამენტის უფროსის გამოკლებით). პერსონალის დენადობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მოახლოებული მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფონზე.

  • ოფიციალური სტატისტიკის დროულად წარმოების პრობლემა მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. დაინტერესებულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დროის შემცირების აუცილებლობას. ძირითადი სტატისტიკური პროდუქტები უფრო სწრაფად უნდა იყოს წარმოებული, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი წლიურ პერიოდულობასთან ერთად კვარტალურადაც უნდა იწარმოებოდეს. ამის მაგალითია საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი, რომელიც საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ქვეყნდება.

  • მონაცემთა წარმოების პროცესების შემდგომი მოდერნიზაციისა და ავტომატიზაციის პოტენციალი. GSBPM-ზე გადასვლა განიხილება როგორც მონაცემთა წარმოების პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების მთავარი ალტერნატივა. GSBPM-ზე შეუფერხებლად გადასვლის მიზნით, საქსტატმა უნდა გაატაროს აუცილებელი პროცედურები და სტრუქტურული ცვლილებები.

    • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა საჭიროებს შემდგომ მოდერნიზაციას სტატისტიკის წარმოების პროცესების ავტომატიზაციისა და მონაცემთა დაცვის მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატმა და ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაციისა და გაციფრების მხრივ, ამ სფეროში გაუმჯობესების დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს. აქცენტი უნდა გაკეთდეს GSBPM-ზე გადასვლაზე, რომელიც დაზოგავს რესურსებს და წარმოების უფრო გამარტივებულ პროცესს უზრუნველყოფს. საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესის საერთაშორისო შეფასების შედეგად შემუშავებული GSBPM-ის საგზაო რუკა მკაფიოდ განსაზღვრავს სფეროებს, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას როგორც წარმოების პროცესების ოპტიმიზაციის, ისე ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის თვალსაზრისით.

მთავარი პრობლემა 2: მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის არარსებობა და მომხმარებლის არასაკმარისი წვდომა არსებულ მონაცემებზე

მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემისა და პროცესში მომხმარებელთა მონაწილეობის გარეშე მონაცემები კარგავს მნიშვნელობას, სათანადო შეფასებისა და ანალიზისთვის. ეს, თავის მხრივ, აფერხებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას და ინფორმაციის ეფექტურ ხელმისაწვდომობას. მონაცემთა მართვის სისტემის გამართულობა გადამწყვეტია სანდო, თანმიმდევრული და ზუსტი სტატისტიკის წარმოებისთვის. მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების სტანდარტებისა და ნორმების დადგენით, მონაცემთა მართვის სისტემა განაპირობებს ოფიციალური სტატისტიკის სანდოობას, პოლიტიკის მწარმოებლებს, ბიზნესწრეებს, მკვლევრებსა და საზოგადოების სხვა წევრებს შორის. გარდა ამისა, მონაცემთა მართვის კარგად განვითარებული სისტემა უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას, სტანდარტიზაციას და საერთაშორისო სტატისტიკურ სტანდარტებთან შესაბამისობას, რაც თავის მხრივ, სტატისტიკის ეროვნული სისტემის სხვადასხვა ორგანოს შორის ეფექტური თანამშრომლობისა და გამართული კოორდინაციის წინაპირობას წარმოადგენს.

უარყოფითი შედეგები

  • მომხმარებლები სრული მასშტაბით არ იყენებენ ხელმისაწვდომ სტატისტიკურ მონაცემებს. საჭირო ანალიტიკური უნარების გარეშე მომხმარებლებს უჭირთ მიკრომონაცემების სწორი ანალიზი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აგრეგირებული მონაცემების წარმოების კონტექსტი მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, დროითი შეზღუდვები მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებლები, განსაკუთრებით პოლიტიკის დამგეგმავები, საჭიროებენ დროულ მონაცემებს, რომლებიც პასუხობს გადაწყვეტილების მიღებისას არსებულ საჭიროებებს.

  • მომხმარებლის კმაყოფილების შემცირება და არარეალიზებული შესაძლებლობები. არსებული მონაცემების არასაკმარისად ათვისება და ხელმისაწვდომი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ შეზღუდული ცნობადობა, მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფებში იწვევს მათი კმაყოფილების დონის შემცირებას და სხვადასხვა სფეროში ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს. პოლიტიკის მწარმოებლებს შესაძლოა გაუჭირდეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნესს შესაძლოა შეექმნას სირთულეები სტრატეგიულ დაგეგმვაში და მკვლევრების ყურადღების მიღმა დარჩეს ანალიტიკური საქმიანობისთვის საჭირო ღირებული მონაცემები. მონაცემთა ბაზებისა და მიკრომონაცემების ხელმისაწვდომობა ასევე მნიშვნელოვანია მკვლევარებისთვის, ახალი ანალიზის ჩასატარებლად და ქვეყანაში ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად, ანალიტიკური ანგარიშების წარმოების მიზნით.

  • მომხმარებლის შემცირებული ნდობა ოფიციალური სტატისტიკის მიმართ. გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოწვევების გადალახვის გარეშე, შემცირდება მომხმარებლის ნდობა ოფიციალურ სტატისტიკის მიმართ, რადგან შესაძლებელია მომხმარებელმა სტატისტიკური მონაცემები მიიჩნიოს არასრულად, არასანდოდ ან მიუწვდომელად.

  • მონაცემებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ნაკლებობა. მონაცემთა მართვის გამართული ჩარჩოს გარეშე ორგანიზაციებს შეიძლება არ სურდეთ მონაცემების შეგროვების ერთობლივ ინიციატივებში ჩართვა, რაც იწვევს ინოვაციებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას.

  • ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების გამოწვევები. ერთობლივი ძალისხმევისა და პარტნიორობის გარეშე მონაცემთა მრავალფეროვან წყაროებზე წვდომა შეიძლება შეზღუდული იყოს.

  • ადმინისტრაციული მონაცემების ხარისხზე კონტროლის ნაკლებობა. წინასწარ განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმების, მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემისა და სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში ერთიანი სტანდარტების (მათ შორისაა ხარისხის უზრუნველყოფა) გარეშე შეუძლებელია ადმინისტრაციული მონაცემების ხარისხის ეფექტური კონტროლი.

  • ადმინისტრაციული მონაცემებისადმი უნდობლობა. სტატისტიკის ეროვნული სისტემის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის დადგენილი მექანიზმებისა და სტანდარტების გარეშე, ადმინისტრაციული მონაცემები შეიძლება არასაიმედოდ აღიქმებოდეს და მონაცემების მიმართ ნდობის შემცირება გამოიწვიოს. ამან შესაძლოა შეაფერხოს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაში ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენების ზრდა.

  • ზემოთ აღნიშნული პრობლემების გადაუჭრელობა, გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს არათანმიმდევრულ სტრატეგიულ დაგეგმვას და შეაფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.

გამომწვევი ფაქტორები

  • ცნობიერების დაბალი დონე მონაცემთა მნიშვნელობის შესახებ. მწირი სტატისტიკური წიგნიერებისა და ცნობიერების დაბალი დონის გამო, ფართო საზოგადოებას შეზღუდული აქვს აღქმა იმ პოტენციური სარგებლის შესახებ, რაც შეიძლება მონაცემებისგან მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალისხმევა იხარჯება საჯარო სექტორში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, ნაკლები ყურადღება ეთმობა მონაცემთა გამოყენების კულტურის ჩამოყალიბებას მომხმარებელთა სხვა ჯგუფებში. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ურთიერთდამკვეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული სტატისტიკა, მოწყვლადი ჯგუფები (მაგალითად, შშმ პირები), მდგრადი განვითარების მიზნების ზოგიერთი მაჩვენებელი და ა.შ. საჯარო სექტორშიც კი შეზღუდულია გენდერული სტატისტიკის მაჩვენებლების პოტენციური სარგებლისა და პოლიტიკის დაგეგმვაში მათი როლის აღქმა. გარდა ამისა, სტატისტიკური მონაცემების ღირებულებაზე დაბალი ინფორმირებულობა განაპირობებს ხელმისაწვდომი მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას ან მონაცემების უპასუხისმგებლო გამოყენებას.

  • მომხმარებლების გარკვეული ჯგუფების ცნობიერების დაბალი დონე ხელმისაწვდომი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ. სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისთვის ნაკლებადაა ცნობილი ინფორმაცია ოფიციალური სტატისტიკისა და ზოგიერთი თემატური პორტალის შესახებ. მაგალითად, ბევრმა მუნიციპალიტეტმა არ იცის რეგიონული სტატისტიკის პორტალის არსებობის შესახებ და არ იყენებს მის მონაცემებს. მუნიციპალიტეტების ცნობიერების ამაღლება ხელმისაწვდომი ოფიციალური სტატისტიკისა და მათი პასუხისმგებლობით გამოყენების შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების მხარდასაჭერად, შედეგზე ორიენტირებული მუნიციპალური განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.

  • სტატისტიკური კომუნიკაციის გაძლიერების საჭიროება. საქსტატმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია მონაცემების სხვადასხვა არხებით გავრცელების მიმართულებით, მაგრამ მონაცემთა შესახებ კომუნიკაციას ჯერჯერობით ნაკლები ყურადღება ექცევა. იმის მიუხედავად, რომ რეგულარულად ტარდება მედია ბრიფინგები და ფართოდ გამოიყენება ინფოგრაფიკა, ოფიციალურ სტატისტიკაში კონტექსტუალიზაციისა და შინაარსის გადმოცემის (თხრობის) ნაკლებობაა.

  • მონაცემებზე წვდომის გაუმჯობესების საჭიროება. მომხმარებლებს შესაძლოა გაუჭირდეთ მონაცემების გამოყენება და გაგება, რადგან ისინი საკმარისად არ არიან გათვითცნობიერებული. ეს ამცირებს მონაცემების გამოყენებას და სარგებლიანობას. გარდა ამისა, დაინტერესებულმა მხარეებმა აღნიშნეს სტატისტიკური თემატური პორტალების პოპულარიზაციის საჭიროება, რადგან ბევრი მათგანი არ ფლობს შესაბამის ინფორმაციას. მაგალითად, ბევრი მუნიციპალიტეტი დგას გამოწვევების წინაშე რეგიონული და მუნიციპალური დონის მონაცემების მოძიებისას. ამავდროულად, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ არსებობს რეგიონული სტატისტიკის პორტალი, სადაც ხელმისაწვდომია საქსტატის მიერ მოპოვებული მონაცემები. ხელმისაწვდომი სტატისტიკური პროდუქტების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მხარდასაჭერად საერთაშორისო დონორები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოფენ ამ მხრივ მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების განვითარებას.

  • მონაცემთა გამოყენების კულტურის ნაკლებობა გულისხმობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობის შეზღუდულ გაგებას.

  • მწირი სტატისტიკური წიგნიერება მონაცემთა გამოყენების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშელელი მიზეზია. ეს ეხება მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის საჯარო სექტორს, მედიას და ფართო საზოგადოებას. სტატისტიკური წიგნიერება გულისხმობს სტატისტიკური ინფორმაციის ინტერპრეტაციის, შეფასების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოყენების უნარს. საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო ღონისძიებები გადამწყვეტია ამ პრობლემის დასაძლევად და ოფიციალური სტატისტიკის გამოყენების მაქსიმიზაციისთვის.

  • სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში მომხმარებლისა და მწარმოებლის დიალოგის ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატს აქვს კარგი ორმხრივი ურთიერთობები სისტემის წევრთა უმეტესობასთან, შეზღუდულია დიალოგი მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის და არსებული პლატფორმა საკმარისი არ არის პრიორიტეტულ მონაცემებზე საჭიროებების რეგულარულად შესაფასებლად, ხელმისაწვდომ ადმინისტრაციულ მონაცემებზე განახლებების მისაღებად და მონაცემთა წარმოების სხვა საკითხების განსახილველად. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს სტრატეგიის შემუშავებისას, თუმცა, სტრატეგიის ოთხწლიანი ციკლის გათვალისწინებით, ასეთი პერიოდულობა არ არის საკმარისი მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის შესაქმნელად და სისტემის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

  • სტატისტიკის ეროვნული სისტემა საჭიროებს განვითარებას. 2023 წელს მიღებული კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ განსაზღვრავს სტატისტიკის ეროვნული სისტემის, საქსტატის როგორც მის კოორდინატორის როლს და ზოგადად ქმნის მტკიცე საფუძველს სისტემის კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, სტატისტიკის ეროვნული სისტემის მექანიზმების ეფექტური უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა ისეთი შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება, როგორიცაა ხარისხის შეფასების ერთიანი სტანდარტები, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლების ჩამონათვალი და ა.შ.

  • სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის არარსებობა იწვევს მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის დიალოგის ნაკლებობას. სტატისტიკური მონაცემების წარმოებაში არ არსებობს თემატური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები. ევროკავშირში ინტეგრაცია და მონაცემებზე მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდა შეიძლება გახდეს კატალიზატორი, უწყებათაშორისი კოორდინაციის სამუშაო მექანიზმის შესაქმნელად. ასეთი მექანიზმი არა მხოლოდ მონაცემთა წარმოების საკითხებზე უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ წრიული უკუკავშირის უზრუნველყოფაზეც. მომხმარებლებისგან უკუკავშირი გვეხმარება მათი საჭიროებებისა და მოლოდინების უკეთ გაგებაში, რაც ხელს უწყობს უფრო მეტად რელევანტური სტატისტიკური პროდუქტების შექმნას. ოფიციალური სტატისტიკის მომხმარებელთა სწრაფად ცვალებადი საჭიროებების გათვალისწინებით, აუცილებელია ჩამოყალიბდეს რეგულარული და ეფექტური უკუკავშირის მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ყველა შესაბამისი საჭიროებისა და მოლოდინის დროულად დაკმაყოფილება.

  • სამთავრობო უწყებებს შორის მონაცემების გაზიარების არასაკმარისი პრაქტიკა. მონაცემთა გაზიარების მიმდინარე პრაქტიკა ეფუძნება მრავალწლიან ორმხრივ თანამშრომლობას და სამართლებრივ დებულებებს. თუმცა, მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის შექმნა შეუძლებელია სტატისტიკის ეროვნული სისტემით დადგენილი სტანდარტებისა და საერთო წესების გათვალისწინების გარეშე.  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გამოყენებული უნდა იყოს მონაცემთა გაზიარების კულტურის გასავითარებლად, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს ახალი კანონის პრინციპების შესაბამისად.

  • დონორთა მხარდაჭერის შეზღუდული საკოორდინაციო მექანიზმები. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია განვითარებისთვის გამოყოფილი დახმარების ეფექტური მართვა და დონორთა ისეთი პროექტების შერჩევა, რომლებიც შეესაბამება საქსტატის ძირითად პრიორიტეტებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დუბლირების თავიდან აცილება. დონორთა მიერ მხარდაჭერილი მრავალრიცხოვანი აქტივობების გათვალისწინებით, სათანადო კოორდინაციის გარეშე არსებობს რესურსების არაეფექტური განაწილებისა და მიზნობრიობის დაკარგვის რისკი.

3. ხედვა და მისია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ხედვა საშუალო და გრძელვადიან ჩარჩოს წარმოადგენს და, შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტია.

ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისა და გლობალური დღის წესრიგის გათვალისწინებით, საქსტატი ისწრაფვის მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისაკენ, რათა უზრუნველყოს უახლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შეუფერხებლად დანერგვა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მონაცემების წარმოება. 2030 წლის დღის წესრიგის შესრულების მექანიზმების გაძლიერება და მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის მონიტორინგისათვის მაღალი პრიორიტეტის მაჩვენებლების შემუშავება პირდაპირ უკავშირდება სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების წინაშე მდგარ ამოცანებს. ოფიციალური სტატისტიკის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ აქტიურ მონაწილეობას ევროპის სტატისტიკურ ინიციატივებში; ასევე ახალი პარტნიორული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას, შემდგომში ევროკავშირის სტატისტიკურ სისტემაში (ესს) საქსტატის ინტეგრაციის მიზნით, რაც, თავის მხრივ, გაზრდის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაძლებლობებს.

ჩვენი მიზანია სანდო და დროული სტატისტიკა მივაწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებებს ყველა დონეზე, რაც მათ საშუალებას მისცემთ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები შემდგომი პროგრესისა და განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ ხედვით ვცდილობთ ეროვნული ოფიციალური სტატისტიკის, როგორც კატალიზატორის პოზიციონირებას ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც საბოლოოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს და მთლიანად საზოგადოებას.

ხედვის განაცხადი:

ჩვენ ვცდილობთ მუდმივად გავაუმჯობესოთ და გავაფართოვოთ მონაცემთა დამუშავების შესაძლებლობები სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეფასებისას და გავაადვილოთ მონაცემების გაზიარება. როგორც საქართველოში ინოვაციური მეთოდებით მონაცემების წარმოების ლიდერები, ჩვენ მოწოდებულნი ვართ მონაცემთა მართვის, გაზიარების და გამოყენების სრულყოფისკენ, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისა და მთლიანად საზოგადოების სასარგებლოდ.

მისიის განაცხადი:

4. ღირებულებები

სტატისტიკის ეროვნული სისტემის ძირითადი ღირებულებები შესაბამისობაშია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონთან და საერთაშორისოდ აღიარებულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად ღირებულებების ძირითად ნაკრებთან, რომელიც 2022 წელს ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის მიერ იქნა მიღებული.14

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ძირითადი ღირებულებებია:

  • პროფესიული დამოუკიდებლობა და გამოცდილება – კვალიფიციური სამუშაო ძალის შენარჩუნება და ხარისხისადმი ერთგულება. პროფესიული დამოუკიდებლობა წარმოადგენს ზუსტი და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ფუნდამენტურ პირობას;

  • აქტუალურობა და საიმედოობა – მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების გამოცდილება მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საჭიროებებთან შესაბამისი ზუსტი და საიმედო ოფიციალური სტატისტიკის წარმოების უზრუნველყოფის მიზნით;

  • ინოვაციურობა – ოფიციალური სტატისტიკის ეფექტიანობის, სიზუსტისა და შესაბამისობის გაუმჯობესება ინოვაციური მეთოდების მუდმივი მოძიებისა და დანერგვის გზით;

  • მონაცემთა კონფიდენციალურობა და დაცვა – მონაცემების კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის სისტემების უზრუნველყოფით მონაცემების გამოყენებასა და დამუშავებაში კონფიდენციალურობისა და საზოგადოების არსებითი ნდობის შენარჩუნება;

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა – დაინტერესებული მხარეების, მათ შორის პოლიტიკის გამტარებლების, მკვლევარების, ბიზნესისა და ფართო საზოგადოების საჭიროებების პრიორიტეტიზაცია და სტატისტიკური ინფორმაციის მიწოდება, მათი კონკრეტული საჭიროებების და მოლოდინების თანახმად;

  • გამჭვირვალობა და ღიაობა – მონაცემთა წარმოების გამჭვირვალე პროცესის, მეთოდოლოგიების გაზიარებისა და მონაცემთა ღია ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ მხარეთა სხვადასხვა ჯგუფში მონაცემთა გამოყენების გასაუმჯობესებლად;

  • ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება – შეგროვებული მონაცემების ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა და მონაცემების წარმომადგენლობითობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ზუსტად დაფიქსირების მიზნით, „არავინ დარჩეს მიღმა” (No One Left Behind) პრინციპით.

5. სტრატეგიული მიზნები

2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზანია ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის ერთიანი მიდგომის განსაზღვრა და სტატისტიკის ეროვნული სისტემის მედეგობის გაძლიერება მთავარ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით. საქსტატი როგორც საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინატორი, მიმართავს ყველა ძალისხმევას მაღალი დონის საერთაშორისო შეფასებების რეკომენდაციების შესრულებით, სტატისტიკის ეროვნული სისტემის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდასაჭერად. ამავე დროს ის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის, დროული და სანდო ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფების (საჯარო და კერძო სექტორები, აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესი და სხვ.) მონაცემებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

სტრატეგიის ძირითადი საკითხები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგი სახით:

  • დიალოგის გაუმჯობესებული მექანიზმები სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრებთან და მონაცემთა მომწოდებლებთან.

  • ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ევროკავშირის ასოცირების პროგრამის მოთხოვნების და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ, 2023 წლის კომუნიკაციის უახლესი რეკომენდაციებისა და „სტატისტიკური მოთხოვნების კრებულის” დაცვით.

  • რეგიონული სტატისტიკის წარმოება NUTS კლასიფიკაციის შესაბამისად.

  • საქსტატის როლის გაძლიერება მონაცემთა მართვაში.

  • საქსტატში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მოდერნიზაციისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა.

  • ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, დამატებითი რესურსების მობილიზების მიზნით, საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო დონორებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის გააქტიურება; განსაკუთრებით, მონაცემებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საერთაშორისო თანამშრომლობაში მზარდი როლის გათვალისწინებით.

  • მონაცემთა მართვის სისტემის განვითარება.

  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ევროსტატისთვის დროული და მაღალი ხარისხის მონაცემების მიწოდება.

  • სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე სათანადო რეაგირების მიზნით, რომლებიც გამოვლინდა საერთაშორისო შეფასებებითა და სიტუაციის ანალიზის დროს. მრავალფეროვანი საჭიროებების კომპლექსურად გადასაჭრელად განისაზღვრა სტრატეგიული მიზნები და კონკრეტული ამოცანები აღნიშნულ მისწრაფებებთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით განისაზღვრა სამი სტრატეგიული მიზანი:

  1. მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

  2. ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერება, მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.

  3. მონაცემებზე ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლების მიერ არსებულ მონაცემთა გამოყენების გაფართოების ხელშეწყობა.

სიტუაციის ანალიზის საფუძველზე, გლობალური შეფასების წინასწარი რეკომენდაციებისა და 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის შეფასების წინასწარი შედეგების თანახმად, შემუშავდა 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის მისიის, ხედვის, ღირებულებების, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების კონცეფციის პროექტი, რომელიც განხილულ იქნა უწყებათაშორის საბჭოს ფორმატში. სტრატეგიის ახალი დოკუმენტის მომზადების პროცესში საჯარო კონსულტაციების ჩატარების მიზნით, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების პროექტი (2024-2027)  განთავსდა საქსტატის ვებსაიტზე. საჯარო კონსულტაციების პირველ შეხვედრაზე დოკუმენტი დადებითად შეფასდა. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები შემდგომში უფრო განვითარდა და გაიწერა ლოგიკურ ჩარჩოში, რომელიც სტრატეგიის დოკუმენტის ჩონჩხს წარმოადგენს.

5.1 სტრატეგიული მიზანი 1: მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად

ეროვნულ და რეგიონულ დონეზე მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოების მიზნით (მუნიციპალური და დარგობრივი სტატისტიკის ჩათვლით), საქსტატისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის სხვა წევრების მიზანია მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტაცია. შესაბამისად, საქსტატი და სისტემის სხვა წევრები ცდილობენ შესაძლებლობების გაძლიერებას სტატისტიკაზე გაზრდილი მოთხოვნისა და მომხმარებლების მრავალმხრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ეროვნული და პოლიტიკის პროგრამების შემუშავებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და კრიტერიუმების დაცვით. 2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის პერიოდის განმავლობაში, საქსტატი და სტატისტიკის სისტემის სხვა წევრები ეცდებიან უპასუხონ მომხმარებლის საჭიროებებს და მხარი დაუჭირონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, მონაცემთა მფლობელებთან და საერთაშორისო სტატისტიკურ საზოგადოებასთან თანამშრომლობით. აღნიშნული მიზანი და მისი კონკრეტული ამოცანები მიზნად ისახავს სიტუაციის ანალიზის დროს გამოვლენილი მთავარი პრობლემა 1-ის გადაჭრას. გარდა ამისა, ის იყენებს SWOT ანალიზში გამოვლენილ ყველა ძირითად შესაძლებლობას.

აღნიშნული სტრატეგიული მიზნის განხორციელება პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მე-17 მიზანთან – „განხორციელების საშუალებების გაძლიერება და მდგრადი განვითარებისათვის გლობალური პარტნიორობის აღორძინება“, კერძოდ კი მიზნებთან: 17.18 — „შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა განვითარებადი ქვეყნებისთვის შემოსავლის, გენდერის, ასაკის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, მიგრაციული სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობების, გეოგრაფიული მდებარეობის და შესაბამის ეროვნულ კონტექსტებში არსებული სხვა მახასიათებლების მიხედვით კლასიფიცირებულ ხარისხიან, დროულ, სანდო და დეტალურ მონაცემებზე წვდომის მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით“ და 17.19 — „არსებულ ინიციატივებზე დაყრდნობით საზომების შემუშავება, განვითარებად ქვეყნებში, მდგრადი განვითარების მიმართულებით მიღწეული, მთლიანი შიდა პროდუქტის შემავსებელი პროგრესის გასაზომად “.

აღნიშნული მიზნის მიღწევით საქსტატის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ნაციონალიზებული ინდიკატორების წილის წარმოება 95%-დან (2023 წლის დონე) 100%-მდე უნდა გაიზარდოს 2027 წლისთვის. აღნიშნული უზრუნველყოფს საქსტატის მიერ გაანგარიშებული მდგრადი განვითარების მიზნების ყველა შესაბამისი მაჩვენებლის ხელმისაწვდომობას და მონაცემების განახლებას. ვინაიდან სტრატეგია მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას იზიარებს, სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლების კმაყოფილების დონე კიდევ ერთი მაჩვენებელია აღნიშნული მიზნის მიღწევის შედეგების გასაზომად. ამჟამად მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევას თავად საქსტატი ატარებს, თუმცა, სტრატეგიის პერიოდში მიკერძოებულობის თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილია მსგავსი გამოკვლევის ჩატარება გარე დამოუკიდებელი კონსულტანტის ან ორგანიზაციის მიერ. ბოლო გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, საშუალო კმაყოფილების დონე 85.4%-ია, ხოლო მიზანია კმაყოფილების დონის შენარჩუნება კვლავ მაღალ დონეზე.

5.1.1 ამოცანა 1.1: ოფიციალური სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის

მაღალი ხარისხის სტატისტიკა უზრუნველყოფს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას ხელისუფლების ყველა დონეზე, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ბოლოდროინდელი პროგრესი წარმოშობს დამატებით მოთხოვნებს, მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოების მიზნით, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად.

ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა ხარისხსა და შესადარისობაზე როგორც პოლიტიკის, რეგულაციებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციისთვის აუცილებელ კომპონენტებზე. მომხმარებლების საჭიროებებისა და მაღალი ხარისხის სტატისტიკაზე მოთხოვნის გათვალისწინებით, საქსტატი და სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალი სხვა მწარმოებლები მიზნად ისახავენ ოფიციალური სტატისტიკის გაფართოებას, ახალი მაჩვენებლების წარმოებას და არსებული მაჩვენებლების დისაგრეგირებას (რეგიონების, სქესის მიხედვით და ა.შ.).

ეს მიზანი მიზნად ისახავს სიტუაციის ანალიზის დროს გამოვლენილი ძირითადი პრობლემა 1-ის, ასევე მისი ძირეული მიზეზების გადაჭრას. კერძოდ, ის ეხება მზარდ მოთხოვნას მაღალი ხარისხის სტატისტიკაზე, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად.

ამ მიზნის ფარგლებში დაგეგმილ ერთ-ერთ მთავარ აქტივობას წარმოადგენს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება. აღწერა ჩატარდება კომპიუტერის მეშვეობით პერსონალური ინტერვიუს მეთოდით (CAPI)  და კომპიუტერის მეშვეობით ვებინტერვიუს (CAWI) მეთოდით. აღწერის შედეგები საფუძვლად დაედება მოსახლეობის პირველ რეგისტრს. 2026-2027 წლებში საქსტატი, სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაბამის წევრებთან თანამშრომლობით, უხელმძღვანელებს მოსახლეობის რეგისტრის სტრუქტურის შემუშავებას.

საქსტატი ასევე იმუშავებს მიგრაციის სიდიდის შეფასების წარმოებისთვის სხვადასხვა წყაროს გამოყენების შესაძლებლობის განხილვაზე, მათ შორის „დიდი მონაცემების“ და ადმინისტრაციული წყაროების გამოყენებაზე, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებით ახალი მაჩვენებლების წარმოებაზე. სხვა ახალი მაჩვენებლებიდან, რომლებიც შეიქმნება სტრატეგიის მოქმედების პერიოდში, შეიძლება გამოვყოთ, მაგალითად: საქონლის იმპორტის სტატისტიკა FOB (Free On Board), ანუ ექსპორტიორი ქვეყნის ფრანკო-საზღვრის ფასებში, ბიზნესსექტორის ხარჯები კვლევებსა და დამუშავებებზე (Research and Development – R&D) UNESCO-ს მეთოდოლოგიის შესაბამისად, ამ ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სესხებისა და დეპოზიტების დეტალური სტატისტიკა (წარმოებული იქნება ეროვნული ბანკის მიერ), კრიპტოაქტივების სტატისტიკა და მისი ინტეგრაცია საგადასხდელო ბალანსში (წარმოებული იქნება ეროვნული ბანკის მიერ), სექტორული ანგარიშები, გაუმჯობესებული გარემოსდაცვითი სტატისტიკა წყლისა და ნარჩენების ჩათვლით, ბავშვებისა და მოზარდების შესახებ ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემების განახლება და ახალი მაჩვენებლების წარმოება და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შინამეურნეობებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით იგეგმება დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასება. გარდა ამისა, დაინერგება ისეთი ახალი ინდექსები, როგორიცაა: საკუთარი საცხოვრისის ფასების ინდექსი, ახალი სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსები (HICP) ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც უკვე დაგეგმილია 2024 წლისთვის და მომსახურებების გაზრდილი მოცვა მწარმოებელთა ფასების ინდექსში (PPI). ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობით საქსტატი გააგრძელებს მუშაობას ენერგოეფექტურობის ახალ მაჩვენებლებზე და განახლებადი ენერგიის სტატისტიკის დისაგრეგირებაზე. საქსტატი გააგრძელებს მუშაობას მოკლევადიანი ბიზნესსტატისტიკის, ტურიზმის სატელიტური ანგარიშებისა და სასურსათო ბალანსების შემდგომ განვითარებაზე.

ჩატარდება  საპილოტე გამოკვლევები და აქტივობები, როგორიცაა შემოსავლების სტრუქტურის საპილოტე გამოკვლევა და შემუშავდება მოსახლეობის პროგნოზირების საცდელი მოდელი, რაც მოგვცემს მოსახლეობის ზრდის პირველ ოფიციალურ პროგნოზს ქვეყანაში.

საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიის მოქმედების პერიოდში დაინერგება ახალი კლასიფიკაციები და მეთოდოლოგიები, რომელთა შორისაა, მაგალითად, ევროსტატის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისათვის (NUTS), საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა (HS 2022), დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების კლასიფიკაცია (COICOP-2018), დაგეგმილია მრეწველობის სტატისტიკის განვითარება კლასიფიკაციის Prodcom (ფრანგულიდან „Production Communautaire“, სამრეწველო პროდუქციის დეტალური ნუსხა ნატურალურ მაჩვენებლებში გამოხატული სტატისტიკური მაჩვენებლების საწარმოებლად) ახალი ვერსიის შესაბამისად და სხვა. გარდა ამისა, საქსტატი ჩაატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს NACE-ის მე-2 რედაქციიდან 2.1 რედაქციაზე გადასვლისა და საბიუჯეტო ერთეულების კლასიფიკაციის გასაუმჯობესებლად. ეროვნული ბანკი და საქსტატი ჩაატარებენ მოსამზადებელ სამუშაოებს ეროვნული ანგარიშების 2008 წლის სისტემიდან ევროპულ ანგარიშთა სისტემაზე გადასასვლელად, რათა უზრუნველყონ მისი მიღება 2029 წლისთვის. ეროვნული ბანკი გააგრძელებს მუშაობას საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელოს მე-7 გამოცემის (BPM7) ასათვისებლად. საქსტატი და ეროვნული ბანკი ასევე განიხილავენ ძირითადი ეროვნული ანგარიშებისა და საგადასახდელო ბალანსის გადასინჯვის ვადების შესაბამისობას ევროპის სტატისტიკური სისტემის გადასინჯვის გრაფიკთან, ჰარმონიზებული ევროპული გადასინჯვის პოლიტიკის (HERP) თანახმად.

სხვა ქმედებები, რომლებსაც საქსტატი და სტატისტიკის ეროვნული სისტემის სხვა წევრები ახორციელებენ, მოიცავს რეგიონული სტატისტიკის შემდგომ განვითარებას, გენდერული სტატისტიკის მეინსტრიმინგს ახალი გენდერული მაჩვენებლების წარმოების ჩათვლით და მდგრადი განვითარების მიზნების მაჩვენებლების წარმოებასა და განახლებას.

2024-2025 წლებში იგეგმება ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების ახალი პროექტის (Twinning) დაწყება, რომელიც ხელს შეუწყობს ამოცანა 1.1, ამოცანა 1.2 და ამოცანა 1.3 შესრულებას. კერძოდ, ტექნიკური დახმარება მიმართული იქნება შემდეგი ძირითად საკითხებისადმი: ევროკავშირის NUTS (ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისათვის) კლასიფიკაციის დანერგვა, დემოგრაფიისა და მოსახლეობის სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება, სტატისტიკის ეროვნული სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება ოფიციალური სტატისტიკის წარმოება-გამოყენაში და GSBPM-ზე გადასვლის მხარდაჭერა მონაცემთა ეფექტური წარმოების პროცესის უზრუნველსაყოფად.

ამოცანის შესრულების განმსაზღვრელ მაჩვენებელს წარმოადგენს საქართველოში NUTS-ის დანერგვა და ევროსტატის რეგიონული სტატისტიკის მეთოდოლოგიასთან შესაბამისობაში, სულ მცირე 30 ეროვნული მაჩვენებლის ხელმისაწვდომობა.

5.1.2 ამოცანა 1.2: ადმინისტრაციული და მონაცემთა ალტერნატიული წყაროების დივერსიფიკაცია და გაფართოება

ოფიციალური სტატისტიკის წარმოება მრავალმხრივი პროცესია, რომელიც შესაბამის ცოდნასა და გამოცდილებას, აგრეთვე, სწორ დაგეგმვას მოითხოვს. ოფიციალური სტატისტიკის სანდოობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობა და მათი ხარისხია. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების გაფართოება საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ ახალი მაჩვენებლები; მოიხსნება დამატებითი ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარების საჭიროება და შემცირდება რესპონდენტთა დატვირთვაც. აღნიშნული ამოცანის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას, საქართველოში ადმინისტრაციულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსახლეობის რეგისტრის შექმნა წარმოადგენს. გარდა ამისა, სტატისტიკური ბიზნესრეგისტრის შემდგომი გაუმჯობესება და სხვა რეგისტრების შექმნა და წარმოება, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული მონაცმების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდას, არამედ შექმნის მონაცემთა ეროვნულ ეკოსისტემას. ადმინისტრაციული მონაცემებისა და რეგისტრების განვითარება სტატისტიკის ეროვნული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია, როგორც მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციის წყარო და შერჩევის ჩარჩო – მიმდინარე სტატისტიკური გამოკვლევების ჩატარებისას. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ადმინისტრაციულ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, არამედ საფუძველი ჩაეყრება მონაცემთა მართვისა და კოორდინაციის ერთიანი ეროვნული ეკოსისტემის წარმოშობას, მონაცემთა უკეთესად მართვას და კოორდინაციას.

ამოცანა 1.2 ეხება სიტუაციის ანალიზის დროს გამოვლენილ ძირითად პრობლემა 1-ს და მონაცემთა წყაროების დივერსიფიკაციის საჭიროებას. გარდა ამისა, იგი ასახავს SWOT ანალიზში გამოვლენილ სუსტ მხარეებს, საჯარო სექტორის მოწოდებულ მონაცემთა ხარისხზე კონტროლის ნაკლებობასთან დაკავშირებით.

ადმინისტრაციული და ალტერნატიული მონაცემების გაზრდილი გამოყენების ერთ-ერთი მომოძრავებელი მიზეზი არის არა მხოლოდ დროისა და რესურსების ეფექტიანობის ზრდა, არამედ რესპონდენტებზე დატვირთვის მნიშვნელოვნად შემსუბუქება. სტრატეგიული პერიოდის განმავლობაში საქსტატი გაატარებს კომპლექსურ ღონისძიებებს რესპონდენტებზე დატვირთვის შემცირების უზრუნველსაყოფად. საქსტატი განიხილავს ასევე მობილური აპლიკაციების ან/და სხვა მეთოდების გამოყენებას, რათა გაამარტივოს შინამეურნეობების მხრიდან ანგარიშგება და შეამციროს ერთი და იმავე რესპონდენტის შერჩევაში მრავალჯერადად მოხვედრის შემთხვევები. ზოგადად, საქსტატი გეგმავს გადახედოს სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარების სიხშირეს და პრიორიტეტები განსაზღვროს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნათა შესაბამისად. გარდა ამისა, საქსტატი განიხილავს მოქმედი გამოკვლევების გამოყენებით დამატებითი მაჩვენებლების წარმოების საკითხსაც. მოცემეული მიზანი გულისხმობს სტატიტიკის ეროვნული სისტემის წევრებს შორის რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების შემუშავების ხელშეწყობას. სტრატეგიის პერიოდში დაგეგმილია ტრავმების რეესტრის, რეინტეგრაციის (ქვეყანაში დაბრუნებული ემიგრანტების) მონაცემთა ბაზის, სოციალური რეესტრის (რომელიც გააერთიანებს რამდენიმე მონაცემთა ბაზას), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების გაუმჯობესება და სხვ.

მონაცემთა ყოვლისმომცველი ინტეგრაციისა და განახლებულ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველსაყოფად დაგეგმილია მონაცემთა შეგროვების ახალი ალტერნატიული ინსტრუმენტების დანერგვა, როგორიცაა ინტერნეტიდან მონაცემების ავტომატურად შეგროვება (Web scraping), ღია აპლიკაციის ინტერფეისების – API-ის (Application Programming Interface) და დიდი მონაცემების გამოყენება, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი სტატისტიკის წარმოების პროცესში – დისტანციური ზონდირება და ა.შ. საქსტატი გაააქტიურებს საერთაშორისო თანამშრომლობას (ამოცანა 2.2) მონაცემთა შეგროვების ალტერნატიული მეთოდებისა და რესპონდენტებზე დატვირთვის შემცირების გზების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლისა და გამოყენების შესწავლის მიზნით. 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ადმინისტრაციული წყაროებიდან მიღებული მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს გარდაცვალების უცნობი მიზეზების წილის შემცირებას 10%-მდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააუმჯობესებს ავტოსაგზაო შემთხვევების მონაცემთა ბაზას, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გააუმჯობესებს სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკას; სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სსიპ – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ კი საქართველო საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის ადმინისტრაციულ მონაცემებს მოიყვანენ ევროსტატის „სტატისტიკური მოთხოვნების კრებულთან” შესაბამისობაში. საქსტატი, საქართველოს გარემოს დაცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შეაფასებს ფერმერთა რეგისტრის გაუმჯობესების გზებს და შეისწავლის მისი გამოყენების შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის სტატისტიკაში. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი აქტივობები წარმოადგენს ადმინისტრაციული მონაცემების ხარისხის გასაუმჯობესებლად დაგეგმილი ღონისძიებების არასრულ ჩამონათვალს.

მოცემული მიზნის შესრულება უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების წილის გაზრდას დაახლოებით 40%-მდე.

5.1.3 ამოცანა 1.3: მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და ავტომატიზაცია მონაცემთა დროული, ზუსტი და ეფექტური დამუშავების უზრუნველსაყოფად

საქსტატს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა, ოფიციალური სტატისტიკის წარმოების თანამედროვე მეთოდებისა და სტატისტიკური პროდუქტების მოდერნიზაციის კუთხით. საქსტატი წარმატებით იყენებს მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდებს და გეგმავს განაგრძოს განვითარება ამ მიმართულებით. ის გააგრძელებს მონაცემთა წარმოების სისტემების განვითარებას მონაცემთა დამუშავების პროცესების ავტომატიზაციის დონის ამაღლებისა და ხელით მუშაობის შემცირების მხრივ. ეს მიზანი დაკავშირებულია ძირითადი პრობლემა 1-ის გადაჭრასთან და, აგრეთვე, სტატისიტიკური მონაცემების დროულობის უზრუნველსაყოფად, მონაცემთა წარმოების მოდერნიზაციის აუცილებლობასთან.

მოცემული სტრატეგიული ამოცანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს პროცესებზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურისკენ სვლა და საქსტატში სტატისტიკური ბიზნესპროცესის ზოგადი მოდელის (GSBPM) დანერგვა15. ასევე, საქსტატი გეგმავს სტატისტიკური ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი მოდელის (GAMSO) უკეთ გაცნობასაც, რომელიც გააფართოებს GSBPM-ის აქტივობების არეალს, განსაკუთრებით კორპორაციული მხარდაჭერის ნაწილში (მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ადამიანური რესურსების მართვა). აქვე საგულისხმოა, რომ 2024-2025 წლებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი მოიცავს საქსტატის GSBPM-ზე გადასვლის მხარდაჭერის კომპონენტსაც. პროცესი ითვალისწინებს ექსპერტული შეფასების (Peer review) ჩატარებასაც და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმატებულ მაგალითებზე სტატისტიკის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობას, GSBPM-ისა და GAMSO-ს წარმატებით დანერგვის გამოცდილების გაზიარების ჩათვლით.

საქსტატი გააგრძელებს ევროსტატთან თანამშრომლობას დამატებითი მხარდაჭერის მისაღებად, თვითშეფასების კვლევების დანერგვის მიზნით, რომლებიც ეფუძნება ევროპის სტატისტიკური სისტემის გამოკვლევების ხარისხის სისტემური თვითშეფასების ზოგად კითხვარს (DESAP) და მეტამონაცემების ერთიანი ინტეგრირებული სტრუქტურის (SIMS) დანერგვა იმ მიმართულებებით, რომლებიც არ არის მოცული Twinning-ის პროგრამით.

პროცესებზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადასვლა განაპირობებს ეფექტიანობის ზრდას და ოფიციალური სტატისტიკის უფრო დაჩქარებულ წარმოებას, მომხმარებლის საჭიროებების დროულად დაკმაყოფილების მიზნით. ამ ამოცანის განხორციელების შედეგად შემცირდება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საშუალო დრო. საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოების საშუალო დრო შემცირდება 294 დღიდან 284 დღემდე, ხოლო კვარტალური მონაცემების – საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 52 დღიდან 42 დღემდე.

5.1.4 ამოცანა 1.4: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და მონაცემთა საიმედო დაცვის უზრუნველყოფა

ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა დაცვის გაძლიერება 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო.

საქსტატმა, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერების, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის კუთხით. 2024-2027 წლების სტატისტიკის სისტემის განვითარების ეროვნული სტრატეგიის ამბიციური მიზნების მისაღწევად, სწრაფი ტექნოლოგიური წინსვლის გათვალისწინებით, მონაცემთა მომხმარებლისა და მფლობელის ნდობის შესანარჩუნებლად, საქსტატი გეგმავს თავისი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მონაცემთა უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას. დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მონაცემთა მოქნილ, გამჭვირვალე და უსაფრთხო მართვას.

სხვა დაგეგმილი აქტივობები მოიცავს მოძველებული MySQL მონაცემთა ბაზების შეცვლას, რეგისტრების განახლებას და მოდერნიზაციას, სტატისტიკური ბიზნესრეგისტრის ჩათვლით, და ახალი ონლაინკითხვარების შემუშავებას მონაცემთა შეგროვების მეთოდების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული ამოცანა მიზნად ისახავს გადაჭრას ძირითადი პრობლემა-1 და ძირეული მიზეზები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების მოდერნიზაციის საჭიროებასთან, მონაცემთა წარმოების ავტომატიზაციისა და მოდერნიზაციის, ასევე, GSBPM-ზე გადასვლის მხარდასაჭერად.

აღნიშნული გამოწვევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა მონაცემთა კონფიდენციალურობა, დაცვა და უსაფრთხოება. ინფორმაციული ტექნოლოგიები განვითარდება ინტეგრირებული, ეფექტიანი მექანიზმების გამოყენებით, დაშიფვრისა და ანონიმიზაციის ჩათვლით, პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად. მონაცემთა კონფიდენციალურობის პოლიტიკა განახლდება, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს 2023 წელს მიღებულ კანონს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“. საქსტატი გააგრძელებს მუშაობას პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაზე, კონფიდენციალურობის წესების დაცვის სისტემატური მონიტორინგისთვის.

დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მონაცემთა მოქნილ, გამჭვირვალე და უსაფრთხო მართვას. ერთ-ერთ მოსალოდნელ შედეგს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებისთვის ISO/IEC 27001 სტანდარტის შესაბამისობის მიღწევა წარმოადგენს. მონაცემთა დაცვის მაღალი დონე არის იმ ადმინისტრაციული რეგისტრების ახალ მონაცემებზე წვდომის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომლებიც გამოიყენება სტატისტიკის წარმოების მიზნებისთვის. საქსტატი გაუზიარებს გამოცდილებას სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალ სხვა მწარმოებლებს და მოუწოდებს მათ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისკენ, რაც შეძლებისდაგვარად ხელს შეუწყობს საერთო სტანდარტებისა და ინსტრუმენტების გამოყენებას მთლიანად სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში.

5.1.5 ამოცანა 1.5: მოქნილი და თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნა

2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული ამბიციური გეგმის შესრულება, მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩათვლით, შეუძლებელია ადეკვატური ადამიანური რესურსების გარეშე.

შეზღუდული ადამიანური რესურსები და განსაკუთრებით ახალგაზრდა კადრების მაღალი დენადობა კვლავ რჩება საქსტატისა და სტატისტიკის ეროვნული სისტემის სხვა წევრებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ადეკვატური კვალიფიციური რესურსების არსებობისა და ინსტიტუციური ცოდნის შესანარჩუნებლად დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოქნილი და თანამედროვე სამუშაო გარემოს შესაქმნელად. მოცემული ამოცანა მიზნად ისახავს მთავარი პრობლემა 1-ის და მასთან დაკავშირებული გამომწვევი მიზეზების გადაჭრას. გარდა ამისა, ის ითვალისწინებს SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილ სუსტ მხარეებსა და საფრთხეებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანური რესურსების გადინების პოტენციურ რისკებთან და საფრთხეს უქმნის 2024-2027 წლების სტრატეგიის ამბიციური გეგმების შესრულებას.

შეზღუდული ადამიანური რესურსები და შრომის ანაზღაურების არასაკმარისი დონე მოხსენიებულია საერთაშორისო ანგარიშებშიც, მათ შორის, ბოლო გლობალურ შეფასებასა და ასევე სიტუაციის ანალიზში. საქართველოს მთავრობა ითანამშრომლებს საქსტატთან ფინანსური რესურსების მობილიზების მიზნით, ევროკავშირში ინტერგაციის გზაზე მოსამზადებელი სამუშაოების სათანადოდ შესრულებისა და, განსაკუთრებით, დამატებით მონაცემებზე გაზრდილ მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქსტატი უზრუნველყოფს თანამშრომელთა ანაზღაურების ეტაპობრივ მატებას. სახელფასო განაკვეთის ზრდის გარდა, საქსტატი განიხილავს ჰიბრიდულ სამუშაო განრიგზე გადასვლას, რათა თანამშრომლებისთვის უზრუნველყოს მეტად მოქნილი სამუშაო გარემო, შეუმციროს მათ მგზავრობაზე დახარჯული დრო და ხარჯები. ეს მიდგომა პილოტირებული იქნა ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში და ის სასარგებლო აღმოჩნდა სამუშაო პირობების გააუმჯობესების თვალსაზრისით.

GSBPM-სა და GAMSO-ზე გადასვლის ფარგლებში ცოდნისა და უნარების გასაზომად შემუშავდება ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია შემდგომში საქსტატის პერსონალთან საჭირო ღონისძიებების გასატარებლად. აღნიშნული აქტივობების მხარდასაჭერად საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning პროგრამითაა გათვალისწინებული.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქსტატის თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, შემუშავდება თანამშრომლების პროფესიული განვითარების გეგმა და ჩატარდება სატრენინგო პროგრამები, საქსტატის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. მაგალითად, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით დაგეგმილია სპეციალური ტრენინგი ენერგეტიკის სტატისტიკის, ენერგეტიკის ანგარიშებისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სტატისტიკის საკითხებზე. ეფექტური შიდა კომუნიკაციისთვის შეიქმნება ინტრანეტი.

ამ ამოცანის შესრულებით საქსტატი გეგმავს 2027 წლისთვის კადრების დენადობის მაჩვენებლის 5%-მდე შემცირებას.

5.2 სტრატეგიული მიზანი 2: ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერება მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით

ნდობასა და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზე პარტნიორობის ჩამოყალიბება მონაცემთა საფუძველზე ორიენტირებული თანამშრომლობის მამოძრავებელია, რაც ხელს უწყობს მონაცემთა მართვის ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის განვითარებას. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახული ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა, მაგალითად, პროფესიული დამოუკიდებლობა, საქსტატს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ყველა წევრისთვის ხარისხის სტანდარტული ჩარჩოს განსაზღვრის საშუალებას აძლევს. ეს, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მონაცემთა მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებასა და მონაცემთა ერთიანი ეკოსისტემის გაზიარებას, რომლის ფარგლებშიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება ზუსტი და სანდო მონაცემები. მოცემული სტრატეგიული მიზანი მიმართული იქნება სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში და, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ, ევროკავშირის სტატისტიკურ თანამეგობრობასთან დიალოგის გააქტიურებაზე.

სტრატეგიული მიზანი 2 მიმართულია ღონისძიებებზე, რომლებიც სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე მონაცემთა მიმწოდებლებთან დიალოგის გაძლიერებას ემსახურება და ასევე საერთაშორისო სტატისტიკურ საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, ევროკავშირის სტატისტიკურ სისტემაში ინტეგრაციას უწყობს ხელს.

ამ ღონისძიების შედეგად, საქსტატის მონაცემთა მართვის განვითარების დონე ამაღლდება სულ ცოტა ერთი საფეხურით – „განმეორებადიდან“ „განსაზღვრულამდე“. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შეფასებას ჩაატარებს მონაცემთა მართვის სიმწიფის მოდელის (Data Management Maturity Model – DMM) გამოყენებით, რომელიც შემუშავებულია მონაცემთა მართვის საერთაშორისო ასოციაციის (Data Management Association International – DAMA) მიერ.

DMM მოდელი ხშირად განიხილება მონაცემთა მართვის სისტემის შეფასებისა და განვითარებისათვის ყოვლისმომცველ და ფართოდ გამოყენებულ ჩარჩოდ. ეს მოდელი გვთავაზობს სიმწიფის შემდეგ დონეებს:

  • საწყისი: აღნიშნულ ეტაპზე მონაცემთა მართვის პროცესები არის სიტუაციაზე მორგებული, არათანმიმდევრული და ხშირად რეაქციული ხასიათის. შეზღუდულია ინფორმირებულობა მონაცემთა მართვის მნიშვნელობის შესახებ და არ არსებობს ფორმალური სტრუქტურები.

  • განმეორებადი: მონაცემთა საბაზისო მართვის პროცესები დადგენილია, მაგრამ მათ შეიძლება არ ახასიათებდეთ თანმიმდევრულობა და არ იყონ სრულად ინტეგრირებული საერთო სტრატეგიაში. არსებობს გარკვეული დოკუმენტაცია და სახელმძღვანელო მითითებები.

  • განსაზღვრული: მონაცემთა მართვის პროცესები კარგად არის დოკუმენტირებული, თანმიმდევრულად გამოიყენება და ინტეგრირებულია უფრო ფართო ჩარჩოში. მოვალეობები და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არის განსაზღვრული და არსებობს მართვის ფორმალიზებული სტრუქტურა.

  • მართული: ორგანიზაცია აქტიურად აკონტროლებს და ზომავს მონაცემთა მართვის პროცესების ეფექტურობას. არსებობს უწყვეტი გაუმჯობესების ინიციატივები, ასევე პროაქტიური მიდგომა პრობლემის გადაჭრისა და შესაბამისობის მიმართ.

  • ოპტიმიზებული: მონაცემთა მართვის პროცესები სრულად არის ოპტიმიზებული და ორგანიზაციამ მიაღწია სიმწიფის მაღალ დონეს. არსებობს გაუმჯობესების უწყვეტი კულტურა და მონაცემთა მართვა საფუძლიანად არის ინტეგრირებული ყველა სამოქმედო  ასპექტში.

აღნიშნული მიზანი და განსაკუთრებით ამოცანა 2.2 დაკავშირებულია მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“, სახელდობრ კი მის მიზან 16.8-თან – „განვითარებადი ქვეყნების მონაწილეობის გაფართოება და გაძლიერება გლობალური მმართველობის ინსტიტუტებში“.

5.2.1 ამოცანა 2.1: ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში საქსტატის როლის გაძლიერება კოორდინაციისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით

2023 წელს მიღებული „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი სრულ შესაბამისობაშია ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელურ კანონთან და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსთან. კანონი საქსტატს ოფიციალური სტატისტიკის მთავარ მწარმოებლად აღიარებს და ხაზს უსვამს მის როლსა და მნიშვნელობას სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინირებაში. მოცემული სტრატეგიული ამოცანის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება სტატისტიკის ეროვნული სისტემის ფარგლებში სტატისტიკის მწარმოებლებისა და ინფორმაციის მფლობელების თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ღონისძიებები მიმართული იქნება უწყებათაშორის თანამშრომლობაზე, თემატური სამუშაო ჯგუფების მუშაობის წარმართვაზე, ერთიანი სტანდარტების დანერგვასა და მათ დაცვაზე, რათა ხელი შეეწყოს თავსებადობას, ინტეგრაციასა და სწრაფ რეაგირებას ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის რესპონდენტების მიერ ხარისხიანი მონაცემების წარდგენას სტრატეგიული ამოცანა 1.2-ის და ამოცანა 1.1-ის განხორციელების უზრუნველსაყოფად. ამოცანა 2.1 ჩამოყალიბებულია ძირითადი პრობლემა 2-ის და მისი გამომწვევი ძირეული მიზეზების გადასაჭრელად. ეს მიზეზები დაკავშირებულია სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმების სიმწირესთან და, ასევე, უკავშირდება ძირეულ მიზეზ 1-ს.

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ მიღებული ახალი კანონი სრულად შეესაბამება ოფიციალური სტატისტიკის მოდელურ კანონს. ამის მიუხედავად, საქსტატი, როგორც სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინატორი, გააგრძელებს მუშაობას შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების შემუშავებისა და უახლესი გლობალური შეფასების საერთაშორისო რეკომენდაციების შესასრულებლად, რითაც ხელს შეუწყობს საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის სისტემის საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომ გაუმჯობესებას. 

ამ ამოცანის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ აქტივობას უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნა წარმოადგენს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებელ სამუშაოებს ოფიციალურ სტატისტიკის სფეროში.  ჯგუფი უზრუნველყოფს მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის დიალოგის პლატფორმას, რადგან მასში შედის სტატისტიკის ეროვნული სისტემის ყველა შესაბამისი წევრი. ამ ჯგუფის ფარგლებში შეიქმნება თემატური ქვეჯგუფები, გენდერული სტატისტიკის შემუშავების უწყებათაშორისი ჯგუფის ჩათვლით. ეს პლატფორმა ასევე უზრუნვეყოფს მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის დიალოგის ფორმატის შექმნას, სადაც უწყებათაშორისი ჯგუფის ფარგლებში მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის წელიწადში ერთი შეხვედრა მაინც ჩატარდება, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადების კოორდინაციის მიზნით. გარდა ამისა, ფინანსური და ტექნიკური დახმარების რესურსების მობილიზების მიზნით, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ევროკავშირში გაწევრიანების ნიადაგის მოსამზადებლად, საქსტატი ორგანიზებას გაუწევს დონორთა რეგულარულ საკოორდინაციო შეხვედრებს (სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც). სტრატეგიული განვითარების პროექტებისა და პარტნიორების შერჩევისას, სტატისტიკის სამსახური მეტად ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ პროექტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ეს შეხვედრები საშუალებას მისცემს საქსტატს გადახედოს სხვა დონორებთან თანამშრომლობის აქტივობებს და მეტი ყურადღება გაამახვილოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე უზრუნველყოს საერთაშორისო პარტნიორების რესურსების ეფექტიანი გამოყენება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციის შემდგომი მხარდაჭერის მიზნით, საქსტატი განაგრძობს ოფიციალურ თანამშრომლობას სტატისტიკის ეროვნული სისტემის სხვა წევრებთან, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ მონაცემთა მომწოდებლებთან, მათთან ერთიანი ძირითადი კრიტერიუმების (მონაცემთა გაცვლის კალენდარი და დროულობა, სიზუსტე) შესაბამისად ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებით. გარდა ამისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან პარტნიორობით, საქსტატი გააქტიურებს თანამშრომლობას მუნიციპალიტეტებთან, რათა ხელი შეუწყოს მათგან სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო მუნიციპალური მონაცემების მიღებას. საქსტატი ასევე განაგრძობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, პრაქტიკული მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით. ამ მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია შესაბამის უწყებებთან მოსახლეობის რეგისტრის შემუშავების მიზნით ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობა. ამასთან ერთად, დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა თანამშრომლობა სისტემის წევრებთან ისეთი მონაცემების იდენტიფიცირებისა და შემდგომში საქსტატის ვებსაიტზე მათი გამოქვეყნების მექანიზმის განსაზღვრისთვის, რომლებზე მოთხოვნაც მაღალია მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან. ასეთი ტიპის აქტივობა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს სისტემის ფარგლებში კოორდინირებულ მუშაობას, არამედ გააძლიერებს რესურსების ეფექტიანად გამოყენებას.

საქსტატი, როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინატორი, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ზოგად ჩარჩოს და მექანიზმებს სისტემის ფარგლებში, მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად; ასევე შეიმუშავებს სასწავლო მასალებს სტატისტიკის ეროვნული სისტემის სხვა წევრებისთვის ამ ჩარჩოს სპეფიციფიკური საკითხების, ასევე ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, პროფესიული დამოუკიდებლობის, გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპების, მათთან ასოცირებული ძირითადი ღირებულებებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად. სასწავლო მასალების შემუშავებისას, საქსტატი მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან. საქსტატი ასევე რეგულარულად განახორციელებს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ ახალი კანონისა და ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპების  პოპულარიზაციას სხვა სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებში ტრენინგების ჩატარების გზით.

ამის შედეგად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციის მხარდასაჭერად, 2027 წლისთვის შექმნილი იქნება სულ მცირე 3 უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი; ჩატარდება რეგულარული ყოველწლიური შეხვედრები ოფიციალური სტატისტიკის წარმოების კოორდინაციისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.

5.2.2 ამოცანა 2.2: საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, საქსტატის, როგორც სანდო პარტნიორის პოზიციონირება ევროკავშირის სტატისტიკურ საზოგადოებაში და აქტიური ჩართულობა გლობალური სტატისტიკის განვითარებაში

მოცემული ამოცანის ფარგლებში ერთი-ერთი აქტივობა გულისხმობს როგორც განვითარების ძირითადი პარტნიორების მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების მოძიების პროცესში სტრატეგიული და გეგმაზომიერი მიდგომის გაძლიერებას და პროექტების ინიცირების, ისე საქსტატისა და სტატისტიკის სხვა მწარმოებლების ჩართულობის გაზრდას ევროკავშირისა და გლობალურ დონეზე სტატისტიკის განვითარების სამუშაოებში. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვთ, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორებს, ფინანსური და მონეტარული სტატისტიკის წარმოებაში. ეს მიზანი გამიზნულია ძირითადი პრობლემა 1-ის და საერთაშორისო თანამშრომლობის არასრულად ათვისებულ პოტენციალთან დაკავშირებული ძირეული მიზეზის მოგვარებასთან.

2019 წელს საქართველო გახდა გაეროს სტატისტიკური კომისიის წევრი, ხოლო 2020-2022 წლებში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი არჩეული იყო გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს თავმჯდომარედ. ამჟამად საქსტატი მონაწილეობს ESCAP-ის მოსახლეობისა და სოციალური სტატისტიკის რეგიონულ მმართველ ჯგუფში, რაც მას მოსახლეობის აღწერისთვის მზადებისას გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის საშუალებას აძლევს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე არჩეული იქნა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოს სტატისტიკის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ, რაც საქსტატის თანამშრომლების პროფესიონალიზმის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს. მსგავს ინიციატივებში მონაწილეობა გააძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორის, რეპუტაციას საერთაშორისო სტატისტიკურ საზოგადოებაში და გააძლიერებს შესაძლებლობების განვითარებას ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის გაზრდისა და მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოებისთვის.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გაიზარდა საქსტატისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები. საქსტატმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა ევროკავშირის სტატისტიკურ საზოგადოებაში მისი შემდომი ინტეგრაციისთვის და აგრეთვე გააუმჯობესოს პარტნიორული ურთიერთობები სხვა სტატისტიკურ უწყებებთან, საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, სტატისტიკის წარმოების მოდერნიზაციის, მონაცემთა შეგროვების ალტერნატიული მეთოდების, რესპონდენტებზე დატვირთვის შემცირების მიმართულებით და ა.შ. აღნიშნული მიმართულებებით დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს შესაბამის სტატისტიკურ ფორუმებსა და გლობალურ ინიციატივებში მონაწილეობას, საქსტატის ხელმძღვანელობისა და წამყვანი სპეციალისტების გაზდილ წარმომადგენლობით შესაძლებლობებს ევროსტატის სტრუქტურებსა და თემატურ სამუშაო ჯგუფებში, პოტენციური ახალი საერთაშორისო პარტნიორების გამოვლენას ოფიციალური სტატისტიკის პრიორიტეტული სფეროების განვითარების მხარდასაჭერად და სხვ.

ამავდროულად, საქსტატში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მას საშუალებას აძლევს საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის ყველაზე განვითარებული სფეროების საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიაროს საერთაშორისო პარტნიორებს. საერთაშორისო საზოგადოების თანადგომით, საქსტატი ორგანიზებას გაუწევს საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებისა და ღონისძიებების ჩატარებას, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში თანამედროვე ტენდენციებისა და უახლესი მიღწევების გაზიარების მიზნით.

გენდერული სტატისტიკის წარმოება თანამშრომლობის განვითარების ის პოტენციური სფეროა, რომლის ფარგლებშიც სტატისტიკის სამსახურმა მნიშვნელოვანი პროგრესს მიაღწია და შეუძლია კარგი გამოცდილების გაზიარება. საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის კიდევ ერთ მექანიზმს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტები წარმოადგენს, რომლებშიც საქსტატს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც საერთაშორისო კონსორციუმების პარტნიორმა უწყებამ. საქსტატი გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გამოავლინოს ასეთი შესაძლებლობები და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის კონკურსებში.

ამ ამოცანის ფარგლებში გატარებული ზომები საშუალებას მისცემს საქსტატს, გაზარდოს მონაწილეობა ევროკავშირის შესაბამის სტატისტიკურ სტრუქტურებში და იყოს წარმოდგენილი სულ ცოტა 6 სტატისტიკურ სამუშაო ჯგუფსა და კომიტეტში.

5.3 სტრატეგიული მიზანი 3: მომხმარებლების მიერ არსებულ მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა

ეს მიზანი ითვალისწინებს მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით აქტივობებს, სტატისტიკური მონაცემების მომხმარებლისთვის მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს, თავის მხრივ, მომხმარებელთა ფართო სპექტრს მისცემს მონაცემების ეფექტური ინტერპრეტაციის საშუალებას. საქსტატის მიერ სტატისტიკური წიგნიერების ასამაღლებლად დაგეგმილი ღონისძიებები დაეხმარება მომხმარებლებს მონაცემთა სწორ ინტერპრეტაციასა და ეფექტურ გაანალიზებაში. დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, გაანალიზდება მონაცემების მომხმარებელთა რეგულარული გამოხმაურებები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე დაკვირვება და საჭიროების მიხედვით მონაცემთა ფორმატის ადაპტირება.

აღნიშნული მიზანი ეხება სიტუაციის ანალიზით გამოვლენილ ძირითად პრობლემა 2-ს და, ასევე, SWOT ანალიზით დადგენილ იმ სუსტ მხარეებს, რომლებიც მომხმარებელთა არასაკმარის ჩართულობას უკავშირდება. ეს მიზანი ემსახურება მონაცემების მხრივ წიგნიერი და ინტერაქტიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, რომელიც პასუხისმგებლობით იყენებს მონაცემებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

შედეგად მოსალოდნელია მომხმარებლების ჩართულობის გაზრდა და საქსტატის ოფიციალურ ვებსაიტზე 2027 წლისთვის ვიზიტორთა რაოდენობა სავარაუდოდ 1 100 000-ს მიაღწევს.

ეს მიზანი დაკავშირებულია მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“ და კონკრეტულად ეხება მიზან 16.10-ს — „საზოგადოებისთვის ინფორმაციაზე მუდმივი წვდომის უზრუნველყოფა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად“.

5.3.1 ამოცანა 3.1: სტატისტიკის შესახებ ცნობიერების და ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის ამაღლება და მომხმარებლების მიერ არსებული მონაცემების უფრო აქტიური გამოყენება

აღნიშნული ამოცანის შესრულება ხელს შეუწყობს მოქალაქეების, ხელისუფლებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების სტატისტიკის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას. ამასთან ერთად საჭიროა მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოლოდინების მუდმივი გაზომვის მეთოდების შემუშავება. აუცილებელია სტატისტიკური მონაცემების მომხმარებელთა საერთო სტატისტიკური წიგნიერების გაუმჯობესება. ამ ამოცანის შესასრულებლად, საქსტატი ჩაერთვება აქტიურ დიალოგში მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა უკეთ გაიგოს მათი საჭიროებები, გააუმჯობესოს ურთიერთობები მონაცემთა მომწოდებლებთან და ჩაატაროს მომხმარებელთა კმაყოფილების რეგულარული გამოკითხვები და ტრენინგები. მკვლევრების მიერ მონაცემების გამოყენება წახალისდება იმით, რომ მათ მიეცემათ მიკრომონაცემების გამოყენების შესაძლებლობა მონაცემთა კონფიდენციალურობის სრული დაცვით. საქსტატი ითანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, რათა გამოიყენოს მათი რესურსცენტრები, სტატისტიკის პოპულარიზაციისთვის დაწყებითი და საშუალო სკოლების მოსწავლეებში. აღნიშნული ამოცანა  შემუშავებულია ძირითადი პრობლემა 2-ისა და მისი გამომწვევი მიზეზების გადასაჭრელად, რომლებიც დაკავშირებულია სტატისტიკის შეზღუდულ ცოდნასთან და მონაცემებთან მუშაობის კულტურის ნაკლებობასთან, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფში.

საქსტატი და სისტემის სხვა წევრები ისწრაფვიან გადაწყვეტილების მიღების დროს, პოლიტიკის შემუშავების, მისი მონიტორინგისა და შეფასების პროცესში გაზარდონ სამთავრობო ინსტიტუტების მიერ ოფიციალური სტატისტიკის გამოყენების შესაძლებლობები და უნარები. ტრენინგებს გენდერული სტატისტიკის წარმოებისა და შესამამისი მონაცემების პასუხისმგებლობით გამოყენებაზე ჩაატარებენ შესაბამისი საჯარო მოხელეები, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქსტატთან თანამშრომლობით გაუძღვება ტრენინგებს მუნიციპალიტეტებისთვის ოფიციალური სტატისტიკის გამოყენების საკითხებზე.

გარდა ამისა, იგეგმება საქსტატის შესაძლებლობების გაზრდა პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სტრატეგიული კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით. საქსტატის უფროსი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის ჩატარდება ტრენინგი მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე.

საქსტატი გაატარებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშემწყობ აქტივობებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საქსტატისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მიმართ საზოგადოების მხრიდან აღიარებასა და ნდობის ამაღლებაზე და, ასევე, ინდივიდუალური და სოციალური ცნობიერების ამაღლებაზე, ოფიციალური სტატისტიკის მნიშვნელობის შესახებ. ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგია უზრუნველყოფს საზოგადოების, პოლიტიკის გამტარებლებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სტატისტიკის მნიშვნელოვნებისა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესის უკეთ გააზრებას. აღნიშნული ამოცანის შესრულების მხარდამჭერია ამოცანა 3.2. შედეგების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის წარმოჩენის მიზნით, დამოუკიდებელ ორგანიზაციას დაევალება საქსტატისა და მთლიანად სტატისტიკის ეროვნული სისტემის სანდოობის გაზომვა.

ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სტატისტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ამის დადასტურება. შემუშავდება ინდიკატორების ჩარჩო საქსტატის დამოუკიდებლობის გასაზომად და პერიოდული მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. საწყის ეტაპზე საქსტატი თვითშეფასებას ჩაატარებს შემუშავებული კრიტერიუმების გამოყენებით.

ამ მიზნის შესრულების შედეგად, 2027 წლისთვის სტატისტიკის შესახებ საზოგადოებას ცნობიერება იქნება სულ მცირე 60%. ცნობიერების დონის დასადგენად ჩატარდება გამოკვლევა სტატისტიკის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფში. დამოუკიდებელი ორგანიზაციის/კონსულტანტის მიერ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის გამოკვლევის შედეგი იქნება არანაკლებ 60%.

5.3.2 ამოცანა 3.2: ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა მონაცემების გავრცელების ახალი და გაუმჯობესებული ინსტრუმენტების მეშვეობით

მოცემული სტრატეგიული ამოცანის მიზანია ოფიციალურ სტატისტიკაზე ხელმისაწვდომობის გაფართოება გავრცელების თანამედროვე ინსტრუმენტების შემუშავებისა და დანერგვის გზით, რათა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. მონაცემთა და მეტამონაცემთა გაცვლის სტანდარტი (Statistical Data and Metadata Exchange – SDMX) გამოყენებული იქნება ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელთა (საქსტატი და სებ) მიერ, მონაცემთა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მისაწოდებლად. გლობალური შეფასების უახლესი რეკომენდაციებისა და მონაცემთა გავრცელების საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავდება სტრატეგიული კომუნიკაციის ყოვლისმომცველი ჩარჩო და ფორმალური სახელმძღვანელო კრიზისული სიტუაციების სამართავად. აღნიშნული ამოცანა ეხება ძირითად პრობლემა 2-ს და სტატისტიკური მონაცემების კომუნიკაციისა და არასაკმარისი გამოპასუხების გამომწვევ მიზეზებს.

გამოყენებული იქნება მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე ინსტრუმენტები კომპლექსურ მონაცემთა ერთობლიობის ინტუიციურ და მოსახერხებელ პროდუქტად გარდაქმნის მიზნით და ფართო საზოგადოებისთვის მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუველსაყოფად. მომხმარებლის შემდგომი ჩართულობის მხარდასაჭერად წახალისდება შედეგობრივი მონაცემთა წარდგენის პერსონალიზაცია, რათა მომხმარებლებს საშუალება მიეცეს გაფილტრონ მონაცემები საკუთარი სპეციფიკური საჭიროებების შესაბამისად. აღნიშნული მიიღწევა ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზების ინტეგრაციისა და ავტომატიზაციის საშუალებით. მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შეიქმნება ახალი პორტალები, მათ შორის, გარემოსდაცვითი სტატისტიკის პორტალი, ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალი და დროის გამოყენების გამოკვლევის პორტალი. საქსტატი ასევე გაზრდის უწყების ვებსაიტზე იმ მონაცემების ხელმისაწვდომობას, რომელთა მიღება აქამდე მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე იყო შესაძლებელი. ერთ-ერთი მაგალითია საქსტატის ვებსაიტზე ბიზნესსტატისტიკის დარგში სტატისტიკური ბიზნესის მაჩვენებლების დამატება კატეგორიისთვის – „მცირე საწარმოები“.

მომხმარებლის კმაყოფილების დონე შეფასდება სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევით.

ოფიციალური სტატისტიკით დაინტერესება და შესაბამისი მონაცემების გამოყენება შეფასდება საქსტატის ოფიციალური ვებსაიტიდან ოფიციალური მონაცემების ჩამოტვირთვების რაოდენობით, რომელიც სულ ცოტა გაორმაგდება 2023 წლის დონესთან შედარებით, ანუ სამიზნე მაჩვენებელი 2027 წლისთვის – 400000.

6. ლოგიკური ჩარჩო

ჩვენს ხედვას წარმოადგენს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მონაცემთა მართვისა და განკარგვის ძლიერ და კარგად კოორდინირებულ მოდელად გარდაქმნა. ინოვაციური მიდგომებისა და ადაპტაციის უნარის გაძლიერებით, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ წამყვანი მაკოორდინირებელი ორგანოს როლი, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად, სანდო, დროული და მომხარებელზე ორიენტირებული ოფიციალური სტატისტიკის წარმოებაში.
მიზანი 1: მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი: 17: 17.18 და 17.19
გავლენის ინდიკატორი 1.1: მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) საქსტატის მიერ გაანგარიშებული ინდიკატორების წილი   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2027 მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი
მაჩვენებელი 95% 100%
გავლენის ინდიკატორი 1.2: მომხმარებელთა კმაყოფილების დონე   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2027 მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევის ანგარიში
მაჩვენებელი 85.4% სულ მცირე 85%
ამოცანა 1.1: ოფიციალური სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის
შედეგის ინდიკატორი 1.1.1: EU NUTS კლასიფიკაციის მიხედვით გაანგარიშებული ინდიკატორების რაოდენობა   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 საქსტატის ვებსაიტი
მაჩვენებელი 0 10 30
რისკები: ოფიციალურ სტატისტიკაზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის არასაკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსი
ამოცანა 1.2: ადმინისტრაციული და მონაცემთა ალტერნატიული წყაროების დივერსიფიკაცია და გაფართოება
შედეგის ინდიკატორი 1.2.1: ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოყენებული ადმინისტრაციული წყაროების წილი   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამა
მაჩვენებელი 36% 38% 40%
რისკები: ადმინისტრაციული მონაცემების არასაკმარისი ხარისხი, ადმინისტრაციული მონაცემების მომწოდებელთა არასაკმარისი ჩართულობა
ამოცანა 1.3: მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და ავტომატიზაცია მონაცემთა დროული, ზუსტი და ეფექტური დამუშავების უზრუნველსაყოფად
შედეგის ინდიკატორი 1.3.1: წლიური სტატისტიკის გავრცელების საშუალო დრო   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამა
მაჩვენებელი 294 დღე 289 დღე 284 დღე
შედეგის ინდიკატორი 1.3.2: კვარტალური სტატისტიკის გავრცელების საშუალო დრო   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამა
მაჩვენებელი 52 დღე 47 დღე 42 დღე
რისკები: GSBPM მოდელზე გადასვლის შედეგად მოსალოდნელზე დაბალი სტატისტიკის წარმოების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესება
ამოცანა 1.4: ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და მონაცემთა საიმედო დაცვის უზრუნველყოფა
შედეგის ინდიკატორი 1.4.1: საქსტატის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) ISO/IEC 27001 სტანდარტთან შესაბამისობა   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 IT აუდიტის დასკვნა ISO/IEC 27001 -თან შესაბამისობის შესახებ
მაჩვენებელი არ შეესაბამება სტანდარტს ISO/IEC 27001 არ შეესაბამება სტანდარტს ISO/IEC 27001 შეესაბამება ISO/IEC 27001 სტანდარტს
რისკები: არასაკმარისი ფინანსური რესურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის და მართვის სისტემის მოდერნიზებისთვის
ამოცანა 1.5: მოქნილი და თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნა
შედეგის ინდიკატორი 1.5.1: თანამშრომლების დენადობის დონე   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა (eHRMS)
მაჩვენებელი 7% 6% 5%
რისკები: ფინანსური რესურსის ნაკლებობა
მიზანი 2: ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერება მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი: 16: 16.8
გავლენის ინდიკატორი 2.1: მონაცემთა მართვის სისტემის განვითარების დონე   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2027 მართვის სისტემის განვითარების შეფასების მოდელის მიხედვით თვითშეფასების ანგარიში
მაჩვენებელი განმეორებადი განსაზღვრული
ამოცანა 2.1: ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში საქსტატის როლის გაძლიერება კოორდინაციისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით
შედეგის ინდიკატორი 2.1.1: ოფიციალური სტატისტიკის წარმოების კოორდინაციის გაძლიერების მიზნით საქსტატის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების რაოდენობა   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 მთავრობის დადგენილებები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
მაჩვენებელი 1 2 3
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.1.2: ოფიციალური სტატისტიკის წარმოების კოორდინაციისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ყოველწლიური უწყებათაშორისი შეხვედრების რაოდენობა   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 ჩატარებული შეხვედრების ანგარიშები
მაჩვენებელი 0 1 2
რისკები: უწყებათაშორისი თანამშრომლობის ნაკლებობა, ეროვნული სტატისტიკური სისტემის წევრების არასაკმარისი ჩართულობა
ამოცანა 2.2: საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, საქსტატის, როგორც სანდო პარტნიორის პოზიციონირება ევროკავშირის სტატისტიკურ საზოგადოებაში და აქტიური ჩართულობა გლობალური სტატისტიკის განვითარებაში
შედეგის ინდიკატორი 2.2.1: ევროკავშირის თემატური სამუშაო ჯგუფების და კომიტეტების რაოდენობა, რომლებშიც საქსტატის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 შეხვედრების ანგარიშები
მაჩვენებელი 3 4 6
რისკები: ხელმისაწვდომი თემატური სამუშაო ჯგუფების ნაკლებობა, ევროსტატის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მიღების შეზღუდული უფლება
მიზანი 3: მომხმარებლების მიერ არსებულ მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი: 17: 17.18
16: 16.10
გავლენის ინდიკატრი 3.1:

საქსტატის ოფიციალური ვებსაიტის ვიზიტორთა

რაოდენობა

  საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2027 საქსტატის ვებსაიტის ანალიტიკა
მაჩვენებელი 775 607 1 100 000
ამოცანა 3.1: სტატისტიკის შესახებ ცნობიერების და ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის ამაღლება და მომხმარებლების მიერ არსებული მონაცემების უფრო აქტიური გამოყენება
შედეგის ინდიკატორი 3.1.1: სტატისტიკის შესახებ ცნობიერების დონე   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 გამოკვლევის შედეგები და ანგარიში
მაჩვენებელი არ არის ხელმისაწვდომი 52% 55%
შედეგის ინდიკატორი 3.1.2: ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის დონე   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 გამოკვლევის შედეგები და ანგარიში
მაჩვენებელი არ არის ხელმისაწვდომი 52% 55%
რისკები: არასაკმარისი ფინანსური რესურსი ტრენინგების საკმარისი რაოდენობისთვის, მონაწილეთა არასაკმარისი ჩართულობა ტრენინგებში
ამოცანა 3.2: ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა მონაცემების გავრცელების ახალი და გაუმჯობესებული ინსტრუმენტების მეშვეობით
შედეგის ინდიკატორი 3.2.1: საქსტატის ოფიციალური ვებსაიტიდან ოფიციალური სტატისტიკის ჩამოტვირთების რაოდენობა   საბაზისო შუალედური სამიზნე დადასტურების წყარო:
წელი 2023 2025 2027 საქსტატის ვებსაიტის ანალიტიკა
მაჩვენებელი  200 000 300 000 400 000 
რისკები: ოფიციალური სტატისტიკის მომხმარებლების არასაკმარისი ჩართულობა; არასაკმარისი ფინანსური რესურსი სტატისტიკის გავრცელების ახალი ინსტრუმენტების დანერგვისთვის

გრაფიკი 5. ლოგიკური ჩარჩო

7. განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

განხორციელება

სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩამოყალიბებული საკოორდინაციო მექანიზმი შენარჩუნდება. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს № 308 დადგენილებით სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო ფუნქციონირებას განაგრძობს სტრატეგიის მთელი პერიოდის (2024-2027 წწ.) განმავლობაში. საბჭოში, რომლის მთავარი ფუნქცია სტრატეგიის განხორციელების ზედამხედველობა იქნება, შედიან: საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა; მინისტრების მოადგილეები შესაბამისი დარგობრივი სამინისტროებიდან; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. საბჭო უზრუნველყოფს სტრატეგიის ეფექტური და დროული განხორციელებისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრების მხარდაჭერას. საბჭო შეიკრიბება წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც, სტრატეგიის განხორციელების პროგრესისა და ამ პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოწვევის განსახილველად. გარდა ამისა, საბჭო დაამტკიცებს მონიტორინგის წლიურ ანგარიშებს.

ანალოგიურად, 2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმების ტექნიკურ დონეზე ეფექტური შესრულების უზრუნველსაყოფად, შენარჩუნდება საბჭოს მიერ სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები. 2025 წელს ისინი მონაწილეობას მიიღებენ სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები შენარჩუნდება თემატური ჯგუფების სახით, რომელთა მიზანი სტრატეგიის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნებაა, განსაკუთრებით სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთობლივი აქტივობების შემთხვევაში. თემატური ჯგუფის წევრები იქნებიან არა კონკრეტული პირები, არამედ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ამავე დროს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესთან დაკავშირებული ოფიციალური საკონტაქტო პირებიც იქნებიან. სამუშაო ჯგუფების საქმიანობის არეალი დამტკიცებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ.

cid:image010.png@01DA68D4.24E98490

გრაფიკი 6. საკოორდინაციო მექანიზმი

2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის განხორციელების კოორდინირებას და მონიტორინგს აწარმოებს სამდივნო, რომელსაც საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი წარმოადგენს. საქსტატი ასევე პასუხისმგებელია სამივე სტრატეგიული მიზნისა და მათთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელებაზე, ასევე მათი შესრულების მონიტორინგზე, ლოგიკურ ჩარჩოში განსაზღვრული ინდიკატორების გამოყენებით.

სტრატეგიის განხორციელების სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 23 მლნ ლარს (მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტის ჩათვლით). 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის სავარაუდო ბიუჯეტი 21238205 ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც ყველაზე დიდი წილი მოდის აღწერასთან დაკავშირებულ ხარჯებზე – 20203000 ლარი. აქედან 192000 ლარი დეფიციტია. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და დონორთა საკოორდინაციო შეხვედრები გამოყენებული იქნება დეფიციტის შესავსებად საჭირო რესურსების მობილიზებისთვის. დეფიციტის შედარებით მცირე ზომის გათვალისწინებით, რეალისტური სცენარი მოიცავს მის მობილიზებას დონორთა კოორდინაციის აქტივობებით ან, ყველაზე პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეს აქტივობები შეიძლება გადაიხედოს 2026-2027 წლების მომდევნო სამოქმედო გეგმისთვის. 2026-2027 წლების სავარაუდო ბიუჯეტია დაახლოებით 1.7 მლნ ლარი.

სტრატეგიასა და მისი განხორციელების გეგმაში გათვალისწინებულია ღონისძიებები დაინტერესებული მხარეების განხორციელების პროცესში მონაწილეობისთვის. მაგალითად, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრები გააუმჯობესებს საკოორდინაციო მექანიზმებს, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების კოორდინაციას და უზრუნველყოფს უკუკავშირს საერთაშორისო პარტნიორების შეხედულებებისა და წინადადებების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად.

მონიტორინგი

მონიტორინგის პროცესი დაიწყება სტრატეგიის განხორციელების პარალელურად. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები სამდივნოს მიაწვდიან კვარტალურ ანგარიშებს საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ, სტატუსის ანგარიშების სახით. სამდივნო პასუხისმგებელია მონაცემთა შეგროვებაზე, დამუშავებასა და პროგრესის ანგარიშების შემუშავებაზე. ყველა აქტივობის მონიტორინგი განხორციელდება აქტივობის შედეგის ინდიკატორების მიხედვით (მონიტორინგისა და შეფასების გეგმასთან შესაბამისობაში). მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე შემუშავდება ორი ტიპის ანგარიში:

  • პროგრესის ანგარიში მომზადდება წელიწადში ორჯერ და ასახავს სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს. არ ქვეყნდება.

  • წლიურ ანგარიშში გაიზომება ამოცანებისა და აქტივობების განხორციელების პროგრესი, ამოცანის შედეგის ინდიკატორებისა და აქტივობის შედეგების ინდიკატორების გათვალისწინებით. მონიტორინგის ყველა წლიური ანგარიში გამოქვეყნდება საქსტატის ვებსაიტზე საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 60 დღისა. გარდა ამისა, წლიური ანგარიში გადაეგზავნება უწყებათაშორის საბჭოს და უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებს.

ცხრილი 1 მონიტორინგისა და შეფასების კალენდარი

ანგარიშის ტიპი მომზადების ან/და გამოქვეყნების ვადა შენიშვნა
პროგრესანგარიში – I-II კვარტალი, 2024 წელი ივლისი, 2024 წელი გაზიარებულია უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებთან
წლიურიანგარიში (2024 წ.) თებერვალი, 2025 წელი დამტკიცებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ და გამოქვეყნებულია საქსტატის ვებსაიტზე
პროგრესანგარიში I-II კვარტალი, 2025 წელი ივლისი, 2025 წელი გაზიარებულია უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებთან
წლიურიანგარიში (2025 წ.) თებერვალი, 2026 წელი დამტკიცებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ და გამოქვეყნებულია საქსტატის ვებსაიტზე
პროგრესანგარიში – I-II კვარტალი, 2026 წელი ივლისი, 2026 წელი გაზიარებულია უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებთან
წლიურიანგარიში (2026 წ.) თებერვალი, 2027 წელი დამტკიცებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ და გამოქვეყნებულია საქსტატის ვებსაიტზე
პროგრესანგარიში – I-II კვარტალი, 2027 წელი ივლისი, 2027 წელი გაზიარებულია უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებთან
წლიურიანგარიში (2027 წ.) თებერვალი, 2028 დამტკიცებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, გამოქვეყნებულია საქსტატის ვებსაიტზე
საბოლოო შეფასება ივნისი, 2028 შემუშავებულია გარე კონსულტანტის მიერ. ანგარიში დამტკიცებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ და გამოქვეყნებულია საქსტატის ვებსაიტზე

პროგრესისა და წლიური ანგარიშების სტრუქტურა შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის № 629 დადგენილების მე-7 დანართთან. ორივე ანგარიში შემუშავდება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით: დროულობა, ლაკონურობა (მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება), თანმიმდევრულობა (მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის შეთავაზება) და მომხმარებელზე ორინეტირებულობა (მომხმარებლის საჭიროებების გაგების უზრუნველსაყოფად მარტივი ენისა და გრაფიკების გამოყენება).

მონიტორინგის შედეგების ანალიზისა და განხილვის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება სტრატეგიაში რაიმე ცვლილების საჭიროების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამდივნო პასუხისმგებელი იქნება შემოთავაზებული ცვლილების პროექტის უწყებათაშორისი საბჭოს წინაშე წარდგენაზე, სადაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. დამტკიცების შემდეგ, ცვლილებები გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. თუმცა, მონიტორინგის შედეგებისა და მიღებული გაკვეთილების ინტეგრირების უფრო ეფექტური მექანიზმია 2025 წლისთვის სტრატეგიის განხორციელების შემდეგი, 2026–2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს კონკრეტულ აქტივობებს დასახული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად და მოიცავს ნებისმიერ აქტივობას, რომელიც არ იყო განხორციელებული წინა გეგმაში, მაგრამ მაინც განიხილება შესაბამისი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის და შეფასების შესახებ დაინტერესებული მხარეებისა და ფართო აუდიტორიის ინფორმირების მიზნით გამოყენებული იქნება  კომუნიკაციის შემდეგი საშუალებები: საქსტატის ვებსაიტის შესაბამის განყოფილებაში (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/630/statistikis-ganvitarebis-strategia), სტრატეგიისთვის გამოყოფილ გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება 2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია, მისი განხორციელების 2024-2025 და 2026-2027 წლების გეგმები, ასევე მონიტორინგის წლიური ანგარიშები (უწყებათაშორისი საბჭოს მიერ დამტკიცებული) და შეფასების ანგარიში (შემუშავებული იქნება სტრატეგიის მოქმედების ვადის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში).  გარდა ამისა, ვებსაიტის შესაბამის განყოფილებაში ხელმისაწვდომი იქნება საქსტატში სტრატეგიაზე პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გამოაგზავნოს კითხვები სტრატეგიის პროგრესთან და შედეგებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. განახლებული ინფორმაცია ასევე გასაჯაროვდება სოციალურ მედიაში, ოფიციალური ანგარიშების საშუალებით.

შეფასება

შეფასების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით, 2024–2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის შეფასებას ჩაატარებს დამოუკიდებელი კონსულტანტი, სტრატეგიის მიწურულს. შეფასების პროცესი წარიმართება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის № 629 დადგენილების მე-8 დანართის შესაბამისად. შეფასების ვადები შეესაბამება მომდევნო სტრატეგიის შემუშავების ვადებს, რათა უზრუნველყოს მისი რეკომენდაციების და მიღებული გაკვეთილების დროული გათვალისწინება შემდეგი სტრატეგიისთვის. შეფასების განხორციელების სავარაუდო ვადაა 2027 წლის მეორე ნახევარი. შეფასებისას გამოყენებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები: სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისობა ეროვნული განვითარების პრიორიტეტებთან და შესაბამის პოლიტიკასთან, ეფექტურობა (მიღწეულია თუ არა მიზნებით განსაზღვრული მიზნები), სტრატეგიის მიღწევების ხარჯთეფექტიანობა, მდგრადობა და გავლენა. შეფასების ანგარიში დაიცავს იმავე პრინციპებს, რომლებსაც იცავს წლიური მონიტორინგის ანგარიშები, კერძოდ: დროულობა, ლაკონურობა, თანმიმდევრულობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა. შეფასების ანგარიში საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება საქსტატის ვებსაიტზე. იგი ასევე გადაეცემა უწყებათაშორის საბჭოს და უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფებს.

გლობალური შეფასების შემდეგი რაუნდი, რომელიც დაახლოებით სტრატეგიის დასრულების პერიოდს დაემთხვევა, ყოვლისმომცველი შეფასების მეთოდად გამოდგება და ასახავს სტრატეგიის განხორციელების გავლენას, სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგომარეობაზე.

დანართები:

დანართი I – 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა

დანართი II – სამოქმედო გეგმის დანართი: ბიუჯეტირების ინსტრუმენტი

დანართი III – ინდიკატორების პასპორტი

დანართი IV – საჯარო კონსულტაციების ანგარიში

განვითარების სტრატეგია 2024-2027_4.docx

დანართი III

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის 2024-2027 წლების განვითარების სტრატეგია

ინდიკატორების პასპორტი

შინაარსი

შესავალი 2

გავლენის ინდიკატორები 3

სტრატეგიული მიზანი 1 3

სტრატეგიული მიზანი 2 5

სტრატეგიული მიზანი 3 6

ამოცანის შედეგის ინდიკატორები 7

ამოცანა 1.1 7

ამოცანა 1.2 8

ამოცანა 1.3 9

ამოცანა 1.4 11

ამოცანა 1.5 12

ამოცანა 2.1 12

ამოცანა 2.2 14

ამოცანა 3.1 15

ამოცანა 3.2 16

შესავალი

ინდიკატორების პასპორტი შედგენილია პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს მე-3 დანართის მიხედვით.

ინდიკატორების პასპორტი მოიცავს დეტალურ ინფორმაციას გავლენის და ამოცანის შედეგის თითოეული ინდიკატორის შესახებ, მათი დათვლის/შეფასების მეთოდოლოგიის ჩათვლით.

გავლენის და ამოცანის შედეგის ყველა ინდიკატორის შეფასებაზე პასუხისმგებელია 2024-2027 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო, საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი. ამოცანის შედეგის ინდიკატორები, პასპორტში აღწერილი მეთოდოლოგიის მიხედვით, შეფასდება ყოველწლიურად, ხოლო გავლენის ინდიკატორი – სტრატეგიული პერიოდის ბოლოს, სტრატეგიის შეფასების დროს.

გავლენის ინდიკატორები

სტრატეგიული მიზანი 1

ინდიკატორის დასახელება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) საქსტატის მიერ გაანგარიშებული ინდიკატორების წილი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად
ინდიკატორის აღწერა ნაციონალიზირებული 101 ინდიკატორებისგან 60 ინდიკატორის გაანგარიშებაზე პასუხისმგებელია საქსტატი. რადგან მდგრადი განვითარების მიზნები უკავშირდება როგორც დარგობრივ, ისე ურთიერთგადამკვეთ სტატისტიკას, რომელიც გამოიყენება პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიზანი 1 „მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად“ მიღწევის ხარისხის შესაფასებლად შეირჩა ეს ინდიკატორი.
დადასტურების წყარო მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე სტრატეგიული პერიოდის ბოლოს, სტრატეგიის შეფასების დროს
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

$\frac{\begin{array}{r} მდგრადი\ განვითარების\ მიზნების\ ინდიკატორების\ რაოდენობა, \\ რომლებიც\ გაანგარიშებულია\ საქსტატის\ მიერ \end{array}}{\begin{array}{r} საქსტატის\ მიერ\ გასაანგარიშებელი\ მდგრადი\ განვითარების\ მიზნების\ \\ ინდიკატორების\ რაოდენობა \end{array}} \times 100$

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
წელი 2023 2027
მაჩვენებელი 95% 100%
ინდიკატორის დასახელება მომხმარებელთა კმაყოფილების დონე
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად
ინდიკატორის აღწერა

აღნიშნული ინდიკატორი აფასებს მომხმარებელთა კმაყოფილების საშუალო დონეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

1. დამოუკიდებლობის ხარისხი,

2. ინფორმაციის ხარისხი,

3. ინფორმაციის სანდოობა,

4. ინფორმაციის სარგებლიანობა,

5. ინფორმაციის ვიზუალიზაცია,

6. ინფორმაციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ხარისხი,

7. მეთოდოლოგიის ხელმისაწვდომობა,

8. ინფორმაციის დროულად მიღება,

9. კადრების კომპეტენტურობა,

10. სიახლეებზე ორიენტირება,

11. კომუნიკაციის ხარისხი,

12. კონფიდენციალურობის დაცვა.

დადასტურების წყარო მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევის ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე სტრატეგიული პერიოდის ბოლოს, სტრატეგიის შეფასების დროს
მეთოდოლოგია

თითოეული კრიტერიუმისთვის გამოითვლება საშუალო შეწონილი ქულა შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

$$S_{i} = \ \frac{\sum_{j = 1}^{5}{(f_{ij} \times j)}}{N_{i}}$$

სადაც, $i = \overline{1,12}$ და $j = \overline{1,5}$ ,

fij - წარმოადგენს სიხშირეს, თუ რამდენჯერ იყო j ქულა მინიჭებული i კრიტერიუმისთვის.

j - წარმოადგენს შესაძლო ქულებს (სადაც, ქულა 5 არის ძალიან მაღალი, 4 - მაღალი, 3 - საშუალო, 2 - დაბალი, 1 - ძალიან დაბალი),

ხოლო, Ni - არის i კრიტერიუმის შესაბამისი პასუხების ჯამური რაოდენობა.

საშუალო შეწონილი ქულის გაანგარიშების შემდეგ, გამოითვლება საშუალო ქულა მოცემული 12 კრიტერიუმისთვის შემდეგი ფორმულის გამოყენებით:

$$S = \ \frac{\sum_{i = 1}^{12}S_{i}}{12}$$

ვინაიდან მაქსიმალური ქულა (5 ქულა) შეესაბამება 100%-ს, მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ფორმულა შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც:

$\mathbf{მ}\mathbf{ომხმარებელთა}\mathbf{\ }\mathbf{კმაყოფილების}\mathbf{\ }\mathbf{დონე}\mathbf{\ } = \ \frac{S \times 100}{5}$

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
წელი 2023 2027
მაჩვენებელი 85.4% სულ მცირე 85%

სტრატეგიული მიზანი 2

ინდიკატორის დასახელება მონაცემთა მართვის სისტემის განვითარების დონე
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერება მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მონაცემთა მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს მონაცემთა მართვის სისტემის განვითარების დონეს საერთაშირისო მეთოდოლოგიის მიხედვით. შეფასებისთვის აღებულია მონაცემების მართვის სისტემის განვითარების მოდელი, რომელიც შემუშავდა მონაცემების მართვის საერთაშორისო ასოციაციის მიხედვით (DAMA).
დადასტურების წყარო მართვის სისტემის განვითარების შეფასების მოდელის მიხედვით თვითშეფასების ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე სტრატეგიული პერიოდის ბოლოს, სტრატეგიის შეფასების დროს
მეთოდოლოგია

ინდიკატორის შეფასებისთვის გამოიყენება თვითშეფასების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მონაცემების მართვის სისტემის განვითარების მოდელის საფეხურების მიხედვით საქსტატის მონაცემთა მართვის სისტემის განვითარების დონის შეფასებას.

მოდელი შედგება შემდეგი საფეხურებისგან:

  1. საწყისი: ამ ეტაპზე მონაცემების მართვის პროცესები არის არათავსებადი და ხშირად დაუგეგმავი.

  2. განმეორებადი: მონაცემების მართვის ძირითადი, საბაზო პროცესები დანერგილია, მაგრამ მათ აკლია თავსებადობა და სრული ინტეგრირება ორგანიზაციულ მართვის სტრატეგიაში.

  3. განსაზღვრული: მონაცემების მართვის პროცესები არის კარგად დოკუმენტირებული, გამოყენებადი და ინტეგრირებული ორგანიზაციულ მართვის სისტემაში. როლები და პასუხისმგებლობები კარგად არის განაწილებული და არსებობს მონაცემების ფორმალური მართვის სტრუქტურა.

  4. მართვადი: ორგანიზაცია აქტიურად ზომავს და უწევს მონიტორინგს მონაცემების მართვის სისტემის პროცესების ეფექტურობას.

  5. ოპტიმიზებული: მონაცემების მართვის პროცესები სრულად ოპტიმიზებულია და ორგანიზაციას აქვს მიღწეული მონაცემების მართვის მოდელის განვითარების უმაღლესი დონე.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
წელი 2023 2027
მაჩვენებელი განმეორებადი განსაზღვრული

სტრატეგიული მიზანი 3

ინდიკატორის დასახელება საქსტატის ოფიციალური ვებსაიტის ვიზიტორთა რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მომხმარებლების მიერ არსებულ მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს საქსტატის ოფიციალურ ვებსაიტზე სესიების ჯამურ წლიურ რაოდენობას. ინდიკატორი გვეხმარება, შევაფასოთ ინტერესი ოფიცალური სტატისტიკის მიმართ და მომხმარებლების მიერ არსებულ მონაცემთა გამოყენების დინამიკა.
დადასტურების წყარო საქსტატის ვებსაიტის ანალიტიკა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე სტრატეგიული პერიოდის ბოლოს, სტრატეგიის შეფასების დროს
მეთოდოლოგია საქსტატის ოფიციალურ ვებსაიტზე ჩაშენებულია „Google Analytics“ ინსტრუმენტი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლის ვიზიტორთა და სესიების რაოდენობას. ვებსაიტის ადმინის კაბინეტიდან, ამ ინსტრუმენტის მეშვეობით, შესაძლებელია დროის ნებისმიერ მონაკვეთში აღნიშნული მონაცემის ამოღება ნებისმიერ პერიოდზე. ამ შეთხვევაში მონაცემის ამოღება მოხდება სტრატეგიული პერიოდის ბოლოს და დაითვლება წლიური საშუალო მაჩვენებელი.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
წელი 2023 2027
მაჩვენებელი 775 607 1 100 000

ამოცანის შედეგის ინდიკატორები

ამოცანა 1.1

ინდიკატორის დასახელება EU NUTS კლასიფიკაციის მიხედვით გაანგარიშებული ინდიკატორების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ოფიციალური სტატისტიკის წარმოება მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის
ინდიკატორის აღწერა სტრატეგიულ პერიოდში დაგეგმილია EU NUTS კლასიფიკაციის დანერგვა, რაც განპირობებულია საერთაშორისო (ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში) ვალდებულებების და გლობალური შეფასების რეკომენდაციების შესრულებით. აღნიშნული ინდიკატორი ზომავს კლასიფიკაციის დანერგვის ხარისხს და, შესაბამისად, ინდიკატორების გაანგარიშებას ამ ახალი კლასიფიკაციის მიხედვით.
დადასტურების წყარო საქსტატის ვებსაიტი
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი ყოველწლიურად დაითვლის იმ გამოქვეყნებული ინდიკატორების რაოდენობას, რომლებიც გაანგარიშდა EU NUTS კლასიფიკაციის მიხედვით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 0 10 30

ამოცანა 1.2

ინდიკატორის დასახელება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოყენებული ადმინისტრაციული წყაროების წილი
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ადმინისტრაციული და მონაცემთა ალტერნატიული წყაროების დივერსიფიკაცია და გაფართოება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს ადმინისტრაციული წყაროების წილს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. აღნიშნული ინდიკატორი გვეხმარება შევაფასოთ ამოცანის “ადმინისტრაციული და მონაცემთა ალტერნატიული წყაროების დივერსიფიკაცია და გაფართოება” მიღწევის ხარისხი.
დადასტურების წყარო სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

$\frac{\begin{array}{r} სტატისტიკის\ \ რაოდენობა,\ \\ რომლებიც\ სრულად\ ეფუძნება\ ადმინისტრაციულ\ მონაცემებს\ \end{array}}{სტატისტიკის\ ჯამური\ რაოდენობა} \times 100$

სტატისტიკის რაოდენობაში გათვალისწინებულია სტატისტიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების სიხშირე წელიწადში. მაგალითად, კვარტალური მაჩვენებელი ჩათვლილია როგორც 4 მაჩვენებელი, თვიური სტატისტიკა – როგორც 12 მაჩვენებელი და ა.შ.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 36% 38% 40%

ამოცანა 1.3

ინდიკატორის დასახელება წლიური სტატისტიკის გავრცელების საშუალო დრო
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და ავტომატიზაცია მონაცემთა დროული, ზუსტი და ეფექტური დამუშავების უზრუნველსაყოფად
ინდიკატორის აღწერა აღნიშნული ინდიკატორი ზომავს ძირითადი წლიური სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების (გავრცელების) საშუალო დროს. მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაცია ხელს უწყობს დამუშავების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც აისახება მათ შორის დამუშავებისთვის საჭირო დროის შემცირებაზე. დამუშავების დრო – საანგარიშო პერიოდის მერამდენე დღეს ხდება მონაცემების გამოქვეყნება.
დადასტურების წყარო სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორის გაანგარიშებისთვის დარგობრივი სტატისტიკური მიმართულებების წლიური სამუშაოებიდან შეირჩა 19 ძირითადი და გაანგარიშდა მათი გავრცელების ვადების საშუალო მაჩვენებელი. შექმნილია სამუშაო დოკუმენტი ექსელის ფორმატში, სადაც მოცემულია თითოეულის გავრცელების ვადები საბაზო წლისთვის. ამ ფაილის გამოყენებით ყოველწლიურად დაითვლება მათი გავრცელების საშუალო დრო.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 294 დღე 289 დღე 284 დღე
ინდიკატორის დასახელება კვარტალური სტატისტიკის გავრცელების საშუალო დრო
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და ავტომატიზაცია მონაცემთა დროული, ზუსტი და ეფექტური დამუშავების უზრუნველსაყოფად
ინდიკატორის აღწერა აღნიშნული ინდიკატორი ზომავს ძირითადი კვარტალური სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების (გავრცელების) საშუალო დროს. მონაცემთა წარმოების პროცესების მოდერნიზაცია ხელს უწყობს დამუშავების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც აისახება მათ შორის დამუშავებისთვის საჭირო დროის შემცირებაზე. დამუშავების დრო – საანგარიშო პერიოდის მერამდენე დღეს ხდება მონაცემების გამოქვეყნება.
დადასტურების წყარო სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორის გაანგარიშებისთვის დარგობრივი სტატისტიკური მიმართულებების კვარტალური სამუშაოებიდან შეირჩა 4 ძირითადი და გაანგარიშდა მათი გავრცელების ვადების საშუალო მაჩვენებელი. შექმნილია სამუშაო დოკუმენტი ექსელის ფორმატში, სადაც მოცემულია თითოეულის გავრცელების ვადები საბაზო წლისთვის. ამ ფაილის გამოყენებით ყოველწლიურად დაითვლება მათი გავრცელების საშუალო დრო.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 52 დღე 47 დღე 42 დღე

ამოცანა 1.4

ინდიკატორის დასახელება საქსტატის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) ISO/IEC 27001 სტანდარტთან შესაბამისობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და მონაცემთა საიმედო დაცვის უზრუნველყოფა
ინდიკატორის აღწერა აღნიშნული ინდიკატორი ზომავს საქსტატის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობას ISO/IEC 27001 სტანდარტთან. ISO/IEC 27001 არის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მიმართ. სტანდარტთან შესაბამისობა გულისხმობს მონაცემების უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის და საიმედო დაცვის უზრუნველყოფას.
დადასტურების წყარო საინფორმაციო სისტემის (IT) აუდიტის დასკვნა ISO/IEC 27001 სტანდარტთან შესაბამისობის შესახებ
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება ჩატარდება საქსტატის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი, რომელიც შეაფასებს ISO/IEC 27001 სტანდარტთან შესაბამისობას. აუდიტის კომპანია იქნება დაქირავებული და ჩაატარებს დამოუკიდებელ (გარე) აუდიტს ISO/IEC 27001 სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია საინფორმაციო სისტემის (IT) აუდიტი ჩატარდება დამოუკიდებელი, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპანიის მიერ. აუდიტის პროცესში კომპანია შეაფასებს საქსტატის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობას ISO/IEC 27001 სტანდარტთან.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი არ შეესაბამება სტანდარტს ISO/IEC 27001 არ შეესაბამება სტანდარტს ISO/IEC 27001 შეესაბამება ISO/IEC 27001 სტანდარტს

ამოცანა 1.5

ინდიკატორის დასახელება თანამშრომლების დენადობის დონე
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მოქნილი და თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნა
ინდიკატორის აღწერა აღნიშნული ინდიკატორი ფართოდ გამოიყენება როგორც ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ერთ-ერთი შესრულების ძირითადი ინდიკატორი. ინდიკატორი ზომავს თანამშრომლების დენადობას და დაგვეხმარება შევაფასოთ ამოცანის 1.5 „მოქნილი და თანამედროვე სამუშაო გარემოს შექმნა” მიღწევის ხარისხი.
დადასტურების წყარო ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა (eHRMS)
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

მონაცემების წყარო: საქსტატის ადამიანური მართვის სისტემა. ინდიკატორი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თანამშრომლების დენადობის დონე =

$= \frac{წლის\ განმავლობაში\ წასული\ თანამშრომლების\ რაოდენობა}{წლის\ დასაწყისში\ (1\ იანვრის\ მდგომარეობით)თანამშრომლების\ რაოდენობა}$  × 100

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 7% 6% 5%

ამოცანა 2.1

ინდიკატორის დასახელება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების კოორდინაციის გაძლიერების მიზნით საქსტატის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში საქსტატის როლის გაძლიერება კოორდინაციისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი თემატური სამუშაო ჯგუფების რაოდენობას, რაც ასევე გვეხმარება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში საქსტატის კოორდინაციის როლის გაძლიერების შეფასებაში.
დადასტურების წყარო მთავრობის დადგენილებები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია საქსტატის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების რაოდენობა დაითვლება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ მთავრობის დადგენილებების საფუძველზე.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 1 2 3
ინდიკატორის დასახელება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების კოორდინაციისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ყოველწლიური უწყებათაშორისი შეხვედრების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში საქსტატის როლის გაძლიერება კოორდინაციისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით
ინდიკატორის აღწერა აღნიშნული ინდიკატორი ზომავს უწყებათაშორისი ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკის წარმოების კოორდინაციისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ჩატარებული შეხვედრების რაოდენობას. ინდიკატორი დაგვეხმარება, შევაფასოთ საქსტატის კოორდინაციისა და მონაცემთა მართვის მიმართულებით როლის გაძლიერება.
დადასტურების წყარო ჩატარებული შეხვედრების ანგარიშები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია შეხვედრების ანგარიშების, ოქმების და სხვა დამადასტურებელი მასალის საფუძველზე დაითვლება უწყებათაშორისი შეხვედრების რაოდენობა. გათვალისწინებული იქნება ინდიკატორში 2.1.1 ნახსენები უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომლებიც შეეხება ოფიციალური სტატისტიკის წარმოების კოორდინაციისა და მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 0 1 2

ამოცანა 2.2

ინდიკატორის დასახელება ევროკავშირის თემატური სამუშაო ჯგუფების და კომიტეტების რაოდენობა, რომლებშიც საქსტატის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, საქსტატის, როგორც სანდო პარტნიორის პოზიციონირება ევროკავშირის სტატისტიკურ საზოგადოებაში და აქტიური ჩართულობა გლობალური სტატისტიკის განვითარებაში
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს საქსტატის ჩართულობას ევროკავშირის თემატურ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტებში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და საქსტატის, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორის პოზიციონირებას. აღნიშნულ თემატურ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობით საქსტატი ერთვება ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისო გავითარების ინციატივებში.
დადასტურების წყარო შეხვედრების ანგარიშები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ევროკავშირის თემატურ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტებში საქსტატის წარმომადგენლების (მენეჯმენტის და სპეციალისტების) მონაწილეობის მონიტორინგს განახორციელებს საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი. მაჩვენებელში გათვალისწინებული იქნება მხოლოდ სრულფასოვანი წევრობა ან სამუშაო ჯგუფების/კომიტეტების თავჯდომარეობა.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 3 4 6

ამოცანა 3.1

ინდიკატორის დასახელება სტატისტიკის შესახებ ცნობიერების დონე
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან სტატისტიკის შესახებ ცნობიერების და ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის ამაღლება და მომხმარებლების მიერ არსებული მონაცემების უფრო აქტიური გამოყენება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს სტატისტიკის შესახებ ცნობიერების დონეს სტატისტიკის მომხმარებლებში. ცნობიერების დონის დასადგენად ჩატარდება გამოკლევა.
დადასტურების წყარო გამოკვლევის შედეგები და ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ორ წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია ინდიკატორი გაიზომება ორ წელიწადში ერთხელ. გამოკვლევა მოიცავს სტატისტიკის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფებს.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი არ არის ხელმისაწვდომი 54% 60%
ინდიკატორის დასახელება ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის დონე
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან სტატისტიკის შესახებ ცნობიერების და ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის ამაღლება და მომხმარებლების მიერ არსებული მონაცემების უფრო აქტიური გამოყენება
ინდიკატორის აღწერა საერთაშიროსო ექსპერტის და გლობალური შეფასების რეკომენდაციის თანახმად, ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი კონსულტანტის ან კომპანიის მიერ, რათა მისი შედეგები იყოს მიუკერძოებელი და სანდო. ინდიკატორი ზომავს ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობას.
დადასტურების წყარო გამოკვლევის შედეგები და ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ორ წელიწადში ერთხელ
მეთოდოლოგია გამოკითხვა ჩატარდება ორ წელიწადში ერთხელ. გამოკითხვის ჩასატარებლად დაქირავებული იქნება დამოუკიდებელი კონსულტანტი ან კომპანია საქსტატში არსებული შესყიდვის წესის მიხედვით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი არ არის ხელმისაწვდომი 54% 60%

ამოცანა 3.2

ინდიკატორის დასახელება საქსტატის ოფიციალური ვებსაიტიდან ოფიციალური სტატისტიკის ჩამოტვირთების რაოდენობა
ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
დიახ
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობის გაზრდა მონაცემების გავრცელების ახალი და გაუმჯობესებული ინსტრუმენტების მეშვეობით
ინდიკატორის აღწერა აღნიშნული ინდიკატორი ზომავს ოფიციალური სტატისტიკის სხვადასხვა ფორმატში (ექსელის ცხრილები, PDF-დოკუმენტები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.) მონაცემების გადმოწერების ჯამურ რაოდენობას. იგი ზომავს ოფიციალური სტატისტიკის გამოყენებას.
დადასტურების წყარო საქსტატის ვებსაიტის ანალიტიკა
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქსტატი
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი გაიზომება ყოველი წლის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით ვებსაიტზე ჩაშენებული „Google Analytics“ ინსტრუმენტის გამოყენებით. საანგარიშო პერიოდი 1 იანვარი-31 დეკემბერი. იგი ზომავს საქსტატის ვებსაიტიდან ყველა ხელმისაწდომ ფორმატში არსებული ინფორმაციის გადმოწერების ჯამურ რაოდენობას.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო შუალედური სამიზნე
წელი 2023 2025 2027
მაჩვენებელი 200 000 300 000 400 000
საჯარო კონსულტაციების ანგარიში.pdf

დანართი IV

შინაარსი

1. შესავალი 2

1.1 მეთოდოლოგია 2

1.1.1 დაინტერესებული მხარეების ანალიზი 3

1.1.2 დაინტერესებული მხარეების ჩართულობისთვის და საჯარო კონსულტაციისთვის შერჩეული მეთოდები 4

2. სექტორული კონსულტაციები 5

2.1 ორმხრივი საკონსულტაციო შეხვედრები 6

2.2 სამუშაო ჯგუფების შეხვედრები 7

3. საჯარო კონსულტაციების შეხვედრები 8

3.1 ვებსაიტზე გამოქვეყნება და საჯარო კონსულტაციის პროცესში დაინტერესებულ მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება 11

დანართები 18

დანართი 1 – საკონსულტაციო შეხვედრებში მონაწილეთა სია 19

დანართი 2 – სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დღის წესრიგი 22

დანართი 3 – სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა 24

დანართი 4 – უწყებათაშორისი საბჭოს დეტალები და შემადგენლობა 26

დანართი 5 – საჯარო უწყებების სია, რომელთაც ოფიციალურად გაეგზავნათ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია უკუკავშირისა და ვალიდაციისთვის 27

შესავალი

საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიის შემუშავების პროცესი დაეყრდნო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოსა და განვითარებადი ქვეყნებისათვის 21-ე საუკუნეში სტატისტიკის განვითარებისათვის პარტნიორობის PARIS21-ის მიერ შემუშავებული ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის საერთაშორისო სახელმძღვანელოს. აღნიშნულ სახელმძღვანელოებში ხაზგასმულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობის აუცილებლობა. ოფიციალური სტატისტიკის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფისთვის ეროვნული სტატისტიკის სისტემის განვითარების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სტრატეგიის შემუშავების პროცესი წარიმართა დაინტერესებული მხარეების სიღრმისეული ჩართულობით.

დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტრატეგიული მიზნების და ამოცანების შესაბამისობის უზრუნველყოფა, ერთი მხრივ, ეროვნული სტატისტიკის სისტემის წევრების საჭიროებებთან და, მეორე მხრივ, სტატისტიკის მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფის მიერ მაღალი ხარისხის სტატისტიკაზე მზარდ მოთხოვნასთან. დაინტერესებული მხარეების ანალიზის საფუძველზე შერჩეულმა ჩართულობის მეთოდების კომბინაციამ უზრუნველყო დაინტერესებული მხარეების მოლოდინების მართვა, სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის რელევანტურობა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან თავსებადობა. სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დაინტერსებული მხარეების მაღალი ჩართულობის შედეგად შეიქმნა სტრატეგიის განხორციელების პროცესში ეროვნული სტატისტიკის სისტემის წევრების და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის საფუძველი, რაც ხელს შეუწყობს განხორციელების და მონიტორინგის ეფექტიანობას და ეფექტურობას.

წინამდებარე ანგარიში აღწერს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და საჯარო კონსულტაციების პოცესში გამოყენებულ მეთოდებს და ძირითად შედეგებს.

1.1 მეთოდოლოგია

სტრატეგიის შემუშავების პროცესი ინკლუზიურად, საქართველოს სტატისტიკის სისტემის ყველა რგოლის მონაწილეობით წარიმართა. დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და საჯარო კონსულტაციის დაგეგმვის პროცესი ასახულია დიაგრამა 1-ზე.

დიაგრამა 1. დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და საჯარო კონსულტაციის დაგეგმვის პროცესი

პირველ ეტაპზე განისაზღვრა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და საჯარო კონსულტაციების მიზნები. დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტრატეგიის შემუშავების პროცესში ეროვნული სტატისტიკის სისტემის წევრების აქტიური მონაწილეობა. ასევე, პროცესი მიზნად ისახავდა სხვა დაინტერესებული მხარეების ჯგუფებთან თანამშრომლობას და კონსულტაციას სიტუაციის სრულყოფილი ანალიზისა და ძირითადი გამოწვევების ზუსტი იდენტიფიცირებისთვის. ფართო საზოგადოებისა და მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფთან საჯარო კონსულტაციის მიზანს წარმოადგენდა მათი ინფორმირება როგორც სტრატეგიის შემუშავების პროცესის, ისე ძირითადი გამოწვევების, სტრატეგიული ამოცანების და აქტივობების შესახებ. მათი უკუკავშირი მნიშვნელოვანი იყო როგორც სიტუაციის ანალიზის ეტაპზე, ისე სტრატეგიული ამოცანების და აქტივობების შემუშავების დროს.

შემდეგი ეტაპი დაეთმო დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებას, დაჯგუფებასა და ანალიზს.

1.1.1 დაინტერესებული მხარეების ანალიზი

დაინტერესებული მხარეების ანალიზისთვის გამოყენებული იქნა დაინტერესებული მხარეების გავლენის მატრიცა (იხ. დიაგრამა 2). პირველი ეტაპი დაეთმო ძირითადი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირებასა და დაჯგუფებას, ხოლო შემდეგ ეტაპზე განხორციელდა მათი ანალიზი. ძირითადი დაინტერესებული მხარეები დაჯგუფდა ეროვნული სტატისტიკის სისტემასთან მიმართებით მათი გავლენისა და ინტერესის დონეების მიხედვით. ანალიზის შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტული ჯგუფები და დაინტერესებული მხარეების სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათი ინტერესის და გავლენის დონის გათვალისწინებით, შემუშავდა შესაფერისი ჩართულობის მეთოდები.

ამასთან, პროცესის გამჭირვალობისა და ინკლუზიურობისთვის, განისაზღვრა მოქალაქეთა ჩართულობის მეთოდები სხვადასხვა ინტერაქციის ხარისხით, როგორიცაა ინფორმირება და ტრანზაქცია1.

ანალიზის შედეგების მიხედვით პრიორიტეტულ ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მთავრობის ადმინისტრაცია და ძირითადი დარგობრივი სამინისტროები, მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ჩათვლით, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ეროვნული სტატისტიკის სისტემის წევრებს.

დაბალი გავლენის, მაგრამ მაღალი ინტერესის მქონე ჯგუფებს წარმოადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ეროვნული სტატისტიკის სიტემის განვითარებაში და, ამავდროულად, წარმოადგენენ ოფიციალური სტატისტიკის მომხმარებლების მნიშვნელოვან ჯგუფს. ასევე, ამ ჯგუფში შედიან ადმინისტრაციული ორგანოები (მუნიციპალიტეტები), რომლებიც სტატისტიკას იყენებენ ადგილობრივი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე ქმნიან ანალიტიკურ და კვლევით პროდუქტებს, სამეცნიერო წრე, ანალიტიკური ცენტრები, კერძო სექტორი და ასოციაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ოფიციალურ სტატისტიკას აქვეყნებენ (მაგალითად, ევროსტატი) ან იყენებენ საერთაშორისო ანალიზისთვის, რეიტინგებისთვის და ა.შ. (მაგალითად, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ.).

დაბალი გავლენის და ინტერესის მქონე ჯგუფებს წარმოადგენენ მედია და მოქალაქეები. აღნიშნული ჯგუფის ინფორმირება მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს მათი ინტერესების და საჭიროებების გამორიცხვა და დისკრიმინაცია ოფიციალური სტატისტიკის განვითარების დაგეგმვის დროს.

C:\Users\jberaia\AppData\Local\Packages\5319275A.WhatsAppDesktop_cv1g1gvanyjgm\TempState\CC06A6150B92E17DD3076A0F0F9D2AF4\WhatsApp Image 2024-03-12 at 12.53.35_3a796080.jpg

დიაგრამა 2. დაინტერესებული მხარეების ანალიზი

1.1.2 დაინტერესებული მხარეების ჩართულობისთვის და საჯარო კონსულტაციისთვის შერჩეული მეთოდები

ანალიზის შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტული ჯგუფები და, მათი ინტერესის და გავლენის გათვალისწინებით, შეირჩა შესაბამისი ჩართულობის მეთოდები (იხ. ცხრილი 1)

დაინტერესებული მხარეების ჯგუფები

ჩართულობის მეთოდი

  1. საჯარო უწყებები – სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრები (დიაგრამა 2-ზე ნახსენები დარგობრივი სამინისტროები, მათ სტრუქტურაში შემავალი სსიპ-ები და საქართველოს ეროვნული ბანკი)

  1. სიღრმისეული ინტერვიუები.

სიტუაციის ანალიზის ეტაპზე ჩატარდა ონლაინინდივიდუალური სიღრმისეული ინტერვიუები ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. თითო კონსულტაცია გრძელდებოდა საშუალოდ 1-1.5 საათი. (იხილეთ სექცია 2.1)

  1. სამუშაო შეხვედრები.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამოყენებულია საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის მეშვეობით შეიქმნა ორი სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი წარმოადგენდა სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრ უწყებას. სამუშაო შეხვედრების დეტალური ინფორმაციისთვის (იხ. სექცია 2.2)

  1. ელექტრონული კომუნიკაცია.

სამუშაო ჯგუფის წევრებთან იგზავნებოდა სამუშაო დოკუმენტები ელექტრონული სახით. მიღებული უკუკავშირის საფუძველზე ხდებოდა დოკუმენტების განახლება და სამუშაო ჯგუფის წევრების ინფორმირება. ჯამში ჩატარდა სამუშაო დოკუმენტების გადახედვის ორი ციკლი: პირველი უკუკავშირის მიღების და გათვალისწინების შემდეგ სამუშაო ჯგუფის წევრებს გაეგზავნათ განახლებული ვერსია. განახლებულ ვერსიაზე მიღებული უკუკავშირის გათვალისწინების შემდეგ სამუშაო ჯგუფების ინფორმირება მოხდა მიღებული/გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ.

  1. საერთაშორისო ორგანიზაციები

  1. სიღრმისეული ინტერვიუები.

სიტუაციის ანალიზის ეტაპზე ძირითად დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ჩატარდა ონლაინშეხვედრა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით.

3. დაინტერესებული მხარეების სხვა ჯგუფები

1. საჯარო შეხვედრა.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში ორი საჯარო შეხვედრა ჩატარდა: სიტუაციის ანალიზის ეტაპზე და სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვის ეტაპზე. ორივე შემთხვევაში ანონსი საჯარო შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა მინიმუმ 2 კვირით ადრე და გავრცელდა საქსტატის ვებსაიტის და სოციალური მედიის (Facebook, Linkedin, Twitter) მეშვეობით ქართულ და ინგლისურ ენებზე.

  1. უკუკავშირის ონლაინფორმა განთავსდა საქსტატის ვებსაიტზე სხვა სამუშაო დოკუმენტებთან ერთად. უკუკავშირის ფორმის მეშვეობით ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა საშუალება წერილობით გამოეგზავნა კომენტარები და შენიშვნები სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიებთან დაკავშირებით.

  1. 3. ინფორმირება

რელევანტური ინფორმაციის, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ, სამუშაო ვერსიების საჯაროდ განთავსების შესახებ და სხვა, მიწოდება ფართო აუდიტორიისთვის ხდებოდა საქსტატის ვებსაიტის და სოციალური მედიის მეშვეობით.

ცხრილი 1. ჩართულობის მეთოდები

სექტორული კონსულტაციები

2.1 ორმხრივი საკონსულტაციო შეხვედრები

სიტუაციის ანალიზის ეტაპზე ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარდა ორმხრივი საკონსულტაციო შეხვედრები. შეხვედრები წარიმართა ონლაინ, სიღრმისეული ინტერვიუს ფორმატში. ყოველ შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი უწყებების სხვადასხვა სამმართველოს და სამსახურის წარმომადგენლები, რამაც უზრუნველყო საკითხების სიღრმისეული განხილვა. შეხვედრისთვის გამოყენებული იყო ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი და ძირითადი დრო დაეთმო დისკუსიას, რათა მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ სრულად წარმოედგინათ საკუთარი შეხედულებები და საჭიროებები ოფიციალური სტატისტიკის განვითარებასთან მიმართებით.

შეხვედრებზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: უწყებების საჭიროებები ოფიციალური სტატისტიკის ხელმისაწვდომობის მხრივ, უწყებების გეგმები ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, მიმდინარე პოლიტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის პროცესში საჭირო მონაცემების ხელმისაწვდომობა და ხარისხი და სხვ.

ჯამში ჩატარდა შეხვედრა 20 საჯარო უწყებასთან, ეროვნული სტატისტიკის სისტემის წევრებთან. შეხვედრებში საჯარო სექტორის 53 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა (იხ. დანართი 1). აღნიშნულ მონაცემებში არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური შეხვედრები საქსტატის დეპარტამენტებთან და მენეჯმენტთან, სადაც, ადგილობრივი და საერთაშირისო ექსპერტების დახმარებით, განიხილებოდა ოფიციალური სტატისტიკის განვითარების პრიორიტეტები, გეგმები, გამოწვევები და საჭიროებები.

დამატებით ჩატარდა 5 შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, გლობალური შეფასების გუნდთან (იხ. დანართი 1).

ჩატარებული შეხვედრები წარმოადგენდა სიტუაციის ანალიზისთვის ინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ წყაროს. განხილული იყო ბევრი საკითხი, თუმცა მთავარი მიგნებები შეიძლება შეჯამდეს შემდეგი საკითხების მიხედვით:

  1. საჭიროა დამატებითი მაჩვენებლების წარმოება კონკრეტულ სექტორებში სტრატეგიების დაგეგმვისა და მონიტორინგის მხარდასაჭერად, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) განხორციელებისთვის საჭირო მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად;

  2. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი კატეგორიებისთვის საჭიროა სქესის, რეგიონის და, ზოგიერთ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიხედვით დისაგრეგირებული მონაცემები;

  3. დარგობრივი სამინისტროები და წამყვანი სსიპ-ები საჭიროებენ მონაცემთა მხარდაჭერას საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანგარიშგების მოთხოვნების (მაგ. მაღალი დონის ოფიციალური კითხვარების) შესრულებისთვის;

  4. საჭიროა უკეთესი კოორდინაცია და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სტატისტიკის ეროვნულის სისტემის ფარგლებში. საერთაშორისო დონორებთან შეხვედრების ფარგლებში, დადებითად შეფასდა საქსტატის პოზიციონირება დონორთა კოორდინაციის მხარდასაჭერად ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენებისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით;

  5. საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს აქტიურად განიხილებოდა გენდერული მეინსტრიმინგი ოფიციალურ სტატისტიკაში და საჭიროებები გენდერული სტატისტიკის განვითარების მიმართულებით.

2.2 სამუშაო ჯგუფების შეხვედრები

ძირითადი დაინტერესებული მხარეების აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შეიქმნა ორი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები გახდნენ რელევანტური უწყებების წარმომადგენლები. ჯგუფების სტრუქტურა დაიგეგმა იმგვარად, რომ პროცესში ჩართული ყოფილიყო ეროვნული სტატისტიკის სისტემის ყველა ძირითადი წევრი. სამუშაო ჯგუფების ჩართულობა მიზნად ისახავდა პროცესში მათი ინტერაქციულობის მაქსიმალური დონის მიღწევას – ტრანსფორმირებას2. ამგვარად, სამუშაო ჯგუფის წევრები გახდნენ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის თანაავტორები, რაც უზრუნველყოფს დოკუმენტების რელევანტურობას და ქმნის ძლიერ საფუძველს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების ეფექტიანობის და ძლიერი უწყებათაშორისი თანამშრომლობისთვის.

სამოქმედო გეგმის შემუშავების ეტაპზე დაიგეგმა 2-დღიანი სამუშაო შეხვედრა სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს (იხ. დანართი 4) წევრი უწყებების წარმომადგენლებთან. უწყებათაშორისი საბჭოს პირველ სხდომაზე, 2023 წლის 31 ოქტომბერს, შეთანხმდა და დამტკიცდა თემატური სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა და მათი ტექნიკური დავალების დოკუმენტი. ჩამოყალიბდა ორი სამუშაო ჯგუფი (იხ. დანართი 3): 1) სამუშაო ჯგუფი სტატისტიკის წარმოების პროცესებისა და მონაცემთა ხარისხის საკითხებზე (21 წევრი); 2) სამუშაო ჯგუფი სტატისტიკის გამოყენების და ეროვნული სტატისტიკის სისტემის გაძლიერების საკითხებზე (12 წევრი).

სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა 2023 წლის 28-29 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-ში. შეხვედრამდე სამუშაო ჯგუფის წევრებს დაეგზავნათ ტექნიკური დავალება და შეხვედრის დღის წესრიგი (იხ. დანართი 2). შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქსტატისა და უწყებათაშორის საბჭოში ჩართული უწყებების წარმომადგენლებმა, ისე – საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან (UN Women).

სურათი 2. სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, 1-ელი დღე

შეხვედრა გახსნა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ პროგრამის მენეჯერი სალომე ოდიშარია (გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტი), საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ნათია წიქარაძე, რომელიც ამასთანავე ამ სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრიცაა. პირველი მოხსენება წარმოადგინა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის საერთაშორისო ექსპერტმა სტივენ ვეილმა, ოფიციალური სტატისტიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და რეკომენდაციების შესახებ. შემდეგი მოხსენებისას გოგიტა თოდრაძემ დამსწრეებს წარმოუდგინა ახალი სტრატეგიის პროექტის ფარგლებში ოფიციალური სტატისტიკის განვითარების ხედვა, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის ადგილობრივმა კონსულტანტმა, ნატალია შათირიშვილმა განიხილა სტრატეგიის შემუშავების პროცესი, სამუშაო ჯგუფების როლი (ტექნიკური დავალება) და სამოქმედო გეგმის შემუშავების პრინციპები. აქტუალური საკითხების წამოსაწევად, ასევე დასაგეგმ აქტივობებთან დაკავშირებით გენდერულ ჭრილში იდეების გენერირების ხელშესაწყობად, პრეზენტაცია წარმოადგინეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის სპეციალისტმა ლიკა ჯალაღანიამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან (UN Women) კვლევის და მონაცემთა ანალიტიკოსმა ნათია მესტვირიშვილმა, თემაზე – „გენდერის მეინსტრიმინგი ოფიციალურ სტატისტიკაში“.

სამუშაო შეხვედრის 1-ელ და მე-2 სესიებზე დამსწრეები სამუშაო ჯგუფების ტექნიკური დავალების შესაბამისად 2 თემატურ ჯგუფად გაიყო და დაიწყო ინტერაქტიულ რეჟიმში სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა. ჯგუფებს უძღვებოდნენ ფასილიტატორები: 1-ელ ჯგუფში განხილვებს ხელმძღვანელობდა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი, ხომ მე-2 ჯგუფს – საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი, სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მდივანი დავით კუპატაძე. ჯგუფების მონაწილეებს წარედგინათ სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან ორმხრივი შეხვედრებისას ჩამოყალიბდა სიტუაციის ანალიზის საფუძველზე. თითოეული პუნქტის გავლისას გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე ფიქსირდებოდა კომენტარები, რომელსაც შემდგომ მოყვა რეაგირება და აისახა სამოქმედო გეგმის განახლებულ ვერსიაში.

შეხვედრის მეორე დღის დასაწყისი დაეთმო მოხსენებებს პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე, სამუშაო ჯგუფის წევრების თეორიულ საკითხებში გათვითცნობიერების მიზნით. მომხსენებლები იყვნენ ნათია წიქარაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი და საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ჯულიეტა ბერაია. მოხსენებების დასრულების შემდეგ, მე-3 სესიაზე კვლავ გაგრძელდა მუშაობა სამუშაო ჯგუფებში, თუმცა ამჯერად ორივე თემატურ ჯგუფში ერთობლივად წარიმართა დისკუსია სამოქმედო გეგმის პროექტში წინა სესიებისას ასახული ცვლილებების გარშემო, გაჟღერდა იდეები სტატისტიკის ეროვნული სისტემის სრულყოფისთვის, რომლებიც ახალი აქტივობების გენერირების საფუძველი გახდა.

შეხვედრის დასკვნით ნაწილი დაეთმო სამუშაო ჯგუფებში განხილვების შედეგების შეჯამებას და ჯგუფის წევრების ინფორმირებას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების სამომავლო ეტაპებთან დაკავშირებით.

საჯარო კონსულტაციების შეხვედრები

დაინტერესებული მხარეების ანალიზის შედეგად და საჯარო კონსულტაციის მიზნების გათვალისწინებით, დაიგეგმა ორი საჯარო კონსულტაცია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების სხვადასხვა ეტაპზე: სიტუაციის ანალიზის ეტაპზე და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განხილვის ეტაპზე.

პირველი საჯარო კონსულტაციის შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სიტუაციის ანალიზის მიგნებების განხილვა და ვალიდაცია, ოფიციალური სტატისტიკის სხვადასხვა მომხმარებლების ჯგუფების უკუკავშირის მიღება სტატისტიკის სისტემის განვითარების პრიორიტეტებთან დაკავშირებით და სტრატეგიული მიზნების და ამოცანების პროექტის განხილვა.

შეხვედრა ჩატარდა ონლაინ2023 წლის 17 ნოემბერს და მას ესწრებოდნენ:

  1. საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი;

  2. მეთოდოლოგიისა და ხარისხის მართვის სამმართველოს წარმომადგენელი;

  3. ადგილობრივი კონსულტანტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტი;

  4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრი;

  5. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის კერძო სექტორის განვითარების პოლიტიკის კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი;

  6. USAID ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენელი;

  7. ოფიციალური სტატისტიკის დარგის ექსპერტი.

შეხვედრაზე განხილული იყო სიტუაციის ანალიზის მიგნებები და წარდგენილი იყო სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების პროექტი. დისკუსიის რეჟიმში განხილული იყო შემდეგი გამოწვევები ოფიციალური სტატისტიკის განვითარების მიმართულებით:

  • ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული მონაცემების წყაროების წილის გაზრდის აუცილებლობა;

  • ახალი ინდიკატორების წარმოების საჭიროება, რათა ვუპასუხოთ ოფიციალურ სტატისტიკაზე მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფის მზარდ მოთხოვნას;

  • მუნიციპალური სტატისტიკის განვითარების საჭიროება;

  • EU NUTS კლასიფიკაციის დანერგვის საჭიროება;

  • მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორების განახლების და ახალი ინდიკატორების წარმოების საჭიროება;

  • სტატისტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების საჭიროება და მისი გამოყენების ხელშეწყობა;

  • ბაზების ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება, განსაკუთრებით ბიზნესგამოკვლევების ბაზების;

  • ასევ, კონკრეტული რეკომენდაცია ეხებოდა სტრატეგიულ ამოცანას „ანალიტიკური პერსპექტივის ხელშეწყობა, მონაცემთა მაქსიმალურად პასუხისმგებლიანი გამოყენების მხარდასაჭერად“, კერძოდ, განხილული იყო ამ ეტაპზე რამდენად პრიორიტეტულია საქსტატში ანალიტიკური პერსპექტივის შესაძლებლობის განვითარება.

აღნიშნული განხილვების შედეგები გათვალისწინებული იქნა სტრატეგიის ამოცანების და სამოქმედო გეგმის აქტივობების შემუშავების პროცესში. მონაწილეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები თავსებადია სტრატეგიის საბოლოო მიზნებთან და ამოცანებთან.

დაინტერესებულ მხარეებს შეეძლოთ უკუკავშირის გაზიარება როგორც ონლაინშეხვედრის დისკუსიის ნაწილში, ასევე – წერილობით, საქსტატის ვებსაიტზე საჯარო კონსულტაციისთვის შექმნილ სექციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. თუმცა, პირველი საჯარო კონსულტაციის პროცესში წერილობითი უკუკავშირი საქსტატს არ მიუღია.

მეორე საჯარო კონსულტაცია ჩატარდა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიების განხილვის ეტაპზე. პირველ რიგში საქსტატის ვებსაიტზე, სტრატეგიის საჯარო კონსულტაციისთვის შექმნილ სექციაში აიტვირთა სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის სამუშაო ვერსები. ამასთან ერთად, შეიქმნა ონლაინუკუკავშირის ფორმა „Googl Forms“ პლატფორმის გამოყენებით. საქსტატის ვებსაიტზე და სოციალურ მედიაში მის ოფიციალურ გვერდებზე განთავსდა ინფორმაცია და ბმულები ატვირთულ დოკუმენტაციასთან, ონლაინუკუკავშირის ფორმასთან და დაანონსდა ონლაინსაჯარო კონსულტაცია. დოკუმენტების ატვირთვიდან საჯარო კონსულტაციამდე გათვალისწი­ნე­ბუ­ლი იყო ორკვირიანი შუალედი.

ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია დამატებით ელექტრონულ ფოსტაზე დაეგზავნათ პირველი საჯარო კონსულტაციის მონაწილეებს, უნივერსიტეტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ჯამში 34 ორგანიზაციას დაეგზავნათ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ონლაინფორმის მეშვეობით უკუკავშირი საქსტატს არ მიუღია. ელექტორნული ფოსტის მეშვეობის მიღებულია კომენტარები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან UNICEF და გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან (UN Women) (იხ. ცხრილი 2).

მიღებული უკუკავშირი

გათვალისწინების ხარისხი

ბავშვებისა და მოზარდების სტატისტიკის პორტალის განვითარების მიზნით არსებული მონაცემების განახლება მიმდინარე სტატისტიკით და ახალი ინდიკატორის წარმოება

(UNICEF)

გათვალისწინებულია 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში (აქტივობა 1.1.42)

აუნაზღაურებელი შრომის სატელიტური ანგარიშის მეთოდოლოგიის პილოტირება

(UN Women)

გათვალისწინებულია 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში (აქტივობა 1.1.40)

გენდერული თანასწორობის ინდიკატორების მინიმალური სიის შექმნა უწყებათაშორისი თანამშრომლობით

(UN Women)

ნაწილობრივ გათვალისწინებულია 2024-2025 გეგმაში (აქტივობა 2.1.2) – შეიქმნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ქვეშ ასევე შეიქმნება თემატური ჯგუფი გენდერული სტატისტიკის საკითხებზე. შესაბამისად, შეიქმნება თანამშრომლობის უწყებათაშორისი მექანიზმი გენდერული სტატისტიკის საკითხებზე.

ქალი და კაცი საქართველოში პუბლიკაციის განვითარება და ახალი ინდიკატორების დამატება

(UN Women)

გათვალისწინებულია 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში (აქტივობა 3.2.8)

დროის გამოყენების კვლევის პორტალის შექმნა

(UN Women)

გათვალისწინებულია 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში (აქტივობა 3.2.7)

აღწერის მონაცემებზე დაფუძნებით ანალიტიკური ანგარიშების მომზადება

(UN Women)

გათვალისწინებულია 2024-2027 წლების სტრატეგიაში

გენდერული სტატისტიკის მიმართულების საგანმანათლებლო მასალების და ტრენინგების მომზადება

(UN Women)

არ არის გათვალისწინებული, რადგან ამ ეტაპზე, დაგეგმილი საყოველთაო აღწერის გათვალისწინებით, საქსტატს არ გააჩნია შესაბამისი ადამიანური რესურსი. თუმცა ამ მიმართულებით საქსტატი მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ცხრილი 2. მიღებული უკუკავშირი

მეორე ონლაინსაჯარო კონსულტაციას დაესწრო 11 ადამიანი, მათ შორის:

  1. საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი;

  2. მეთოდოლოგიისა და ხარისხის მართვის სამმართველოს წარმომადგენელი;

  3. ადგილობრივი კონსულტანტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტი;

  4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამი წარმომადგენელი;

  5. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) პროექტის წარმომადგენელი;

  6. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი;

  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი;

  8. ოფიციალური სტატისტიკის დარგის ექსპერტი.

შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ პრეზენტაცია ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2024-2027 წლების სტრატეგიისა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული სტრატეგიის მნიშვნელობას დარგის განვითარებისთვის და გამოთქვეს სტრატეგიის მიზნების და ამოცანების სრული მხარდაჭერა.

3.1 ვებსაიტზე გამოქვეყნება და საჯარო კონსულტაციის პროცესში დაინტერესებულ მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდება

სიტუაციის ანალიზის ეტაპზე, პირველი საჯარო კონსულტაციისთვის, „Google Form“-ის პლატფორმის გამოყენებით, შეიქმნა მონაწილეობის მსურველების სარეგისტრაციო კითხვარი (იხ. სურათი 6). კითხვარი ემსახურებოდა პროცესით დაინტერესებული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, მათი შემდგომი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით.

საჯარო კონსულტაციაზე დარეგისტრირებისა და დასწრების საშუალება ჰქონდა ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. კითხვარის ბმული თან დაერთო საჯარო კონსულტაციების შესახებ განაცხადს. მსურველებს კითხვარის შევსება შეეძლოთ პირველივე განცხადების გავრცელებისას, 2023 წლის 21 აგვისტოდან. საჯარო კონსულტაციების თარიღის დაკონკრეტებისას შესაბამისად შეიცვალა კითხვარის „ქუდიც“:

საჯარო კონსულტაციების შესახებ პირველი საჯარო განცხადება განთავსდა 2023 წლის 21 აგვისტოს სხვადასხვა წყაროს გამოყენებით:

  • საქსტატის ოფიციალურ ვებსაიტზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე):

  • სხვადასხვა სოციალურ ქსელში საქსტატის ოფიციალურ გვერდებზე:

  • ფეისბუქი (Facebook) (ქართულ ენაზე)

  • ლინკდინი (Linkedin) (ინგლისურ ენაზე)

  • ტვიტერი (Twitter) (ინგლისურ ენაზე)

საჯარო კონსულტაციების შესახებ განაცხადები განმეორებით გავრცელდა 2023 წლის 9 ნოემბერს:

  • საქსტატის ოფიციალურ ვებსაიტზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

  • სხვადასხვა სოციალურ ქსელში საქსტატის ოფიციალურ გვერდებზე:

  • ფეისბუქი (Facebook) (ქართულ ენაზე):

C:\Users\jberaia\AppData\Local\Packages\Microsoft.Windows.Photos_8wekyb3d8bbwe\TempState\ShareServiceTempFolder\Facebook_1.jpeg

სურათი 8. ფეისბუქზე საქსტატის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია

  • ლინკდინი (Linkedin) (ინგლისურ ენაზე):

D:\juli\მეთოდოლოგია და ხარისხი\NSDS\2-NSDS 2024-2027\საჯარო კონსულტაციები\საჯარო კონსულტაციების ანონსისთვის-2\რელიზების სქრინები\Linkedin\Linkedin-ENG.JPG

სურათი 9. ლინკდინზე საქსტატის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია

  • ტვიტერი (Twitter) (ინგლისურ ენაზე):

D:\juli\მეთოდოლოგია და ხარისხი\NSDS\2-NSDS 2024-2027\საჯარო კონსულტაციები\პირველი შეხვედრა\საჯარო კონსულტაციების ანონსისთვის-2\რელიზების სქრინები\Twitter_09 Nov 2023_eng.jpeg

სურათი 10. ტვიტერზე საქსტატის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია

ამასთან, საჯარო კონსულტაციების პერიოდში საქსტატის ოფიციალურ ვებსაიტზე, სტრატეგიების შესაბამის ვებგვერდზე, პოლიტიკის დოკუმენტების პროექტთან ერთად (ქართულ და ინგლისურ ენებზე), განთავსდა საკონტაქტო პირის რეკვიზიტები:

სურათი 11. საქსტატის ვებსაიტზე სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საჯარო კონსულტაციებისთვის შექმნილი სექცია

საჯარო კონსულტაციის შეხვედრაზე დასწრებისგან დამოუკიდებლად, ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება. პროცესის შესახებ ინფორმაცია ბევრი სხვადასხვა არხით იყო გავრცელებული, თუმცა, საჯარო კონსულტაციისას გამოთქმული მოსაზრებებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ორი საერთაშორისო ორგანიზაციისგან მიღებული უკუკავშირის გარდა, სხვა კომენტარები არ ყოფილა მიღებული.

მომდევნო საჯარო კონსულტაციის შეხვედრისთვისაც გამოყენებული იქნა ანალოგიურად ყველა საქსტატის ხელთ არსებული საინფორმაციო წყარო: ოფიციალური საიტი, ოფიციალური გვერდები სოციალურ ქსელებში. ასევე, უკუკავშირისთვის შექმნილი იყო ახალი კითხვარი, სადაც შენიშვნებისა და კომენტარების გამოგზავნა ნებისმიერ მსურველს შეეძლო საჯარო კონსულტაციების შესახებ განცხადებაში მითითებული ბმულის მეშვეობით.

C:\Users\jberaia\Desktop\123456.JPG

C:\Users\jberaia\Desktop\1.JPG C:\Users\jberaia\Desktop\2.JPG

C:\Users\jberaia\Desktop\3.JPG

დანართები

დანართი 1 – საკონსულტაციო შეხვედრებში მონაწილეთა სია

საჯარო უწყებები

უწყება

სტრუქტურული ერთეული (დეპარტამენტი, სამმართველო და ა.შ.)

1

საქართველოს ეროვნული ბანკი

მონეტარული სტატისტიკის განყოფილება, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი

2

საქართველოს ეროვნული ბანკი

საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკის განყოფილება, მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტი

3

საქართველოს ეროვნული ბანკი

მონეტარული სტატისტიკის განყოფილება, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი

4

საქართველოს ეროვნული ბანკი

მონეტარული სტატისტიკის განყოფილება, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი

5

სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მონაცემთა ანალიზისა და წარდგენის სამმართველო, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტი

6

სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

არაგადამდები დაავადებების სამმართველო, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტი

7

სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტი

8

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკის სამსახური, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

-

9

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

10

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

კვლევების და პროექტების განვითარების სამსახური

11

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

კვლევების და პროექტების განვითარების სამსახური

12

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საარჩევნო მონაცემთა ბაზის პროექტის სამმართველო

13

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

სამოქალაქო რეესტრი

14

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

15

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახური

16

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო

17

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

18

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ევროინტეგრაციის დეპარტამენტი

19

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველო

20

სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო,

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

-

21

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი

22

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი

23

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ჰაერის ხარისხის განყოფილება

24

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერების მართვის დეპარტამენტი

25

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აკვაკულტურის განყოფილება

26

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი

27

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი

28

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტი

29

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მაკროეკონომიკური ანალიზის და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი, მოდელირების სამმართველო

30

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საბიუჯეტო დეპარტამენტი

31

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მაკროეკონომიკური ანალიზის და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტი

32

სსიპ – შემოსავლების სამსახური,

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ანალიტიკური დეპარტმანეტი

33

სსიპ – შემოსავლების სამსახური,

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ანალიტიკური დეპარტმანეტი

34

სსიპ – შემოსავლების სამსახური,

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ანალიტიკური დეპარტმანეტი

35

სსიპ – შემოსავლების სამსახური,

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მომსახურების დეპარტამენტი

36

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სტრატეგიული განვითარების სამმართველო, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი

37

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანრმთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველო

38

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი

39

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტი

40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

შრომის მიგრაციის საკითხთა სამმართველო

41

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

კოლექტიური შრომითი დავების სამმართველო

42

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი

43

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ევროინტეგრაციის პოლიტიკა

44

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველო

45

სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

-

46

სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

-

47

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

მდგრადი განვითარების მიზნები (SDG)

48

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი

49

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

50

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მონაცემთა მართვის დეპარტამენტი

51

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

სივრცითი მონაცემების დეპარტამენტი

52

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკის სამსახური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

-

53

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველო, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

დონორები და სხვა პარტნიორები

ორგანიზაცია

სტრუქტურული ერთეული (დეპარტამენტი, სამსახური და ა.შ.) / თანამდებობა

1

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)

კვლევის ანალიტიკოსი

2

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)

კვლევის ანალიტიკოსი

3

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA)

აშშ-ის საელჩოს თბილისის ოფისი – საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დახმარების კოორდინაცია

4

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA)

საერთაშორისო ოფისი

5

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველო

ქართული ოფისის ხელმძღვანელი

6

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველო

პროგრამის ასისტენტი

7

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)

კონსულტანტი (MICS)

დანართი 2 – სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დღის წესრიგი

A document with text and a flag Description automatically generated

A blue and white calendar with black text Description automatically generated

A screenshot of a computer Description automatically generated

დანართი 3 – სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა

უწყება

სტრუქტურული ერთეული (დეპარტამენტი, სამსახური, ა.შ) / თანამდებობა

1

ეროვნული ბანკი

მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი

2

ეროვნული ბანკი

მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი

3

ფინანსთა სამინისტრო

მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის მაკროეკონომიკური მოდელირების სამმართველოს უფროსი

4

ფინანსთა სამინისტრო

სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ფასიანი ქაღალდების სამმართველოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი

5

სსიპ – შემოსავლების სამსახური,

ფინანსთა სამინისტრო

ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი

6

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის კონსულტანტი

7

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი

8

სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,

იუსტიციის სამინისტრო

მონაცემთა მართვის დეპარტამენტის უფროსი

9

სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,

იუსტიციის სამინისტრო

მონაცემთა მართვის დეპარტამენტის უფროსი

10

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

კომისიის სამდივნოს ექსპერტი ანალიტიკურ საკითხებში

11

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

12

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის უფროსი /სამმართველოს უფროსი

13

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი

14

კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

15

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი

16

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

17

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა,

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სტატისტიკის სამსახურის უფროსი

18

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

19

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

21

რეგიონული განვითარებისა

და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

22

რეგიონული განვითარებისა

და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

23

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ანალიტიკის სამმართველო უფროსი

24

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი

25

სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ანალიტიკის სამმართველო

26

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი,

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემთა ანალიზის და წარდგენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

27-35

საქსტატის დეპარტამენტების უფროსები

(სტრატეგიული დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტი,

საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი

და 7 სექტორული დეპარტამენტი)

დანართი 4 – უწყებათაშორისი საბჭოს დეტალები და შემადგენლობა

უწყება

თანამდებობა

1

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – საქსტატი

აღმასწულებელი დირექტორი,

საბჭოს თავმჯდომარე

2

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვიცე-პრეზიდენტი,

საბჭოს წევრი

3

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მინისტრის მოადგილე,

საბჭოს წევრი

4

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მინისტრის მოადგილე,

საბჭოს წევრი

5

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე,

საბჭოს წევრი

6

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მინისტრის მოადგილე,

საბჭოს წევრი

7

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე,

საბჭოს წევრი

8

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე,

საბჭოს წევრი

9

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მინისტრის მოადგილე,

საბჭოს წევრი

10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა

და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მინისტრის პირველი მოადგილე,

საბჭოს წევრი

11

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო

მინისტრის პირველი მოადგილე,

საბჭოს წევრი

12

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

სტრატეგიული დაგეგმარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი

დანართი 5 – საჯარო უწყებების სია, რომელთაც ოფიციალურად გაეგზავნათ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია უკუკავშირისა და ვალიდაციისთვის

  1. საქართველოს ეროვნული ბანკი

  2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

  3. სსიპ – შემოსავლების სამსახური

  4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

  5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

  6. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

  7. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

  8. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია

  9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

  10. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

  11. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

  12. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

  13. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

  14. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

  15. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

  16. სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

  17. სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

  18. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია