2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.11.2019 ბოლო ცვლილება 25.03.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№585
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.021605
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №585

2019 წლის 29 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „2020 – 2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
📎 დანართები (1)
2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა_1.xlsx


სარჩევი

1. შესავალი

1.1. მეთოდოლოგია

2. სიტუაციური ანალიზი

2.1. ისტორიული მიმოხილვა

2.2. საკანონმდებლო ჩარჩო

2.3. მიმდინარე ტენდენციების შეფასება და სტრატეგიის მომზადების მიზეზი

2.4. SWOT ანალიზი

3. მისია

4. ხედვა

5. ღირებულებები

6. სტრატეგიული მიზნები

6.1. სტრატეგიული მიზანი 1: მომხმარებლის საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოება

ამოცანა 1.1. მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება

ამოცანა 1.2. ოფიციალური სტატისტიკის წარმოება საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად

ამოცანა 1.3. მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება

ამოცანა 1.4. სტატისტიკის გამოყენების ხელშეწყობა

6.2. სტრატეგიული მიზანი 2: სტატისტიკის წარმოების ეფექტიანი, თანამედროვე და მდგრადი პროცესების შექმნა

ამოცანა 2.1. სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და სტანდარტიზაცია

ამოცანა 2.2. მონაცემთა შეგროვების თანამედროვე და ყოვლისმომცველი სისტემის შექმნა

ამოცანა 2.3. მონაცემთა გავრცელების და კომუნიკაციის პროცესების პრაქტიკის გაუმჯობესება

6.3. სტრატეგიული მიზანი 3: სტატისტიკური ინფრასტრუქტურის და შესაძლებლობების განვითარება

ამოცანა 3.1. საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა

ამოცანა 3.2. მდგრადი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დანერგვა და მონაცემთა დაცვის სისტემის შემუშავება

ამოცანა 3.3 ადეკვატური პერსონალით უზრუნველყოფა და ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სისტემის შექმნა

ამოცანა 3.4. კლასიფიკაციებისა და რეგისტრის თანამედროვე სისტემის დანერგვა

ამოცანა 3.5. ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის გაძლიერება, საიმედოობის განმტკიცება და კარგი იმიჯისა და რეპუტაციის ხელშეწყობა

7. ლოგიკური ჩარჩო

8. განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

სტრატეგიას თან ერთვის დანართი:

1. 2020-2023 წლების ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა

წინამდებარე სტრატეგია შემუშავდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
1. შესავალი

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების 2020-2023 წლების სტრატეგიას და შესაბამის სამოქმედო გეგმას 2020-2021 წლებისათვის. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულია პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების (შემდგომში – ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპები) და სტატისტიკის განვითარების ეროვნული სტრატეგიის სახელმძღვანელოს (შემდგომში – სტრატეგია) შესაბამისად. ეს უკანასკნელი განვითარებადი ქვეყნებისათვის 21-ე საუკუნეში სტატისტიკის განვითარებისათვის პარტნიორობის (შემდგომში – PARIS21) მიერ მომზადდა და სტატისტიკის შესაძლებლობების განვითარებისათვის ყოვლისმომცველ ჩარჩოს წარმოადგენს.

დოკუმენტის მიზანია საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების ზოგადი ხედვის განსაზღვრა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ და საერთაშორისო საჭიროებებს; პასუხობს პოლიტიკის შემუშავებისათვის საჭირო მონაცემებზე მოთხოვნას; განსაზღვრავს სტატისტიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს; უზრუნველყოფს სტატისტიკური ღონისძიებების ჩატარების გონივრულობას და ფინანსური რესურსების განაწილებას; წარმოადგენს ჩარჩოს საერთაშორისო თანამშრომლობისათვის; მოიცავს მონაცემების წარმოების პროცესის ყველა საფეხურს და შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის საკანონმდებლო ბაზას წარმოადგენს 2009 წლის 11 დეკემბრის საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონის თანახმად, ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემა „ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების და ერთეულების ერთობლიობაა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს საქართველოს სახელით”. ამავდროულად, იმავე კანონის მე-3 მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები არიან საქსტატი და საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი). მოქმედი კანონით განსაზღვრული ჩარჩოს და საქართველოში სტატისტიკის წარმოების ცენტრალიზებული სისტემის გათვალისწინებით, საქსტატი და ეროვნული ბანკი – საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – სტრატეგიის კოორდინაციასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყებებია. დარგობრივი სტატისტიკის მწარმოებელი და ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელი სხვა სახელმწიფო უწყებები აღნიშნულ პროცესს მხარს საკუთარი კომპეტენციისა და მანდატის ფარგლებში დაუჭერენ.

საქსტატი, როგორც საქართველოში „ოფიციალური სტატისტიკის“ მთავარი მწარმოებელი და სტატისტიკის სისტემის მაკოორდინირებელი უწყება, დაინტერესებულია ოფიციალური სტატისტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებით და, იმავდროულად, მზად არის, ოფიციალური სტატისტიკა აწარმოოს ობიექტურად და მიუკერძოებლად. საქართველოს სტატისტიკური შესაძლებლობების განვითარებისათვის და საერთაშორისო ნორმებთან ქვეყნის სტატისტიკური მეთოდებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციისათვის საქსტატმა უკანასკნელ წლებში დიდი ძალისხმევა გაიღო და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის შესაძლებლობების განვითარების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, 2010 წელს შემუშავდა პირველი სტრატეგია, რომელიც მოიცავდა 2011-2014 წლების პერიოდს და წარმოადგენდა სტატისტიკის მთელი სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავების მიმართულებით გადადგმულ პირველ ნაბიჯს.

2009 წლის შემდეგ ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა (უკანასკნელი ცვლილება 2018 წლის დეკემბერში განხორციელდა). აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო სტატისტიკის წარმოების საერთაშორისოდ აღიარებულ ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. თუმცა, კანონში არსებული რიგი დებულებები დამატებით გაუმჯობესებას საჭიროებს და ოფიციალური სტატისტიკის მოდელური კანონის (შემდგომში – მოდელური კანონი) და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის1 (შემდგომში – პრაქტიკის კოდექსი) შესაბამის სახელმძღვანელო პრინციპებს უფრო მეტად უნდა შეესაბამებოდეს. მოდელური კანონი ევროპელ სტატისტიკოსთა კონფერენციის მიერ 2016 წლის აპრილში იქნა მიღებული.

პრაქტიკის კოდექსთან საქართველოს სტატისტიკის სისტემის შესაბამისობის დასადგენად, 2019 წელს ვროსტატმა, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ და გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ სტატისტიკის ეროვნული სისტემის გლობალური შეფასება განახორციელეს. გლობალური შეფასების მიზანს წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ინსტიტუციური, ორგანიზაციული და ტექნიკური შესაძლებლობების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი. აღნიშნული შეფასება განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყნის მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებსა და რეკომენდაციებს, მათ შორის – გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს და პრაქტიკის კოდექსს. გლობალური შეფასების შედეგები გამოიყენება სტრატეგიის შემუშავებისა და მისი ეფექტიანობის შესაფასებლად, ამასთან, შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები ასახულია 2020-2023 წლების სტრატეგიაში და საქართველოს სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ერთგვარ ჩარჩოს წარმოადგენს. როგორც ეს გლობალური შეფასების ანგარიშშია ნათქვამი, საქსტატი და, ზოგადად, სტატისტიკის მთელი სისტემა მეტწილად შეესაბამება საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს, თუმცა რამდენიმე ასპექტი შემდგომ გაუმჯობესებას საჭიროებს და პრაქტიკის კოდექსთან სრული შესაბამისობის მისაღწევად დამატებითი სამუშაოების განხორციელებაა საჭირო. უფრო მეტიც, უკანასკნელ პერიოდში მზარდია მოთხოვნა დროულ, სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარის სტატისტიკაზე – მთავრობის, ბიზნესსექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, ზოგადად, საზოგადოების მხრიდან – ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მონიტორინგის მიზნით.

ამ თვალსაზრისით, 2020-2023 წლების სტრატეგია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავდა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ზოგადი ჩარჩოს და მმართველობის რეფორმის ფონდის(GRF) პროექტის ფარგლებში, წარმოადგენს სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრატეგიულ ხედვას და უზრუნველყოფს ევროკავშირის სტატისტიკურ მეთოდოლოგიასთან და კლასიფიკაციებთან შესაბამისობას. სტატისტიკის სისტემის ხედვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-4 თავის 286-ე მუხლშია მოცემული, რომლის თანახმად: „მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სტატისტიკის საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს დროული, საერთაშორისო დონეზე შესადარისი და საიმედო სტატისტიკური მონაცემების უზრუნველყოფის გრძელვადიანი მიზნის შესრულებას. მოსალოდნელია, რომ მდგრადი, ეფექტიანი და პროფესიულად დამოუკიდებელი სტატისტიკის ეროვნული სისტემა საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიაწვდის რელევანტურ ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემთ, მის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. სტატისტიკის ეროვნული სისტემა დაიცავს გაეროს „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს“,  სტატისტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის, მათ შორის, „ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის“ გათვალისწინებით, სტატისტიკის ეროვნული სისტემის ევროპის სტატისტიკის ნორმებსა და სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოყვანის მიზნით“.

2020-2023 წლების სტრატეგია ასევე ქმნის ჩარჩოს ქვეყანაში სტატისტიკის ძლიერი და ერთიანი ეროვნული სისტემის განვითარებისათვის, რათა უზრუნველყოს ეროვნულ დონეზე პოლიტიკის შემუშავებისათვის და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად ქვეყნის მიერ ოფიციალური სტატისტიკის შეგროვება, მართვა, გავრცელება და გამოყენება.

2015 წელს საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია დაიწყო. მიზნების შესრულების მონიტორინგისა და ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველსაყოფად შეიქმნა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო, რომელიც ოთხ თემატურ სამუშაო ჯგუფს აერთიანებს. მონიტორინგის პროცესისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის სტატისტიკა – როგორც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საშუალება და საქართველოს პროგრესის მონიტორინგის ინსტრუმენტი. ქვეყანას სჭირდება ზუსტი საბაზისო მონაცემები, რათა მდგრადი განვითარების მიზნები განვითარების ეროვნულ სტრატეგიებში აისახოს; ხოლო პროგრესის რეგულარული მონიტორინგის და შეფასების მიზნით შესაბამისი მაჩვენებლებია საჭირო. 2030 წლის დღის წესრიგის თანახმად, საჭიროა „მაღალი ხარისხის, დროული და სანდო მონაცემები შემოსავლების, სქესის, ასაკის, რასის, ეთნიკური კუთვნილების, მიგრაციის სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობების და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით”. ძლიერი და კარგად კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბება, 2030 წლის დღის წესრიგის ვალდებულების თანახმად, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროგრესის მონიტორინგისა და მაღალი ხარისხის მონაცემების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

2020-2023 წლების სტრატეგია პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის შემუშავებაში ფართოდ მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები და გამოცდილი საერთაშორისო კონსულტანტები.

1.1. მეთოდოლოგია

გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისმა, მმართველობის რეფორმის პროექტის ფარგლებში, ჩამოაყალიბა გარე კონსულტანტებით (მთავარი მრჩეველი, საერთაშორისო ექსპერტი, ადგილობრივი ექსპერტი და ფინანსური ექსპერტი) დაკომპლექტებული პროექტის გუნდი, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქსტატის დახმარება სტრატეგიის შემუშავების პროცესში. სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო საქსტატმა, რომელმაც ყველა საჭირო ღონისძიების კოორდინირებაში წამყვანი როლი შეასრულა.

სტრატეგიის შემუშავების ფაზები №1 გრაფიკშია მოცემული:

გრაფიკი 1: სტრატეგიის შემუშავების პროცესი.

სტრატეგიის შემუშავების პროცესი ინკლუზიური იყო და მასში საქართველოს სტატისტიკის სისტემის ყველა რგოლი მონაწილეობდა. ამ მიდგომის გამოყენება სტატისტიკის სისტემის შიგნით მიზნებისა და აქტივობების ჰარმონიზებას, კოორდინირებას და საერთო პროგრამული ინსტრუმენტის შემუშავებას გულისხმობს.

სტრატეგიის შემუშავების პროცესის პირველ ეტაპზე, საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სისტემის სიტუაციური ანალიზის მომზადების მიზნით, ჩატარდა კონსულტაციები ყველა ჩართულ მხარესთან. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქსტატმა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. ჯამში ჩატარდა 32 ინტერვიუ და შეხვედრა, მათ შორის შეხვედრები: საქსტატის ყველა დეპარტამენტთან (მათ შორის – ხელმძღვანელობასთან) და ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის მიმწოდებელს ან ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელს და მომხმარებელს წარმოადგენს2. დამატებით, საჯარო სექტორს მიღმა მყოფი მომხმარებლების თვალთახედვით სტატისტიკის ეროვნული სისტემის მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, ჩატარდა ორი შეხვედრა ფოკუსჯგუფებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მონაცემთა მომხმარებლების (მკვლევარები, აკადემიური წრეები, ბიზნესასოციაციები და ა.შ.) მონაწილეობით.

დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგების შესაჯამებლად და ანალიზისთვის გამოყენებული იქნა ე.წ. SWOT (Strengths, weaknesses, opportunities and threats – ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები, საფრთხეები) ჩარჩო. სიტუაციური ანალიზი ასევე გლობალური შეფასების შედეგებსაც დაეყრდნო. გლობალური შეფასება ევროსტატის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის და გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის ექსპერტებმა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისათვის შეთანხმებული სტანდარტული მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩაატარეს. შეფასების მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სტატისტიკის სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

როგორც მე-2 გრაფიკზეა ნაჩვენები, გლობალური შეფასების რეკომენდაციები 2020-2023 წლების სტრატეგიაშია ინტეგრირებული. 2011-2014 წლების სტრატეგია საქართველოში 2012 წელს ჩატარებული გლობალური შეფასების მიგნებებს არ ითვალისწინებდა, ვინაიდან ეს ორი ღონისძიება დროში ერთმანეთს არ დაემთხვა.

გრაფიკი 2: გლობალური შეფასების პროცესები (UNECE).

სტრატეგიის შემუშავების პროცესში მონაცემების წარმოებაში მონაწილე ყველა უწყების (სამინისტროები და სხვა სამთავრობო უწყებები) ჩართულობა და წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სტრატეგიის შემუშავების პროცესი მონაწილეობითი და ინკლუზიურია და ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის (იქნება ეს ოფიციალური სტატის­ტიკის მწარმოებელი თუ მომხმა­რებელი) მიერ წამოჭრილ სა­კით­ხებს, გამოწვევებსა და საჭი­როებებს. მონაწილეობითი პროცესის მხარ­და­საჭერად და მაღალი დონის მხარ­დაჭერის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობამ მაღალი დონის უწყებათაშორისი საბჭო შექმნა. საბჭოს ამოცანას წარმო­ადგენდა სტრატეგიის შემუშავების პროცესის კოორდინირება. საბჭოს შემადგენლობაში შედიოდნენ შესაბა­მი­სი სამინისტროების (მინისტრის პირველი მოადგილეების დონეზე), ეროვნული ბანკის (ვიცე-პრეზიდენტი) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხოლო საბჭოს თავმჯდომარეობდა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი. გარდა ამისა, უწყებათაშორის საბჭოსთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლის მიზანს წარმოადგენდა მიმწოდებელთა და მომხმარებელთა შორის კონსულტაციების პლატფორმის შექმნა, სექტორული სტატისტიკის საკითხების, შესაძლებლობების განვითარებისა და ზოგადი კოორდინაციის დეტალური განხილვა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ საქსტატის დეპარტამენტების / სამმართველოების ხელმძღვანელები (ფასილიტატორების / ჯგუფების ხელმძღვა­ნე­ლების როლში) და საშუალო რგოლის მენეჯერები სამინისტროების, ეროვნული ბანკის და მთავ­რობის ადმინისტრაციის სტატისტიკური/ანალიტიკური ერთეულებიდან. სამდივნოს ფუნქციას ასრულებდა საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი.

შეიქმნა შემდეგი სამი სამუშაო ჯგუფი:

  • სამუშაო ჯგუფი 1: სტატისტიკის წარმოების პროცესები და მონაცემთა ხარისხი

  • სამუშაო ჯგუფი 2: კოორდინაცია, კომუნიკაცია და მონაცემთა გავრცელება

  • სამუშაო ჯგუფი 3: შესაძლებლობების განვითარება

სიტუაციური ანალიზის გამოყენებით გამოიყო საქართველოს სტატისტიკის სისტემის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები. აღნიშნული ანალიზი აგრეთვე საფუძვლად დაედო ლოგიკური ჩარჩოს შემუშავებას (იხილეთ მე-7 თავი), რომელიც წარმოადგენს სტრა­ტეგიული მიზნებისა (პრიორიტეტების) და ამოცანების იერარქიას და განსაზღვრავს მათი მიღწევის მაჩვენებლებს და სამიზნეებს.

თავდაპირველად განხორციელდა მისიის, ხედვისა და სტრატეგიული პრიორიტეტების შეთანხმება უწყებათაშორის საბჭოსთან. ლოგიკური ჩარჩოს – როგორც სტრატეგიის ჩონჩხის – შემუშავებისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომელიც საბოლოოდ სტრატეგიის მიზნების მისაღწევად სხვადასხვა აქტივობებად დანაწილდა.

შემდგომ ეტაპზე შემუშავდა სტრატეგიის სამუშაო გეგმა, რომელიც სტატისტიკის ეროვნული სის­ტემის საჭიროებების ინტეგრაციისა და მთავარ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით ჩამოყა­ლიბდა, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების აქტიური ჩართულობით. სამუშაო ჯგუფების წევრები მო­ნა­წილეობდნენ ორ სამუშაო შეხვედრაში, რომლის დროსაც მონაწილეებს წარედგინათ სტრა­ტეგიის პროექტი, სამოქმედო გეგმა, ასევე მონიტორინგისა და შეფასების გეგმა.

სამოქმედო გეგმა შემუშავდა ეროვნული სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე და გან­საზღვ­რავს აქტივობებს, მათ მყისიერ შედეგებს, პასუხისმგებელ უწყებებს, ვადებს და ბიუჯეტს. სტრა­ტეგიის განხორციელების პროცესის მინოტორინგის მიზნით შეიქმნა აგრეთვე მონიტორინგისა და შე­ფასების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს საბასიზო მონაცემებს თითოეული მაჩვენებლისთვის.

სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და მონიტორინგისა და შეფასების გეგმის სამუშაო ვერსიები გან­ხილული იქნა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე. გამოთქმული წინადადებებისა და კომენ­ტა­რების ასახვის შემდეგ, დოკუმენტის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად გადაიგზავნა მთავრობის ად­მინისტრაციაში.

2. სიტუაციური ანალიზი

SWOT ანალიზის მეშვეობით განხორციელდა საქარ­თველოს სტატისტიკის სისტემაზე გავლენის მომხდენი პირობების სისტემური ანალიზი, რო­მელიც ეფუძნებოდა 32 ინტერვიუს, საქსტატის ხელმძღვანელობასთან, დეპარტამენტებთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან (სტატისტიკის მწარმოებლები, ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელები და მთავარი მომხმარებლები) შეხვედრების, ასევე მომხმარებლების და პარტ­ნიო­რების ფოკუსჯგუფებთან ჩატარებული და გლობალური შეფასების გუნდთან განხორ­ციელებული კონსულტაციების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას. შეხვედრების გარდა, SWOT ანალიზის დროს გამოყენებული იყო გლობალური შეფასების ოფიციალური ანგარიში და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის გენდერული შეფასება. ორივე ანგარიშის ძირითადი რეკომენდაციები ასახულ იქნა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. სიტუაციური ანალიზის თავი, ასევე, მოიცავს ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის სისტემის, ძირითადი რეფორმების, თანამედროვე ტენდენციებისა და სტრატეგიის შემუშავების მიზეზების შესახებ.

2.1. ისტორიული მიმოხილვა

2019 წლის ივლისში საქსტატმა დაფუძნებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა, რითაც ხაზი გაუსვა საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების საუკუნოვან ისტორიას. 1919 წლის 25 ივლისს მიწათმოქმედების სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა ქვეყნის სტატისტიკის ცენტრალური კომიტეტი, რომლის ამოცანასაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტატისტიკური სამუშაოების მართვა წარმოადგენდა. 1921 წელს მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოების პირველი დებულება. მას შემდეგ, თითქმის 70 წლის განმავლობაში საქართველოს სტატისტიკა საბჭოთა კავშირის სტატისტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. 1991-1997 წლებში ქვეყანაში სტატისტიკურ საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ დაფუძნებული სოციალური და ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი ახორციელებდა. 1997-2004 წლებში აღნიშნული ფუნქცია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისრა. 2004 წელს სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა და 2010 წლის 2 თებერვლამდე მის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდა. 2009 წელს მიღებული კანონის – ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ - საფუძველზე შეიქმნა დამოუკიდებელი უწყება – სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). მას შემდეგ საქსტატი დამოუკიდებელი ორგანოა და კოორდინაციას უწევს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას.

2.2. საკანონმდებლო ჩარჩო

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ოფიციალურ სტატისტიკას ორი მთავარი უწყება აწარმოებს: საქსტატი და ეროვნული ბანკი. კანონის თანახმად, აღნიშნული ორი უწყების გარდა, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ სტატისტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება ოფიციალური სტატისტიკის სტატუსი, თუ ის იწარმოება საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული და/ან აღიარებული მეთოდოლოგიის და სტანდარტების შესაბამისად. ვინაიდან საქსტატის საბჭო არ ამტკიცებს საქსტატის გარდა სხვა უწყებების მეთოდოლოგიებს, კანონის შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, ყველა სხვა სახელმწიფო უწყება აღიარებულია ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელად და მონაცემთა მიმწოდებლად, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის შემდგომი წარმოებისთვის გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონში არ არის მიჩნეული სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მწარმოებელ უწყებად, ის ოფიციალური სტატისტიკის ერთ-ერთ მწარმოებელს წარმოადგენს. სამინისტრო იყენებს საერთაშორისო მეთოდოლოგიას, თუმცა მას საქსტატის საბჭო ოფიციალურად არ ამტკიცებს. შესაძლოა არსებობდეს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, რასაც სტატისტიკის ეროვნული სისტემის გლობალური შეფასებაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს მკაფიო გამიჯვნა ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებსა და მონაცემთა მიმწოდებელთა შორის. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლების იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მათი განსაზღვრის კრიტერიუმები, რაც ასახული უნდა იყოს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქსტატი წარმოადგენს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების მიზნით შექმნილ დაწესებულებას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. საქსტატი შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის” შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე და ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემებრის დადგენილების „სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად. საქსტატის საქმიანობას ასევე არეგულირებს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტები.

საქსტატი საქართველოში სტატისტიკის სისტემის კოორდინატორია. კანონის შესაბამისად, ის კოორდინაციას უწევს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოების საქმიანობას; შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტატისტიკის წარმოებისთვის სტატისტიკური სტანდარტების და მეთოდოლოგიების შესახებ; კოორდინაციას უწევს ინფორმაციის გაცვლას ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის და ხელს უწყობს დამტკიცებული სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების დანერგვას.

ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტატისტიკის წარმოებასა და გავრცელებაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული სპეციალური სტანდარტების შესაბამისად. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის მესამე მუხლის მესამე პარაგრაფის „თ” ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო, მონეტარული და საგარეო სექტორების სტატისტიკა; მონეტარული სტატისტიკა მოიცავს ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების გამოკვლევებს. რაც შეეხება საგარეო სექტორის სტატისტიკას, იგი მოიცავს მონაცემებს საგადასახდელო ბალანსის, საგარეო ვალის, საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის და საერთაშორისო რეზერვების შესახებ. ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული სტატისტიკა ქვეყნდება მის ვებსაიტზე წინასწარ განსაზღვრული კალენდრის შესაბამისად.

2.3. მიმდინარე ტენდენციების შეფასება და სტრატეგიის მომზადების მიზეზი

საქსტატი აწარმოებს ყველა სფეროს სტატისტიკას (ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული მონეტარული, ფინანსური და საგარეო სექტორის სტატისტიკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოებული სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის გარდა). ამისთვის ის იყენებს უმეტესწილად საკუთარ შესაძლებლობებს და – უფრო ნაკლებად – სხვადასხვა ადმინისტრაციულ მონაცემებს. საქსტატი დარგობრივი სტატისტიკის ძირითად ნაწილს აწარმოებს გამოკვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე. ამასთან, წარმოებული სტატისტიკის 70% ძირითადად ეფუძნება პირველად მონაცემებს. საქსტატი წელიწადში 240-ზე მეტ გამოკვლევას ატარებს. ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს უმთავრესად სახელწიფო დაწესებულებები წარმოადგენენ.

2004 წლის შემდეგ საქართველოს სტატისტიკის სისტემამ საკუთარი შესაძლებლობები და საქმიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. 2010 წლის მაისში საქართველო შეუერთდა საერთა­შორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს. იმავდროულად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სტატისტიკის სისტემის ეფექტიანობა – როგორც ეს მსოფლიო ბანკის სტატისტიკური შესაძლებლობების ინდიკატორშია ასახული. თუმცა, ბოლოს ჩატარებული გლობალური შეფასების თანახმად, გამოიკვეთა სისტემის რამდენიმე მნიშვნელოვანი სისუსტე. ეს განსაკუთრებით ეხება სისტემის შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ უპასუხოს სტატისტიკურ ინფორ­მაციაზე არსებულ და მომავალში კიდევ უფრო მზარდ მოთხოვნას. აღნიშნული სი­სუს­ტეები დადასტურდა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების დროსაც. შესაბამისად, კარგი პრაქტიკისა და PARIS21-ის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, სტრატეგიის შემუ­შავე­ბისათვის არსებობს საკმაოდ ძლიერი საფუძველი. მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში სტა­ტის­ტიკის სისტემა და, განსაკუთრებით, საქსტატი რიგი გამოწვევის წინაშე დადგება, აღნიშნული სტრატეგია კი ამ გამოწვევებზე სისტემური პასუხის შემუშავების შესაძ­ლებ­ლობას იძლევა.

საქსტატი სათავეში ედგა 2011-2014 წლების პირველი სტრატეგიის შემუშავების პროცესს, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაცემთა ხარისხის ეროვნული ჩარჩოსა და სტატისტიკის ინტეგრირებული სისტემის განვითარება – სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სტატისტიკის რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, საქართველოს პირველი გლობალური შეფასების (2012 წ.) რეკომენდაციები ვერ აისახა ვერც სამოქმედო გეგმაში და ვერც 2011-2014 წლების სტატისტიკის განვითარების სტრატეგიაში, ვინაიდან აღნიშნული პროცესები დროში აცდენილი იყო ერთმანეთთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების შედეგები დღემდე არ არის ხელმისაწვდომი.

სტრატეგიის შემუშავების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა ასევე არსებული საკანონმდებლო ბაზის განახლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან (მოდელური კანონი და პრაქტიკის კო­დექსი) შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. კანონის არსებული ვერსია განსაზღვრავს ოფი­ციალური სტატისტიკის პრინციპებსა და მიზნებს და ქმნის სტატისტიკური ინფორმაციის ფლო­ბის, შენახვისა და გავრცელების სამართლებრივ საფუძვლებს. კანონის პერიოდული ცვლი­ლების მიუხედავად, საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის სამართლებრივი სა­ფუძვ­ლები მოდე­ლური კანონის რიგ რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში არ არის. უკანასკნელი გლო­ბა­ლური შეფასების (2019 წ.) ანგარიში ხაზს უსვამს რიგ ხარვეზებს. კერძოდ, კანონის მიერ საქსტატის საბჭოსთვის და აღმასრულებელი დირექტორისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები წინა­აღმდე­გო­ბაში მოდის პროფესიული დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ პრინციპთან. უფრო მეტიც, აღმასრულებელი დირექტორის სტატუსი, საქმიანობის ვადა და და­ნიშვ­ნის/გათავი­სუფ­ლე­ბის პროცედურები უფრო მეტად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო რე­კომენდაციებს. გა­მოი­კვეთა სხვა საკითხებიც, როგორიცაა მონაცემთა შეგროვების მანდატთან და ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენ­ცია­ლუ­რო­ბასთან დაკავშირებული პრინციპები. აღნიშნული პრინციპების განხორ­ციე­ლება უაღრესად მნიშვნე­ლო­ვანია სტატისტიკური ინფორმაციის სანდოობისა და დაინტერესებულ მხარეთა ნდობის მოპოვების თვალსაზრისით. მომდევნო წლების განმავლობაში მომხმარებლებში ნდობის შენარჩუნებისა და ამაღლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება საჭირო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემა ცენტრალიზებულია, რომელშიც ოფიციალური სტატისტიკის უმეტეს ნაწილს საქსტატი აწარმოებს. გლობალურმა შეფასებამ აღნიშნული ფაქტი სისტემის ძლიერ მხარედ დაასახელა, თუმცა არსებობენ ოფიციალური სტატისტიკის სხვა მნიშვნელოვანი მწარმოებლებიც, როგორიცაა ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო (კანონის მიერ ოფიციალური აღიარების არქონის მიუხედავად) და ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელები/მიმწოდებლები, როგორიცაა სამინისტროები და სხვა საჯარო უწყებები. საქსტატი ოფიციალური სტატისტიკის სისტემის მაკოორდინირებელი ორგანოა, მაგრამ ეს როლი შემდგომ გაძლიერებას საჭიროებს. მწირი და ფრაგმენტირებული სტატისტიკური რესურსები და შესაძლებლობები (საქსტატის, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს მიღმა) სისტემის შიგნით კომუნიკაციისა და კოორდინაციის დაუბალანსებელ პირობებს ქმნის. მთლიანობაში, სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში არსებული არასაკმარისი კოორდინაცია ზღუდავს საქსტატის და სხვა საჯარო უწყებების მიერ დამატებითი სტატისტიკური მაჩვენებლების წარმოების შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, საქსტატს საჯარო უწყებების მიერ მოწოდებული მონა­ცე­მების ხარისხზე საკმარისი კონტროლი არ გააჩნია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც საბაზისო ადმინისტრაციულ მონაცემებზე, ისე საბოლოო სტატისტიკური პროდუქტის ხარისხზე. ადმინისტრაციული მონაცემების ხარისხის საკითხი ჩაკეტილ წრეს წარმოშობს – მიზეზ-შედე­გობ­რივი კავშირებით: დაბალი ხარისხი, დაბალი მოხმარება, ზედმეტი დატვირთვა რესპონდენ­ტებზე და მწარმოებლების სუსტი სტატისტიკური შესაძლებლობები. ადმინისტრაციული მონაცემების და რეგისტრების (სასოფლო მეურნეობათა რეგისტრი, მოსახლეობის რეგისტრი და სხვ.) შემუშავება/გაუმჯობესება ახალი სტრატეგიის პრიორიტეტული ამოცანაა.

ცალკეულ სტატისტიკურ მონაცემთა წარმოებისას ხარისხი უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, თუმცა ორგანიზაციის შიგნით ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებისა და დანერგვის კუთხით პროგრესი უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სისტემის დანერგვა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, ეს მაინც პრიორიტეტულ მიზნად უნდა დარჩეს და განხორციელდეს ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით.

საქსტატის არსებული ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება ტრადიციულ, „პროდუქტზე ორიენტირებულ” სისტემას. შეზღუდული რესურსების პირობებში ეს შეიძლება საქსტატისთვის ყველაზე შესაფერისი ფორმა იყოს. თუმცა სასურველია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს „ფუნქციონალურ” მოდელზე გადასვლას, რომელიც სტატისტიკური ბიზნეს პროცესის სტანდარტული მოდელის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ეს უკანასკნელი განვითარებული ქვეყნების სტატისტიკის ეროვნული სისტემების მოდელს წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით ეხება სტატისტიკური მიზნებით ადმინისტრაციული მონაცემების უფრო მეტად გამოყენებას, აგრეთვე ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ რესურსებში მეტ ინვესტირებას.

ზემოთ ხსენებული საკითხების გარდა, შეზღუდული რესურსების პირობებში საქართველოს სტატისტიკის სისტემა მზარდი წნეხის ქვეშაა, რასაც მომხმარებელთა საჭიროებების ცვლილება და ამ მომხმარებლების – პოლიტიკოსების, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა სააგენტოების, მკვლევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების – მხრიდან სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს. საჭიროებებიც და მომხმარებელთა სეგმენტიც მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. საქსტატი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შიგნით არსებული სტატისტიკის სხვა მწარმოებლებიც, პირველ რიგში, მომხმარებელთა დინამიკურ, განსხვავებულ და აქტუალურ მოთხოვნებს უნდა გაუმკლავდნენ.

უკანასკნელ წლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ზოგადი უნარი, აწარმოოს დროული და ყოვლისმომცველი სტატისტიკური ინფორმაცია, მნიშვნელოვნად განმტკიცდა. თუმცა საერთაშორისო დონეზე შესადარისი და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის საწარმოებლად, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საჭირო. საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, მომხმარებელს საერთაშორისოდ შესადარისი მონაცემები სჭირდება. შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სისტემამ თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგიები და კლასიფიკაციები (SNA 2008, GFSM 2014, NACE Rev. 2, EU NUTS და სხვ.) სრულად უნდა დანერგოს. ახალი მაჩვენებლებია საჭირო ენერგეტიკის, მშენებლობის, კულტურის, სპორტის, არაფორმალური სექტორის, სოციალური დაცვის და სხვა სფეროებში. დიდი მოთხოვნაა, აგრეთვე, დისაგრეგირებულ სტატისტიკურ მონაცემებზე, კერძოდ, გენდერული და რეგიონალური ანალიზისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის პროცესის კუთხითაც ენიჭება. ამ მხრივ, მონაცემთა შეგროვების და გავრცელების პროცესები მოდერნიზებული უნდა იყოს უახლესი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენების გზით. უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული მონაცემთა ალტერნატიული წყაროები – მათ შორის ადმინისტრაციული მონაცემები – და დიდი მონაცემები, უნდა დაინერგოს და განვითარდეს სექტორული ინფორმაციის ინტეგრირებული სისტემები (EMIS, ASHMIS, ა.შ.). მომხმარებლებთან კონსულტაციების პროცესის გაძლიერების მიზნით, უნდა დაინერგოს მომხმარებლისა და მიმწოდებლის დამაკავშირებელი პლატფორმა. მომხმარებელთა კმაყოფილების დონის მუდმივი მონიტორინგი, წარმოებული მონაცემების დროულობა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ვებსაიტი იმ კრიტიკული საკითხების მოკლე ჩამონათვალს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს სტატისტიკის სისტემის მიერ მონაცემთა გავრცელების პროცესში.

სტრატეგიის განხორციელების დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის (და მასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო აღწერის) უმაღლესი სტანდარტით ჩატარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ ყოვლისმომცველი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისთვის. აღწერების დროს შეგროვებული ინფორმაცია, შესაბამის ადმინისტრაციულ მონაცემებთან და რეესტრების მონაცემებთან ერთად, სტატისტიკური მიზნებისათვის მოსახლეობისა და სასოფლო მეურნეობათა რეგისტრების განვითარებისათვის უნდა იყოს გამოყენებული. მაღალი ხარისხის მოსახლეობისა და სასოფლო მეურნეობათა რეგისტრები სტატისტიკის ეროვნული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია არა მხოლოდ როგორც მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციის წყარო, არამედ როგორც მიმდინარე სტატისტიკური გამოკვლევების შერჩევის ჩარჩო.

სტრატეგიის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული საქსტატისა და საქართველოს სტატისტიკის სისტემის სხვა უწყებებისთვის სათანადო რესურსების ხელმისაწვდომობაზე. გლობალური შეფასების ანგარიშში შეშფოთებაა გამოთქმული საქსტატის რესურსების (ადამიანური, ფინანსური, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული) დონისა და ხარისხის გამო. ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საქართველოს სტატისტიკის სისტემის ცენტრალიზაციის ძალიან მაღალი ხარისხის მიუხედავად, საქსტატის თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების ეროვნული სტატისტიკის სამსახურების თანამშრომელთა რაოდენობას. ასევე აღინიშნა წლების განმავლობაში ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რესურსების განვითარებაში ინვესტიციების ნაკლებობა – იქნება ეს კვალიფიციური თანამშრომლები, ტექნიკური თუ პროგრამული უზრუნველყოფა. გაიცა რეკომენდაცია, რომ ამ კრიტიკული საკითხის გადასაჭრელად დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ამ სფეროს შეფასება ექსპერტების მიერ. დაბოლოს, საქსტატის შენობა და თანამშრომლების სამუშაო პირობები ჩაითვალა არასათანადოდ, რაც თანამშრომლების მოტივაციაზე და საქსტატის პოზიტიურ საჯარო იმიჯზე დადებითად არ მოქმედებს. ადამიანური რესურსების კუთხით ცალკე საკითხია შესაძლებლობების განვითარების პოლიტიკის და ტრენინგ- პროგრამის/სტრატეგიის არარსებობა. სტატისტიკურ საქმიანობაში ჩართულ რიგ სახელმწიფო უწყებებს კვალიფიციური სტატისტიკოსი თანამშრომლები არ ჰყავთ. შესაბამისად, ამ საჯარო ინსტიტუტებში სტატისტიკური და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება საქართველოს სტატისტიკის სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ზოგადად, გლობალური შეფასების ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისადმი: „აღიაროს საქსტატისთვის ადამიანური, ფინანსური და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რესურსების მნიშვნელოვნად გაზრდის საჭიროება, რათა საქსტატმა მდგრადად უპასუხოს გაუმჯობესებულ სტატისტიკაზე ამჟამინდელ და მოსალოდნელ მოთხოვნას”. შესაბამისად, აღნიშნული სტრატეგია ამ რეკომენდაციის შესრულებასაც ითვალისწინებს.

2.4. SWOT ანალიზი

გლობალური შეფასების გუნდთან კონსულტაციებსა და საბოლოო რეკომენდაციებზე, ასევე საქართველოს სტატისტიკის სისტემის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, ფოკუს ჯგუფებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე, SWOT ჩარჩოს გამოყენებით, გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევები და საჭიროებები:

ძლიერი მხარეები

  • ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ცენტრალიზებული სისტემა, რომლითაც საქსტატი ხელმძღვანელობს, იძლევა ოფიციალური სტატისტიკისთვის გამოყოფილი რესურსების ძალიან ეფექტიანად ათვისების საშუალებას;

  • ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე თავისუფალი წვდომა;

  • საქსტატის მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები და გამოცდილი ინტერვიუერების ქსელი;

  • საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი პრაქტიკა საქსტატს ეხმარება კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებს;

  • კარგი ურთიერთობები და თანამშრომლობა სტატისტიკის ძირითად მწარმოებლებს შორის: საქსტატი, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო;

  • საქსტატმა უფრო მეტი ყურადღება გაამახვილა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებაზე, შექმნილია სპეციალური სტრუქტურული ერთეული და ფუნქციონირებს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.

სუსტი მხარეები

  • ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელთა და მონაცემთა მიმწოდებელთა შორის მკაფიო გამიჯვნის არარსებობა უარყოფითად მოქმედებს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შიგნით კოორდინაციის დონეზე;

  • სტატისტიკის სისტემის ცენტრალიზაციის ძალიან მაღალი ხარისხის მიუხედავად, საქსტატის თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებში მსგავსი სამსახურების თანამშრომელთა რაოდენობას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამართული საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების მწვავე ნაკლებობაა;

  • საქსტატის შენობაში არ არის მუშაობის სათანადო პირობები, ფართობი კი შეზღუდულია და საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა თანამშრომელთა რაოდენობის მოსალოდნელ ზრდასა და მათთვის უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნას შეესაბამებოდეს. სამუშაო პირობების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად აამაღლებს თანამშრომელთა მოტივაციას და ამით ხელს შეუწყობს არსებულ კვალიფიციურ თანამშრომელთა შენარჩუნებას და ახალი კადრების მოზიდვას;

  • „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” კანონი უფრო მეტად უნდა შეესაბამებოდეს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელურ კანონს და პრაქტიკის კოდექსის ძირითად პრინციპებს;

  • უნდა გაუმჯობესდეს სტატისტიკის წარმოების პროცესის ეფექტიანობა, რათა სისტემა ნაკლებად იყოს დამოკიდებული ე.წ. ტრადიციულ მიდგომებზე; კიდევ უფრო განვითარდეს ელექტრონული ანგარიშგება და ყურადღება მიექცეს ადმინისტრაციული მონაცემების უფრო მეტად გამოყენებას;

  • მომხმარებლებზე ნაკლები ორიენტირებულობა. სტატისტიკური წარმოების პროცესები უნდა იყოს უფრო მოქნილი, რომ დაუყოვნებლივ უპასუხოს მომხმარებელთა ცვალებად საჭიროებებს;

  • ტრენინგების არსებული სისტემა სათანადოდ არ არის მორგებული საქსტატში სტატი­სტი­კოსების და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მიმართულების თანამშრომლების კვა­ლი­ფი­კა­ციის ამაღლებაზე;

  • საქსტატს არ გააჩნია საკმარისი კონტროლი საჯარო უწყებების მიერ მოწოდებული მო­ნა­ცემების ხარისხზე;

  • გასაუმჯობესებელია სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა (რისი შესაძლებლობაც არსებობს), რათა მომხმარებელთა მეტმა ჯგუფმა შეძლოს მათი გამოყენება.

შესაძლებლობები

  • საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება და ამავდროულად პროგრესის მონიტორინგისათვის მაღალი პრიორიტეტის მაჩვენებლების შემუშავება გაზრდის მაღალი ხარისხის სტატისტიკურ მონაცემებზე მოთხოვნას და გააძლიერებს საქსტატის როლსა და იმიჯს;

  • დარგობრივ სამინისტროებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მაღალი ხარისხის სტატისტიკა, რათა რეფორმების განხორციელებისას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტი­ლე­ბები მიიღონ და შეაფასონ გატარებული პოლიტიკის გავლენა;

  • გლობალური შეფასების რეკომენდაციების განხორციელება გააუმჯობესებს სტატისტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დონეს;

  • თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორიცაა „ღია მონაცემები“ და „დიდი მონაცემები“, შეუძლია გაზარდოს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისათვის ხელმისაწვდომი წყაროების რიცხვი;

  • ადმინისტრაციული მონაცემების არსებობა და მათი ხელმისაწვდომობა საჭიროებს დამატებით შესწავლას, რაც ახალი მაჩვენებლების შემუშავებას შეუწყობს ხელს;

  • მოსახლეობის, საცხოვრისების და სასოფლო-სამეურნეო აღწერების სრულყოფილი დაგეგმვა და სათანადო რესურსებით ჩატარება არა მხოლოდ გააუმჯობესებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე არსებული მონაცემების ხარისხს და მოცვას, არამედ გახდება სტატისტიკური მიზნებისათვის მოსახლეობის რეგისტრისა და (სასოფლო მეურნეობათა რეგისტრის შემუშავების საფუძველი.

საფრთხეები

  • შედარებით მცირე რაოდენობის გამოცდილ და კვალიფიციურ თანამშრომლებზე ძლიერი დამოკიდებულება ამცირებს საქსტატის შესაძლებლობას, შეიმუშავოს ახალი სტატისტიკური პროდუქტები და სისტემატურად უზრუნველყოს არსებული პროდუქტების მაღალი ხარისხი;

  • ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ სფეროში ინვესტირების დაბალი მაჩვენებელი ზღუდავს უფრო ხარჯთეფექტიანი სტატისტიკური მეთოდოლოგიების დანერგვის შესაძლებლობას, რაც რისკის ქვეშ აყენებს არსებული სისტემების მდგრადობას;

  • ხელფასის ზრდისა და შენობის კეთილმოწყობისათვის არასაკმარისმა რესურსებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს საქსტატში კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებას და მძლავრი საინფორმციო-ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას;

  • დარგობრივი სამინისტროების რეორგანიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მონაცემთა წყაროების ნაწილობრივი დაკარგვა;

  • არასაკმარისი ფინანსური რესურსები;

  • ღარიბი ინფრასტრუქტურა;

  • კვალიფიციური კადრის გადინება.

3. მისია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემა ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების ხელშეწყობის მიზნით უზრუნველყოფს მთავრობისა და სხვა მომხმარებლებისათვის საჭირო სტატისტიკური მტკიცებულებების შექმნას. სტატისტიკის სისტემა ასევე მიზნად ისახავს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და მიაწოდოს სტატისტიკური მონაცემები რეგიონულ და საერთაშორისო ინსტიტუტებს მის ხელთ არსებული მწირი რესურსების ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენების გზით.

საქსტატი, როგორც სტატისტიკის ძირითადი მწარმოებელი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინატორი უწყება, მუდმივად განაგრძობს თავისი საქმიანობის გაუმჯობესებას და მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით. აქედან გამომდინარე, სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრატეგია შეიქმნა კონკრეტულად საქსტატის, სებ-ის და ზოგადად საქართველოს სტატისტიკის მთელი სისტემის შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის გაძლიერებისათვის, რათა უზრუნველყოს მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოებით და გავრცელებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მისია საქართველოს 2020-2023 წლების სტრატეგიით არის განსაზღვრული და მდგომარეობს შემდეგში:

4. ხედვა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ხედვა წარმოადგენს სტატისტიკის განვითარების საშუალო- და გრძელვადიან ჩარჩო დოკუმენტს. ის ასახავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის სასურველ მომავალს 2023 წლის ბოლოსთვის და შესაბამისად, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის მნიშვნელოვან ჩარჩოს წარმოადგენს.

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემა შედგება საქსტატის, ეროვნული ბანკისა და სხვა საჯარო დაწესებულებებისგან, რომლებიც ან თავად აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას, ან წარმოადგენენ ადმინისტრაციული ან/და სხვა სახის მონაცემების მნიშვნელოვან წყაროს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მანდატი მომხმარებელთა რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის სტატისტიკის პროფესიულად მიუკერძოებლად წარმოებასა და გავრცელებაში მდგომარეობს, რაც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიმღები პირების ინფორმირებას და საზოგადოების ჩართულობის გაძლიერებას. თავისი მანდატის შესრულებისას საქართველოს სტატისტიკის სისტემამ უნდა უზრუნველყოს რესპონდენტების ინტერესების გათვალისწინება მათი დატვირთვის აქტიური შემცირებისა და ინდივიდუალური სტატისტიკური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის გზით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებული ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპები, როგორც სტატისტიკის საერთაშორისო პრინციპები და საუკეთესო პრაქტიკა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სახელმძღვანელო დოკუმენტად. სანდო და რელევანტური, გამჭვირვალე, პოლიტიკური და სხვა ზეგავლენე­ბის­გან თავისუფალი ოფიციალური სტატისტიკის წარმოება ყველა მომხმარებლის ნდობის მოპოვების მთავარი საწინდარია. გარდა ამისა, რადგან მთავარი მოთხოვნა საერთაშორისო დონეზე მონაცემების შესა­დარი­სო­ბის უზრუნველყოფაა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემისთვის უმნიშვნე­ლო­ვანესი საკითხია საერთაშორისოდ აღიარებულ სტატისტიკურ სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებთან მაქსიმალური შესაბამისობა.

ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსი წარმოადგენს ხარისხის შემოწმების ყოვლისმომცველ ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან სტატისტიკის ეროვნული სისტემების მაქსიმალურ შესაბამისობას. გლობალურმა შეფასებამ პრაქტიკის კოდექსი გამოიყენა როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შეფასების საფუძველი და, ამგვარად, პრაქტიკის კოდექსთან სრული შესაბამისობა ეროვნული სისტემის ხედვის ძირითადი ქვაკუთხედი იქნება.

აქედან გამომდინარე, სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარება იმ მიმართულებით, რომელიც შეესაბამება დასახულ მიზნებს, კერძოდ, დააკმაყოფილებს მომხმარებელთა რეალურ საჭიროებებს და ამავე დროს შესაბამისობაში იქნება სტატისტიკის საერთაშორისო პრინციპებთან, სტანდარტებთან და მეთოდოლოგიებთან.

5. ღირებულებები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ძირითადი ღირებულებები დაკავშირებულია ინსტიტუციურ გარემოსთან და სტატისტიკურ პროცესებთან. ესენია:

  • პროფესიული დამოუკიდებლობა

  • ობიექტურობა

  • სანდოობა

  • მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

  • ეფექტიანობა

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა

  • რესპონდენტთა დატვირთვის შემსუბუქება.

5. სტრატეგიული მიზნები

2020-2023 წლების სტატისტიკის სისტემის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისას მთავარი ამოცანა იყო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის უზრუნველყოფა მისი განვითარებისათვის საჭირო სტრატეგიული ინსტრუმენტით, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპის პრაქტიკის კოდექსის პრინციპებთან და ხელს შეუწყობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას, შესრულებას და მონიტორინგს. სტრატეგიის მიზანია, იყოს მომხმარებლების (მთავრობა, საჯარო და კერძო სექტორები, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური და კვლევითი წრეები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვ.) საჭიროებაზე მაქსიმალურად მორგებული და პასუხობდეს მათი მხრიდან მაღალი ხარისხის და სანდო სტატისტიკაზე მზარდ მოთხოვნებს. ამ მიზნის მისაღწევად სტატისტიკის ეროვნულ სისტემას უნდა შეეძლოს ოფიციალური სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის სტატისტიკური მონაცემების წარმოება.

ზემოაღნიშნული მიზნების რეალიზაციისთვის საჭირო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შემუშავება განხორციელდა სიტუაციური ანალიზის საფუძველზე, მათ შორის გლობალური შეფასებისა და დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების შედეგებზე დაყრდნობით. სტრატეგიული მიზნები ისეა ფორმულირებული, რომ მოხდეს არსებული ძლიერი მხარეების მაქსიმალურად რეალიზაცია, შესაძლებლობების გამოყენება, გამოვლენილი სუსტი მხარეების აღმოფხვრა და რისკების აცილება.

სტრატეგიის ძირითადი საკითხები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგი სახით:

  • სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებულ სტატისტიკურ მონაცემებზე მომხმარებელთა მოთხოვნის ცვალებადობა;

  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მცირე და შეზღუდული სტატისტიკური რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარება და ეფექტიანი გამოყენება;

  • სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენებული ადმინისტრაციული მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების საჭიროება;

  • მზარდი მოთხოვნა დეტალიზებულ სტატისტიკასა და ნაწილობრივ მოცული სფეროების უკეთეს მოცვაზე, ასევე, სტატისტიკის ახალ სფეროებზე (მაგალითად, ენერგეტიკა, მიგრაცია, მშენებლობა, კულტურა, სპორტი, არაფორმალური სექტორი, სოციალური დაცვა და სხვ.);

● ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკისა და არსებული ფართის/ტექნიკის/შენობის განახლების გადაუდებელი საჭიროება პროცესების ეფექტიანობის ამაღლებისა და მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოების უზრუნველყოფის მიზნით;

● საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში არსებული კოორდინაციის გაძლიერების საჭიროება.

სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე რეაგირებისთვის, რომლებიც გამოვლინდა გლობალური შეფასებისა და სიტუაციური ანალიზის დროს. სტრატეგიის განხორციელებისას და ეროვნული სისტემის განვითარებისას პრიორიტეტების გამოყოფა, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, რესურსების ეფექტიანად განაწილების საშუალებას მოგვცემს. შესაბამისად, შემცირდება მთავარი გამოწვევებიდან ყურადღების გადატანის რისკი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოვლინდა სამი სტრატეგიული მიზანი, რომლებზეც უნდა მოხდეს საქართველოს 2020-2023 წლების სტატისტიკის სისტემის განვითარების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ფოკუსირება. სამივე სტრატეგიული მიზნის ქვეშ დაჯგუფდა და გაიწერა სტრატეგიული ამოცანები და თანხმლები აქტივობები. სტრატეგიული მიზნები, მათთან დაკავშირებული ამოცანები და აქტივობები ქვემოთ არის წარმოდგენილი. მიზნების ფორმულირება განხორციელდა SMART (კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, პრაქტიკული და დროში შემოსაზღვრული) პრინციპების გამოყენებით. თითოეულ მიზანს გააჩნია კონკრეტული სამიზნე და მაჩვენებლები, რისი საშუალებითაც ფასდება შესაბამისი მიზნის შესრულების სტატუსი. სამიზნეები და მაჩვენებლები საქსტატმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრ უწყებებთან თანამშრობლობის შედეგად შეიმუშავა, რათა განესაზღვრა მიზნებისა და მათთან დაკავშირებული სამიზნეების რეალურობა და რელევანტურობა. სტრატეგიული მიზნებისა და კონკრეტული ამოცანების შესაბამისი მაჩვენებლებისა და სამიზნეების ჩამონათვალის გასაცნობად იხილეთ მე-7 თავი.

6.1. სტრატეგიული მიზანი 1: მომხმარებლის საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოება

ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით მომხმარებელთა რეალური საჭიროებების დაკმაყოფილება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ძირითადი ფუნქციაა. საქსტატი და ეროვნულ სისტემაში შემავალი სტატისტიკის სხვა მწარმოებლები და მონაცემების მიმწოდებლები მუშაობენ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად გააფართოვონ სტატისტიკის წარმოების არეალი საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით. სტატისტიკაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად განსხვავდება მომხმარებლის მიზნის, შესაძლებლობების და სტატისტიკის გამოყენების ცოდნისა და წიგნიერების მიხედვით. შესაბამისად, ჩატარდა მონაცემებზე უკვე არსებული და პოტენციურად მოსალოდნელი მოთხოვნის ანალიზი. მომხმარებელთა საჭიროებები სრულყოფილად ვერ დაკმაყოფილდება, თუკი არ მოხდება მათი საჭიროებების სწორი იდენტიფიცირება, გააზრება და პრიორიტეტებად დაყოფა. მართალია, სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შემუშავებისას ყველა მომხმარებლის საჭიროება ვერ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ პრიორიტეტი მიენიჭება იმ სტატისტიკის წარმოებას, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებისთვის და, აგრეთვე, ეროვნული პროგრამების მომზადებისა და მონიტორინგისთვის არის აუცილებელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სისტემამ ხელი უნდა შეუწყოს მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოებით, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მონიტორინგია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის და, განსაკუთრებით, საქსტატის მიზანია, სტრატეგიის ვადის ამოწურვისას უზრუნველყოს მდგრადი განვითარების მიზნებით განსაზღვრული თითქმის ყველა იმ რაოდენობრივი მაჩვენებლის სრულად წარმოება, რომლებიც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვალდებულებას წარმოადგენს. 2020-2023 წლების სტრატეგიის ფარგლებში, საქსტატი და სტატისტიკის ეროვნული სისტემის პარტნიორი უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ მომხმარებელთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ამ სტრატეგიულ მიზანს ორი მიმართულება აქვს: მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოების და ოფიციალური სტატისტიკის მომხმარებლის საჭიროებებზე მორგების უზრუნველყოფა ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მიზნის შესაბამისი“ სტატისტიკის წარმოება.

ამოცანა 1.1. მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მისაღებად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება

პირველ რიგში, ოფიციალური სტატისტიკის ფუნქცია შესაბამის საკითხებზე მიუკერძოებელი, ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებაა. ოფიციალური სტატისტიკის მაღალი ხარისხი, მათ შორის, მიუკერძოებლობა, მომხმარებლის (პოლიტიკის გამტარებლები, მკვლევრები და ფართო საზოგადოება) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.

პოლიტიკის გამტარებლებს საქართველოში, სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად, კომპლექსურ კითხვებზე პასუხების გაცემა და რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია გამართული, სანდო და დროული სტატისტიკური ინფორმაციის არსებობა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაზეა დამოკიდებული ისეთი შესადარისი მონაცემების წარმოება, რომელიც რეალურად დაახასიათებს არსებულ მდგომარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმები მაღალი ხარისხის სტატისტიკურ ინფორმაციაზე უნდა იყოს დაფუძნებული. სტატისტიკური ინფორმაცია, რომელსაც პოლიტიკის გამტარებლები იყენებენ, უნდა იყოს შესაბამისი, დროული და ზუსტი, ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად სტატისტიკის ეროვნულმა სისტემამ, მონაცემების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უნდა დახვეწოს მეთოდები ინფორმაციის სიზუსტის, გავრცელების საშუალებებისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების გზით.

მომხმარებელთა მოთხოვნა სხვადასხვა სფეროს სტატისტიკურ მონაცემებზე საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგალითად: მაკროეკონომიკური სტატისტიკა, მონეტარული სტატისტიკა, სოციალური სტატისტიკა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკა. ამიტომ უნდა მოხდეს მათი წახალისება, რათა თავად მოახდინინონ საკუთარი პრიორიტეტების იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე, მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის მუდმივი დიალოგი უნდა გაიმართოს, რათა მოხდეს მომხმარებლების საჭიროებების ცვლილებებზე დაკვირვება. ასევე, შესაბამის დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდება ახალი მაჩვენებლები. მაგალითად, სპორტის, კულტურისა და განათლების სტატისტიკური მაჩვენებლები განისაზღვრება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით. სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული პრიორიტეტების საფუძველზე, საქსტატი წარმოადგენს შესაბამის მეთოდოლოგიას და შეიმუშავებს იმ მაჩვენებლებს, რომლებიც სამინისტროს პირველი რიგის პრიორიტეტი იქნება პოლიტიკის სწორად დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის. ანალოგიურად, რეგიონული სტატისტიკური მაჩვენებლები შემუშავდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად. სამინისტრო იმუშავებს საქსტატთან ერთად პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ეროვნულ და ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკის საწარმოებლად იქნება საჭირო. შესაბამის მომხმარებელთა საჭიროებების და მაღალი ხარისხის სტატისტიკაზე მოთხოვნის გათვალისწინებით, საქსტატი იმუშავებს დარგობრივი სტატისტიკის შემდგომ გაუმჯობესებაზე, კონკრეტულად, ეროვნული ანგარიშების, ბიზნეს სტატისტიკის, სოციალური სტატისტიკის, დემოგრაფიული სტატისტიკის, ფასების სტატისტიკის, საგარეო სექტორის და ასევე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის მიმართულებით.

სტრატეგიის მოქმედების ვადის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება – მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერები. ორივე აღწერა ერთდროულად ჩატარდება, სავარაუდოდ, 2023 წელს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის აღწერა არის მოსახლეობისა და ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი პირველადი წყარო, მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიის განხორციელების პერიოდში დაგეგმილი სხვა ურთიერთდაკავშირებული აქტივობების წარმატებით განხორციელებისთვის. პირველ რიგში, მოსახლეობის აღწერა იძლევა მოსახლეობის შესახებ სქესის, მუნიციპალიტეტის, დასახლების ტიპის (ქალაქი/სოფელი) და სხვა მნიშვნელოვანი კატეგორიის მიხედვით ინფორმაციის შეგროვების შესაძლებლობას. ასევე, აღწერის შედეგად მოპოვებული მონაცემები იქნება შიდა მიგრაციის სტატისტიკური მონაცემების შეფასების საფუძველი. შიდა მიგრაციის შესახებ არსებული ინფორმაცია საკმაოდ მწირია მისამართის შეცვლის რეგისტრაციის წამახალისებელი ფაქტორების არარსებობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსახლეობის აღწერა საქართველოში მოსახლეობის შიდა მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. დაბოლოს, აღწერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობის სტატისტიკური რეგისტრის შესაქმნელად (ამოცანა 3.4, თავი 6.3). იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც სამოქალაქო რეესტრს აწარმოებს, არსებული რეესტრის მოსახლეობის აღწერის მონაცემებთან დასაკავშირებლად, მოსახლეობის სტატისტიკური რეგისტრის შექმნის მიზნით იმუშავებს საქსტატთან ერთად. ანალოგიურად, სასოფლო-სამეურნეო აღწერა, რომლის ჩატარება მოსახლეობის აღწერასთან ერთად იგეგმება, შესაძლებელს გახდის შეიქმნას სასოფლო მეურნეობათა რეგისტრი (ამოცანა 3.4, თავი 6.3). აღწერის მონაცემების სასოფლო მეურნეობათა რეგისტრთან დასაკავშირებლად და მაღალი ხარისხის სტატისტიკური რეგისტრის შესაქმნელად საქსტატი მჭიდროდ ითანამშრომლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ორივე აღწერის ჩატარება დაგეგმილია სტრატეგიის განხორციელების პერიოდში და ახლო კავშირშია ამ სტრატეგიით განსაზღვრულ რამდენიმე აქტივობასთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე აღწერის მეთოდოლოგიასა და სამუშაოთა ნუსხას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქტივობას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის AGRIS (სოფლის მეურნეობის ინტეგრირებული გამოკვლევა) მეთოდოლოგიის შესაბამისად სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებული სტატისტიკური პროგრამის დანერგვა წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს მომხმარებელთა საჭიროებების მეტად მოცვას, როგორიცაა, მაგალითად, სასოფლო მეურნეობების პროდუქტიულობისა და რენტაბელურობის მაჩვენებლები, სოფლის მეურნეობაში დასაქმების მონაცემები და საერთაშორისო ვალდებულებები. გარდა ამისა, მაღალია მოთხოვნა რეგიონულ სტატისტიკაზე, რაც დაეხმარება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონული პოლიტიკის შემუშავებასა და მონიტორინგში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემისთვის კიდევ ერთ პრიორი­ტე­ტულ საკითხს სქესობრივი ნიშნით დისაგრეგირებული მონაცემების შემუშავება წარმოადგენს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ 2015 წელს მიღებული „მდგრადი განვითარების მიზნების 2030“ დღის წესრიგის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მოხდება მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგის პროცესისთვის მაჩვენებლების გაანგარიშება. ამის ფონზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მიზანია, გააუმჯობესოს სტატისტიკური მოცვა, აწარმოოს ახალი მაჩვენებლები და მოახდინოს არ­სე­ბული ძირითადი მაჩვენებლების უფრო მეტად დეტალიზება (რეგიონისა და სქესის მიხედ­ვით).

ამ ამოცანის მთავარი მიზნები საჯარო სექტორის მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის გაუმჯობესება და შენარჩუნებაა, ასევე მათ მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად საჭირო დროის შემცირება – მოთხოვნილი ინფორმაციის საშუალოდ 5 სამუშაო დღის ვადაში მიწოდებით.

მოცემული ამოცანის მისაღწევად აუცილებელი ძირითადი აქტივობები, მიმართულებების მი­ხედ­ვით, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ხოლო აღნიშნული აქტივობების სრული სია – პირველ დანართში.

მიმართულება 1.1.1. სტატისტიკური მოცვის გაუმჯობესება და ახალი მაჩვენებლების წარმოება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
დროის გამოყენების გამოკვლევის (Time Use Survey) ჩატარება და სქესობრივ ჭრილში დამატებითი მაჩვენებლების გაანგარიშება დროის გამოყენების გამოკვლევის შედეგები გავრცელებულია, სულ მცირე 20 ახალი მაჩვენებელი წარმოდგენილია სქესობრივ ჭრილში. გენდერული სტატისტიკა იწარმოება უახლესი საერთაშორისო მეთოდოლოგიების მიხედვით
რეგიონული სტატისტიკის შემდგომი განვითარება

მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე სტატისტიკის წარმოების შესაძლებლობები შეფასებულია;

პრიორიტეტული მაჩვენებლების მოკლე სია შემუშავებულია შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით;

ძირითადი დემოგრაფიული, სოციალური და ბიზნესსტატისტიკა საქართველოს რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით (სადაც შესაძლებელია) გამოქვეყნებულია

სტატისტიკის შემუშავება მდგრადი განვითარების მიზნების იმ საბაზისო მაჩვენებლების გასაანგარიშებლად, რომლებიც 2019 წელს არ არსებობს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული საქსტატის მიერ დასაფარი მაჩვენებლების სულ მცირე 95% გაანგარიშებულია
ფინანსური სექტორისთვის ფინანსური ანგარიშების შემუშავება

ფინანსური სექტორის ფინანსური ანგარიშები ნაშთებზე  შემუშავებული და გამოქვეყნებულია;

ფინანსური სექტორის ფინანსური ანგარიშები ნაკადებზე (გადაფასება და აქტივების ღირებულების სხვა ცვლილებები/OCVA) გამოქვეყნებულია

მიმართულება 1.1.2. ეროვნული ანგარიშების განვითარება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მშპ-ის კვარტალური გაანგარიშება მუდმივ ფასებში დანახარჯების მეთოდით მუდმივ ფასებში დანახარჯების მეთოდით გაანგარიშებული კვარტალური მშპ ხელმისაწვდომია საქსტატის ვებ-საიტზე
სექტორული ანგარიშების წარმოება მეთოდოლოგია შემუშავებულია და სექტორული ანგარიშები გამოქვეყნებულია
რესურსებისა და გამოყენების ცხრილების წარმოება ნომინალურ და მუდმივ ფასებში საქმიანობის სახეებისა და პროდუქტის ტიპების მიხედვით NACE Rev. 2 და პროდუქციის კლასიფიკაციის 2008 (CPA 2008) შესაბამისად გამოქვეყნებულია რესურსებისა და გამოყენების ცხრილები ნომინალურ და მუდმივ ფასებში, საქმიანობის სახეებისა და პროდუქტის ტიპების მიხედვით, NACE Rev. 2-ისა და CPA 2008-ის შესაბამისად
დანახარჯები-გამოშვების ცხრილების წარმოება მეთოდოლოგია შემუშავებულია და დანახარჯები-გამოშვების ცხრილები გამოქვეყნებულია

მიმართულება 1.1.3. ბიზნესსტატისტიკის არეალის გაფართოება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მოკლევადიანი ბიზნესსტატისტიკის (STS) მაჩვენებლების წარმოება FRIBS-ის შესაბამისად მოკლევადიანი ბიზნესსტატისტიკის სულ მცირე სამი მაჩვენებელი იდენტიფიცირებული, შემუშავებული და გამოქვეყნებულია.
ტურიზმის სატელიტური ანგარიშების 1-4 ცხრილების წარმოება ტურიზმის სატელიტური ანგარიშების 1-4 ცხრილები გამოქვეყნებულია
დამატებით ბიზნესდემოგრაფიის არანაკლებ 5 მაჩვენებლის წარმოება ბიზნესდემოგრაფიის სულ მცირე 5 მაჩვენებელი გაანგარიშებულია

მიმართულება 1.1.4. სოციალური სტატისტიკის გაუმჯობესება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
სიღარიბისა და ცხოვრების დონის სტატისტიკის მეთოდოლოგიის განახლება

გამოკვლევის მეთოდოლოგია შეფასებული და განახლებულია უახლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

დამატებითი მაჩვენებლები გაანგარიშებული და გამოქვეყნებულია

შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლების წარმოება შემუშავებული და გამოქვეყნებულია შრომის ბაზრის სტატისტიკის სულ მცირე ორი ახალი მაჩვენებელი, მათ შორის „მედიანური ხელფასი“ და „გენდერული სხვაობა შრომის ანაზღაურებებს შორის“ (Gender Pay Gap – GPG)
განათლების სტატისტიკის განვითარება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ადმინისტრაციული წყაროებიდან მოპოვებულია დამატებითი მაჩვენებლები;

გავრცელებულია სულ მცირე 5 ახალი მაჩვენებელი

სპორტის სტატისტიკის განვითარება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით იდენტიფიცირებულია მაჩვენებლების ჩამონათვალი;

შემუშავებული და გავრცელებულია სპორტის სტატისტიკის სულ მცირე 3 ახალი მაჩვენებელი

კულტურის სტატისტიკის განვითარება თეატრებისა და მუზეუმების გამოკვლევის მეთოდოლოგია განახლებულია; შემუშავებული და გავრცელებულია კულტურის სტატისტიკის სულ მცირე 3 ახალი მაჩვენებელი
ჯანდაცვის სტატისტიკის სრულყოფა ადმინისტრაციული წყაროებიდან მოპოვებული და გავრცელებულია სულ მცირე 3 დამატებითი მაჩვენებელი

მიმართულება 1.1.5. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი დემოგრაფიული სტატისტიკის წარმოება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
გარდაცვალების მიზეზების მაჩვენებლების ხარისხის სრულყოფა უცნობი მიზეზებით გარდაცვალების წილი შემცირებულია 20%-მდე. საბაზისო მონაცემები 2019 წლის მდგომარეობით – 33%

საფუძვლის მომზადება მიგრაციის სტატისტიკის გასაუმჯობესებლად:

ა) შიდა მიგრაციის მეთოდოლოგიის შემუშავება

ბ) საერთაშორისო მიგრაციის მეთოდოლოგიის შემუშავება

მიგრაციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომ­ლობით შემუშავებულია მეთოდოლოგია;

მიგრაციის სტატისტიკის არატრადიციული ადმინისტრაციული წყაროები ტესტირებულია (მაგალითად, დიდი მონაცემები)

მოსახლეობის აღწერის ჩატარება

მეთოდოლოგია და კითხვარები შემუშავებული და დამტკიცებულია სახელმწიფო კომისიის მიერ;

აღწერა ჩატარებულია.

მოსახლეობის პროგნოზების შედგენის დასანერგად საფუძვლის მომზადება

მოსახლეობის პროგნოზების შედგენის მეთოდოლოგია შემუშავებული და გამოქვეყნებულია;

შესაბამისი თანამშრომლების შესაძლებლობები გაძლიერებულია

მიმართულება 1.1.6. სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის ახალი მაჩვენებლების შემუშავება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
სასოფლო-სამეურნეო აღწერის ჩატარება სასოფლო-სამეურნეო აღწერა მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარებულია
საქართველოს სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის (SPAERS) შემდგომი განხორციელება

შექმნილია მონაცემთა არქივი და ხელმისაწვდომია ანონიმიზებული მიკრო-მონაცემები;

კომპიუტერის მეშვეობით პერსონალური გამოკითხვის (CAPI) მეთოდი გამოიყენება ყველა შესაბამის გამოკვლევაში;

სასოფლო მეურნეობების კლასიფიკაცია განახლებულია და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და მონაცემთა მომხმარებლების საჭიროებებთან

სოფლის მეურნეობის ინტეგრირებული გამოკვლევის (AGRIS) განხორციელება

არსებული კითხვარები განახლებულია;

მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) 2 მაჩვენებელი (2.3.1 და 2.3.2) გაანგარიშებული და გამოქვეყნებულია

ნარჩენების სტატისტიკის განვითარება ნარჩენების სტატისტიკის სულ მცირე ერთი მაჩვენებელი გაანგარიშებული და გამოქვეყნებულია
გარემოს სტატისტიკის განვითარება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) სულ მცირე ერთი დამატებითი გარემოსდაცვითი მაჩვენებელი გაანგარიშებული და გამოქვეყნებულია

მიმართულება 1.1.7. ფასების ინდექსის მოცვის გაფართოება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსის გაანგარიშება ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი შემუშავებული და გავრცელებულია
მწარმოებელთა ფასების ინდექსის გაანგარიშება სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ტვირთის დასაწყობებითა და შენახვით მომსახურებისა და ტურისტული სააგენტოების მომსახურებისთვის.

მეთოდოლოგია შემუშავებული და დამტკიცებულია საქსტატის საბჭოს მიერ;

მწარმოებელთა ფასების ინდექსები სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვის, ტვირთის დასაწყობებით და შენახვით მომსახურებისა და აგრეთვე ტურისტული სააგენტოების მომსახურებისთვის ხელმისაწვდომია საქსტატის ვებსაიტზე.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) შემუშავება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესაბამისად ინდექსი საცდელად გაანგარიშებულია 3 მეთოდით;

RPPI დროითი მწკრივები გაანგარიშებულია და გამოქვეყნებულია.

მიმართულება 1.1.8. საგარეო სექტორის სტატისტიკის განვითარება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
საგარეო ვაჭრობის ინდექსების გაანგარიშება (ექსპორტ-იმპორტის ერთეულის ღირებულების ინდექსები) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის (HS) პოზიციების მიხედვით საგარეო ვაჭრობის ერთეულის ღირებულების ინდექსები (UVI) გამოქვეყნებულია
მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკის წარმოება საპილოტე გამოკვლევა ჩატარებულია 2021 წელს; რეგულარული გამოკვლევები ტარდება და შედეგები ქვეყნდება 2023 წლიდან
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დამუშავება საწარმოს ზომისა და ასაკის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) საწარმოს ზომისა და ასაკის მიხედვით გამოქვეყნებულია
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების დამუშავება BPM6 კლასიფიკაციის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები დამუშავებულია BPM6 კლასიფიკაციის მიხედვით (მოთხოვნები და ვალდებულებები)
ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკის წარმოება ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკა ხელმისაწვდომია საქსტატის ვებსაიტზე
სარკისებური შედარება საქონლით საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკაში საქონლით სერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკაში (IMTS) სარკისებური შედარება წინასწარ შერჩეულ პარტნიორ ქვეყანასთან ჩატარებული და გამოქვეყნებულია

ამოცანა 1.2. ოფიციალური სტატისტიკის წარმოება საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მიერ სტატისტიკის წარმოება ყოვლისმომცველი პროცესია, რომელიც შესაბამის ცოდნას, გამოცდილებასა და მნიშვნელოვან დაგეგმვას მოითხოვს. სტა­ტისტიკის სანდოობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სტატის­ტიკის წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე საერთაშორისო ნორმების დაცვაა.

ეროვნული სისტემა მიზნად ისახავს, გამოიყენოს ევროკავშირის სტატისტიკური პროგრამით განსაზღვრული სტატისტიკური მეთოდოლოგიები და სტანდარტები და შეასრულოს ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის პრინციპებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ევროკავშირში ინტეგრაციისას შესადარისი და სანდო სტატისტიკური ინფორმაციის მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოვლინდა რამდენიმე სფერო, სადაც სტატისტიკური მეთოდოლოგიების გაუმჯობესების საჭიროება გამოიკვეთა. ესენია:

  • მაკროეკონომიკური სტატისტიკა;

  • სოფლის მეურნეობის სტატისტიკა;

  • სოციალური სტატისტიკა;

  • ბიზნესსტატისტიკა;

  • საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკა;

  • სტატისტიკის სხვა სფეროები (მაგალითად, გარემოს სტატისტიკა, რეგიონული სტატისტიკა და სხვ.).

საქსტატი, როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი უწყება, სტატისტიკური პროგრამის განხორციელებისას საერთაშორისო სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის კიდევ უფრო მეტად დანერგვის მიზნით გააგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან. გამოცდილებისა და იდეების ეფექტიანი გაზიარებისთვის, თანამშრომლობას გააღრმავებს სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკის სამსახურებთან. ამ მიზნის მისაღწევად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სასწავლო ვიზიტებში, ერთობლივ ღონისძიებებში და აგრეთვე გამოყენებული იქნება თანამშროლობის სხვა მექანიზმები. საქსტატი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო და რეგიონულ ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა და ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში, რათა ხელი შეუწყოს უახლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შეუფერხებლად დანერგვას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ევროკავშირის სტატისტიკურ სისტემაში (ესს) ინტეგრაციის შესაძლებლობაზე. ამ თვალსაზრისით ესს-ის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა შესაბამისობაშია ევროსტატის საერთაშორისო თანამშრომლობის სახელძღვანელო პრინციპებთან (შემდგომში – ევროსტატის სახელმძღვანელო პრინციპები), რომელიც სტატისტიკური თანამშრომლობის პოლიტიკის ჯგუფმა 2007 წელს მიიღო. აღნიშნული ხელს შეუწყობს საქსტატის თანამშრომლების ინტეგრაციას ევროპული სტატისტიკის ქსელში და გაზრდის მათ მოტივაციას, თავისი საქმიანობის ხარისხით გაუთანაბრდნენ ესს-ს წევრი ქვეყნების კოლეგებს.

აღნიშნული ამოცანის ქვეშ არსებული ძირითადი მიმართულებები მოიცავს ფასების სტატისტიკის, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკისა და სამუშაო ძალის სტატისტიკის მოქმედი მეთოდოლოგიების გადახედვას, საჭირო ქმედებების განსაზღვრას საერთაშორისო მეთოდოლოგიების ადაპტირების და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნეს საერთაშორისო პლატფორმაზე სტატისტიკურ გამოკვლევებში არსებული მეთოდოლოგიური სიახლეები და რეკომენდაციები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს სამუშაო ძალის გამოკვლევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (შსო) მჭიდრო თანამშრომლობით უახლესი სტანდარტების დანერგვა, რომლებიც ეფუძნება შრომის სტატისტიკოსთა მე-19 და მე-20 საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებულ რეზოლუციებს. აგრეთვე აღსანიშნავია შრომის ბაზრის გამოკვლევებში დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO-08) დანერგვა. ახალი სტანდარტი და კლასიფიკაცია თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირების და შრომის სტატისტიკის უახლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ფინანსური კორპორაციების გამოკვლევა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს, ჩატარდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (შემდგომში – სსფ) გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით. ეროვნული ბანკი შეიმუშავებს ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) მეთოდოლოგიას, რომელიც აისახება საგადასახდელო ბალანსში.

ამოცანის მისაღწევად განხორციელებული ქმედებების შედეგად, სტრატეგიის მოქმედების ვადის ბოლოს, ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების 90%-ზე მეტი წარმოებული იქნება უახლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით.

აღნიშნული ამოცანის მისაღწევად აუცილებელია ძირითადი აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ასახულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, თუმცა აქტივობების სრული სია მოცემულია პირველ დანართში.

მიმართულება 1.2.1. საერთაშორისო მეთოდოლოგიებთან ჰარმონიზაცია

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ფასების სტატისტიკაში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის მეთოდოლოგიის ადაპტაცია

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული მეთოდოლოგია ადაპტირებულია და დამტკიცებულია საქსტატის საბჭოს მიერ;

სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოებული და გამოქვეყნებულია ჰარმონიზებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, უკვე არსებული სფი-ის პარალელურად

სამომხმარებლო კალათის შექმნისას დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების განახლებული კლასიფიკატორის (COICOP 2018) გამოყენება

დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების განახლებული კლასიფიკატორი (COICOP 2018) თარგმნილია და საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებულია;

დანიშნულების მიხედვით ინდივიდუალური მოხმარების განახლებული კლასიფიკატორი (COICOP 2018) გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოკვლევაში

საქონლით საგარეო ვაჭრობის მონაცემების დამუშავება და გავრცელება საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC) მაქსიმალურად დეტალიზებულ დონეზე (5-ნიშნა დონე) საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC) მიხედვით დამუშავებული და გავრცელებულია
სამუშაო ძალის გამოკვლევაში შრომის სტატისტიკოსთა მე-19 და მე-20 საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული რეზოლუციების შესაბამისად უახლესი სტანდარტების დანერგვა

ეროვნული სამუშაო ძალის გამოკვლევის მეთოდოლოგია განახლებულია შსო-ს ახალი სტანდარტების შესაბამისად;

სამუშაო ძალის გამოკვლევა ტარდება ახალი სტანდარტების შესაბამისად, მონაცემები გამოქვეყნებულია

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO-08) დანერგვა შრომის ბაზრის სტატისტიკაში დასაქმების სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშება ხორციელდება დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატოროს ISCO-08 მიხედვით
ფინანსური კორპორაციების გამოკვლევების ჩატარება სსფ-ის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

ეროვნული ბანკის ახალი კვლევა ჩატარებული და გამოქვეყნებულია;

სხვა დეპოზიტური კორპორაციებისა (ODC) და დეპოზიტური კორპორაციების (DC) ახალი კვლევები ჩატარებულია და შედეგები გამოქვეყნებული

FISIM-ის (ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასება) გაანგარიშება ფინანსური შუამავლობის არაპირდაპირი შეფასების შედეგები ასახულია საგადასახდელო ბალანსში

მიმართულება 1.2.2. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელება

საქსტატის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა და პროექტებში;

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობითი პროექტები განხორციელებულია სტატისტიკის წარმოების პროცესების მოდერნიზების მიზნით

სხვადასხვა ქვეყნებში კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერება გამოცდილების, იდეებისა და ცოდნის გაცვლის გაუმჯობესების მიზნით

სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის ეროვნულ სამსახურებთან დამყარებულია თანამშრომლობა;

უცხოელი კოლეგებისთვის საქართველოში და ქართველებისთვის უცხოეთში განხორციელებულია სასწავლო ვიზიტები; ახალი მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების შესახებ გაცვლილია ინფორმაცია

ახალი პარტნიორული ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარება სამეცნიერო წრეებთან

განსაზღვრულია სამეცნიერო წრეებთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების და თანამშრომლობის პირობები;

სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან ჩატარებულია წელიწადში სულ მცირე 2 შეხვედრა

ამოცანა 1.3. მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება

მაღალი ხარისხის სტატისტიკა გულისხმობს შესადარისი, თანმიმდევრული, განახლებული, დროული და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სტატისტიკის წარმოებას. მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში წარმოებული სტატისტიკა აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს.

არსებული სტატისტიკის/მაჩვენებლების ხარისხის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვე­ვაში, გაუმჯობესება მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს სტატის­ტიკის ეროვ­ნული სისტემის ფარგლებში. მაგალითად, საქსტატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეროვ­ნული ანგარიშებისთვის სხვადასხვა სფეროში დაუკვირვებადი ეკონომიკის შე­სახებ ინფორმაციის მაქსიმალურად მოპოვება. ამგვარად, უნდა შემუშავდეს შესაბამისი მე­თო­დო­­ლოგია და დამატებით ჩატარდეს სულ მცირე ორი გამო­კვლევა. ანალოგიურად, პროგრამული უზ­­რუნველყოფის შექმნა ეროვნული ანგარიშების მონაცემების დამუშავებისა და ანა­ლი­ზისთვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაკროე­კონომიკური სტატისტიკის ხარისხს. ენერგე­ტიკის სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოცვის გაფართოების მიზნით, იგეგ­მება ენერგოეფექტურობისა და ტრანსპორტის სფეროში ახალი მაჩვენებლების გაან­გარი­შება. ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. ფი­­ნანსური ნაკადების შესახებ ინფორმაციის მოპოვების გაუმჯობესება უზრუნველყოფს ფინან­სური ანგარიშების ხარისხის ამაღლებას. ხარისხის კონტროლის მიზნით ეროვნული ბანკი თითოეულ სხვა დეპოზიტურ კორპორაციას ინტერაქტიული სტატისტიკის ცალკე ვებგვერდს გამოუყოფს და ამისთვის ბიზნესანალიტიკის (BI) მეთოდებს3 გამოიყენებს. ეროვნული ბანკი ასევე შექმნის სავალო ფასიანი ქაღალდების მონაცემთა ბაზას, რომელსაც განათავსებს საკუთარ ვებსაიტზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემა წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების შემადგენელ ნაწილს. ამასთან, ღია სტატისტიკური მონაცემების ხელშეწყობის ინიციატივა უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის გამჭვირვალობის გაზრდას. საქართველო შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ ინიციატივას, რომელიც ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებლიან და ინკლუზიურ მმართველობას უჭერს მხარს. ღია მონაცემების შესახებ ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულების ფარგლებში, საბოლოო მიზანს წარმოადგენს ყველა ტიპის სტატისტიკა, მათ შორის აგრეგირებული მაჩვენებლები, მიკრომონაცემები და სივრცითი მონაცემები, გახდეს უფრო ღია, თუმცა შენარჩუნდეს ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალურობა. ოფიციალური სტატისტიკის გაეროს ფუნდამენტური პრინციპები ხაზს უსვამს ცნებების, წყაროებისა და სტატისტიკის წარმოების მეთოდების შესახებ ინფორმაციის (მაგალითად, მეტამონაცემების) გავრცელების მნიშვნელობას. ოფიციალური სტატისტიკის მწარ­მოებლებმა უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა მხრიდან მეტამონაცემებზე წვდომა, რათა მოხდეს სტატისტიკის სწორი ინტერპრეტაცია. გლობალური შეფასებისას ჩატარებული ინტერვიუების ფარგლებში, რამდენიმე მომხმარებელმა ისაუბრა მეტამონაცემებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე. ამ თვალსაზრისით, გაუმჯობესდება მომხმარებელთა ინფორმირება ყველა ტიპის სტატისტიკის წარმოების მეთოდებისა და ხარისხის შესახებ, საერთაშორისო სტანდარტების (მაგალითად, მონაცემების გავრცელების სპეციალური სტანდარტი (SDDS) და მეტამონაცემების ერთიანი ინტეგრირებული სტრუქტურის (SIMS)) შესაბამისად.

ამასთან ერთად, 2019 წლის გლობალური შეფასების საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციის შესაბამისად, საქსტატმა უნდა გააგრძელოს ინტეგრირებული ხარისხის მართვის სისტემის განვითარება. ხარისხის შესახებ შეიქმნება მაღალი დონის კომიტეტი (სამუშაო ჯგუფი), რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ხარისხის მართვის სისტემის დანერგვას. კომიტეტი ყურადღებას გაამახვილებს ხარისხთან დაკავშირებული ინიციატივების პრიორიტეტების მიხედვით დალაგებასა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულებაზე. აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს სტატისტიკური პროდუქტების ხარისხის რეგულარულ თვითშეფასებას, რაშიც საქსტატის ყველა დეპარტამენტი იქნება ჩართული. შემუშავდება და დაინერგება თვითშეფასების ფორმები. რეგულარული თვითშეფასების ანგარიშები შესაბამის სამოქმედო გეგმებთან ერთად წარედგინება მაღალი დონის კომიტეტს. აღნიშნული კომიტეტის საშუალებით საქსტატი შეარჩევს იმ სფეროებს, რომელშიც უნდა ჩატარდეს სტატისტიკის ხარისხის დეტალური აუდიტი – აუდიტისთვის არსებული რესურსებისა და სტატისტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით.

მოცემული ამოცანის მისაღწევად აუცილებელი ძირითადი აქტივობები, მიმართულებების მიხედვით, წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, თუმცა აქტივობების სრული სია მოცემულია პირველ დანართში.

მიმართულება 1.3.1. არსებული მაჩვენებელების ხარისხის გაუმჯობესება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ეროვნული ანგარიშების შედგენის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება შემუშავებულია პროგრამის ტექნიკური აღწერილობა და ანგარიშების შედგენის პროგრამა
დაუკვირვებადი ეკონომიკის შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება და სპეციალური გამოკვლევების განხორციელება დაუკვირვებადი ეკონომიკის შესახებ ინფორმაციული ვაკუუმი აღმოფხვრილია
ბიზნესსტატისტიკის არეალის გაფართოების მიზნით დამატებითი სტატისტიკური გამოკვლევის ჩატარება ბიზნესის სტატისტიკის არეალი გაფართოებულია სულ მცირე ერთი დამატებითი გამოკვლევის შედეგებით
ენერგოეფექტურობის მაჩვენებლების განვითარება გაანგარიშებულია ენერგოეფექტურობის სულ მცირე 5 მაჩვენებელი
ტრანსპორტის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებელების წარმოება ტრანსპორტის სტატისტიკაში დამატებით 5 მაჩვენებელია გაანგარიშებული შესაბამის დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის შედეგად
სხვა დეპოზიტური კორპორაციებიდან ნაკადების მონაცემების შესახებ მაღალი ხარისხის ინფორმაციის შეგროვება ნაკადების შესახებ შეგროვებული მონაცემების ხარისხი საკმარისია ფინანსური ანგარიშის რეპორტის შესავსებად
ბიზნესანალიტიკის (BI) ინტერაქტიული რეპორტების დანერგვა სხვა დეპოზიტური კორპორაციებისთვის მონაცემთა ხარისხის შემოწმების უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკს თითოეული სხვა დეპოზიტური კორპორაციისთვის მონაცემთა ხარისხის შემოწმების მიზნით გამოყოფილი აქვს ინტერაქტიული სტატისტიკის ცალკე ვებგვერდი
სავალო ფასიანი ქაღალდების მონაცემთა ბაზის შექმნა სავალო ფასიანი ქაღალდების მონაცემთა ბაზა განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებ-საიტზე

მიმართულება 1.3.2. ხარისხის მართვის ინტეგრირებულ სისტემაზე გადასვლა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ხარისხის მართვის ინტეგრირებული სისტემის და სტატისტიკური მონაცემების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის სრულყოფა

შემუშავებულია ხარისხის პოლიტიკის დოკუმენტი;

შექმნილია მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი ხარისხის მართვის საკითხებზე;

შექმნილი და დანერგილია თვითშეფასების ფორმა; განსაზღვრულია ხარისხის აუდიტის პრიორიტეტული სფეროები

მიმართულება 1.3.3. მეტამონაცემების სისტემის შექმნა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მეტამონაცემების მართვის სისტემის შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (Euro-SDMX მეტამონაცემების სტრუქტურა ESMS) შექმნილია მეტამონაცემების მართვის სისტემა

ამოცანა 1.4. სტატისტიკის გამოყენების ხელშეწყობა

საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირებისთვის საქსტატი ოფიციალურ სტატისტიკას აწარმოებს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელსაც იღებს ფიზიკური პირების, შინამეურნეობების და საწარმოთა გამოკვლევის შედეგად და, აგრეთვე, ადმინისტრაციულ წყაროებზე დაყრდნობით. საქსტატი მიღებულ ინფორმაციას გარდაქმნის საბოლოო სტატისტიკურ პროდუქტად, რაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და სხვა მომხმარებელთა ინფორმირებისათვის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მიმართ ნდობის ამაღლების, სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხარისხიანი სტატისტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო. სტატისტიკა აუცილებელია როგორც ,,ინფორმირებული’’ პოლიტიკის შემუშავებაზე გავლენის მოსახდენად, ისე მისი შედეგების მონიტორინგისთვის. სტატისტიკის უფრო მეტად გამოყენება ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების კულტურის დამკვიდრებას და ეროვნული პოლიტიკის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობას. სტატისტიკა ასევე დაეხმარება დონორ ორგანიზაციებს ქვეყნის განვითარებისთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრების განაწილებაში, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიან მონიტორინგში. სტატისტიკის უკეთ გამოყენებით სარგებელს მიიღებს სამოქალაქო საზოგადოებაც, რადგან მისი წარმომადგენლები საჭიროების შემთხვევაში შეძლებენ სტატისტიკური მონაცემებით გამყარებული არგუმენტები მოიშველიონ. სხვა მომხმარებლები, მაგალითად, კვლევითი ინსტიტუტები და აკადემიური წრეები ანალიზისთვის აქტიურად იყენებენ ნედლ მონაცემებს. მედიის მიერ სტატისტიკის მზარდი გამოყენება ნიშნავს გაშუქების ობიექტურობის ზრდას. მაშასადამე, სტატისტიკის უფრო ფართოდ გამოყენება სარგებელს იძლევა საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის. ამ პროცესის ხელშეწყობა შესაძლებელია გაუმჯობესებული კომუნიკაციით, გავრცელების მეტი არხის გამოყენებით და მომხმარებელთა წიგნიერების დონის ამაღლების გზით. გამომდინარე იქედან, რომ მონაცემთა გავრცელება წარმოადგენს სტატისტიკის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტს და მისი მნიშვნელობა ბევრად სცილდება მხოლოდ სტატისტიკის უკეთ გამოყენების ფარგლებს, ის განხილულია სხვა სტრატეგიული ამოცანის ქვეშ (ამოცანა 2.3, თავი 6.2).

მოცემული სტრატეგიული ამოცანის ძირითადი მიზანი მომხმარებლებთან ეფექტიანი დიალოგის წარმართვა და სტატისტიკის შესახებ მათი ცნობადობის დონის ამაღლებაა. ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომელიც ხელს უწყობს სტატისტიკის სწორად გაგებას და გამოყენებას, აგრეთვე მონაცემების არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილებას. აღნიშნულ საკითხს უკავშირდება მომხმარებელთა მიერ სიტუაციური ანალიზის დროს გამოთქმული მოსაზრება, რომ საქსტატს სტატისტიკის შესახებ წიგნიერების ასამაღლებლად მეტის გაკეთება შეუძლია. მაგალითად, შესაძლებელია მედიისა და მომხმარებელთა სხვა ჯგუფებისთვის ტრენინგების, საჯარო სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება; ასევე სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოფიციალური სტატისტიკის გამოყენების ზრდის ხელშეწყობა.

ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქსტატმა უფრო აქტიურად შეუწყოს ხელი სტატისტიკის გამოყენებას, განსაკუთრებით კი მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმირებული პოლიტიკისთვის. გარდა ამისა, უნივერსიტეტებისა და მკვლევარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად, მნიშვნელოვანია მათთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება. აღნიშნული მიმართულებით საქმიანობა გააძლიერებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შემადგენელ დაწესებულებებში ანალიტიკურ და მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს. აგრეთვე გაამყარებს საქმიან კავშირს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებებსა და საქსტატს შორის. საქსტატმა უნდა გააძლიეროს სტატისტიკური წიგნიერების გაზრდასთან დაკავშირებული ძალისხმევა, მაგალითად, მედიისა და მომხმარებელთა მიზნობრივი ჯგუფებისთვის ტრენინგებისა და საჯარო ლექცია-სემინარების ჩატარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის გზით. ამით საქსტატი ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სისტემაში სტატისტიკური წიგნიერების მნიშვნელობის ზრდას. წიგნიერების განვითარების პროგრამების ეფექტიანობა გაიზომება წინასწარი და შემდგომი ტესტების საშუალებით, რომლებიც საგანმანათლებლო წიგნიერების განვითარების პროგრამის ნაწილი იქნება. აღნიშნული პროგრამები რეგულარულად ჩატარდება და მიზნად ისახავს 2023 წლისთვის ყოველწლიურად სულ მცირე 100 მონაწილის ჩართვას, რომლებიც პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებენ ჩატარებულ ტესტში ქულების 70 პროცენტზე მეტი აიღონ.

მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფისთვის ტრენინგების ჩატარების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრების (ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელების ან მთავარი მომხმარებლების) შესაძ­ლებ­ლობების გაძლიერებას. საქსტატი, რომელიც კვალიფიციური, გამოცდილი სტატისტიკოსების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა, მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის შესახებ ტრენინგების სერიას ჩაატარებს ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელებისა და საჯარო სექტორში სტატისტიკის მომხმარებლებისთვის. აღნიშნული აქტივობა საჯარო სექტორის წარმომადგენლებში აამაღლებს სტატისტიკის შესახებ ცნობიერებას და საგრძნობლად გააუმჯობესებს ადმინისტრაციული მონაცემების მფლო­ბელთა მიერ დამუშა­ვებული მონაცემების ხარისხს. ეს ასევე მნიშვნელოვნად გააძლიერებს თანამშრომლობას საქსტატსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის დანარჩენ წევრებს შორის.

აღნიშნული ამოცანის მიმართულებები უკავშირდება გასავრცელებელი პროდუქტების შესახებ მომხმარებლისთვის ადვილად აღსაქმელი შინაარსის შექმნასაც – მათ შორის ვიზუალიზაციის საშუალებებით. ეს ხელს შეუწყობს მედიისა და მომხმარებელთა სხვა ჯგუფების მიერ სტატისტიკის გამოყენების ზრდას. საქსტატს წარმატებული გამოცდილება აქვს სტატისტიკის შესახებ პრეზენტაციების დროს ინფოგრაფიკის გამოყენებასა და მედიისთვის რეგულარული ბრიფინგების ჩატარებაში. სიტუაციური ანალიზისას რამდენიმე მომხმარებელმა ხაზი გაუსვა ოფიციალური სტატისტიკის უფრო მეტი ანალიზის საჭიროებას, რომელიც გაცდება მხოლოდ მაჩვენებლების წარმოდგენას და მოახდენს ინფორმაცის განმარტებასა და ინტერპრეტაციას. საქსტატი განახორციელებს გენდერული სტატისტიკის უფრო დეტალურ ანალიზს და ანალიტიკურ ნაწილს გამოაქვეყნებს რეგულარულ პუბლიკაციაში ,,ქალი და კაცი საქართველოში’’.

ეროვნული ბანკი თავის ვებსაიტზე აქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშებს, სადაც სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან ერთად უახლესი ტენდენციების ანალიზის გზით ხსნის ციფრების მიღმა არსებულ სურათს. ძირითადი სტატისტიკის პრეზენტაციის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი ასევე მართავს ბრიფინგებს მედიისთვის, სადაც ფართო აუდიტორიას სთავაზობს მნიშვნელოვან გზავნილებს.

საქსტატი, როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი უწყება, მომხმარებლებთან მუდმივი დიალოგის საწარმოებლად შექმნის სპეციალურ პლატფორმას, რათა ოფიციალური სტატისტიკა პასუხობდეს მათ საჭიროებებს. აღნიშნული გზით განხორციელდება მომხმარებელთა საჭიროებების ცვლილებებისა და მათი დაკმაყოფილების დონის მონიტორინგი. როგორც კი გამოვლინდება ახალი საჭიროებები, საქსტატი შეაფასებს მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობას და შესაბამისად მოახდენს ინტეგრაციას სტატისტიკურ პროგრამაში. მომხმარებელთა კმაყოფილების რეგულარული შეფასების სისტემა შემუშავდება იმ მიზნით, რომ მომხმარებლებში უწყვეტად გაიზომოს სტატისტიკური მონაცემების ხარისხის, დროულობის, სანდოობისა და სხვა მახასიათებლების აღქმა. მომხმარებელთა სრულყოფილი გამოკვლევა ჩატარდება რეგულარულად, ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო ვებსაიტის მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევის შედეგების გაანალიზება მოხდება ყოველკვარტალურად.

მიმართულება 1.4.1. გასავრცელებელი პროდუქტების შინაარსისა და გავრცელების არხების გაუმჯობესება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მომხმარებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული სტატისტიკის წარმოება

გაანალიზებულია მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევის შედეგები და

მოხმარებელთა საჭიროებები, ტარდება ახალი გამოკვლევები; მონაცემების გავრცელების სისტემა დახვეწილია; სტატისტიკური პროდუქტები გამრავალფეროვნებულია მომხმარებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე

გამოკვლევების შედეგების მომზადება მომხმარებლისთვის ადვილად აღსაქმელი და ვიზუალურად მიმზიდველი ფორმებით მომზადებულია ყველა ძირითადი გამოკვლევის შედეგების ვიზუალიზაციის მასალები და განთავსებულია ვებსაიტზე
გენდერული სტატისტიკის ანალიზის განხორციელება რეგულარულ პუბლიკაციაში ,,ქალი და კაცი საქართველოში“ დამატებულია ანალიტიკური მასალა

მიმართულება 1.4.2. სტატისტიკური ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული აქტივობების განხორციელება და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მომხმარებელთა წიგნიერების დონის სისტემატური და პროაქტიული ამაღლება შერჩეული მომხმარებლებიდან ყოველწლიურად სულ მცირე 100 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მომხმარებელთა წიგნიერების განვითარების პროგრამაში
ცნობიერების ამაღლება საჯარო სექტორში სტატისტიკის გამოყენების შესახებ

მონაცემების დამუშავებისა და სტატისტიკის/მონაცემების ანალიზის შესახებ ყოველწლიურად ორი სამუშაო შეხვედრაა ჩატარებული საჯარო დაწესებულებებისთვის;

საჯარო სექტორიდან მომხმარებლების ცნობიერება სტატისტიკის სწორი ინტერპრეტაციის შესახებ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, სტატისტიკას უფრო აქტიურად იყენებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში

6.2. სტრატეგიული მიზანი 2: სტატისტიკის წარმოების ეფექტიანი, თანამედროვე და მდგრადი პროცესების შექმნა

სტატისტიკური ბიზნესპროცესების ზოგადი მოდელი (Generic Statistics Business Process Model – GSBPM) წარმოადგენს მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების შესახებ სრულყოფილ და ინტეგრირებულ საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტს. ის ფოკუსირებულია იმ პროცესებზე, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ მიმდინარეობს გარკვეული თანმიმდევრობით – ცნებების შემუშავების ეტაპიდან საბოლოო სტატისტიკური პროდუქტის შექმნამდე. სტატისტიკის ეროვნული სამსახურები, თავიანთი სისტემის მოდერნიზაციის მიზნით, სულ უფრო მეტად იყენებენ აღნიშნულ მოდელს. ის გულისხმობს მეტი ყურადღების გადატანას არა პროდუქტებზე, როგორც ეს წარსულში იყო გავრცელებული, არამედ პროცესებზე. საქსტატი, რომელსაც ამჟამად პროდუქტზე ორიენტირებული მიდგომა აქვს, სტატისტიკის წარმოების პროცესის ყველა ელემენტის განვითარებისას უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს პროცესებზე ორიენტირებულ სამუშაო პრინციპებს. ამგვარად, საქსტატის მიზანი იქნება მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სტატისტიკის წარმოება გახადოს უფრო ზუსტი, სწრაფი და ეფექტიანი. შესაბამისად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის შიგნით მთავარი ამოცანებია: სტატისტიკური მიზნებისთვის ადმინისტრაციული რეგისტრების გამოყენების ხელშეწყობა; მათი გამოყენების არეალის გაფართოება და ახალი ტექნიკური მეთოდების განვითარების გზით სტატისტიკის წარმოების პროცესისა და უშუალოდ სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესება. სტრატეგიის განხორციელების პერიოდში, პროცესების ეფექტიანობის გაზრდაში საქსტატი გამოიყენებს პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ მეთოდებს და სხვა ქვეყნების სტატისტიკის სისტემაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას.

ეროვნული ბანკი, მონაცემთა შეგროვების პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით, ასევე განახორციელებს გარკვეულ ქმედებებს და სტატისტიკის წარმოების პროცესებს გახდის უფრო ეფექტიანს.

ამოცანა 2.1. სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და სტანდარტიზაცია

საქსტატის ამჟამინდელი ორგანიზაციული მოწყობა მეტწილად დაფუძნებულია ტრადიციულ, ,,პროდუქტზე’’ ორიენტირებულ მიდგომაზე. შესაძლოა, არსებულ მოცე­მუ­ლობაში შეზღუდული რესურსების ფონზე ეს ყველაზე შესაბამისი სტრუქტურა იყოს. თუმცა სასურველია, განხილული იქნეს ,,ფუნქციურ’’ მოდელზე გადასვლის შესაძლებლობა – გაეროს სტატისტიკური ბიზნეს პროცესების ზოგადი მოდელის (GSBPM) შესაბამისად.

GSBPM-ის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა სტატისტიკის უწყებებისთვის სტანდარტულ ტერმინოლოგიაზე შეთანხმებისთვის საჭირო საფუძვლის მომზადება, რომელიც მათ დახმარებას გაუწევდა სტატისტიკური მეტამონაცემების სისტემებისა და პროცესების განვითარების შესახებ დისკუსიის წარმართვაში. თუმცა მოდელის განვითარებასთან ერთად აშკარა გახდა, რომ მისი გამოყენება სხვა მრავალი მიზნისთვის იყო შესაძლებელი – განსაკუთრებით ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მოდერნიზაციისთვის. GSBPM ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს: სტატისტიკის პროგრამული უზრუნველყოფის გაზიარებისთვის; სტატისტიკის პროცესების დოკუმენტირების სტრუქტურის შესაქმნელად; ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარებისათვის; ოპერაციული ხარჯების და სისტემის ფუნქციონირების შესაფასებლად.

სტატისტიკის ცალკეულ სფეროებზე დაფუძნებულმა ორგანიზაციულმა სტრუქტურამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სისტემას საკუთარი ქმედებების ეფექტიანობის მაქსიმიზაციაში. მსოფლიოს მასშტაბით, პროცესზე ორიენტირებული ორგანიზაციული სტრუქტურა (GSBPM-ის შესაბამისად და სტანდარტიზებული ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემებისა და მეთოდოლოგიების საშუალებით) 50-ზე მეტმა სტატისტიკის სამსახურმა დანერგა. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემისთვის განსაკუთრებით სასურველი იქნება სტატისტიკური მიზნებისთვის ადმინისტრაციული წყაროების უფრო მეტად გამოყენება და ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ რესურსებში მეტი ინვესტიციის განხორციელება. შესაბამისად, საქსტატის მიზანი იქნება სტატისტიკის წარმოების პროცესის მოდერნიზაცია – რაც სტრატეგიული მიზნის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. GSBPM-ზე გადასვლისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება სტრატეგიის განხორციელების პერიოდში. შემუშავდება გზამკვლევი, რომელიც პროცესებზე უფრო მეტად ორიენტირებულ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე იქნება აგებული. მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს აგრეთვე სტატისტიკის წარმოების პროცესის სტანდარტიზაცია და პროცესების გაუმჯობესება. ამ ამოცანის ფარგლებში გამოიკვეთება ის სტატისტიკური სამუშაოებიც, რომელთა განხორციელების ვადების შემცირება შესაძლებელი იქნება სტატისტიკის წარმოების პროცესების ეფექტიანობის გაზრდის საფუძველზე.

სტატისტიკის წარმოების პროცესების ეფექტიანობის გაზრდის შედეგად, 2023 წლისთვის შესაძლებელი იქნება სულ მცირე 2 წლიური გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნების ვადის შემცირება 5 დღით და სულ მცირე ორი კვარტალური გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნების ვადის შემცირდება სულ მცირე 1 დღით მაინც. ასევე, შემცირდება სტატისტიკის წარმოებასთან დაკავშირებული დანახარჯები და შემსუბუქდება რესპონდენტთა ტვირთი.

მიმართულება 2.1.1. სტატისტიკური ბიზნესპროცესების ზოგად მოდელზე (GSBPM) გადასვლისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები

აქტივობა შედეგი 2023 წელს
GSBPM-ის შესაბამისად პროცესებზე უფრო მეტად ორიენტირებულ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადასვლის გეგმის შემუშავება

ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შეფასების შედეგები ხელმისაწვდომია;

სტატისტიკური პროცესები აღწერილია;

GSBPM-ის ინიცირების სამოქმედო გეგმა შემუშავებულია

იმ სტატისტიკური სამუშაოების იდენტიფიცირება, რომელთა ხანგრძლივობის შემცირება შესაძლებელია სტატისტიკური პროცესების ეფექტიანობის გაზრდით

სამუშაო პროცესების აღწერა განხორციელებულია;

იდენტიფიცირებულია გამოკვლევები, რომელთა ჩატარების ვადების შემცირება შესაძლებელია

ამოცანა 2.2. მონაცემთა შეგროვების თანამედროვე და ყოვლისმომცველი სისტემის შექმნა

საქსტატი ოფიციალური სტატისტიკის ერთადერთი მწარმოებელია, რომელიც გამოკვლევებს ატარებს სტატისტიკის წარმოების მიზნით. უფრო მეტიც, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრი უწყებები, როდესაც მათ გამოკვლევის საფუძველზე მიღებული სპეციფიკური სტატისტიკური მონაცემები ესაჭიროებათ, აღნიშნული დავალების შესასრულებლად საქსტატთან აფორმებენ ხელშეკრულებას (მაგალითად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გამოკვლევა საქსტატმა ეროვნული ბანკის დაკვეთით განახორციელა). შესაბამისად, გამოკვლევის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული სამუშაოები, მათი თანამედროვე ციფრული მეთოდებით ჩანაცვლებით ან შევსებით ან შერეული მეთოდით ჩატარებისა და რესპონდენტთა ტვირთის შემსუბუქებით, ძირითადად საქსტატზეა დამყარებული. საქსტატის მიზანია შექმნას მონაცემთა შეგროვების თანამედროვე და რენტაბელური სისტემა სწრაფი განვითარების გზით, რის შესაძლებლობასაც თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა იძლევა. აღნიშნულის მოსალოდნელი შედეგი იქნება უკეთესი ხარისხის სტატისტიკა, რომელიც უფრო მეტად იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად შეგროვებულ მონაცემთა რაოდენობა და სახეობები მკვეთრად იზრდება, რაც უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის. აღნიშნული შესაძლებლობების ერა წარმოადგენს ,,მონაცემთა რევოლუციას’’. მას სხვადასხვაგვარი განმარტება აქვს, რაც ძირითადად მონაცემების შეგროვების პროცესსა და მონაცემთა ახალი წყაროების, მათ შორის დიდი მონაცემების, გამოყენებას უკავშირდება. PARIS21 შემდეგნაირად განმარტავს მონაცემთა რევოლუციას: ,,სწორი მონაცემების სწორი ხალხისთვის სწორი ფორმატით სწორ დროს მიწოდება’’. ამ ტიპის ახალი მონაცემების წყაროების გამოყენება პირდაპირ არის წახალისებული გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპებით:

,,მე-5 პრინციპი, რენტაბელურობა: სტატისტიკის მიზნებისთვის მონაცემების მოპოვება განხორციელდეს ნებისმიერი წყაროდან […]. სტატისტიკის სამსახურები ინფორმაციის წყაროს არჩევენ ხარისხის, დროულობის, ხარჯებისა და რესპონდენტთა ტვირთის გათვალისწინებით.“ _ გაერო, ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპები (2014 წ.).

საქსტატი ე.წ. დიდ მონაცემებს გამოიყენებს გამოკვლევების არსებული სისტემისა და ადმინისტრაციული მონაცემების შესავსებად. დიდი მონაცემების გამოყენება გარკვეულ რისკებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, აუცილებელი ხდება დახვეწილი ანალიტიკური ტექნიკის გამოყენება. სტრატეგიის განხორციელების პერიოდში საქსტატმა შესაძლებელია პარალელურად გამოიყენოს მონაცემთა შემდეგი ახალი წყაროებიც:

  • სკანერული მონაცემები სამომხმარებლო ფასების ინდექსისთვის. მარკეტებში გაყიდულ ყველა საქონელს გააჩნია მწარმოებლის მიერ მინიჭებული უნივერსალური პროდუქტის კოდი (უპკ), რომელსაც აფიქსირებს სკანერი. შესაბამისად, გამყიდველები უპკ-ს მიხედვით გაყიდული პროდუქტების ფასებისა და რაოდენობის კომპიუტერიზებულ მონაცემებს ქმნიან, რომელსაც სხვაგვარად სკანერული მონაცემები ეწოდება. საქსტატი ითანამშრომლებს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, რომელთაც გააჩნიათ საქონლის აღრიცხვის კომპიუტერიზებული სისტემა, რათა მოიპოვოს სკანერული მონაცემები, სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებაში გამოყენების მიზნით.

  • ინტერნეტიდან მონაცემების ავტომატურად შეგროვება (web scraping). ინტერნეტიდან მონაცემების ავტომატური შეგროვება წარმოადგენს ვებსაიტებიდან ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში მიღებას და დამუშავებას. ვებსაიტები შეიცავს დეტალურ და ხშირად განახლებად ინფორმაციას, რაც შესაძლოა სასარგებლო იყოს ოფიციალური სტატისტიკისთვის. სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიზნებისთვის საქსტატი შეისწავლის ინტერნეტის მონაცემების ავტომატურად გამოყენების შესაძლებლობას, საქონლის ონლაინფასებზე დაკვირვების გზით. უძრავი ქონების ფასებზე დაკვირვება ამჟამად უკვე ხორციელდება web scraping-ის გამოყენებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის (RPPI) საცდელი გაანგარიშებისთვის. ინტერნეტიდან მონაცემების ავტომატური შეგროვება ასევე სასარგებლოა ვაკანსიების გამოკვლევისთვის, როგორც მონაცემების დამატებითი წყარო. ამასთანავე აღნიშნული ხერხი მნიშვნელოვნად ამცირებს რესპონდენტის ტვირთს და შესაძლებელს ხდის ფასების ცვლილებაზე დაკვირვება განხორციელდეს უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას.

  • დიდი მონაცემების გამოყენების სხვა შესაძლებლობები შესწავლილი იქნება სტრატეგიის განხორციელების პერიოდში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, საქსტატის თანამშრომლები სათანადო დონეზე ფლობდნენ ახალ მეთოდებს, რათა შეძლონ მონაცემების ახალი წყაროების იდენტიფიცირება, შეფასება და მათზე წვდომა. აღნიშნული მოითხოვს შესაბამის სფეროში უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობების განვითარებას. დამატებით იქნება გამოყენებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილი საერთაშორისო პარტნიორებისგან ცოდნის მიღების შესაძლებლობები.

საქსტატი მონაცემების მოპოვების არსებული პრაქტიკის მოდერნიზაციას დაისახავს მიზნად. მონაცემთა რევოლუციით განპირობებული შესაძლებლობებით სარგებლობის გარდა, საქსტატი განაგრძობს მონაცემთა ელექტრონული შეგროვების სისტემის დანერგვას. გამოკვლევების უმეტესობის განხორციელებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება კომპიუტერის მეშვეობით პერსონალური გამოკითხვის (CAPI) გამოყენებას. ამ მეთოდის გამოყენება განიხილება დაგეგმილი მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერების ჩატარებისას. CAPI შესაძლებელს ხდის, შეამციროს შეცდომების ალბათობა მონაცემთა შეგროვების ეტაპზე და მნიშვნელოვნად შეკვეცოს საჭირო ადამიანური რესურსების (დატვირთვის) რაოდენობა. უფრო მეტიც, CAPI-ის ძირითად გამოკვლევებში გამოყენება ხელს შეუწყობს შედეგების უფრო სწრაფ დამუშავებასა და გამოქვეყნებას, ვიდრე ეს ტრადიციული, ქაღალდზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებისას არის შესაძლებელი.

ამ ინიციატივების შედეგად საქსტატის ამბიციური მიზანია, გამოკვლევების 90% ჩატარდეს მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

დაბოლოს, საქსტატმა რესპონდენტთა ტვირთის შემსუბუქების მიზნით, უნდა გააუმჯობესოს არსებული კითხვარები. სიტუაციური ანალიზის ეტაპზე რამდენიმე მომხმარებელმა შენიშნა, რომ აღნიშნული ტვირთის შემცირების მიზნით საჭიროა კითხვარების საგრძნობლად გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნესისა და ტურიზმის სტატისტიკასთან დაკავშირებულ გამოკვლევებზე.

სტატისტიკის წარმოების ყველაზე რენტაბელურ და ზუსტ საშუალებად რჩება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატი ადმინისტრაციული წყაროებიდან მიღებულ მონაცემებს სულ უფრო მეტად იყენებს და ადმინისტრაციულ მონაცემებზე წვდომის უფლება ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონით არის გარანტირებული, პრაქტიკაში მონაცემების, განსაკუთრებით კი მიკრო მონაცემების მოპოვება ყოველთვის არ არის მარტივი. გარკვეულ შემთხვევებში საქსტატს არ აქვს წვდომა ადმინისტრაციულ მონაცემთა ბაზებზე, რაც გავლენას ახდენს მონაცემების ხარისხსა და მათი მიღების დროულობაზე. საჭიროა, შემუშავდეს სტრატეგია მიკრო დონეზე ყველა შესაბამის ადმინისტრაციულ მონაცემზე სრული წვდომის მოსაპოვებლად. სტრატეგია ასევე უნდა მოიცავდეს შესაძლებლობას, რომ აღნიშნული მონაცემები სტატისტიკის ყველა შესაბამის სფეროში სტატისტიკის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული სირთულეების აღმოსაფხვრელად საჭიროა ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება, რათა გარანტირებული იყოს საბაზისო მონაცემების ხარისხი, ხოლო თვით უწყებებში შეიქმნას ადმინისტრაციული მონაცემების უნივერსალურად მართვისა და კოორდინაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. ადმინისტრაციულ მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა მფლობელებთან სამუშაო კავშირების გამყარების კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენს საქსტატის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება, რაც მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული (ამოცანა 1.4, თავი 6.1).

საქსტატმა უნდა გააძლიეროს თავისი, როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინატორის, როლი და შექმნას ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელ სახელმწიფო დაწესებულებებთან დიალოგის პლატფორმა. სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რეგულარული შეხვედრები საქსტატს მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს ადმინისტრაციულ მონაცემთა ახალი წყაროების იდენტიფიცირება და მუდმივად განაახლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის დაფარვის არეალი.

აღნიშნული ინიციატივების შედეგად ადმინისტრაციულ მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკის წილი 28%-დან (2019 წ.) 40%-მდე (2023 წ.) გაიზრდება.

მიმართულება 2.2.1. გამოკვლევის კითხვარების გაუმჯობესება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
კითხვარების ხარისხის გაუმჯობესება და რესპონდენტთა ტვირთის შემსუბუქება

ყველა გამოკვლევის კითხვარი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია;

რესპონდენტთა ტვირთი გაზომილი, მისი შემსუბუქების გზები სამოქმედო გეგმით იდენტიფიცირებული და განხორციელებულია

მიმართულება 2.2.2. ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელებთან აქტიური თანამშრომლობა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ოფიციალური სტატისტიკის კოორდინაციაში უფრო აქტიური როლის შესრულება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისი ცვლილებები ძალაშია შესული;

სტატისტიკის მწარმოებელ სხვა უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებულია;

სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ჩატარებულია რეგულარული შეხვედრები სტატისტიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად

ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლების და მათი პროდუქტების მკაფიოდ და სისტემატურად განსაზღვრის კრიტერიუმების ჩამოყალიბება განსაზღვრულია პრინციპები სტატისტიკის მწარმოებელი უწყებების განსაზღვრის მიზნით

მიმართულება 2.2.3. მონაცემთა ახალი წყაროებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავება და ტესტირება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა მონაცემების შეგროვებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით მონაცემების ახალი წყაროების (დიდი მონაცემები) და თანამედროვე ტექნოლოგიების (მაგალითად, ინტერნეტის მონაცემების ავტომატური მოპოვება და სკანირებული მონაცემები) გამოყენებისთვის პლატფორმა შექმნილია
ვაკანსიების შესახებ სტატისტიკის წარმოების შესაძლებლობების შესწავლა

ვაკანსიების სტატისტიკის საწარმოებლად ინტერნეტიდან მოპოვებული მონაცემების გამოყენების შესაძლებლობები შესწავლილია (ინტერნეტიდან მონაცემების ავტომატური მოპოვება - Web scraping);

ვაკანსიების მარტივი მონიტორინგისთვის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პლატფორმა შექმნილია

სამომხმარებლო ფასების სტატისტიკისთვის მონაცემების შეგროვების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა დიდი მონაცემები (მათ შორის ინტერნეტიდან მონაცემების ავტომატური მოპოვება (web scraping) და სკანერული მონაცემები).

მონაცემების მფლობელებთან (მაგალითად, სავაჭრო ქსელებთან სკანერულ მონაცემებზე წვდომის მოსაპოვებლად) თანამშრომლობა დამყარებულია;

სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოკვლევაში დიდი მონაცემები (მათ შორის სკანერული მონაცემები და ინტერნეტიდან მონაცემების ავტომატური მოპოვება (web scraping) ინტეგრირებულია

ამოცანა 2.3. მონაცემთა გავრცელების და კომუნიკაციის პროცესების პრაქტიკის გაუმჯობესება

გაეროს ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპების პირველი პრინციპი ნათლად აწესებს ინფორმაციის ხალხისთვის მიწოდების ვალდებულებას:

მონაცემების გავრცელების გაუმჯობესება საქართველოს სტატისტიკის სისტემის საბოლოო მიზანია. აღნიშნული მიზნის ქვეშ ორი ასპექტი განიხილება: ოფიციალური გავრცელება და გავრცელება უფრო ფართო გაგებით. საქსტატი ოფიციალური სტატისტიკის გავრცელებაზეა პასუხისმგებელი და ამას წინასწარგანსაზღვრული განრიგის მიხედვით ახორციელებს, ასევე ეროვნული ბანკი აქვეყნებს სტატისტიკას, რომელსაც თავისი განრიგის მიხედვით აწარმოებს.

საქსტატში დანერგილია რიგი პოლიტიკები და პროცედურები, რათა დაკმაყოფილდეს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მოთხოვნები და შესრულდეს სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების განრიგი. თუმცა, გარე შეფასების შედეგები აჩვენებს, რომ საჭიროა არსებული პრაქტიკის გაწერა და ოფიციალური სტატისტიკის მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმოებისა და გავრცელების უზრუნველმყოფი სახელმძღვანელო პრინციპების გამოქვეყნება. აუცილებელია შეცდომებზე რეაგირების, მათი გასწორებისა და დაგეგმილი მნიშვნელოვანი გადასინჯვების თაობაზე წინასწარი გამოცხადების პოლიტიკის შემუშავება.

2019 წელს საქსტატის ახალი, თანამედროვე ვებსაიტი ამოქმედდა. ვებსაიტი ოფიციალური სტატისტიკის, გამოყენებული მეთოდოლოგიების, პუბლიკაციების, საერთაშორისო თანამშრომლობის ამსახველი და სხვა ინფორმაციის გავრცელების მთავარი პლატფორმაა. საქსტატი უზრუნველყოფს ვებ-საიტის ფუნქციონირებასა და მუდმივ გაუმჯობესებას. მისი ფუნქციურობა და მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მიერ მასზე წვდომა სტრატეგიის განხორციელების პერიოდში კიდევ უფრო დაიხვეწება. სტატისტიკის სხვა მწარმოებლების მიერ შექმნილი სტატისტიკის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებით, იგეგმება მომხმარებლის ყველა ჯგუფისთვის ოფიციალური სტატისტიკის ,,ერთი ფანჯრის’’ შექმნა.

ფართო საზოგადოებისთვის მონაცემების მიწოდება მოითხოვს მონაცემთა გავრცელების სტრატეგიის არსებობას. ქვედა გრაფიკში აღწერილია მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფები და საჭირო მონაცემებზე მათი მოთხოვნები. სტრატეგია განსაზღვრავს მომხმარებელთა განსხვავებულ კატეგორიებს და მათი ინფორმირებისთვის საჭირო კომუნიკაციის კონკრეტულ საშუალებებს. კომუნიკაციის საშუალებების, როგორიცაა, მაგალითად, ვებ-საიტი, ეფექტიანობა რეგულარულად გაიზომება, რათა სწორი ინფორმაციის სწორ ფორმატში სწორ დროს მიწოდება მუდმივად გაუმჯობესდეს. ასევე გადაიდგმება ნაბიჯები თანამედროვე მეთოდების, მაგალითად, ინფოგრაფიკების გამოყენებით სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაციის გასაზრდელად. ეროვნული ბანკი მონეტარულ და საგარეო სექტორის სტატისტიკას საკუთარ ვებ-საიტზე აქვეყნებს. აღნიშნული სტატისტიკის მომხმარებელთა წრის გაფართოების მიზნით, ეროვნული ბანკი საგარეო სექტორის სტატისტიკას ინტერაქტიული ცხრილების სახით გამოაქვეყნებს.

გრაფიკი 2. ინფორმაციისა და მომხმარებლების მოდელი გაეროს აფრიკის ეკონომიკური კომისიის მონაცემების და მათთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის. წყარო: UNECA.

საქართველო საქსტატის, ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს სახით ჩართულია მონაცემების გავრცელების სპეციალურ სტანდარტში (SDDS). ეს სტანდარტი შემუშავებულია სსფ-ის მიერ და ფონდივე ახორციელებს მის მონიტორინგს. SDDS არის საზოგადოებისთვის მაკროეკონომიკური სტატისტიკის მიწოდების გლობალური ჩარჩო. SDDS-ში სახელმწიფოს ჩართულობა ნიშნავს, რომ ის ,,კარგ სტატისტიკურ მოქალაქეობაზე’’ ტესტს აკმაყოფილებს. სტრატეგიის განხორციელების პერიოდში იგეგმება SDDS Plus-ზე გადასვლა. SDDS Plus4 სსფ-ის მონაცემთა სტანდარტიზაციის ინიციატივების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს და იმ პროგრესს ეფუძნება, რომელიც SDDS-ის ფარგლებშია მიღწეული. ეროვნული ბანკი სსფ-თან მონაცემების გასაზიარებლად SDMX ფორმატს გამოიყენებს. უფრო კონკრეტულად, MFSCBS (ცენტრალური ბანკის კვლევა) და MFSODC (სხვა დეპოზიტური კორპორაციების კვლევა) გაზიარდება SDMX ფორმატში.

გავრცელების პრაქტიკასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი საკითხია სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის ფორმულირების პროცესის ოპტიმიზაცია. ეს მომხმარებელთა წერილებზე პასუხის გაცემის დროს შეამცირებს.

2023 წლისთვის საქსტატის მიზანია, მის ვებსაიტს 10%-ით მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდეს და სოციალურ ქსელებში მიმდევრების რაოდენობა და ჩართულობა 20%-ით გაიზარდოს.

მიმართულება 2.3.1. მონაცემთა გავრცელების პოლიტიკის შემუშავება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მონაცემების გავრცელებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება დამტკიცებულია კომუნიკაციისა და მონაცემთა გავრცელების სტრატეგიის ახალი ვერსია
სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების დროს მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით

მომზადებულია შეცდომების შემთხვევაში ქცევის პოლიტიკის დოკუმენტი;

მონაცემები ვრცელდება ახალი პოლიტიკის შესაბამისად. დოკუმენტი განთავსებულია საქსტატის ვებსაიტზე

მიმართულება 2.3.2. ვებსაიტის შინაარსობრივი ნაწილის სრულყოფა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
საქსტატის ვებ-საიტის დახვეწა

ვებსაიტს რეგულარულად (კვარტალურად) ემატება ახალი სერვისები;

მულტიმედიური საშუალებების რაოდენობა გაზრდილია.

წყაროების გაფართოება და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული ახალი სტატისტიკის გამოქვეყნება საქსტატის ვებსაიტი მოიცავს სტატისტიკის სხვა მწარმოებელთა მიერ შემუშავებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.
საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის ინტერაქტიული ცხრილების გამოქვეყნება ეროვნული ბანკის ვებსაიტზე ცხრილები გამოქვეყნებულია

მიმართულება 2.3.3. გავრცელების პრაქტიკის დახვეწა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მოთხოვნილ სტატისტიკურ ინფორმაციაზე პასუხის მომზადების პროცესის ოპტიმიზაცია

მომხმარებელთა მონაცემებზე მოთხოვნების მონიტორინგი და ანალიზი განხორციელებულია;

ხდება ვებსაიტზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაციის განახლება მონაცემებზე მომხმარებელთა მოთხოვნის ანალიზის შედეგების საფუძველზე

არსებული SDDS სტანდარტიდან SDDS Plus-ზე გადასვლა მაკროეკონომიკური სტატისტიკა სსფ-ის უმაღლესი სტანდარტის – SDDS Plus-ის – შესაბამისად ქვეყნდება და ვრცელდება
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მონაცემების SDMX ფორმატით გაზიარება.

MFSCBS – ცენტრალური ბანკის კვლევა სსფ-თან SDMX ფორმატშია გაზიარებული;

MFSODC – სხვა დეპოზიტური კორპორაციების კვლევა სსფ-თან SDMX ფორმატშია გაზიარებული

6.3. სტრატეგიული მიზანი 3: სტატისტიკური ინფრასტრუქტურის და შესაძლებლობების განვითარება

სტატისტიკაში შესაძლებლობები შეიძლება განიმარტოს, როგორც სტატისტიკის ეროვნული სისტემების უნარი აწარმოოს სანდო, ზუსტი, დროული, რელევანტური და საერთაშორისოდ შესადარისი მონაცემები. შესაძლებლობების განვითარება პროცესია, რომელიც სტატისტიკური ინსტიტუტების ამ უნარებს აყალიბებს ან აძლიერებს. უფრო ზოგადად, ეს გულისხმობს ქვეყნის მთელი სტატისტიკური სისტემის რეფორმას მისი ეფექტიანობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით. შესაძლებლობების განვითარება რამდენიმე ასპექტს მოიცავს, მათ შორისაა: სამართლებრივი ინფრასტრუქტურა, ადამიანური და ფინანსური რესურსები, ინფრასტრუქტურა და ტექნიკური რესურსები, სტანდარტები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მაკოორდინირებელი ფუნქცია და როლი, დაინტერესებულ მხარეებთან/მომხმარებლებთან ურთიერთოება და თანამშრომლობა. ინფორმაციისა და გლობალიზაციის ეპოქაში შესაძლებლობების განვითარება უწყვეტი პროცესია. შესაბამისად, საქსტატმა და მთლიანად სტატისტიკის ეროვნულმა სისტემამ უნდა გარდაქმნას ინფრასტრუქტურა, მოახდინოს მისი მოდერნიზაცია და გამოიყენოს ახალი მიდგომები შესაძლებლობების განსავითარებლად, როგორც სტრატეგიის ძირითადი და მნიშვნელოვანი ელემენტი. მთავრობის სრული მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჭირო ფინანსური რესურსების უზრუნველსაყოფად, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია.

განვითარებად ქვეყნებში ოფიციალური სტატისტიკის როლი პრაქტიკის კოდექსს უნდა ეფუძნებოდეს, რომელიც მდგრადი და სანდო ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემებისთვის საბაზისო პრინციპებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლები თანხვედრაში უნდა იყოს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელურ კანონთან და პრაქტიკის კოდექსთან, რაც პროფესიული მიუკერძოებლობის, მონაცემების შეგროვების მანდატისა და კონფიდენციალურობის დაცვის სამართლებრივი სტანდარტების არსებობას უზრუნველყოფს. შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს კანონში „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“, რათა სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველა საჭირო სამართლებრივი ინსტრუმენტით, მაღალი ხარისხის და გავლენებისგან დამოუკიდებელი სტატისტიკის საწარმოებლად.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის ეფექტიანობის ამაღლება შეუძლებელია ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ადამიანურ რესურსებში შესაბამისი ინვესტირების გარეშე. ეს სტატისტიკის განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ცვლილებების ხანაში სანდო სტატისტიკაზე მაღალი მოთხოვნის და მომხმარებელთა ცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემისთვის, განსაკუთრებით კი საქსტატისთვის, დიდ გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულთან გასამკლავებლად ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიური ტენდენციების შესაბამისად უნდა განახლდეს. ასევე აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შეცვლა, რაც სისტემაში კადრების შენარჩუნებასა და მოზიდვას შეუწყობს ხელს.

ამოცანა 3.1. საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა

უნდა არსებობდეს გამართული სამართლებრივი ბაზა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურებს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შესაბამის მანდატს მიანიჭებს. ის უნდა მოიცავდეს ხარისხიანი მონაცემების ძირითად პრინციპებს (შესაბამისობა, სიზუსტე, დროულობა, შესადარისობა, თანმიმდევრულობა, ხელმისაწვდომობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა) და სტატისტიკური სისტემის წევრებს შორის ფუნქციების ზუსტ დანაწილებას.

საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის სამართლებრივი საფუძვლები ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელურ კანონთან სრულ შესაბამისობაში არ არის. მართალია, 2009 წლის შემდეგ საქართველოს კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ რამდენჯერმე შეიცვალა და მუდმივად უმჯობესდება, მაგრამ გლობალური შეფასების ბოლო ანგარიშმა მთელი რიგი რეკომენდაციები გამოყო, რომელთა გათვალისწინება მოქმედ კანონს მოდელურ კანონთან და პრაქტიკის კოდექსის შესაბამის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანს. გლობალური შეფასების რეკომენდაციების კანონში ასახვა სტატისტიკის ეროვნული სისტემის და განსაკუთრებით საქსტატის ეფექტიანი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო სამართლებრივ ბაზას უზრუნველყოფს. საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა: ,,პროფესიული დამოუკიდებლობის’’ პრინციპი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის სტატუსი და მისი დანიშვნის წესი, საქსტატის საბჭოს როლისა და მანდატის გადახედვა, სტატისტიკური მიზნებისთვის ადმინისტრაციულ მონაცემებზე წვდომა საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების დაცვით და ა.შ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის სტატუსი უნდა გაძლიერდეს და საქართველოში უმაღლესი (არაპოლიტიკური) საჯარო მოხელის რანგს გაუთანაბრდეს. ასევე, სტატისტიკის წარმოების მეთოდებზე, სტანდარტებზე, პროცედურებზე და მონაცემთა გამოქვეყნების ვადებზე გადაწყვეტილების მიღება მის ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას უნდა წარმოადგენდეს. აღმასრულებელი დირექტორი უნდა ინიშნებოდეს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელური კანონის რეკომენდაციებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ფიქსირებული ვადით ერთხელ განახლების უფლებით. ამასთანავე, აღმასრულებელი დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვამდე, ნათლად უნდა გაიწეროს „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში და მკაფიოდ უნდა გამორიცხავდეს ისეთ საფუძვლებს, რომლებიც სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

საქსტატის საბჭოს როლი და მანდატი უნდა გადაიხედოს, რათა უფრო მეტად შეესაბამებოდეს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელური კანონის მმართველობასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. საბჭოსა და აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს. კონკრეტულად, საქსტატის საბჭოს არ უნდა ჰქონდეს სტატისტიკური მეთოდოლოგიის დამტკიცების უფლებამოსილება, რადგან ეს მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორის პროფესიულ კომპეტენციას უნდა მიეკუთვნებოდეს.

საქართველოს კანონში ოფიციალური სტატისტიკის შესახებ უნდა შევიდეს ცვლილებები მონაცემთა შეგროვების მანდატთან მიმართებაში და საქსტატს სტატისტიკური მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს გარანტირებული წვდომა შესაბამის ადმინისტრაციულ მონაცემებზე. უნდა გადაიხედოს და გამარტივდეს არსებული ჯარიმების სისტემა, თუკი სტატისტიკური მიზნებისთვის მონაცემების მიწოდების შესახებ საქსტატის სავალდებულო მოთხოვნა არ სრულდება.

საქართველოს კანონში ოფიციალური სტატისტიკის შესახებ უნდა შევიდეს ცვლილებები, რომ გამოირიცხოს კონფიდენციალური მონაცემების არასტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა, კერძოდ, გაუქმდეს ჩანაწერი ,,თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი’’. კანონის შესაბამისი მუხლი სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომისა და მისი შენახვის შესახებ უნდა გადაიხედოს და ელექტრონული ფორმით კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადის ლიმიტი უნდა გაუქმდეს, ან ისე უნდა დაზუსტდეს, რომ ისტორიული სტატისტიკური მონაცემების წარმოებას ხელი არ შეეშალოს. საკანონმდებლო ცვლილებებმა ასევე უნდა უზრუნველყოს კვლევითი მიზნებისთვის კონფიდენციალურ მონაცემებზე წვდომა, ხოლო საქსტატმა კონფიდენციალური მონაცემების უკანონო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი წესები და პროცედურები უნდა შეიმუშაოს.

მიმართულება 3.1.1. საერთაშორისო ჩარჩო დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის შეცვლა საერთაშორისო სტანდარტებისა და გლობალური შეფასების რეკომენდაციების შესაბამისად

საქსტატის პროფესიული დამოუკიდებლობა შესაბამისობაშია პრაქტიკის კოდექსთან;

მონაცემების შეგროვებაზე მანდატის შესახებ მუხლები შესაბამისობაშია პრაქტიკის კოდექსის პრინციპთან;

სტატისტიკური კონფიდენციალურობის შესახებ მუხლები შესაბამისობაშია პრაქტიკის კოდექსის პრინციპთან

ამოცანა 3.2. მდგრადი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დანერგვა და მონაცემთა დაცვის სისტემის შემუშავება

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება ყველა სტატისტიკის სისტემის ძირითადი მოთხოვნაა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სწრაფი ცვლილებები და მოვლენები სტატისტიკის მწარმოებლებისგან ახალ გარემოებებთან სხარტ ადაპტაციას მოითხოვს. შესაბამისად, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ინფორმაციულ სფეროში (თანამშრომლები, ტექნიკური აღჭურვილობა და კომპიუტერული პროგრამები) მუდმივი ინვესტირება. საქსტატის პრიორიტეტია, არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების მაქსიმალური გამოყენებით, სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების პროცესში პროდუქტიულობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. გლობალურმა შეფასებამ შეშფოთება გამოხატა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში არსებულ მცირე ინვესტიციებთან და, როგორც შედეგი, არსებული მიდგომის შენარჩუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. საპასუხოდ საქსტატმა უნდა შეიმუშაოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია, რომლის ფარგლებში მოხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების განახლება ყველა პროცესში – მონაცემების შეგროვების ეტაპიდან მის გავრცელებამდე – ხარისხიანი სტატისტიკის წარმოებისა და მომხმარებლებისთვის მიწოდების მიზნით. ასევე, პრობლემების გადაწყვეტის ახალი გზების გამოკვეთის მიზნით. ამასთანავე, დაგეგმილი მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერები მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას ძლიერი ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნაზე – როგორც საველე სამუშაოების ჩატარების (მაგალითად, კომპიუტერის მეშვეობით პერსონალური გამოკითხვა (CAPI)), ისე მონაცემების დამუშავების, შენახვისა და გავრცელების ეტაპზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის შესრულება 2020-2023 წწ. ეროვნული სტრატეგიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს.

აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, საერთაშორისო ექსპერტებმა საქსტატის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური შესაძლებლობები უნდა შეაფასონ. შეფასების შედეგად გამოვლენილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად შემუშავდება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ საშუალებების შექმნასა და დახვეწაზე, რომელიც მონაცემთა შეგროვების და დამუშავების ეტაპებზე გამოიყენება. აგრეთვე უნდა გაუმჯობესდეს ტექნიკური ინფრასტრუქტურა (მაგალითად, სერვერები, პერსონალური კომპიუტერები და სხვ.). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კომპიუტერული პროგრამების ლიცენზიების შეძენა და მუდმივი განახლება, რაც საქსტატს სტატისტიკის წარმოების თანამედროვე სისტემის შესაქმნელად სჭირდება. აღნიშნული აგრეთვე მონაცემთა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაპირობაა. ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიამ ისინი იმგვარად უნდა განავითაროს, რომ ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების რეალიზაციას შეუწყოს ხელი, მათ შორის (და არა მხოლოდ): აღწერების ჩატარებას; კომპიუტერის მეშვეობით პერსონალური გამოკითხვის (CAPI) როგორც მონაცემთა შეგროვების მეთოდის დანერგვას; ახალი ვებსაიტის ოპერირებასა და განახლებას და სხვ. მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით საქსტატი აგრეთვე შეიმუშავებს მონაცემების დაცვის სისტემებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში სავარაუდოდ შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, რომელიც შენახულ მონაცემთა ბაზებზე საქსტატისთვის წვდომის მინიჭების საკითხს გულისხმობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ინფორმაციის შიდა გაზიარების ხელშეწყობის გზით, საქსტატში შიდა ინსტიტუციური კომუნიკაციის გაძლიერებაა. ამის მისაღწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ინფორმაციის, მათ შორის საგანმანათლებლო და სამსახურებრივი მასალების გასაცვლელად და შესანახად ინტრანეტის დანერგვაა. ინტრანეტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციასა და უწყების შიგნით ცოდნის უკეთ გაცვლას.

ამ ამოცანის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად 2023 წლისთვის შემუშავდება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია და მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი.

მიმართულება 3.2.1. ინფორმაციული ტექნოლოგიების შეფასება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების შესაძლებლობებისა და მდგრადობის შეფასება საერთაშორისო ექსპერტების მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საჭიროებების შეფასება ჩატარებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ

მიმართულება 3.2.2. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია შემუშავებულია და გამოქვეყნებულია ვებ-საიტზე;

ქსელების, სერვერების, ტექნიკური აღჭურვილობის, კომპიუტერული პროგრამებისა და მონაცემთა ბაზებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა განახლებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის თანახმად

მიმართულება 3.2.3. მონაცემთა დაცვის სისტემის შემუშავება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება

მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტი დამტკიცებულია;

ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი ჩატარებულია.

მიმართულება 3.2.4. საქსტატში ინტრანეტის დანერგვა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
საქსტატის ინტრანეტის შემუშავება და წარდგენა საქსტატის შიდა საკომუნიკაციო პორტალი შექმნილი და დანერგილია.

ამოცანა 3.3 ადეკვატური პერსონალით უზრუნველყოფა და ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სისტემის შექმნა

სიტუაციურმა ანალიზმა გამოავლინა, რომ საქსტატსა და, ზოგადად, სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში არსებული ადამიანური რესურსები რაოდენობისა და გამოცდილების თვალსაზრისით ჩამორჩება სხვა მსგავსი ტიპის სტატისტიკის ეროვნულ სისტემებს. შემფასებლების გუნდმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქსტატის შესაძლებლობა, განახორციელოს სტატისტიკის არსებული პროგრამა, არა თუ უპასუხოს ახალ გამოწვევებს. საქართველოს მთავრობას მიეცა რეკომენდაცია, აღიაროს პრობლემა და შესაბამისად ხელი შეუწყოს კვალიფიციური და გამოცდილი კადრების ადეკვატური რაოდენობით აყვანასა და შენარჩუნებას.

„ადამიანური რესურსების“ ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესაბამისი კადრების აყვანას, არამედ ადამიანური რესურსების განვითარების ისეთი გეგმის შემუშავებას, რომელიც გააუმჯობესებს შიდა და გარე კომუნიკაციას, მწირი რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს არსებული უნარებისა და გამოცდილების გაზიარებას და ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების გზით ცოდნის მუდმივ განახლებას. მიზნობრივი პროგრამები თანამშრომლებს დაეხმარება გაიგონ, რისი მიღწევა მოეთხოვებათ, როგორ ხდება მიზნების ჩამოყალიბება და რა რესურსები შეუძლიათ გამოიყენონ პირადი განვითარების ხელშესაწყობად. საქსტატისა და სტატისტიკის ეროვნული სისტემის შემადგენელი უწყებების ადამიანური რესურსების მართვა მიზნად ისახავს მოტივირებული პროფესიული გუნდის ჩამოყალიბებას, დასაქმებულთა საჭიროებებზე კონცენტრაციას და მდგრადი სამუშაო გარემოს შექმნას.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული დიდი გამოწვევა კადრების დენადობის მაღალი მაჩვენებელია. ეს პრობლემური საკითხია, რადგან საქართველოს საჯარო უწყებები ამჟამად იმყოფებიან ინსტიტუციური განვითარების და თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების პროცესში, რათა მათ სრულად დააკმაყოფილონ საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტები. ადამიანური კაპიტალის დაკარგვამ შესაძლოა, სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარება სერიოზულად შეაფერხოს. საქართველოში სტატისტიკის წარმოების ცენტრალიზებული ხასიათისა და ოფიციალური სტატისტიკის უდიდესი წილის საქსტატის მიერ წარმოების პირობებში, ადეკვატური ადამიანური რესურსები საქსტატისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კვალიფიციური კადრების გადინება სერიოზულ რისკს ქმნის. თანაც საქსტატი ისედაც შეზღუდული რესურსებით ფუნქციონირებს. ბოლო წლებში კადრების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თანამშრომლების, გადინების მიზეზი საქსტატში და სხვა საჯარო უწყებებში არსებულ შრომის ანაზღაურებას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა იყო. მართალია, საქსტატში საშუალო ხელფასი სხვა საჯარო დაწესებულებების საშუალო ხელფასთან გათანაბრების მიზნით ახლო წარსულში გაიზარდა, მაგრამ მაინც ბევრი საკითხია გასაუმჯობესებელი როგორც ფინანსური (მაგალითად, შრომის ანაზღაურება), ისე სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. ამჟამად ვერც დასაქმებულისთვის გამოყოფილი სამუშაო სივრცე და ვერც არსებული ტექნიკური აღჭურვილობა (უმეტეს შემთხვევაში მოძველებული პერსონალური კომპიუტერები და ლეპტოპები) უზრუნველყოფს კომფორტულ სამუშაო პირობებს. სტრატეგიის განხორციელების პერიოდში ყურადღება უნდა გამახვილდეს განთავსების პრობლემის გადაჭრაზე, განსაკუთრებით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო დაგეგმილი აღწერების ფონზე. ეს ორი აქტივობა მრავალრიცხოვანი პერსონალის გამო შესაბამის სივრცეზე მოთხოვნას გაზრდის.

შესაძლებლობების განვითარებისას არ უნდა იქნეს დავიწყებული თანამშრომელთა ზოგადი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და განწყობა. რეფორმების მიმართ პერსონალის პოზიტიური დამოკიდებულება პროგრამის წარმატების წინაპირობაა. ამრიგად, საქსტატი თანამშრომლებისთვის მიმზიდველი სამუშაო გარემოს შესაქმნელად პროგრამებს შეიმუშავებს. სამუშაო გარემოს გაუმჯობესების ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია მოქნილი სამუშაო განრიგის შემუშავება და დანერგვა.

თანამშრომელთა დენადობის გარკვეული დონე ნებისმიერი ორგანიზაციისთვის გარდაუვალია და დასაშვებიც კი არის ახალი ცოდნისა და უნარების მუდმივი შემატების უზრუნველსაყოფად. ახალი თანამშრომლებისთვის ეფექტიანი ტრენინგის ჩატარების, გამოცდილი კოლეგების მხრიდან ცოდნის გაზიარების და თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, უნდა შემუშავდეს ტრენინგების სტრატეგია. შიდა სატრენინგო პროგრამის გარდა, დასაქმებულებს უნდა შეეძლოთ გარე ტრენინგებით სარგებლობაც. მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია ახალი მეთოდებისა და ტენდენციების ცოდნა და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება. სპეციალიზებული ტრენინგები ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე სტატისტიკის წარმოებისა და გავრცელების განვითარებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. მმართველი რგოლისთვის ტრენინგების მიზანია სტრატეგიების შემუშავება, სტატისტიკური ინფრასტრუქტურის განსაზღვრა, მომხმარებელთა მოთხოვნების მართვა, ახალი ინიციატივების დანერგვა და ეროვნული სისტემის მისიისა და ხედვის რეალიზაცია. აღნიშნული ტრენინგები მისაწვდომი უნდა იყოს როგორც მაღალი, ისე საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.

ადამიანური რესურსების სტრატეგიული როლის გაძლიერება და შესაბამისი პოლიტიკის დანერგვა წინ გადადგმული ნაბიჯი და მრავალი თვალსაზრისით საქსტატისა და მთლიანად სტატისტიკის სისტემისთვის საშუალო და გრძლევადიან პერიოდში სასარგებლო იქნება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისი დებულებების სავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, საქსტატი ვალდებულია, შექმნას შეფასების სისტემა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაცვით.

აღნიშნული აქტივობების განხორციელების შედეგად დასაქმებულთა გადინების მაჩვენებელი (ერთსა და იმავე პერიოდში წასულ პირთა რაოდენობა შეფარდებული მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობასთან) უნდა შემცირდეს და 2023 წლისთვის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე 2019 წლიდან დაიწყება თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა, რათა მუდმივად ხდებოდეს დასაქმებულთა კმაყოფილების ხარისხის მონიტორინგი. სამუშაო გარემოს სხვადასხვა ასპექტით კმაყოფილების შეფასების გარდა თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოთქვან იდეები და რეკომენდაციები დასაქმებულთა კეთილდღეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად. საქსტატის მიზანია, 2023 წლისთვის კვლევის შედეგად გამოთქმული შეფასებების სულ მცირე 80% პოზიტიური იყოს.

მიმართულება 3.3.1. სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში მოტივირებული პროფესიული გუნდის შექმნა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
კვალიფიციური და გამოცდილი კადრების სამსახურში აყვანისა და შენარჩუნების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა

ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო პრინციპები შექმნილია;

საქსტატი დასაქმებასთან დაკავშირებულ ყველა თემატურ ფორუმზეა წარმოდგენილი

საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად სისტემა დანერგილია და საქსტატის ყველა თანამშრომელი შეფასებულია საქმიანობის შეფასების ახალი სისტემის მიხედვით

მიმართულება 3.3.2. შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამების შემუშავება თანამშრომლებისთვის მიმზიდველი და მდგრადი სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით

აქტივობა შედეგი 2023 წელს
თანამშრომელთა კეთილდღეობის გაზრდისკენ მიმართული მექანიზმების შემუშავება

თანამშრომელთა რაოდენობა ადეკვატურია და განხორციელებულია შესაბამისი ქმედებები მათი განთავსების პირობების გასაუმჯობესებლად, რაც თანამშრომელთა კეთილდღეობის გაზრდას ემსახურება;

შრომის ანაზღაურება 10%-ით არის გაზრდილი და უფრო კონკურენტუნარიანია საჯარო სამსახურის სხვა სფეროებში დასაქმებული მოხელეების ანაზღაურების მიმართ;

ტექნიკა და აღჭურვილობა განახლებულია;

მოქნილი სამუშაო განრიგი დანერგილია

სტატისტიკის ეროვნული სისტემის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარების სქემის შემუშავება

სტატისტიკის ეროვნული სისტემის თანამშრომელთა შეფასება ჩატარებულია და შესაძლებლობების განვითარების კუთხით საჭიროებები გამოვლენილია;

ტრენინგების სტრატეგია შემუშავებულია; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებისთვის შექმნილია სისტემური საფუძველი, რაც ინფორმაციულ-ტექნოლოგიური უნარების განვითარებასაც მოიცავს

ამოცანა 3.4. კლასიფიკაციებისა და რეგისტრის თანამედროვე სისტემის დანერგვა

საქსტატის მიერ წარმოებული ბიზნესის სტატისტიკური რეგისტრი დიდწილად შესაბამისობაშია საერთაშორისო რეკომენდაციებთან, მაგალითად, ევროსტატის ,,ბიზნესრეგისტრები – სახელმძღვანელო პრინციპებსა’’ და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ,,სტატისტიკური ბიზნესის რეგისტრების სახელმძღვანელოსთან’’. თუმცა, დგას სტატისტიკურ ბიზნესრეგისტრში დამატებითი სტატისტიკური ერთეულების, მათ შორის ადგილობრივი ერთეულების, ჩართვის საჭიროება.

სტატისტიკური მიზნებისთვის აუცილებელია მოსახლეობის რეგისტრის შექმნა და ეს უნდა იყოს აღიარებული როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის, სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხი. მოსახლეობის აღწერა კრიტიკულ როლს შეასრულებს რეგისტრის ხარისხის უზრუნველყოფაში. შესაბამისად, მომდევნო აღწერის დაგეგმვისას ამ ფაქტორის გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია (კავშირშია 1.1. ამოცანასთან, თავი 6.1).

ამჟამად საქართველოს სასოფლო მეურნეობათა რეგისტრი არ გააჩნია – არც სტატისტიკური და არც ადმინისტრაციული მიზნებისთვის. თუმცა, საქსტატმა 2014 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერების საფუძველზე სასოფლო მეურნეობათა გამოკვლევებისთვის შერჩევის ძირითადი ჩარჩო შექმნა. ეს ჩარჩო სტატისტიკური მიზნებისთვის სასოფლო მეურნეობათა რეგისტრის შესაქმნელად კარგი საფუძველია. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საქსტატი სასოფლო მეურნეობათა რეგისტრზე იმუშავებს და მას მომავალ სასოფლო-სამეურნეო აღწერას დაუკავშირებს. სამინისტრო, როგორც მთავარი დაინტერესებული მხარე, რეგისტრის ფუნქციონირებასა და განახლებაზე იქნება პასუხისმგებელი. ამჟამად, ძირითადად ადმინისტრაციულ მონაცემებზე დაყრდნობით, რეგისტრი სასოფლო მეურნეობათა 16%-ს მოიცავს და მასში ასახულია იმ მეურნეობათა მონაცემები, რომლებიც ფერმერული საქმიანობის ხელშემწყობი რომელიმე სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარები არიან. მოსახლეობისა და სასოფლო მეურნეობათა რეგისტრების გარდა, სტრატეგია არსებული ბიზნესრეგისტრის საერთაშორისო სტანდარტებსა და გლობალური შეფასების რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. ამგვარად, 2023 წლისთვის ბიზნესრეგისტრის სულ მცირე 95% თანხვედრაში უნდა იყოს უახლეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

როგორც სტატისტიკის წარმოების მთავარი კოორდინატორი, საქსტატი რეგისტრებისა და კლასიფიკაციის სისტემების შესამუშავებლად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. იუსტიციის სამინისტრო, როგორც მთავარი დაინტერესებული მხარე, საქსტატთან ერთად სტატისტიკური მიზნებისთვის მოსახლეობის რეგისტრს შექმნის. ასევე შეისწავლიან საქართველოში სტატისტიკური მიზნებისთვის ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურის (NUTS) ევროკავშირის კლასიფიკაციის შემოღების შესაძლებლობას, რათა შემუშავდეს რეგიონულ დონეზე უფრო მრავალფეროვანი რელევანტური სტატისტიკის წარმოების პროცედურები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეისწავლის აღნიშნული კლასიფიკაციის სისტემას და საქართველოში მისი განხორციელების შესაძლებლობას. საქსტატი ჩართული იქნება ეროვნულ კონტექსტში NUTS კლასიფიკაციის გამოყენების პერსპექტივებზე დაკვირვების პროცესში.

მიმართულება 3.4.1. რეგისტრების სისტემების საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ბიზნეს რეგისტრში გამოტოვებული მონაცემების წილის შემცირება ბიზნესრეგისტრში გამოტოვებული მონაცემები შემცირებულია 5%-ით
მოსახლეობის რეგისტრის შემუშავების სამოქმედო გეგმის მომზადება დამტკიცებული და განხორციელებულია რეგისტრების განთავსების, სრული წვდომის მოპოვების პროცედურებისა და რეგისტრის მოსახლეობის მომდევნო აღწერის მონაცემებთან ინდივიდუალურ და შინამეურნეობების დონეზე დაკავშირების სამოქმედო გეგმა
სასოფლო მეურნეობათა რეგისტრის შექმნა სასოფლო მეურნეობათა რეგისტრი შემუშავებულია და წარმოდგენილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით

მიმართულება 3.4.2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემისთვის კლასიფიკაციების სისტემის დანერგვა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ახალი კლასიფიკაციების შემუშავება და არსებული კლასიფიკაციების განახლება ყველა კლასიფიკაცია სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგიებთან
ევროკავშირის NUTS კლასიფიკაციის საქართველოში ეტაპობრივი დანერგვის შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესახებ საწყისი კვლევის ჩატარება საწყისი კვლევა ჩატარებულია და გამოქვეყნებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებსაიტზე

ამოცანა 3.5. ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის გაძლიერება, საიმედოობის განმტკიცება და კარგი იმიჯისა და რეპუტაციის ხელშეწყობა

სტატისტიკური სისტემის მდგრადობის და ქმედუნარიაონობის უზრუნველყოფა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც მჭიდრო კოორდინაციას, თანამშრომლობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პოზიტიური იმიჯის დამკვიდრება და სტატისტიკის მიმართ ნდობის ჩამოყალიბება პირდაპირ კავშირშია ცნობიერების ამაღლებასთან, მომხმარებლებთან და შესაბამის ინსტიტუტებთან კოორდინაციის და კომუნიკაციის გაძლიერებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან. ვინაიდან საქსტატი საქართველოს სახელით აწარმოებს და ავრცელებს ოფიციალურ სტატისტიკას, კოორდინაციას უწევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სისტემას და წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ღონისძიებებსა და კომიტეტებში, მისი რეპუტაცია პირდაპირ კავშირშია ოფიციალური სტატისტიკის მიმართ საზოგადოებაში და საერთაშორისო ინსტიტუტებში არსებულ განწყობებთან. შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის იმიჯი, როგორც მაღალი რეპუტაციის მქონე სანდო ინსტიტუტისა, ოფიციალური სტატისტიკის მიმართ ნდობისა და რწმენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ოფიციალური სტატისტიკის სხვა მწარმოებლების, მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის იმიჯი და რეპუტაცია ბევრად ცდება სტატისტიკის წარმოების ფარგლებს. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თანახმად, ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განმახორციელებელი უწყებაა, საქსტატის იმიჯი კი მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას ემყარება.

საქსტატი საერთაშორისო თანამშრომლობით მნიშვნელოვან სარგებელს იღებს. ის სხვა ქვეყნების სტატისტიკის ეროვნულ ოფისებთან სხვადასხვა ტიპის პარტნიორულ ურთიერთობებშია ჩართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობს. ამის მიუხედავად, საქსტატისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემისთვის სასარგებლო იქნება მკაფიო გეგმა, რომელიც სტრატეგიულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ამ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შეფასდება შემოთავაზებული თანამშრომლობის პირობები იმაში დასარწმუნებლად, რომ ინიციატივები საქსტატს სტრატეგიული ამოცანების რეალიზებაში დაეხმარება. თავის მხრივ, სტრატეგია შეიძლება ჩაითვალოს საგზაო რუკად, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების მოძიება და პროექტების ინიცირება საქსტატის საშუალო და გრძლევადიანი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად. საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების მეტად დანერგვის და სტატისტიკის წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენების პროცესში. საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თანამშრომლობის პროექტი ,,საქართველოს სტატისტიკური სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელსაც დანიის სტატისტიკა და საქსტატი ახორციელებენ. პროექტი მხარს უჭერს სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებას შემდეგ სფეროებში: საგარეო ვაჭრობა, ეროვნული ანგარიშები, ბიზნესსტატისტიკა და სოციალური სტატისტიკა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: საერთაშორისო სავალუტო ფონდი (ეროვნული ანგარიშების სფეროში თანამშრომლობს საქსტატთან, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (გრძელვადიანი ტექნიკური დახმარება გაუწია საქსტატს), გაეროს განვითარების პროგრამა და სხვ.

დაგეგმილი აქტივობების განხორციელების შედეგად სტრატეგია მიზნად ისახავს ადგილობრივ მედიაში ოფიციალური სტატისტიკის ციტირების ყოველწლიურად სულ მცირე 5%-ით გაზრდას. საერთაშორისო პარტნიორობის კუთხით საქსტატის მიზანია, 2023 წლისთვის წევრის ან თავმჯდომარის სტატუსით იყოს წარმოდგენილი 15 საერთაშორისო კომიტეტსა თუ საბჭოში.

პოზიტიური იმიჯის შექმნის მნიშვნელოვანი ასპექტია სოციალური პასუხისმგებლობა. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა უწყებების მსგავსად, საქსტატი მონაწილეობას მიიღებს სოციალურ კამპანიებში. ასევე გადაიდგმება ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ოფიციალური სტატისტიკისა და საქსტატის ვებსაიტის ადაპტირების მიზნით.

მიმართულება 3.5.1. საქსტატისა და მისი სერვისების შესახებ ცნობიერების გაზრდა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
მედიასთან ურთიერთობის გაღრმავება და სტატისტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიის ჩატარება

მედიასთან შეხვედრების რაოდენობა გაზრდილია 10%-ით;

მედიაში გაზრდილია საქსტატის როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენების დონე;

მიზნობრივ ჯგუფებთან ჩატარებულია წელიწადში 20 შეხვედრა

მიმართულება 3.5.2. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება და საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესება

აქტივობა შედეგი 2023 წელს
ახალი პარტნიორების იდენტიფიცირება და თანამშრომლობის გასაფართოებლად მათთან მოლაპარაკებების დაწყება გამოვლენილია საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები და ინიცირებულია სულ მცირე 4 ახალი საერთაშორისო პროექტი

მიმართულება 3.5.3. სოციალური პასუხისმგებლობისკენ სწრაფვა

აქტივობა შედეგი 2023 წელს
სოციალური პასუხისმგებლობების გაზიარება წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩატარებულია: სისხლის ჩაბარების აქცია; გარემოს დასუფთავების აქცია; მარათონული გარბენი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მომხმარებლისთვის სპეციალური სერვისების განვითარება ძირითად სტატისტიკურ მაჩვებლებზე შექმნილია ვებსაიტის ადაპტირებული სერვისი და დაბეჭდილია ბუკლეტები ბრაილის შრიფტით


7. ლოგიკური ჩარჩო

მიზანი 1: მომხარემებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული მაღალი ხარისხის ოფიციალური სტატისტიკის წარმოება კავშირი მგრადი განვითარების მიზნებთან

ქვემიზნები 17.18 და 17.19 (მდგრადი განვითარების მიზანი 17) (განხორციელების მექანიზმების გაძლიერება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად) პირდაპირ უკავშირდება NSDS

მიზანი №1-ს.

გავლენის ინდიკატორი 1.1: მომხარებელთა კმაყოფილების დონე (საქსტატის მომსახურებით მოსარგებლეთა შორის ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით)   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვების შედეგები
მონაცემი საბაზისო მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის ნოემბერში საბაზისო მონაცემი 20%-ით გაუმჯობესდა
გავლენის ინდიკატორი 1.2: მდგრადი განვითარების მიზნებისათვის წარმოებული მაჩვენებლების პროცენტი   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023

1. მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების შეფასების ანგარიშები

2. მონაცემთა ხელმისაწვდომობის კვლევები

მონაცემი 80% 95%
ამოცანა 1.1:

 

მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერის მიზნით სტატისტიკური მონაცემების წარმოება

შედეგის ინდიკატორი 1.1.1: საჯარო სექტორის მომხმარებელთა კმაყოფილების დონე   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 მომხმარებელთა კმაყოფილების მიზნობრივი გამოკითხვა, რომელიც მოიცავს შემდეგს: გადაწყვეტილების მისაღებად სტატისტიკის გამოყენების სიხშირე, სანდოობა, დამაჯერებლობა, სტატისტიკური მონაცემების შესაბამისობა და დროულობა
მონაცემი საბაზისო მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის ნოემბერში სულ მცირე 90%
შედეგის ინდიკატორი 1.1.2: საჯარო სექტორის მომხმარებელთა მხრიდან მონაცემების მოთხოვნაზე პასუხის გაცემის საშუალო დრო   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი, საქსტატი
მონაცემი 7 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე
რისკები საქართველოში სტატისტიკის სხვა მწარმოებლების არასაკმარისი ჩართულობა;
არასაკმარისი ფინანსური, ადამიანური და საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო რესურსები
ამოცანა 1.2: საერთაშორისო სტანდარტებთან და სახელმძღვანელოებთან სრულ შესაბამისობაში მყოფი ოფიციალური სტატისტიკის წარმოება
შედეგის ინდიკატორი 1.2.1:

ძირითადი მაჩვენებლები იწარმოება უახლესი საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით

 

  საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 საქსტატის ვებსაიტზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეთოდოლოგიის შესახებ;
საქსტატის მეთოდოლოგიისა და ხარისხის მართვის სამმართველო
მონაცემი 77% სულ მცირე 90%
რისკები არასაკმარისი მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
საერთაშორისო სტანდარტების ინტერპრეტაციასა და ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეები
ამოცანა 1.3:  მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება
შედეგის ინდიკატორი 1.3.1: ხარისხის თვითშეფასების დანერგვა   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 მონაცემთა ხარისხის თვითშეფასების ანგარიშები
მონაცემი მონაცემები არ არის ხარისხის თვითშეფასება დანერგილია და განხორციელებუ-ლია ყველა დარგობრივ დეპარტამენტში
შედეგის ინდიკატორი 1.3.2: მომხმარებელთა კმაყოფილების დონე არსებული მეტამონაცემების ხელმისაწვდომო-ბასთან დაკავშირებით (გაზომილი მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვების მიხედვით)   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკვლევის ანგარიშები
მონაცემი საწყისი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2019 წ. ნოემბრის ბოლოს საბაზისო მონაცემი 20%-ით გაუმჯობესდა
რისკები არასათანადო ადამიანური და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რესურსები;
ადმინისტრაციული მონაცემების მფლობელებთან სუსტი თანამშრომლობა
ამოცანა 1.4: სტატისტიკის გამოყენების ხელშეწყობა
შედეგის ინდიკატორი 1.4.1: დანერგილია მომხმარებელთა კმაყოფილების რეგულარული გამოკითხვების სისტემა - მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფების მიხედვით   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 საქსტატის მომხმარებელთა კმაყოფილების რეგულარული გამოკითხვები
მონაცემი ამჟამად მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვა არ ტარდება სისტემატურად მომხმარებელთა რეგულარული, ყოვლისმომცველი გამოკითხვა ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, ინტერნეტის მეშვეობით
შედეგის ინდიკატორი 1.4.2: სტატისტიკური წიგნიერების გაუმჯობესების წლიური პროგრამების შედეგად სტატისტიკური წიგნიერების გაუმჯობესებული უნარის მქონე ადამიანების რაოდენობა   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 სტატისტიკური წიგნიერების გაუმჯობესების პროგრამის მონაწილეთა მიერ შევსებული თვითშეფასების ფორმები
მონაცემი 70 ადამიანი, რომელმაც ტესტირების შედეგად სულ მცირე 70% დააგროვა სულ მცირე 100 ადამიანი, რომელმაც ტესტირების შედეგად 70% ან მეტი დააგროვა
რისკები საქართველოში სტატისტიკის სხვა მიმწოდებელთა არასაკმარისი ჩართულობა;
არასათანადო ფინანსური, ადამიანური და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რესურსები;
საერთაშორისო პარტნიორების არარსებობა
მიზანი 2: სტატისტიკის წარმოების ეფექტური, თანამედროვე და მდგრადი პროცესების შექმნა კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან

ქვემიზნები 17.18 და 17.19 (მდგრადი განვითარების მიზანი 17) (განხორციელების მექანიზმების გაძლიერება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად) პირდაპირ უკავშირდება NSDS

მიზანი №2-ს.

გავლენის ინდიკატორი 2.1: სტატისტიკის წარმოების ეფექტიანობის და მდგრადობის შეფასება გლობალური შეფასების შემდეგი რაუნდის მიერ   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 გლობალური შეფასების ანგარიში
მონაცემი - სტატისტიკის წარმოების ეფექტიანობისა და მდგრადობის განვითარების დონე შეფასდა დადებითად გლობალური შეფასების შემდეგი რაუნდის მიერ
გავლენის ინდიკატორი 2.2: სტატისტიკური მონაცემების გავრცელებით მომხმარებელთა კმაყოფილების დონე   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვები
მონაცემი პირველი შედეგები 2019 წლის ნოემბერში იქნება ხელმისაწვდომი საბაზისო მონაცემი 20%-ით გაუმჯობესდა
ამოცანა 2.1: სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების პროცესების მოდერნიზაცია და სტანდარტიზაცია
შედეგის ინდიკატორი 2.1.1: სტატისტიკური ბიზნეს პროცესის სტანდარტულ მოდელზე (GSBPM) გადასვლისთვის საფუძვლის მომზადების დონე   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 საგზაო რუკა შემუშავებულია
მონაცემი 15% 100%
შედეგის ინდიკატორი 2.1.2: სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო დროის შემცირება   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 2023 წლის სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა
მონაცემი 2019 წლის სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა სულ მცირე ორი წლიური პერიოდულობის გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნების ვადა შემცირდება მინიმუმ ხუთი დღით; სულ მცირე ორი კვარტალური პერიოდულობის გამოკვლევის შედეგების გამოქვეყნების ვადა შემცირდება მინიმუმ ერთი დღით.
რისკები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა GSBPM-ზე გადასვლის შესაძლებლობების შეფასებაში
ამოცანა 2.2: მონაცემების შეგროვების თანამედროვე და ყოვლისმომცველი სისტემის დანერგვა
შედეგის ინდიკატორი 2.2.1: მონაცემების შეგროვების თანამედროვე მეთოდებით ჩატარებული გამოკვლევების წილი   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 საქსტატის შიდა ანგარიშები
მონაცემი 70% 90%-ზე მეტი
შედეგის ინდიკატორი 2.2.2: ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოყენებული ადმინისტრაციული წყაროების წილი   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 საქსტატის შიდა ანგარიშები
მონაცემი 28% 40%
რისკები ადმინისტრაციული მონაცემების მომწოდებელთა არასაკმარისი ჩართულობა;
დიდი მონაცემების მფლობელებთან (მაგალითად, გაყიდვების ქსელები) არასაკმარისი თანამშრომლობა;
მონაცემების შეგროვების თანამედროვე მეთოდების დანერგვისას გაჩენილი ტექნიკური სირთულეები
ამოცანა 2.3: მონაცემთა გავრცელების და კომუნიკაციის პროცესების პრაქტიკის გაუმჯობესება
შედეგის ინდიკატორი 2.3.1: ოფიციალური ვებ-საიტის უნიკალურ ვიზიტორთა რაოდენობა / ჩამოტვირთვების რაოდენობა   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 ვებსაიტის ანალიზი
მონაცემი 562 ათასი საბაზისო მონაცემზე 10%-ით მეტი
შედეგის ინდიკატორი 2.3.2: სოციალურ ქსელში „ხელმომწერების“ და „ჩართულების“ რაოდენობა   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 სოციალური ქსელების ანალიზი
მონაცემი 15 ათასი საბაზისო მონაცემზე 20%-ით მეტი
რისკები დაბალი ინტერესი ოფიციალური სტატისტიკის მიმართ;
არასაკმარისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რესურსები
მიზანი 3: სტატისტიკური ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარება კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან

ქვემიზნები 17.18 და 17.19 (მდგრადი განვითარების მიზანი 17) (განხორციელების მექანიზმების გაძლიერება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად) პირდაპირ უკავშირდება NSDS

მიზანი №3-ს.

გავლენის ინდიკატორი 3.1: ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონის შესაბამისობა ოფიციალური სტატისტიკის მოდელურ კანონთან და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსთან   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 კანონი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
მონაცემი 80-85%-იანი შესაბამისობა ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელურ კანონთან (გლობალური შეფასების თანახმად) სულ მცირე 95%-იანი შესაბამისობა ოფიციალური სტატისტიკის შესახებ მოდელურ კანონთან
გავლენის ინდიკატორი 3.2: სტატისტიკის სფეროში განათლების, გამოცდილების, უცხო ენებისა და კომპიუტერული პროგრამების უნარების მქონე კვალიფიციური თანამშრომლების რაოდენობა საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი
მონაცემი 55% სულ მცირე 70%
ამოცანა 3.1: საკანონმდებლო ბაზის მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში
შედეგის ინდიკატორი 3.1.1 გლობალური შეფასების რეკომენდაციების საკანონმდებლო ბაზაში გათვალისწინების დონე   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონში ცვლილებები შეტანილია და გამოქვეყნებულია
მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი სტატისტიკის კანონმდებლობას-თან დაკავშირებული თითქმის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებუ-ლია
რისკები ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის გადავადება;
კანონში ცვლილებების მიმართ სხვა უწყებების მხრიდან დაბალი მხარდაჭერა
ამოცანა 3.2: მდგრადი ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემის დანერგვა და მონაცემთა დაცვის სისტემის შემუშავება
შედეგის ინდიკატორი 3.2.1: ინფორმაციული ტექნოლოგიების
განვითარების სტრატეგია შემუშავებულია
  საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 ინფორმაციული ტექნოლოგიების
განვითარების სტრატეგია
მონაცემი სტრატეგიის დოკუმენტი არ არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგია შემუშავებულია
შედეგის ინდიკატორი 3.2.2: შემუშავებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკა მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 საქსტატის ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის დოკუმენტი
მონაცემი პოლიტიკის დოკუმენტი არ არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიების პოლიტიკის დოკუმენტი შემუშავებულია
რისკები არასაკმარისი ფინანსური რესურსები მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამშრომლების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად;
საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაფასებლად კვალიფიციური კომპანიის ხელმიუწვდომლობა;
დაბალი მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან
ამოცანა 3.3: ადეკვატური პერსონალით უზრუნველყოფა და ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სისტემის შექმნა
შედეგის ინდიკატორი 3.3.1:

 

თანამშრომლების დენადობის დონე

  საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი.
მონაცემები იანგარიშება ერთსა და იმავე პერიოდში (კვარტალი/წელი) სამსახურიდან წასული პირების, თანამშრომლების სრულ რაოდენობასთან შეფარდებით
მონაცემი 9% 5%
შედეგის ინდიკატორი 3.3.2: თანამშრომლების კმაყოფილების დონე   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 საქსტატის გამოკითხვა თანამშრომელთა კმაყოფილების შესახებ
მონაცემი საბაზისო მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის დეკემბერში სულ მცირე 80%
რისკები სამუშაო პირობების მუდმივი გაუმჯობესებისათვის ფინანსური რესურსების ნაკლებობა;
სხვა სახელმწიფო უწყებებში ანალიტიკური უნარის მქონე თანამშრომლებზე მოთხოვნის ზრდის გამო კვალიფიციური თანამშრომლების გადინება
ამოცანა 3.4: კლასიფიკაციებისა და რეგისტრების თანამედროვე სისტემის დანერგვა
შედეგის ინდიკატორი 3.4.1: სტატისტიკური რეესტრების სისტემა (ბიზნესრეგისტრი, მოსახლეობის რეგისტრი, სასოფლო მეურნეობათა რეგისტრი) შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს (გლობალური შეფასების ანგარიში)   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023

1. საქსტატში განახლებული ბიზნესრეგისტრი;

2. მოსახლეობის აღწერის მასალები; სამოქმედო გეგმა

მონაცემი

1. ბიზნეს რეგისტრი – 90%;

2. მოსახლეობის რეგისტრი – 0%

3. სასოფლო მეურნეობათა რეგისტრი – 16%;

1. ბიზნესრეგისტრი – სულ მცირე 95%;

2. ჩატარებულია მოსახლეობის ახალი აღწერა;

იდენტიფიცირე-ბულია პოტენციური წყაროები;

შემუშავებულია სამოქმედო გეგმა

შედეგის ინდიკატორი 3.4.2: საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაციებისა და ნომენკლატურების უახლესი ვერსიების დანერგვის დონე   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 საქსტატის მეთოდოლოგიისა და ხარისხის მართვის სამმართველო
მონაცემი 70% 100%
რისკები იმ უწყებების არასათანადო ჩართულობა, რომლებიც რეგისტრების გაძღოლაზე არიან პასუხისმგებელი (მაგალითად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო)
ამოცანა 3.5: ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის გაძლიერება, დამაჯერებლობის განმტკიცება და კარგი იმიჯისა და რეპუტაციის ხელშეწყობა
შედეგის ინდიკატორი 3.5.1: ადგილობრივ მედიაში საქსტატის მონაცემების ციტირება   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 მედიის მიერ ციტირების შედეგები
მონაცემი 6000 ყოველწლიურად 5%-ით ზრდა
შედეგის ინდიკატორი 3.5.2: საერთაშორისო კომიტეტებში თავმჯდომარეების ან წევრების რაოდენობა   საბაზისო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2019 2023 სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი
მონაცემი 8 15
რისკები საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა

8. განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება

სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამოყენებული კოორდინაციის მექანიზმი შენარჩუნდება. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №189 დადგენილებით სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო ფუნქციონირებას სტრატეგიის მთელი პერიოდის (2020-2023 წწ.) განმავლობაში განაგრძობს. მისი მთავარი ფუნქცია სტრატეგიის განხორციელების ზედამხედველობა იქნება. საბჭოში შედიან: საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამავდროულად საბჭოს თავმჯდომარეა; მინისტრების მოადგილეები შესაბამისი სამინისტროებიდან; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. საბჭო უზრუნველყოფს სტრატეგიის ეფექტური და დროული განხორციელებისთვის სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრების მხარდაჭერას.

გრაფიკი 4. კოორდინაციის მექანიზმი.

სტრატეგიის განხორციელების კოორდინირებას, მონიტორინგს და შეფასებას საქსტატი აწარმოებს. საქსტატი წელიწადში ერთხელ საბჭოსთან რეგულარულ შეხვედრებს ჩაატარებს, სადაც წლიური ანგარიშის სახით მონიტორინგის შედეგებს წარადგენს. მონიტორინგის წლიური ანგარიშის სტრუქტურა პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს ძირითადი პრინციპების შესაბამისად შემუშავდება.

სამდივნო – რომელსაც საქსტატის სტრატეგიული დაგეგმვის, კოორდინაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი წარმოადგენს – მონიტორინგისა და შეფასების დამტკიცებული გეგმის მიხედვით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგზე იქნება პასუხისმგებელი. მონიტორინგი ექვს თვეში ერთხელ განხორციელდება. ანგარიშის სტრუქტურა პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს მე-6 დანართით განისაზღვრება. ამას გარდა, მონიტორინგის წლიური ანგარიში სტრატეგიული მიზნის და აქტივობის მაჩვენებლების დონეზე მთავარ მიღწევებს შეაჯამებს (ყურადღება გამახვილდება სტრატეგიული მიზნის მიღწევაზე). სამდივნო ანგარიშს განსახილველად და დასამტკიცებლად საბჭოს წარუდგენს. მონიტორინგის ყველა წლიური ანგარიში საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-60 დღისა სტატისტიკის ეროვნული სისტემის წევრ უწყებებს გადაეცემა, გასაჯაროვდება და ვებსაიტის შესაბამის განყოფილებაში აიტვირთება.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები თემატური ჯგუფების/კომიტეტების სახით შენარჩუნდება. მათი მიზანი სტრატეგიის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნებაა, განსაკუთრებით სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთობლივი აქტივობების შემთხვევაში. თემატური ჯგუფის წევრები არა კონკრეტული ადამიანები, არამედ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები იქნებიან. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით გამოიყოფა ოფიციალური საკონტაქტო პირები. თემატური ჯგუფები სამდივნოს მონიტორინგის პროცესში დაეხმარებიან: მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – განხორციელების ანგარიშებს. ამასთან ერთად, ისინი პარტნიორი უწყებების სახელით შესაბამისი აქტივობების განხორციელებაში ჩაერთვებიან.

მონიტორინგი მონაცემთა დაგეგმვის მოწინავე ინსტრუმენტის (Advanced Data Planning Tool – ADAPT) გამოყენებით მოხდება. ეს ე.წ. „ღრუბლოვან სერვისებზე“ დაფუძნებული ინსტრუმენტია, რომელიც PARIS21-ის მიერ სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნით შეიქმნა. ADAPT-ის მეშვეობით ხდება სტრატეგიის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაციფრულება. პროგრესის შესახებ ანგარიშის მომზადების მიზნით ინხტრუმენტს გააჩნია გარკვეული ფუნქციები. ADAPT-ის საშუალებით ასევე შესაძლებელია სტრატეგიის შინაარსში ჩაღრმავება, რაც პროგრესის მუდმივ მონიტორინგს უზრუნველყოფს. ინსტრუმენტი ასევე აჩვენებს, თუ რომელი უწყებაა პასუხისმგებელი ამა თუ იმ აქტივობაზე, რაც ვადის შესაძლო გადაცილების იდენტიფიცირებასა და მის დროულად აღმოფხვრაში გვეხმარება. საქსტატი – როგორც მონიტორინგისა და შეფასების მაკოორდინირებელი უწყება – პროგრამის მომხმარებლებს განსაზღვრავს, აგრეთვე უზრუნველყოფს ADAPT-ის გამოყენების საკითხებზე ტრენინგის ჩატარებას სამუშაო ჯგუფების იმ წევრებისათვის, რომლებიც მონიტორინგის პროცესში იქნებიან ჩართულნი.

სტრატეგიის განხორციელების დასრულების შემდეგ – 2023 წლის ბოლოს – ჩატარდება სტრატეგიის შეფასება. შეფასება ოფიციალური სტატისტიკის განვითარების სისტემაზე სტრატეგიის გავლენას შეაფასებს და მომდევნო საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავების საფუძველი გახდება. შეფასდება სტრატეგიული მიზნების გავლენის მაჩვენებლები და – სადაც შესაძლებელია – მოხდება მათი შედარება საბაზისო და სამიზნე მონაცემებთან. შეფასება პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს მე-6 დანართის მიხედვით განხორციელდება. შეფასების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით, მას დამოუკიდებელი კონსულტანტი/კონტრაქტორი ჩაატარებს. ტექნიკური დავალების შემუშავებასა და კონტრაქტორის შესარჩევად ტენდერის ჩატარებაზე სამდივნო იქნება პასუხისმგებელი. შეფასების შედეგები საბჭოს წარედგინება და საბოლოო ანგარიში საქსტატის ვებსაიტის შესაბამის განყოფილებაში აიტვირთება. გლობალური შეფასების შემდეგი რაუნდი – რომელიც დაახლოებით სტრატეგიის დასრულების პერიოდს დაემთხვევა – ყოვლისმომცველი შეფასების მეთოდად გამოდგება და სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგომარეობაზე სტრატეგიის განხორციელების გავლენას ასახავს. მომდევნო გლობალური შეფასება აჩვენებს, რამდენად გაიზარდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებთან და სტატისტიკის პრაქტიკის ევროპულ კოდექსთან შესაბამისობა. შეიძლება განხილული იყოს სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების შეფასების დამატებითი წყაროები, როგორიცაა საერთაშორისო საგარეო რეიტინგები და შეფასებები: მსოფლიო ბანკის სტატისტიკური შესაძლებლობების მაჩვენებელი5 და ღია მონაცემთა ნუსხა6. თუმცა ეს რეიტინგები შეფასების მთავარ წყაროდ არ უნდა იყოს განხილული, ვინაიდან ისინი სტრატეგიის განხორციელების დონეს და ეფექტურობას, ასევე მის გავლენას საქართველოს სტატისტიკის სამსახურის განვითარებაზე სრულად არ ასახავს. ამ რეიტინგების მთავარი მიზანი სტატისტიკის ეროვნული სისტემის ცალკეული ასპექტების სხვა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების შესაბამის ასპექტებთან შედარებაა.