„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგიისა“ და „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგიის 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№290
სარეგისტრაციო კოდი
470000000.10.003.024690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №290

2024 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1

1. „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგია“ (დანართი №1).

2. „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგიის 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმა“ (დანართი №2).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (3)
დან.1.docx

დანართი 1

სარჩევი

1. შესავალი 4

2. არსებული სიტუაციის ანალიზი 8

2.1 მაღალმთიანი დასახლებები საქართველოში 8

2.2 მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა 10

2.3 ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა მაღალმთიან დასახლებებში 14

2.4 მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკური პროფილი 17

2.4.1 მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობა მაღალმთიან დასახლებებში 27

2.4.2 სოფლის მეურნეობა 28

2.4.3 გარემოს დაცვა 29

2.4.4 ტურიზმი 30

2.5 ინფრასტრუქტურა 34

2.5.1. საგზაო ინფრასტრუქტურა 35

2.5.2. ელექტროენერგია 35

2.5.3. ინტერნეტიზაცია 36

2.5.4. გაზმომარაგება 37

2.5.5. ნარჩენების მართვა 38

2.5.6. წყალმომარაგება 38

2.6. სოციალური და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობა 38

2.6.1. განათლება და სპორტი მაღალმთიან დასახლებებში 39

2.6.2. ჯანდაცვის სერვისები 42

2.6.3. ტრანსპორტი 42

2.7. გამოვლენილი გამოწვევების შეჯამება 42

პრობლემის ხე 44

3. სტრატეგიის ხედვა 45

4. სექტორული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები 47

სექტორული პრიორიტეტი − მეწარმეობა 48

მიზანი 1. მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით 48

ამოცანა 1.1. მაღალმთიან დასახლებებში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის 49

ამოცანა 1.2. გადამამუშავებელი სექტორის, მთის ნიშური პროდუქციის წარმოების და ტურიზმის მხარდაჭერა 50

სექტორული პრიორიტეტი − ინფრასტრუქტურა 51

მიზანი 2. მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკის სტიმულირებაზე და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება 51

ამოცანა 2.1. მაღალმთიან დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 52

ამოცანა 2.2. მაღალმთიანი დასახლებების, განსაკუთრებით ისტორიული მხარეების უნიკალური ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა 55

ამოცანა 2.3. მაღალმთიან დასახლებებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა 55

სექტორული პრიორიტეტი − სერვისები 56

მიზანი 3. მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება 56

ამოცანა 3.1. მაღალმთიან დასახლებებში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარება 56

ამოცანა 3.2. პირველადი ჯანდაცვის განვითარება და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება 57

ამოცანა 3.3. ტერიტორიული მარკეტინგის გზით მთაში ცხოვრებისა და მუშაობის პოპულარიზაცია 58

5. განხორციელება და კოორდინაცია 58

6. მონიტორინგი და შეფასება 60

7. ლოგიკური ჩარჩო 63

8. დანართები 71

ფიგურების ჩამონათვალი

ფიგურა 1. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში 10

ფიგურა 2. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა რეგიონულ ჭრილში 11

ფიგურა 3. საშუალო ასაკი ისტორიული მხარეების მაღალმთიან დასახლებებში (2014 წელი) 12

ფიგურა 4. მოსახლეობის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2015 წელთან შედარებით 12

ფიგურა 5. ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა მაღალმთიანი დასახლეების მქონე და მაღალმთიანი დასახლების არმქონე მუნიციპალიტეტებში 2015-2022 წლებში 13

ფიგურა 6. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების მიმართ სოციალურ შეღავათებზე მიმართული საბიუჯეტო სახსრები მილიონ ლარებში, 2016-2022 წწ. 16

ფიგურა 7. გაცემული ფულადი დახმარება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული ბავშვისათვის 2016-2023 წლებში 16

ფიგურა 8. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის შემოსავლების შედარება საქართველოს მაჩვენებელთან 2019-2022 წლებში 17

ფიგურა 9. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ახლად რეგისტრირებულ ბიზნეს- სუბიექტთა რაოდენობა ჯამურად 2012-2022 წლებში 18

ფიგურა 10. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა და ბიზნესსექტორის ბრუნვა (მლნ ლარი) 2014-2022 წლებში 19

ფიგურა 11. დამატებითი ღირებულების პროცენტული ცვლილება წინა წელთან შედარებით 20

ფიგურა 12. პროდუქციის გამოშვების დინამიკა მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (2014-2022) 21

ფიგურა 13. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (2014-2022) 22

ფიგურა 14. ბიზნესსექტორის ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში 2014-2022 წლებში 23

ფიგურა 15. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ჩადებული ინვესტიციები და შექმნილი დამატებითი ღირებულება (2014-2022) 24

ფიგურა 16. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში პროდუქციის გამოშვება და ბიზნესსექტორის შუალედური მოხმარება (2014-2022) 25

ფიგურა 17. C-სექტორის წილი (დამამუშავებელი მრეწველობა) მოქმედ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობაში მუნიციპალიტეტების მიხედვით 2021 წელი 26

ფიგურა 18. რეგიონებში რეგისტრირებულ მაღალმთიან საწარმოთა რიცხვი წლების მიხედვით 27

ფიგურა 19. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო მიწის პროცენტული წილი 29

ფიგურა 20. ვიზიტორების, მათ შორის, უცხოელების ჯამური რაოდენობა მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში, 2015-2022 წწ. 32

ფიგურა 21. მაღალმთიან დასახლებებში მდებარე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა (2019-2023) 33

ფიგურა 22. საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა მოსახლეობის 1 000 კაცზე 40

ფიგურა 23. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1000 მოსახლეზე 41

ფიგურა 24. მოსახლეობაში 20-39 წლის ჯგუფების რაოდენობა 2017-2023 წლებში 43

შესავალი

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებები ბუნებრივი, ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო რესურსებით და სოციალური პირობების, ეთნო-კულტურული თავისებურებების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც დაბლობის საცხოვრებელი არეალებისგან, ისე ერთმანეთისგანაც. მთა, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოსთვისაც სუფთა ენერგიის, წყლის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის უძვირფასეს წყაროს წარმოადგენს, ამავდროულად, მაღალმთიანი დასახლებები და იქ მაცხოვრებლები უფრო მოწყვლადი არიან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკებისადმი (მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები), ვიდრე არამაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლები. მთისთვის დამახასიათებელი მოვლენები და იქ არსებული პირობები, როგორიცაა, მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში საბაზისო ინფრასტრუქტურის და სერვისების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, მიწის გამოფიტვა, კლიმატის ცვლილება, რესურსების არამდგრადი გამოყენება, გამოწვევას წარმოადგენს მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრებისა და საქმიანობისათვის.

ასეთ პირობებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის შედეგად მიღწეული შედეგების შენარჩუნება და უწყვეტი განვითარების მხარდაჭერა იქ მცხოვრებ პირთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მაღალმთიანი რეგიონების1 მიმართ განხორციელებული პოლიტიკა2 ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილია და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ.

„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა“ მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის ცხოვრებისა და მუშაობის ხელშემწყობი პირობების შექმნას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, მთის პოტენციალის გამოყენებას და, ამგვარად, ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. სტრატეგია შემუშავებულია მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების პრინციპების შესაბამისად და განსაზღვრავს სექტორულ პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს, აგრეთვე ინდიკატორებს პროგრესის გასაზომად და სტრატეგიის განხორციელების პარალელურად მონიტორინგის განსახორციელებლად, ხოლო შეფასების ჩასატარებლად როგორც შუალედური პერიოდის, ისე სამიზნე 2030 წლისათვის.

სტრატეგიის მიზნები და ამოცანები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტთან − „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“3, რომელშიც სექტორული პრიორიტეტის „რეგიონული განვითარება“ მე-12 მიზანს წარმოადგენს „ევროკავშირის ღირებულებებთან ჰარმონიზებული რეგიონული პოლიტიკის განხორციელება და მაღალმთიანი რეგიონების განვითარება“. აღნიშნული მიზნის ფარგლებში სახელმწიფოს დასახული აქვს ამოცანა 12.2: „მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრებისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობებისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“. ამოცანის თანახმად, „მომდევნო წლების განმავლობაში ყურადღება დაეთმობა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას, გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და საჯარო სერვისების განვითარება, მთაში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნა/გაუმჯობესება და მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებზე მორგებული საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობის/განვითარების ხელშეწყობა. მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკური საქმიანობის წახალისებაზე მიმართული ღონისძიებებისა და ამ დასახლებებში საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად, დასახლებებში გაიზრდება მაღალმთიან საწარმოთა რაოდენობა და აქ დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი.“

სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აგრეთვე, ეხმიანება გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს, საქართველოს მთავრობის მიერ „რიო+20-ის“ 2012 წლის №66/288 დეკლარაციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და 2019 წლის 12 ნოემბერს დამტკიცებულ „მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დოკუმენტს4“.

ასევე სტრატეგიის მიზნები და ამოცანები, როგორიცაა, მაგალითად, მეწარმეობა, ტურიზმი, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, სერვისების და უნარების განვითარება, წარმოადგენს ეროვნული და სექტორული განვითარების მიზნებსა და ამოცანებს და ხელს უწყობს შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტებით (მაგ., „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2021 − 2025 წლებისათვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №351 დადგენილება; „სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის №180 დადგენილება) განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მიერ მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, პრიორიტეტად იქცა ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკისა და მისი დაფინანსების პრინციპებთან ჰარმონიზაციის დაჩქარება. ევროკავშირის სტრუქტურულ ფონდებთან წვდომისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის დაფინანსების ისეთი პრინციპების დანერგვა, როგორიცაა კოჰეზიის (გათანაბრების) პრინციპი, ტერიტორიული მიდგომა და ინტეგრირებული განვითარება. აგრეთვე, ევროკავშირის ფონდებთან და განვითარების პოლიტიკასთან ინტეგრაციისთვის აუცილებელია ევროკავშირის განვითარების პოლიტიკის 2021-2027 წლების პრიორიტეტების მაქსიმალური გათვალისწინება.

სტრატეგია ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას. პოლიტიკის დაგეგმვისას გამოყენებულ იქნა მთის ტერიტორიების თანამშრომლობისა და განვითარების ევროპული მრავალსექტორული ასოციაციის (Euromontana) წევრი ევროპული ქვეყნების მაღალმთიანი დასახლებების დეპოპულაციის წინააღმდეგ საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელი პლატფორმის (PADIMA)5 რეკომენდაციები. მათ თანახმად, მაღალმთიანი დასახლებებიდან მოსახლეობის დეპოპულაციის წინააღმდეგ პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს მთაში ცხოვრებისა და მუშაობისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სამუშაო ასაკის მოსახლეობისთვის, რომელთა ემიგრაცია მთიდან უკავშირდება სწავლას და უფრო დივერსიფიცირებული სამუშაო ადგილების ძებნას, გარკვეულ სერვისებზე წვდომის ნაკლებობას, არასაკმარის კულტურულ აქტივობებს, სერვისებამდე ან სამსახურამდე შორ მანძილსა და მკაცრ კლიმატურ პირობებს.6 წინამდებარე სტრატეგია ითვალისწინებს სწორედ ამ მიდგომებს და ასევე ეფუძნება ევროკავშირის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პრინციპებზე აგებულ რეგიონული პოლიტიკას.

წინამდებარე სტრატეგია მომზადებულია შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2023 წლის 18 აპრილის №52/ო ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი, თავის მხრივ, შეთანხმებულ იქნა „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ოქტომბრის №536 დადგენილებით შექმნილ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოზე, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რომელიც განიხილავს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას.

„პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემებრის №629 დადგენილების შესაბამისად, დოკუმენტში გაანალიზებულია წინამორბედი სტრატეგიის შედეგები − დეტალურად მიმოხილულია მონაცემები და გრაფიკული სახით წარმოდგენილია ინფორმაცია 2019 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პირველი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე და მის შემდეგ. აღნიშნული მონაცემები აგრეთვე ასახავს 2015 წელს პარლამენტის მიერ მიღებული „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური და ეკონომიკური შეღავათების შედეგებსაც.

დოკუმენტში „მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტების“ მაჩვენებლებისთვის გამოყენებულია საქართველოს იმ 21 მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მონაცემები, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი დასახლებების საერთო რაოდენობაში შეადგენს ან აღემატება 59%-ს. აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი 100%-ია, ერთ მუნიციპალიტეტში − 96%, 3 მუნიციპალიტეტში − 70-75%, ერთში − 68% და ერთში − 59%. ეს რეგიონები და მუნიციპალიტეტებია: რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის მუნიციპალიტეტები), აჭარა (ხულოს, ქედას, შუახევის მუნიციპალიტეტები), მცხეთა-მთიანეთი (ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის მუნიციპალიტეტები), ქვემო ქართლი (დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის მუნიციპალიტეტები), სამეგრელო-ზემო სვანეთი (მესტიის მუნიციპალიტეტი), სამცხე-ჯავახეთი (ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, ბორჯომის მუნიციპალიტეტები) და კახეთი (ახმეტის მუნიციპალიტეტი). ზემოხსენებული მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები დოკუმენტში გაანალიზებულია დემოგრაფიის, ეკონომიკის, აგრეთვე განათლების, ტურიზმის და ჯანდაცვის სტატისტიკური მაჩვენებლების ჭრილში. ცალკეული რეგიონების გარდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური მონაცემები გაანალიზებულია ასევე მათ ფარგლებში არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეებისა და ისეთი მუნიციპალიტეტების დონეზეც, რომლებიც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებისგან მნიშვნელოვანი მახასიათებლებით განსხვავებულია. სიტუაციის ანალიზი განხორციელდა 2023 წელს, ხოლო მონაცემები გაანალიზებულია კანონის ამოქმედებიდან უახლოეს წლამდე, რომლისთვისაც მონაცემები ხელმისაწვდომი იყო (2022 წ., ხოლო ბიზნესრეესტრის სტატისტიკისთვის − 2021 წ.). გარდა 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის შესახებ სტატისტიკური მონაცემებისა, დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია იმ 44 მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად შეგროვებული მონაცემების გაანალიზებით მიღებული ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს სხვადასხვა რაოდენობის დასახლებას. კვლევის პროცესში ასევე გამოყენებულ იქნა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“ და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრაციული მონაცემები, აგრეთვე, საჯარო მოხელეებთან ჩატარებული ფოკუს ჯგუფებიდან მიღებული ინფორმაცია.

დოკუმენტის შემუშავებისას, 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შემუშავებული 2024-2030 წლების სტრატეგიის და 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების პროცესი 2024 წლის 3 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საჯარო კონსულტაციებში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გასაზრდელად შერჩეულ იქნა როგორც ელექტრონული, აგრეთვე, ფიზიკური კონსულტაციების მეთოდები. საჯარო კონსულტაციები გაიმართა ფიზიკურად, ყველა რეგიონში გასვლითი შეხვედრების ფორმატში, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან, აგრეთვე, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. საჯარო კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო ჯამში 408 დამსწრე პირმა. გამოთქმული მოსაზრებების უმეტესობა ასახულ იქნა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში (იხ. საჯარო კონსულტაციების ანგარიში დანართი №2).

წარმოდგენილი სტრატეგიის პირველი ნაწილი ეთმობა ქვეყნის მაღალმთიან დასახლებებში არსებული სიტუაციის სიღრმისეულ ანალიზს და წინა სტრატეგიის შედეგების მიმოხილვას, მეორე ნაწილში აღწერილია ამ გამოწვევების დასაძლევად დასახული ხედვა, სექტორული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, ხოლო მომდევნო თავში წარმოდგენილია განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩო.

არსებული სიტუაციის ანალიზი

წინამდებარე სიტუაციის ანალიზი შემუშავებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტის ჭრილში და სხვადასხვა უწყების ადმინისტრაციული მონაცემების გაანალიზების საფუძველზე, აგრეთვე, გაანალიზდა 44 მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგები. სიტუაციის ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული გამოწვევები სტრუქტურირებული იქნა „პრობლემის ხის ანალიზის“ მეთოდით.

2.1 მაღალმთიანი დასახლებები საქართველოში

2015 წლის 16 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ შეთავათებს მაღალმთიანი დასახლებებისთვის. „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №343 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგია, „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №342 დადგენილებით და „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის №189 დადგენილებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმები, რომელიც აერთიანებდა 3 სტრატეგიულ მიზანს, 13 ამოცანას, 41 აქტივობასა და 65 ქვეაქტივობას. სტრატეგიული მიზნები მოიცავდა შემდეგს: „მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება“, „მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა“ და „მაღალმთიან დასახლებებში სერვისების ხელმისაწვდომობა“.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, მაღალმთიანი დასახლება არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, მაღალმთიანი დასახლებების იდენტიფიცირების პარამეტრები და კრიტერიუმები ეყრდნობა მათ მდებარეობას ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით. ამ კანონით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვთ ზღვის დონიდან 1 500 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებს, აგრეთვე, საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ზღვის დონიდან 800 მეტრიდან 1 500 მეტრ სიმაღლემდე მდებარე დასახლებასაც, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს (მათ შორის, მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები).

მაღალმთიანი დასახლებები სიმაღლეების მიხედვით, მეტრი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 801 დასახლებას, რომელთაგან ყველაზე მეტი (434) მაღალმთიანი დასახლებაა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.

ფიგურა 1. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

მაღალმთიან დასახლებათა შორის უმეტესობა სოფლის ტიპის დასახლებებია (98.3%, 1 771 სოფელი), მცირე რაოდენობით კი − დაბის (1.17%, 21 დაბა) და ქალაქის (0.5%, 9 ქალაქი) ტიპის.

2.2 მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა

საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ამავე მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, თუ იგი აკმაყოფილებს განსაზღვრულ კრიტერიუმებს: „ა) არის საქართველოს მოქალაქე; ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში; გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი“.

მაღალმთიან დასახლებაში, 2024 წლის მარტის მდგომარეობით, მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონეა ჯამში 259 241 მოქალაქე, მათ შორის ყველაზე მეტია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. მუნიციპალურ ჭრილში ყველაზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს ახალქალაქის, დმანისის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები − მესტიის, ყაზბეგის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.

ფიგურა 2. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა რეგიონულ ჭრილში

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია

მაღალმთიან დასახლებათა უმეტესობაში მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია, მათ შორის ისტორიული მხარეების მაღალმთიანი დასახლებების მონაცემების მიხედვით, საშუალო ასაკი ყველაზე დაბალია პანკისის ხეობის მაღალმთიან დასახლებებში, ხოლო ყველაზე მაღალი − ისტორიული გუდამაყარის მხარეში.

ფიგურა 3. საშუალო ასაკი ისტორიული მხარეების მაღალმთიან დასახლებებში (2014 წელი)

წყარო: საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საფუძველზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია

2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მოსახლეთა რაოდენობა 3.07%-ით შემცირდა და შეადგინა 376,6 ათასი მოსახლე, მაშინ, როდესაც არამაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა 0.79%-ით გაიზარდა. თუმცა, თუ გავაანალიზებთ მხოლოდ 2022 წლამდე არსებულ მონაცემებს, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული მაღალი ემიგრაციული პროცესების გავლენა რომ გამოვრიცხოთ, 2015-2021 წლებში მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მოსახლეობა შემცირდა 2.3%-ით მაშინ, როდესაც არამაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა (თბილისის გამოკლებით) შემცირდა უფრო მეტად − 3,2%-ით. თბილისის ჩათვლით არამაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა გაიზარდა 0.47%-ით, რადგან თბილისში მაღალია როგორც შიდა, ისე გარე მიგრაცია და მისი მოსახლეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის შემცირება ქვეყანაში საერთო მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება და მისი ნაწილია.

ფიგურა 4. მოსახლეობის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2015 წელთან შედარებით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

2015 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მკვიდრთა წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში შემცირებულია 0,36 პროცენტული პუნქტით და შეადგენს 10.8%-ს. 5 წლის განმავლობაში საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366 დან 360 ადამიანამდე.

2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, მოსახლეობის მატება დაფიქსირდა ქვემო ქართლის (8%), მცხეთა-მთიანეთის (4%) და აჭარის (5.4%) მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.

2015 წლიდან საქართველოს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ცოცხლად დაბადებულთა7 რიცხვის კლება შეინიშნება, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არამაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში უფრო შემცირებულია. 2017-2022 წლებში შობადობის ზოგადი კოეფიციენტი საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში შემცირდა.

ფიგურა 5. ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა მაღალმთიანი დასახლეების მქონე და მაღალმთიანი დასახლების არმქონე მუნიციპალიტეტებში 2015-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

2022 წლის მონაცემებით, შობადობის კოეფიციენტი8 ყველაზე მაღალია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (15.4), მესტიის მუნიციპალიტეტში (14.2), ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში და სამცხე-ჯავახეთში (ადიგენის − 12.7, ასპინძის − 11.3, და დმანისის მუნიციპალიტეტებში − 12.6), ასევე საკმაოდ მაღალია მაღალმთიან აჭარაში (შუახევი − 12.2 და ქედა − 11.5, თუმცა ხულოში უფრო ნაკლებია − 10.5), ხოლო დაბალია თიანეთის მუნიციპალიტეტში (6.3), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (7.9), დუშეთის მუნიციპალიტეტში (8.2), ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (8.6), ონის მუნიციპალიტეტში (8.7) და ცაგერის მუნიციპალიტეტში (8.8), ხოლო ბუნებრივი მატების კოეფიციენტი9 დადებითია შუახევის, მესტიის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.

2.3 ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა მაღალმთიან დასახლებებში

ჯანდაცვის მიმართულებით „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №343 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგია მოიცავდა სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობას, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლებას სპეციალიზებული მაღალი გამავლობის ავტომობილებით, პირველადი სამედიცინო (ექიმამდელი) დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც ახორციელებდა სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ყოველთვიური დანამატი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება: ექიმებისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ სახელფასო დანამატისა, 2022 წელს, 2011 წლის მონაცემებთან შედარებით, საექთნო პერსონალის რაოდენობამ იკლო ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტში, გარდა სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებისა.

საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი სოციალური შეღავათებით: შვილის შეძენისას ოჯახების სოციალური დანამატი − 2016 წლის პირველი იანვრიდან, ოჯახები, რომელთაც კანონის ამოქმედების შემდეგ შეეძინათ შვილი, იღებენ ყოველთვიურ ფულად დახმარებას, პირველ და მეორე შვილზე − 1 წლის განმავლობაში 100 ლარს, ხოლო მესამე და შემდგომ შვილზე − 2 წლის განმავლობაში 200 ლარს. პენსიონერთა დანამატი − 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო სოციალური დახმარების სახით დანამატის გაცემა საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისათვის. კანონით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიის 20%-იან დანამატს. სოციალური პაკეტის მიმღები პირთა დანამატი − 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო ასევე სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებისათვის ყოველთვიური დანამატის გაცემა მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. საჯარო სკოლის მასწავლებელთა დანამატი − მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი (ხელფასის არანაკლებ 35%) 2016 წლის 1 სექტემბრიდან გაიცემა. ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის. 2016 წლიდან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია ვაუჩერული დაფინანსების გაზრდილი ოდენობით, რომელიც გამოყენებულია პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების დანამატის გაცემის მიზნით. სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების დანამატი − „მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №436 დადგენილებით დაამტკიცა მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა. ამ პროგრამის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები და მომუშავე მწვრთნელებს ეძლევათ დანამატები. მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათი − 2017 წლის 1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე აბონენტებს (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს) უნაზღაურდებათ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა. ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის ხელშეწყობა − მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით ოჯახები იღებენ 15 კუბურ მეტრამდე შეშით სარგებლობის უფლებას.

2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით, სოციალურ შეღავათებზე გაწეული ხარჯი შეადგენს 629,746,582 ლარს. ყველაზე მეტი, 47.5% მიიმართა დანამატებზე პენსიებზე, 18.9% მიიმართა მასწავლებლებისთვის განკუთვნილ სახელფასო დანამატზე, 11.5% მიიმართა ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე, 9% − ბავშვებზე სოციალურ დახმარებაზე, 6.6% -ექიმებისა და ექთნების სახელფასო დანამატზე, 5.6% − დანამატზე სოციალურ პაკეტზე. ყოველწლიურად მზარდი იყო ყველა სოციალური შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობა.

ფიგურა 6. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირების მიმართ სოციალურ შეღავათებზე მიმართული საბიუჯეტო სახსრები მილიონ ლარებში, 2016-2022 წწ.

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ანგარიშები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე ბენეფიციარებზე გაცემული სოციალური შეღავათების თაობაზე

ფიგურა 7. გაცემული ფულადი დახმარება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული ბავშვისათვის 2016-2023 წლებში

წყარო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ანგარიშები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე ბენეფიციარებზე გაცემული სოციალური შეღავათების თაობაზე

ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვზე ფულადი დახმარების სოციალურ შეღავათი ყოველთვის კორელაციაში არ ყოფილა დაბადებული ბავშვების რაოდენობასთან, სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლის პირველ კლასში ჩარიცხული ბავშვების რაოდენობრივ მაჩვენებლებთან. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში შობადობის მაჩვენებელზე დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბავშვზე გაცემული ფულადი დანამატი, არამედ, და უფრო მეტად, ზოგადად ამ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსახლეობის, შენარჩუნების მაჩვენებელი. ეს უკანასკნელი კი უფრო მეტად დამოკიდებულია მუნიციპალიტეტში ცხოვრებისა და მუშაობის პირობების და შესაბამისი ეკონომიკური შესაძლებლობების არსებობასთან.

2.4 მაღალმთიანი დასახლებების ეკონომიკური პროფილი

მუნიციპალიტეტების დონეზე, შინამეურნეობების შემოსავლებისა და დანახარჯების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ისეთი რეგიონის მონაცემები, რომელიც მთლიანად მაღალმთიან რეგიონს წარმოადგენს და სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული არაერთი ინტერვენციის სამიზნე არეალი იყო გასულ წლებში. კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონის როგორც ერთი სულის, ისე ერთი შინამეურნეობის შემოსავლები დაუახლოვდა და ზოგ პარამეტრში გადაუსწრო საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (იხ. დიაგრამა).

ფიგურა 8. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის შემოსავლების შედარება საქართველოს მაჩვენებელთან 2019-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობების შემოსავლების გამოკვლევა

2012-2022 წლებში ახლადრეგისტირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა საქართველოს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ზოგადი მატების ტენდენციით ხასიათდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი სუბიექტი 2022 წელს დარეგისტრირდა, მათ შორის ყველაზე მეტი ბიზნესსუბიექტი რეგისტრირებულია ახალციხის, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები − ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. 2014 წლიდან 2022 წლამდე საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა გაიზარდა 148%-ით, ხოლო სექტორის ბრუნვა 129%-ით. ამავე წლებში მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში პროდუქციის გამოშვება გაიზარდა 115%-ით, ხოლო დამატებითი ღირებულება 110%-ით.

ფიგურა 9. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ახლადრეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა ჯამურად 2012-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი დასახლებების მუნიციპალიტეტებში მეტი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა, ვიდრე არამაღალმთიან დასახლებებში. 2014-2021 წლების შუალედში არამაღალმთიან დასახლებებში დარეგისტრირებულ და მოქმედ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა გაიზარდა 36%-ით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში იგივე მაჩვენებელმა 73.8% შეადგინა. მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესსექტორის ბრუნვა გაიზარდა 117.3%-ით, ხოლო არამაღალმთიან დასახლებებში − 203%-ით. მოსახლეობის 1 000 კაცზე გათვლით ყველაზე მეტი მოქმედი ბიზნესსუბიექტი რეგისტრირებულია ყაზბეგის, ადიგენის, ამბროლაურის, ბორჯომის, ლენტეხის და მესტიის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ყველაზე ნაკლები − ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, თეთრიწყაროს და თიანეთის მუნიციპალიტეტებში. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საშუალო მაჩვენებელია 54.2, საშუალო ეროვნული მაჩვენებელია 61.5.

საქართველოს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში 2014 წლიდან 2022 წლამდე იზრდებოდა ბიზნესსექტორის ბრუნვა. ჯამში ეს მაჩვენებელი 1147.1 მლნ ლარიდან გაიზარდა 2624.2 მლნ ლარამდე.

ფიგურა 10. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა და ბიზნესსექტორის ბრუნვა (მლნ ლარი) 2014-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

ფიგურა 11. დამატებითი ღირებულების პროცენტული ცვლილება წინა წელთან შედარებით

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

2014-2022 წლებში საქართველოს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში პროდუქციის გამოშვება ზოგადი ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა. პროდუქციის გამოშვების ზრდა ყველაზე მაღალია სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში. ყველაზე დაბალი ზრდა 55.2% დაფიქსირდა ქვემო ქართლის მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში.

ფიგურა 12. პროდუქციის გამოშვების დინამიკა მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (2014-2022)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

2014 წლიდან მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა, 2020 წლის გამოკლებით. 2022 წელს დასაქმებულად აღირიცხა 57.7%-ით მეტი ადამიანი, ვიდრე 2014 წელს (ბიზნესსექტორის მონაცემები).

ფიგურა 13. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (2014-2022)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

2022 წლისთვის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ბიზნესსექტორში დასაქმებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ბორჯომის (5415) და ახალციხის (4295) მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება, ასევე საკმაოდ მაღალია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი (1614), ეს მაჩვენებელი შედარებით მცირეა თიანეთის (481), ცაგერის (329) და ლენტეხის (399) მუნიციპალიტეტებში.

რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას, ეს რიცხვი 2022 წელს 2014 წელთან შედარებით 31.8%-ით არის გაზრდილი. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია ისეთ მუნიციპალიტეტებში, როგორებიცაა ახმეტა (-13%), თიანეთი (-10%), ლენტეხი (-25%), ცაგერი (-62%), წალკა (-26%) და ა.შ.

2014 წლის შემდეგ ბიზნესსექტორის ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების შედინება-მატებით და კლებით ხასიათდებოდა. მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა, დაბალი რჩება ინვესტიციების მოცულობა.

ფიგურა 14. ბიზნესსექტორის ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში 2014-2022 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

ბიზნესსექტორის ინვესტიციების თვალსაზრისით, მაღალმთიანი დასახლებების წილი მთელი ქვეყნის ინვესტიციების მაჩვენებლის მხოლოდ 4.27%-ია (2022 წლის მდგომარეობით). 2014-2022 წლებში მაღალმთიან დასახლებებში შექმნილი დამატებული ღირებულება, 2020 წლის გამოკლებით, ყოველ წელს იზრდებოდა. 2022 წელს 2014 წელთან შედარებით დამატებული ღირებულების ეს მაჩვენებელი 110%-ით არის გაზრდილი.

ფიგურა 15. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ჩადებული ინვესტიციები და შექმნილი დამატებითი ღირებულება (2014-2022)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

ფიგურა 16. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში პროდუქციის გამოშვება და ბიზნესსექტორის შუალედური მოხმარება (2014-2022)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

აღსანიშნავია, რომ გადამამუშავებელი მრეწველობის წილი ყველაზე მაღალია ახმეტის, ნინოწმინდის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, შედარებით დაბალი − ადიგენის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. საერთო ჭრილში მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში დაბალია გადამამუშავებელი მრეწველობის საშუალო წილი (5.49%).

ფიგურა 17. C-სექტორის წილი (დამამუშავებელი მრეწველობა) მოქმედ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობაში მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2021 წელი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის №633 დადგენილებით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრის თანახმად, სტატუსის მქონე საწარმოების რაოდენობა მზარდია და 2023 წლის ბოლოსთვის შეადგენს 538-ს, მათ შორის რეგიონულ ჭრილში ყველაზე მეტი რეგისტრირებულია სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში, ხოლო მუნიციპალურ ჭრილში − ამბროლაურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, წალკის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

ფიგურა 18. რეგიონებში რეგისტრირებულ მაღალმთიან საწარმოთა რიცხვი წლების მიხედვით

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაღალმთიანი საწარმოების რეესტრი

მაღალმთიან დასახლებებში რეგისტრირებული საწარმოების უმრავლესობა ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, აგრეთვე, სამშენებლო მასალების და ავეჯის წარმოებას, ხის დამუშავებას და სხვადასხვა საქმიანობას.

2.4.1. მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობა მაღალმთიან დასახლებებში

საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოთა წილი მოქმედ საწარმოთა 99.7%-ს უტოლდება, რაც ნათლად წარმოაჩენს მათ მნიშვნელობას როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით.10 საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სოციალური გავლენის თვალსაზრისით, დასაქმების მხრივ უდიდესი როლი სწორედ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ეკისრება, რადგანაც ის ასაქმებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და უზრუნველყოფს მათი შემოსავლების ზრდას.

სსიპ „აწარმოე საქართველოს“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ზეგავლენის შეფასების თანახმად, 2015-2022 წლებში გაცემული 8 209 გრანტმა შექმნა 21 185 სამუშაო ადგილი, რაც ერთ პროექტზე 2.5 დასაქმებულს ნიშნავს − საშუალო დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა შეადგენდა 43%-ს, ხოლო ბენეფიციართა პროდუქტიულობის ზრდა შეადგენდა 19%-ს.

აღსანიშნავია, რომ მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირების მიზნით, „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის №201 დადგენილებით დამტკიცდა პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო“.

2.4.2. სოფლის მეურნეობა

ქვეყნის მიწის რესურსების ტერიტორიული განაწილების კუთხით, საქართველოს მთიან და მთისწინა არეალებზე მოდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაახლოებით 61%. ზღვის დონიდან 1 000 მ-მდე მიწები მებაღეობა-მებოსტნეობის, მევენახეობისა და ინტენსიური მემინდვრეობისთვის გამოიყენება, ხოლო დასავლეთ საქართველო სუბტროპიკული კულტურების გავრცელების არეალია. ზღვის დონიდან 1000 მ-დან და ზევით ძირითადად სათიბ-საძოვრებია განვითარებული.

სოფლის მეურნეობის როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამამუშავებელი წარმოების მხარდაჭერის პროგრამებს ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო.„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ არის სპეციალურად მაღალმთიან დასახლებებში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერისთვის შემუშავებული. აგრეთვე „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაკეთდა სპეციალური კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ მაღალმთიან დასალებებში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის მოტობლოკების შესყიდვის თანადაფინანსებას. ამის გარდა, მაღალმთიან რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, მის მიერ განხორციელებულ პროექტებში/პროგრამებში აქვს სპეციალური პირობები. კერძოდ: სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი დასახლებების ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია 10 %-ით მეტი სახელმწიფო თანადაფინასება, ამის გარდა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვაგვარი უპირატესობა: თუ ბარში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ჯამური ფართობი უნდა იყოს 20 ჰა.-ზე ნაკლები, მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში ეს მოთხოვნა დაწეულია 10 ჰა.-მდე.

მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის კუთხით გამოწვევაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების სიმცირე, ნიშური პროდუქციის წარმოების მცირე მასშტაბები, ტექნოლოგიებზე და ცოდნაზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, ახალგაზრდების გადინება და წარმოებული პროდუქციის სიმცირე.

წინა სტრატეგიით დასახული იყო მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მიწის რეგისტრაციის საკითხის გაუმჯობესება. ამ კუთხით დაფიქსირდა პროგრესი, თუმცა მაჩვენებელი კვლავაც დაბალია როგორც არასასოფლო კატეგორიის, ისე სასოფლო კატეგორიის მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში.

ფიგურა 19. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო მიწის პროცენტული წილი

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული მონაცემები

2.4.3. გარემოს დაცვა

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა ქმნის პოტენციალს განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, თუმცა, მრავალი მათგანი დაზიანებისა და განადგურების საფრთხის პირასაა და აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს.

ტყის მასივების უდიდესი ნაწილი მაღალმთიან დასახლებათა ტერიტორიაზეა. ამდენად, მათ მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ტყის კოდექსი, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდება ტყით სარგებლობისა და ტყის მდგრადი მართვის სისტემა. იგი უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი თუ ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ტყეების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, მათი ეკოლოგიური ფასეულობების გათვალისწინებით. ტყეების ეკონომიკური პოტენციალი არ არის ეფექტიანად გამოყენებული. მინიმალურია როგორც ტყის მერქნული (ხის გადამამუშავებელი საწარმოების მხრივ), ასევე არამერქნული რესურსის გამოყენება. მნიშვნელოვანია ტყითსარგებლობის ისეთი ქმედითი მიმართულებების დანერგვა, როგორიცაა სამონადირეო მეურნეობების მოწყობა, ტყეების რეკრეაციულ-საკურორტო დანიშნულებით სარგებლობა და ეკოტურიზმის განვითარება − ტურისტული პოტენციალის გამოყენება.

მაღალმთიან დასახლებებში საქართველოს ტყის რესურსის 98%-ია. ყველაზე ტყიანი რეგიონებია: აჭარა (63%) და რაჭა (56%). ტყის მასივების 60%-ზე მეტი ისეთ ფერდობებზეა განლაგებული, რომელთა დახრის კუთხე 25 გრადუსზე მეტია. 35 გრადუსზე მეტი დახრის მქონე ფერდობებზე იზრდება ტყეთა 24% და მათი გამოყენება კანონით აკრძალულია. ტყის თითქმის 60% ზღვის დონიდან 1 000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს (ცხრილი 1). ტყის ეკოსისტემებში გაბატონებული ჯიშია წიფელი. აღსანიშნავია, რომ რაჭაში არსებობს ე.წ. ხელუხლებელი ტყეები, რომლებიც შენარჩუნებულია პირვანდელი სახით და ბიომრავალფეროვნებით. კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა საქართველოში ვლინდება ტყის ეკოსისტემების გავრცელების ზედა საზღვრის ცვლილებით, ხანძრის შემთხვევათა გახშირებით და მავნებელ დაავადებათა გამრავლებით.

2.4.4. ტურიზმი

დიდი და მცირე კავკასიონის მაღალმთიან დასახლებათა უმრავლესობა განსაკუთრებით მიმზიდველია გარე და შიდა ტურიზმისთვის. მაღალმთიანი დასახლებები გამოირჩევა როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის კურორტებით, კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული, არქეოლოგიური და ბუნებრივი ძეგლებით. 20-ზე მეტ მაღალმთიან დასახლებას მინიჭებული აქვს კურორტის სტატუსი. ისინი კლიმატური და/ან ბალნეოლოგიური ტიპისაა, ხოლო მათი ძირითადი პროფილებია ფთიზიატრიული, ართოროლოგიური, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური, გინეკოლოგიური, პროფილაქტიკური, ალერგოლოგიური, გასტროენტეროლოგიური და პულმონოლოგიური.

საქართველოს რეგიონებში მდებარე კურორტების არსებული მდგომარეობისა და განვითარების პოტენციალის შეფასების მიზნით, სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტომ შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კურორტები და საკურორტო ადგილები. შესწავლის საფუძველზე შერჩეული ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტებისა და საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისთვის მომზადებული 63 ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევიდან 68.3% შესწავლა დაეთმო მაღალი მთის ზონაში მდებარე კურორტებსა და საკურორტო ადგილებს.

საყურადღებოა, რომ მაღალმთიანი დასახლებების უმეტესობას არ გააჩნია სივრცის დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმა (გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა, განაშენიანების დეტალური გეგმა) ან ხშირ შემთხვევაში, მოქმედი გეგმის დამტკიცებიდან გასულია რამდენიმე წელი და საჭიროებს რევიზიას/გადამუშავებას. ტურისტულად მიმზიდველ დასახლებებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტერიტორიების განვითარების/განაშენიანების სწორად დაგეგმვა, რთული რელიეფის, კლიმატის ცვლილების, გეოსაფრთხეების და უნიკალური ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პირობებში. აღსანიშნავია ე.წ. ესთეტიკური მახასიათებლების დაცვის სტრატეგიების შემუშავება განსაკუთრებით იმ დასხლებებში, რომელთაც გააჩნიათ მაღალი ბუნებრივ-კულტურული ღირებულება.

გამოწვევას წარმოადგენს მაღალმთიანი დასახლებების დამოუკიდებელ (თვითკმარ) ფუნქციურ ერთეულებად ჩამოყალიბება, აგრეთვე, სხვადასხვა სერვისებზე (განათლება, ჯანდაცვა, კომერცია და ა.შ.) ხელმისაწვდომობის გაზრდა, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, დაცლადი მოსახლეობის შეკავება, ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ა.შ. ამ ყველა საკითხის ინტეგრირება შესაძლებელი იქნება სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების გზით.

ტურიზმის სექტორში „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №343 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგია, „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №342 დადგენილებით და „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აპრილის №189 დადგენილებით დამტკიცებული საქმოქმედო გეგმები მოიცავდა ისეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას როგორიცაა ვიზიტორთა ცენტრი (ყაზბეგი), „თოკების პარკი“ ორ ეროვნულ პარკში (ალგეთი, მტირალა), საგამოფენო სივრცე (ბორჯომი, ხარაგაული), სამთო-საფეხმავლო ბილიკი (მესტია) და სამთო-საფეხმავლო და სალაშქრო ბილიკების მარკირება (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი), ტურისტული ბილიკები და ხიდები ახმეტის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში; ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პირების გადამზადებას, პრეს-ტურებს, ველომარათონს, კულტურული მარშრუტების გაფიცრულებას, თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში ჩემპიონატს, გათოვლიანების სისტემისა, სასრიალო ტრასების და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

2015-2022 წლებში მაღალმთიან დასახლებებში ვიზიტორების რაოდენობა მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, მათ შორის საერთაშორისო ვიზიტორების კუთხითაც. 2022 წელს, 2015 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 54%-ით, ხოლო მათ შორის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა − 46 %-ით.

ფიგურა 20. ვიზიტორების, მათ შორის უცხოელების ჯამური რაოდენობა, მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში, 2015-2022 წწ.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ზრდამ დადებითი გავლენა იქონია ყველა მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტზე, თუმცა არა ყველაზე თანაბრად. 2012-2022 წლებში 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში დეკლარირებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა გაიზარდა 162%-ით, 183-დან 479-მდე, ხოლო აღნიშნულ სასტუმროებში და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 146%-ით, 1 480-დან 3 642 ადამიანამდე.

2022 წლის მდგომარეობით, სასტუმროების ყველაზე დიდი რაოდენობა, 22% მოდიოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტზე, 17.3% − ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე, 12.7% − მესტიის მუნიციპალიტეტზე, 9.5% − ახალციხის მუნიციპალიტეტზე. 6.5-6.5%-ით შემდეგ ადგილზე არიან ამბროლაურის და ახმეტის მუნიციპალიტეტები. სასტუმროების ყველაზე მცირე რაოდენობაა (0-3) დმანისის, თიანეთის, შუახევის, ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში. დასაქმებულების თითქმის ნახევარი, 43% დასაქმებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 27% ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოლო 5-5.5 პროცენტით შემდეგ ადგილზე თითქმის თანაბრად არიან მესტიის, ახალციხის და ხულოს მუნიციპალიტეტები. 2.5%-ს თანაბრად ინაწილებენ ამბროლაურის, დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები. 2022 წლის მდგომარეობით, ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობს ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, შემდეგ მოდის მესტიის და ახალციხის მუნიციპალიტეტები.

მაღალმთიანი დასახლებები მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ასევე გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ამასთანავე, დაცული ტერიტორიების თვალსაზრით, განსაკუთრებით მდიდარია აღმოსავლეთ კავკასიონი და მაღალმთიანი აჭარა. აღნიშნული გარემოება ტურიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და განსაკუთრებით იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებიც დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მდებარეობენ ტურისტული ნაკადების სიმრავლით გამოირჩევიან. 2019 წელთან შედარებით, 2020 და 2022 წლებში, ყაზბეგის ეროვნული პარკის და ალგეთის ეროვნული პარკის გარდა, მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მდებარე დაცული ტერიტორიების ვიზიტორების პროცენტული წილი ვიზიტორთა საერთო რაოდენობაში გაზრდილია.

ფიგურა 21. მაღალმთიან დასახლებებში მდებარე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა (2019-2023)

წყარო: სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული მონაცემები

ტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებით იმ მაღალმთიან დასახლებებში, სადაც დაბალია ვიზიტორების რაოდენობა, ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით კვლავ არსებობს გამოწვევები, მათ შორისაა ასეთ არეალებში განთავსების ადგილების ნაკლებობა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ინფრასტრუქტურის ხარისხი, არასრულყოფილი ტურისტული სერვისები, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, ბუნებრივი სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის გზების და ხიდების ხშირი დაზიანება, დასუფთავების სერვისის მიწოდების შეფერხება, მარკირებული ბილიკების ნაკლებობა, ტურისტულად მიმზიდველ ძირითად ლოკაციებზე ბუნებრივი აირის არარსებობა, ტურისტულ მარშრუტებზე ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, სატელეფონო და ინტერნეტკავშირის არარსებობა/შეფერხება, ზოგიერთ ლოკაციამდე მისასვლელ გზებზე მანიშნებლების არარსებობა/სიმცირე, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების და ლოკაციების ცნობადობის ნაკლებობა და სხვა.

2.5. ინფრასტრუქტურა

„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №343 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის, ასევე, სხვა მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში განხორციელებული უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის მიუხედავად, მაღალმთიან დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის კუთხით კვლავ გამოწვევებია და საჭიროებს ეტაპობრივ გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ გარდა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამისა და უწყების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, მაღალმთიან დასახლებებში ასევე „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“ და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ ფარგლებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის“ დაფინანსებით, 2016-2023 წლებში, მხოლოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში განხორციელდა 291 პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ნაპირსამაგრი/ნაპირდაცვითი სამუშაოების, წყალმომარაგების გაუმჯობესების, რეკრეაციული სივრცეების, საბავშვო ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციის და სხვა სახის ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, მათ შორის ყველაზე მეტი, 59% (172 პროექტი) განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური პროცესებით განპირობებული გეოეკოლოგიური გართულებები, უმთავრესად, მთის ზონაზე მოდის და ამ მხრივ, სათანადო გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის არსებობა, მათ შორის მდინარეების ნაპირსამაგრი და ნაპირდაცვითი ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სტიქიური მოვლენების უარყოფითი ზეგავლენისგან, მათ შორის წყალდიდობისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით.

განათლებისა და კულტურის ინფრასტრუქტურის მიმართულებით, წინა სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია (სოფელ მაღაროსკარსა და ბარისახოში) და მშენებლობა (შატილი), გაიხსნა კოლეჯის ფილიალი ხულოში და რეაბილიტირდა შუახევში არსებული კოლეჯი.

2.5.1. საგზაო ინფრასტრუქტურა

მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული არაერთი პროექტისა, რომელიც მიმართული არის არა მხოლოდ რეგიონების და მუნიციპალიტეტების დაკავშირების, არამედ უშუალოდ მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ დასახლებებში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის, საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ გამოწვევები კვლავაც რჩება. გამოწვევები იდენტიფიცირებულია მათ შორის უშუალოდ მუნიციპალიტეტების გამოკითხვის თანახმადაც და საჭიროებები მუნიციპალიტეტების მიხედვით სხვადასხვაა.

წინა სტრატეგიის ფარგლებში განსაზღვრული ამოცანის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, აღსანიშნავია, რომ 2016-2022 წლებში დაფინანსდა 350 კმ-მდე გზის მშენებლობა/რეაბილიტაცია. გარდა საგზაო ინრასტრუქტურის მოწესრიგებისა, მაღალმთიან დასახლებებში განხორციელდა სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო და მდინარეების კალაპოტების გაწმენდითი სამუშაოები, აგრეთვე, გარკვეულ დასახლებებში მოეწყო წყალმომარაგების ქსელი.11

2.5.2. ელექტროენერგია

საშუალოდ, მუნიციპალურ ჭრილში ელექტროენერგიის მიწოდება უზრუნველყოფილია მაღალმთიანი დასახლებების 90%-100%-ისთვის, გარკვეულ მუნიციპალიტეტში ეს მაჩვენებელი 80-90%-ია. 2012-2013 წლებში USAID-მა განახორციელა 4 სოფლის ელექტროფიცირების სამუშაოები: ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელი იმერხევი; დმანისის მუნიციპალიტეტში სოფელი მამიშლარი; ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელი ჭართალი, დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელი შატილი. 2013 წელს პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში დაიწყო ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დასახლებული პუნქტების ელექტრიფიცირების სამუშაოები. სამუშაოები 2016 წელს დასრულდა და 29 უშუქო სოფელში 630 აბონენტი ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში.12 ამავე პროექტის ფარგლებში სოფელ მუცოში აშენდა 100 კილოვატიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც, ასევე, ემსახურება მუცოს ისტორიული ძეგლის განათებას. პროექტი სრულად დაფინანსდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ. 2019 წელს განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის ორი უშუქო სოფლის ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები. ჯამში 18 აბონენტს მიეცა ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება.

2019 წელს USAID ენერგეტიკის პროგრამამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაუწია ტექნიკური დახმარება, რაც გულისხმობდა საქართველოში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის სრულყოფილ აღწერას, მათი ენერგეტიკული საჭიროებების დადგენას, შესაბამისი ტექნიკური კონცეფციის შემუშავებას და მზის სისტემის მოხმარების შესახებ ტრენინგების ჩატარებას. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი 207 მუდმივად მცხოვრები ოჯახი, რომელთაც დაუმონტაჟდა 1 500 ვატის სიმძლავრის მზის პანელები, ინვერტორები, ენერგოსაცავები და შესაბამისი აღჭურვილობა.

მიუხედავად ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობებისა, ელექტროენერგიის მიწოდება კვლავაც აქტუალურია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში. ასეთ დასახლებებში, მოსახლეობის 2014 წლის აღწერით, ძალიან მცირე იყო ან თითქმის არ ცხოვრობდნენ მუდმივი მაცხოვრებლები, ტრადიციულად, მთაში ადიოდნენ დროებით მესაქონლეობის მიზნით და არ აქვთ მოწყობილი ელექტროენერგიის ცენტრალური ხაზი. ელექტროენერგია 100%-ით მიეწოდება ამბროლაურის, ცაგერის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს და კახეთის, იმერეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებს, თუმცა არ მიეწოდება სხვა მუნიციპალიტეტების (მაგ.: გორის, კასპის, დუშეთის, თიანეთის) რამდენიმე მაღალმთიან დასახლებას. მუნიციპალიტეტების გამოკითხვის თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება განსაკუთრებით აქტუალურია მცირე მოსახლეობის დასახლებებში, მათ შორის ბარისახოს, უკანა ფშავის, შატილის, გუადამაყრის და სხვა თემებში, სადაც არ არის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის 52 დასახლებიდან მხოლოდ ერთშია ელექტროგადამცემი ხაზები, დანარჩენში გამოიყენება ჰელიოსისტემები.

2.5.3. ინტერნეტიზაცია

„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის №671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №2492 განკარგულებით მოხდა თანადაფინანსება დონორი ორგანიზაციებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების დახმარებით, ა(ა)იპ − მთის სათემო ქსელის მიერ ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობებში განხორციელდა სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი. ამასთან, სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა ისარგებლეს ინტერნეტში ჩართვის საფასურის ანაზღაურების ვაუჩერით (აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი).

ბევრ მაღალმთიან დასახლებაში დღემდე გამოწვევად რჩება სტაბილური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს უშლის ასეთ დასახლებებში ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობის სიმცირის და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ხშირად ძირითადად მხოლოდ მუნიციპალური ცენტრებია უზრუნველყოფილი მეტ-ნაკლებად სწრაფი და სტაბილური ინტერნეტით.

2.5.4. გაზმომარაგება

„საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2022-2024 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 ოქტომბრის №2120 განკარგულებით დამტკიცდა 3-წლიანი გეგმა დასახლებებისათვის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის სამუშაოების განსახორციელებლად. აღნიშნული მნიშვნელოვანია მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრების და მუშაობის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, აგრეთვე ტურიზმის განვითარების მიზნით.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებებით ხორციელდება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მუდმივი მაცხოვრებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის სუბსიდირება.

გაზიფიკაცია გამოწვევად რჩება ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც არც ერთი დასახლება არაა გაზიფიცირებული და რაჭაში, სადაც გაზიფიცირებულია დასახლებების მხოლოდ ნაწილი, რაც აფერხებს ტურიზმის განვითარებას. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე პირველი რიგის პრიორიტეტებს შორისაა მაღალმთიან აჭარაში, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ გაზიფიცირებულია და გურიის მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში, რომელიც არაა გაზიფიცირებული. მაშინ, როცა თითქმის სრულად გაზიფიცირებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და თიანეთის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტის შვიდი ადმინისტრაციული ერთეული არის ბუნებრივი გაზის გარეშე, რაც შესაძლოა იწვევდეს ადგილობრივების მიერ ტყეების გაჩეხვას. ახმეტის მუნიციპალიტეტში მხოლოდ დუისისა და ხალაწანის მაღალმთიან დასახლებებს მიეწოდება ბუნებრივი აირი, გამოწვევებია თელავის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებშიც (გომბორის უღელტეხილზე). ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებების 60-70 პროცენტზე მეტს მიეწოდება ბუნებრივი აირი, გორის, კასპისა და ქარელის მაღალმთიანი დასახლებების მხოლოდ 40-50%-ს მიეწოდება ბუნებრივი აირი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შედარებით მაღალია გაზიფიკაციის პროცენტული მაჩვენებელი, ქვემო ქართლში, მაგალითად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხოლოდ 10%-ია გაზიფიცირებული, იმერეთში კი აღნიშნული არ ეხება მხოლოდ საჩხერის და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს.

2.5.5. ნარჩენების მართვა

ბოლო წლებში მუნიციპალიტეტებმა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული გამოწვევების მოსაგვარებლად და მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა უმრავლესობა მყარი ნარჩენების გატანის სერვისით სარგებლობს, თუმცა გარკვეულწილად კვლავ საჭიროებას წარმოადგენს, მაგალითად, მაღალ მთაში გადაადგილებისათვის საჭირო ნაგავმზიდების არსებობა. აქვე აღსანიშნავია, რომ არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთი დასახლება ზამთარში იკეტება და აღნიშნული ტერიტორიებიდან ნარჩენების გამოტანა ფერხდება. მაღალმთიან დასახლებების დიდ ნაწილში არ არის საკმარისი ურნები, აგრეთვე, ნარჩენების მზიდი ავტომობილები, რაც განსაკუთრებით ტურისტულად აქტიურ სეზონზე, მათ შორის, ტურისტულ ლოკაციებზე აფერხებს ურნების დროულ დაცლას.

მყარ ნარჩენებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუნიციპალიტეტები, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან“ ერთად ზრუნავენ მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე და მაღალმთიანი დასახლებებიც ამ ერთიან ხედვაში მოიაზრება.

2.5.6. წყალმომარაგება

სახელმწიფოს მიერ წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული მასშტაბური პროექტების მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლებების გარკვეული ნაწილისთვის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს, მწყობრიდან გამოსული და ზოგ შემთხვევაში, არარსებული ინფრასტრუქტურის გამო. აღნიშნული გამოწვევა ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებულია რთულ გეოგრაფიულ-რელიეფურ მდგომარეობასთანაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სტანდარტებთან შესაბამის წყალმომარაგებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

2.6. სოციალური და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობა

გასული სტრატეგიის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა სერვისების ხელმისაწვდომობაზე მიმართული აქტივობები − აშენდა და ამოქმედდა საზოგადოებრივი ცენტრები (რომლებიც, ამჟამად იუსტიციის სახლის სახით ფუნქციონირებენ).

ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებამაც აჩვენა, რომ გარდა იმისა, რომ მაღალმთიანი რეგიონებიდან ახალგაზრდების წასვლა უკავშირდება სწავლას და უფრო დივერსიფიცირებული სამუშაო ადგილების ძებნას, მიზეზებს შორის, ასევე არის გარკვეულ სერვისებზე წვდომის ნაკლებობა, არასაკმარისი კულტურული აქტივობები, სერვისებამდე ან სამსახურამდე შორი მანძილი და მკაცრი კლიმატური პირობები. 13

სერვისების მიწოდების კუთხით, აღსანიშნავია, რომ ფილიალებითა და მობილური იუსტიციის სახლებით დაფარულია 43 მაღალმთიანი დასახლება და მოსახლეობას ადგილზე მიეწოდება 470-ზე მეტი სერვისი. 14 მობილური იუსტიციის სახლის იდეა შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ერთ-ერთ ძირითად პრინციპს „არავინ დარჩეს განვითარების მიღმა“. კონკრეტულ არეალში მობილური იუსტიციის სახლის გაშვებამდე 1 თვით ადრე დეტალური ინფორმაცია ქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის შედეგად, მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, რაც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალური ინფორმაციის გავრცელებას მობილური იუსტიციის სახლის გაშვების ადგილსა და განრიგთან დაკავშირებით. ამასთანავე, იუსტიციის სახლის მხრიდან ხორციელდება შესაბამისი ბანერებისა და საინფორმაციო პოსტების განთავსება არა მარტო გაშვების ლოკაციაზე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, იუსტიციის სახლის თითოეულ ფილიალში.

მიუხედავად აღნიშნულისა, სტრატეგიის შემუშავების პროცესში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული მოკვლევის საფუძველზე, მაღალმთიან დასახლებებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებად გამოიკვეთა გარკვეულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა ადგილზევე, ადმინისტრაციულ ცენტრში ჩაუსვლელად. მათ შორის, დასახელდა სოფლებში არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრებისა და ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა, შსს მომსახურების სააგენტოს და მართვის მოწმობის საგამოცდო ცენტრის საჭიროება, საბანკო მომსახურება, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით მომსახურება, სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელის ნაკლებობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება და ა.შ.

2.6.1. განათლება და სპორტი მაღალმთიან დასახლებებში

სასკოლო პროგრამების კუთხით, წინამორბედი სტრატეგიის ფარგლებში, მოეწყო არაფორმალური განათლების წრეები მაღალმთიან დასახლებებში არსებულ სკოლებში, 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო პროფესიული უნარების კურსებში, სკოლის მოსწავლეებისათვის უზრუნველყოფილი იქნა ტრანსპორტი, გადამზადდნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელები და მეთოდისტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა მთის ფაკულტეტი და მომზადდა შესაბამისი სასწავლო პროგრამა. აღსანიშნავია, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების დანამატი − საჯარო მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი 2016 წლის 1 სექტემბრიდან და სახელფასო დანამატი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებისათვის − მაღალმთიან დასახლებაში მდებარე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლები იღებენ დანამატს შრომის ანაზღაურების არანაკლებ 35%-ის ოდენობით. ასევე აღსანიშნავია, სახელფასო დანამატი სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის. ამ პროგრამის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე და მომუშავე მწვრთნელებს ეძლევათ დანამატები.

2011-2023 წლებში, სკოლის მოსწავლეთა რიცხოვნობა მაღალმთიან დასახლებებში კლების ტენდენციით ხასიათდება. საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა მოსახლეობის 1 000 კაცზე მაღალმთიანი დასხლების მქონე მუნიციპალიტეტში შეადგენს 33-ს, რაც 7 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება საქართველოს საერთო მაჩვენებელს (40). ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ყაზბეგის, ნინოწმინდას, მესტიის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში.

ფიგურა 22. საჯარო სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა მოსახლეობის 1 000 კაცზე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

განსხავებული მდგომარეობაა მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებს შორის 1 000 მოსახლეზე საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა რიცხოვნობის თვალსაზრისითაც. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე მუნიციპალურ ჭრილში, ქედას და დუშეთის მუნიციპალიტეტებში.

ფიგურა 23. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1000 მოსახლეზე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუნიციპალიტეტის სტატისტიკური მაჩვენებლები

მიუხედავად ბოლო წლებში რეაბილიტირებული და აშენებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და საჯარო სკოლებისა, კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს ამ მხრივ არსებული მდგომარეობა, რამდენიმე მუნიციპალიტეტის გარდა, არა მხოლოდ დემოგრაფიული გამოწვევების მქონე, არამედ შედარებით ახალგაზრდა მოსახლეობის მქონე რეგიონებშიც.

ამასთან, ბოლო წლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდის მიზნით. აქტიურად დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმა და ამ პროცესში დამსაქმებლების ჩართვა; მეწარმეობის სწავლება გახდა საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო კომპონენტი. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული რეფორმა პოზიტიურად აისახა პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებელზე, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული განათლების სისტემაში კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება პროფესიული განათლების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, პროფესიული განათლების პოპულარობასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას. თითქმის ყველა რეგიონის მაღალმთიან დასახლებაში დგას არაფორმალური განათლებისა და ფორმალური პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების ნაკლებობა. საქართველოს ტერიტორიაზე 76 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 9 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებაა15 უშუალოდ მაღალმთიან დასახლებაში, მათი პროგრამები მორგებულია ტრადიციულ მეურნეობას და არ არის დივერსიფიცირებული ახლაგაზრდებისთვის საინტერესო ახალ პროფესიებზე და სამეწარმეო უნარების განვითარებაზე.

მაღალმთიან დასახლებებში არის აგრეთვე, სპორტული კომპლექსების, სპორტის სხვადასხვა სახეობის დახურული დარბაზების, აუზების საჭიროება.16

2.6.2. ჯანდაცვის სერვისები

მუნიციპალიტეტების მერიების გამოკითხვით, ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურ სერვისად თითქმის ყველა მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში ფიქსირდება ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობა გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად. აღნიშნული მიზეზით მაღალმთიან მოსახლეობას უწევს დედაქალაქში ან რეგიონულ ცენტრში ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად რეგულარული მოგზაურება. ჯანდაცვის სერვისების დეფიციტი ასევე შეიძლება იყოს მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრებისგან თავის შეკავების ერთ-ერთი მიზეზი სამუშაო ასაკის მქონე მოსახლეობისთვის.

2.6.3. ტრანსპორტი

თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მცირეა იმ მაღალმთიანი დასახლებების წილი, სადაც, გამოკითხვის თანახმად, უზრუნველყოფილია დასახლებიდან მუნიციპალურ ცენტრამდე მუნიციპალური/საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულარული (სულ მცირე დღეში ორჯერ) მიწოდება. პრობლემა განსაკუთრებით თავს იჩენს მცირემოსახლიან დასახლებებში, სადაც კერძო სექტორისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდება კომერციულად არარენტაბელურია.

2.7. გამოვლენილი გამოწვევების შეჯამება

ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების მიუხედავად, მაღალმთიან დასახლებებში კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება ცხოვრებისა და მუშაობისათვის არახელსაყრელი პირობები, რაც აუარესებს დემოგრაფიული მაჩვენებლებს: 2015-2021 წლებში, არამაღალმთიანი დასახლებების მსგავსად უმეტეს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტშიც შემცირებულია მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, უარყოფითია ბუნებრივი მატება და დაბალია შობადობის მაჩვენებელი, გარდა რამდენიმე მუნიციპალიტეტისა. გასათვალისწინებელია, რომ მოსახლეობის შემცირება უფრო მაღალი იყო არამაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (თბილისის ჩაუთვლელად), რაც მეტყველებს იმაზე, რომ მაღალმთიან დასახლებებში მთავრობის ინტერვენციებს ჰქონდა ერთგვარი შემამსუბუქებელი ეფექტი. კვლავ მაღალია საშუალო ასაკი და მოსახლეობაში ასაკოვანი მოქალაქეების წილი, აგრეთვე, მაღალია ძირითადად ახალგაზრდების ემიგრაცია, რაც არაერთი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის მიერ მთავარ გამოწვევად სახელდება.

ფიგურა 24. მოსახლეობაში 20-39 წლის ჯგუფების რაოდენობა 2017-2023 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დემოგრაფიული სტატისტიკა

ახალგაზრდების ემიგრაციის მიზეზად შესაძლებელია ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მიდიან დიდ ქალაქებსა და უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად და დასაქმებისთვის, შემდეგ კი უჭირთ უკან დაბრუნება, რასაც ხელს უშლის როგორც ადგილზე არადივერსიფიცირებული ეკონომიკა და სამუშაო ადგილების სიმცირე, ისე ცხოვრებისთვის არახელსაყრელი პირობები (იხ. პრობლემის ხე ქვემოთ).

პრობლემის ხე

სტრატეგიის ხედვა

წინამდებარე სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №343 დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება, სიტუაციური ანალიზის შედეგად გამოკვეთილი გამოწვევები, აგრეთვე, მთის ტერიტორიების თანამშრომლობისა და განვითარების ევროპული მრავალსექტორული ასოციაციის (Euromontana) წევრი მოწინავე ხუთი ქვეყნის მაღალმთიანი დასახლებების დეპოპულაციის წინააღმდეგ საუკეთესო პრაქტიკის შემსწავლელი პლატფორმის (PADIMA)17 რეკომენდაციები, რომლის თანახმად, მაღალმთიანი დასახლებებიდან მოსახლეობის დეპოპულაციის წინააღმდეგ პოლიტიკა უნდა პასუხობდეს იმ მიზეზებს, თუ რატომ ტოვებს მოსახლეობა ასეთ დასახლებებს და რა დაეხმარებოდა მათ დარჩენაში.

სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვაა, რომ მაღალმთიან დასახლებებებში ცხოვრება და მუშაობა გახდეს უფრო მიმზიდველი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სამუშაო ასაკის მოსახლეობისთვის, ამასთანავე, დროთა განმავლობაში შემცირდეს სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობები როგორც მაღალმთიანი დასახლების მქონე და მაღალმთიანი დასახლების არმქონე მუნიციპალიტეტებს შორის, ისე მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებსა და საშუალო ეროვნულ მაჩვენებლებს შორის.

მაღალმთიანი დასახლებებისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა გამოიყენებს როგორც საერთო ინსტრუმენტებს, ისე დიფერენცირებულ მიდგომებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მათი განვითარების განსხვავებული მდგომარეობა და ტერიტორიული საჭიროებები. ინტერვენციებისა და პროგრამების დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება მაღალმთიან დასახლებებს შორის არსებული უთანაბრობები რიგი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ტერიტორიული მახასიათებლების თვალსაზრისით.

შედარებით ეკონომიკურად განვითარებულ და მოსახლეობით მრავალრიცხოვან მაღალმთიან დასახლებებებში სახელმწიფო უპირველესად გააგრძელებს ისეთი ინფრასტრუქტურული და სერვისების მხრივ არსებული გამოწვევების გადაჭრას, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს ეკონომიკის და მათ შორის ტურიზმის განვითარება ან მოსახლეობისათვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა (მაგ.: საგზაო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული ცენტრები, სკოლები, საბავშვო ბაღები, ახალგაზრდული სივრცეები დ ა.შ.). ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთ მაღალმთიან დასახლებებში მაღალია ეკონომიკური აქტივობა, კერძო სექტორის ინვესტიციები, ტურიზმისა და მშენებლობის მასშტაბები, დასაქმება და საშუალო ხელფასი, რაც შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის მეტ ფინანსურ შესაძლებლობებზეც აისახება და ზოგადად, დემოგრაფიულ მაჩვენებლებზეც − მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა, მაღალია შობადობა და მოსახლეობის სიმჭიდროვე.

მაღალმთიან დასახლებებში, სადაც დემოგრაფიული და ეკონომიკური გამოწვევებია, მოსახლეობა მცირდება, შობადობა დაბალია და დაბერების ტენდენციაა, აგრეთვე, მაღალია ჰიპსომეტრიული სიმაღლე, გართულებულია მიწვდომადობა რთული გეოგრაფიული ლანდშაფტის გამო, მცირეა ვიზიტორების, სასტუმროების რაოდენობა და ეკონომიკის ზომა, მნიშვნელოვანია საბაზისო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ინდივიდუალური ინიციატივების მხარდაჭერა, მიზიდულობის თუნდაც მცირე წერტილების შექმნა, სახელმწიფოს მხრიდან ტურისტული აქტივობის სტიმულირება, მთაში დაბრუნებისა და მცირე ბიზნესინიციატივების უფრო აქტიური მხარდაჭერა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მასშტაბური პოზიტიური გავლენის მომტანი იქნება. განსაკუთრებით ასეთი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიმართ, ინფრასტრუქტურულ ნაწილში, სახელმწიფო გამოიყენებს ევროკავშირის კოჰეზიის (გათანაბრების) პოლიტიკისადმი დამახასიათებელი ინტეგრირებული განვითარებისა და ტერიტორიული მიდგომის პრინციპებს, რაც გულისხმობს კონკრეტული ტერიტორიების განვითარებაზე მორგებულ ინიციატივებს. დიდი დასახლებებისა და მუნიციპალიტეტების ნაცვლად ასეთი ინტერვენციები უფრო მეტად ნაკლებ განვითარებული არეალების განახლება-განვითარებაზე და მოსახლეობის დაბრუნებისა და შემოსავლების მაგენერირებელ შედეგებზე იქნება მიმართული. ეს გულისხმობს მაგალითად, კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის (მისასვლელი გზა, გადასახედი, საფეხმავლო ბილიკები, საინფორმაციო აბრები, საპიკნიკე და საპარკინგე ადგილები) მოწყობას. მსგავსი მიდგომა იქნება გამოყენებული ტურისტულად აქტიური მუნიციპალიტეტებისა და ისტორიული მხარეების ისეთი ადმინისტრაციული ერთეულების, გეოგრაფიული ლოკაციებისა თუ დასახლებების შემთხვევაშიც, სადაც ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ ასათვისებელია.

აღნიშნული მიდგომა საშუალებას იძლევა მაღალმთიანი დასახლებების დაფინანსება გაერთიანდეს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პრინციპებზე აგებულ რეგიონული პოლიტიკის დაფინანსების მოდელთან და თავსებადი გახდეს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დონორების დაფინანსების პრინციპებთან, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს რეგიონების და მთის განვითარებისთვის ხელმისაწვდომ სახსრებს. მაღალმთიანი ტერიტორიების და მათთან ინტეგრირებული მომიჯნავე არამაღალმთიანი დასახლებების დაკლასტერება, ერთგვარი სპეციალური ზონების გამოყოფა შექმნის შესაძლებლობას მაღალმთიანი რეგიონები განხილულ იქნეს არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების თვალსაზრისით. შემდგომი განვითარებისთვის და მაღალმთიანი დასახლებების პოტენციალის მაქსიმალური ათვისებისათვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარების ხედვა გასცდეს მთის და ზოგადად, სოფლის ტრადიციულ საკითხებს/საჭიროებებს და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს მაღალმთიანი დასახლებების ურბანულ ცენტრებთან, არამაღალმთიან დასახლებებთან ეკონომიკურ კავშირებზე.

საერთაშორისო პრაქტიკის და მაგალითების მიხედვით, მაღალმთიანი ტერიტორიების მიმდებარე დაბლობებთან დაჯგუფებამ უკეთესი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ მაღალმთიანი დასახლებები მოაზრებულ იქნეს არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების თვალსაზრისითაც. მაღალმთიანი დასახლებების უმრავლესობა ისტორიულად, გეოგრაფიულად და სოციალურ-ეკონომიკურად ინტეგრირებულია ახლომდებარე არამაღალმთიან დასახლებებთან და სწორედ ეს კავშირი განსაზღვრავს აღნიშნულ ტერიტორიებზე ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას, ეკონომიკური დერეფნების, სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის, მიგრაციისა და დასაქმების მხრივ. აქედან გამომდინარე, მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური ზრდის სტიმულირება არამაღალმთიანი დასახლებების შესაბამის ღირებულებათა ჯაჭვებთან, სოციალურ და დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირების გარეშე პროდუქტიული და ეფექტიანი არ იქნება.

გასათვალისწინებელია, რომ მაღალმთიან დასახლებებებთან მიმართებაში ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება თავის მხრივ საჭიროებს გარკვეულ ინვესტიციებს როგორც ფუნქციური არეალების და ტერიტორიების იდენტიფიცირებისთვის, ისე მათი საჭიროებების გამოსაკვეთად, განვითარების გეგმების შემუშავებისთვის და შესაბამისი პროექტების თუ პროგრამების მოსამზადებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიით“ განსაზღვრული გრძელვადიანი ხედვა მიიღწევა ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული სამი სექტორული პრიორიტეტის ფარგლებში − მეწარმეობა, ინფრასტრუქტურა და სერვისები − დასახული მიზნებისა და ამოცანების რეალიზებით. სექტორული პრიორიტეტების ვრცელი ნუსხა თავდაპირველად შედგენილ იქნა PADIMA-ის რეკომენდაციების და ლიტერატურის მიმოხილვის გზით, ხოლო ზემოაღნიშნული სამი მთავარი პრიორიტეტის შერჩევა და საბოლოო შეთანხმება მაკოორდინირებელი ორგანოს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ, მოხდა „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. მაღალმთიან დასახლებებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნების კონტექსტში ერთმანეთს შედარდა პოლიტიკის ზოგადი ალტერნატივები − კანონით გათვალისწინებული სოციალური დანამატები და შეღავათები მოწყვლადი ჯგუფებისთვის საგადასახადო შეღავათები და ინფრასტრუქტურის განვითარება. აქტივობების დაგეგმვის პროცესში, კანონით გათვალისწინებული სავალდებული სოციალური შეღავათების პარალელურად, უპირატესობა მიენიჭა ინფრასტრუქტურული ტიპის პროექტებს, რადგან მათი დადებითი ეკონომიკური გავლენის შესახებ არსებობს მყარი მტკიცებულებები როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოში. კერძოდ, „საკოორდინაციო საბჭომ“ იხელმძღვანელა ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის (NORC) მიერ 2013 წელს ჩატარებული სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის გავლენის შეფასებით18, რომელმაც აჩვენა ძლიერი მტკიცებულება, რომ საგზაო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას მოჰყვება დადებითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მაღალმთიან დასახლებებში.

სექტორული პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები

სტრატეგიით დასახული ხედვის მისაღწევად, სექტორული პრიორიტეტების მიხედვით მიზნები და ამოცანები ჩამოყალიბდა მაღალმთიანი დასახლებებისა და მათ გარშემო არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად გაკეთებული დასკვნების საფუძველზე.

აღნიშნული მიდგომის საფუძველზე, 3 სექტორული პრიორიტეტის მიხედვით დასახულია 3 მიზანი და ჩამოყალიბებულია 8 ამოცანა.

სექტორული პრიორიტეტი − მეწარმეობა

მიზანი 1. მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით

დასავლური ქვეყნების პრაქტიკის და წინა სტრატეგიის შედეგების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაო ადგილების შექმნას ახალგაზრდებისა და სამუშაო ძალისთვის (სამუშაო ასაკის მოსახლეობისთვის). იქიდან გამომდინარე, რომ მაღალმთიანი დასახლებების უმეტესობის ეკონომიკა დამოკიდებულია ტრადიციულ სექტორებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და სეზონური ტურიზმი (ზაფხულის ან ზამთრის), ხოლო მაღალია ახალგაზრდა და საშუალო ასაკის მოსახლეობის ემიგრაცია, მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების დივერსიფიკაცია, სამუშაო ასაკის მოსახლეობისთვის მთის მიმზიდველობის წარმოჩენა და ბიზნესის დაწყებისა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ წარმოებაში ჩართვისკენ ახალი თაობის წახალისება.

საქართველოს მთის ადგილობრივი რესურსების კონტექსტში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა ტურიზმი და დასასვენებელი სერვისები. მთა ასოცირდება ცხოვრების ხარისხის ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებთან, როგორიცაა ბუნებასთან სიახლოვე, სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, თვალწარმტაცი ხედები და ლანდშაფტი. საქართველოს მთიანეთი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მდგრადი სამთო, ეკო, გასტრო, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარებისთვის ისე, რომ ამავდროულად, დაცულ იქნეს უნიკალური ლანდშაფტი. საერთაშორისო კონტექსტში, ალპების მაგალითზე ევროპის გამოცდილებამ აჩვენა სამთო ტურიზმის ეკონომიკური მნიშვნელობა19.

დემოგრაფიული და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომი მაღალმთიანი დასახლებების განვითრებისთვის, იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ტურისტული აქტივობა შედარებით დაბალია, სახელმწიფო შეეცდება აქ არსებული უნიკალური ბუნებრივი შესაძლებლობების გამოყენებას ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, პოპულარიზაციის, მოსახლეობის უნარების ამაღლებისა და ფინანსური ხელმისაწვდომის გაზრდის მეშვეობით. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ისეთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებზე, როგორიცაა მთიულეთი, გუდამაყარი, ფშავ-ხევსურეთი, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, აგრეთვე, ტურისტულად ნაკლებად განვითარებულ არეალებზე, მაღალმთიანი აჭარისა და გურიის, ხევის, თუშეთის, ასევე შიდა ქართლის და ქვემო ქართლის ცალკეული მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტებში, ადმინისტრაციულ ერთეულებსა და დასახლებებში.

ამოცანა 1.1. მაღალმთიან დასახლებებში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის

ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად სახელმწიფო გამოიყენებს მაღალმთიან დასახლებებზე მორგებულ მხარდამჭერ პროგრამას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მაღალმთიანი დასახლებების სამიზნე ტერიტორიების და ბენეფიციართა ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია. მხარდამჭერ პროგრამაში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესპროექტების შესარჩევად გათვალისწინებული იქნება უპირატესობის მინიჭება ახალგაზრდებისთვის და ისეთი მოწყვლადი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის/თემებისთვის, რომელშიც მოსახლეობის კლება და შობადობის დაბალი კოეფიციენტია, 1 000 მოსახლეზე ბიზნესსუბიექტების მცირე რაოდენობაა, აგრეთვე მცირეა დასაქმებულთა რაოდენობა და სასტუმროებისა და ვიზიტორების ნაკლებობაა. ამასთან, მცირერიცხოვან, დაცლის პირას მყოფ მაღალმთიან დასახლებაში ბენეფიციარებს შეეძლებათ განახორციელონ არა მხოლოდ მკაცრად კომერციული ბიზნესსაქმიანობა, არამედ კომერციულთან ერთად სოციალური მნიშვნელობის, ინოვაციური ინიციატივებიც. საბაზისო კომერციული სერვისების შექმნის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ასეთი სერვისების დეფიციტი არ იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრებისათვის. შესაბამისად, მეწარმეობის ხელშეწყობის მხარდამჭერი პროგრამების ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება აგრეთვე, კომერციულად მომგებიანი საბაზისო სერვისების (მაგ.: აფთიაქი, ავტომობილის ტექმომსახურება, სალონი, სტომატოლოგიური კაბინეტი დ ა.შ.) შექმნა-გაფართოება, რომელიც შეიქმნება სამიზნე მუნიციპალიტეტების მაღალმთიან დასახლებებში.

მთაში სოციალური ინოვაციები სასარგებლოა არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ თემის გაძლიერებისთვის.20 ასეთი პროექტები მორგებული იქნება თანამედროვე ცხოვრების სტილთან, გაითვალისწინებს რა მთასა და ბარს შორის ცხოვრებისა და საქმიანობის შერეული ფორმების არსებობას და გამოიყენებს ასეთ რთულ პირობებში ბენეფიციარების ცხოვრებისა და მუშაობისათვის ინდივიდუალური საჭიროებების დააკმაყოფილებისადმი უფრო ჰოლისტიკურ მიდგომას. ასეთ ადგილებში გარკვეული უპირატესობა მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომელთა ბენეფიციარი მაღალმთიან დასახლებაში 9 ან 6 (2 000 მეტრზე და მის ზემოთ მდებარე დასახლებებში) თვის პერიოდით აპირებს ცხოვრებას და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს მოიპოვებს.

დაფინანსებული პროექტების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები და დასაქმებული ახალგაზრდები მასტიმულირებელ როლს შეასრულებენ ამ დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში სხვა ახალგაზრდების მისაზიდად, გაზრდის ინტერესს იქ ცხოვრებისა და ეკონომიკური საქმიანობისთვის.

ამოცანა 1.2. გადამამუშავებელი სექტორის, მთის ნიშური პროდუქციის წარმოების და ტურიზმის მხარდაჭერა

მთაში მკაცრი კლიმატურ-ლანდშაფტური პირობების გამო, საჭიროა გამოყენებულ იქნეს განსხვავებული მიდგომები, რათა მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებს მიეცეთ სტიმული მაღალმთიანი დასახლებების უნიკალური ეკონომიკური პოტენციალისა და შედარებითი უპირატესობების მაქსიმალურად ათვისებისთვის არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ გადამამუშავებელი წარმოებისა და ნიშური პროდუქციის შექმნის კუთხითაც.

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო დაეხმარება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი პროდუქციის, განსაკუთრებით მთის ტრადიციული ნიშური პროდუქციის წარმოებას თუ არსებული წარმოების გაფართოებას. მთის ნიშური პროდუქციის წარმოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბაზარზე ასეთ პროდუქციაზე არსებული მაღალი მოთხოვნის გამო, არამედ ადგილობრივებისათვის საამაყო პროდუქტების მხარდაჭერის გზით მთაში ცხოვრებისა და მუშაობის მიმზიდველობისთვის.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მაღალმთიანი დასახლებების შინამეურნეობები, მათ შორის როგორც წვრილი, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობები, სახელმწიფოსაგან მიიღებენ სხვადასხვა სახის სუბსიდიებს, ისარგებლებენ საკრედიტო-საშეღავათო სესხებით ისეთი სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური პროექტებისათვის, რომლებიც მთის თემების ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამებში უპირატესობა მიენიჭება მაღალმთიანი დასახლებებისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშური პროდუქციის წარმოების და მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობებს, როგორიცაა, მაგალითად: სვანური კარტოფილის, დამბალი ხაჭოს, რაჭული ლორის და სხვა სახის პროდუქციის წარმოება; ტურიზმის მიმართულება, მათ შორის აგროტურიზმი, დასასვენებელ, სპორტულ-გასართობ და სარესტორნო მომსახურება (განსაკუთრებით, ტურისტულად ნაკლებად აქტიურ დასახლებებში); რძის გადამუშავება და ყველის წარმოება; მესაქონლება და ხორცის წარმოება; მევენახეობა-მეღვინეობა ენდემური ჯიშების წარმოების კუთხით; თაფლის წარმოება/მეფუტკრეობა; სურსათის გადამამუშავებელი მრეწველობა; ბიომეურნეობა; ხილის გადამუშავება; მინერალური წყლების წარმოება; ხის მერქნის დამუშავება; ხის ავეჯის წარმოება; თევზის მრეწველობა; ადგილობრივი ბუნებრივი ქვებით, ტრადიციული სტილით სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, თიხა-კერამიკის წარმოება; ტრადიციული ხელსაქმე და ხელნაკეთი ნივთების შექმნა-რეალიზაცია; მზის პანელების წარმოება და მწვანე ეკონომიკა; მატყლის და მატყლის ნაწარმის წარმოება და სხვა. უპირატესობა მიენიჭება ინოვაციურ პროექტებს. ამასთანავე, მარკეტინგის და მიწოდების ჯაჭვის ეფექტურ გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტები სარგებლის მომტანი იქნება მთის მცირე ფერმერებისთვის იმ პირობებში, როცა ქალაქებში მაღალია მოთხოვნა სოფლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე, მთაში კი გამოწვევაა პროდუქციის მაღალ ფასად რეალიზაცია.

სახელმწიფოს მხარდაჭერა მოიცავს არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ არასასოფლო-სამეურნეო პირველადი გადამუშავების წარმოებების შექმნას, ადგილობრივი, უნიკალური, ბუნებრივი პროდუქციის ბრენდირებას, მათ შორის, ეტიკეტირებას. საქართველო შემოიღებს სპეციალურ ეტიკეტირებას, რომელიც აპრობირებულია საფრანგეთის და იტალიის მთის კანონებით და რომლითაც წახალისებულია ადგილობრივი პროდუქციის წარმოება მათი ხარისხისა და წარმოების პოპულარობის გაზრდის მიზნით21.

მთაში მესაქონლეობას ხელი შეეწყობა საძოვრებით. „ალპური საძოვრების სუბსიდირების სქემამ“ აჩვენა, რომ შვეიცარიასა და ავსტრიაში, საძოვრების ეკონომიკური გამოყენება წარმატებული ინსტრუმენტია მთის საძოვრებზე მეცხოველეობის ტრადიციის შესანარჩუნებლად22.

სახელმწიფო განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს ახალგაზრდა ფერმერებისა და მეწარმეების ფინანსურ მხარდაჭერაზე. ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საგრანტო პროგრამებში ტურისტულ ბიზნესგეგმებს მიენიჭება გაზრდილი ქულები ისეთ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომლებშიც სიტუაციის ანალიზის დროს დაფიქსირდა სასტუმროებისა და ვიზიტორთა რაოდენობის ნაკლებობა, აგრეთვე, უპირატესობა მიენიჭება სხვა მუნიციპალიტეტების და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების ტურისტულად ნაკლებად ათვისებულ დასახლებებსაც.

სექტორული პრიორიტეტი − ინფრასტრუქტურა

მიზანი 2. მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკის სტიმულირებაზე და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება

მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრების ხარისხის ამაღლება გულისხმობს არამაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობისთვის შექმნილი პირობების მაქსიმალურად იდენტური პირობების შექმნას. უპირველეს ყოვლისა, ეს მოიცავს, საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას და გაუმჯობესებას. შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურა, აგრეთვე, საკომუნიკაციო და კომუნალური ინფრასტრუქტურა, როგორიცაა მობილური სატელეფონო კავშირგაბმულობა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ელექტროენერგიის წყაროს არსებობა, სტაბილური სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდება, ქმნის არამაღალმთიან დასახლებებთან შედარებით იმ მინიმალურ პირობებს, რომელიც აუცილებელია, როგორც მოსახლეობის ადგილზე დამაგრების, ისე ბიზნესსუბიექტების დაბალი ხარჯით და ეფექტიანად ოპერირებისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და მთის ფონდის ფარგლებში მაღალმთიან დასახლებებში წარდგენილი პროექტების შემთხვევაში კრიტერიუმებს შორის საჭიროა პროექტის უფრო მკაფიო კავშირი დაგეგმვის დოკუმენტებთან. პროექტების დაფინანსებისას გასათვალისწინებელია სტრატეგიის სიტუაციის ანალიზში დაფიქსირებული იმ საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოყენების საპასუხოდ, მოთხოვნილი საგზაო თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მუნიციპალიტეტს/რეგიონს სარგებელს მოუტანს მაღალმთიან დასახლებებში, თუნდაც მცირემოსახლიან დასახლებებში, მოსახლეობის დაბრუნების, ეკონომიკის, ტურიზმის განვითარების, ადგილობრივი ბუნებრივი პოტენციალის ათვისების კუთხით.

ამოცანა 2.1. მაღალმთიან დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

მაღალმთიან დასახლებებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად დარჩება. როგორც კვლევები აჩვენებს, გზის რეაბილიტაციას აქვს დადებითი საშუალოვადიანი ამოცანის შედეგები და შესაძლოა, ჰქონდეს გრძელვადიანი გავლენები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტთან (სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, მოძრაობის სიჩქარეები, მგზავრობის ხანგრძლივობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა), ინვესტიციებთან (მიწათსარგებლობა და დასაქმება, წარმოებაში ინვესტიცია), საბაზრო ფასებთან (ძირითადი მოხმარების პროდუქციის ფასები ადგილობრივ ბაზარზე), შინამეურნეობების კეთილდღეობასთან (შემოსავალი, მოხმარება, საკუთრებაში არსებული ქონება) და ჯანმრთელობასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან (ჯანდაცვის და განათლების სერვისების გამოყენება).

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის 2013 წელს ჩატარებულმა გავლენის შეფასებამ23 აჩვენა ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციამ ამ გზებით მოსარგებლე ავტომობილების რაოდენობა და მათი მობილობა გაზარდა, აგრეთვე, გამოვლინდა ისეთი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება გზის ახლოს მდებარე მაღალმთიან დასახლებებში, როგორიცაა გაზრდილი სამეწარმეო აქტივობა და დასაქმება. კერძოდ, ავტომობილების რაოდენობა ინტერვენციის გზებზე საშუალოდ დღეში 44.2 ერთეულით გაიზარდა (4.2%), შესადარებელ გზებთან მიმართებით, გზებზე საშუალო სიჩქარე 13.6 კმ/სთ-ით გაიზარდა (24.4%), შესადარებელ გზებთან შედარებით. მყარი მტკიცებულება არსებობს, რომ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციამ 13.4%-ით გაზარდა საწარმოების რაოდენობა (მაგ.: საკონსერვო წარმოება, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო გადამამუშავებელი და მსგავსი საწარმოები) პროექტის გზების ახლოს მდებარე დასახლებებში. გარკვეული სახის მტკიცებულება არსებობს, რომ შინამეურნეობებში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 3.75%-ით გაიზარდა პროექტის ტერიტორიებზე. ადგილობრივ ფასებზე გავლენა უფრო კომპლექსური იყო (ზოგი პროდუქტის გაიზარდა, ზოგიც შემცირდა). ამასთან, შემოსავლის, მოხმარების, ქონების საკუთრებაში ფლობის ან ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სერვისების გამოყენების მხრივ ცვლილება არ გამოვლენილა, რადგან საგზაო რეაბილიტაციის გავლენა შინამეურნეობის კეთილდღეობის დონეზე დგება შედარებით გრძელვადიან (5 წლის შემდეგ) პერსპექტივაში.

საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დადებითი გავლენა დადასტურებულია ევროპულ ქვეყნებშიც. ამის წარმატებული მაგალითია შვეიცარიისა და იტალიის ალპებში გაყვანილი მაგისტრალი, რასაც მოჰყვა ხელშესახები ეკონომიკური და სოციალური სარგებელი, ტურისტული ცენტრების დაკავშირება, გაზრდილი შემოსავლები და ათასობით ახალი სამუშაო ადგილი24. შვეიცარიაში სახელმწიფო ინვესტიციებით მაღალმთიანი და არამაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურებს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.25

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობის და აგრეთვე, ვიზიტორების მხარდაჭერის მიზნით, გაუმჯობესდება მობილობა მაღალმთიან დასახლებებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის გზით, რათა მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებმა, განსაკუთრებით იმ ჯგუფებმა, ვისთვისაც ხელმისაწვდომი არ არის კერძო ავტომობილი, მაგრამ სერვისების მისაღებად, სავაჭროდ და სამუშაოდ რეგულარულად დადიან საკმაოდ მოშორებით, ადმინისტრაციულ ცენტრში, გაზარდონ მობილობა რეგულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით.

მაღალმთიან დასახლებებში, სადაც დაბალია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დაკავშირებადობა, საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის დონის გაზრდისათვის მნიშვნელოვანია ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც მოსახლეობას საჯარო სერვისების მიწოდებას სთავაზობს ერთ სივრცეში, დასახლებიდან გაუსვლელად ან მასთან ახლოს.

ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიმართულებით, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, დაეხმარება იმ დასახლებების მოსახლეობას ელექტროენერგიით უზრუნველყოფაში, სადაც ელექტროენერგიის სისტემური მიწოდება დღემდე არ ხორციელდება და სადაც შესაბამისი საჭიროება გამოვლინდება კვლევის საფუძველზე. 2019 წელს ჩატარებული ანალოგიური კვლევის შემდეგ, ადგილზე კვლავაც შესწავლილი იქნება სიტუაციის ანალიზის დროს იდენტიფიცირებული ყველა დასახლების და ადმინისტრაციული ერთეულის მდგომარეობა განაშენიანების დინამიკის, მოსახლეობის ადგილზე ხანგრძლივი ცხოვრების ფაქტების შესაძლო გახშირების, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შესწავლილ იქნება საკითხის გადაწყვეტის სხვადასხვა ტექნიკური გზა, რის შემდეგაც ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესაბამისად განისაზღვრება ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი ქსელის თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ელექტროენერგიის მიწოდება მოხდეს ალტერნატიული წყაროებით როგორიცაა, მაგალითად, მზის სისტემები.

მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფო გააგრძელებს სამუშაოებს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3-წლიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად. აღნიშნულ გეგმას ეტაპობრივად დაემატება უფრო მეტი მაღალმთიანი დასახლება. პრიორიტეტი მიენიჭება იმ დასახლებებს, რომლებშიც მოსახლეობის შედარებით მეტი რაოდენობაა. 2024-2026 წლებში ჯამურად დასრულდება 150 მაღალმთიანი დასახლების გაზიფიცირების სამუშაოები, რის შემდგომაც 15 895 აბონენტს მიეცება ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში, გაზიფიცირება გათვალისწინებულია, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთისა და გურიის მაღალმთიანი სოფლებისთვის.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდის ფარგლებში გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში წყლის სტაბილური მიწოდებისთვის შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება. მსგავსი სამუშაოების მაღალი ხარჯის გათვალისწინებით, წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტები განხორციელდება იმ მაღალმთიან დასახლებებში, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ტურისტებისათვის წყლის მიწოდების შესაბამისი დონის შენარჩუნებისთვის. „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ მიხედვით, მომდევნო წლებში დაგეგმილი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივ მაცხოვრებლებზე. წყალმომარაგების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების შედეგად, 2025 წელს საქართველოს ქალაქების მოსახლეობის 100%-ს ექნება უწყვეტი ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე, ხოლო 2030 წლისთვის, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტებით, მთელი ქვეყნის მოსახლეობის 100%-ს ექნება წვდომა სტანდარტების შესაბამის წყალზე. აგრეთვე, დაგეგმილია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება, რისთვისაც განხორციელდება წყალარინების ქსელისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი საშუალებების მოწყობა, რაც შეამცირებს ჩამდინარე წყლებით გარემოს დაბინძურებას. მაღალმთიანი დასახლებებიც ამ ერთიან ხედვაში მოიაზრება.

მობილური კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი მაღალმთიანი დასახლებების დაფარვას, სადაც დღემდე მობილური კავშირგაბმულობის მხრივ გამოწვევებია. აგრეთვე, სახელმწიფო სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის მხარდაჭერით და სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის საშუალებით („საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №375 დადგენილების შესაბამისად) გააგრძელებს ფართოზოლოვანი ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართულ ძალისხმევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი დასახლებები, რომლებშიც მაღალია ტურისტული ნაკადები და ტურიზმის შემდგომი განვითარების პოტენციალი, რასაც საფრთხეს უქმნის სტაბილური ინტერნეტის არქონა. სახელმწიფო აგრეთვე განიხილავს ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ალტერნატიული საშუალებების დანერგვას რთულად მისაწვდომი და ინტერნეტინფრასტრუქტურისთვის რთული ლანდშაფტის მქონე დასახლებებისთვის.

ამოცანა 2.2. მაღალმთიანი დასახლებების, განსაკუთრებით ისტორიული მხარეების უნიკალური ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა

ყველა რეგიონში, ტურისტულად ნაკლებად განვითარებულ მაღალმთიანი დასახლებების მუნიციპალიტეტებსა ან/და ადმინისტრაციულ ერთეულებში, განხორციელდება ინფრასტრუქტურის ინტეგრირებული განვითარების ღონისძიებები, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების, კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლების გარშემო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულ და ეკონომიკურ საქმიანობას და ადგილობრივებისთვის შემოსავლების გენერირებას. ასეთ დასახლებებში გათვალისწინებული იქნება საგზაო ინფრასტრუქტურასთან, ელექტროენერგიასთან, ინტერნეტთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ეტაპობრივი რეაგირებაც, რაც სხვა ამოცანების ფარგლებში იქნება შესრულებული.

საქართველოს რეგიონებში მდებარე კურორტების არსებული მდგომარეობისა და განვითარების პოტენციალის შეფასების მიზნით, იგეგმება როგორც არსებული კურორტების, ასევე ახალი საკურორტო ადგილების განვითარების შესაძლებლობების კვლევები, საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება და საკურორტო ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ინიცირება.

ამასთან, შესაბამისი ტერიტორიული წინაპირობების შექმნით და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, მაღალმთიანი დასახლებებისთვის შემუშავდება სივრცის დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობითი გეგმები.

ამოცანა 2.3. მაღალმთიან დასახლებებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა

მაღალმთიან დასახლებებში გარემოს და ბუნებრივი რესურსების არაეფექტიანი გამოყენება ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ბუნებრივი კლიმატური, აგრეთვე ხელოვნული ჩარევები. მაღალმთიან დასახლებებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და გარემოს დაცვის ხელშესაწყობად დაიგეგმება გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები, ტყის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, დაცული ტერიტორიების გარემოსდაცვითი ღონისძიებები და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიან დასახლებებში ეფექტურად განხორციელდეს მოსახლეობის დაცვა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეებისაგან. ამ მხრივ აგრეთვე მნიშვნელოვანია მთის ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემის დაცვა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული რისკების (მეწყრები, ღვარცოფები) მიმართ. გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელდება ბუნებრივი კატასტროფების რისკის მქონე კრიტიკული დასახლებების მხარდაჭერა, როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის (ნაპირდაცვითი, ნაპირსამაგრი სამუშაოები და სხვა) მოწყობის, აგრეთვე მოსახლეობის ცნობიერების და რისკებისადმი მზადყოფნისთვის მომზადების ღონისძიებები.

სექტორული პრიორიტეტი − სერვისები

მიზანი 3. მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

იმის გათვალისწინებით, რომ არამაღალმთიან მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ არეალებში, მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო, მაღალმთიან დასახლებებთან შედარებით, ბევრად უკეთ დაფინანსებულია და უფრო ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანია სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული და კომერციული სერვისები, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდეს აღნიშნული უთანაბრობების შემსუბუქებისთვისაც. ხარისხიანი სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მოიცავს არა მხოლოდ სკოლების, სამედიცინო დაწესებულებების, კულტურული ცენტრების, სპორტული და სხვა ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, არამედ შესაბამისი სერვისების ხარისხის ამაღლებას, რათა მოსახლეობას, მათ შორის, ახალგაზრდობას, შეეძლოს ადგილზე ისარგებლოს ხარისხიანი კულტურის, განათლების, ჯანდაცვის და გართობის შესაძლებლობებით.

ამოცანა 3.1. მაღალმთიან დასახლებებში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარება

ადგილობრივ ახალგაზრდებს და სამუშაო ასაკის მოსახლეობას უნდა შეეძლოთ, რომ მათ ან მათმა შვილებმა, სახლთან ახლოს მიიღონ ხარისხიანი სკოლამდელი, ზოგადი და პროფესიული განათლება, რომელიც აუცილებელია როგორც თითოეული მათგანის პროფესიული განვითარებისათვის, ასევე, ზოგადად, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისათვის. სტრატეგიის ფარგლებში პრიორიტეტული იქნება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი, ხარისხიანი განათლების შეთავაზება, რათა მათ არ უწევდეთ, ამ მიზნით ხანგრძლივი ვადით საკუთარი დასახლებების/რეგიონების დატოვება.

სტრატეგიით, ერთი მხრივ, გათვალისწინებულია „მთის ფონდის“ ფარგლებში სპორტული, კულტურული და გასართობი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია მაღალმთიან დასახლებებში, ხოლო მეორე მხრივ, მეწარმეობის ხელშემწყობი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. სახელმწიფო მხარს დაუჭერს ახალგაზრდული სივრცეების და გასართობ-შემეცნებითი სივრცეების შექმნას კერძო სექტორის მიერ, ამასთანავე, ხელს შეუწყობს სხვადასხვა უნარის ამაღლებისკენ მიმართული ტრენინგებისა და არაფორმალური განათლების ცენტრების დაარსებას და სწავლების შეთავაზებას.

ახალგაზრდებს, აგრეთვე ზრდასრულებს, უნდა ჰქონდეთ წვდომა პროფესიულ განათლებაზე, მათ შორის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფო გააფართოებს პროფესიული სასწავლებლების ქსელს მაღალმთიან დასახლებებში, ისევე როგორც დაამატებს ბაზარზე მოთხოვნადი ახალი უნარების მიმცემ პროფესიულ პროგრამებს და დანერგავს დისტანციური სწავლების შესაძლებლობებს. პრიორიტეტული იქნება საგანმანათლებლო პროგრამებში ინვესტირება ადგილობრივი მუშახელის უნარების ამაღლების, მათ შორის, მწვანე და მთის ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშესაწყობად. მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ისეთი ღონისძიებების გზით, როგორიცაა სოფლისა და ფერმერული მეურნეობების თანამედროვე მენეჯმენტის და ტექნოლოგიების დანერგვა, გაციფრულება, ცოდნის ამაღლება კონსულტაციებისა და ტრენინგების გზით მენეჯერულ, მარკეტინგულ და მეწარმეობის უნარებში, აგრეთვე, ახალგაზრდებისთვის სასკოლო, საუნივერსიტეტო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების ინტეგრირება.

ამოცანა 3.2. პირველადი ჯანდაცვის განვითარება და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

მაღალმთიან დასახლებებში გაგრძელდება სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლება/მშენებლობა და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება, მათ შორის, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები. ამასთანავე, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად გაგრძელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონით“ დადგენილი სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ამოცანა 3.3. ტერიტორიული მარკეტინგის გზით მთაში ცხოვრებისა და მუშაობის პოპულარიზაცია

ევროპული ქვეყნების გამოცდილების და საქართველოში COVID-19-ის პანდემიის დროს სოფლად გადასვლის ცალკეული პოზიტიური შემთხვევების გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდება მთის ტერიტორიულ მარკეტინგზე − მართალია, მთა იძლევა ხარისხიანი ცხოვრების საშუალებას, სუფთა ჰაერის, ბუნებასთან სიახლოვის, ლამაზი ლანდშაფტის უპირატესობებს, თუმცა ბევრი მოქალაქისთვის ის, ბართან შედარებით, ჯერ კიდევ ასოცირდება სიშორესთან და კულტურულ-სოციალურ იზოლაციასთან. აქედან გამომდინარე, მაღალმთიან დასახლებებში საცხოვრებლად და ეკონომიკური საქმიანობისთვის ადამიანების მისაზიდად აქცენტი გაკეთდება მთის უპირატესობებზე ორიენტირებულ კომუნიკაციაზე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს ისეთი მაღალმთიანი დასახლებებისა და ისტორიული მხარეების პოპულარიზაციას, მათი კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების წარმოჩენას, რომელშიც დღემდე შედარებით დაბალია ტურისტული აქტივობა და მცირეა ვიზიტორთა რაოდენობა.

სტრატეგიით გათვალისწინებულია აგრეთვე, ასეთ ადგილებში სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებისა და ტურისტული სერვისების შექმნის/რაოდენობის გაზრდის წახალისება, ადგილობრივების დამოკიდებულების და ცოდნის დონის შეცვლის, საოჯახო სასტუმროების გასაქირავებელ პლატფორმებზე განთავსების, სერვისების გაციფრულებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით ადგილობრივების გადამზადება.

განხორციელება და კოორდინაცია

სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების ტექნიკურ კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით შექმნილი „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო“, მისი სამდივნოს და მის ფარგლებში არსებული თემატური ტექნიკური სამუშაო ჯგუფების საშუალებით. პოლიტიკურ დონეზე, განხორციელების კოორდინაციის პროცესს გაუძღვება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „მთის განვითარების ეროვნული საბჭო“, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

სტრატეგიისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის პასუხისმგებელ უწყებებად განსაზღვრულნი არიან საქართველოს სამინისტროები და სხვა სახელმწიფო უწყებები, ცალკეული აქტივობების შესაბამისად.

„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო“ შეიკრიბება წელიწადში ორჯერ, ხოლო ტექნიკური სამუშაო ჯგუფები შეიკრიბება კვარტალურად. „მთის განვითარების ეროვნული საბჭო“ შეიკრიბება წელიწადში ერთხელ და განიხილავს მიღწეულ შედეგებს, ასევე განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. ის ასევე, მთავრობაზე წარსადგენად განიხილავს და მოიწონებს სტრატეგიის მომდევნო წლების სამოქმედო გეგმებს და საჭიროების შემთხვევაში შესაძლო ცვლილებებს.

საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით და ტექნიკური სამუშაო ჯგუფების ჩართულობით, წლიურ ანგარიშებსა და შუალედური შეფასების ანგარიშში დაფიქსირებული პროგრესის და გამოვლენილი გამოწვევების შესაბამისად, მომზადდება მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − შესაძლო ცვლილებები სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.

„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმების განხორციელებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ინტეგრირებული მიდგომის განვითარება, რაც გადაწყვეტილების პროცესებში ფართო საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების ჩართვას (განსაკუთრებით, „ქვემოდან-ზევით“ მიდგომით) უზრუნველყოფს. ამ მიზნით აქტიურად იქნებიან ჩართულნი შესაბამისი კომპეტენციის სახელმწიფო უწყებები და დაინტერესებული მხარეები, რომლებიც „მთის განვითარების ეროვნული საბჭოს“ ფარგლებში არიან წარმოდგენილები. სამდივნო საბჭოს წევრ, მოწვეულ დაინტერესებულ მხარეებთან (მ.შ. საზოგადოებრივი, სამეცნიერო და ბიზნესსფეროებიდან) და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად გამართავს შეხვედრებს, გააცნობს და მათთან ერთად განიხილავს სტრატეგიის განხორციელების პროგრესს და წლიურ ანგარიშებს, შუალედური და საბოლოო შეფასების ანგარიშებს. აგრეთვე, განიხილავენ განახლებულ სამოქმედო გეგმებს და ექნებათ შესაძლებლობა გამოთქვან შენიშვნები და მოსაზრებები.

ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციას განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ციფრული კომუნიკაციის, დისტანციური და ფიზიკური შეხვედრების საშუალებებით.

სტრატეგიის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალთა, ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის სტიმულირებას, აგრეთვე მიმართული იქნება თანაბარი შესაძლებლობის ხელშეწყობაზე.

სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია მაღალმთიან დასახლებებში კონკრეტული ტერიტორიების განვითარებაზე მორგებული ინიციატივების მხარდაჭერა და ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკისადმი დამახასიათებელი ინტეგრირებული განვითარებისა და ტერიტორიული მიდგომის პრინციპების პრაქტიკულად რეალიზება. ამ მიმართულებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით შექმნილი „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო“, გაითვალისწინებს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) განხორციელების შედეგად მიღებულ გამოცდილებას და პროექტების შერჩევის, განხორციელების და მონიტორინგის მოდელს. აღნიშნული მიდგომა საშუალებას იძლევა მაღალმთიანი დასახლებების დაფინანსება გაერთიანდეს ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პრინციპებზე აგებულ რეგიონული პოლიტიკის დაფინანსების მოდელთან და თავსებადი გახდეს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დონორების დაფინანსების პრინციპებთან, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს რეგიონების და მთის განვითარებისთვის ხელმისაწვდომ სახსრებს.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიის მიზნების და ამოცანების დაფინანსება 2024-2030 წლებში, ისევე როგორც წინა წლებში, განხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით და სამოქმედო გეგმების ეფექტიანი განხორციელებისათვის, შესაძლებელია დამატებით უზრუნველყოფილ იქნეს მათ შორის განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა.

სტრატეგიის მიზნების და ამოცანების დიდი ნაწილი, როგორიცაა მაგალითად, მეწარმეობის, ტურიზმის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, სერვისების და უნარების განვითარება, წარმოადგენს ეროვნული და სექტორული განვითარების მიზნებსა და ამოცანებს და ყოველწლიურად ფინანსდება შესაბამისი სამინისტროების ბიუჯეტებიდან და განვითარების პარტნიორების პროგრამებიდან.

სტრატეგიის ფარგლებში 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის საპროგნოზო ბიუჯეტია 3,130,625,392 ლარი. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ყველა აქტივობა განხორციელდება, რადგან დეფიციტური თანხების მოძიებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ე.წ. განვითარების პარტნიორების, ევროკავშირის და სხვა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. რეალისტური სცენარის შემთხვევაში, აქტივობების ნაწილი, რომლისთვისაც თანხები არაა მობილიზებული, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ დამატებითი საბიუჯეტო რესურსების მოძიების გზით ან გადავა მომდევნო სამოქმედო გეგმებში, ხოლო პესიმისტური სცენარის შემთხვევაში, ეს აქტივობები საერთოდ ვერ განხორციელდება ფინანსური რესურსების არარსებობის გამო.

მონიტორინგი და შეფასება

„საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის“ და სამოქმედო გეგმების მონიტორინგი და შეფასება განხორციელდება „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებით განსაზღვრული ვადების დაცვით და მოდალობების გამოყენებით.

მონიტორინგის პროცესის შედეგად მოხდება პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზების დროული გამოვლენა და გადაწყვეტილების მიმღები მხარისთვის რეკომენდაციების მიცემა აქტივობების მოდიფიცირებისა და რესურსების გადანაწილების, დამატებითი სახსრების მოზიდვის ან შემცირების მიმართულებით. მონიტორინგი განხორციელდება ამოცანების და საქმიანობების განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით. სტრატეგიის შეფასება მოხდება წინამდებარე სტრატეგიაში აღწერილი ინდიკატორების მიხედვით, მათზე სტრატეგიის გავლენის შესაფასებლად.

„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო“ სამდივნოს მეშვეობით კოორდინაციას გაუწევს ტექნიკური ჯგუფების წევრებისგან (სამოქმედო გეგმის აქტივობებზე პასუხისმგებელი უწყებებიდან) მონიტორინგის მონაცემების შეგროვებას, ანალიზს და დროულ გამოქვეყნებას წინასწარ შეთანხმებული და „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად შემუშავებული მოდალობების მიხედვით. კონსოლიდირებული სტატუს ანგარიშის საფუძველზე სამდივნო მოამზადებს ექვსთვიან პროგრეს/ანგარიშებს და წლიურ ანგარიშებს. პროგრეს/ანგარიშები მოიცავს მონაცემებს 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდისთვის, ხოლო წლიური ანგარიშები − მიმდინარე საანგარიშო პერიოდის 31 დეკემბრის ჩათვლით. პასუსიხისმგებელი უწყებები საანგარიშო პერიოდში განხორციელებული აქტივობების შესახებ მონაცემებს სტატუს ანგარიშების ფორმით სამდივნოს გაუგზავნიან არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ივლისისა პროგრეს/ანგარიშის შემთხვევაში და 15 თებერვლისა წლიური ანგარიშის შემთხვევაში. ამ უკანასკნელის მომზადება და გამოქვეყნება სამდივნოს მიერ მოხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 თებერვლისა, ხოლო პროგრეს/ანგარიშის მომზადება − არაუგვიანეს 31 აგვისტოსი. პროგრეს ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სამდივნო მას გაუზიარებს „მთის ეროვნული საბჭოს“ წევრებს და დაინტერესებულ მხარეებს. მონიტორინგის პროცესის პარალელურად, 2026 წელს ჩატარდება სტრატეგიის შუალედური შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის ვადა არ არის 8 წელი ან მეტი (არამედ − 7-წლიანი პერიოდი − 2024 წლიდან 2030 წლამდე), მაინც გათვალისწინებულია მისი შუალედური შეფასება. სტრატეგიის ვადის ბოლო წელს, 2030 წელს, სამდივნოს კოორდინაციით განხორციელდება დოკუმენტის საბოლოო შეფასება, შერეული შეფასების ფორმით, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ისე გარე დამოუკიდებელი შემფასებლები/კონსულტანტები.

სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგის და შეფასების შესახებ დაინტერესებული მხარეებისა და ფართო აუდიტორიის ინფორმირების მიზნით „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგია“ და მისი სამოქმედო გეგმ(ებ)ის პროექტები, მონიტორინგის წლიური ანგარიშები და შუალედური და საბოლოო შეფასების ანგარიშები კომენტარებისთვის გამოქვეყნდება ელექტრონულად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდზე და სოციალური მედიის გვერდზე.

გარდა ამისა, ვებსაიტის შესაბამის განყოფილებაში ხელმისაწვდომი იქნება სტრატეგიასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც საშუალებას მისცემს ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს გამოაგზავნონ კითხვები სტრატეგიის პროგრესთან და შედეგებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. განახლებული ინფორმაცია ასევე გასაჯაროვდება სოციალურ მედიაში, ოფიციალური ანგარიშების საშუალებით.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის და შეფასების კალენდარი
ანგარიშის ტიპი ანგარიშების მომზადების თარიღი/პერიოდულობა საანგარიშო პერიოდი გაზიარების/საჯარო გამოქვეყნების ვადა
მონიტორინგი
პროგრეს-ანგარიში საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ (ივლისი-აგვისტო) 6-თვიანი პერიოდი (იანვარი-ივნისი) მოცემული წლის 30 ივლისი
წლიური ანგარიში საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ (იანვარი-თებერვალი) 1-წლიანი პერიოდი (იანვარი-დეკემბერი) მოცემული წლის 28 თებერვალი
შეფასება
შუალედური შეფასება 2027 წელი 3-წლიანი პერიოდი (2024 წლის იანვრიდან 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით) 2027 წლის 30 ივნისი
საბოლოო შეფასება 2031 წელი 7-წლიანი პერიოდი (2024 წლის იანვრიდან 2030 წლის დეკემბრის ჩათვლით) 2031 წლის 30 ივნისი

ლოგიკური ჩარჩო

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა
ხედვა საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვაა, რომ მაღალმთიან დასახლებებებში ცხოვრება და მუშაობა გახდეს უფრო მიმზიდველი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სამუშაო ასაკის მოსახლეობისთვის, ამასთანავე, დროთა განმავლობაში შემცირდეს სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობები როგორც მაღალმთიანი დასახლების მქონე და მაღალმთიანი დასახლების არ მქონე მუნიციპალიტეტებს შორის, ისე მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებსა და საშუალო ეროვნულ მაჩვენებლებს შორის.
სექტორული პრიორიტეტი მეწარმეობა
მიზანი 1 მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი: 1, 8, 9, 10
გავლენის ინდიკატორი 1.1: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობის პროცენტული ზრდა 1000 კაცზე გაანგარიშებით   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2021 2026 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 34,30% 38,3% (ზრდა 4%) 42,3% (ზრდა 8%)
გავლენის ინდიკატორი 1.2: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში (ეკონომიკური ნომენკლატურის ე.წ. C სექტორი) მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობის საშუალო პროცენტული წილის ზრდა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2022 2026 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 5,9% 7,0% 9,0%
გავლენის ინდიკატორი 1.3: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ბიზნესსექტორის ბრუნვა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2022 2026 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 2624,2 2886.6 (ზრდა 10%) 3017.8 (ზრდა 15%)
გავლენის ინდიკატორი 1.4: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის პროცენტული ზრდა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2022 2026 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 27413 29331,9 (ზრდა 7%) 31250,8 (ზრდა 14%)
ამოცანა 1.1 მაღალმთიან დასახლებებში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.1: მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში მაღალმთიან დასახლებებში ყოველწლიურად მხარდაჭერილი ბიზნესის წილის პროცენტული ზრდა საერთო რაოდენობაში   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს~ ანგარიშ(ებ)ი
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4% 6%
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.2: მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში, მაღალმთიან დასახლებებში მხარდაჭერილი ახალგაზრდა ბენეფიციარების რაოდენობის პროცენტული ზრდა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს~ ანგარიშ(ებ)ი
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4% 6%
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.1.3: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის პროცენტული ზრდა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 3% 6% 9%
რისკი ემიგრაციული პროცესები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში; თანამონაწილეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.
ამოცანა 1.2 გადამამუშავებელი სექტორის, მთის ნიშური პროდუქციის წარმოების და ტურიზმის მხარდაჭერა
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.2.1: მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებიდან გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის დაფინანსების პროცენტული წილი (ეკონომიკური ნომენკლატურის ე.წ. C სექტორი)   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოs“ ანგარიშები
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4% 6%
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.2.2: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის პროცენტული ზრდა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2021 2026 2028 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 1776 2% 4% 6%
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.2.3: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2022 2026 2028 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 1891.9 (მილიონი ლარი) 1930 (ზრდა 2%) 1968 (ზრდა 4%) 2005 (ზრდა 6%)
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 1.2.4: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) შუალედური მოხმარება   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2022 2026 2028 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 952.7 (მილიონი ლარი) 972 (ზრდა 2%) 991 (ზრდა 4%) 1010 (ზრდა 6%)
რისკი ემიგრაციული პროცესები, განსაკუთრებით ახალგაზრდებში; საკუთარი სახსრების და საგრანტო თანხის ნაკლებობა.
სექტორული პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა
მიზანი 2 მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკის სტიმულირებაზე და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი: 6,7, 9,10, 11
გავლენის ინდიკატორი 2.1: მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ერთ სულ მოსახლეზე ბიზნესსექტორის დამატებული ღირებულება   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2022 2026 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 2507 2757 (ზრდა 10%) 3008 (ზრდა 20%)
ამოცანა 2.1 მაღალმთიან დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.1.1 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ახლად რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2023 2026 2028 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მაჩვენებელი 4773 5059 (ზრდა 6%) 5203 (ზრდა 9%) 5346 (ზრდა 12%)
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.1.2 მაღალმთიანი დასახლებების პროცენტული წილი, სადაც განხორციელდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტები   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 მუნიციპალიტეტების მერიიდან მიღებული მონაცემები
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4% 6%
რისკი სატენდერო და გზის რეაბილიტაციის პროცესის დროში შეფერხებები; კლიმატური მოვლენების გამო გზის საფარის გაუარესება.
ამოცანა 2.2 მაღალმთიანი დასახლებების, განსაკუთრებით ისტორიული მხარეების უნიკალური ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.2.1 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ზრდა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2023 2026 2028 2030 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (შიდა და საერთაშორისო ვიზიტები, ჯამურად) (პროცენტული ზრდა შედარებულია საბაზისო − 2023 წელთან შედარებით)
მაჩვენებელი 337 641 354523 (ზრდა 5%) 371405 (ზრდა 10%) 388287 (ზრდა 15%)
რისკი სატენდერო და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის დროში შეფერხებები; კლიმატური მოვლენების გამო გზის საფარის გაუარესება.
ამოცანა 2.3 მაღალმთიან დასახლებებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.3.1 მაღალმთიან დასახლებებში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენისგან დაცული მოსახლეობის პროცენტული ზრდა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 მუნიციპალიტეტების მერიიდან მიღებული ინფორმაცია
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 5% 10%
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 2.3.2 მაღალმთიანი დასახლებების წილი, სადაც კლიმატის ცვლილებებისადმი და ბუნებრივი კატაკლიზმებისადმი ცნობიერების ამაღლების კუთხით გადამზადდა მოსახლეობა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 5% 10%
რისკი სატენდერო და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის დროში შეფერხებები.
სექტორული პრიორიტეტი სერვისები
მიზანი 3 მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs) კავშირი: 3, 4, 11
გავლენის ინდიკატორი 3.1: მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის კმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი ჯანდაცვის, განათლების და ახალგაზრდული სერვისების მიმართ   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2030 სტრატეგიის შეფასების ფარგლებში ჩატარებული შინამეურნეობების გამოკითხვის ანგარიში
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4%
ამოცანა 3.1 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარება
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.1.1 მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა, სადაც ხელმისაწვდომია ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მიღება   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2024 2026 2028 2030 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზარდობის სამინისტროს ანგარიში
მაჩვენებელი 9 10 12 13
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.1.2 მაღალმთიან დასახლებებში განახლებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რაოდენობა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 5 7 9
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.1.3 მაღალმთიან დასახლებებში განახლებული ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროცენტული წილი   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2023 2026 2028 2030 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზარდობის სამინისტროს ანგარიში
მაჩვენებელი 60% 65% 70% 75%
რისკი ემიგრაციული პროცესების გამო სასკოლო და სკოლამდელი ასაკის მოსახლეობის, ასევე ახალგაზრდების შემცირება
ამოცანა 3.2 პირველადი ჯანდაცვის განვითარება და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.2.1 ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა სოფლად ერთ სულზე   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2024 2026 2028 2030 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია
მაჩვენებელი 0,89 0,94 1 1,1
რისკი ემიგრაციული პროცესების გამო ახალგაზრდების შემცირება
ამოცანა 3.3 ტერიტორიული მარკეტინგის გზით მთაში ცხოვრებისა და მუშაობის პოპულარიზაცია
ამოცანის შედეგის ინდიკატორი 3.3.1 მაღალმთიანი დასახლებების პოპულარიზაციის ხელშემწყობი მარკეტინგული აქტივობების რაოდენობა   საბაზისო საშუალოვადიანი სამიზნე საშუალოვადიანი სამიზნე საბოლოო სამიზნე დადასტურების წყარო
წელი 2025 2026 2028 2030 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სხვადასხვა განმახორციელებელი უწყებისგან მიღებული ინფორმაცია
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 6 8 12
რისკი სარეკლამო კონტენტის ხარისხი

დანართები:

დანართი №1 – ინდიკატორების პასპორტი

დანართი №2 – საჯარო კონსულტაციების ანგარიში

დან.2.docx

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის დანართი №1

ინდიკატორების პასპორტი

სარჩევი

სექტორული პრიორიტეტი − მეწარმეობა 3

1.1. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობის პროცენტული ზრდა 1000 კაცზე გაანგარიშებით 3

1.2. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში (ეკონომიკური ნომენკლატურის ე.წ. C სექტორი) მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობის საშუალო პროცენტული წილის ზრდა 5

1.3. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ბიზნესსექტორის ბრუნვა (მილიონი ლარი) 7

1.4. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის პროცენტული ზრდა 9

1.1.1. მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში მაღალმთიან დასახლებებში ყოველწლიურად მხარდაჭერილი ბიზნესის წილის პროცენტული ზრდა საერთო რაოდენობაში 12

1.1.2. მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში, მაღალმთიან დასახლებებში მხარდაჭერილი ახალგაზრდა ბენეფიციარების რაოდენობის პროცენტული ზრდა 13

1.1.3. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის პროცენტული ზრდა 14

1.2.1. მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებიდან გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის დაფინანსების პროცენტული წილი (ეკონომიკური ნომენკლატურის ე.წ. C სექტორი) 16

1.2.2 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის პროცენტული ზრდა 18

1.2.3. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 19

1.2.4. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) შუალედური მოხმარება 21

სექტორული პრიორიტეტი − ინფრასტრუქტურა 22

2.1 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ერთ სულ მოსახლეზე ბიზნესსექტორის დამატებული ღირებულება 23

2.1.1. 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ახლად რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა 24

2.1.2. მაღალმთიანი დასახლებების პროცენტული წილი, სადაც განხორციელდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტები 26

2.2.1 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ზრდა 27

2.3.1. მაღალმთიან დასახლებებში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენისგან დაცული მოსახლეობის პროცენტული ზრდა 29

2.3.2. მაღალმთიანი დასახლებების წილი, სადაც კლიმატის ცვლილებებისადმი და ბუნებრივი კატაკლიზმებისადმი ცნობიერების ამაღლების კუთხით გადამზადდა მოსახლეობა 31

სექტორული პრიორიტეტი − სერვისები 32

3.1. მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის კმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი ჯანდაცვის, განათლების და ახალგაზრდული სერვისების მიმართ 32

3.1.1. მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა, სადაც ხელმისაწვდომია ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მიღება 33

3.1.2. მაღალმთიან დასახლებებში განახლებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რაოდენობა 34

3.1.3. მაღალმთიან დასახლებებში განახლებული ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროცენტული წილი 35

3.2.1. ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა სოფლად ერთ სულზე 36

3.3.1. მაღალმთიანი დასახლებების პოპულარიზაციის ხელშემწყობი მარკეტინგული აქტივობების რაოდენობა 37


სექტორული პრიორიტეტი − მეწარმეობა

ინდიკატორის დასახელება

1.1. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობის პროცენტული ზრდა 1000 კაცზე გაანგარიშებით

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 1.

მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით

ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აფასებს მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ ეფექტიანობას, ზომავს რა მოსახლეობის 1000 კაცზე რამდენი მოქმედი ბიზნესსუბიექტია რეგისტრირებული.

მონაცემი გამოითვლება მხოლოდ „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის“. ესაა საქართველოს იმ 21 მუნიციპალიტეტი, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი დასახლებების საერთო რაოდენობაში შეადგენს ან აღემატება 59%-ს.

2015-2021 წლებში, 1000 კაცზე გაანგარიშებით, მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 4.3%.

დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ორჯერ, 2026 (შუალედური შეფასება) და 2030 წლებში (საბოლოო შეფასება)
მეთოდოლოგია

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება ორი მონაცემის − დემოგრაფიულის და ეკონომიკურის − ერთმანეთზე გაყოფით: 1) მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დგინდება საქსტატის მუნიციპალური მონაცემებიდან, კერძოდ − მონაცემი „მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების, თვითმმართველი ერთეულებისა და საქალაქო-სასოფლო დასახლებების მიხედვით“; 2) მონაცემი იყოფა ბიზნეს-რეესტრიდან მიღებულ შესაბამისი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქმედ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობაზე, კერძოდ მონაცემი − „საქართველოში რეგისტრირებულ მოქმედ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით“.

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი -59%

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2021 2026 2030
მაჩვენებელი 34.3 % 38,3% (ზრდა 4%) 42,3% (ზრდა 8%)
ინდიკატორის დასახელება

1.2. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში (ეკონომიკური ნომენკლატურის ე.წ. C სექტორი) მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობის საშუალო პროცენტული წილის ზრდა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მიზანი 1. მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს, თუ რამდენად განვითარებულია მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორი (ეკონომიკური ნომენკლატურის ე.წ. C სექტორი). კერძოდ, ინდიკატორი თვლის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობას,
დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ორჯერ, 2026 (შუალედური შეფასება) და 2030 წლებში (საბოლოო შეფასება)
მეთოდოლოგია

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება შემდეგნაირად: 1) საქსტატის „ბიზნეს რეგისტრის“ მონაცემების საფუძველზე Excel-ის ფორმატში შეინახება მონაცემი „საქართველოში რეგისტრირებულ მოქმედ სუბიექტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების, ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და ზომების მიხედვით“, რომლიდანაც ამოღებული იქნება და დაჯამდება მხოლოდ 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გასული წლის (უახლოესი წლის) ჯამური რაოდენობები მხოლოდ C სექტორისთვის („გადამამუშავებელი მრეწველობა“) (ეკონომიკური საქმიანობის კოდი Nace Rev.2-ის მიხედვით). აღნიშნულ სექტორს მიეკუთვნება C 10-დან (კვების პროდუქტების წარმოება) C 33.20.0-ის ჩათვლით (სამრეწველო ტექნიკის და მოწყობილობების დაყენება) ჯამში 572 დასახელების ეკონიმიკური საქმიანობა. 2) ყველა მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის ყველა საქმიანობის მიხედვით რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების ჯამური რაოდენობა იყოფა C სექტორის ზემოაღნიშნულ რაოდენობაზე და მიიღება პროცენტული წილი. 2022 წელს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში გადამამუშავებელი მრეწველობის ჯამური წილი შეადგენდა 5.9%-ს.

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი 100%-ია, ერთ მუნიციპალიტეტში − 96%, 3 მუნიციპალიტეტში − 70-75%, ერთში − 68% და ერთში − 59%.

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის,

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2022 2026 2030
მაჩვენებელი 5,9% 7 % 9 %
ინდიკატორის დასახელება

1.3. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ბიზნესსექტორის ბრუნვა (მილიონი ლარი)

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 1.

მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით

ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აფასებს ბიზნესსექტორის ბრუნვის სტატისტიკას.

მონაცემი გამოითვლება მხოლოდ „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის“. ესაა საქართველოს ის 21 მუნიციპალიტეტი, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი დასახლებების საერთო რაოდენობაში შეადგენს ან აღემატება 59%-ს.

2014-2022 წლებში ბიზნესსექტორის ბრუნვა მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში საშუალოდ 14%-ით იზრდებოდა.

დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ორჯერ, 2026 (შუალედური შეფასება) და 2030 წლებში (საბოლოო შეფასება)
მეთოდოლოგია

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტატისტიკის დამუშავებით.

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი -59%-ია

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის,

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2022 2026 2030
მაჩვენებელი 2624.2 2886.6 (ზრდა 10%) 3017.8 (ზრდა 15%)
ინდიკატორის დასახელება

1.4. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის პროცენტული ზრდა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან

მიზანი 1

მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით

ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აფასებს დასაქმებულთა რაოდენობის პროცენტულ მაჩვენებელს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში.

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება შემდეგნაირად: 1) საქსტატის „ბიზნესრეგისტრის“ მონაცემების საფუძველზე Excel-ის ფორმატში შეინახება მონაცემი „დასაქმებულთა რაოდენობა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით“ (ბიზნესსექტორი), რომლიდანაც ამოღებული იქნება და დაჯამდება მხოლოდ 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გასული წლის (უახლოესი წლის) მონაცემები.

მონაცემი გამოითვლება მხოლოდ „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის“. ესაა საქართველოს ის 21 მუნიციპალიტეტი, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი დასახლებების საერთო რაოდენობაში შეადგენს ან აღემატება 59%-ს.

2015-2022 წლებში მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 57%-ით.

დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ორჯერ, 2026 (შუალედური შეფასება) და 2030 წლებში (საბოლოო შეფასება)
მეთოდოლოგია

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი -59%-ია

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის,

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2022 2026 2030
მაჩვენებელი 27413 29331,9 (ზრდა 7%) 31250,8 (ზრდა 14%)
ინდიკატორის დასახელება

1.1.1. მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში მაღალმთიან დასახლებებში ყოველწლიურად მხარდაჭერილი ბიზნესის წილის პროცენტული ზრდა საერთო რაოდენობაში

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.1. მაღალმთიან დასახლებებში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აღწერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი პროგრამების, მათ შორის, სსიპ „აწარმოე საქართველოს“ „მიკრო მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე წელს დაფინანსებული ბენეფიციარების მიერ მიღებული დაფინანსების საერთო რაოდენობაში იმ დაფინანსების მოცულობის პროცენტულ წილს, რომელშიც ბენეფიციარს ბიზნესის განხორციელების ადგილას მითითებული აქვს მაღალმთიანი დასახლება.

სსიპ „აწარმოე საქართველოს“: 2023 წელს გამოცხადებულ კონკურსში ჯამში გაიმარჯვა 1 140 ბიზნეს პროექტმა, რომელთაგან 371 (32.5%) მაღალმთიან დასახლებაში დაფინანსდა. ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“: 2024 წელს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 3,500 ფერმერთან გაფორმებულია ხელშეკრულება მოტობლოკების შეძენის თანადაფინანსების შესახებ.

დადასტურების წყარო სსიპ „აწარმოე საქართველოს“ ანგარიშები და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებული პროგრამების მონაცემთა ბაზები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორი მაჩვენებელი გამოითვლება სსიპ „აწარმოე საქართველოს“ მიერ „მიკრო მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის“ “ და სსიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ პროგრამების ადმინისტრაციული მონაცემებიდან
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4% 6%
ინდიკატორის დასახელება

1.1.2. მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში, მაღალმთიან დასახლებებში მხარდაჭერილი ახალგაზრდა ბენეფიციარების რაოდენობის პროცენტული ზრდა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.1. მაღალმთიან დასახლებებში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის
ინდიკატორის აღწერა

"ინდიკატორი აღწერს სსიპ „აწარმოე საქართველოს“ „მიკრო მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ფარგლებში მიმდინარე წელს გაცემული დაფინანსების საერთო რაოდენობაში იმ დაფინანსების პროცენტული წილს, რომელშიც ბენეფიციარს

განხორციელების ადგილად მითითებულ აქვს მაღალმთიანი დასახლება და მიეკუთვნება 30 წლამდე (18-29 წელი) ასაკობრივ ჯგუფს.

ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“: აქტივობის შედეგის ინდიკატორი 1.1.5.1 − 2024-2026 წლების პერიოდში თანადაფინანსდა 180 ახალგაზრდა ბენეფიციარი როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო სექტორში. პროგრამაში მონაწილეობისთვის არის დაწესებული შემდეგი ასაკობრივი შეზღუდვები: მამაკაცები უნდა იყვნენ 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალები 18-დან 40 წლის ჩათვლით.

სსიპ „აწარმოე საქართველოს“ ანგარიშები და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებული პროგრამების მონაცემთა ბაზები.

დადასტურების წყარო სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ანგარიშ(ებ)ი
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორის მაჩვენებელი გამოითვლება სსიპ „აწარმოე საქართველოს“ მიერ „მიკრო მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებული პროგრამების ადმინისტრაციული მონაცემებიდან (მონაცემთა ბაზებიდან).
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4% 6%
ინდიკატორის დასახელება

1.1.3. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის პროცენტული ზრდა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.1. მაღალმთიან დასახლებებში მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აფასებს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობას.

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება შემდეგნაირად: 1) საქსტატის „ბიზნეს- რეგისტრის“ მონაცემების საფუძველზე Excel-ის ფორმატში შეინახება მონაცემი „საქართველოში რეგისტრირებულ მოქმედ სუბიექტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების, ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და ზომების მიხედვით“, რომლიდანაც ამოღებული იქნება და დაჯამდება მხოლოდ 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გასული წლის (უახლოესი წლის) მონაცემები (მცირე და საშუალო ბიზნესების რაოდენობა).

მონაცემი გამოითვლება მხოლოდ „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის“. ესაა საქართველოს ის 21 მუნიციპალიტეტი, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი დასახლებების საერთო რაოდენობაში შეადგენს ან აღემატება 59%-ს.

დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება მაღალმთიანი რეგიონებში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტატისტიკის დამუშავებით.

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი -59%-ია

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის,

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 3% 6% 9%
ინდიკატორის დასახელება

1.2.1. მაღალმთიან დასახლებებში მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებიდან გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორის დაფინანსების პროცენტული წილი (ეკონომიკური ნომენკლატურის ე.წ. C სექტორი)

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.2. გადამამუშავებელი სექტორის, მთის ნიშური პროდუქციის წარმოების და ტურიზმის მხარდაჭერა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს სახელმწიფოს მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამით გადამამუშავებელი მრეწველობის ხელშეწყობას. კერძოდ, ინდიკატორი წარმოადგენს ორი პროცენტული მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულს: 1) ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტებში იმ გრანტების პროცენტულ წილი, რომელშიც დაფინანსებული ეკონომიკური საქმიანობა მიეკუთვნება გადამამუშავებელ მრეწველობას. 2024-2026 წლების პერიოდში, მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ან/და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება გაიცა მინიმუმ 2 ბენეფიციარზე. მაღალმთიან დასახლებებში ბიოწარმოების ხელშეწყობის მიზნით თანადაფინანსება გაიცა მინიმუმ 2 ბენეფიციარზე. და 2) მას დამატებული სსიპ „აწარმოე საქართველოს“ „მიკრო მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული

დაფინანსების საერთო მოცულობაში იმ დაფინანსების პროცენტული წილი, რომელშიც

ბენეფიციარს ბიზნესის განხორციელების ადგილას მითითებული

აქვს მაღალმთიანი დასახლება, ხოლო დაფინანსებული ეკონომიკური საქმიანობა

მიეკუთვნება გადამამუშავებელ მრეწველობას.

დადასტურების წყარო სსიპ „აწარმოე საქართველოს“ ანგარიშები და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ -ს მიერ განხორციელებული პროგრამების მონაცემთა ბაზები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია გრანტით დაფინანსებული ეკონომიკური საქმიანობა ხდება უნდა ხვდებოდეს C სექტორის კატეგორიაში (ეკონომიკური საქმიანობის კოდი Nace Rev.2-ის („გადამამუშავებელი მრეწველობა“) მიხედვით). აღნიშნულ სექტორს მიეკუთვნება C 10-დან (კვების პროდუქტების წარმოება) C 33.20.0-ის ჩათვლით (სამრეწველო ტექნიკის და მოწყობილობების დაყენება) ჯამში 572 დასახელების ეკონიმიკური საქმიანობა. C სექტორის კატეგორიაში შემავალი ეკონომიკური საქმიანობების ნუსხა მოცემულია საქსტატის „ბიზნეს რეგისტრის“ მონაცემების საფუძველზე Excel-ის ფორმატში შეინახება მონაცემი „საქართველოში რეგისტრირებულ მოქმედ სუბიექტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების, ეკონომიკური საქმიანობის სახეებისა და ზომების მიხედვით“.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4% 6%
ინდიკატორის დასახელება

1.2.2 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობის პროცენტული ზრდა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.2. გადამამუშავებელი სექტორის, მთის ნიშური პროდუქციის წარმოების და ტურიზმის მხარდაჭერა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს წლიდან წლამდე მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების პროცენტულ ცვლილებას.
დადასტურების წყარო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამისი მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია იზომება 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტისთვის წლიდან წლამდე რეგისტრირებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების პროცენტული ცვლილება.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2021 2026 2028 2030
მაჩვენებელი 1776 2% 4% 6%
ინდიკატორის დასახელება

1.2.3. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.2. გადამამუშავებელი სექტორის, მთის ნიშური პროდუქციის წარმოების და ტურიზმის მხარდაჭერა
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი აფასებს პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელს 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში.

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება შემდეგნაირად: 1) საქსტატის „ბიზნეს- რეგისტრის“ მონაცემების საფუძველზე Excel-ის ფორმატში შეინახება მონაცემი „პროდუქციის გამოშვება ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით“, რომლიდანაც ამოღებული იქნება და დაჯამდება მხოლოდ 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გასული წლის (უახლოესი წლის) მონაცემები (მცირე და საშუალო ბიზნესების რაოდენობა).

მონაცემი გამოითვლება მხოლოდ „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის“. ესაა საქართველოს ის 21 მუნიციპალიტეტი, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი დასახლებების საერთო რაოდენობაში შეადგენს ან აღემატება 59%-ს.

დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტატისტიკის დამუშავებით.

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი -59%-ია

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის,

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2022 2026 2028 2030
მაჩვენებელი 1891.9 (მილიონი ლარი) 1930 (ზრდა 2%) 1968 (ზრდა 4%) 2005 (ზრდა 6%)
ინდიკატორის დასახელება

1.2.4. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) შუალედური მოხმარება

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 1.2. გადამამუშავებელი სექტორის, მთის ნიშური პროდუქციის წარმოების და ტურიზმის მხარდაჭერა
ინდიკატორის აღწერა
დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

ინდიკატორის მაჩვენებელი მიიღება მაღალმთიანი რეგიონებში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტატისტიკის დამუშავებით.

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი -59%

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის,

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2022 2026 2028 2030
მაჩვენებელი 952.7 (მილიონი ლარი) 972 (ზრდა 2%) 991 (ზრდა 4%) 1010 (ზრდა 6%)

სექტორული პრიორიტეტი − ინფრასტრუქტურა

ინდიკატორის დასახელება

2.1 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ერთ სულ მოსახლეზე ბიზნესსექტორის დამატებული ღირებულება

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მიზანი 2. მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკის სტიმულირებაზე და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება
ინდიკატორის აღწერა

ინდიკატორი ზომავს ერთ სულ მოსახლეზე დამატებულ ღირებულებას 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში.

2015-2022 წლებში მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში ნაწარმოები დამატებითი ღირებულების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ გაიზარდა 88%-ით.

დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია მონაცემი გამოითვლება საქსტატის მუნიციპალურ მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ, Excel-ის ფორმატში შეინახება შემდეგი მონაცემები „დამატებული ღირებულება ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით“ და „მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების, თვითმმართველი ერთეულების და საქალაქო-სასოფლო დასახლებების მიხედვით“. აღნიშნული ინდიკატორი წარმოადგენს დამატებითი ღირებულების მაჩვენებლის განაყოფს მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაზე.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2022 2026 2030
მაჩვენებელი 2507 ლარი 2757 (ზრდა 10%) 3008 (ზრდა 20%)
ინდიკატორის დასახელება

2.1.1. 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ახლად რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 2.1. მაღალმთიან დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
ინდიკატორის აღწერა

აღნიშნული მონაცემი ზომავს ახლად რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობას 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში.

2021 წელს საქართველოს 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში 4069 ახალი ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა. მონაცემები მიიღება მუნიციპალური მაჩვენებლების დაჯამებით.

დადასტურების წყარო საქსტატის მუნიციპალური მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ინდიკატორის გასაზომად გამოიყენება საქსტატის სტატისტიკა „საქართველოში ახლად რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით“, საიდანაც ჯამდება 21 მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაცია.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2023 2026 2028 2030
მაჩვენებელი 4773 5059 (ზრდა 6%) 5203 (ზრდა 9%) 5346 (ზრდა 12%)
ინდიკატორის დასახელება

2.1.2. მაღალმთიანი დასახლებების პროცენტული წილი, სადაც განხორციელდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტები

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 2.1. მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ითვლის იმ მუნიციპალიტეტების პროცენტულ წილს, სადაც განხორციელდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტები, როგორიცაა გზების, ხიდების, სკოლების, ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია, აშენება, სკვერები და ა.შ.
დადასტურების წყარო მუნიციპალიტეტების მერიიდან მიღებული მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

მონაცემის შეგროვება ხდება მუნიციპალიტეტების მერიის გამოკითხვის გზით. მერიები, თავის მხრივ, ინფორმაციას ამოწმებენ მაღალმთიანი დასახლებების შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში/თემ(ებ)ში მერის წარმომადგენლ(ებ)თან.

საბაზისო მონაცემები დადგინდება 2025 წელს. შემდგომ წლებში მონაცემების დაზუსტება მოხდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი კითხვარის გზით. კითხვარი რესპოდენტი მერიებისგან მოითხოვს მონაცემებს მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ინდიკატორის მაჩვენებლის განსაზღვრა მოხდება ყველა მონაწილე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული პროცენტული მაჩვენებლის (დიაპაზონების) საშუალო არითმეტიკულის დათვლით.

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4% 6%
ინდიკატორის დასახელება

2.2.1 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში (21 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც მაღალმთიანი დასახლებების წილი 59% და მეტია) ვიზიტორთა რაოდენობის პროცენტული ზრდა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 2.2. მაღალმთიანი დასახლებების, განსაკუთრებით ისტორიული მხარეების უნიკალური ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ითვლის ვიზიტორთა რაოდენობას მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში მდებარე დაცულ ტერიტორიებში. ჯამდება შემდეგი დაცული ტერიტორიების მაჩვენებლები.
დადასტურების წყარო საქსტატის მონაცემები
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

მონაცემები გამოითვლება საქსტატის მონაცემების „ვიზიტორების რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე“ Excel-ში დაჯამებით შემდეგი ეროვნული პარკებისთვის:

  • თეთრიწყარო (ალგეთის ეროვნული პარკი)

  • ადიგენი/ახალციხე/ბორჯომი (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი)

  • თიანეთი (თბილისის ეროვნული პარკი)

  • ახმეტა (თუშეთის დაცული ტერიტორიები)

  • ქედა (მტირალას ეროვნული პარკი)

  • ყაზბეგი (ყაზბეგის ეროვნული პარკი)

  • ახალქალაქი (ჯავახეთის დაცული ტერიტორიები)

  • წალკა (წალკის კანიონი)

  • დუშეთი (ფშავ-ხევსურეთი)

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2023 2026 2028 2030
მაჩვენებელი 337641 354523 (ზრდა 5%) 371405 (ზრდა 10%) 388287 (ზრდა 15%)
ინდიკატორის დასახელება

2.3.1. მაღალმთიან დასახლებებში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენისგან დაცული მოსახლეობის პროცენტული ზრდა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 2.3. მაღალმთიან დასახლებებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა
ინდიკატორის აღწერა მონაცემები მიიღება საქართველოს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გამოკითხვის გზით. ინდიკატორის განსასაზღვრად დაჯამდება 21 მუნიციპალიტეტის მონაცემები.
დადასტურების წყარო მუნიციპალიტეტების მერიიდან მიღებული ინფორმაცია
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი 100%-ია, ერთ მუნიციპალიტეტში − 96%, 3 მუნიციპალიტეტში 70-75%, ერთში − 68% და ერთში − 59%.

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის,

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 5% 10%
ინდიკატორის დასახელება

2.3.2. მაღალმთიანი დასახლებების წილი, სადაც კლიმატის ცვლილებებისადმი და ბუნებრივი კატაკლიზმებისადმი ცნობიერების ამაღლების კუთხით გადამზადდა მოსახლეობა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან ამოცანა 2.3. მაღალმთიან დასახლებებში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა
ინდიკატორის აღწერა მონაცემები მიიღება საქართველოს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გამოკითხვის გზით. ინდიკატორის განსასაზღვრად დაჯამდება 21 მუნიციპალიტეტის მონაცემები.
დადასტურების წყარო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია

21 „მაღალმთიანი მუნიციპალიტეტი“ განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების მონაცემთა ბაზის შესაბამისად (ექსელის ცხრილი). აღნიშნული 21 მუნიციპალიტეტიდან 15 მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლებების წილი 100%-ია, ერთ მუნიციპალიტეტში − 96%, 3 მუნიციპალიტეტში 70-75%, ერთში − 68% და ერთში − 59%.

ეს მუნიციპალიტეტებია:

ამბროლაურის

ადიგენის

ასპინძის

ახალქალაქის

ახალციხის

ახმეტის

ბორჯომის

დმანისის,

დუშეთის

თეთრიწყაროს

თიანეთის

ლენტეხის

მესტიის

ნინოწმინდის

ონის

ქედას

ყაზბეგის

შუახევის

ცაგერის

წალკის

ხულოს

ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 5% 10%

სექტორული პრიორიტეტი − სერვისები

ინდიკატორის დასახელება

3.1. მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის კმაყოფილების პროცენტული მაჩვენებელი ჯანდაცვის, განათლების და ახალგაზრდული სერვისების მიმართ

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან მიზანი 3.1. მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს მაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობის რეპრეზენტაციული შერჩევის დამოკიდებულებებს გამოკითხვის გზით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კმაყოფილი არიან მუნიციპალიტეტში არსებული ჯანდაცვის, განათლების და ახალგაზრდული სერვისებით. ინდიკატორი წარმოადგენს სამი კითხვის პასუხების მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს.
დადასტურების წყარო სტრატეგიის შეფასების ფარგლებში ჩატარებული შინამეურნეობების გამოკითხვის ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ორჯერ, 2026 (შუალედური შეფასება) და 2030 წლებში (საბოლოო შეფასება)
მეთოდოლოგია გამოკითხვაში მონაწილე მაღალმთიანი დასახლებები შეირჩევა 21 მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტში არსებული მაღალმთიანი დასახლებებიდან მოსახლეობის ზომის, დემოგრაფიული და ეკონომიკური მაჩვენებლების და სხვა სტატისტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. შერჩევის ზომა უზრუნველყოფს მაღალ სტატისტიკურ სანდოობას. გამოკითხვა ჩატარდება სტრატეგიის შუალედური და საბოლოო შეფასების ფარგლებში, სამდივნოს და გარე ორგანიზაციის მიერ ერთობლივად, შერეული შეფასების მეთოდით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 2% 4%
ინდიკატორის დასახელება

3.1.1. მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა, სადაც ხელმისაწვდომია ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების მიღება

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან 3.1. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს, რამდენად იზრდება იმ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება
დადასტურების წყარო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიშ(ებ)ი
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ანგარიში
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2024 2026 2028 2030
მაჩვენებელი 9 10 12 13
ინდიკატორის დასახელება

3.1.2. მაღალმთიან დასახლებებში განახლებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რაოდენობა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან 3.1. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს, რამდენად იზრდება მაღალმთიან დასახლებებში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რაოდენობა.
დადასტურების წყარო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია საბაზისო მონაცემი არაა ხელმისაწვდომი. საბაზისო მონაცემი დაზუსტდება 2025 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი კითხვარის გზით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 5 7 9
ინდიკატორის დასახელება

3.1.3. მაღალმთიან დასახლებებში განახლებული ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროცენტული წილი

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან 3.1. მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტებში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პროფესიული და არაფორმალური განათლების განვითარება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს, რამდენად იზრდება მაღალმთიან დასახლებებში განახლებული ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროცენტული წილი.
დადასტურების წყარო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიშ(ებ)ი
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია საბაზისო მონაცემი არაა ხელმისაწვდომი. საბაზისო მონაცემი დაზუსტდება 2025 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი კითხვარის გზით.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 65% 70% 75%
ინდიკატორის დასახელება

3.2.1. ამბულატორიული ვიზიტების რაოდენობა სოფლად ერთ სულზე

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან 3.2. პირველადი ჯანდაცვის განვითარება და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს სოფლად ამბულატორიულ ვიზიტებს ერთ სულზე გაანგარიშებით.
დადასტურების წყარო დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია შესაბამისი დასახლებული პუნქტ(ებ)ის მოსახლეობის რაოდენობა გაიყოფა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისის ანგარიშიდან ამოღებულ ციფრზე.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2024 2026 2028 2030
მაჩვენებელი 0.89 0.94 1 1.1
ინდიკატორის დასახელება

3.3.1. მაღალმთიანი დასახლებების პოპულარიზაციის ხელშემწყობი მარკეტინგული აქტივობების რაოდენობა

ინდიკატორის ტიპი გავლენის ამოცანის შედეგის
V
ინდიკატორის კავშირი სტრატეგიის მიზანთან / ამოცანასთან 3.3. ტერიტორიული მარკეტინგის გზით მთაში ცხოვრებისა და მუშაობის პოპულარიზაცია
ინდიკატორის აღწერა ინდიკატორი ზომავს განმახორციელებელი უწყებების მიერ მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების რაოდენობას, მათ შორის, აქტივობებში მოიაზრება ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა, მაგალითად, ფესტივალები, ცნობილი ბლოგერების ვიზიტები, კონკრეტული ტერიტორიების მარკეტინგული აქტივობების, მათ შორის, მათი ბრენდინგის მხარდაჭერა, ინტერნეტ და სოციალური მედია საშუალებებით შინაარსზე ორიენტირებული მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ისტორიების გაზიარებითა და თემატური კამპანიების გზით, მაღალმთიან დასახლებებზე ვიდეო რგოლების მომზადება და სოციალურ ქსელებში გაზიარება და ა.შ. ინდიკატორის განსასაზღვრად დაჯამდება განმახორციელებელი უწყებებიდან მიღებული მონაცემები.
დადასტურების წყარო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სხვადასხვა განმახორციელებელი უწყებისგან მიღებული ინფორმაცია
მონაცემების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
მონაცემების შეგროვების სიხშირე ყოველწლიურად
მეთოდოლოგია მონაცემები შეგროვდება წინასწარ შედგენილი კითხვარის მეშვეობით, რომელშიც განსაზღვრული იქნება შესაძლო აქტივობების ჩამონათვალი. კითხვარი გაეგზავნება სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების აქტივობებში ჩართულ ყველა შესაძლო უწყებას და მიღებული მონაცემების შედეგად დაჯამდება საანგარიშო პერიოდისათვის არსებული შედეგი.
ინდიკატორის მაჩვენებლები საბაზისო სამიზნე
საშუალოვადიანი საბოლოო
წელი 2025 2026 2028 2030
მაჩვენებელი შესაბამისი საბაზისო მაჩვენებელი განისაზღვრება 2025 წელს 6 8 12
დან.3.docx

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის დანართი №2

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის 2024-2026 სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციები

შემაჯამებელი ანგარიში

ივლისი, 2024 წელი

შინაარსი

საჯარო კონსულტაციების პროცესი და მონაცემები 3

საჯარო კონსულტაციების პროცესის აღწერა 3

ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შეხვედრების მონაცემები 4

საჯარო კონსულტაციების შეხვედრების გაშუქება 5

საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მიღებული უკუკავშირის ანალიზი 6

საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი დებულებები 6

დანართი N1. მიღებული წერილობითი მოსაზრებების და რეკომენდაციების რეესტრი 10

ჩატარებული საჯარო კონსულტაციების გაშუქება − ბმულები 20

საჯარო კონსულტაციების პროცესი და მონაცემები

საჯარო კონსულტაციების პროცესის აღწერა

2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შემუშავებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო კონსულტაციების პროცესი 2024 წლის 3 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ საჯარო კონსულტაციების დაწყებამდე, სამინისტრომ უზრუნველყო ზემოაღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრ სახელმწიფო უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია და მათგან მიღებული მოსაზრებების პოლიტიკის შესაბამის დოკუმენტებში ინტეგრირება. საჯარო კონსულტაციებში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გასაზრდელად შერჩეულ იქნა როგორც ელექტრონული, აგრეთვე ფიზიკური კონსულტაციების მეთოდები.

საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, განსახილველად წარდგენილ იქნა შემდეგი დოკუმენტები:

  • მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის პროექტი;

  • და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი.

საჯარო განაცხადი, საჯარო კონსულტაციების ფორმატის, ვადების, უკუკავშირის მიღებაზე პასუხისმგებელი უწყების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, 2024 წლის 3 ივნისს განსახილველ დოკუმენტებთან ერთად გამოქვეყნდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ელექტრონულად უკუკავშირის მიღების მიზნით, დამატებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 20 ივნისს, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტები დაეგზავნა სხვადასხვა უწყებას, მუნიციპალიტეტს და ორგანიზაციას.

ელექტრონულად უკუკავშირის გარდა, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყევტილება, საჯარო კონსულტაციების სამუშაო შეხვედრების ფორმატით ჩატარების შესახებ. შესაბამისად, შემუშავდა და სამინისტროს ვებ-გვერდზე, მიმდინარე წლის 26 ივნისს გამოქვეყნდა განცხადება რეგიონებში საჯარო კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, შეხვედრების კალენდართან ერთად, რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს აძლევდა შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღო დაგეგმილ ღონისძიებებში. დამატებით, შესაბამისი რეგიონების სამხარეო ადმინისტრაციებსა და მაღალმთიანი დასახლების მქონე მუნიციპალიტეტების მერიის წარმომადგენლებს ეცნობათ დაგეგმილი კონსულტაციების შესახებ და ეთხოვათ ინფორმაციის გავრცელება შესაბამის დასახლებებში და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ჩატარებული საჯარო კონსულტაციების შეხვედრების მონაცემები

შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ფიზიკური შეხვედრების ფორმატით, გაიმართა 9 საჯარო კონსულტაცია, სადაც საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 408 პირმა, მათ შორის 34% იყო ქალი. საგულისხმოა, რომ განხილვებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დაინტერესებულმა მხარეებმა, მათ შორის კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, სათემო ორგანიზაციებმა და აქტიურმა მოქალაქეებმა. საერთო ჯამში კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო მაღალმთიანი დასახლებების მქონე 44 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა. ჩატარებული საჯარო კონსულტაციების დეტალური მონაცემები აღწერილია ქვემოთ (ცხრილი №1).

ცხრილი№1. ჩატარებული საჯარო კონსულტაციები

თარიღი ადგილი მუნიციპალიტეტები მონაწილეთა რაოდენობა მ.შ. ქალი %
26.06.24 ახმეტა ახმეტა, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, საგარეჯო 33 39%
26.06.24 დუშეთი დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი, მცხეთა 48 40%
27.06.24 წალკა ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი 34 24%
27.06.24 ნინოწმინდა ნინოწმინდა, ასპინძა, ადიგენი, ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი 53 21%
28.06.24 ორი გორი, კასპი, ხაშური, ქარელი 50 34%
28.06.24 ქუთაისი ბაღდათი, ოზურგეთი, საჩხერე, ტყიბული, ჩოხატაური, წყალტუბო, ჭიათურა, ხარაგაული, ხონი 54 33%
02.07.24 მესტია მესტია 34 44%
03.07.24 ამბროლაური ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი 23 52%
04.07.24 ბათუმი ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი 79 34%
სულ 9 44 408 34%

სამუშაო შეხვედრების ხანგრძლივობა შეადგენდა 2-დან 3 საათამდე, მონაწილეთა რაოდენობისა და აქტივობიდან გამომდინარე. ყველა შეხვედრა გაიმართა წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის შესაბამისად:

  • შეხვედრის გახსნა, მიზნების გაცნობა;

  • პრეზენტაცია: „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 სტრატეგიის პროექტი;

  • კითხვა/პასუხი; პოზიციებისა და მოსაზრებების გაზიარება;

  • პრეზენტაცია: „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის − მიმდინარე და დაგეგემილი პროექტები.

  • კითხვა/პასუხი, პოზიციებისა და მოსაზრებების გაზიარება;

  • შეხვედრის შეჯამება.

შენიშვნა: ჩატარებული საჯარო შეხვედრების დეტალური ოქმები თანდართულია.

საჯარო კონსულტაციების შეხვედრების გაშუქება. ჩატარებული საჯარო კონსულტაციები ფართოდ გაშუქდა ციფრული მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით (დეტალური ჩამონათვალი თანდართულია). აღნიშნული მნიშვნელოვანია რიგი ფაქტორების გამო, მათ შორის:

  • სტრატეგიის დოკუმენტის, გაწერილი მიზნებისა და ამოცანების ცნობადობის გაზრდა, შედეგად გაიზრდება ადგილობრივი უწყებების, მოსახლეობის, ორგანიზაციების ინფორმირებულობის ხარისხი და მათი ჩართულობის დონე განხორციელების პროცესში;

  • ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების საჯარო განხილვებში ჩართულობის დონის ამაღლება და მონაწილეობითი პროცესის პოპულარიზაცია.

საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მიღებული უკუკავშირის ანალიზი

წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა 65-მა ორგანიზაციამ, მათ შორის 50-მა განაცხადა, რომ არ აქვთ შენიშვნები სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით. ჯამში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 13-მა უწყებამ წარმოადგინა წერილობითი რეკომენდაცია და მოსაზრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი მოსაზრებების ძირითადი ნაწილი ეხება სამოქმედო გეგმას და ღონისძიებების გახორციელების ვადებს, უშუალოდ სტრატეგიის დოკუმენტზე კი მეტწილად წარმოდგენილია ტექნიკური და სარედაქციო ხასიათის შენიშვნები.

წარმოდგენილი წინადადებები განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულმა.

წარმოდგენილი შენიშვნების პაკეტიდან, 5 წინადადება ნაწილობრივ გათვალიწინებულია, 1 არ არის გათვალიწინებული, რამდენადაც მათი შინაარსი სცდება სტრატეგიის მოქმედების სფეროს და შესაბამისად ვერ გადაწყდება სტრატეგიის ფარგლებში. დანარჩენი შენიშვნები კი გათვალიწინებული და ასახულია სტრატეგიის ან/და მისი სამოქმედო გეგმის დოკუმენტებში.

ელექტრონული ფორმით მიღებული წინადადებების რეგისტრაციისთვის მომზადდა შესაბამისი ფორმა, რომელშიც წარმოდგენილ იქნა როგორც რეკომენდაციის შინაარსი, ასევე სამინისტროს უკუკავშირი და რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში დასაბუთებული პოზიცია. დეტალურად, შემოსული წინადადებების რეესტრი და სამინისტროს უკუკავშირი იხილეთ დანართში №1.

საჯარო კონსულტაციების შემაჯამებელი დებულებები

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ საერთო ჯამში პროცესი წარიმართა ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობით გარემოში. ამასთან, გამოიკვეთა ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რომლებიც სტრატეგიის იმპლემენტაციის პროცესის უფრო ეფექტიანად და სამიზნე ჯგუფებთან კოორდინირებულად წარმართვის საშუალებას მისცემს პასუხისმგებელ უწყებებს. წარდგენილი სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები და შენიშვნები დეტალურადაა აღწერილი თანდართულ ოქმებში.

ზოგადი შეფასება:

  • წარმოდგენილი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის პროექტი, პროექტით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები დაინტერსებული მხარეების მიერ სრულიად გაზიარებულ იქნა და არ წარმოუდგენიათ არსობრივი შენიშмნა. გაჟღერებული საკითხები და მიმართულებები ძირითადად ეხებოდა ან სამართლებრივ ჩარჩოს ან ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც შესაძლოა აისახოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

  • ქალთა აქტიურობა და ჩართულობა განხილვების პროცესში საშუალოდ ყველა მუნიციპალიტეტისთვის იყო შედარებით მაღალი, თუმცა ამ თვალსაზრისით გამორჩეული იყო შეხვედრები დუშეთისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

  • ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად დგას ახალგაზრდების ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვისა და მიგრაციის შერბილების გამოწვევა. ამ ჭრილში განიხილება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განვითარების ხელშემწყობი პროექტების (მეწარმეობა, ინოვაცია, არაფორმალური განათლება და ა.შ.) განხორცილების საჭიროება.

  • საჯარო კონსულტაციები და შეხვედრები არის ეფექტიანი ინსტრუმენტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად. სამუშაო შეხვედრებზე გამოვლინდა, რომ არსებობს მაღალი მოლოდინი და სურვილი ჩაერთონ ისეთი პროექტების განხილვებში, როგორებიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა, ბიზნეს-მხარდამჭერი პროგრამები, გაზიფიცირების გეგმა და ა.შ.

საჯარო კონსულტაციებზე გაჟღერდა რიგი ისეთი საკითხები, რაც პირდაპირ არ ხვდება სტრატეგიის მოქმედების არეალში, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის, ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის ან/და კანონმდებლობის ჭრილში. მათ შორისაა:

  • თითქმის ყველა შეხვედრაზე დაისვა კონკრეტულ დასახლებებზე მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების საკითხი. სამინისტროს წარმომადგენელებმა დეტალურად განუმარტა აუდიტორიას კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები და სტატუსის მინიჭების პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს სამართლებრივი ნორმების რევიზიის საჭიროება, ამასთან შესაძლოა განხორციელდეს მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობის ინფორმირების დონის ამაღლება.

  • სახელფასო დანამატების საკითხი ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის მაღალმთიან დასახლებებში. აღნიშნული საკითხი დააყენეს სკოლების, ბაღების, კოლეჯის და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმა. ამ შემთხვევაშიც მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია კანონით გათვალიწინებული ნორმების შესახებ. ამასთან, შესაძლოა სხვა საკითხებთან ერთად მოხდეს კანონით დადგენილი ნორმების რევიზია.

  • მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა დღის წესრიგში დააყენეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან უძრავი ქონების გადაცემის საკითხი. მათი განცხადებით, რიგი შენობების მუნიციპალიტეტის მფლობელობაში გადასვლის შემთხვევაში მერიებს უჩნდებათ დამატებითი შესაძლებლობები მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ პროექტები.

საჯარო კონსულტაციებზე გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები სტრატეგიის სამოქმედო გეგმისათვის:

  • ხარისხიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მაღალმთიან დასახლებებში. ამასთან, რიგ შეხვედრებზე დასახელდა ტერიტორიები/ხეობებიб რომლებიც წარმოადგნენ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, თუმცა ინტერნეტის არარსებობის გამო აფერხებს ტურიზმის განვითარებას.

  • უშუქო სოფლები. საჯარო კონსულტაციებისას განხილულ იქნა უშუქო სოფლების პრობლემა. ასეთ სოფლებში მცირეა მოსახლეობის რაოდენობა და იმავდროულად განთავსებულია რთულ რელიეფზე. დღის წესრიგში დგას ალტერნატიული ენერგიის წყაროებით უზრუნველყოფის შესაძლებლობები.

  • პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის ამაღლება და სოფლის ამბულატორიების რეაბილიტაცია. რიგ მაღალმთიან დასახლებებში, თემების დიდი დაშორებისა და რთული რელიეფის გამო ექიმების არსებულ რაოდენობას უჭირს დროული მომსახურების გაწევა. ამასთან, ამბულატორიების ნაწილი საჭიროებს რეაბილიტაციას.

  • ადმინისტრაციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. რიგ მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება. მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული პერიოდი არ იყო ნოტარიუსი.

  • მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. აღნიშნული მიმართულება აქტუალურია ყველა მუნიციპალიტეტისათვის, თუმცა განსხვავდება სექტორული ჭრილები. მნიშვნელოვანია ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, თუმცა ასევე გამოვლინად სექტორული მხარდაჭერის საჭიროება, მაგალითად, ტურისტული მომსახურება, გადამამუშავებელი სექტორი, სასოფლო-სამეურნეო და ა.შ.

  • საჯარო კონსულტაციების პროცესში დეტალურად იქნა განხილული კონკრეტული დასახლებების პრობლემები, რომლებზეც საპასუხო ზომების ნაწილიც შესაძლოა აისახოს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმებში (მაგალითად, ენერგიის ალტერნატიული წყაროებით უზრუნველყოფა), ნაწილი კი საჭიროებს დამატებით მოკვლევას და რეაგირებას ადგილობრივ დონეზე (მაგალითად, თემის ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა).

შეჯამება − საჯარო კონსულტაციების შეხვედრებზე წამოჭრილი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიასა და მისი 2024-2026 სამოქმედო გეგმასთან შესაბამისი საკითხები აბსოლუტური უმრავლესობა ასახულია შესაბამის დოკუმენტებში, ხოლო მათი ნაწილი კი დამუშავების პროცესშია და გაიწერება მომდევნო წლების სამოქმედო გეგმაში.

დანართი №1. მიღებული წერილობითი მოსაზრებების და რეკომენდაციების რეესტრი

N გამომგზავნი საკითხი შენიშვნა/რეკომენდაცია/კომენტარი სტატუსი განმარტება
1 გორის მუნიციპალიტეტის მერია წყალმომარაგება სტრატეგიის სამოქმედო გეგმის N 2.1.2 აქტივობის (წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/ მშენებლობა) გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და 163-ე მუხლის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტი მზადაა ამ მიზნების განსახორციელებელი ვალდებულებების შესასრულებლად მიიღოს შესაბამისი ქონება, პროგრამა და ბიუჯეტი. ამასთანავე, გახდეს ვალდებული ახალი ქსელების მოწყობასა და შემდგომი ექსპლუატაციის გაწევაზე. თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ შეიტანოთ ცვლილება. არ არის გათვალიწინებული საკითხი შინაარსიდან გამომდინარე ეხება წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ქონების ან შესაბამისი დაფინანსების მიღებას, რაც არ არის დაკავშირებული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში N2.1.2 აქტივობის განმახორციელებელი უწყებების მიერ წყალმომარაგების ქსელების მოწყობა/რეაბილიტაციის უკვე გაწერილ აქტივობებთან/ბიუჯეტთან. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მიერ გამოთქმული მოსაზრება სამოქმედო გეგმაში N2.1.2 აქტივობის ცვლილების შესაძლებლობას არ იძლევა.
2 მესტიის მუნიციპალიტეტის მერია პრიორიტეტული პროექტები/აქტივობები

. ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლად სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა მესტიის მუნიციპალიტეტის შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: ლახამულა, ცხუმარი ბეჩო, იფარი;

• მესტიის მუნიციპალიტეტში სამკურნალო − ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარების ხელშეწყობა;
• მაღალმთიანი რეგიონებისთვის ხელშეწყობა, სივრცითი მოწყობისა და ტერიტორიების განაშენიანების გეგმების შემუშავებისა და დამტკიცების მიზნით.
• მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსებით/სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის და განკარგვის წესის განსაზღვრის პროცესში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება. (დღეის მდგომარეობით არსებული საკანონმდებლო ბაზა მწირი და მუნიციპალიტეტებისთვის არაეფექტურია).
• სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის, ხორცისა და რძის პროდუქტებით მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული ოჯახმეურნეობების ხელშეწყობა, სათანადო პირობების შექმნა და მთის საძოვრებამდე გზების გაყვანა.
• მაღალმთიან რეგიონებში საცხოვრებლად და ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ბუნებრივი კატასტროფებისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მექანიზმების დანერგვა
მყინვარების შესწავლა და ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვა.
ზვავების მართვის არსებული სამოქმედო გეგმის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. (მესტიის მუნიციპალიტეტმა დაადგინა რიგი საზვავე უბნები, ჩაატარა მათი კვლევა, რის საფუძველზეც შემუშავდა ზვავების მართვის სამოქმედო გეგმა, შესაბამისი პროექტით და განსახორციელებელ ღონისძიებათა ხარჯთაღრიცხვით).
ნაპირდაცვითი, ნაპირსამაგრი და საჭიროების შემთხვევაში მაღალი გამტარობის სანიაღვრე ობიექტების მშენებლობა.
• ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობა ახალი საბაგირო გზების მშენებლობა ტურისტული, საფეხმავლო და ტყის სამთო ველობილიკების მოწყობა
• პანორამული გადასახედების მოწყობა შემდეგ არეალებში:
მესტია-უშგულის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორია − უღვირი; სოფელი წვირმი; სოფელი ნაკრა, თავრალი; დ.მესტია, ცხაკვზაგარი.
• ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების რეაბილიტაცია;
• სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა;
• უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია, კვლევა და შესწავლა. ძეგლების რეაბილიტაცია;
• ლაღამის უბნის რეაბილიტაცია;
• ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დ. მესტიაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა/რეაბილიტაცია;
• დ.მესტიაში არსებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბავშვო გასართობი და სავარჯიშო ინფრასტრუქტურის მოწყობა;
• მესტიის მუნიციპალიტეტში რეკრეაციული არეალების მოწყობის ხელშეწყობა. მათ შორის დ. მესტიაში მესტია ჭალაზე ბულვარის მოწყობა;

გათვალისწინებულია ნაწილობრივ

სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ჯანდაცვის მომართულებით ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარებას, რომელიც აგრეთვე ფარავს მესტიის მუნიციპალიტეტს.

საკითხების უმრავლესობა, მათ შორის, მაგალითად, ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობა/

ახალი საბაგირო გზების მშენებლობა გათვალისწინებულ იქნა სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში აქტივობის სახით, ხოლო დანარჩენი კი, შესაძლებლობის ფარგლებში ეტაპობრივად იქნება გათვალისწინებული სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში.

3 შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ტერმინოლოგია გვ. 33-სახელწოდების შესწორება „შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გათვალისწინებულია  
4 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრატეგიის ტექსტის ტექნიკური კორექტირება და სამოქმედო გეგმა

ტექნიკური სახის ცვლილებები სტრატეგიის პროექტის 2.6 ქვეთავთან დაკავშირებით და სამოქმედო გეგმაში დამატებულია 2.4 ამოცანა და ამოცანის ინდიკატორი, აგრეთვე, 2.4.1 აქტივობა

„სამოქმედო გეგმა მოიცავს 2024-2026 წლებს, შესაბამისად, ვადები დასაკორექტირებელია სამოქმედო გეგმის სხვა ამოცანებში“

გათვალისწინებულია ნაწილობრივ 1. სტრატეგიის დოკუმენტში არსებული ტექნიკური სახის შესწორება ასახულია და გათვალისწინებულია. 2. შემოთავაზებული ახალი ამოცანის და ინდიკატორის ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ საერთო ჯამში საკითხი ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას ეხება. რომელიც მოემსახურება მოსახლეობას და ბიზნესს, თანხვედრაშია არსებულ 2.1 ამოცანასთან და ახალი ამოცანის და მის ქვეშ 1 აქტივობის დამატება საჭიროებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, შემოთავაზებული ახალი აქტივობა დაემატა 2.1.9 აქტივობად. 3. ამოცანის შედეგების ინდიკატორები გრძელვადიანია და გავლენის ინდიკატორების მსგავსად სცილდება სამოქმედო გეგმით დაგეგმილი აქტივობების ვადებს (2024-2026 წ.წ.), რადგან სტრატეგია უშუალოდ 2030 წლის ჩათვლითაა, ამოცანის ინდიკატორების მიღწევის ვადებთან დაკავშირებული კომენტარი არ იქნა გათვალისწინებული.
5 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქმედო გეგმა ტექნიკური ცვლილებები სამოქმედო გეგმის აქტივობებში: 1. მომსახურების სააგენტო უნდა დაიწეროს სრული სახელწოდებით (სსიპ − საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო). 2. აქტივობა 2.1.9 თავისი შინაარსით გულისხმობს საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას და არ უკავშირდება რაიმე სახის ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს. შესაბამისად, სამსჯელოა, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი ასახვა სექტორულ პრიორიტეტში − „ინფრასტრუქტურა“ (ამოცანა 2.1. "მაღალმთიან დასახლებებში ბიზნესის და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება") გათვალისწინებულია

1.აქტივობა 2.1.4-თან დაკავშირებით ტერმინოლოგია შესწორებულია.

2. 2.1.9-სთან დაკავშირებით, რადგან დაზუსტებული ინფორმაციით აქტივობა სერვისის მიწოდების სიხშირის გაუმჯობესებაა და არა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, გათვალისწინებულია უწყების კომენტარი და გადატანილია მესამე პრიორიტეტში − „სერვისები“

6 საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამოქმედო გეგმა დაზუსტება სამოქმედო გეგმის 3.2.1 ამოცანის ინდიკატორთან და სამიზნე მაჩვენებლებთან, აგრეთვე, 3.2.1 და 3.2.2 აქტივობებთან დაკავშირებით გათვალისწინებულია ამოცანის განახლებული ინდიკატორი ასახულია, ამასთანავე, აქტივობებზეც დაზუსტებული ტექნიკური ცვლილებები გათვალისწინებული და ასახულია
7 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამოქმედო გეგმა სამოქმედო გეგმაში 3.1.2, 3.1.4 და 3.1.6 აქტივობებთან დაკავშირებით მონაცემების დაზუსტება გათვალისწინებულია  შემოთავაზებული ცვლილებები ინდიკატორების სამიზნე მაჩვენებლებთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია და ასახულია
8 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია   მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დეტალურად შეისწავლა ყველა დოკუმენტი. ერთ-ერთ მთავარ
საკითხად რჩება მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირება და ზამთრის პერიოდში გათბობის ხარჯის სუბსიდირება.
ნაწილობრივ გათვალიწინებულია სამოქმედო გეგმის პროექტის მიხედვით, 2026 წლის ბოლომდე გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდება 150 მაღალმთიან დასახლებაში და 15 895 აბონენტს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა. რაც შეეხება გათბობის სუბსიდირების საკითხს, სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში აქტივობის სახით არ იქნა გათვალისწინებული.
9 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია   „მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისას გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებიც დასაქმებული არიან მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში და კმაყოფაზე არა ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი შვილი და მათ კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდეთ და დაიბეგრონ მხოლოდ 10 პროცენტით, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შეღავათი გაიზარდოს 6000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე“ ნაწილობრივ გათვალიწინებულია საკითხი სცდება ამ ეტაპზე სტრატეგიის ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს და შესაბამისად, კონკრეტული ქმედების სახით სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ვერ გაიწერება, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის ხედვა და მიზნები მიმართულია მაღალმთიან დასახლებებში ცხოვრებისა და მუშაობის ხელშემწყობი პირობების შექმნისკენ და შესაძლოა აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდეს მსჯელობა
10 საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამოქმედო გეგმა ტექნიკური დაზუსტება სამოქმედო გეგმაში კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე გათვალისწინებულია შემოთავაზებული ცვლილებები ინდიკატორების სამიზნე მაჩვენებლებთან, ბიუჯეტთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით გათვალისწინებულია და ასახულია
11 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სამოქმედო გეგმა ტექნიკური დაზუსტება სამოქმედო გეგმაში კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე გათვალისწინებულია შემოთავაზებული ცვლილებები ინდიკატორთან და ბიუჯეტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია და ასახულია
12 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ტექნიკური დაზუსტებები სტრატეგიის დოკუმენტში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე, სამოქმედო გეგმაში შესაბამის აქტივობებთან და ინდიკატორების პასპორტთან მიმართებაში გათვალისწინებულია შემოთავაზებული ცვლილებები/დაზუსტებები სტრატეგიის დოკუმენტში არსებულ ნარატივთან, სამოქმედო გეგმაში არსებულ აქტივობებთან, ინდიკატორებთან და ინდიკატორის პასპორტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია და ასახულია
13 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტრო სტრატეგიის ტექსტის ტექნიკური კორექტირება და სამოქმედო გეგმა ტექნიკური დაზუსტებები სტრატეგიის დოკუმენტში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე, სამოქმედო გეგმაში შესაბამის აქტივობებთან და ინდიკატორების პასპორტთან მიმართებაში.1. გვ. 6-მონაცემების განახლება 2022-2023 წლის მონაცემებით გვ.10 − მოსახლეობის რიცხოვნობა-შედარება 2021-2015 წლებში; გვ. 16: განახლებული სტატისტიკა ბიზნესსუბიექტების რაოდენობაზე და ბიზნესის ბრუნვაზე; გვ. 17-20 ბიზნესსტატისტიკის განახლება.
ასევე შემოთავაზებულია სტრატეგიის დოკუმენტის ზოგიერთი დებულებების ალტერნატიული ფორმულირება და სარედაქციო ცვლილებები, ამოცანა 2.2-ის დასახელების ცვლილება. ამოცანა 2.1-ში ინტერნეტიზაციასთან მიმართებით ნარატიული ნაწილის ცვლილება. ამოცანა 2.2-ში ნარატიული ნაწილის დამატება სივრცის დაგეგმარების ან/და ქალაქთმშენებლობით გეგმების მომზადებასთან დაკავშირებით.
გათვალისწინებულია ნაწილობრივ შემოთავაზებული ცვლილებები/დაზუსტებები სტრატეგიის დოკუმენტში ბიზნესსტატისტიკის მიმართულებით გათვალისწინებულია და ასახულია. ამოცანა 2.2-ის დასახელების ცვლილება არ იქნა გათვალისწინებული, ვინაიდან შემოთავაზებული დასახელების ფორმულირება „ტერიტორიული განვითარება“ უფრო ფართო ცნებაა და ის ვერ დავიწროვდება ამოცანის დონეზე რადგან სტრატეგიის ხედვა ეფუძნება მთლიანობაში ტერიტორიული განვითარების მიდგომებს. სარედაქციო ცვლილებები ამოცანა 2.1თან მიმართებაში გათვალისწინებულია, აგრეთვე გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმის და ინდიკატორების პასპორტის ნაწილში შემოთავაზებული ტექნიკური ცვლილებები
შენიშვნა არ აქვთ:
14 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია  შენიშვნა არ აქვს  
15 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
16 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
17 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
18 თელავის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
19 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
20 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
21 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
22 ონის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
23 საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
24 ქედის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
25 ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
26 კასპის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
27 ქარელის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
28 ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
29 შუახევის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
30 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
31 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
32 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
33 ხულოს მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
34 სსიპ − მუნიციპალური განვითარების ფონდი შენიშვნა არ აქვს    
35 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შენიშვნა არ აქვს    
36 ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
37 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    
38 ბაღდადის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
39 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
40 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
41 ხონის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
42 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
43 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
44 ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
45 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
46 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
47 აჭარის ა.რ მთავრობის ადმინისტრაცია შენიშვნა არ აქვს    
48 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
49 წალკის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
50 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
51 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
52 დმანისის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
53 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
54 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    
55 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
56 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შენიშვნა არ აქვს    
57 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    
58 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    
59 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
60 ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია შენიშვნა არ აქვს    
61 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    
62 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    
63 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    
64 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    
65 სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს შენიშვნა არ აქვს    

ჩატარებული საჯარო კონსულტაციების გაშუქება − ბმულები

კახეთი, საჯარო შეხვედრა ქალაქ ახმეტაში

მცხეთა-მთიანეთი, საჯარო შეხვედრა ქალაქ დუშეთში

ქვემო ქართლი, საჯარო შეხვედრა ქალაქ წალკაში

სამცხე-ჯავახეთი, საჯარო შეხვედრა ქალაქ ნინოწმინდაში

შიდა ქართლი, საჯარო შეხვედრა ქალაქ გორში

იმერეთი, საჯარო შეხვედრა ქალაქ ქუთაისში

სამეგრელო-ზემო სვანეთი, საჯარო შეხვედრა დაბა მესტიაში

რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთი, საჯარო შეხვედრა ქალაქ ამბროლაურში

აჭარა, საჯარო შეხვედრა დაბა ხელვაჩაურში