გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/5505-18
10 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
შუამდგომლობის ავტორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
მოთხოვნა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად განსაზღვრულ ფიზიკურ პირთა სიებში დამატებულ ფიზიკური პირების ქონებაზე ყადაღის დადება
შუამდგომლობის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-0 და 21-- მუხლების, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1-2 მუხლის პირველი პუნქტის, „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის N487 დადგენილებით განსაზღვრული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის დებულების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადმოგზავნილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის მიერ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1267 (1999), 1989 (2011) და 2253 (2015) რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი „ისლამური სახელმწიფოსა“ („დაეში“) და „ალ-ქაედას“ სანქციათა კომიტეტის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე განსაზღვრულ ფიზიკურ პირთა სიაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია.
მითითებული ინფორმაციის თანახმად, „ისლამური სახელმწიფოსა“ („დაეში“) და „ალ-ქაედას“ სანქციათა კომიტეტის სანქციათა სიას დაემატა 3 ფიზიკური პირი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნილ იქნა „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესით, ყადაღის დადება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად განსაზღვრულ ფიზიკურ პირთა სიებში ჩამატებული ფიზიკურ პირთა ქონებაზე.
სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ №487 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-- მუხლის მე-7 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია. საქართველოს მთავრობა დადგენილებით განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას. კომისიის თავმჯდომარე არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.
ამავე დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულია კომისიის უფლებამოსილება, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიმართოს სასამართლოს;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2----ე მუხლის თანახმად, ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს რეზოლუციები) განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − კომისია) შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
შენიშვნა: ამ თავის მიზნებისთვის ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ შემოსავლით შეძენილი ქონება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობენ, სარგებლობენ ან განკარგავენ ამ თავით განსაზღვრული პირები.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, რეგლამენტირებულია, რომ ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
ამავე კანონის მე-1- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობენ ადგილობრივ და სხვა სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საჭირო ინფორმაციის მიღების, გამოძიების, სასამართლო განხილვისა და გადაწყვეტილებების აღსრულების სტადიებზე, ხოლო მე-1-- მუხლის პირველი პუნქტის დანაწესის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − კომისია) არის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (შემდგომ − გაერო) წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით (შემდგომ − გაეროს რეზოლუციები) განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებას, რათა ამ პირებმა არ განახორციელონ ტერორისტული ან სხვა უკანონო საქმიანობის დაფინანსება ან მისი სხვა ფორმით მხარდაჭერა.
ამავე კანონის მე-1-2 მუხლის პირველ და მეორე პუნქტების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე. კომისია უფლებამოსილია უცხო ქვეყნის ან/და საქართველოს სათანადო ორგანოების მიმართვის საფუძველზე შეიმუშაოს ტერორიზმთან დაკავშირებული პირების სია და მასში მითითებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების ან ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების წესი ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, კერძოდ:
21-0 მუხლის თანახმად, ბრძანებას ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მე-7 თავის შესაბამისად მიღებული რეზოლუციებით განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მოცემულ შემთხვევაში, ქონებად მოიაზრება ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, ან ამ შემოსავლით შეძენილი ქონება, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად ფლობენ, სარგებლობენ ან განკარგავენ ამ თავით განსაზღვრული პირები.
21-- მუხლის თანახმად, შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს ტერორიზმთან დაკავშირებული ან გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირის და მისი ქონების შესახებ მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
21-2 მუხლის თანახმად, მოსამართლე გადაწყვეტილებას კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის განმავლობაში, ტერორიზმთან დაკავშირებული ან გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირისათვის შეუტყობინებლად, ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე. კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მხედველობაში იღებს ყადაღას დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებებს. თუ კომისიის შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ მასში მითითებული პირი არის გაეროს რეზოლუციებით განსაზღვრული პირი ან/და არის ტერორისტი, აფინანსებს ტერორიზმს ან რაიმე ფორმით არის ტერორიზმთან დაკავშირებული, იგი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული პირის ქონებაზე ან მის ნაწილზე ყადაღის დადების თაობაზე. პირის ქონებაზე ყადაღის დადება ხდება უვადოდ, ვიდრე არ მოხდება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმება. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება კომისიას, ხოლო მესამე − შუამდგომლობაში მითითებულ პირს. თუ აღნიშნული პირისთვის ბრძანების გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 1267 (1999), 1989 (2011) და 2253 (2015) რეზოლუციების საფუძველზე დაწესებულია სანქციები. აღნიშნულ პირთა სია განისაზღვრება სწორედ ხსენებული კომიტეტის მიერ. გაეროს წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან - არ გახადონ ხელმისაწვდომი ასეთი ქონება პირდაპირ ან არაპირდაპირ სიაში განსაზღვრულ პირთათვის.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სასამართლო ბრძანებას გამოქვეყნებს საჯარო პუბლიკაციის მეშვეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მასალების და აღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - ყადაღა უნდა დაედოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად განსაზღვრულ ფიზიკურ პირთა სიაში დამატებულ ფიზიკურ პირთა ქონებას.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღა დაედოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად განსაზღვრულ ფიზიკურ პირთა სიებში დამატებულ ფიზიკური პირების ქონებას.
2.1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს 1267 (1999), 1989 (2011) და 2253 (2015) რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი „ისლამური სახელმწიფოსა“ („დაეში“) და „ალ-ქაედას“ სანქციათა კომიტეტიის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე განსაზღვრულ პირთა სიაში დამატებული ფიზიკური პირები
პირადი ინფორმაცია (სახელ(ებ)ი, დაბ. თარიღი და ადგილი, ეროვნება / მოქალაქეობა) ფსევდონიმ(ებ)ი, ზედმეტსახელ(ებ)ი პასპორტის მონაცემები, პირადი ნომერი მისამართ(ებ)ი, შესაძლო ადგილსამყოფელი სიაში შეყვანის თარიღი სხვა ინფორმაცია
1) სახელები: 1) მოჰამმედ (MOHAMMED) 2) იუსიფ (YUSIP) 3) კარიმ (KARIM) დაბადების თარიღი: ა) 1978 წლის 11 ოქტომბერი (11 Oct. 1978). დაბადების ადგილი: ინდონეზია (Indonesia) მოქალაქეობა: ინდონეზია (Indonesia) ა) აბ------–------–----------ი (Abu Walid al Indunisi) ბ) ზიდნი ელმა (Zidni Elma ) გ) უდტადზ სიაიფუდინ (Udtadz Syaifudin) დ) მოჰამმად იუსეფ კარიმ ფაიზ (Mohammad Yusef Karim Faiz) ე) მუჰ საიფუდინ (Muh Saifudin) ვ) კემბარ კჰალიდ (Kembar Khalid) ზ) მოჰამად იუსუფ კარიმ საიფულლაჰ ფაიზ (Mohamad Yusuf Karim Saifullah Faiz) თ) მოჰამმად საიფუდდინ მოჰამმად იუსუფ ფაიზ (Mohammad Saifuddin Mohammad Yusuf Faiz) ი) უსტადზ ფაიზ (Ustadz Faiz) კ) საიფუდინ ფაიზ (Saifudin Faiz) ლ) კჰოლიდ ფაიზ (Kholid Faiz) მ) აბდულლაჰ ფაიზ (Abdullah Faiz) ნ) ფაუზ ფატუროჰმან (Fauz Faturohman) სირიის არაბული რესპუბლიკა (ადგილმდებარეობა 2015 წლიდან). (Syrian Arab Republic (location since 2015) 2018 წლის 23 აგვისტო (23 Aug. 2018 ) ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს (ISIL) უფროსი წევრი. ერაყში ალ-ქაიდას სიებში ჩაეწერა, ონლაინ ვიდეოების მეშვეობით ISIL-სთვის დააკომპლექტა და ინსტუქტაჟი გაუწია ფიზიკურ პირებს, რათა განეხორციელებინათ ტერორისტული აქტები. ფიზიკური მახასიათებლები: თმის ფერი: შავი; აღნაგობა: დაბალი. საუბრობს ინდონეზიურად, არაბულად და მინდანაოს დიალექტზე. (Senior member of Islamic State in Iraq and the Levant (ISIL), listed as Al-Qaida in Iraq. Recruited for ISIL and instructed individuals to perpetrate terrorist acts via online video. Physical description: hair colour: black; build: slight. Speaks Indonesian, Arabic and Mindanao dialect).
2) სახელები: 1) მოჰამად (MOHAMAD) 2) რაფი (RAFI) 3) ბინ უდინ (BIN UDIN) დაბადების თარიღი: ა) 1966 წლის 3 ივნისი (3 Jun. 1966). დაბადების ადგილი: ნეგრი სემბილან, მალაიზია (Negri Sembilan, Malaysia) მოქალაქეობა: ა) მალაიზია (Malaysia) ბ) ინდონეზია (Indonesia) ა) მოჰდ რადი ბინ უდინ (Mohd Radi Bin Udin) ბ) აბუ ავნ ალ მალიზი (Abu Awn al Malizi) გ) მუჰამმად რატინ (Muhammad Ratin) დ) მუჰამმად რაფიუდდინ (Muhammad Rafiuddin) ე) აბუ უნა ალ მალაიზიე (Abu Una al Malayzie) ვ) მჰამმად რაჰიმ ბინ უდინ (Mhammad Rahim Bin Udin) ზ) აბუ აინ ტოკ ციტ (Abu Ayn Tok Cit) თ) მუჰამმად რატინ ბინ ნურდინ (Muhammad Ratin Bin Nurdin) ა) მალაიზიური ნომერი: A31142734б, გაიცა 201- წლის 6 ნოემბერს (გაიცა მალაიზიის საემიგრაციო დეპარტამენტის მიერ, მოქმედების ვადა იწურება 2015 წლის 6 ნოემბერს). (Malaysia number: A31142734, issued on 6 Nov. 201- (issued by the Immigration Department of Malaysia, expiration date 6 Nov. 2015)) ბ) ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი: მალაიზიური ეროვნული პირადობის მოწმობა: 660603-05-5267, გაიცა მალაიზიის ეროვნული სარეგისტრაციო დეპარტამ ენტის მიერ, გაიცა მოჰდ რაფი ბინ უდინზე (National identification no: Malaysia National Identification Card 660603-05-5267 (issued by National Registration Department of Malaysia; issued to Mohd Rafi bin Udin)) ა) B-3B-19 გლენვიუს ვილა, ჯალანის 49, ჯალან კუარი, თამან პინგირან ჩერას, 56000, კუალა ლუმპური, ვილაიაჰ პერსეკუტუან კუალა ლუმპური, მალაიზია (2014 წლის 30 იანვრის მდგომარეობით). (B-3B-19 Glenview Villa, Jalan 49 Off Jalan Kuari, Taman Pinggiran Cheras, 56000, Kuala Lumpur, Wilayah Persekutuan Kuala Lumpur, Malaysia (as at 30 Jan. 2014)); ბ) 90-00-04 შრი კოტას სახლი, ბანდარ თუნ რაზაკი, 56100, კუალა ლუმპურ, ვილაიაჰ პერეკუტუანი კუალა ლუმპური, მალაიზია (2010 წლის 23 აპრილის მდგომარეობით) (90-00-04 Flat Sri Kota, Bandar Tun Razak, 56100, Kuala Lumpur, Wilayah Persekutuan Kuala Lumpur, Malaysia (as at 23 Apr. 2010) გ) 96-06-06 შრი კოტას სახლი, ბანდარ თუნ რაზაკი, 56100, კუალა ლუმპური, ვილაიაჰ პერეკუტუანი კუალა ლუმპური, მალაიზია (2007 წლის 6 აპრილის მდგომარეობით). (96-06-06 Flat Sri Kota, Bandar Tun Razak, 56100, Kuala Lumpur, Wilayah Persekutuan Kuala Lumpur, Malaysia (as at 6 Apr. 2007)) დ) სირიის არაბული რესპუბლიკა (ადგილმდებარეობა 2014 წლიდან). (Syrian Arab Republic (location since 2014) 2018 წლის 23 აგვისტო (23 Aug. 2018 ) ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს (ISIL) უფროსი წევრი. ერაყში ალ-ქაიდას სიებში ჩაეწერა, ონლაინ ვიდეოების მეშვეობით ISIL-სთვის დააკომპლექტა და ინსტუქტაჟი გაუწია ფიზიკურ პირებს, რათა განეხორციელებინათ ტერორისტული აქტები. ფიზიკური მახასიათებლები: თვალის ფერი: ყავისფერი; თმის ფერი: ყავისფერი; კანის ფერი: მუქი; საუბრობს მალაურად, ინგლისურად და არაბულად (შეზღუდულად). (Senior member of Islamic State in Iraq and the Levant (ISIL), listed as Al-Qaida in Iraq. Recruited for ISIL and instructed individuals to perpetrate terrorist acts via online video. Physical description: eye colour: brown; hair colour: brown; complexion: dark. Speaks Malay, English, limited Arabic).
3) სახელები: 1) მუჰამმედ (MUHAMMED) 2) რეზა (REZA) 3) ლაჰამან (LAHAMAN) 4) კირამ (KIRAM) დაბადების თარიღი: ა) 1990 წლის 3 მარტი (3 Mar. 1990). დაბადების ადგილი: ქალაქი ზამბოანგა, ზამბოანგა დელ სური, ფილიპინები (Zamboanga City, Zamboanga del Sur, Philippines) მოქალაქეობა: ფილიპინები (Philippines) ა) აბდულ რაჰმან (Abdul Rahman) ბ) აბუ აბდულ რაჰმან ალ ფილიპინი (Abu Abdul Rahman al Filipini) გ) აბტოლ რაჰმან (Abtol Rahman) ა) ფილიპინური ნომერი: XX3966391, გაიცა 2015 წლის 25 თებერვალს (გაიცა ფილიპინების საგარეო საქმეთა დეპარტამენტის მიერ, მოქმედების ვადა იწურება 2020 წლის 24 თებერვალს). (Philippines number XX 3966391, issued on 25 Feb. 2015 (issued by the Department of Foreign Affairs of Philippines, expiration date 24 Feb. 2020)) ბ) ფილიპინური ნომერი: EC3524065 (Philippines number: EC3524065) ა) ბრგი რეკოდო, ქალაქი ზამბოანგა, დასავლეთ მინდანაო, ფილიპინები (ძველი მისამართი); (Brgy Recodo, Zamboanga City, Western Mindanao, Philippines (previous address)); ბ) 96 ილანგილანგი, სარმიენტოს ქვედანაყოფი, პანაბო, ქალაქი დავაო, აღმოსავლეთ მინდანაო, ფილიპინები (ძველი მისამართი); (96 IlangIlang, Sarmiento Subdivision, Panabo, Davao City, Eastern Mindanao, Philippines (previous address)) დ) სირიის არაბული რესპუბლიკა (ადგილმდებარეობა 2015 წლიდან). (Syrian Arab Republic (location since 2015) 2018 წლის 23 აგვისტო (23 Aug. 2018 ) ერაყსა და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს (ISIL) უფროსი წევრი. ერაყში ალ-ქაიდას სიებში ჩაეწერა, ონლაინ ვიდეოების მეშვეობით ISIL-სთვის დააკომპლექტა და ინსტუქტაჟი გაუწია ფიზიკურ პირებს, რათა განეხორციელებინათ ტერორისტული აქტები. ფიზიკური მახასიათებლები: სიმაღლე: 156 სმ.; წონა: 60 კგ. (2016 წლის სექტემბრის ცნობებით); თვალის ფერი: შავი; თმის ფერი: შავი; აღნაგობა: საშუალო; დიდი ყვრიმალები; საუბრობს ტაგალის ენაზე, ინგლისურად, არაბულად. (Senior member of Islamic State in Iraq and the Levant (ISIL), listed as Al-Qaida in Iraq. Recruited for ISIL and instructed individuals to perpetrate terrorist acts via online video. Physical description: height: 156cm; weight: 60 kg (as at Sep. 2016); eye colour: black; hair colour: black; build: medium; high cheekbones. Speaks Tagalog, English, Arabic).
3. წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს ბრძანების მოქმედებას;
4. ბრძანება განთავსდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქალაქ თბილისი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩა №7ა), მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ გადაცემა ვერ ხერხდება, მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
მოსამართლე ნანა აფციაური