სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისა და საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №138 |
|
2024 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
მირზა გელაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
გენადი არველაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
დავით სონღულაშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
გოგი მეშველიანი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ილია შამუგია – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
ლევან ვეფხვაძე – ა(ა)იპ – საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
|
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში – საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატები (შემდგომში – კანდიდატი) შეირჩევიან გამარტივებული კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) საფუძველზე.
2. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
3. აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს საქსტატი.
1. კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.
2. განაცხადის წარდგენა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 3. კონკურსის ეტაპები
1. კონკურსის ეტაპებია:
ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;
ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ეტაპებთან ერთად შესაძლებელია, განისაზღვროს დამატებითი ეტაპი, რაც უნდა აისახოს კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.
მუხლი 4. კონკურსის ჩატარება
1. კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატის მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევის ეტაპი ტარდება საქსტატის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ.
2. განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს ამ დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია.
3. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
4. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს აღმასრულებელი დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად შერჩეულ 2 კანდიდატურას.
5. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით.
6. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა ევალება საქსტატს.
აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (საკონსულტაციო, საექსპერტო ან სამეცნიერო სფეროში მუშაობის გამოცდილება);
გ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, მეთოდოლოგიისა და სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების ცოდნა (მათ შორის, ოფიციალური სტატისტიკის გაეროს ფუნდამენტური პრინციპები და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსი).