გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
330210019002877138
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4402-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე: ნ-----------ე;

წარმომადგენელი: გ------------–---–ი;

მოპასუხეები: ი------------–---------–-------------------------------------", ნ---------------ა, ა-–---------–---–ი, გ--–----–----–---–ი, ზ-------------–--ე.

წარმომადგენელი: ნ--------------–---–ი;

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ-----------ე ცნობილ იქნეს უძრავი ქონების მდებარე, ქ.თბილისი, ვ-------------------------3 (ს/კ 01.1-.0-.0---0--), X-------------–ი, ბ-------, საერთო ფართი 73.1--------------------------- მესაკუთრედ და აღნიშნული ქონება ნ-----------ის სახელზე აღირიცხოს საკუთრების უფლებით ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2----–-–------------ სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ი------------–-------------–-----–------------------------------------'', რომლის დამფუძნებლები არიან ნ--------------ა, ა-–---------–---–ი, გ--–----–----–---–ი და ზ-------------–--ე. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ბ-----------------------ში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: 01.1-.0-.0---0--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2----–-–------------ს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წილის გასხვისების შესახებ გარიგების დამოწმების შესახებ სანოტარო აქტით შედგა წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ-----------ემ იბა ''ბ---------------''-ში იყიდა ქ. თბილისში ბ-----------------------ში მდებარე მ–-------------–------------------–--ე არსებული ბინა, საერთო ფართით 35 კვ.მ. რაშიც მოსარჩელემ იბა ''ბ---------------''-ის თავმჯდომარეს ნ--------------ას გადაუხადა 1-500 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად ნ-----------ეს ნასყიდობის საგანი უნდა გადასცემოდა 2----–-–--------------------. 2----–-–----------------–ს იბა ''ბ---------------''-ს და ნ-----------ეს შორის გაფორმებულ 2----–-–------------ის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წილის გასხვისების შესახებ გარიგებაში შევიდა ცვლილება და დაზუსტდა მოსარჩელე ნ-----------ისათვის გადასაცემი ბინის ნომერი N38ა. იბა ''ბ---------------''-ის მიერ მხოლოდ მესაკუთრეთა მცირე ნაწილისათვის იქნა გადაცემული ქ. თბილისში, ბ------------------------ში არსებული ბინები, ხოლო სხვა დანარჩენი ბინები საჯარო რეესტრის მონაცემებით კვლავ იბა ''ბ---------------''-ის საკუთრებას წარმოადგენს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ი------------–---------–------------------------------------- ", ნ---------------ამ, ა-–---------–---–მა, და ზ-------------–--ემ 2019 წლის 11 ი----- გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს და სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.2. მოპასუხე გ--–----–----–---–ს კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2019 წლის 11 ი----- გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადებულა, მისი პოზიცია სასამართლოსთვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2----–-–------------ სადამფუძნებლო ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ი------------–-------------–-----–------------------------------------'', რომლის დამფუძნებლები არიან ნ--------------ა, ა-–---------–---–ი, გ--–----–----–---–ი და ზ-------------–--ე. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ბ-----------------------ში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: 01.1-.0-.0---0--) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2----–-–------------ს, მოსარჩელე ნ-----------ესა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ''ბ---------------''-ის თავმჯდომარეს ნ--------------ას შორის გაფორმდა წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ--------------ამ, როგორც ''წილის უფლების გამყიდველმა'', ნ-----------ეს, როგორც ''წილის უფლების მყიდველს'' მიჰყიდა ამხანაგობის კუთვნილი წილის უფლება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ''ბ---------------''-ის კუთვნილ ქ. თბილისი, ბ------------------ში მდებარე მშენებარე კომპლექსში მე-12 სართულზე, საერთო ფართზე - 35კვ.მ., ხოლო ნ-----------ემ იყოდა აღნიშნული წილის უფლება. ''წილის უფლების გამყიდველი'' კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება არაუგვიანეს 2----–-–-------------------- გადაეცა მოსარჩელისათვის. გასაყიდი წილის უფლება მხარეთა მიერ შეფასებულ იქნა 1-500 აშშ დოლარად, რომელიც გადახდილი იქნა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ხელისმოწერისთანავე.

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2----–-–----------------–ს იბა ''ბ---------------''-ს და ნ-----------ეს შორის გაფორმებულ 2----–-–------------ის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წილის გასხვისების შესახებ გარიგებაში შევიდა ცვლილება და დაზუსტდა მოსარჩელე ნ-----------ისათვის გადასაცემი ბინის ნომერი N--ა.

 

3.1.4. დადგენილია, რომ ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა ბ---------------"-ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ქუჩა ვახუშტი ბ------------ N5-.

 

3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, უძრავ ქონებაზე, მდებარე, თბილისი, ქუჩა ვ----–-------------------- რეგისტირებულია საგადასახადო გირავნობა და ყადაღა.

 

3.1.6. საქმეზე წარმოდგენილია ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ''ბ---------------''-ის მიერ ქ. თბილისში ვ. ბ-----------------------ში მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექსის კომერციული და საცხოვრებელი ფართების განშლის დოკუმენტი, რომლის თანახმად X-------------–ი, საცხოვრებელი ფართი: 61.41 კვ.მ., საზაფხულო ფართი: 11.76 კვ.მ., ბ--------ის მესაკუთრეს წარმოადგენს ამხანაგობა ბ---------------";

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება ამხანაგობის დაფუძნების შესახებ; (ს.ფ 20-27);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; (ს.ფ 35-38);

- წილის გასხვისების ხელშეკრულება; (ს.ფ 28-31);

- წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა; (ს.ფ 32-34);

- განშლის ასლი; (ს.ფ 39-41);

- მხარეთა ახსნა - განმარტება; (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას და ნ-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 629.1-2, 361.2, 323-ე მუხლები. ''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე გ--–----–----–---–ს კანონით დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2019 წლის 11 ი----- გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხეებმა ნ---------------ამ, ა-–---------–---–მა, გ--–----–----–---–მა და ზ-------------–--ემ სარჩელი ცნეს ამავე მოსამზადებელ სხდომაზე, თუმცა რეგისტრირებული შეზღუდვა - საგადასახადო გირავნობა და სასამართლო ყადაღა გამორიცხავს სარჩელის ცნობის საფუძვლით მისი დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას (საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლი). ამიტომ, არსებითი განხილვის პირობებში უნდა შემოწმდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი). ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების საფუძველია მხარეთა შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც თავისი არსით სკ-ის 50-ე, 327-ე, 477-ე და 629-ე მუხლების გათვალისწინებით, წარმოადგენს ნარდობის და არა ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელწოდებაა ''მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ ხელშეკრულება''.

 

ამავე კოდექსის 629.1-2 მუხლებით, (1) ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. (2) თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

ამავე კოდექსის 361.2 მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას რის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის წინაპირობა, არის ის, რომ 2----–-–------------ს, მოსარჩელე ნ-----------ესა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ''ბ---------------''-ის თავმჯდომარეს ნ--------------ას შორის გაფორმდა წილის უფლების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ--------------ან, როგორც ''წილის უფლების გამყიდველმა'', ნ-----------ეს, როგორც ''წილის უფლების მყიდველს'' მიჰყიდა ამხანაგობის კუთვნილი წილის უფლება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ''ბ---------------''-ის კუთვნილ ქ. თბილისი, ბ------------------ში მდებარე მშენებარე კომპლექსში მე-12 სართულზე, საერთო ფართზე - 35კვ.მ., ხოლო ნ-----------ემ იყოდა აღნიშნული წილის უფლება. ამხანაგობა ''ბ---------------" კისრულობდა ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება არაუგვიანეს 2----–-–-------------------- გადაეცა მოსარჩელისათვის, რაც ამხანაგობა ''ბ---------------"-ის მიერ არ შესრულდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის არის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული, მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადა უძრავი ნივთის საფასური 1-500 აშშ დოლარის ოდენობით. სანაცვლოდ, მოპასუხეების მიერ ვალდებულება მოსარჩელის მიმართ დარჩა შეუსრულებელი.

 

6.3. საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო მოპასუხეები თანახმები არიან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს გადაეცეს საკუთრების უფლება საცხოვრებელ ბინაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელ ბინაზე მესაკუთრედ ცნობა. მოპასუხეები აღიარებენ და არ უარყოფენ მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. თუმცა განმარტავენ, რომ ქონებაზე რეგისტრირებულია შეზღუდვა.

 

''სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო ი.ბ.ა. "ბ---------------"-ს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ვინაიდან, მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-1-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგვის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. საგადასახადო გირავნობის და ყადაღის რეგისტრაციის პირობებში კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე. შესაბამისად, ერთის მხრივ დადგენილია, რომ კანონით განსაზღვრული წესით გადაეცა მოთხოვნის უფლება მოსარჩელე მხარეს და მეორეს მხრივ, სასამართლო არ მიიჩნევს სადავოდ იმ საკითხს, რომ მას, როგორც მესაკუთრეს, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე უფლება აქვს მიიღოს მოთხოვნილი უძრავი ნივთი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ნ-----------ის სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი სრულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 208-ე, 49-ე, 243-244-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ნ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ნ-----------ე (პირადი N61001009630) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, ვ-------------------------3, მ--------------–-, ბ-------, 73.17 კვ.მ. ფართიდან - 35.00 კვ.მ. ფართის, საკადასტრო კოდი N01.1-.0-.0---0---ის მესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ქონება ნ-----------ის სახელზე აღირიცხოს საკუთრების უფლებით ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში.

 

3. ნ-----------ეს უარი ეთქვას სასამართლოგარეშე ხარჯის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი