განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118002141751
საქმე №2/ბ-864-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი: ა----- კ------------, რ------- ო--------
წარმომადგენელი: ჟ--- ა----------
მოწინააღმდეგე მხარე: დ----- ა--–---
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2017 წლის 24 ოქტომბერს, დ----- ა--–---- წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეებად დაასახელა ა----- კ------------, რ------- ო-------- და მოპასუხეებზე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8400 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ იმავდროულად იშუამდგომლა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს ა----- კ------------ს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბ----------–--------------------------------- (ს/კ 0------------------).
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, 2009 წლის 17 მაისს, დ----- ა--–---მ, ა----- კ------------ და რ------- ო-------- სესხად გადასცა 8400 აშშ დოლარი, რაც მოპასუხეებს უნდა დაებრუნებინათ მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში. 2016 წლის ოქტომბრის თვეში, დ----- ა--–---მ მოპასუხეებს მოსთხოვა თანხის დაბრუნება, თუმცა ამ დრომდე მოპასუხეებს სესხი არ დააბრუნებიათ, რითაც ირღვევა მისი უფლებები.
სესხის ამოღების ერთდაერთი საშუალება ა----- კ------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებაა. სხვა ქონება მოპასუხეთა სახელზე რეგისტრირებული არაა. ამასთან, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის მიზნით, ქონებას გაასხვისებს, რითაც მოსპობს გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, დ----- ა--–---- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ა----- კ------------ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ბ----------–---------------------------------- (ს/კ 0------------------) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 191-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ განცხადებაში ამომწურავად იყო მითითებული, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გადაუდებლობა და აუცილებლობა, ასევე მისი კავშირი სამომავლოდ აღსასრულებელ გადაწყვეტილებასთან. დასაბუთებულია ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც აუცილებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. ამ გზით შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.
გარდა ამისა, დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის ვარაუდი იმის შესახებ, რომ თუ არ იქნება გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლებელია ქონების მესაკუთრემ განკარგოს სადავო ქონება, რაც ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
შესაბამისად, არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ყველა წინაპირობა.
სასამართლომ იმავდროულად განმარტა, რომ უზრუნველყოფის მიზანია შექმნას გადაწყვეტილების აღსრულების გარანტია. განსახილველ შემთხვევაში, ამ მიზნის მიღწევა ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვითაც იქნებოდა მიღწეული და უძრავი ქონების დაყადაღება არ იყო აუცილებელი.
აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა----- კ------------ს და რ------- ო--------ს წარმომადგენელმა, მისი გაუქმება ან/და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძლო და დაუსაბუთებელი, რადგან მოსარჩელემ ისარგებლა მათი ნდობით, ასევე იმით, რომ მათ არ იცოდნენ ქართულად წერა-კითხვა და არ შეეძლოთ გაეზარებინათ დადებული ხელწერილის შინაარსი. მათი რწმენით ისინი იღებდნენ ვალდებულებას, ყოველთვიურად განსაზღვრული ქირის თანხას - 400 აშშ დოლარს, რეალურად კი მოხდა ხელწერილში ციფრი ,,8“-ს დამატება, რასაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა 8400 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
ამდენად, მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, რომც ყოფილიყო დადებული იგი მაინც ხანდაზმულია.
იმაზე მითითებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ან სსკ-ის 196-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მისი შეცვლას სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის შეტანის გზით, კერძოდ, დავის დასრულებამდე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას - 8400 აშშ დოლარს განათავსებდნენ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საჩივარი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ა----- კ------------ს, რ------- ო--------ს წარმომადგენლის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს, დ----- ა--–---- წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეებად დაასახელა ა----- კ------------, რ------- ო-------- და მოპასუხეებზე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8400 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, დ----- ა--–---- სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ა----- კ------------ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ----------–---------------------------------- (ს/კ 0------------------), გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
დადგენილია, რომ აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ა----- კ------------ს და რ------- ო--------ს წარმომადგენელმა, რომელმაც მისი გაუქმება ან/და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხოლო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიერ განხილული არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 420-ე მუხლის, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო, უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 385-ე, 386-ე და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას და იღებს ახალ განჩინებას, თუ განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შეფასება შეუძლებელია და თავისი განჩინებით უარს ამბობს საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული განჩინების შეცვლით იღებს ახალ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
ამავე კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევს ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროების მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს, ანუ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა, ხოლო სასამართლოს შეუძლია, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს დასაბუთების მართებულობა.
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მაშინ, როდესაც სასამართლოს ჩამოუყალიბდება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხის ქვეშ დააყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 8400 აშშ დოლარის მოპასუხეებზე დაკისრება.
პალატა მიიჩნევს, რომ დ----- ა--–---- სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (სსკ-ის 623-ე, 624-ე, 626-ე მუხლები) და სარჩელში მითითებული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, წარმატების პერსპექტივაც.
გარემოება, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს ვარაუდს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულებლობის თვალსაზრისით, არის ის, რომ სესხის ამოღების ერთდაერთი საშუალება, ა----- კ------------ს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებაა. სხვა ქონება მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებული არაა.
ასეთ ვითარებაში, პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება, არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ მოპასუხის ნებაზე, განახორციელოს გარკვეული მოქმედება, დაკისრებული თანხა გადასცეს მოსარჩელეს. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა მოპასუხის ქონებაზე იძულებითი აღსრულება.
ამდენად, თუკი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება და ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ამასთან მის აღსრულებამდე მოპასუხეს აღარ აღმოაჩნდება გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო ფულადი თანხა, ან ქონება, ცხადია გაართულებს, ან შეუძლებელს გახდის დ----- ა--–---- სასარგებლოდ მის აღსრულებას.
შესაბამისად, მოსარჩელის მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფა აუცილებელია დასაბუთებულია.
სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივარში მითითებული საფუძვლებით უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ საკითხებს (მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია), რომლებიც საქმის არსებით მხარეს და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ეხება, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო ეტაპზე სასამართლო არ აფასებს და შემოიფარგლება, მხოლოდ იმის გარკვევით, რამდენად არსებობს ასეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დ----- ა--–---- შუამდგომლობის დაკმაყოფილებით დასაბუთებული გადაწყვეტილება (განჩინება) გამოიტანა, რაც გამორიცხავს მისი გაუქმების თაობაზე ა----- კ------------ს და რ------- ო--------ს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია, მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე.
ამავე კოდექსის 197.1 მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე წარდგენილ საჩივარში, მოპასუხე მხარე აფიქსირებს ალტერნატიულ მოთხოვნას, რომ დავის დასრულებამდე, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხას - 8400 აშშ დოლარს განათავსებს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით იმსჯელა, მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნაზე, ხოლო საჩივარში დაფიქსირებული, ა----- კ------------ს და რ------- ო--------ს შუამდგომლობა სსკ-ის 196-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, სასამართლოს მიერ განხილული არ ყოფილა.
იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 197-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის მოთხოვნას განიხილავს ის სასამართლო, რომლის წარმოებაშიც იმყოფება ძირითადი საქმე, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ა----- კ------------ს და რ------- ო--------ს მოთხოვნა (შუამდგომლობა) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, განხილული უნდა იქნეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის საფუძველზე, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა----- კ------------ს და რ------- ო--------ს (წარმომადგენელი - ჟ--- ა----------) საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. ა----- კ------------ს და რ------- ო--------ს (წარმომადგენელი - ჟ--- ა----------) შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე