გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
020210018002372761
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020210018002372761 (2/647-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.10.2--- წ. ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) გი-------------ა

წარმომადგენელი ნი----------–---–-ა

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) და-----------ა

წარმომადგენელი ბა------------–---–ი

დავის საგანი:

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სარჩელით)

მოძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარება (შეგებებული სარჩელით)

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გი-------------ას მოთხოვნა: და-----------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს გი-------------ას კუთვნილი ავტომანქანა ო---–-------- 1.81, სახელმწიფო ნომერი R-- 5--, ფერი მ–---- 1/8, გამოშვების წელი 1---, საიდენტიფიკაციო ნომერი W--------------13, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A---------.

 

1.2. და-----------ას მოთხოვნა: და-----------ა აღიარებულ იქნეს ავტომანქანა ო---–--------ს სახ. # R-- 5-- მესაკუთრედ

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ძირითადი სარჩელის მოპასუხე არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ ავტომანქანა შეიძინა მოსარჩელისგან, გამყიდველს გადასცა ნივთის ღირებულება, მას გადაეცა ავტომანქანა და შესაბამისი დოკუმენტები. ავტომანქანა დრემდე მის მფლობელობასია და მისი დაბრუნების ვალდებულება არა აქვს.

 

2.2. შეგებებული სარჩელის მოპასუხე არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ 2--- წელს საზღვარგარეთ წავიდა და ავტომანქანა შესანახად გადასცა ბიძას. ყიდვა-გაყიდვა არ მომხდარა, შესაბამისად მომსახურების სააგენტოში არ დარეგისტრირებულა, მფლობელობა უკანონოა და ნივთი მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. გი-------------ას კუთვნილებაში 16.07.2--- წ-დან რეგისტრირებულია ავტომანქანა ო---–-------- 1.81, სახელმწიფო ნომერი R-- 5--, ფერი მ–---- 1/8, გამოშვების წელი 1---, საიდენტიფიკაციო ნომერი W--------------13, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი

-ცნობა #4--6/1/1/2---------

 

3.2. 31.03.2--- წ გი-------------ამ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ავტომანქანა მიყიდა ბიძას და-----------ას და გადასცა იგი მფლობელობაში, სარეგისტრაციო დოკუმენტთან ერთად.

 

გი-------------ას სურდა ახალი ავტომობილის შეძენა, რაც იმავე პერიოდში განახორციელა კიდეც.

 

ავტომანქანის გადაცემიდან მოკლე დროში ნივთს დეფექტები აღმოაჩნდა. გადაწყდა მისი გაყიდვა, ამიტომ მისი ახალ შემძენზე რეგისტრაცია არ განხორციელდა - შემძენი ზედმეტ ხარჯებს აერიდა, მას ნივთის წინა მესაკუთრესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და შეთანხმდნენ, რომ შემდგომი გასხვისება დარეგისტრირდებოდა, თუმცა, ავტომანქანა ვერ გაიყიდა.

 

2--- წლის სექტემბერში გი-------------ა ხანგრძლივად წავიდა საზღვარგარეთ, საიდანაც დაბრუნდა 2016 წელს.

 

31.03.2--- წ-დან საზღვარგარეთ გამგზავრებამდე და მას შემდეგ 10.03.2--- წ-მდე ავტომანქანის მფლობელობასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

 

პრეტენზია დაფიქსირდა 10.03.2--- წ წერილობით, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი სხვა საკითხზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელის შესაგებელი

- შეგებებული სარჩელი

-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

-მოწმეთა ჩვენებები, სხდომის ოქმი

-ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან

-წერილობითი უარი განმცხადებელს გამოძიების დაწყებაზე, დოკუმენტის ნომერი 0---------- 13.03.2--- წ

-შსს ს--------–------------------------–-–----------------ნტის მიმართვა M-- 2 18 0------1 13/03/2---

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უსაფუძვლოა.

 

შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე, 149-ე, 158-ე, 172-ე, 186-ე-197-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებთ ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გი-------------ამ 31.03.2--- წ გაყიდა, ხოლო და-----------ამ იყიდა ავტომანქანა ო---–-------- 1.81, სახელმწიფო ნომერი R-- 5--, ფერი მ–---- 1/8, გამოშვების წელი 1---, საიდენტიფიკაციო ნომერი W--------------13, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A---------. ავტომანქანა 2--- წლიდა და-----------ას მფლობელობაშია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე და 149-ე მუხლების თანახმად ავტომანქანა წარმოადგენს მოძრავ ნივთს და მასზე უნდა გავრცელდეს ამ კატეგორიის ნივთებთან დაკავშირებული საკუთრების გადაცემის სამართლებრივი რეჟიმი.

 

საქართველოს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამრიგად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისთვის აუცილებელია 2 წინაპირობა: ნამდვილი უფლება და ნივთის ფაქტობრივი გადაცემა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, რადგან ნასყიდობის ზეპირი გარიგების საფუძველზე მოხდა ავტომანქანის ახალ შემძენზე გადაცემა.

 

ინფორმაცია სადავო ავტომანქანის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით ცნობილია ორივე მხარის ოჯახის წევრებისთვის, მეზობლებისა და მეგობრებისთვის. მათი ნაწილი დაიკითხა სხდომაზე მოწმის სახით.

 

და-----------ამ წარმოადგინა მისი საბანკო ანგარიშის ამონაწერი, მასში დაფიქსირებული თანხის გატანა ემთხვევა ავტომანქანის შეძენის პერიოდს და მისი მოწმეთა ჩვენებებთან და მოპასუხის (შეგებებული სარჩელის მოსარჩელის) მსჯელობების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს აზრით ადასტურებს ნასყიდობის ფასის გადახდას.

 

სასამართლო არ იზიარებს პოზიციას, რომ ავტომანქანაზე საკუთრების წარმოშობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა შეთანხმება და ნივთის გადაცემა, არამედ დამატებით საჭიროა შემძენის მესაკუთრედ რეგისტრაცია შესაბამის სამსახურში, რადგან ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მიხედვით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები. ეს წესი თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას.

 

ზემოთ მოყვანილი მსჯელობების მიხედვით და-----------ა სადავო ავტომანქანის მესაკუთრეა და გი-------------ა ვერ მოითხოვს ავტომანქანის გადაცემას მფლობელობაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დარცება სახ. ბიუჯეტის სესაბამის ანგარიშზე.

 

შეგებებული სარჩელის მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 188,90 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე და-----------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გი-------------ას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. გი-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს სახ. ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

3. და-----------ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

4. და-----------ა აღიარებულ იქნეს ავტომანქანა ო---–--------ს სახ. # R-- 533 (გამოშვების წელი 1---, საიდენტიფიკაციო ნომერი W--------------13, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A---------) მესაკუთრედ.

 

5. გი-------------ას და-----------ას სასარგებლოდ დაეკისროს 188,90 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა