„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1802-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
220020000.05.001.020615
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ლ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ლ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ​2) საბანკო დღე − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბანკო დღე;“.

2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არავის აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან პირადი სარგებლობისთვის გამოიყენოს იგი. კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ ეროვნულ ბანკსა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში.“.

3. 211 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკს უფლება აქვს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ანგარიშის გახსნაზე ან მომსახურების გაწევაზე. კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტს გაუხსნას „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ანგარიში, თუ ამ ვალდებულების შესრულება არ იწვევს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის დარღვევას.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 სექტემბერი 2022 წ.

N1802-IXმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.09.2022.
როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1802-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 220020000.05.001.020615.
რამდენი მუხლისგან შედგება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.09.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1802-IXმს-Xმპ, 09.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 220020000.05.001.020615 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5562961/