„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4059-რს
სარეგისტრაციო კოდი
210020120.05.001.017887
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №53, 11.10.2010, მუხ. 339) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში. იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არაუგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდის მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − 20 აშშ დოლარი;“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პირები საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაფორმებისას;“;

ბ)  „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) პირები, რომლებზედაც გაიცემა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები

საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

 

მუხლი 2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 ივლისი 2015 წ.

N4059-რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.07.2015.
როდის იქნა მიღებული „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4059-რს. სარეგისტრაციო კოდი — 210020120.05.001.017887.
რამდენი მუხლისგან შედგება „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4059-რს, 17.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020120.05.001.017887 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2921487/