„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში;
ბ) სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება:
ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.“.
3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:
„მუხლი 281. რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებული დავის განხილვა
რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული რეფერენდუმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, ორგანული კანონით დადგენილი წესით იხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3267-რს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.07.2018.
- როდის იქნა მიღებული „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.07.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3267-რს. სარეგისტრაციო კოდი — 010180000.04.001.016237.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.07.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3267-რს, 21.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010180000.04.001.016237 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276827/