„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№606-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
430020000.05.001.102636
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ54“ ქვეპუნქტი:

„ჰ54) სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაში (კურიკულუმში) შემავალი ქართული ენის სპეციალური კურსი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური ენის სპეციალური კურსი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა.“.

3. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ20“ ქვეპუნქტი:

„პ20) ამტკიცებს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესს;“.

მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლის წესი.

მუხლი 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2025 წლის 1 აგვისტომდე ჩაირიცხა.

მუხლი 4 

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

10 ივნისი 2025 წ.

N606-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

უმაღლესი განათლების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2025.
როდის იქნა მიღებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №606-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430020000.05.001.102636.
რამდენი მუხლისგან შედგება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №606-IIმს-XIმპ, 10.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 430020000.05.001.102636 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6519152/