„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4299-XIVმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
430060000.05.001.102292
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.10.2018, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.019178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ“ ქვეპუნქტი:

„ჯ) დისტანციური სწავლება – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულ პირში  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროფესიული მომზადების პროგრამაზე/პროფესიული გადამზადების პროგრამაზე/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე პროფესიული განათლების მისაღებად ორგანიზებული, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე პროფესიული სტუდენტის/მსმენელის და საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. დისტანციური სწავლების განსახორციელებლად აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სათანადოდ დაგეგმვა, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროფესიული მომზადების პროგრამა/ პროფესიული გადამზადების პროგრამა/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც დისტანციურად, სამინისტროს მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად ხორციელდება.“.

3. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ2“ ქვეპუნქტი:

„ღ2) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესსა და პირობებს;“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4299-XIVმს-Xმპ