„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ 06.12.2011
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია (შემდგომ − აკადემია);“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია (შემდგომ – სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია).“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება:
ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;
ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:
„მუხლი 121. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება
ამ კანონით განსაზღვრული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიაზე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე სათანადო სასწავლო პროგრამას ან კურსს.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.
თბილისი, 10 დეკემბერი 2025 წ. N1210-IVმს-XIმპ |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1210-IVმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430060000.05.001.102920.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1210-IVმს-XIმპ, 10.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.102920 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6697339/