„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1716-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
430060000.05.001.020597
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016510) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ − აკადემია);

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სააგენტო);

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება;

დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება.

2. აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი/დაწესებულება:

ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;

ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.“.

მუხლი 2

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ (შემდგომ − სააგენტო) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება.

2. მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცებამდე სააგენტო უფლებამოსილია მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული სწავლების განხორციელებისას იხელმძღვანელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომ − აკადემია) მიერ შემუშავებული/დამტკიცებული შესაბამისი პროგრამით.

3. მსმენელები, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აკადემიაში გადიოდნენ მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ სწავლას სააგენტოში გააგრძელებენ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

6 სექტემბერი 2022 წ.

N1716-IXმს-Xმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2022.
როდის იქნა მიღებული „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.09.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1716-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430060000.05.001.020597.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1716-IXმს-Xმპ, 06.09.2022, სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.020597 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5560278/