„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- პროფესიული განათლების შესახებ 20.09.2018
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროგრამაზე ჩარიცხვიდან 3 თვის ვადაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების/სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. ეს პირი თავისუფლდება აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისგან იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა დასტურდება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.“.
2. მე-16 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, გაიცემა დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. იმ პროფესიულ სტუდენტს, რომელმაც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული, პროგრამის სწავლის შედეგებისგან განსხვავებული სწავლის შედეგების მიღწევის საფუძველზე, გადაეცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ მუხლის მე-6 პუნქტით ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.“.
3. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ3“ და „ღ4“ ქვეპუნქტები:
„ღ3) ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესს;
ღ4) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 24 ივნისი 2025 წ. N692-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №692-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 430060000.05.001.102681.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №692-IIმს-XIმპ, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.102681 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6533469/