გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1-------, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ტოგონიძე
სხდომის მდივანი თეა აფციაური
მოსარჩელე - მ----- მ----–--ე
წარმომადგენელი - მ---------ე
მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - თ--------------ე
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ე-----–------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–----------------ის N2---- ბრძანება და 2----–-–------------------ს გამოცემული N0------ საგადასახადო მოთხოვნა.
1.2. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს N3---- ბრძანება.
1.3. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2----–-–------------–-ს გადაწყვეტილება (საჩივარი N5----------) მ----- მ----–--ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მ----- მ----–--ის საკუთრებაშია შემდეგი უძრავი ქონება: 1. მდებარე ქალაქი ბ-------, ა-----ს ქუჩა N-, კომერციული ფართი 150 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0------------------; 2. ქალაქ თ---–--–-, ბ----------ის ქუჩა N----–ი მდებარე, ფართი 50 კვ.მ. წილი: 1------------. საკადასტრო კოდი: 0-----------------------. 3. ქალაქ ბ------ში, ა-----ს ქუჩა N--ში მდებარე, სართული 10, ბინა N--, 87.11 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0------------------. 4. ქალაქ ბ------ში, ა-----ს ქუჩა N--ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი/მშენებარე 100 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0------------------. 5. ქალაქ ბ------ში, გ-------–--ის ქუჩა N------ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, ბინა N- 99.80 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0------------------. 6. ქალაქ ბ------ში, გ------ს დასახლებაში მდებარე ფართი, სართული 3, ბინა N-, 46.11 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0------------------. 7. ქალაქ ბ------ში, გ-------ს ქუჩა N---ში მდებარე ფართი (მშენებარე), სართული 8, ბინა N--, 103,60 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 0----------------------. 8. ქალაქი ბ------ში, თ------------–-ს ქ. N-3-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 138-153)
3.1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-------------------- ბრძანებით დაინიშნა მ----- მ----–--ის (პ/ნ 6----------) საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმება 2014, 2015 და 2016 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტიდან (გარდა მიწისა) გამომდინარე, ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2----–-–----------------------–-–-----------ს ჩათვლით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-------------------- ბრძანებით, გაგრძელდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-------------------- ბრძანებით განსაზღვრული მ----- მ----–--ის (პ/ნ 6----------) საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა 2----–-–---------------ს ჩათვლით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------ს N2---- ბრძანებით გაგრძელდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-------------------- ბრძანებით განსაზღვრული მ----- მ----–--ის (პ/ნ 6----------) საქმიანობის თემატური კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა 2----–-–------------------ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-------------------- ბრძანება (ს/ფ 130)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-------------------- ბრძანება (ს/ფ 131)
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–---------------ს N2---- ბრძანება (ს/ფ 132)
3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული იქნა დასკვნები, რომლითაც შეფასებული იქნა მ----- მ----–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ 2----–-–--------------------- დასკვნის მიხედვით, მ----- მ----–--ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თ---–--–-, გ-------ს ქ. N---ში მდებარე, 103,6 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება 2013, 2014 და 2015 წლებში შეადგენს 79 100 აშშ დოლარს.
უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ 2----–-–--------------------- დასკვნის მიხედვით, მ----- მ----–--ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თ---–--–-, ა. ს---–--------ს 3---ში მდებარე, საცხოვრებელი ფართის ღირებულება შეადგენს გაყიდვების შედარების მიხედვით -2013- 2014 წლებში -40 300 აშშ დოლარს, ხოლო 2015 წელს - 44 400 აშშ დოლარს.
2----–-–--------------------- დასკვნის მიხედვით კი, მ----- მ----–--ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბ------ში, ა-----ს ქ. N--ში მდებარე, 100 კვ.მ. და 150 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართების ღირებულება, გაყიდვების შედარების მიხედვით, 2015 წელს 100 კვ.მ. ფასი შეადგენს 107 300 ლარს, ხოლო 150 კვ.მ. ფასი - 161 000 ლარს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დაკვეთით მომზადებული, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების შესახებ, 2----–-–--------------------- დასკვნის მიხედვით, მ----- მ----–--ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბ------ში გ-------–--ის ქ. N---ში მდებარე 57.7 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება 2013, 2014 და 2015 წელს შეადგენს 38 500 აშშ დოლარს.
2----–-–--------------------- დასკვნის მიხედვით კი, მ----- მ----–--ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბ------ში გ-------–--ის ქ. N------ში მდებარე 99.8 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება, გაყიდვების შედარების მიხედვით, 2013, 2014 და 2015 წელს შეადგენს 65 300 აშშ დოლარს.
2----–-–-------------------- დასკვნის მიხედვით, მ----- მ----–--ის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბ------ში, თ------------–-ს ქ. N------ში მდებარე 305,1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ღირებულება, გაყიდვების შედარების მიხედვით 2013, 2014 და 2015 წელს შეადგენს 111 900 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დასკვნა N0-------------------------------- (ს/ფ 167-271)
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, მ----- მ----–--ის მიერ საგადასახადო ორგანოში არ იყო წარდგენილი 2014, 2015 და 2016 წლების ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. აუდიტის შეფასების თანახმად, სსკ-ის 201-ე მუხლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი: გ.ა.) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ წილზე) იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავებზე, ხოლო ამავე კოდექსის 206-ე მუხლის მიხედვით, გადახდისგან თავისუფლდება ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ ექვემდებარება 40 000 ლარს.
სსკ-ის 202-ე მუხლის მიხედვით, ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა.
სსკ 205-ე მუხლის მიხედვით: ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო გადასახადის ვადაა არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
მ----- მ----–--ის ოჯახის შემოსავალმა 2013, 2014 და 2015 წლებში შეადგინა 40000-დან 100000 ლარამდე, შესაბამისად წარმოიშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, ქონების საბაზრო ღირებულება დაიბეგრა 0,2 პროცენტიანი განაკვეთით.
ქონების ღირებულებების განსაზღვრისას შემოწმება დაეყრდნო ექსპერტ-აუდიტორის მიერ დადგენილ ღირებულებებს და საჯარო რეესტრისგან მიწოდებულ ინფორმაციას. ზემოაღნიშნულის შესაბამისად 2014, 2015 და 2016 წლების ქონების გადასახადმა (ძირითადი) შეადგინა 4302 ლარი. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა სსკ 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქონების გადასახადი დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2151 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოწმების აქტი (ს/ფ 119-129)
3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მ----- მ----–--ეს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლისა და 2----–-–------------------ს N2---- ბრძანების საფუძველზე დაერიცხა ქონების გადასახადი - 4302 ლარი; ჯარიმა - 2151 ლარი; საურავი - 1358,41 ლარი; სულ 7811,41 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნა (ს/ფ 16-17)
3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს N3---- ბრძანებით, მ----- მ----–--ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული თანხების გაუქმებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს N3---- ბრძანება (ს/ფ 18-20)
3.1.7. 2----–-–------------ს, მ----- მ----–--ემ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი ოჯახი შედგება ორი წევრისაგან(თვითონ და მისი მეუღლე- ნ-------- მ----–--ე). ამავე განცხადებაში მ----- მ----–--ემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში ირიცხება 7 უძრავი ქონება.
2----–-–------------–ს, მ----- მ----–--ემ კვლავ წარადგინა განცხადება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, სადაც მიმდინარე შემოწმებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მისი ოჯახი შედგება 2 წევრისაგან, რომელშიც შედიან თავად მ----- მ----–--ე და მისი მეუღლე ნ-------- მ----–--ე.
მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მ----- მ----–--ე ნ-------- მ----–--ესთან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2----–-–------------ის განცხადება (ს/ფ 133)
-2----–-–------------–ის განცხადება (ს/ფ 136)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.1.8. 2----–-–----------------ს, მ----- მ----–--ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს N3---- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2----–-–------------–-ს გადაწყვეტილებით (საჩივარზე N5----------) მ----- მ----–--ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს N3---- ბრძანება, ნაწილობრივ გაუქმდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნა და იგი გათავისუფლდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჩივარი (ს/ფ 158)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2----–-–------------–-ს გადაწყვეტილებით (საჩივარზე N5----------) (ს/ფ 22-26)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ----- მ----–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–----------------ის N2---- ბრძანება, 2----–-–------------------ს გამოცემული N0------ საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს N3---- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2----–-–------------–-ს გადაწყვეტილება (საჩივარი N5----------), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ა.’’ ქვეპუნქტის თანახმად ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი: გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე..
საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით, მ----- მ----–--ის 2----–-–------------სა და 2----–-–------------–ს წარდგენილი განცხადებებით დადგენილია, რომ მ----- მ----–--ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის თანახმად მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ----- მ----–--ეს საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია 2014, 2015 და 2016 წლებში ქონების გადასახადის დეკლარაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ----- მ----–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ-------- მ----–--ესთან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ----- მ----–--ის და მისი მეუღლის შემოსავალმა 2013, 2014, 2015 წლებში შეადგინა 40000 ლარიდან 100000 ლარამდე, შესაბამისად მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის (2018 წლის აპრილის თვის რედაქციით) პირველი ნაწილის თანახმად პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. მე-2 ნაწილის თანახმად პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–-----------------ს საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ქონების ღირებულებების განსაზღვრისას შემოწმება დაეყრდნო ექსპერტ-აუდიტორის მიერ დადგენილ ღირებულებებს და საჯარო რეესტრისგან მიწოდებულ ინფორმაციას. ზემოაღნიშნულის შესაბამისად 2014, 2015 და 2016 წლების ქონების გადასახადმა (ძირითადი) შეადგინა 4302 ლარი. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა სსკ 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ქონების გადასახადი დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის 2151 ლარის ოდენობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მ----- მ----–--ეს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლისა და 2----–-–------------------ს N2---- ბრძანების საფუძველზე დაერიცხა ქონების გადასახადი - 4302 ლარი; ჯარიმა - 2151 ლარი; საურავი - 1358,41 ლარი; სულ 7811,41 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ ის და ნ-------- მ----–--ე ერთ ოჯახად არ ცხოვრობდნენ, არ ეწეოდნენ საერთო მეურნეობას, ჰქონდათ დამოუკიდებელი შემოსავალი და განკარგავდნენ დამოუკიდებლად. მ----- მ----–--ე მუშაობდა და ცხოვრობდა ბ------ში, ხოლო ნ-------- მ----–--ე-თ---–--–-.
ოჯახის ცნებასთან მიმართებაში, სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლზე, რომლის მე-16 ნაწილის მიხედვით ოჯახი არის პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–------------ს, მ----- მ----–--ემ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მისი ოჯახი შედგება ორი წევრისაგან(თვითონ და მისი მეუღლე- ნ-------- მ----–--ე). ამავე განცხადებაში მ----- მ----–--ემ მიუთითა, რომ მის საკუთრებაში ირიცხება 7 უძრავი ქონება. 2----–-–------------–ს, მ----- მ----–--ემ კვლავ წარადგინა განცხადება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, სადაც მიმდინარე შემოწმებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მისი ოჯახი შედგება 2 წევრისაგან, რომელშიც შედიან თავად მ----- მ----–--ე და მისი მეუღლე ნ-------- მ----–--ე. ამასთან, სადავო არ არის, რომ ისინი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი ახალი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა სადავო აქტებში მითითებულ გარემოებებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოებები, რომელიც შეიძლება გახდეს სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2----–-–----------------ის N2---- ბრძანების, 2----–-–-----------------ის N0------ საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–---------------ს N3---- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2----–-–------------–-ს გადაწყვეტილების (საჩივარი N5----------) ბათილად ცნობის საფუძველი.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მითითებული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 130 ლარი, საიდანაც 129,06 ლარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 0,94 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, როგორც ზედმეტად გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ----- მ----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ----- მ----–--ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 129,06 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. მ----- მ----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი ბაჟი 0,94 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ნათია ტოგონიძე