განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002190534
საქმე №2ბ/3710-18
განჩინება
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
I აპელანტი - ს---------------–----------
წარმომადგენელი - თ------------–---
მოწინააღმდეგე მხარე - შ--------------------------------–------–--, M--------- (----------–----------, შ-----------–----------, შ--------------------------, ს-------------------------, ს-----------------------
II აპელანტი - შ--------------------------
წარმომადგენელი - ი-----–--------
მოწინააღმდეგე მხარე - ს---------------–----------
M--------- (----------–---------- - ის წარმომადგენელი - მ--------------–---–-
შ-----------–---------- - ის წარმომადგენელი - თ----------
ს- ,,რუსთავის აზოტისა“ და ს- ,,ეუ ინვესთმენთის“ წარმომადგენელი - გ--------------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2018 წლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაცია
I აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
II აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2018 წლის გადაწყვეტილებით:
1. ს---------------–-----------ს სარჩელი შ--------------------------------–------–---ს, შ---------------------------ს, ს--------------------------ს და ს-----------------------ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ს---------------–-----------ს სარჩელი M------------------------–----------- და შ-- ,-------–------------ მიმართ არ დაკმაყოფილდას;
3. შ--------------------------------–------–---ს, შ---------------------------ს, ს-----------------------ის და ს--------------------------ს ს---------------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 24 ივნისის N--------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 19 717 897,41 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 17 500 000 აშშ დოლარი, პროცენტი 2 180 977,96 აშშ დოლარი, ჯარიმა-36 919,45აშშ დოლარი;
4. შ--------------------------------–------–---ს, შ---------------------------ს, ს-----------------------ის და ს--------------------------ს ს---------------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის შემოტანიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან, 2015 წლის 24 ივნისის N--------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 17 500 000 აშშ დოლარზე, 2018 წლის 19 თებერვლამდე, წლიური 12,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 5 993,15 აშშ დოლარს;
5. შ--------------------------------–------–---ს, შ---------------------------ს, ს-----------------------ის და ს--------------------------ს ს---------------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის შემოტანიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან, 2015 წლის 24 ივნისის N--------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 17 500 000 აშშ დოლარზე, 2018 წლის 19 თებერვლამდე, წლიური 25% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11986,30 აშშ დოლარს;
6. შ---------------------------ს პასუხისმგებლობა მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების ნაწილში განისაზღვრა 2 500 000 აშშ დოლარით;
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
ს---------------–----------, რ-------------- და ქ-------------- შორის 2011 წლის 05 იანვარს გაფორმდა N0------------ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის მოცულობად განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარი.
2014 წლის 26 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნული გენერალურ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში და საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 20 000 000 აშშ დოლარით.
2015 წლის 24 ივნის- მხარეთა შეთანხმებით კიდევ ერთხელ იქნა შეტანილი ცვლილება საკრედიტო ხაზის მოცულობაში და განისაზღვრა 40 000 000 აშშ დოლარით. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: -2011 წლის 05 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება(ტომი I, ს.ფ. 2231); - გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დამატებითი პირობები (ტომი I, ს.ფ. 32-42) -მხარეთა ახსნა-განმარტება;
2011 წლის 05 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 24 ივნის- ს---------------–--------- და რ-------------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N---------------------, რომლის საფუძველზეც ბ----- გასცა მსესხებელზე კრედიტი 17 500 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა 36 თვე, წლიური განაკვეთი - 12,5% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 24 ივნისის საკრედიტოხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 44-45) - სესხის დაფარვის გრაფიკი (ტომი I, ს.ფ. 46); -მხარეთა ახსნა-განმარტება;
2014 წლის 24 დეკემბრის საქართველოს ბანკს და შ-----------–-----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა უზრუნველყოფილი მოთხოვნები და მათი საფუძვლები. ხელშეკრულების შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა შ-----------–-----------ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: - ქ. თბილისი, ს---------------, რესტორან „----------- და ფირმა „------------------ დამაგრებულ ნაკვეთებს შორის, (---------- მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1---------- ს/კ0---------------; - ქ. თბილისი, ც------ და ყოფილ რესტორან ,--------- შორის, (--------------) / ქალაქი თბილისი, ც------ და ყოფილ რესტორან ,--------- შორის, ს----–----------–------------------- (რესტორან ა------- მიმდებარე ტერიტორია), (ნ-------------- / ქალაქი თბილისი, ც------ და ყოფილ რესტორან ,--------- შორის, ს----–----------–------------------- (რესტორან ა------- მიმდებარე ტერიტორია), (--------------- მიწის ნაკვეთის დ-------------–----------------------- ს/კ0---------------; - ქ. თბილისი, მ--------------------------------------, თ------------------- და რესტორან ,--------- შორის, ც------ და ყოფილ რესტორან ,--------- შორის, თ----------------------- და ც-------------–--–------- კუთხეში, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 8------ კვ.მ ს/კ0----------------
მხარეთა შეთანხმებით მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს: ა) ძირითადი ხელშეკრულება - 0------------ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება; ბ) ძირითად ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები - ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ან/და სხვა გარიგება ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ძირითადი ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე, და რომლის მხარეებსაც წარმოადგენს/წარმოადგენენ ქვემოთ მითითებული არსებული ან/და სამომავლო მოვალეები.
არსებული ან/და სამომავლო მოვალე ხელშეკრულების მიხედვით წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარე (გარდა ბანკისა) ან/და პირი, რომელიც მომავალში გახდება ძირითადი ხელშეკრულების მხარე. რაც შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა შემდეგნაირად - ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე, სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს) აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: -2014 წლის 24 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომიI, ს.ფ. 61-67) - იპოთეკის ხელშეკრულების დანართი (ტომი I, ს.ფ. 68); - მხარეთა ახსნა-განმარტება;
2014 წლის 18 თებერვლის N0-------------- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით შ-- ,,რ------------------- 2011 წლის 05 იანვრის N0------------ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ს---------------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: -2014 წლის 18 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულება (ტომიI, ს.ფ. 50-55) - მხარეთა ახსნა-განმარტება;
2015 წლის 06 ნოემბერს M------------ და ს---------------–---------- შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს---------------–----------- სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M------------------------–----------- არამატერიალური აქტივი-A------------ 10%-იანიწილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: -2015 წლის 06 ნოემბრის გირავნობის ხელშეკრულება (ტომიI, ს.ფ. 85-104) - მხარეთა ახსნა-განმარტება;
2016 წლის 22 აგვისტოს M------------ და ს---------------–---------- შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს---------------–----------- სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M----------------------–------------- არამატერიალური აქტივი-შ---------------------------ს 10%-იანი წილი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: -2016 წლის 22 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულება (ტომიI, ს.ფ. 105-112) - მხარეთა ახსნა-განმარტება;
2017 წლის 30 იანვარს ს---------------–----------, რ--------------, ქ-------------- და შ--------------------------------–------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N2-0-------------010, რომლის მიხედვით შ--------------------------------–------–-- გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი, ხოლო, რ------------- და ქ------------- გავიდნენ დასახელებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 30 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითიპირობები (ტომი I, ს.ფ. 43) -მხარეთა ახსნა-განმარტება;
2017 წლის 30 იანვრის N0-------------დ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ს------------------------ და ს-------------------------- 2011 წლის 05 იანვრის N0------------ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 35 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ს---------------–----------- სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრეს მითითებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: -2017 წლის 30 იანვრის თავდებობის ხელშეკრულება (ტომიI, ს.ფ. 122-127) - მხარეთა ახსნა-განმარტება;
მსესხებელს 2015 წლის 24 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და 2017 წლის 30იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობების N2-0-------------010 საფუძველზე შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილი. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე, დაერიცხა პირგასამტეხლო.
მოსარჩელემ მოპასუხეებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები, რომლითაც განუსაზღვრა 14 დღის ვადა არსებული დავალიანების დასაფარავად. აღნიშნული გაფრთხილების წერილი ჩაბარდათ მოპასუხეებს. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ დავალიანება დაფარული არ იქნა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - სესხის დაფარვის გრაფიკი (ტომიI, ს.ფ. 46, 49); - გადახდების ისტორია (ტომიI, ს.ფ. 48); -გაფრთხილების წერილები (ტომიI, ს.ფ. 128-140); -მხარეთა ახსნა-განმარტება;
2018 წლის 08 თებერვალს ს---------------–-----------ს წარმომადგენელმა გ--------------–-–---–-- განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შ-- ,----------------------------–-----–--- გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს---------------–-----------ს განცხადება შ-- ,----------------------------–------–--- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის შემოტანის დროისათვის, შ--------------------------------–------–---ს დავალიანება ს---------------–-----------ს მიმართ შეადგენს - 19 717 897,41 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 17 500 000 აშშ დოლარი, სარგებელი 2 180 977,96 აშშ დოლარი, ჯარიმა36 919,45აშშ დოლარი.
მხარეები არ დავობენ, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე, დაერიცხა პირგასამტეხლო.
მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და სარგებლის გადაუხდელობას. მოსარჩელემ დაამტკიცა და სასამართლომაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ცნო მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხის თანხის გადაცემა. თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი კი, მოპასუხის მხარეზეა. მოვალეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე, საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოვალემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად, შ--------------------------------–------–---ს დავალიანების ოდენობა შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი I, ს.ფ. 141).
სასამართლომ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
სასამართლომ მიუთითა, რომ შ--------------------------------–------–---ს მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (ს--კ-ის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები). შ--------------------------------–------–---ს შედავება ძირითადად შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ სარჩელს არ ეთანხმება, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა თანხის გადახდის ვალდებულება და დავალიანების ოდენობა შეადგენს 3.2.1. პუნქტში მითითებულ თანხებს.
სასამართლომ არ გაიზიარა შ---------------------------ს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 18 თებერვალს დადებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს.
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ან წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სამეწარმეო სუბეიქტებს შორის დადებული გარიგებების დროს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაკანონის საფუძველზე გააჩნიათდირექტორებს.
განსახილველ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულებას შ-- ,----------------------- მხრიდან ხელს აწერდა დირექტორი მ--------–--–------ შ---------------------------ს წარმომადგენლის განმარტებით, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 18.02.2014წ. დამატებითი N2------------------ პირობების თანახმად, პირველადი მსესხებელის რ---------ს და ქ-------ს მიერ 3.2. პუნქტით აღებული იქნა შემდეგი ვალდებულება: ,,კლიენტი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს წინამდებარე დანართის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შ--------------------------- შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს/პარტნიორის მოწონების აქტის ბანკისათვის მისაღები ფორმით წარმოდგენა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ს---------------–----------- და შ-------------------------- შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.“, მაგრამ მხოლოდ შ--------------------------- მაშინდელი გენერალური დირექტორის მარკ კ--–--–----ის მიერ ხელმოწერილი 18.02.2014წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ და N0-------------- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგიტიმაციის მქონე სამართლებრივი ვალდებულების დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან შ--------------------------- 2012 წლის წესდების მე-5 მუხლის თანახმად საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა პარტნიორთა საერთო კრება და ამავე წესდების მე-6 მუხლის, კერძოდ კი 6.3 პუნქტის მიხედვით მხოლოდ პარტნიორთა კრება იღებდა გადაწყვეტილებას კრედიტების და სესხების უზრუნველყოფაზე, თუ ისინი სცილდებოდა ყოველდღიური სამეურნეო საქმიანობის სფეროს დაარაგენერალურიდირექტორიმარკკაცნელსონი.
სასამართლომ მიუთითამ, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ გარიგების დადების მომენტისათვის შ---------------------------ს წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი იყო ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი მ--------–--–------
სასამართლომ განმარტა, რომ კომპანიის ყოფილი დირექტორის უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრას, კერძოდ მოქმედებდა თუ არა ის დამფუძნებნელი პარტნიორის მითითებით და თანხმობით, ამ კონკრეტულ შემთხვევისათვის სამართლებრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება, რადგანაც მოსარჩელეს შეუძლია დაეყრდნოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 7.3 მუხლი), რომლის გაქარწყლების გარეშე მოპასუხე დასახულ მიზანს ვერ აღწევს. თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შ---------------------------ს დირექტორმა მ--------–--–------ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისა და შესრურულებისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა ან/და მინდობილობა. ამასთან მართალია, მოპასუხე აღნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორს დამფუძნებლის თანხმობის გარეშე არ შეეძლო თავდებობის ხელშეკრულების დადება მესამე პირის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა მას თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამ პირობებში, თავდებობის ხელშეკრულება მიიჩნევა ნამდვილად.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან არ ყოფილა მითითება ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლეოდა, რომ კომპანიის ყოფილი დირექტორი გარიგებების დადებისას არ მოქმედებდა კომპანიის ინტერესებში და ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას (ს-კ-ის 115-ე მუხლი). შესაბამისად ვერ ექნებოდა გაცნობიერებული ბანკს ყოფილი დირექტორის არამართლზომიერი ქცევის ხასიათი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებულისხვასაფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდარომლებიცასეთადმიჩნეულიაკანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2011 წლის 05 იანვარს ს---------------–----------, რ-------------- და ქ-------------- შორის დადებული N0------------ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები.
ს---------------–----------, რ--------------ა და ქ-------------- შორის 2011 წლის 05 იანვრის N0------------ გენერალური გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 24 ივნის- ს---------------–----------- და რ-------------- შორის გაფორმდა N--------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ-------------- სახელზე გაიცა სესხი 17 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის წლიურად 12,5%-ის დარიცხვით, 36 თვის ვადით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -0.5%.
2017 წლის 30 იანვარს ს---------------–----------, რ--------------, ქ-------------- და შ-- ,----------------------------–------–--- შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N---------------------, რომლის მიხედვითაც შ--------------------------------–------–-- გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი, ხოლო, რ------------- და ქ------------- გავიდნენ დასახელებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან.
შ-- ,----------------------------–------–-- სადავოდ არ გაუხდია სესხის ოდენობა და საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხემ სადავოდ გახადა დავალიანების ოდენობა. შესაბამისად, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ დავალიანების ოდენობა შეადგენს 3.2.1. პუნქტში მითითებულ თანხებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრებას ადგილი აქვს კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და შესაბამისად, კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება მასზედ, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ მხრივ, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ე.წ. ექსპრომისიის ცნებას არ ითვალისწინებს, რა დროსაც მესამე პირი, მართალია, კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებას კისრულობს, თუმცა, იგი თავდაპირველი მოვალის ადგილს არ იკავებს, არამედ თავდაპირველ მოვალესთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლი ექსპრომისიის გამომრიცხველ დათქმას შეიცავს, კერძოდ, თუ დადგინდა ვალის გადაკისრების წინაპირობების არსებობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის კონტექსტში, ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულების შეწყვეტაზე მეტყველებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 205-ე მუხლის ბოლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, ახალ მოვალეს უფლება არა აქვს გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა. თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულების შეწყვეტაზე აპელირებს ასევე ამავე კოდექსის 206-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის გამოყენების მიზნებისათვის, სახეზე უნდა იყოს კრედიტორსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულება. ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ ვალის გადაკისრება დასაშვებია კრედიტორსა და მესამე პირს შორის ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად დადებულიხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, საამართლოს შეფასებით, მესამე პირმა შ-- ,----------------------------–------–--- დაიკავა თავდაპირველი მოვალის ადგილი. მითითებული 2017 წლის 30 იანვარის ხელშეკრულებით შ--------------------------------–------–-- გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი, ხოლო რ--------- და ქ------- კი გავიდნენ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს---------------–----------- და შ--------------------------------–------–---ს შორის არსებული ურთიერთობა იძლევა ვალის გადაკისრების სამართალურთიერთობის შემადგენლობას და ექცევა საქართველოს სამოქალაქოკოდექსის 203-ე მუხლის რეგულირების ფარგლებში.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
2015 წლის 24 ივნის-, მხარეთა შორის გაფორმებული N-------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბ----- გასცა მსესხებელზე კრედიტი 17 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 36 თვით, წლიური განაკვეთი -12,5% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -0,5%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროშივალდებულებაარ შესრულდა.
შ--------------------------------–------–---ს მიერ, 2017 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის, როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნაარ შეუძლია.
სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმებაპროცენტის თაობაზე (საქმე #ას-1701-1685-2011).
მხარეთა შეთანხმებით, კერძოდ: 2011 წლის 05 იანვრის გენერალური საკრედირო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 3.1.2.4 პუნქტით, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების (მისიდანართების ჩათვლით) მოქმედებისა ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებითი ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.
ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული იყვნენ სესხის თანხის დაბრუნებამდე სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის თაობაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვარს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მიმართა შ--------------------------------–------–---ს წარმომადგენელმა. სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით, შ-- ,----------------------------–------–-- უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ამასთან განიმარტა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადეებოდა რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 01 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. 2018 წლის 08 თებერვალს ს---------------–-----------ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შ-- ,----------------------------–-----–--- გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს---------------–-----------ს განცხადება შ-- ,----------------------------–------–--- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულიიქნა წარმოებაში.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალეს სარგებელი უნდა დაეკისროს სარჩელის შემოტანიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების თარიღამდე - 2018 წლის 19 თებერვლამდე, არსებული პერიოდისათვის, ნაცვლად მოთხოვნის პერიოდისა (გადაწყვეტილების აღსრულებამდე), რის გამოც აღნიშნულ ნაწილში ს---------------–----------- სარჩელი შ-- ,----------------------------–------–--ის, შ---------------------------ს, ს-----------------------ის და ს--------------------------ს მიმართ ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა დაადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
ს---------------–----------- მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, რაც შეეხება მსესხებლს - შ-- ,----------------------------–-----–--- მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანიშესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობითფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
მითითებულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნადდაშეუსაბამოდაღემატებოდეს მას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 36 919,45 აშშ დოლარი, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია. მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოპასუხისათვის სარჩელის შემოტანიდან (2017 წლის 28 ნოემბრიდან), 2015 წლის 24 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე - 17 500 000 აშშ დოლარზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, წლიური 25%-ის დაკისრებას, რაც ყოველდღიურად შეადგენს 11 986,30აშშ დოლარს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს---------------–-----------ს განცხადება შ-- ,----------------------------–------–--- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში, რის გამოც ჩერდება ვალების გადახდადა პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა; შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს სარჩელის შემოტანიდან - 2017 წლის 28 ნოემბრიდან, გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების თარიღამდე - 2018 წლის 19 თებერვლამდე, არსებული პერიოდისათვის, ნაცვლად მოთხოვნის პერიოდისა (გადაწყვეტილების აღსრულებამდე).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალურითანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო, კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულებაძალაშირჩება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა შ-- ,-----------------------, ს-------------------------- და ს----------------------- თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. კერძოდ, 2017 წლის 30 იანვრის N0-------------დ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ს------------------------ და ს-------------------------- 2011 წლის 05 იანვრის N0------------ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 35 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ს---------------–----------- სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრეს მითითებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. ხოლო 2014 წლის 18 თებერვლის N0-------------- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით შ-- ,,რ------------------- 2011 წლის 05 იანვრის N0------------ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ს---------------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა აღემატება შ-- ,------------------------- დადებული თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობას, შ---------------------------ს პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს 2 500 000 აშშ დოლარით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეების ს--------------------------სა და ს------------------------- წარმომადგენლების მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებები არ აბათილებენ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან.
გარდა ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა შ---------------------------ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 18 თებერვალს დადებულ თავდებობის ხელშეკრულებას ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს.
2014 წლის 18 თებერვლის თავდებობის ხელშეკრულებას ხელს აწერს შ---------------------------ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დირექტორი მ--------–--–------ მართალია, მოპასუხე აღნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორს დამფუძნებლის თანხმობის გარეშე არ შეეძლო თავდებობის ხელშეკრულების დადება მესამე პირის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა მას თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამ პირობებში, თავდებობის ხელშეკრულება მიიჩნევა ნამდვილად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შ---------------------------ს, ს--------------------------სა და ს- ,--------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია, შ---------------------------ს თავდებობის ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სასამართლომ მიუთითა, რომ კანონისმიერი განმარტების თანახმად, გირავნობა წარმოადგენს ისეთ საუზრუნველყოფო უფლებას, ვალდებულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, რომლის ძალითაც კრედიტორს (მოგირავნეს) აქვს უპირატეს იუფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით დაიკმაყოფილოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნა დაგირავებული ქონების-მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთის ან/დაგადაცემადი არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით–მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს კანონისმიერ და სახელშეკრულებო გირავნობას, მფლობელობით და რეგისტრირებულ გირავნობას, გირავნობა ლომბარდში და ე.წ. ფინანსურ გირაოს. გირავნობის კლასიფიკაცია ხდება მისი დადგენის საფუძვლის მიხედვით. თავის მხრივ, სახელშეკრულებო გირავნობა იყოფა მფლობელობით და რეგისტრირებულ გირავნობად. მფლობელობითი გირავნობის დროს ადგილი აქვს დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებას გირავნობის დადგენის შესახებ (გირავნობის ხელშეკრულება) და მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემას (257 I). რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან, მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა საჭირო არ არის. რეგისტრირებული გირავნობის დროს პუბლიკაცია მიიღწევა გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში-ს-იპსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით. თავად გირავნობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით (258 I). აღნიშნული ფორმის დაუცველობის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია. გირავნობის უფლების ძირითადი საგანია მოძრავი ნივთები, რომლებიც წარმოადგენს გარე სამყაროს სივრცობრივად შემოფარგლულ მობილურ სხეულებრივ საგნებს. გარდა მოძრავი ნივთებისა, გირავნობის საგანს წარმოადგენს ასევე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელსაც მიეკუთვნება გასხვისებადი ქონებრივი ხასიათის მოთხოვნები და უფლებები (152).
მოთხოვნების (უფლებების) დაგირავება ხდება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით (259I დაII).
152-ე მუხლი შეიცავს არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ზოგად განმარტებას. ნორმის მიხედვით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის უფლებები და მოთხოვნები, რომელთა მიზანია მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიანიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე.
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს განეკუთვნება ასევე წილები და აქციები. სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს წილის დეფინიციას და მას არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. წილი ეწოდება პარტნიორის უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას საზოგადოებაში, რომელიც პირს აქვს საზოგადოების წევრობიდან გამომდინარე. პარტნიორის წილი განისაზღვრება მის მიერ საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანების შესაბამისად. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. შესაბამისად, წილი გამოხატავს პარტნიორის უფლებას მიიღოს საზოგადოების მართვაში მონაწილეობა.
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის კიდევ ერთ განმარტებას შეიცავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელიან/დამიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვაპირებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 06 ნოემბერს M------------------------–----------- და ს---------------–---------- შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს---------------–----------- სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M------------------------–----------- არამატერიალური აქტივი - A------------ 10%-იანი წილი. 2016 წლის 22 აგვისტოს M------------------------–----------- და ს---------------–---------- შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს---------------–----------- სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M------------------------–----------- არამატერიალური აქტივი-შ---------------------------ს 10%-იანი წილი.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საწარმოს წილზე გირავნობის წარმოშობისათვის სავალდებულო იყო სამეწარმეო რეესტრში გირავნობის რეგისტარცია, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ გირავნობის რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს M------------------------–----------- სახელზე რეგისტრირებულ საწარმოს წილებზე არ წარმოშობია გირავნობის უფლება, რაც გირავნობის საგნის რეალიზაციის ნაწილში სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე M------------------------–----------- მიერ შესაგებელში მითითებულ პოზიცია, რომ 2015 წლის 06 ნოემბერსა და 2016 წლის 22 აგვისტოს M------------------------–----------- და ს---------------–---------- შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულებები ბათილია, რადგან M------------------------–-----------, როგორც შ--------------------------- 10% წილის მფლობელს შეზღუდული ჰქონდა უფლებები, კერძოდ კი, გირავნობის ხელშეკრულების გაფორმების დროს M----------------------–----------- არ იყო უფლებამოსილი, გაესხვისებინა და დაეგირავებინა კუთვნილი წილი, რის შესახებაც ცნობილი იყო ს- ,------------–----------------- და სწორედ მოსარჩელის არამართლზომიერი ქმედებების გამო M----------------------–----------- იძულებული გახდა დაედო გირავნობის ხელშეკრულება.
მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მეტიც, ამ ნაწილში მისი შესაგებელი ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად და კვალიფიციურად, რადგან იგი არ შეიცავს სარჩელის ამ ფაქტობრივი საფუძვლის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმიწაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედუნდადაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმადკი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა უფლების შეზღუდვის დამადასტურებელი მტკიცებულება, M------------ მიერ მითითებული გირავნობის ხელშეკრულებების დადების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შ-----------–---------- მას-ა და ს---------------–---------- შორის 2014 წლის 24 თებერვალს იპოთეკის ხელშეკრულების დადებას სადავოდ არ ხდის, თუმცა, განმარტავს რომ მოპასუხის ქონება დაიტვირთა რ--------------ა და ქ-------------- მიერ გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე გასაცემი კრედიტის 5 000 000 აშშ დოლარის უზრუნველყოფის მიზნით და არა შ-- ,----------------------------–------–--- სესხის უზრუნველყოფისათვის. იპოთეკის საგნის მესაკუთრის შ-----------–-----------ის თანხმობის გარეშე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებში რ-------------- და ქ-------------- ჩაენაცვლა შ--------------------------------–------–--, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ამისათვის საჭირო იყო მესაკუთრისა და კრედიტორის შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ვალის გადაკისრების შემთხვევაში საჭიროა თუ არა იპოთეკის საგნის მესაკუთრის თანხმობა და ამ შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, წარმოადგენს იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში, მოცემული დავის გადაწყევტის საკვანძო საკითხს.
ზოგადად, ქართული სამართალი იცნობს სინგულარულ სამართალმემკვიდრეობას (ე.ი. მემკვიდრეობას ცალკეულ ვალდებულებებში ცოცხალ პირთა შორის გარიგების საფუძველზე) არა მარტო მოთხოვნებისა და უფლებების, არამედ ვალების მიმართაც. ახალმა მოვალემ შეიძლება დაიკავოს ძველი მოვალის ადგილი ამ უკანასკნელის ვალის კისრებით, სახელდობრ, სამოქალაქო კოდექსი ადგენს პრივატულ ვალის გადაკისრებას (die privative Schuldübernahme). პრივატული ვალის გადაკისრების შედეგად ახალი მოვალე იკავებს ძველიმოვალის ადგილს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში.
იმისდა მიხედვით, თუ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის რომელი მხარის მიერ იდებავალის გადაკისრების ხელშეკრულება, განასხვავებენ: 1. ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას კრედიტორსა და ახალ მოვალეს შორის (სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილი) და 2. ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას ძველ და ახალ მოვალეებს შორის (სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი).
თუ პრივატული ვალის გადაკისრების ხელშეკრულება იდება ძველ და ახალ მოვალეებს შორის, ასეთი გარიგების სამართლებრივი ძალა მერყევ მდგომარეობაშია, ვინაიდან დამოკიდებულია კრედიტორის თანხმობაზე (სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი). კრედიტორის თანხმობა შეიძლება განხორციელდეს როგორც წინასწარ ისე, შემდგომში (მოწონება). ამასთან მისი განცხადება ნებისმიერი ფორმით შესაძლებელია როგორც ძველი ისე, ახალი მოვალისათვის (სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილი). კრედიტორის თანხმობა შეიძლება განხორციელდეს როგორც წინასწარ ისე, შემდგომში (მოწონება). ამასთან, მისი განცხადება ნებისმიერი ფორმით შესაძლებელია როგორცძველი, ისე ახალი მოვალისათვის.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ს---------------–-----------სა და შ-- ,----------------------------–------–-- შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე რ--------------ა და ქ-------------- ვალი იკისრა შ-- ,----------------------------–------–--- და ამგვარად, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში დაიკავა თავდაპირველი მოვალის ადგილი.
სამოქალაქო კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. უზრუნველყოფის გამცემი პირისათვის, მოვალის პიროვნება მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან უზრუნველყოფის საშუალებების გაცემას იგი დამოკიდებულს ხდის მოვალის გადახდისუნარიანობაზე და იმ ნდობაზე, რომ მოვალე თავის ვალდებულებებს შეასრულებს. კანონი ითვალისწინებს უზრუნველყოფის გამცემი პირის განსაკუთრებულ ინტერესებს და ადგენს, რომ თავდებობა და გირავნობა წყდება, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. მაშასადამე, ნორმის მიზანია თავდებისა და დამგირავებლის დაცვა. თავდებმა და დამგირავებელმა კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფაზე თანხმობა განაცხადეს მოვალის პიროვნების გამო. ისინი მას იცნობენ, მას ენდობიან, ამასთან, ენდობიან არა მარტო იმის გამო, რომ იგი შეასრულებს ვალდებულებებს, არამედ იმისათვის, რომ იგი გადახდისუნარიანია. ეს რწმენა იკარგება, როდესაც ხდება ვალის გადაკისრება. ახალი მოვალე შეიძლება იყოს არაკეთილსინდისიერი ან გადახდისუუნარო. მეტი შესაძლებლობა იქმნება, რომ დადგეს აქცესორული უფლებების რეალიზაციის საკითხი. იკვეთება თავდებისა და დამგირავებლის ინტერესების დაცვის აუცილებლობა.
ზემოაღნიშნული ნორმა (206-ე მუხლი) ადგენს მხოლოდ თავდებობისა და გირავნობის შეწყვეტას, რომელიც მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იყო გათვალისწინებული, თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, მსგავსად გირავნობისა, ვალის გადაკისრების ხელშეკრულების დადებისას, საჭიროა იპოთეკის საგნის მესაკუთრის თანხმობა და ამ შეთანხმების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
მესაკუთრის თანხმობის აუცილებლობას ითვალისწინებს აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში. იმის გამო, რომ ამ დროს პრაქტიკულად საფრთხე შეიძლება შეექმნას კრედიტორის ინტერესებს, კანონი ითვალისწინებს კრედიტორის სავალდებულო თანხმობას. იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნის პირადი მოვალე და მესაკუთრე განსხვავებული პირები არიან, მოთხოვნის შეცვლით შეიძლება საფრთხე დაემუქროს მესაკუთრეს. მან ქონება ერთი კონკრეტული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ჩადო და არა სხვა მოთხოვნის. ამიტომ კანონის მის თანხმობასაც ითვალისწინებს. უფრო ზუსტად, მოთხოვნის შეცვლის შესახებ უნდა შეთანხმდნენ მესაკუთრე და კრედიტორი. ეს შეთანხმება შეცვლილ მოთხოვნასთან რეგისტრაციაში ერთად უნდა გატარდეს.
2017 წლის 30 იანვარს ს---------------–----------, რ--------------, ქ-------------- და შ--------------------------------–------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N2------------------ რომლის მიხედვითაც შ--------------------------------–------–-- გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი, ხოლო რ------------- და ქ------------- კი გავიდნენ დასახელებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან. ამასთან მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მითითებული ვალის გადაკისრების ხელშეკრულების დადების დროს შ-----------–-----------ის მხრიდან თანხმობა გაცხადებული არ ყოფილა და შესაბამისად არც შეთანხმების რეგისტრაცია განხორციელებულა საჯარო რეესტრში.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის თანხმობის ნამდვილობისათვის საჭიროა წერილობითი ფორმა, რაც განსახილველი დავის ფარგლებში წარმოდგენილიარ ყოფილა.
მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი იყო მესაკუთრის შ-----------–-----------ისა და იპოთეკარის ს---------------–-----------ს შეთანხმება, იმიტომ რომ მოპასუხის (მესაკუთრის) უძრავი ნივთი სხვა მოვალის (შ-- ,----------------------------–------–---) უზრუნველსაყოფად უნდა გამოყენებულიყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ--------------------------------–------–---ს ვალდებულების უზრუნველსაყოფად არ უნდა იქნეს გამოყენებული შ-----------–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, რაც იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
I. ს---------------–----------- სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იპოთეკისა და გირავნობის საგნების სარეალიზაციოთ მიქცევაზე, ს- "-----------–----------- მოთხოვნის არ დაკმაყოფილების თაობაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარეალიზაციოთ მიექცეს იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული უძრავი ნივთები, შემდეგ გარემოებათა გამო:
2014 წლის 24 დეკემბერს ს--------------–----------- და შ----------–---------- შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი იქნა ძირითადი ხელშეკრულება - N 0------------ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება, ამასთან, გათვალისწინებულ იქნა, რომ უზრუნველყოფა ვრცელდებოდა არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ. მხარეებმა იპოთეკის ხელშეკრულებით გაითვალისწინეს სამომავლო მოთხოვნის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ამასთან, გამოთქვეს თანხმობა იპოთეკის საგნებით უზრუნველყოფილი ყოფილიყო სხვა, მესამე პირების მიერ, აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებიც. ამდენად, ხელშეკრულების თავისუფლად დადების, იპოთეკის ფარგლების თავისუფლად განსაზღვრის და სამომავლო ვალდებულების უზრუნველყოფის პირობებში, დაუსაბუთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად შეწყდა 2017 წლის 30 იანვრის ხელშეკრულება, როდესაც მიჩნეული იქნა იგი ვალის გადაკისრებად (იხ. სააპელაციო საჩივარი).
II. შ--------------------------- სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;
აპელანტის განმარტებით, უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი შ--------------------------- მიმართ, შემდეგ გჩ----- არემოებათა გამო:
2014 წლის 18 თებერვლის N0-------------- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას ხელს აწერდა არაუფლებამოსილი პირი, კერძოდ, მართალია აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა მხარეებს შორის, მაგრამ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 18.02.2014 წლის დამატებითი N2------------------ პირობების თანახმად, მსესხებელი ფ------- და ჩ----- მიერ 3.2. პუნქტით აღებული ვალდებულებების თანახმად, განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება ლეგიტიმაციის მქონე სამართლებრივი ვალდებულების დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან შ--------------------------- 2012 წლის წესდების მე-5 მუხლის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა პარტნიორთა საერთო კრება და სწორედ ის იღებდა გადაწყვეტილებას კრედიტებისა და სესხის უზრუნველყოფაზე და არა მარკ კაცნელსონი.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ არასწორედ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს---------------–----------- მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა და აღნიშნული საკითხი მოითხოვდა ბანკის მხრიდან დავალიანების შესახებ ინფორმაციის დეტალურ გაშიფვრას.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,ს---------------–----------, რ-------------- და ქ-------------- შორის 2011 წლის 05 იანვარს გაფორმდა N0------------ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის მოცულობად განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარი.
2014 წლის 26 თებერვალს მხარეთა შეთანხმებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნული გენერალურ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებაში და საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 20 000 000 აშშ დოლარით.
2015 წლის 24 ივნის- მხარეთა შეთანხმებით კიდევ ერთხელ იქნა შეტანილი ცვლილება საკრედიტო ხაზის მოცულობაში და განისაზღვრა 40 000 000 აშშ დოლარით.
2011 წლის 05 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წლის 24 ივნის- ს---------------–--------- და რ-------------- შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N---------------------, რომლის საფუძველზეც ბ----- გასცა მსესხებელზე კრედიტი 17 500 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა 36 თვე, წლიური განაკვეთი - 12,5% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%;
2014 წლის 24 დეკემბრის საქართველოს ბანკს და შ-----------–-----------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა უზრუნველყოფილი მოთხოვნები და მათი საფუძვლები. ხელშეკრულების შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა შ-----------–-----------ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის მახასიათებლებია: - ქ. თბილისი, ს---------------, რესტორან „----------- და ფირმა „------------------ დამაგრებულ ნაკვეთებს შორის, (---------- მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1---------- ს/კ0---------------; - ქ. თბილისი, ც------ და ყოფილ რესტორან ,--------- შორის, (--------------) / ქალაქი თბილისი, ც------ და ყოფილ რესტორან ,--------- შორის, ს----–----------–------------------- (რესტორან ა------- მიმდებარე ტერიტორია), (ნ-------------- / ქალაქი თბილისი, ც------ და ყოფილ რესტორან ,--------- შორის, ს----–----------–------------------- (რესტორან ა------- მიმდებარე ტერიტორია), (--------------- მიწის ნაკვეთის დ-------------–----------------------- ს/კ0---------------; - ქ. თბილისი, მ--------------------------------------, თ------------------- და რესტორან ,--------- შორის, ც------ და ყოფილ რესტორან ,--------- შორის, თ----------------------- და ც-------------–--–------- კუთხეში, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 8------ კვ.მ ს/კ0----------------
მხარეთა შეთანხმებით მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს: ა) ძირითადი ხელშეკრულება - 0------------ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება; ბ) ძირითად ხელშეკრულებებთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები - ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ან/და სხვა გარიგება ან/და დოკუმენტი, რომელთა დადება ან/და გაცემა გათვალისწინებულია ძირითადი ხელშეკრულებით ან/და ხდება მის საფუძველზე, და რომლის მხარეებსაც წარმოადგენს/წარმოადგენენ ქვემოთ მითითებული არსებული ან/და სამომავლო მოვალეები.
არსებული ან/და სამომავლო მოვალე ხელშეკრულების მიხედვით წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების მხარე (გარდა ბანკისა) ან/და პირი, რომელიც მომავალში გახდება ძირითადი ხელშეკრულების მხარე. რაც შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა შემდეგნაირად - ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბანკისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე, სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს) აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.
2014 წლის 18 თებერვლის N0-------------- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით შ-- ,,რ------------------- 2011 წლის 05 იანვრის N0------------ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2 500 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ს---------------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
2015 წლის 06 ნოემბერს M------------ და ს---------------–---------- შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს---------------–----------- სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M------------------------–----------- არამატერიალური აქტივი-A------------ 10%-იანიწილი.
2016 წლის 22 აგვისტოს M------------ და ს---------------–---------- შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს---------------–----------- სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M----------------------–------------- არამატერიალური აქტივი-შ---------------------------ს 10%-იანი წილი.
2017 წლის 30 იანვარს ს---------------–----------, რ--------------, ქ-------------- და შ--------------------------------–------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N2-0-------------010, რომლის მიხედვით შ--------------------------------–------–-- გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი, ხოლო, რ------------- და ქ------------- გავიდნენ დასახელებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან.
2017 წლის 30 იანვრის N0-------------დ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ს------------------------ და ს-------------------------- 2011 წლის 05 იანვრის N0------------ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 35 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ს---------------–----------- სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრეს მითითებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.
მსესხებელს 2015 წლის 24 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და 2017 წლის 30იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობების N2-0-------------010 საფუძველზე შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილი. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დავალიანება, ასევე, დაერიცხა პირგასამტეხლო.
2018 წლის 08 თებერვალს ს---------------–-----------ს წარმომადგენელმა გ--------------–-–---–-- განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შ-- ,----------------------------–-----–--- გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით ს---------------–-----------ს განცხადება შ-- ,----------------------------–------–--- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის, შ--------------------------------–------–---ს დავალიანება ს---------------–-----------ს მიმართ შეადგენს - 19 717 897,41 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 17 500 000 აშშ დოლარი, სარგებელი 2 180 977,96 აშშ დოლარი, ჯარიმა36 919,45აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ შ--------------------------------–------–---ს შედავება ძირითადად შემოიფარგლა იმაზე მითითებით, რომ სარჩელს არ ეთანხმება, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა. ამრიგად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ს---------------–----------- მიერ მითითებული და შ--------------------------------–------–---ს მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ ს---------------–----------- მიმართ დარღვეული იქნა თანხის გადახდის ვალდებულება და დავალიანების ოდენობა შეადგენს ზემოაღნიშნულ თანხებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოვალეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში მითითებული თანხის გადახდის ფაქტზე ან დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე.
რაც შეეხება აპელანტის შ--------------------------- მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 18 თებერვალს დადებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს, რის გამოც ს---------------–----------- სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ მსჯელობას:
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ან წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სამეწარმეო სუბეიქტებს შორის დადებული გარიგებების დროს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაკანონის საფუძველზე გააჩნიათ დირექტორებს.
თავდებობის ხელშეკრულებას შ-- ,----------------------- მხრიდან ხელს აწერდა დირექტორი მ--------–--–------ რომელიც გარიგების დადების მომენტისათვის იყო შ---------------------------ს წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი.
კომპანიის ყოფილი დირექტორის უფლებამოსილების ფარგლების განსაზღვრას, კერძოდ მოქმედებდა თუ არა ის დამფუძნებნელი პარტნიორის მითითებით და თანხმობით, ამ კონკრეტულ შემთხვევისათვის სამართლებრივად გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ ექნება, რადგანაც მოსარჩელეს შეუძლია დაეყრდნოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 7.3 მუხლი), რომლის გაქარწყლების გარეშე მოპასუხე დასახულ მიზანს ვერ აღწევს.
თავდებობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით შ---------------------------ს დირექტორმა მ--------–--–------ დაადასტურა, რომ ხელშეკრულების დადების/ხელმოწერისათვის საჭირო უფლებამოსილების მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა, ნებართვა ან/და მინდობილობა.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მართალია, შ-------------------------- აღნიშნავს, რომ კომპანიის დირექტორს დამფუძნებლის თანხმობის გარეშე არ შეეძლო თავდებობის ხელშეკრულების დადება მესამე პირის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა მას თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამ პირობებში, თავდებობის ხელშეკრულება მიიჩნევა ნამდვილად, რის გამოც , პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს შ--------------------------- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა.
რაც შეეხება ს---------------–----------- მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, პალატას მიაჩნია, რომ არც აღნიშნულის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არსებობს და მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებულისხვასაფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდარომლებიცასეთადმიჩნეულიაკანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2011 წლის 05 იანვარს ს---------------–----------, რ-------------- და ქ-------------- შორის დადებული N0------------ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები.
ს---------------–----------, რ--------------ა და ქ-------------- შორის 2011 წლის 05 იანვრის N0------------ გენერალური გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 24 ივნის- ს---------------–----------- და რ-------------- შორის გაფორმდა N--------------------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ-------------- სახელზე გაიცა სესხი 17 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის წლიურად 12,5%-ის დარიცხვით, 36 თვის ვადით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -0.5%.
2017 წლის 30 იანვარს ს---------------–----------, რ--------------, ქ-------------- და შ-- ,----------------------------–------–--- შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები N---------------------, რომლის მიხედვითაც შ--------------------------------–------–-- გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი, ხოლო, რ------------- და ქ------------- გავიდნენ დასახელებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრებას ადგილი აქვს კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და შესაბამისად, კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება მასზედ, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს. სასამართლომ მიუთითა, რომ ამ მხრივ, საკანონმდებლო თვალსაზრისით, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ე.წ. ექსპრომისიის ცნებას არ ითვალისწინებს, რა დროსაც მესამე პირი, მართალია, კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულებას კისრულობს, თუმცა, იგი თავდაპირველი მოვალის ადგილს არ იკავებს, არამედ თავდაპირველ მოვალესთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლი ექსპრომისიის გამომრიცხველ დათქმას შეიცავს, კერძოდ, თუ დადგინდა ვალის გადაკისრების წინაპირობების არსებობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის კონტექსტში, ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულების შეწყვეტაზე მეტყველებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 205-ე მუხლის ბოლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, ახალ მოვალეს უფლება არა აქვს გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა. თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულების შეწყვეტაზე აპელირებს ასევე ამავე კოდექსის 206-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის გამოყენების მიზნებისათვის, სახეზე უნდა იყოს კრედიტორსა და მესამე პირს შორის ხელშეკრულება. ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ ვალის გადაკისრება დასაშვებია კრედიტორსა და მესამე პირს შორის ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად დადებულიხელშეკრულების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, მესამე პირმა შ-- ,----------------------------–------–--- დაიკავა თავდაპირველი მოვალის ადგილი. მითითებული 2017 წლის 30 იანვარის ხელშეკრულებით შ--------------------------------–------–-- გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი, ხოლო რ--------- და ქ------- კი გავიდნენ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს---------------–----------- და შ--------------------------------–------–---ს შორის არსებული ურთიერთობა იძლევა ვალის გადაკისრების სამართალურთიერთობის შემადგენლობას და ექცევა საქართველოს სამოქალაქოკოდექსის 203-ე მუხლის რეგულირების ფარგლებში, რის გამოც, ვერ იქნება გაზიარებული ს---------------–----------- მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახეზე არ არის ვალის გადაკისრების შემთხვევა.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
სახელშეკრულებო გირავნობა იყოფა მფლობელობით და რეგისტრირებულ გირავნობად. მფლობელობითი გირავნობის დროს ადგილი აქვს დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებას გირავნობის დადგენის შესახებ (გირავნობის ხელშეკრულება) და მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემას (257 I). რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან, მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა საჭირო არ არის. რეგისტრირებული გირავნობის დროს პუბლიკაცია მიიღწევა გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში-ს-იპსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით. თავად გირავნობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით (258 I). აღნიშნული ფორმის დაუცველობის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია. გირავნობის უფლების ძირითადი საგანია მოძრავი ნივთები, რომლებიც წარმოადგენს გარე სამყაროს სივრცობრივად შემოფარგლულ მობილურ სხეულებრივ საგნებს. გარდა მოძრავი ნივთებისა, გირავნობის საგანს წარმოადგენს ასევე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელსაც მიეკუთვნება გასხვისებადი ქონებრივი ხასიათის მოთხოვნები და უფლებები (152).
მოთხოვნების (უფლებების) დაგირავება ხდება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით (259I დაII).
152-ე მუხლი შეიცავს არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ზოგად განმარტებას. ნორმის მიხედვით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის უფლებები და მოთხოვნები, რომელთა მიზანია მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიანიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე.
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს განეკუთვნება ასევე წილები და აქციები. სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს წილის დეფინიციას და მას არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს. წილი ეწოდება პარტნიორის უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას საზოგადოებაში, რომელიც პირს აქვს საზოგადოების წევრობიდან გამომდინარე. პარტნიორის წილი განისაზღვრება მის მიერ საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანების შესაბამისად. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. შესაბამისად, წილი გამოხატავს პარტნიორის უფლებას მიიღოს საზოგადოების მართვაში მონაწილეობა.
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის კიდევ ერთ განმარტებას შეიცავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს მიეკუთვნება წილები და აქციები, ასევე ყველა ის მოთხოვნა და უფლება, რომელიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მის მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელიან/დამიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს.
მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის 06 ნოემბერს M------------ (----------–---------- და ს---------------–---------- შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს---------------–----------- სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M------------ (----------–---------- არამატერიალური აქტივი - A------------ 10%-იანი წილი. 2016 წლის 22 აგვისტოს M------------ (----------–---------- და ს---------------–---------- შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც ს---------------–----------- სასარგებლოდ დაგირავებული იქნა M------------ (----------–---------- არამატერიალური აქტივი-შ---------------------------ს 10%-იანი წილი.
ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საწარმოს წილზე გირავნობის წარმოშობისათვის სავალდებულო იყო სამეწარმეო რეესტრში გირავნობის რეგისტარცია, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. შესამისად, სასამართლომ პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ს---------------–---------- M------------ (----------–---------- სახელზე რეგისტრირებულ საწარმოს წილებზე არ წარმოშობია გირავნობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს---------------–-----------სა და შ-- ,----------------------------–------–-- შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე რ--------------ა და ქ-------------- ვალი იკისრა შ-- ,----------------------------–------–--- და ამგვარად, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში დაიკავა თავდაპირველი მოვალის ადგილი.
სამოქალაქო კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. უზრუნველყოფის გამცემი პირისათვის, მოვალის პიროვნება მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან უზრუნველყოფის საშუალებების გაცემას იგი დამოკიდებულს ხდის მოვალის გადახდისუნარიანობაზე და იმ ნდობაზე, რომ მოვალე თავის ვალდებულებებს შეასრულებს. კანონი ითვალისწინებს უზრუნველყოფის გამცემი პირის განსაკუთრებულ ინტერესებს და ადგენს, რომ თავდებობა და გირავნობა წყდება, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. მაშასადამე, ნორმის მიზანია თავდებისა და დამგირავებლის დაცვა. თავდებმა და დამგირავებელმა კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფაზე თანხმობა განაცხადეს მოვალის პიროვნების გამო. ისინი მას იცნობენ, მას ენდობიან, ამასთან, ენდობიან არა მარტო იმის გამო, რომ იგი შეასრულებს ვალდებულებებს, არამედ იმისათვის, რომ იგი გადახდისუნარიანია. ეს რწმენა იკარგება, როდესაც ხდება ვალის გადაკისრება. ახალი მოვალე შეიძლება იყოს არაკეთილსინდისიერი ან გადახდისუუნარო. მეტი შესაძლებლობა იქმნება, რომ დადგეს აქცესორული უფლებების რეალიზაციის საკითხი. იკვეთება თავდებისა და დამგირავებლის ინტერესების დაცვის აუცილებლობა.
მესაკუთრის თანხმობის აუცილებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ის მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში. იმის გამო, რომ ამ დროს პრაქტიკულად საფრთხე შეიძლება შეექმნას კრედიტორის ინტერესებს, კანონი ითვალისწინებს კრედიტორის სავალდებულო თანხმობას. იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნის პირადი მოვალე და მესაკუთრე განსხვავებული პირები არიან, მოთხოვნის შეცვლით შეიძლება საფრთხე დაემუქროს მესაკუთრეს. მან ქონება ერთი კონკრეტული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ჩადო და არა სხვა მოთხოვნის. ამიტომ კანონის მის თანხმობასაც ითვალისწინებს. უფრო ზუსტად, მოთხოვნის შეცვლის შესახებ უნდა შეთანხმდნენ მესაკუთრე და კრედიტორი. ეს შეთანხმება შეცვლილ მოთხოვნასთან რეგისტრაციაში ერთად უნდა გატარდეს.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ვალის გადაკისრების ხელშეკრულების დადების დროს შ-----------–-----------ის მხრიდან თანხმობა გაცხადებული არ ყოფილა და შესაბამისად არც შეთანხმების რეგისტრაცია განხორციელებულა საჯარო რეესტრში.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი იყო მესაკუთრის შ-----------–-----------ისა და იპოთეკარის ს---------------–-----------ს შეთანხმება, რადგან (მესაკუთრის) უძრავი ნივთი სხვა მოვალის (შ-- ,----------------------------–------–---) უზრუნველსაყოფად უნდა გამოყენებულიყო, რასაც ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ს---------------–----------- სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარებში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---------------–----------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შ--------------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2018 წლის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა