განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
010210015974558
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210015974558

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ-906-2016

18 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე

აპელანტი: შ----------

წარმომადგენელი: ო-–---------–---

დირექტორი: მ---–-------–---

მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,რ---------–-“

წარმომადგენელი: მ-----–-----–--–---–ი, ნ-----–---------–---–ი

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შ----------ის წარმომადგენელმა, მოპასუხედ შპს ”რ---------–-” მიუთითა და ითხოვა შპს ”რ---------–-სათვის” შ------------ის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 69948 ლარის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით,2----–-–-------------, შ------------ს და ქ------–---ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, ქ------–---ში, კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი. 2----–-–------------ შ------------ს და შპს ”რ---------–ს” შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება N----, ქ. ქ------–---ში, ა----–-----–--------ში, კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით, ფუნდერმაქსის ეკვივალენტური მასალით, გენტასით შეფუთვის წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 291600.00 ლარით. შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარება უნდა მომხდარიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ფაქტობრივად შესრულებულმა სამუშაომ შეადგინა 1340კვ.მ. - 241000 ლ. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.4 მუხლით, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობა არ შესრულდა ან შესრულდა უხარისხოდ შემკვეთს შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ღირებულების 0,2%.

არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შპს ,,რ---------–მა'' არ გამოასწორა დაშვებული ხარვეზები და არ დაასრულა სამუშაოები, რაც გახდა საფუძველი შ------------ მხრიდან სარჩელის აღძვრისა.

შპს ,,რ---------–-ს'' წარმომადგენელმა შ------------ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 01 ივნისს შ-------------ს და შპს ”რ---------–-”-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება N----. ქ. ქ------–---ში, ა----–-----–--------ში, კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით შეფუთვის წარმოებაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეთა შორის პირგასამტეხლო შეთანხმებული არ ყოფილა. შ------------ის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების პირველი და მე-2 გვერდები შეცვლილია.

თავის მხრივ შ------------- სარჩელზე შეგებებული სარჩელი წარადგინა შპს ,,რ---------–-ს'' წარმომადგენელმა და ითხოვა შ---------ისათვის” შპს ”რ---------–-ს სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 25 230 ლარის დაკისრება; ასევე ზიანის ანაზღაურება და 4363 ლარის დაკისრება.

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით: 2----–-–------------ შ------------ს და შპს ”რ---------–-”-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება N----. ქ. ქ------–---ში, ა----–-----–--------ში, კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით შეფუთვის წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 291600.00 ლარით. შპს ,,რ---------–მა'' 2014 წლის 01 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და შ------------ისაგან მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. აღნიშნულის საპასუხოდ შ------------მა 2015 წლის 27 იანვრის წერილით მოითხოვა სამუშაოს შესრულების დროს დაშვებული ხარვეზის გამოსწორება. შპს ,,რ---------–-ს'' მიერ ხარვეზი გამოსწორებული იქნა. 2015 წლის 9 თებერვალს შედგა აქტი შესრულებული სამუშაოს მოცულობის აზომვის შესახებ, რომლითაც დადასტურებული იქნა, რომ შესრულდა სამუშაო 1340მ/კვ-ზე. შპს ,,რ---------–მა'' შ------------ისაგან მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება. შ------------მა უარი თქვა დარჩენილი დავალიანების ანაზღაურებაზე და შპს ,,რ---------–-საგან'' მოითხოვა პირგასამტეხლოს ანაზღაურება, რაზეც ეცნობა, რომ მხარეთა შორის 2----–-–------------ გაფორმებულ ხელშეკრულებაში პირგასამტეხლო შეთანხმებული არ არის. საპასუხოდ შ------------მა შპს ,,რ---------–ს'' გადაუგზავნა 2014 წლის 01 ივნისის ხელშეკრულება, რომლის პირველი და მეორე გვერდი განსხვავდება შპს ,,რ---------–თან'' არსებული 2014 წლის 01 ივნისის ხელშეკრულებისგან.

შ------------ის წარმომადგენელმა შპს ,,რ---------–-ს'' შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 01 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შპს ,,რ---------–მა'' ჯეროვნად არ შეასრულა, არც ხარვეზები გამოასწორა, რისთვისაც არ ეკუთვნის დარჩენილი თანხის ის ნაწილი, რასაც ითხოვს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით: შ------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს ,,რ---------–-ს'' შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ------------ს შპს ,,რ---------–-ს'' სასარგებლოდ დაეკისრა 25230 ლარის გადახდა; შ------------ს შპს ,,რ---------–-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხა 756.9 ლარის ოდენობით. ადვოკატის მომსახურების თანხა 800 ლარის ოდენობით. შპს ,,რ---------–-ს'' შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

_ დადგენილი იქნა, რომ 2----–-–------------- შ------------ს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, ქ------–---ში, კულტურის სახლის სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი.

_ დადგენილი იქნა, რომ 2----–-–------------ შ------------ს და შპს ”რ---------–-”-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება N----, ქ. ქ------–---ში, ა----–-----–--------ში, კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით, ფუნდერმაქსის ეკვივალენტური მასალით გენტასით შეფუთვის წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 291600.00 ლარით.

_ დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 26 თებერვალს და 2015 წლის 6 მარტს შ------------ის დირექტორმა წერილით მიმართა შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს. აღნიშნული წერილებით შ------------ის დირექტორი შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს ატყობინებდა, რომ მის მიერ სამუშაოები შესრულდა ხარვეზებით და ითხოვდა დაშვებული ხერვეზის გამოსწორებას.

_ დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 11 მარტის წერილით შ------------ის დირექტორმა შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს აცნობა, რომ მათი მხრიდან დაირღვა 2014 წლის 01 მაისის ხელშეკრულების შესრულების ვადა 75 დღით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მათ დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო 36180 ლარი და სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

_ დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 25 მარტის წერილით შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორი არ დაეთანხმა შ------------ის დირექტორის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2----–-–------------ გაფორმებული ხელშეკრულების 4.4. პუნქტი პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ შეიცავდა.

_ დადგენილი იქნა სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ------------ს და შპს ,,რ---------–ს'' შორის 2-----–-–--------------- დადებული N---- ნარდობის ხელშეკრულების 4.4. პუნქტი შეთანხმებას პირგასამტეხლოზე არ შეიცავდა და ის ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად - იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობა არ შესრულდა შემკვეთი იღებს ვალდებულებას შეისყიდოს დარჩენილი კომპაქტ ლამინატის მასალა.

2014 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც შ-----------ის მიერ იქნა სარჩელზე თანდართული და რომლის 4.4. პუნქტი ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად - იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობა არ შესრულდა ან შესრულდა უხარისხოდ, შემკვეთს უხდის შემსრულებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ღირებულების 0,2% -ს - შ-------------ს და შპს ,,რ---------–ს'' შორის შეთანხმებულ ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება. საქმის განხილვის დროს, შ------------ის წარმომადგენელმა, ასევე, მოწმემ - ე-–--------------------მ დაადასტურა ის გარემოება, რომ შ------------ის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ვარიანტის 4.4. პუნქტი შეთანხმდა შ------------ის დირექტორს და შპს ,,რ---------–-ს'' დამფუძნებელს ლ-–-------------ს შორის, რომელსაც თან ჰქონდა შპს ,,რ---------–-ს'' ბეჭედი. ხელშეკრულების პირველ და მე-2 გვერდძე არსებული ხელმოწერაც - წარმომადგენელი ლ------------- ეკუთვნის (შპს ,,რ---------–-ს'' 100%-იანი წილის მესაკუთრეს) და არა შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს გ------------------–---ს.

_ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2-----–-–-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,რ---------–მა'' შეასრულა 241200 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც. შ------------მა აუნაზღაურა 216264 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 25230 ლარი.

_ სასამართლომ არ გაიზიარა შპს ,,რ---------–-ს'' განმარტება იმის თაობაზე, რომ შ------------ის მიერ 2014 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიადგა ზიანი 4363 ლარის ოდენობით.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში შპს ,,რ---------–ს'' სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა შ------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო. შპს ,,რ---------–-ს'' წარმომადგენელი მხოლოდ განმარტებით შემოიფარგლა, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნებოდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2----–-–------------ შ------------ის და შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: .... შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 მუხლით კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შპს ,,რ---------–-ს'' ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,,რ---------–-ს'' ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს საზოგადოების დირექტორი გ------------------–---, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ლ-–-------------. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მესამე პირებთან ურთიერთობაში შპს ,,რ---------–ს'' წარმოადგენდა დირექტორი და არა 100%-იანი წილის მესაკუთრე, შესაბამისად, შ------------ის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 01 ივნისის ხელშეკრულების 4.4. პუნქტით შეთანხმებული პირგასამტეხლო შპს ,,რ---------–-ს'' წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთან შეთანხმებულად ვერ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ შ------------ს და შპს ,,რ---------–ს'' შორის 2----–-–------------ დადებული ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მხარეებს შორის პირგასამტეხლო შეთანხმებული არ ყოფილა, შესაბამისად, შ------------ის მოთხოვნა შპს ,,რ---------–ზე'' პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

2----–-–------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,რ---------–მა'' შეასრულა 241200 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც. შ------------მა აუნაზღაურა 216264 ლარი და ასანაზღაურებელი დარჩა 25230 ლარი, შესაბამისად, შ------------ს უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების ანაზღაურება 25230 ლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,რ---------–-'' არ განმარტავს თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ითხოვს შ------------ისაგან ზიანის ანაზრაურებას. ამდენად, დაუდგენელია რა გარემოებებზე დაყრდნობით ითხოვს შპს ,,რ---------–-'' ზიანის ანაზრაურებას, შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, ზიანის სახით 4363 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფლების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 50-ე, 69-ე, 417-418-ე, 629-ე, 639-ე, 648-ე, 394-ე, 411-412-ე მუხლებზე; მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე.

სააპელაციო საჩივრების საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე შ-----------ს წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.

აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მათი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისი დასკვნები ამ გარემოებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივია. კერძოდ: 4.1.4 უდაოდაა დადგენილი რომ ხელშეკრულების 4.4 პუნქტით მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო, ხოლო 4.2.1 პუნქტით, სასამართლომ განმარტა თითქოს ხელშეკრულების 4.4 პუნქტი პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ შეიცავდა.

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს-ს პარტნიორის ხელმოწერა, თითქოს არ არის იურიდიული ძალის მქონე და არ ჩაითვლება შეთანხმებულ ხელშეკრულებად. სასამართლოს ეს მოსაზრება, წინააღმდეფგობაში მოდის მოწმის ჩვენებასთან, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების 4.4 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს შეთანხმებული იყო მოპასუხე მხარესთან. საყურადღებოა ისიც, ხელშეკრულების შესაბამის ეგზემპლარებზე სადაო გვერდებზე დასმულია მოწინააღმდეგე მხარის ბეჭედი. რაც გულისხმობს, მოწინააღმდეგე მხარის ცოდნას და თანხმობას პირგასამტეხლოს თაობაზე, საყურადღებოა, ისიც, რომ მოპასუხემ თავის შესაგებელში სარჩელზე, სადაოდ არ ხდის შპს „რ---------–-ს“ დამფუძნებლის ხელმოწერას და აპელირებას აკეთებს მხოლოდ იმაზე, რომ 4.4 პუნქტში ჩაწერილი სიტყვები არ არის პირგასამტეხლოო. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გაცდა სასარჩელო მოთხოვნისა და შესაგებლის ფარგლებს და დაარღვია სსკ მე-3 და მე-4 მუხლების მოთხოვნები. ის გარემოება, რომ სასამართლო პროცესზე მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა არაუფლებამოსილი პირის შესახებ, სასამართლოს არ უნდა მიეღო მხედველობაში, რადგან, აღნიშნული გარემოება ითქვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რისი გაკეთებაც, სსკ 206-ე მუხლის თანახმად, შეიძლებოდა მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე.

შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაო იყო ხარვეზიანი, რის გამოც შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. საყურადღებოა ის, რომ მოპასუხის მხრიდან ხარვეზის არსებობა, შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით სასამართლომ უდაო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია და მოპასუხეს ეს სადაოდ არ გაუხდია. მან 2015 წლის 25 მარტის წერილით მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდაზე თქვა უარი იმ მოტივით თითქოს ხელშეკრულების 4.4 პუნქტი პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ შეიცავდა. მოპასუხის ეს და სხვა წერილები ფაქტობრივად შეიცავს მის აღიარებას სამუშაოს უხარისხოდ შესრულების თაობაზე, რამაც განაპირობა კონტრაქტით განსაზღვრული ვადის დარღვევა. სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო სასამართლოს მაინც არ უნდა დაეკმაყოფილებინა შეგებებული სარჩელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 1 დეკემბერს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როლითაც: შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აპელანტი მხარის შ----------ის წარმომადგენლის ო-–----------–---- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება; შ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაეკისრა შპს ”რ---------–ს” შ----------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 6994 ლარის გადახდა; შპს ”რ---------–-ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში შ----------ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაეკისრა შპს ”რ---------–ს” შ----------ის სასარგებლოდ 1498 ლარისა და 78 თეთრის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

(იხ. გადაწყვეტილება, ტომი 2, ს/ფ 42-53).

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარმოადგინა შპს ,,რ---------–-ს“ წარმომადგენელმა, რომელმაც შ----------” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

(იხ. საჩივარი, ტომი 2, ს/ფ 59-69).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით, შპს ,,რ---------–-ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და შ------------ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ”რ---------–ს” შ------------ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკსირა 6994 ლარი და იმ ნაწილში, რომლითაც შპს ”რ---------–-ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ასევე გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების ნაწილში.

(იხ. განჩინება, ტომი 2, ს/ფ 92-100).

სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.

პალატამ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ შ-----------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, სახელდობრ: შ-----------სათვის შპს ,,რ---------–-ს“ სასარგებლოდ 25230 ლარის, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 756,9 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 800 ლარის დაკისრების ნაწილში (3,4,5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,რ---------–-ს“ შეგებებული სარჩელი შ-----------სათვის 25230 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 756 ლარის, ადვოკატის ხარჯის - 800 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს; შ-----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს ,,რ---------–-სათვის“ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ნაწილში (1,6 პუნქტები) გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა

პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ 2----–-–------------ შ------------ს და შპს ”რ---------–ს” შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება N----, ქ. ქ------–---ში, ა----–-----–--------ში, კულტურის სახლის შენობის 6 მმ-იანი კომპაქტ ლამინატით, ფუნდერმაქსის ეკვივალენტური მასალით გენტასით შეფუთვის წარმოებაზე. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბერი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 291600.00 ლარით.

ამავე ხელშეკრულების მეორე გვერდზე - 4.4 პუნქტში მითითებულია, რომ შემკვეთი ვალდებულია - იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაოდენობა არ შესრულდა ან შესრულდა უხარისხოდ, შემკვეთს უხდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი ღირებულების 0.2%-ს. ხელშეკრულების აღნიშნულ გვერდს ხელს აწერს ,,წ---------------–---–---“. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ აღნიშნული ხელმოწერა ეკუთვნის შპს ”რ---------–-ს” 100%-იანი წილის მესაკუთრე ლ-–-------------ს.

(იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს/ფ 19-24).

დადგენილია, რომ 2015 წლის 27 იანვარს შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორმა აცნობა შ------------ის დირექტორს, რომ კულტურის სახლის ფასადის მოპირკეთების სამუშაოები დასრულდა 2014 წლის დეკემბრის თვეში. სიტყვიერი შენიშვნების საფუძველზე გამოსწორდა მათ მიერ მითითებული ხარვეზები. ამავე მიმართვით ითხოვა მიეთითებინათ გამოსასწორებელი ფასადის ნაწილზე ან გაეგზავნათ გამოსასწორებელი ფასადის ფოტო, რათა მიეღოთ ზუსტი ინფორმაცია გამოსასწორებელი დეტალების შესახებ.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 43).

დადგენილია, რომ 2015 წლის 26 თებერვალს და 2015 წლის 6 მარტს შ------------ის დირექტორმა წერილით მიმართა შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს. აღნიშნული წერილებით შ------------ის დირექტორი შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს ატყობინებდა, რომ მათ მიერ სამუშაოები შესრულდა ხარვეზებით და ითხოვდა დაშვებული ხერვეზის გამოსწორებას.

(იხ. მიმართვები, ტომი 1, ს/ფ 37-39).

დადგენილია, რომ 2015 წლის 25 თებერვალს, 06 მარტს შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორმა აცნობა შ------------ის დირექტორს, რომ შპს ,,რ---------–ს'' სრულად და ჯეროვნად ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 46-48).

დადგენილია, რომ 2015 წლის 6 მარტს შ------------ის დირექტორმა აცნობა შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს, რომ მათ მიერ ფასადზე გაკრული ფილა იყო დეფორმირებული, რაზედაც იყო წარმოქმნილი შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ტალღები, ასევე ემჩნეოდა სხვადასხვა სახის ლაქები, რომელიც ითხოვდა გამოსწორებას და ფასადის გასუფთავებას. შესაბამისად, ხარვეზების აღმოსაფხვრელად ითხოვა შესაბამისი ზომების მიღება, რადგან ობიექტი უნდა ჩაბარებულიყო 2015 წლის 10 მარტს.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 102).

დადგენილია, რომ 2015 წლის 10 მარტს შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორმა აცნობა შ------------ის დირექტორს, რომ შეუძლებელი იყო ხარვეზების 10 მარტამდე გამსწორება. ასევე მათ თავდაპირველად გააფრთხილეს, რომ 6 მმ-იანი კომპაქტ-ლამინატის მასალით ასეთი დიდი ზომის ფილებით შენობის შეფუთვა არქიტექტურულად გაუმართლებელი იყო და ხარვზებიც ამის გამო გამოვლინდა. მათი აზრით ამის გამოსწორება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. ხოლო რაც შეეხება ფასადის გაწმენდითი სამუშოების შესრულებას ეს არ შედიოდა მათი კომპანიის მოვალეობაში. ობიექტზე არსებული ხარვეზები არ იყო წარმოქმნილი მათი კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების გამო. შესაბამისად, ხარვეზების გამოსწორება მათ კომპეტენციას ცდებოდა.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 49-50).

დადგენილია, რომ 2015 წლის 11 მარტის წერილით შ------------ის დირექტორმა შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს აცნობა, რომ მათი მხრიდან დაირღვა 2014 წლის 01 მაისის ხელშეკრულების შესრულების ვადა 75 დღით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მათ დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო 36180 ლარი და სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო მიყენებული ზიანი.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 40).

დადგენილია, რომ 2015 წლის 25 მარტის წერილით შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორი არ დაეთანხმა შ------------ის დირექტორის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე და მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2----–-–------------ გაფორმებული ხელშეკრულების 4.4. პუნქტი პირგასამტეხლოზე შეთანხმებას არ შეიცავდა.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 52).

დადგენილია, რომ 2015 წლის 6 აპრილს შ------------ის დირექტორმა აცნობა შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს, რომ მიუხედავად მრავალმხრივი გაფრთხილებისა ქ.ქ------–---ში კულტურის სახლის ფასადი რჩება უხარისხოდ გაკეთებული და ასევე გაუწმენდავი, რომელიც ხელს უშლის ობიექტის საბოლოო ჩაბარებას. მიმართვასთან ერთად გაეგზავნათ ახლად წარმოქმნილი ხარვეზების ფოტომასალა, რაც გამოხატული იყო ფასადზე დამაგრებული ფილების აძრობით. შპს ,,რ---------–ს'' ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა ვადა 15 მაისამდე.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 41).

დადგენილია, რომ 2015 წლის 8 აპრილის შ------------ის დირექტორმა 06.04.2015წ. წერილის პასუხად აცნობა შპს ,,რ---------–-ს'' დირექტორს, რომ მის მიერ გადმოგზავნილი ფოტოსურათებზე ასახულ ხარვეზებს ისინი გამოასწორებდნენ ამავე დღეს, ხოლო ფასადის გაწმენდა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა და შესაბამისად, ამ სამუშაოებს ისინი არ განახორციელებდნენ.

(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 112).

საქმეში წარმოდგენილი 0--------- ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,რ---------–--“ დირექტორი - ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო გ------------------–---, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე ლ-–-------------.

(იხ. ამონაწერი, ტომი 1, ს/ფ 140-141).

2----–-–---------------–-- №--------- დოკუმენტების და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელმოწერა ლ-–-------------- სახელით (მოკლე ხელმოწერა), განლაგებული: ხელშეკრულებაზე №----, 2----–-–------------ თარიღით, პირველ და მეორე გვერდებზე, ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ, მარცხენა მხარეს შესრულებულია ლ-–-------------- მიერ. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე №----, დათარიღებული 01 ივნისი 2014 წლით (3 ფურცლად), რომელიც განთავსებულია სამოქალაქო №2-1349 საქმის ტომში (ს.ფ. 201-203), პირველ და მეორე გვერდებზე განთავსებული ბეჭდის (ბეჭდების) ანაბეჭდები, წარწერით: ,,საქართველოს შპს ,,რ---------–-“ არ არის დატანილი რაიმე სახის ტექნიკური საშუალების გამოყენებით, არამედ დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული ბეჭდით (ბეჭდებით).

(იხ. დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 263-270).

საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------–------------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ა) ქ.ქ------–---ში, ა----–-----–--------------------ში მდებარე კულტურის სახლზე განხორციელებული ფასადის მოპირკეთების სამუშაოები უხარისხოა, ვინაიდან: აღნიშნული მოსაპირკეთებელი ფილები ადგილ-ადგილ მოშორებულია დამჭერებიდან ლითონის მილკვადრატებიდან და ზოგიერთ ადგილას აღენიშნებათ უსწორმასწორო ზედაპირები, ხოლო ზოგიერთ ადგილას ვენტილაციის ადგილებში ორივე შემხვედრ ფილას შორის (გადაბმის ადგილებში) ფილები გადაბმულია ლითონის დამჭერებით (სამაგრებით), რომელიც არ უნდა იყოს. რომლის მიხედვითაც ირღვევა თუ არა ხელშეკრულება №-----ის პირობები, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე 5.2 პუნქტი დარღვეულია, სადაც ნახსენებია შესრულებული სამუშაოების ხარისხი; ბ) არის თუ არა განხორციელებული შესრულებული სამუშაო ნორმებისა და სტანდარტების, პარამეტრების ხარისხისა და ტექნოლოგიური წესების მიხედვით, გარდა იმ დაზიანებებისა და უხარისხობისა, რაც აღწერილია, შეუძლებელია დადგენა თუ არ გაშიშვლდა ზემოთხსენებული ფასადი არ შედარდა პროექტსა და ზემოთხსენებულ საფასადე მოპირკეთების მონტაჟის ჟურნალს; გ) რაც შეეხება ხარჯებს თუ რა გაიხარჯა მის აღდგენაში, ამის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან, თუ რა თანხები გაიხარჯა და რა მოცულობის სამუშაო შესრულდა აღსადგენად არ არის დოკუმენტაცია წარმოდგენილი. ხოლო რა უნდა დაიხარჯოს სამუშაოების გამოსასწორებლად, ასევე ამის დადგენაც შეუძლებელია, ვინაიდან, მოსაპირკეთებელ ფილებს მიღმა ჩატარებული სამუშაოები შეესაბამება თუ არა საპროექტო მონაცემებს და სიფასადე სამუშაოების მოწყობის ჟურნალს ვერ დგინდება და ასევე გამოიყენება თუ არა დაზიანებული ფილები (შესაძლებელია თუ არა გამოყენება მეორედ ფილებად) დადგენა შეუძლებელია.

(იხ. დასკვნა, ტომი 2, ს/ფ 200-238).

საქმეში წარმოდგენილი 2----–-–---------–--------------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: შ-----------სა და შპს ,,რ---------–ს“ შორის გაფორმებული №---- ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,რ---------–-ს“ მიერ ქ.ქ------–---ში, ა----–-----–-----------ზე მდებარე კულტურის სახლის ფასადზე არაჯეროვნად და უხარისხოდ სამუშაოები შესრულებულია 1340.00 კვ.მ. მთლიან ფართზე, ხოლო რაც შეეხება ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯების ოდენობის დადგენას, ექსპერტიზას მიაჩნია, რომ კომპეტენტური საპროექტო ორგანიზაციის მიერ ჯერ უნდა შემუშავდეს (მომზადდეს) შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც გათვალისწინეული და განსაზღვრული იქნება ფასადზე ჩასატარებელი სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოთა სახეობები, სპეციფიკაციებისა და ტექნოლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაბამისად აღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის შემდეგ, ექსპერტიზის მიერ მოხდება შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების შემუშავება, სადაც განისაზღვრება ხარვეზების აღმოსაფხვრელად საჭირო პროექტში მოცემული სამუშაოთა სახეობების გათვალისწინებით ჩასატარებელი სამუშაოთა ღირებულება, სამშენებლო ბაზარზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით.

(იხ. დასკვნა, ტომი 3).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოკითხული ექსპერტ ბ--------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოს მთლიანი ფართობი ფრაგმენტულად, ბევრ ადგილზე დაზიანებულია, რადგან ტექნოლოგიურად არ არის შესაბამისად მოწყობილი. კონსტრუქციას აღენიშნება დოფორმაციები, შვევების არათანაბარი დაშორება, იგი მოწყობილი უნდა იყოს უჟანგავ ლითონზე, ხოლო გამოყენებული ლითონი არ არის შესაბამისი მასალით დამუშავებული, რომელიც არ გამოიწვევს მის კოროზიას ანუ დაჟანგებას. ეს ყველაფერი ჩაითვალა ხარვეზებად. 2014 წელშივე სამუშაოები არ იქნა სათანადოდ შესრულებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შედეგი არ დადგებოდა. სამუშაოების ჯეროვნად შესრულების პირობებში, კლიმატური და გეოიგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი საექპლუატაციო ვადა 4 წელზე მეტი ყველა შემთხვევაში იქნებოდა. რაც შეეხება დიდი ფილების მოწყობას, მას აქვს თავისი მოწყობის ტექნოლოგიური წესები, რომლის დაცვის შემთხვევაში, ამ ზომის ფილების გამოყენება მოცემულ შედეგს ვერ გამოიწვევდა. ასე მაგ.: აღსრულების ეროვნული ბიურო, ექსპერტიზის ბიურო დიდი ზომის ფილებით არის შეფუთული. ამდენად, ამ შედეგის გამომწვევი მიზეზი არ არის ფასადის დიდი ფილებით მოწყობა. ფასადის სრული დემონტაჟის გარეშე ტექნოლოგიურად შეუძლებელია ლითონის კონსტრუქციის ყველა წიბოსა და კუთხის დამუშავება. მხოლოდ დემონტაჟის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის დადგენა რა ვარგისი მასალა დარჩება ან საერთოდ დარჩება თუ არა დემონტაჟის შედეგად, მანამდე ამის განსაზღვრა შეუძლებელია.

(იხ. ექსპერტის ჩვენება, ტომი 3).

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე - დამატებითი კვლევისას შ-----------ის დირექტორმა განმარტა, - რომ ხარვეზები, რომლებიც აღმოსაფხვრელი იყო შპს ,,რ---------–-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ - მან ნაწილობრივ აღმოფხვრა. თუმცა დირექტორის მიერვე დაზუსტებული იქნა, რომ რა თქმა უნდა, ამ ხარვეზების აღმოფხვრაში მან იგულისხმა მხოლოდ ფასადის გაწმენდითი სამუშაოები ლაქებისგან და არა იმ სამუშაოების აღმოფხვრა, რომელიც დღემდე რჩება და რომლის აღმოფხვრა შენობის ფასადის სრული დემონტაჟის გარეშე - ექსპერტის აზრითაც შეუძლებელია.

სამართლებრივი დასაბუთება:

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობოს ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შპს ,,რ---------–--ათვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება და შ-----------სათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღურების მართლზომიერება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: .... შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის მე-2 პუნქტით, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 მუხლით კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქმეში წარმოდგენილი 0--------- ამონაწერით დადგენილია, რომ შპს ,,რ---------–--“ დირექტორი - ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი იყო გ------------------–---, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე ლ-–-------------.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილა, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულების იმ ნაწილს, სადაც გათვალისწინებულია შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე ხელს აწერს მხოლოდ შპს ,,რ---------–--“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ლ-–------------- და არა კომპანიის დირექტორი - ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ამდენად, ან მაწილში პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება იმის დასადასტურებად, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით წერილობითი ფორმით იყვნენ შეთანხმებულნი პირგასამტეხლოზე, რაც გამორიცხავს შპს ,,რომენტალზე“ პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრებას.

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ამავე კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

ამავე კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს.

ამავე კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი წერილებით დადგენილია, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა ხარვეზებით. ხოლო შემდგომში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით და თვით ექსპერტის ახსნა-განმარტებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სამუშაოები შესრულებულია არაჯეროვნად, უხარისხოდ. ფასადის სრული დემონტაჟის გარეშე ტექნოლოგიურად შეუძლებელია ლითონის კონსტრუქციის ყველა წიბოსა და კუთხის დამუშავება. ასევე დემონტაჟამდე შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა რა ოდენობის ვარგისი მასალა დარჩება მისგან ან საერთოდ დარჩება თუ არა, რომლის გამოყენება შემდგომში იქნება შესაძლებელი.

საქმეში წარმოდგენილი წერილებით ასევე დადგენილია, რომ შემკვეთი შემსრულებელს არაერთხელ მიმართავდა, მოუწოდებდა და თხოვდა ხარვეზების გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ. საბოლოო ჯამში კი შემკვეთმა მიიღო არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, ხოლო იმ საკითხის გარკვევა თუ რა ხარჯებია საჭირო ხარვეზების აღმოსაფხვრელად ფასადის დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია. შესრულებული სამუშაო საჭიროებს დემონტაჟს, ცხადია ისიც, რომ ხარვეზები შესრულებაში მთლიან, 1340 კვ.მ. ფასადზე შესრულებულ სამუშაოს ეხება, რაც პალატის მოსაზრებით უკარგავს შპს ,,რ---------–ს“ შესრულებული სამუშაოსათვის მის მიერ მოთხოვნილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ შესრულებული სამუშაოს ძირითადი ნაწილი შ----------’-ის მიერ ანაზღაურებულია და 291600 ლარიდან ასანაზღაურებელია მხოლოდ 25230 ლარი .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინატანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,რ---------–ს“ შ-----------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1009,2 ლარის გადახდა;

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გადაწყვიტა:

1. შ-----------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, სახელდობრ: შ-----------სათვის შპს ,,რ---------–-ს“ სასარგებლოდ 25230 ლარის, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 756,9 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 800 ლარის დაკისრების ნაწილში (3,4,5 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,რ---------–-ს“ შეგებებული სარჩელი შ-----------სათვის 25230 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 756 ლარის, ადვოკატის ხარჯის - 800 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

4. შ-----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შპს ,,რ---------–-სათვის“ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში ნაწილში (1,6 პუნქტები) გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

5. დაეკისროს შპს ,,რ---------–ს“ შ-----------ს სასარგებლოდ 1009,6 ლარი;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ირმა პერანიძე