დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.05.2005
საქმის ნომერი
ას-41-432-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-41-432-05 10 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ კვანტალიანი

დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქალაქ თბილისის ......... სახელობის მე-..... სამუსიკო სკოლის დირექტორმ ასარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ამავე სკოლის ლიტ „ბ“ შენობიდან ო.ჯ-ის გამოსახლება მასთან თანმყფო პირებთან ერთად;

მოსარჩელის განმარტებით 1995 წელს ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის მესაკუთრე გახლდათ ო. ჯ-ი ხანძრის შედეგად დაიწვა; ო. ჯ-ი, 1995 წლიდან დღემდე არის ¹..... სამუსიკო სკოლის თანამშრომელი სკოლის იმჟამინდელმა დირექტორმა ა. გ-ემ გამოიჩინა რა კეთილი ნება, ო. ჯ-ს დროებით თავშესაფარად დაუთმო სკოლის „ბ“ შენობაში მდებარე ერთი ოთახი, 2003წ. ¹..... სამუსიკო სკოლის დირექტორმა მოსთხოვა ო. ჯ-ს მის მიერ დაკავებული ოთახის დაცლა, რაზეც მან უარი განაცხადა, 2003წ. 7 ნოემბრის უსასყიდო უზუფრუქტის ხელშეკრულებით თბილისის მე-....... სამუსიკო სკოლას გადაეცა ...... 29-ში მდებარე ლიტ. „ა“ და „ბ“ 602 კვ.მ. არასაცხვორებელი ფართი და 817 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე სამუსიკო სკოლა არ არის სადავო ნაგებობის მესაკუთრე; იგი ოჯახის წევრებთან ერთად 7-8 წელია ცხოვრობს ლიტ „ბ-ს» 15 კვ.მ ოთახში. სკ-ის 2456-ე მუხლის მეორე ნაწილით უზუფრუქტი ისპობა, თუ ის სხვა პირის ხელში აღმოჩნდება;

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის ......... სახელობის მე-...... სამუსიკო სკოლის სარჩელი დაკმაყოფილდა და ო. ჯ-ი ოჯახის წევრებითურთ გამოსახლებულ იქნა მათ მიერ სამუსიკო სკოლაზე უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფართიდან, მდებარე თბილისში, ...... ქ. ¹29.

ო. ჯ-ის წარმომადგენელმა გ. გ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით თბილისის ......... მე-...... საშუალო სამუსიკო სკოლის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ო. ჯ-ი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ...... ქ. ¹@9-ში მდებარე ¹2 შენობის მის მიერ დაკავებული ოთახიდან და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს მე-..... სამუსიკო სკოლას;

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუსიკო სკოლის სარჩელი ფიზიკური პირის გამოსახლების შესახებ არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს; საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ სამუსიკო სკოლის ყოფილ დირექტორს უფლება ჰქონდა, განეკარგა სახელმწიფო ქონება; სკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ უფლებამოსილი პირის თანხმობა ამ გარიგების დადებაზე საქმეში არ მოიპოვება, გარიგება სკოლის დირექტორსა და ო. ჯ-ს შორის ოთახის თხოვების შესახებ ბათილია, ანუ ო. ჯ-ი ფლობს სკოლის ოთახს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; სკოლას, როგორც უზურფრუქტურს, მინიჭებული აქვს მესაკუთრესთან თანაბარი უფლებები სკოლის სარგებლობაში; ვინაიდან ო. ჯ-მა ვერ დაასაბუთა, რომ მას აქვს სკოლის ოთახის ფლობის კანონიერი უფლება, სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სკოლის მოთხოვნა მისი გამოსახლების შესახებ დასაბუთებულად მიიჩნია.

ო. ჯ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაფდუქმება შემდეგი საფუძვლებით; სასამართლომ არ მოიკვლია მასალები, თუ რომელ წელს და რის საფუძველზე მოხვდა მე-2 შენობა სამუსიკო სკოლის ბალანსზე ან კულტურის სამსახურს რის საფუძველზე გადაეცა; კასატორის მიერ მოკვლეული მტკიცებულებებით ჩანს, რომ შენობას ძველი გეგმით ცალკე ჰქონდა შესასვლელი და წარმოადგენდა ცალკე შენობას, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა სამუსიკო სკოლასთან; კულტურის სამინისტრომ ფარულად შექმნა უსაფუძვლო საბუთი და მიითვისა სხვისი საკუთრება, რომელიც აიყვანა ბალანსზე. კულტურის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება დაეტვირთა უზუფრუქტით, ვინაიდან შენობა დაკავებული ჰქონდა მათ და გამოსახლებაზე მას უნდა შეეტანა სარჩელი სასამართლოში:

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმივს მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტვილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საფჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გაერმოებები, რომ 2003წ. 7 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამმართველოს და თბილისის ......... სახელობის მე-....... სამუსიკო სკოლას შორის დაიდო უსასყიდლო უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სკოლას გადაეცა უზურფრუქტით თბილისში, ....... ქ. ¹29-ში მდებარე ლიტ. „ა“ და “ შენობები და 817 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც გატარდა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში და დატანილ იქნა საკადასტრო რუკაზე 1996წ. სკოლის იმდროინდელმა დირექტორმა სკოლის თანამშროლის ო. ჯ-ის ოჯახს ათხოვა სკოლის ერთი ოთახი, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ სკოლის დირექტორს უფლება ჰქონდა, ამგვარად განეკარგა სახელმწიფო ქონება; სკ-ის 111-ე მუხლის შესაბამისად არ არის დადასტურებული, რომ თხოვების ხელშეკრულება დადებულია ამაზე უფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც იგი ბათილია და ო. ჯ-ი სადავო ფართს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე;

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში; ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივიდ გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებულის საკასაციო პრეტენზია; განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის; საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომელსაც არ ეთანხმება კასატორი და უზურფრუქტის ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით სადაო არ გამხდარა;

სკ-ის 242-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობა ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ, მესაკუთრისაგან განსხვავებით მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითაქ რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სკოლას, როგორც უზურფრუქტურს, აქვს სკოლის სარგებლობის მესაკუთრესთან თანაბარი უფლება სკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება; მითითებული ნორმის მიხედვით, სკოლას უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოპასუხის გამოსახლება სკოლის შენობიდან, ვინაიდან ამ უკანასკნელს არ გააჩნია მის მიერ დაკავებული ფართის ფლობის კანონიერი საფუძველი;

სსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნის შესაბამისადაა მიღებული, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.