დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-313-717-06 23 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ვ-ძის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 ივლისის განჩინებითა და საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის @¹16-2003 გადაწყვეტილებით ს. ვ-ძეს მ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2004წ. 15 ნოემბრამდე 25470 აშშ დოლარისა და აღსრულებისათვის გაწეული ხარჯების _ 3700 ლარის გადახდა. მოპასუხემ მორიგების პირობები არ შეასრულა, დაკისრებული თანხა არ გადაიხადა, რის შედეგად აუქციონის წესით აღსასრულებლად მიექცა ს. ვ-ძის კუთვნილი უძრავი ქონება. სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2004წ. 16 აპრილის ¹01\23-134 განკარგულების საფუძველზე ქ.თბილისის ... მდებარე ¹15 ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოსარჩელე მ. მ-ძის სახელზე.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2005წ. 16 მარტს, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ. დათქმულ დღეს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ს. ვ-ძე არ გამოცხადდა, ხოლო მოსარჩელე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც ს.ვ-ძემ შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ს. ვ-ძის საჩივრის განხილვა დანიშნა 2005წ. 22 ივნისს, რის შესახებ მხარეებს ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით. სასამართლო სხდომაზე საჩივრისAავტორი არ გამოცხადდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 230-ე, 172-ე მუხლებით, ასევე 242-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორს საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა. სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა და დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული გარემოებები, რის შედეგად აღნიშნა, რომ დასახელებული გარემოებები სასარჩელო მოთხოვნებს იურიდიულად ამართლებს. კოლეგიის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ს. ვ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ს. ვ-ძის საჩივრის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა ამავეწ. 22 ივნისს. აღნიშნულის შესახებ ს.ვ-ძეს ეცნობა სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, რასაც ადასტურებს საქმის მასალებში წარმოდგენილი სასამართლო უწყება. აღნიშნულის მიუხედავად, საჩივრის ავტორი სხდომაზე არ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სსკ-ის 230-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ყველა წინაპირობა, კერძოდ, მოსარჩელემ იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ამავე კოდექსის 233-ე მუხლით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები მოცემულ შემთხვევაში არ გამოვლენილა, ამასთან, სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას. სააპელაციო პალატის აზრით, აპელანტს სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ამდენად, მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ს. ვ-ძის წარმომადგენელმა ნ. ჩ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: რაიონულმა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ 2005წ. 22 ივნისს გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ს.ვ-ძისათვის საქმის განხილვის დრო ცნობილი არ ყოფილაLდა სასამართლო სხდომაზე მოწვევის უწყება სსკ-ის 70-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მხარეს არ ჩაბარებია. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ს.ვ-ძის მიერ შეტანილ საჩივარზე არ იმსჯელა.
სამოტივაციო ნაწილი:A
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ს. ვ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-იას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მ. მ-ძის სარჩელი ს. ვ-ძის მიმართ დაკმაყოფილდა, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ს. ვ-ძის საჩივრის განხილვა დაინიშნა 2005წ. 22 ივნისს, რის შესახებ მხარეებს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე საჩივრისAავტორი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ შეუტყობინებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 22 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს.ვ-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 აპრილის განჩინებით უცვლელი დარჩა.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო პალატა იმსჯელებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე მხოლოდ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული საფუძვლებით. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2005წ. 22 ივნისს გასაჩივრებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ს.ვ-ძისათვის საქმის განხილვის დრო ცნობილი არ ყოფილაLდა სასამართლო სხდომაზე მოწვევის უწყება სსკ-ის 70-78-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია.
კასატორის აღნიშნული მოსაზრება უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილი სასამართლო უწყებით დასტურდება, რომ ს.ვ-ძეს სასამართლო სხდომის თარიღი, სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით, ამავე წლის 17 ივნისს ეცნობა, თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შემტანი პირის დანიშნულ დროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონით დადგენილი დამაბრკოლებელი გარემოებანი არ არსებობდა და ასეთი არც საკასაციო საჩივრით დგინდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ვ-ძის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვითაა მიღებული და მათი გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს. სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ვ-ძის წარმომადგენელ ნ. ჩ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 3 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება