განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330224017001995944
საქმე №2ბ/4189-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - მ-----–------–--–--
წარმომადგენელი - ა-----–--–----------
მხარდამჭერის მიმღებად საცნობი პირი - ს-------------–--–--
წარმომადგენელი - ი------------
დაინტერესებული პირი - ს-------–---–---------------------------------------–--------–---–---------------------------–-----–-------------------------–-------–---–------------------------------–-------
წარმომადგენელი - მ--------–---------–----
დაინტერესებული პირი - ს------------------
წარმომადგენელი - კ---------------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2018 წლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2018 წლის გადაწყვეტილებით:
1. მ-----–------–--–--- /პ/ნ 0----------/ განცხადება დაკმაყოფილდა; ს-------------–--–-- /პ/ნ 0----------/ ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა; მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებული სააფთიაქო დაწესებულებებში); ს-------------–--–--- სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მართვა, მოვლაპატრონობა, კომუნალური გადასახადების გადახდა; ს------------------ და ს-------------–--–--- შორის საკრედიტო ურთიერთობებში წარმომადგენლობა; სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმომადგენლობა; ს------------------ და ს-------------–--–--- შორის სასამართლო დავისას სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებებით წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება; ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო რეესტრთან ურთიერთობა ს-------------–--–--- სახელზე არსებული საკუთრების შესახებ ინფორმაციის მიღების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებით;
2. მ-----–------–--–-- /პ/ნ 0----------/ დაინიშნა ს-------------–--–--- /პ/ნ 0----------/ მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
ფაქტობრივი გარემოებები
ს-------------–--–--- აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ს-------------–--–--- აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ს-------------–--–--- ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნადაა გამოხატული. ს-------------–--–--- მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. ს-------------–--–--- სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. ს-------------–--–--- ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგებების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, საბანკო დაწესებულებებისა და სააღსრულებო წარმოების, ასევე სასამართლო დავების წარმოების პროცესში წარმომადგენლობის სფეროებში. ს-------------–--–--- არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ და მხარდამჭერმა შესაძლებელია განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე. ს-------------–--–--- მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, ასევე, არსებობს მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობა. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ერთი წლით.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2018 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციის შედეგად (რომელიც განხორციელდა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩართვის გზით) დადგინდა, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და საჭიროებს მხარდაჭერას.
მ-----–------–--–-- წარმოადგენს ს-------------–--–--- დას. (დაბადების მოწმობები ს.ფ. 6-7). საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალების, პროცესის მონაწილე პირთა, სოციალური მუშაკის შეფასების გათვალისწინებით, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც მ-----–------–--–--- მხარდამჭერად დანიშვნას გამორიცხავს, სასამართლოს შეფასებით, სახეზე არ არის. მისი პიროვნული თვისებების, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულების, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების და ნების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ იგი დაინიშნოს ძმის, ს-------------–--–--- მხარდამჭერად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ასევე, რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის ძირითად უფლებებს, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, კანონის ძალით და კანონის წინაშე ყოველი პიროვნების თანასწორობას, უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად ცხოვრების სფეროში, უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საკუთრებით ფლობდეს ნივთს, მიიღოს მემკვიდრეობა და არ მოხდეს ამ პირის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. სოციალური დახმარების, მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314 მუხლის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
სამოქალაქო კოდექსის 1275.3 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სსსკ-ის 36320-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, პირის ფსიქოსოციალური საჭიროებების განსაზღვრისა და მისი ინდივიდუალური შეფასების მიზნით დანიშნული იქნა ექსპერტიზა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ს-------------–--–--- აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ს-------------–--–--- ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნადაა გამოხატული. ს-------------–--–--- მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. ს-------------–--–--- სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. ს-------------–--–--- ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგებების დადების სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, საბანკო დაწესებულებებისა და სააღსრულებო წარმოების, ასევე სასამართლო დავების წარმოების პროცესში წარმომადგენლობის სფეროებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელი 2018 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა განცხადების მოთხოვნას ს-------------–--–--- მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო, მ-----–------–--–--- მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ სფეროებში.
საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319 მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით მხარდაჭერის მიმღებს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი, რომელიც 2018 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა განცხადების მოთხოვნას, მან თანხმობა განაცხადა ს-------------–--–--- მხარდაჭერის მიმღებად ცნობასა და მხარდამჭერად მ-----–------–--–--- დანიშვნის თაობაზე, განმცხადებლის მიერ მითითებულ სფეროებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებამოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლომ მიუთითა, რომ მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო, მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში –აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებელი არის მხარდაჭერის მიმღების ოჯახის წევრი - და, რაც დასტურდება საქმის მასალებით. იგი არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე და არ საჭიროებს მხარდაჭერას. საქმის მასალებით არ იკვევეთება მისი მხარდამჭერად დანიშვნის რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, ამასთან, იგი თანახმაა დაინიშნოს მხარდამჭერად.
სსსკ-ის 36321-ე მუხლის თანახმად: 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია. 2. სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5წელს; ე)პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნის, 2018 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკითხული ექსპერტების განმარტებებითა და მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციიდან გამომდინარე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მას არ შეუძლია საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საჭიროებს მხარდაჭერას. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნისა და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენებით დადგინდა, რომ ს-------------–--–--- დამოუკიდებლად მხარდამჭერის დახმარების გარეშე არ შეუძლია არანაირი მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება, მას ესაჭიროება სრული მხარდაჭერა ყველა სფეროში, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ს-------------–--–--- არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ და მხარდამჭერმა შესაძლებელია განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე.
განმცხადებლის განმარტებიდან, ექსპერტიზის დასკვნიდან და ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს ესაჭიროება სრული მხარდაჭერა განმცხადებლის მიერ მითითებულ ყველა სფეროში, რასაც მხარდამჭერი განახორციელებს პირადად მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესების შესაბამისად.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, 05.06.2018 წლის სასამართლო სხდომაზე მის მიერ მოხდა იმ სფეროთა ჩამონათვალის დაზუსტება, რა სფეროებშიც უნდა მომხდარიყო ს-------------–--–--- მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუმცა, აღნიშნული სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მ-----–------–--–--- მოთხოვნა (დაზუსტებული სახით) მოიცავდა სპარტაკ ხუნწლიას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების თაობაზე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებას და არა მხოლოდ იმ უფლებამოსილებებს - მართვას, მოვლა-პატრონობას, კომუნალური გადასახადების გადახდას, რაც დაკმაყოფილდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. ს-------------–--–--- (პ/ნ 0----------) საკუთრებაშია უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქ------------------; ს/კ 0----------------------. მაგრამ მ-----–------–--–--- არ მიენიჭა უფლებამოსილება, როგორც მხარდამჭერმა, დაამყაროს ურთიერთობა ამ ნივთთან დაკავშირებით. ამ ნივთის გაქირავებით შემოსული თანხები შეიძლებოდა მოხმარებოდა ს-------------–--–--- ჯანმრთელობას, რაც მისთვის აუცილებელიცაა.
მ-----–------–--–--- მოთხოვნას წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ს-------------–--–--- წარმომადგენლობა. მას კი მიენიჭა მხოლოდ ს-------------–--–--- სახელზე არსებული საკუთრების შესახებ ინფორმაციის მიღების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილება. ს-------------–--–--- ინტერესების დაცვისთვის კი არასაკმარისია მ-----–------–--–--- ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის უფლებამოსილებების შემოფარგვლა, მხოლოდ იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებით.
მ-----–------–--–--- მიენიჭა ს-------------–--–--- სახელით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის უფლებამოსილება მხოლოდ პენსიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, სს “თიბისი ბანკსა“ და ს-------------–--–--- შორის საკრედიტო ურთიერთობებში წარმომადგენლობა. მ-----–------–--–--- არ მიენიჭა უფლებამოსილება გამოიყენოს ს-------------–--–--- საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხა. შესაბამისად, მ-----–------–--–--, რომლის შემოსავალი მხოლოდ პენსიით შემოიფარგლება ვერ მოახერხებს ს-------------–--–---თვის მედიკამენტების შეძენას მისივე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხებიდან.
აპელანტმა სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგი მოთხოვნები: 1. ს-------------–--–-- ცნობილი იქნეს მხარდაჭერის მიმღებად; 2.მ-----–------–--–-- დაინიშნოს ს-------------–--–--- მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში და მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: - სახელმწიფო გასაცემლის პენსიისა და საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერი სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა; - სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობა, მათ შორის, ს-------------–--–--- მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა. მედიკამენტების შეძენა, მიღება, მათ შორის, სპეციალიზირებულ სააფთიაქო დაწესებულებებში; - ს-------------–--–--- ქონების მართვა, მოვლა-პატრონობა, კომუნალური გადასახადების გადახდა; - ს-------------–--–--- წარმომადგენლობა ბანკებთან და სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მათ შორის, ს------------------- და ს-------------–--–--- შორის დამყარებულ საკრედიტო ურთიერთობებში; - ს-------------–--–--- წარმომადგენლობა ნებისმიერი სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოს, ასევე, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის წინაშე; - ს-------------–--–--- სახელით ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა; - ს-------------–--–--- სახელით ნებისმიერი შინაარსის გარიგების დადება; - ს-------------–--–--- სახელით მისი უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა; - ს-------------–--–--- სახელით მისი კუთვნილი ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიღება და ს-------------–--–--- კუთვნილი ქონების გამოთხოვა; - ს-------------–--–--- სახელით მისი ქონების სანივთო უფლებებით, მათ შორის, გირავნობითა და იპოთეკით დატვირთვა, ასევე, ს-------------–--–--- ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკისა და გირავნობის გაუქმება; - სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმომადგენლობა; - ს-------------–--–--- წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში სრული მოცულობით, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და სხვა სპეციალური უფლებამოსილებებით; - ადვოკატისათვის ს-------------–--–--- სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება სრული მოცულობით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ;
ს-------------–--–--- აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 25 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ს-------------–--–--- აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ს-------------–--–--- ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნადაა გამოხატული. ს-------------–--–--- მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. ს-------------–--–--- სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. ს-------------–--–--- ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგებების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, საბანკო დაწესებულებებისა და სააღსრულებო წარმოების, ასევე სასამართლო დავების წარმოების პროცესში წარმომადგენლობის სფეროებში. ს-------------–--–--- არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ და მხარდამჭერმა შესაძლებელია განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე. ს-------------–--–--- მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, ასევე, არსებობს მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობა. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ერთი წლით.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციის შედეგად (რომელიც განხორციელდა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ჩართვის გზით) გაირკვა, რომ მას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და საჭიროებს მხარდაჭერას.
მ-----–------–--–-- არის ს-------------–--–--- და. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალების, პროცესის მონაწილე პირთა, სოციალური მუშაკის შეფასების გათვალისწინებით, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც მ-----–------–--–--- მხარდამჭერად დანიშვნას გამორიცხავს, სახეზე არ არის. მისი პიროვნული თვისებების, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულების, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების და ნების გათვალისწინებით, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ იგი უნდა დაინიშნოს ძმის, ს-------------–--–--- მხარდამჭერად.
პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314 მუხლის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
სამოქალაქო კოდექსის 1275.3 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ს-------------–--–--- აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ს-------------–--–--- ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნადაა გამოხატული. ს-------------–--–--- მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. ს-------------–--–--- სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. ს-------------–--–--- ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგებების დადების სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, საბანკო დაწესებულებებისა და სააღსრულებო წარმოების, ასევე სასამართლო დავების წარმოების პროცესში წარმომადგენლობის სფეროებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებამოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო, მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში –აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ განმცხადებელი არის მხარდაჭერის მიმღების ოჯახის წევრი - და, რაც დასტურდება საქმის მასალებით. იგი არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე და არ საჭიროებს მხარდაჭერას. საქმის მასალებით არ იკვევეთება მისი მხარდამჭერად დანიშვნის რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, ამასთან, იგი თანახმაა დაინიშნოს მხარდამჭერად.
სსსკ-ის 36321-ე მუხლის თანახმად: 1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია. 2. სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები; ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები; გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6თვეს; დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5წელს; ე)პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნის, 2018 წლის 05 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოკითხული ექსპერტების განმარტებებითა და მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ს-------------–--–--- არ შეუძლია საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, საჭიროებს მხარდაჭერას. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნისა და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენების შესაბამისად, დადგენილია, რომ ს-------------–--–--- დამოუკიდებლად მხარდამჭერის დახმარების გარეშე არ შეუძლია არანაირი მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება, მას ესაჭიროება სრული მხარდაჭერა ყველა სფეროში, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ს-------------–--–--- არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ და მხარდამჭერმა შესაძლებელია განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე.
პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს-------------–--–-- ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
- სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;
- მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებული სააფთიაქო დაწესებულებებში);
- ს-------------–--–--- სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მართვა, მოვლაპატრონობა, კომუნალური გადასახადების გადახდა;
- ს------------------ და ს-------------–--–--- შორის საკრედიტო ურთიერთობებში წარმომადგენლობა;
- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმომადგენლობა;
- ს------------------ და ს-------------–--–--- შორის სასამართლო დავისას სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებებით წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება;
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო რეესტრთან ურთიერთობა ს-------------–--–--- სახელზე არსებული საკუთრების შესახებ ინფორმაციის მიღების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებით;
პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების მ-----–------–--–--------- მინიჭება სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი უფლებამოსილებების გარეშე კარგავს მნიშვნელობას და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
ს-------------–--–--- მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვისა და მედიკამენტების შეძენა, მიღების (მათ შორის, სპეციალიზირებულ სააფთიაქო დაწესებულებებში) სფეროში, სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობის გარეშე და აღნიშნულ სფეროში მ-----–------–--–--- მხარდამჭერად ცნობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სრულყოფილი და სათანადო მკურნალობისა და მოვლა-პატრონობის განხორციელება, ვინაიდან, მხარდასაჭერი პირის ჯამრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მხარდამჭერს ჰქონდეს შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისა.
ასევე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მ-----–------–--–-- იქნას ცნობილი მხარდამჭერად შემდეგ სფეროში - ს-------------–--–--- წარმომადგენლობა ბანკებთან და სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან ურთიერთობაში, მათ შორის, ს------------------- და ს-------------–--–--- შორის არსებულ საკრედიტო ურთიერთობაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი მ-----–------–--–--- მიენიჭა მხოლოს ს------------------- და ს-------------–--–--- შორის საკრედიტო ურთიერთობაში წარმომადგენლობა, რაც გამორიცხავს მხარდამჭერის უფლებამოსილებას საქართველოში არსებულ სხვა საბანკო დაწესებულებებთან იყოს მხარდასაჭერი პირის წარმომადგენელი. მოცემულ შემთხვევაში, პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ შემთხვევაში მ-----–------–--–---თვის შეუძლებელი ხდება მოიძიოს ინფორმაცია ს-------------–--–--- საბანკო ანგარიშებისა და ფინანსური ვალდებულებების შესახებ. ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის საასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს-------------–--–--- ესაჭიროება მხარდამჭერი საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, რაც თავისთავად არ გულისხმობს მხოლოდ ს--------------------- ურთიერთობას.
პალატის შეფასებით, სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმომადგენლობის გარდა, მ-----–------–--–--- უნდა მიენიჭოს ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ წარმოებაში ს-------------–--–--- წარმომადგენლობის უფლებამოსილებაც, ვინაიდან მხარდამჭერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას მხარდასაჭერი პირის უფლებები არა მხოლოდ სააღსრულებო წარმოების, არამედ სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული წარმოების დროს და აღნიშნული უფლების მინიჭების გარეშე, აზრს კარგავს მხოლოდ სააღსრულებო წარმოებაში მხარდამჭერის ჩართულობა და მისთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება.
გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ-----–------–--–--- მიენიჭა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო რეესტრთან ურთიერთობის ულებამოსილება ს-------------–--–--- სახელზე არსებული საკუთრების შესახებ ინფორმაციის მიღების და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებით. პალატის შეფასებით, გარდა იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნისა, მხარდასაჭერს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გირვანობის უფლების გაუქმების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საჯარო რეესტრთან ურთიერთობისა, ვინაიდან ისევე, როგორც გირავნობა, ასევე, იპოთეკაც წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარდამჭერს ენიჭება საჯარო რეესტრთან ურთიერთობის უფლებამოსილება იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, მასევე, უნდა მიენიჭოს აღნიშნული უფლებამოსილება გირავნობის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაშიც.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას - მიენიჭოს მხარდამჭერს ს-------------–--–--- წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში სრული მოცულობით, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და სხვა სპეციალური უფლებამოსილებებით, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მითითებულ მოთხოვნას საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეც, აღნიშნულ ნაწილშიც არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, მით უფრო, რომ პალატის შეფასებით, მოცემული უფლებების განხორციელების გარეშე, მხარდასაჭერ პირს ეზღუდება კანონმდებლობით გარანტირებული საპროცესო უფლებების რეალიზების საშუალება, რაც სრულად ეწინააღმდეგება მხარდამჭერის ინსტიტუტის არს, რაც იმაში მდგომარეობას, რომ პირი, მიუხედავად იმისა, რომ ექვემდებარება მხარდაჭერას და შესაბამისად ხდება მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და სათანადო დახმარების მიღების პირობებში თვითონ განაგებს თავის ქმედებებს.
აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებაში, მიენიჭოს მ-----–------–--–--- სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ს-------------–--–--- წარმომადგენლობა, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ სფეროში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს-------------–--–-- ისედაც იქნა ცნობილი მხარდამჭერის მიმღებად.
პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი და ყველა იმ სფეროში მ-----–------–--–--- ს-------------–--–--- მხარდამჭერად დანიშვნის საჭიროება, რაც მოთხოვნილია სააპელაციო საჩივრით, ვინაიდან, ს-------------–--–--- სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ ყველა სფეროში მხადამჭერის მიმღებად ცნობა, გარდა იმ სფეროებისა, რის დაკმაყოფილებასაც პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას. გარდა აღნიშნულისა, ს-------------–--–--- მხარდამჭერის მიმღებად ცნობა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროებში, დამატებით იმ სფეროებთან ერთად, რისი დაკმაყოფილებაც სააპელაციო პალატის შეფასებით უნდა მოხდეს წინამდებარე გადაწყვეტილებით, სრულ შესაბამისობაშია სსიპ ლევან სამხარაულის საასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის 2017 წლის 25 სექტემბრის დასკვნასთან და დამატებით არ საჭიროებს სხვა ისეთი უფლებამოსილებების მ-----–------–--–--------- მინიჭებას, რისი აუცილებლობაც არ არსებობს და რის გარეშეც ხელი არ ეშლება მხარდასაჭერი პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასა და მის სათანადო მოვლა-პატრონობას.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
საპროცესო ხარჯები
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–------–--–--- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.06.2018 წლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის) შეცვლით, ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ-----–------–--–--- (პ/ნ 0----------) განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ს-------------–--–-- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
- სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა, ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, მათ შორის საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
- მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;
- მედიკამენტების შეძენა, მიღება (მათ შორის, სპეციალიზირებული სააფთიაქო დაწესებულებებში);
- ს-------------–--–--- სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მართვა, მოვლაპატრონობა, კომუნალური გადასახადების გადახდა;
- ს-------------–--–--- წარმომადგენლობა საქართველოში არსებულ ყველა საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებებთან ურთიერთობებში, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით; წარმომადგენლობა ს------------------ და ს-------------–--–--- შორის არსებულ საკრედიტო ურთიერთობებში;
- სააღსრულებო და ნებისმიერი სახის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში წარმომადგენლობა;
- ს------------------ და ს-------------–--–--- შორის სასამართლო დავისას სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებამოსილებებით წარმომადგენლობა, ადვოკატისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება;
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან, საჯარო რეესტრთან ურთიერთობა ს-------------–--–--- სახელზე არსებული საკუთრების შესახებ ინფორმაციის მიღების და იპოთეკისა და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებით;
- სასამართლოსა და არბიტრაჟში სრული მოცულობით წარმომადგენლობა, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების, სააღსრულებო ფურცლის გამოწერისა და სხვა სპეციალური უფლებამოსილებებით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა