გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.09.2018
საქმის ნომერი
330224018002341207
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/7234-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06.09.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი თათია ქოქაშვილი

განმცხადებელი: დ----- წ--–------,მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი: თ----- ბ-------,ადვოკატი: ა---- ლ------,მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი,წარმომადგენელი: ნ----- ც-------–---–-,მხარდამჭერის კანდიდატი: ო----- შ-----–--------–---,მოთხოვნის არსი: პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობა და მხარდაჭერის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი

1. მოთხოვნის საგანი:

 

თ----- ბ------ის მხარდამჭერის მიმღებად ცნობა ა) სახელმწიფო გასაცემლის (პენსია, სოციალური პაკეტი, ფულადი საარსებო სოციალური დახმარება და სხვა) დანიშვნა აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში, ამავე მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; ბ) რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის შეძენისა და მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; გ) დახმარების (მათ შორის-ფულადი თანხა, მკურნალობისა და მოვლის საშუალებები და სხვა) მიღების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას, წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. განმცხადებელი დ----- წ--–------ წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის - თ----- ბ------ის ყოფილ მეუღლეს და მეურვეს, ხოლო ო----- შ-----–--------–--- თ----- ბ------ის ოჯახის ახლობელს, რომელიც ბავშვობიდან იცნობს.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

ც------ გ----–--ს განცხადება ს. ფ. 93-94.

 

2.2 ო----- შ-----–--------–---ს მიმართ არ განხორციელებულა მშობლის უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობა, მშობლის უფლების ჩამორთმევა, შეზღუდვა, მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობების შესრულებისაგან განთავისუფლება.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა. ს.ფ. 14.

 

2.3 ო----- შ-----–--------–--- არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე და არ იმყოფება ძებნაში.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის ასლი. ს.ფ. 13.

ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობის ასლი. ს.ფ. 13.

 

2.4. თ----- ბ-------ს დასმული აქვს დიაგნოზი: ორგანული (შოზოფრენიისმაგვარი) ბოდვითი აშლილობა.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა 100ა ს.ფ. 9.

ექსპერტიზის დასკვნა ს. ფ. 57-67.

 

2.5. სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #5003492218 ექსპერტიზის დასკვნით: თ----- ბ-------ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. საკითხი იმის შესახებ, თუ რა ხარისხით შეიძლება შეეზღუდოს მას საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და მოქმედებების განხორციელების უფლება, სცდება ექსპერტების კომპეტენციას. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრად არის დაქვეითებული. მისი მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესება შესაძლებელია. თ----- ბ-------ს ესაჭიროება მხარდამჭერი მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მედიკამენტების მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების უსასყიდლოდ მიღების და შეძენის, სახელმწიფო გასაცემლის (პენსია, სოციალური პაკეტი, ფულადი საარსებო სოციალური დახმარება და სხვა) მიღება/ განკარგვა, აღნიშნულთან დაკავშირებით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფერო; დახმარების (მათ შორის ფულადი თანხა, მკურნალობისა და მოვლის საშუალებები და სხვა) მიღების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას წარმომადგენლობის განხორციელების სფერო; ანგარიშზე დარიცხული/დაგროვილი თანხების (მათ შორის წინა პერიოდის) მიღების მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობისას დამოუკიდებლად წარმომადგენლობის განხორციელების სფერო და უფლებათა და მოვალეობათა სხვა სფეროებში, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო. მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში. მას არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ და შესაძლებელია მხარდამჭერმა განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით. მის მიერ გონივრული ნების გამოვლენა (ან ასეთი ნების ფორმირება), მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით, შეუძლებელია. ამგვარი ნების ფორმირება შესაძლებელია გახდეს მისი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გამუმჯობესების შემთხვევაში.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტები დაეთანხმნენ ექსპერტიზის დასკვნის როგორც კვლევით ნაწილს ასევე დასკვნით ნაწილს და აღნიშნეს, რომ თ----- ბ-------ს ესაჭიროება მხარდაჭერა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ყველა სფეროში, ვინაიდან საჭიროა მხარდასაჭერის ნების სრული ჩანაცვლება, ხოლო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილე სოციალურმა მუშაკმა აჩვენა, რომ ო----- შ-----–--------–--- არის ის ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც მეტნაკლებად ურთიერთობს თ----- ბ-------. იგი იწონებს და რეკომენაციას უწევს მხარდამჭერად ო----- შ-----–--------–---ს დანიშვნას.

 

სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

ექსპერტიზის დასკვნა ს.ფ. 57-67.

ექსპერტების ჩვენება სასამართლო სხდომაზე.

 

2.6. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება თ----- ბ------ის მხარდასაჭერ პირად ცნობას, განცხადებაში და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სფეროებში, ასევე თ----- ბ------ის მხარდამჭერად ო----- შ-----–--------–---ს დანიშვნას.

 

2.7. ადვოკატი ეთანხმება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხარდასაჭერ პირად ცნობას განცხადებაში მითითებულ სფეროებში, ასევე თ----- ბ------ის მხადამჭერად ო----- შ-----–--------–---ს დანიშვნას.

 

2.8. მხარდამჭერის კანდიდატმა ო----- შ-----–--------–---მ თანხმობა განაცხადა მხარდასაჭერად საცნობის მხარდაჭერის განხორცილებაზე მხოლოდ ფინანსური კუთხით, ხოლო სასამართლოს სხდომაზე თანხმობა განაცხადა თ----- ბ------ის მხარდამჭერის მოვალეობების განხორცილებაზე გარდა ფინანსური საკითხებიას ასევე დამატებით ზეპირი ფორმით გარიგების დადების, უძრავი და მოძრავი ქონების მართვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სახელმწიფო სოციალური დახმარება/გასაცემლების (პენსია/დახმარება მათ შორის დაგროვებული) დანიშვნის, მიღების, განკარგვის და ამ მიზნით პენსია დახამრების გამცემ ბანკთან და სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოსთან ურთიერთობის მათ შორის ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის მიღების, მედიკამენტების მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შეძენა, მიღების სფეროებში.

 

2.9. განმცხადებელმა დ----- წ--–------მ განმარტა, რომ იგი არის მხარასაჭერის ყოფილი მეუღლე რომელთანაც ამჟამად განქორწინებულია, იგი იყო მხარდასაჭერის მეურვე რისგანაც მეურვეობისა და მზრუნეველობის ორგანოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, ვინაიდან არსებობდა საფრთხე, რომ ვალების გამო შესაძლოა მხარდასაჭერის პენსიით მომხდარიყო მისი პირადი ვალების გასტუმრება. იგი ცხოვრობს მხარასაჭერის ბინაში მხარდასაჭერთან ერთდ, მხარდასაჭერს დედა გარდაცვლად მიაჩნია და მასთან ურთიერთობა არ ააქვს, მხარდასაჭერი შეგუებულია მასთან ურთიერთობას და უცხო პირების მიმართ მისი დიაგნოზიდან გამომდინარე იჩენს აგრესიას. მხარდამჭერის კანდიდატს იცნობს დიდი ხანია როგორც იგი ასევე მხარდასაჭერი და მას შეუძლია მის მიერ დაზუსტებულ სფეროებში მხარდაჭერის განხორცილება, ვინაიდან არის ოჯახის ახლობელი.

 

2.10. მხარდასაჭერი თ----- ბ------ის მიერ პოზიცისს დაფიქსირება მხარდაჭერასთან მიმართებით ვერ განხორციელდა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა თ----- ბ------ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თ----- ბ------- ცნობილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში მხარდაჭერის მიმღებ პირად. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს განმცხადებლის შუამდგომლობა ო----- შ-----–--------–---ს მხარდამჭერის მიმღების მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ მის მიერ მხარდაჭერაზე გამოხატული თნხმობის ფარგლებში, ხოლო დარჩენილ ნაწილში მხარდაჭერის განხორცილელბა უნდა დაეკისროს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირს - სპეციალისტს.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1278-ე, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე, 1293-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე, 36321-ე მუხლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315.3 მუხლით პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

ამავე კოდექსის 36321.1 მუხლით პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია.

 

ამავე კოდექსის 36321.2 მუხლით სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები. ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები. გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275.3 მუხლით მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

 

ამავე კოდექსის 12771-ე მუხლით მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278.3 მუხლით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ამავე კოდექსის 1280 მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ამავე მუხლის მე-2-5-ე ნაწილებით მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლით მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო. გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო. დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

ამავე კოდექსის 1289-ე მუხლით მეურვე/მზრუნველი ვალდებულია იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებლის მოთხოვნად მიჩნეულ უნდა იყოს მხოლოდ ფიზიკური პირის მხარდამჭერის მიმღებ პირად ცნობა, ხოლო კონკრეტული პირის მხარდამჭერად დანიშვნა მიჩნეულ უნდა იქნეს განმცხადებლის შუამდგომლობად და არა მოთხოვნად, ვინაიდან განმცხადებელმა ასეთი შუამდგომლობა რომ არ დააყენოს პირის მხარდამჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში მისთვის მხარდამჭერის დანიშვნა სასამართლოს კანონისმიერ ვალდებულებას და არა უფლებას წარმოადგენს, ასევე სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებას წარმოადგენს თუ კონკრეტულად ვის დანიშნავს მხარდამჭერად მხარდასაჭერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სასამარლო განმარტავს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეების განხილვისას სასამართლო ვალდებულია დაადგინოს სფეროები თუ რომელ სფეროში ესაჭიროება პირს მხარდაჭერა, განსაზღვროს უფლება რომლის სარგებლობისათვისაც პირს უწესდება მხარდაჭერა და მხარდაჭერის ფარგლები, რის გამოც სასამართლო შეზღუდული არ არის განმცხადებლის მიერ მითითებული მხარდაჭერის სფეროებით და იგი უფლებამოსილი/ვალდებულია თვითონ განსაზღვროს მხარდამჭერის მიმღების პირისათვის მისი საჭიროებებიდან გამომდინარე მხარდაჭერის სფეროები და ფარგლები, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანისას იგი ვალდებულია იმსჯელოს განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ სფეროებზეც, რამაც გამოიწვია განმცხადებლის მიერ სასამართლოსათვის მომართვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლება რისი სარგებლობისათვისაც პირს უნდა დაუწესდეს მხარდაჭერა მოპოვებული ან მინიჭებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ანუ ფიზიკური პირი უნდა იყოს აღნიშნული უფლების მართლზომიერი მატარებელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლება რომელიც ფიზიკური პირისათვის მოპოვებული ან მინიჭებულია თავისი შინაარსით ძალიან ფართო გაგებით შეიძლება განიმარტოს და იგი მოცემული/მითითებული იყოს ძალიან ბევრ სამართლებრივ დოკუმენტში საქართველოს კონსტიტუციიდან დაწყებული, ყველა ძალაში მყოფი კანონით და აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტებით დამთავრებული და მიმოფანტული იყოს კანონებში და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, რის გამოც სასამართლოს მოსაზრებით სასამართლო გადაწყვეტილებაში შეიძლება სრულად ვერ აისახოს ყველა უფლება (სფერო) და პირისათვის მხარდაჭერა თუნდაც პირი თეორიულად საჭიროებდეს მხარდაჭერას. სასამართლოს მოსაზრებით ასევე ექსპერტიზის ჩამტარებელი მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომელსაც სასამართლომ უნდა დაუსვას შეკითხვები ექპერტიზის დანიშვნის დროს, სრულად ვერ მოახერხებს ზოგადად ადამიანისათვის, როგორც ინდივიდისათვის მინიჭებული/მოპოვებული ყველა უფლების რეალიზაციის ნაწილში იმის განსაზღვრას პირი საჭიროებს თუ არა მისთვის მინიჭებულ/აღიარებულ აბსოლუტურად ყველა უფლებაში მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას მინიმუმ უნდა იმსჯელოს ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მოხსენებული ადამიანის ძირითადი ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებით, გარდა გამონაკლისის სახით ზოგიერთი უფლებისა მაგალითისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ გაუმართლებელია მესამე პირის (მხარდამჭერის) კარნახით/მხარდაჭერით მხარდასაჭერის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არჩევნებზე, როდესაც მას დამოუკიდებლად გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ გააჩნია. ასევე სასამართლოს მართებულად არ მიაჩნია გადაწყვეტილებაში სფეროების განსაზღვრისას მითითებულ იქნეს რამოდენიმე სფერო და გამოყენებულ იქნეს ტერმინი "და სხვა სფეროებში" სფეროსა და უფლების კონკრეტიზაციის გარეშე, რაც მხარდამჭერისათვის განუსაზღვრელი დისკრეციული უფლებამისილების მინიჭებად შეიძლება განიმარტოს. სასამართლოს ასევე გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლო გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელოს მხოლოდ მოთხოვნილ სფეროების ირგვლივ და არ გამოიკვლიოს და გამოკვეთოს სხვა სფეროებში მხარდაჭერის აუცილებლობა, ვინაიდან განცხადების და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შეიძლება განმცხადებლმა მხოლოდ ერთ უფლებაში მხარდაჭერა მოითხოვოს, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ კვლავ მომართოს სასამართლოს და შემდგომში სხვა უფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოითხოვოს, როდესაც პირს იმთავითვე ესაჭიროებოდა ასეთ უფლებაში მხარდაჭერა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარდამჭერის შესახებ საქმეების განხილვა სპეციალური თავით არის მოწესრიგებული, რომლიც ვერც უდაო და ვერც გამარტივებულ საქმისწარმოებაში ვერ ხვდება, შესაბამისად ერთგვარ ბუნდოვანებას იწვევს საქმეში ჩართულ მხარეების უფლებებთან მიმართებით, კერძოდ რა სტატუსით და უფლებამოსილებით სარგებლობენ მხარდასაჭერი პირი, მისი ადვოკატი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, უფლებამოსილი არიან თუ არა ისინი თუნდაც გაასაჩივრონ ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე გარკვეულ წილად საპროცესო უფლებებში ბუნდოვანებას იწვევს ისეთი შემთხვევა, როდესაც კონკურენცია მიმდინარეობს მხარდაჭერის კანდიდატურასთან დაკავშირებით განმცხადებელსა და მხარდასაჭერის სხვა ნათესავს ან ოჯახის წევრს შორის, უნდა ჩაერთოს თუ არა იგი ასეთ საქმეში თუ უნდა ჩაერთოს რა სტატუსით დაინტერესებული პირის თუ მესამე პირის სახით და ა.შ. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ზუსტად გაწერილი არ არის პროცედურული საკითხები შემდგომში მხარდამჭერის ცვლილების საჭიროების არსებობისას რა წესით და პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს გამოტანილ გადაწყვეტილება გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის გზით თუ ახალი გადაწყვეტილების მიღებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტთა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღები პირი საჭიროებს მხარდაჭერას ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სფეროებსა და ასევე სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის ყველა სფეროში რასაც სასამართლო განსაზღვრავს, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს მხარდაჭერის მიმღებ პირად საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილში ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. ასევე დადგენილია, რომ მხარდამჭერის კანდიდატი და მხარდამჭერის მიმღები პირი არიან ერთმანეთის ახლობლები და იცნობენ ერთმანეთს, ასევე დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს ჰყავს ოჯახის სხვა წევრი დედა, რომელიც პრეტენზიას მხარდამჭერად მის დანიშვნის ან მხარდასაჭერის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ აცხადებს და მეურვეობისა და მხრუნველობის ორგანო ასევე სოციალური მუშაკის განმარტებით ო----- შ-----–--------–--- წარმოადგენს მხარდამჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე საუკეთესო კანდიდატურას, რის გამოც იგი უნდა დაენიშნოს მხარდასაჭერს მხარდამჭერად იმ სფეროებში რაზედაც მან თანხმობა გამოხატა, რაც შეეხება იმ სფეროებს რომელშიც სასამართლომ მიიღნია მხარდაჭერის აუცილებლობა და არ ფარავს ო----- შ-----–--------–---ს მიერ გამოხატული ნება მხარდაჭერასთან დაკავშირებით იმ სფეროეში მხარდამჭერის განხორცილება უნდა დაეკისროს მხარდასაჭერის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფროსის მიერ განსაზღვრულ პირს - სპეციალისტს.

 

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია რეკომენდაცია მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ კანონით დადგენილია მაქსიმალური ვადა 5 წელი, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით მხარდასაჭერის მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად არის მოსალოდნელი, რის გამოც მხარდაჭერის გადასინჯვა უნდა მოხდეს 5 წელიწადში, ხოლო მხარდამჭერის მიერ პერიოდული ანგარიშის წარდგენის ვადად უნდა განისაზღვროს 3 თვე.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318.4 მუხლის შესაბამისად განმცხადებელი გათავისუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 36321-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- წ--–------ს განცხადება დაკმაყოფილდეს, თ----- ბ------- (პ/ნ. 01030020111) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

--წერილობითი და ზეპირი ფორმით გარიგების დადების;

-- უძრავ-მოძრავი ქონების მართვის/განკარგვის;

--თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის;

--მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის;

--ზიანის მიყენების თავიდან აცილების;

--წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად პირადი

და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, როგორც სახელმწიფო

ადმინისტრაციულ ორგანოებში და არასახელმწიფო დაწესებულებებში, საბანკო

და სახელმწიფო და არასახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციებში და დაწესებულებებში;

--მემკვიდრეობის უფლების;

--სახელმწიფო სოციალური დახმარება/გასაცემლების (პენსია/დახმარება მათ შორის დაგროვებული) დანიშვნის, მიღების, განკარგვის სფეროში და ამ მიზნით პენსია დახამრების გამცემ ბანკთან და სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში მათ შორის ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის მიღება გარდა სესხის მიღებისა;

--მედიკამენტების მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შეძენა, მიღების სფეროში;

 

2.1. თ----- ბ-------ს (პ/ნ. 01030020111) დაინიშნოს ო----- შ-----–--------–--- (პ/ნ. 61003001655) მხარდამჭერად, სრული მოცულობით, ერთპიროვნულად მხადაჭერის განსახორცილელებლად შემდეგ სფეროებში:

-- ზეპირი ფორმით გარიგების დადების;

-- უძრავი და მოძრავი ქონების მართვის;

-- მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის;

-- --სახელმწიფო სოციალური დახმარება/გასაცემლების (პენსია/დახმარება მათ შორის დაგროვებული) დანიშვნის, მიღების, განკარგვის სფეროში და ამ მიზნით პენსია დახამრების გამცემ ბანკთან და სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში მათ შორის ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის მიღება გარდა სესხის მიღებისა;

-- მედიკამენტების მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების შეძენა, მიღების სფეროში;

 

2.2. თ----- ბ-------ს (პ/ნ. 01030020111) დაინიშნოს მხარდასაჭერის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფროსის მიერ განსაზღვრული პირი ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებულ სფეროებში გარდა 2.1 პუნტში მითითებულის სფეროებისა, სრული მოცულობით, ერთპიროვნულად მხადაჭერის განსახორცილელებლად.

 

3. ო----- შ-----–--------–---ს და მხარდასაჭერის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფროსის მიერ განსაზღვრულ პირს განესაზღვროს და განემარტოს მათი უფლება-მოვალეობები:

 

3.1. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

3.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

 

4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წელით. მხარდაჭერის გადასინჯვა მოხდეს 5 წელიწადში.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი