გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/9224-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.07.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი თათია ქოქაშვილი
განმცხადებელი: მ--- ა----–---–-,წარმომადგენელი ს-------- მ-------–---–-,მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი: ი-----–- ქ------–---,ადვოკატი: თ-- ყ----–-–---–-,მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი,წარმომადგენელი: ნ----- ბ------–---–-,მოთხოვნის არსი: პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობა და მხარდაჭერის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი
1. მოთხოვნის საგანი:
ი-----–- ქ------–--ის მხარდამჭერის მიმღებ პირად ცნობა
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. განმცხადებელი მ--- ა----–---–- წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ი-----–- ქ------–--ის დედას.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
დაბადების მოწმობის ასლი ს. ფ. 12.
პირადობის მოწმობის ასლები ს. ფ. 11, 19.
2.2 განმცხადებელის მიმართ არ განხორციელებულა მშობლის უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობა, მშობლის უფლების ჩამორთმევა, შეზღუდვა, მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობების შესრულებისაგან განთავისუფლება.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სსიპ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობის ასლი ს. ფ. 23.
2.3 განმცხადებელი არ არის ნასამართლევი და არ იმყოფება ძებნაში.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა. ს. ფ. 22.
2.4. მხარდასაჭერ პირი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და მას ეს სტატუსი დადგენილი აქვს მუდმივად.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობის ასლი ს. ფ. 15.
2.5. მხარდასაჭერს დასმული აქვს დიაგნოზი: გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობაქცევის აშლით. მოტორული აფაზია. F-71.1.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა 100ა-ს ასლი ს. ფ. 13-14.
2.6. თბილისის საქალაქო სასამარლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.10.2008 წლის #2/3360-08 გადაწყვეტილებით მხარდასაჭერი აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ, რის საფუძველზეც ვაკე-საბურთლოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 31.10.2008 წლის #გ/04-27 გადაწყვეტილებით განმცხადებელი დაინიშნა მხარდასაჭერის მეურვედ.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 16.
რესურსცენტრის გადაწყვეტილების ასლი ს. ფ. 17-18.
2.7. მხარდასაჭერის მამა გარდაცვლილია.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობის ასლი ს. ფ. 24.
2.8. მხარდასაჭერს და განმცხადებელს მიღებული აქვთ მამკვიდრებელ გ-------– ქ------–--ის სამკვიდრო 31.12.2008 წლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სამკვიდრო მოწმობის ასლები ს. ფ. 25-31.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ასლი ს. ფ. 32-34.
საჯარო რეესტრის ამონაწერი ს. ფ. 34-35.
2.9. დ----- ქ------–--ის სახელზე გაცემულია მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტი.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება - ჩაბარების აქტის ასლი ს. ფ. 36-37.
2.10. სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #0-------- ექსპერტიზის დასკვნით: ი-----–- ქ------–---ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნადა არის გამოხატული. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მისი მდგომარეობის გაუმჯობესება - გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. მას ესაჭიროება მხარდამჭერი: სოციალური პაკეტის/სახელმწიფო პენსიის დანიშვნის/მიღების, განკარგვის და წვრილმანი გარიგების დადების სფეროში, საპენსიო გასაცემლებითა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის სფეროში, საკუთრების ფლობის, სარგებლობის, განკარგვის(ბინა, აგარაკი) სფეროში. საკუთრების პრივატიზაციის მიზნით სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სფეროში. მემკვიდრეობის მიღების/განკარგვის პროცესის განხორციელებისას, სამკვიდროს მიღების მიზნით სანოტარო ბიუროს და საერთო სასამართლოებში მხარდაჭერის განხორციელების სფეროში. მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მედიკამენტების მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების სფეროში. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ოჯახის შექმნის და თანაცხოვრების საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში და უფლებების განხორცილელების სხვა სფეროში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო. მის მიერ გონივრული ნების გამოვლენა (ან ამგვარი ნების ფრომირება), მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით, შეუძლებელია მხარამჭერი პირის მონაწილეობის გრეშე. ი-----–- ქ------–---ს შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდაჭერის დახმარებით ხვითონ. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
ამავე ექსპერტიზის დასკვნაში ცალკე დასკვნითი ნაწილია გამოყოფილი, რომელშიც მითითებულია: გამომდინრე იქიდან, რომ მ--- ა----–---–- დღემდე სრულფასოვნად ზრუნავს თავის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილზე ი-----–- ქ------–---ზე. ის უზრუნველყოფს მას ყველა საჭიროებებით. მიზანშეწონილად მიმაჩნია დაინიშნოს ი-----–- ქ------–--ის მხარდამჭერად სოციალური პაკეტის/სახელმწიფო პენსიის დანიშვნის/მიღების, განკარგვის და წვრილმანი გარიგების დადების სფეროში, საკუთრების ფლობის, სარგებლობის, განკარგვის (ბინა, აგარაკი) სფეროში. საკუთრების პრივატიზაციის მიზნით სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის სფეროში. მემკვიდრეობის მიღების/განკარგვის პროცესის განხორციელებისას, სამკვიდროს მიღების მიზნით სანოტარო ბიუროს და საერთო სასამართლოებში მხარდაჭერის განხორციელების სფეროში. მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მედიკამენტების, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და სხვა სფეროებში.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექსპერტები დაეთანხმნენ ექსპერტიზის დასკვნის როგორც კვლევით ნაწილს ასევე დასკვნით ნაწილს და აღნიშნეს, რომ ი-----–- ქ------–---ს ესაჭიროება მხარდაჭერა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ყველა სფეროში, რადგან საჭირო არ არის მხარდასაჭერის ნების სრული ჩანაცვლება და გადაწყვეტილების მიღება შეაძლებელია მხარდამჭერის მიერ მხარდასაჭერის მხარდაჭერის განხორციელების შემთხევაში, ხოლო ექსპერტიზის ჩატარებაში მონაწილე სოციალურმა მუშაკმა აჩვენა, რომ იგი იწონებს და რეკომენაციას უწევს მხარდამჭერად განმცხადებლის დანიშვნას, ვინაიდან განმცხადებელი არის მხარდასაჭერის როგორც დედა ასევე მეურვე და იგი კარგად ასრულებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ექსპერტიზის დასკვნა ს. ფ. 76-86.
ექსპერტების ჩვენება სასამართლო სხდომაზე.
2.11. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება ი-----–- ქ------–--ის მხარდასაჭერ პირად ცნობას, განცხადებაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სფეროებში, ასევე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში და ი-----–- ქ------–--ის მხარდამჭერად მ--- ა----–---–-ს დანიშვნას.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მეურვეობისა და მზრუნველობის პოზიცია სასამართლო სხდომაზე.
2.12. ი-----–- ქ------–--ის ადვოკატი ეთნხმება მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხარადასაჭერ პირად ცნობას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში, ასევე ი-----–- ქ------–--ის მხადამჭერად მ--- ა----–---–-ს დანიშვნას.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარდასაჭერის ადვოკატის პოზიცია სასამართლო სხდომაზე.
2.13. მხარდასაჭერმა პირმა თანხმობა გამოხატა განმცხადებლის მის მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ.
სასამართლო დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარდასაჭერის პოზიცია სასამართლო სხდომაზე.
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ი-----–- ქ------–--ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ი-----–- ქ------–--- ცნობილ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში მხარდაჭერის მიმღებ პირად. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს განმცხადებლის შუამდგომლობა მისი მხარდამჭერის მიმღების მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 12771-ე, 1278-ე, 1280-ე, 1283-ე, 1289-ე, 1293-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე, 36321-ე მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315.3 მუხლით პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
ამავე კოდექსის 36321.1 მუხლით პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია.
ამავე კოდექსის 36321.2 მუხლით სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები. ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები. გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275.3 მუხლით მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
ამავე კოდექსის 12771-ე მუხლით მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278.3 მუხლით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
ამავე კოდექსის 1280.1 მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ამავე მუხლის მე-2-5-ე ნაწილებით მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. 3. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. 4. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. 5. თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლით მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო. გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო. დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
ამავე კოდექსის 1289-ე მუხლით მეურვე/მზრუნველი ვალდებულია იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-3-4 ნაწილებით მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებლის მოთხოვნად მიჩნეულ უნდა იყოს მხოლოდ ფიზიკური პირის მხარდამჭერის მიმღებ პირად ცნობა, ხოლო კონკრეტული პირის მხარამჭერად დანიშვნა მიჩნეულ უნდა იქნეს განმცხადებლის შუამდგომლობად და არა მოთხოვნად, ვინაიდან განმცხადებელმა ასეთი შუამდგომლობა რომ არ დააყენოს პირის მხარდამჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში მისთვის მხარდამჭერის დანიშვნა სასამართლოს კანონისმიერ ვალდებულებას და არა უფლებას წარმოადგენს, ასევე სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებას წარმოადგენს თუ კონკრეტულად ვის დანიშნავს მხარდამჭერად მხარდასაჭერის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე.
სასამარლო განმარტავს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეების განხილვისას სასამართლო ვალდებულია დაადგინოს სფეროები თუ რომელ სფეროში ესაჭიროება პირს მხარდაჭერა, განსაზღვროს უფლება რომლის სარგებლობისათვისაც პირს უწესდება მხარდაჭერა და მხარდაჭერის ფარგლები, რის გამოც სასამართლო შეზღუდული არ არის განმცხადებლის მიერ მითითებული მხარდაჭერის სფეროებით და იგი უფლებამოსილი/ვალდებულია თვითონ განსაზღვროს მხარდამჭერის მიმღების პირისათვის მისი საჭიროებებიდან გამომდინარე მხარდაჭერის სფეროები და ფარგლები ინდივიდუალურად თითოეული სფეროს შეფასების საფუძველზე, თუმცა გადაწყვეტილების გამოტანისას იგი ვალდებულია იმსჯელოს განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ სფეროებზეც, რამაც გამოიწვია განმცხადებლის მიერ სასამართლოსათვის მომართვა.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლება რისი სარგებლობისათვისაც პირს უნდა დაუწესდეს მხარდაჭერა მოპოვებული ან მინიჭებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით ანუ ფიზიკური პირი უნდა იყოს აღნიშნული უფლების მართლზომიერი მატარებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლება რომელიც ფიზიკური პირისათვის მოპოვებული ან მინიჭებულია თავისი შინაარსით ძალიან ფართო გაგებით შეიძლება განიმარტოს და იგი მოცემული/მითითებული იყოს ძალიან ბევრ სამართლებრივ დოკუმენტში საქართველოს კონსტიტუციიდან დაწყებული, ყველა ძალაში მყოფი კანონით და აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტებით დამთავრებული და მიმოფანტული იყოს კანონებში და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, რის გამოც სასამართლოს მოსაზრებით სასამართლო გადაწყვეტილებაში შეიძლება სრულად ვერ აისახოს ყველა უფლება (სფერო) და პირისათვის მხარდაჭერა თუნდაც პირი თეორიულად საჭიროებდეს მხარდაჭერას. სასამართლოს მოსაზრებით ასევე ექსპერტიზის ჩამტარებელი მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომელსაც სასამართლომ უნდა დაუსვას შეკითხვები ექპერტიზის დანიშვნის დროს, სრულად ვერ მოახერხებს ზოგადად ადამიანისათვის, როგორც ინდივიდისათვის მინიჭებული/მოპოვებული ყველა უფლების რეალიზაციის ნაწილში იმის განსაზღვრას პირი საჭიროებს თუ არა მისთვის მინიჭებულ/აღიარებულ აბსოლუტურად ყველა უფლებაში მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას მინიმუმ უნდა იმსჯელოს ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მოხსენებული ადამიანის ძირითადი ფუნდამენტურ უფლებებთან მიმართებით, გარდა გამონაკლისის სახით ზოგიერთი პოლიტიკური უფლებისა მაგალითისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ გაუმართლებელია მესამე პირის (მხარდამჭერის) კარნახით/მხარდაჭერით მხარდასაჭერის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არჩევნებზე, როდესაც მას დამოუკიდებლად გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არ გააჩნია. ასევე სასამართლოს მართებულად არ მიაჩნია გადაწყვეტილებაში სფეროების განსაზღვრისას მითითებულ იქნეს რამოდენიმე სფერო და გამოყენებულ იქნეს ტერმინი "და სხვა სფეროებში" სფეროსა და უფლების კონკრეტიზაციის გარეშე, რაც მხარდამჭერისათვის განუსაზღვრელი დისკრეციული უფლებამისილების მინიჭებად შეიძლება განიმარტოს. სასამართლოს ასევე გაუმართლებლად მიაჩნია სასამართლო გადაწყვეტილებაში სასამართლომ იმსჯელოს მხოლოდ მოთხოვნილ სფეროების ირგვლივ და არ გამოიკვლიოს და გამოკვეთოს სხვა სფეროებში მხარდაჭერის აუცილებალობა რასაც კანონმდებლობა ავალდებულებს წინააღმდეგ შემთხევაში თეორიულად განცხადების და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შეიძლება განმცხადებლმა მხოლოდ ერთ უფლებაში მხარდაჭერა მოითხოვოს თუმცა სხვა უფლებაში მხარდაჭერის აუცილებლობაც იკვეთებოდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარდამჭერის შესახებ საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური თავით არის მოწესრიგებული, რომლიც განიხილება გამარტივებულ საქმისწარმოების წესით, შესაბამისად ერთგვარ ბუნდოვანებას იწვევს საქმეში ჩართულ "მხარეების" უფლებებთან მიმართებით, კერძოდ რა სტატუსით და უფლებამოსილებით სარგებლობენ განმცხადებელი, მხარდასაჭერი პირი, მისი ადვოკატი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები, უფლებამოსილი არიან თუ არა ისინი თუნდაც გაასაჩივრონ ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ასევე გარკვეულ წილად საპროცესო უფლებებში ბუნდოვანებას იწვევს ისეთი შემთხვევა, როდესაც პონკურენცია მიმდინარეობს მხარდაჭერის კანდიდატურასთან დაკავშირებით განმცხადებელსა და მხარდასაჭერის სხვა ნათესავს ან ოჯახის წევრს შორის, უნდა ჩაერთოს თუ არა იგი ასეთ საქმეში თუ უნდა ჩაერთოს რა სტატუსით დაინტერესებული პირის თუ მესამე პირის სახით და ა.შ. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ზუსტად გაწერილი არ არის პროცედურული საკითხები შემდგომში მხარდამჭერის ცვლილების საჭიროების არსებობისას რა წესით და პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს მხარდაჭერის ფარგლების გაზრდა/შემცირება გამოტანილ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის გზით თუ ახალი გადაწყვეტილების მიღებით.
კონკრეტულ განსახილველ საქმესთან მიმართებით ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღები პირი საჭიროებს მხარდაჭერას ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ სფეროებსა და ასევე სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის ყველა სფეროში რომელსაც სასამართლო განსაზღვრავს, რის გამოც ი-----–- ქ------–--- ცნობილ უნდა იქნეს მხარდაჭერის მიმღებ პირად სასამართლოს მიერ ინდივიდუალური გამოკვლევის საფუძველზე გამოკვეთილ სფეროებში. ასევე დადგენილია, რომ განმცხადებლი და მხარდამჭერის მიმღები პირი არიან დედა-შვილი, ასევე დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს დედის გარდა არ ჰყავს ოჯახის სხვა წევრები რომლებიც სურვილს გამოთქვამდნენ მხარდამჭერად დანიშვნის ამდენად არ არსებობს ოჯახის წევრებს შორის კონკურენცია მხარდამჭერთან მიმართებით და განმცხადებელი წარმოადგენს მხარდამჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე საუკეთესო კანდიდატურას, რადგან სოციალური მუშაკის შეფასებით იგი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ახორცილელებდა მეურვის ფურქციებს.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია რეკომენდაციას მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობის შესახებ, სასამართლო განამრტავს, რომ კანონით დადგენილია მაქსიმალური ვადა 5 წელი, ხოლო ექსპერტიზის დასკვნით მხარდასაჭერის მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად არის მოსალოდნელი, რის გამოც მხარდაჭერის გადასინჯვა უნდა მოხდეს 5 წელიწადში, ხოლო მხარდამჭერის მიერ პერიოდული ანგარიშის წარდგენის ვადად უნდა განისაზღვროს 6 თვე.
რაც შეეხება მხარდაჭერის განხორციელებას ექსპერტიზის დასკვნით მხარდამჭერს შესწევს უნარი სათანადო მხარდაჭერის განხორცილების პირობებში მიიღოს მხარდასაჭერ სფეროებში გადაწყვეტილება, ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს მხარდამჭერის დახმარებით მხადასაჭერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318.4 მუხლის შესაბამისად განმცხადებელი გათავისუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 36321-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--- ა----–---–-ს განცხადება დაკმაყოფილდეს, ი-----–- ქ------–--- (პ/ნ. 0----------) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
-- შრომითი საქმიანობის;
--წვრილმანი ზეპირი გარიგების დადების გარდა წერილობითი და ზეპირი ფორმით გარიგების დადების, მათ შორის საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში;
--უძრავ-მოძრავი ქონების მართვის/მოძრავი ქონების განკარგვის;
--თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის;
--მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის;
--ზიანის მიყენების თავიდან აცილების;
--წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად პირადი
და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, როგორც სახელმწიფო
ადმინისტრაციულ ორგანოებში და არასახელმწიფო დაწესებულებებში, საბანკო
და სახელმწიფო და არასახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციებში და დაწესებულებებში, გარდა სესხის აღებისა;
--საკუთრების უფლების;
--მემკვიდრეობის უფლების და აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით ნოტარიუსისათვის მიმართვაში მხარდაჭერა;
--თავისუფალი შეკრების უფლების;
--საზოგადოებრივ გაერთიანებებში მონაწილეობის უფლების;
--განათლების მიღების და მისი არჩევის უფლების მათ შორის დღის ცენტრის მომსახურებით საგებლობის სფეროში;
--სიტყვის, აზრის და აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლად გამოხატვის უფლების რეალიზაციის ნაწილში;
--სახელმწიფო სოციალური დახმარება/გასაცემლების (პენსია/დახმარება) დანიშვნის, მიღების, განკარგვის სფეროში და ამ მიზნით პენსია დახამრების გამცემ ბანკთან ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობის სფეროში მათ შორის ანგარიშის გახსნა, პლასტიკური ბარათის მიღება, გარდა სესხის მიღებისა;
--მედიკამენტების (მათ შორის უსასყიდლოდ და რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების) შეძენა, მიღების სფეროში;
--მემკვიდრეობის და საკუთრების უფლების რეალიზაციის მიზნით ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმოამდგენელობა, აგრეთვე ამ მიზნებიდან გამომდინარე ნებისმიერ სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოში წარმომადგენლობის უფლების და ადვოკატის აყვანის სფეროში მხარდაჭერა, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალიწინებული უფლებამოსილების განხორცილებაში მხარდაჭერა გარდა სარჩელის ცნობის და მორიგების უფლებამოსილებისა;
--პასპორტის გაცემის და საზღვრის კვეთის სფეროში მხარაჭერა;
--ქორწინების უფლების რეალიზაციაში მხარდაჭერა;
--უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, ნოტარიუსისათვის, საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის, ეროვნული არქივისათვის და ადგილობრივ თვითმართველობისათვის მიმართვაში მხარდაჭერა;
2. ი-----–- ქ------–---ს (პ/ნ. 0----------) დაინიშნოს მ--- ა----–---–- (პ/ნ. 0----------) მხარდამჭერად ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მითითებულ სფეროებში სრული მოცულობით, მხარსაჭერთან ერთად, ერთობლივად, მხადაჭერის განსახორცილელებლად.
3. მ--- ა----–---–ს განესაზღვროს და განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
3.1. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
3.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წელით. მხარდაჭერის გადასინჯვა მოხდეს 5 წელიწადში.
5. განმცხადებელი გათავისუფლებულია საპროცესო ხარჯის გადახდისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი