გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-1541-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე, სალომე არევაძე
განმცხადებელი - სსიპ ს--–---–------------------------------ო
წარმომადგენელი - პ------–------–--ე, ლ-–-----------–---–ი
მხარდაჭერის მიმღები - კ-–--------------ა
მხარდამჭერი - ა---------–----ა
ადვოკატი - ს---------------ე, დ-----------ა
მოთხოვნის არსი: მხარდამჭერად დანიშვნა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნის არსი:
კ-–--------------ა ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად.
1.1. ა---------–----ა დაინიშნოს კ-–--------------ას მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში: ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, ნებისმიერი სოციალური დახმარების მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვებული თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა და ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, ასევე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა; მკურნალობაზე /რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;
მედიკამენტების შეძენა და მიღება (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღების ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობა.
სათემო ორგანიზაციებში ჩარიცხვის მიზნით სსიპ ს--–---–------------------------------ოსთან ურთიერთობა.
ა---------–----ა დაინიშნოს კ-–--------------ას მხარდამჭერად (სრული ჩანაცვლებით) ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენელმა პ------–------–--ემ მხარი დაუჭირა განცხადებას, მოითხოვა კ-–--------------ას მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა განცხადებაში მითითებულ სფეროებში და ა---------–----ას მხარდამჭერ პირად დანიშვნა.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1.კ-–--------------ა დაიბადა 1952 წლის 10 თებერვალს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
პირადობის მოწმობის ასლი.
2.1.2. კ-–--------------ას დიაგნოზია გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა F 71.0.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100ა, 2018 წლის 04 ივლისის ცნობა, ექსპერტიზის დასკვნა;
2.1.4. კ-–--------------ას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. კ-–--------------ას ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნათაა გამოხატული. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. კ-–--------------ას სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული, მისი მდგომარეონის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. კ-–--------------ას ესაჭიროვება მხარდამჭერი: მკურნალობა/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის; მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების) შეძენის; ნებისმიერი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის გასაცემლის, სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღება/აღდგენა, განკარგვის და ამ მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროებში. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და კერძო კომპანიებში წარმომადგენლობის; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწესრიგების მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურთან ურთიერთობის სფეროებში და უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სხვა სფეროებში, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო. მას შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ. მას შეუძლია გონივრული ნების გამოვლენა, მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
ექსპერტიზის დასკვნა;
ექსპერტების - თ------------–-----–---–ის, მ-------------ის და ნ--------–------ის ჩვენებები.
2.1.7. მხარდამჭერად დასანიშნი პირი - ა---------–----ა არის კ-–--------------ას ნათესავი. წლებია კ-–--------------ა ცხოვრობს ა---------–----ას ოჯახში, სადაც მას უწევენ შესაბამის მზრუნველობას, მის მიმართ გამოხატავენ სითბოს და სიყვარულს. კ-–--------------ას არანაირი შეზღუდვა არ აქვს ა---------–----ა ოჯახში და დღის განმავლობაში დაკავებულია იმით რაც მას სურს (უყურებს ტელევიზორს, სეირნობს ქუჩაში, იწესრიგებს თავს და ასე შემდეგ). ამჟამად კ-–--------------ა იმყოფება მოხუცთა თავშესაფარში (ააიპ "კოლორიტი-1991"), რომლის მომსახურების ყოველთვიურ ღირებულებას იხდის ა---------–----ა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები, სოციალური მუშაკის გიორგი გზირიშვილის 2019 წლის 08 აპრილის დასკვნა, ანგარიშის შემოსვლის დოკუმენტები.
სასამართლო სხდომაზე განმცხადებლის მოთხოვნას მხარი დაუჭირა კ-–--------------ას ადვოკატმა დ-----------ამ და ა---------–----ამ და განმარტა, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა კ-–--------------ას მხარაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და კ-–--------------ა ცნობილ უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად, ხოლო გაცხადებაში მითითებული პირი უნდა დაინიშნოს მის მხარდამჭერ პირად, მოთხოვნილ სფეროებში და მასთან ერთად განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე 36315-ე 36320-ე 36321-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე, 1278, 1280-ე ,1283-ე, 1289-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ-–--------------ა არის ა---------–----ს ოჯახის წევრი და იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა მის ოჯახთან ერთად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36320-ე მუხლის თანახმად, განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე სასამართლო ნიშნავს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე უნდა დაიკითხოს ყველა ექსპერტი და მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, რომელთა დასკვნებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №005206919 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია: კ-–--------------ას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. კ-–--------------ას ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები მნიშვნელოვნათაა გამოხატული. მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. კ-–--------------ას სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული, მისი მდგომარეონის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. კ-–--------------ას ესაჭიროვება მხარდამჭერი: მკურნალობა/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის; მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების) შეძენის; ნებისმიერი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის გასაცემლის, სახელმწიფო პენსიის დანიშვნა/მიღება/აღდგენა, განკარგვის და ამ მიზნით საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროებში. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და კერძო კომპანიებში წარმომადგენლობის; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოწესრიგების მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურთან ურთიერთობის სფეროებში და უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სხვა სფეროებში, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო. მას შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ. მას შეუძლია გონივრული ნების გამოვლენა, მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
აღნიშნული დასკვნაში მითითებულია, რომ მას შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ. მას შეუძლია გონივრული ნების გამოვლენა, მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ. შესაბამისად კ-–--------------ა არ საჭიროებს მხარდამჭერის სრულ ჩანაცვლებას.
სსს კოდექსის 36321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები. ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები. გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა და ამავე კოდექსის 12771-ე მუხლით მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.
ამავე კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის თანახმად მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო. გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო. დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტთა და სოციალური მუშაკის განმარტებებით დადგენილია, რომ კ-–--------------ა საჭიროებს მხარდაჭერას სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების რეალიზაციის სხვადასხვა სფეროში. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარდასაჭერ პირთან კ-–--------------ასთან გასაუბრებით ირკვევა, რომ მას განვითარებული აქვს სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარ-ჩვევები. იგი აცნობიერებს საკუთარ საჭიროებებსა და განსახორციელებელ ქმედებებს, გამოხატავს საკუთარ აზრს, შეუძლია კომუნიკაცია, ასევე საყოფაცხოვრებო და სხვა დანიშნულების ნივთებით სარგებლობა. ასევე მას შესწევს უნარი მარტივი გადაწყვეტილების მიღების. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ არსებობს აუცილებლობა კ-–--------------ას ჰყავდეს მხარდამჭერი ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, ნებისმიერი სოციალური დახმარების მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვებული თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა და ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, ასევე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის; მკურნალობაზე /რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის, მედიკამენტების შეძენა და მიღება (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღების ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობისდა სათემო ორგანიზაციებში ჩარიცხვის მიზნით სსიპ ს--–---–------------------------------ოსთა ურთიერთობის სფეროში. რაც შეხება განმცხადებლის მოთხოვნას აღნიშნულ სფეროებში ა---------–----ს სრული ჩანაცვლებით მხარდამჭერად დანიშვნ სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულის საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ექსპერტების განმარტებით, კ-–--------------ას შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით თვითონ. კ-–--------------ას შეუძლია გონივრული ნების გამოვლენა, მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარდამჭერად დასანიშნი პირი აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლით განსაზღვრულ მხარდამჭერად დასანიშნი პირის მოთხოვნებს, კ-–--------------ა გამოხატავს დადებით ემოციას და კეთილგანწყობას მის მიმართ, ამასთან, ის თანახმა არის დაინიშნოს კ-–--------------ას მხარდამჭერ პირად განცხადებაში მითითებული სფეროებში, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები. შესაბამისად განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კ-–--------------ა ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, ნებისმიერი სოციალური დახმარების მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვებული თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა და ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, ასევე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა; მკურნალობაზე /რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების შეძენა და მიღება (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღების ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობა. სათემო ორგანიზაციებში ჩარიცხვის მიზნით სსიპ ს--–---–------------------------------ოსთა ურთიერთობა.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად განმცხადებელი განთავსუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 36321-ე,364, 369- ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განმცხადებელ სსიპ ს--–---–------------------------------ოს განცხადება დაკმაყოფილდეს და კ-–--------------ა (პირადი № 0----------) ცნობილი იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, ნებისმიერი სოციალური დახმარების მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვებული თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა და ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, ასევე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
მკურნალობაზე /რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;
მედიკამენტების შეძენა და მიღება (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღების ნაწილში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობა.
სათემო ორგანიზაციებში ჩარიცხვის მიზნით სსიპ ს--–---–------------------------------ოსთან ურთიერთობა.
2. ა---------–----ა (პირადი № 01022000204) დაინიშნოს კ-–--------------ა (პირადი № 0----------) მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მასთან ერთად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
3. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით.
4. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
5.მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
6. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).
7. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
11. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
12. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი