გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100224018002577894
№ 2/305-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2020 წ. ქ. საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
განმცხადებელი _ გ---–----- ჭ----–--ე
დაინტერესებული პირი _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი
წარმომადგენელი: ე---------- ჭ------ე
მხარდაჭერის მიმღები - ვ-–-------- ჭ----–--ე
მხარდაჭერის მიმღების ადვოკატი - ე-–---- ბ---------ე
მოთხოვნის არსი _ მხარდაჭერის ფარგლების განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განცხადებით მომართა გ---–----- ჭ----–--ემ (პ/ნ.3----------) ვ-–-------- ჭ----–--ის (პ/ნ.3----------) მხარდაჭერის მიმღებად აღიარების შესახებ.
განცხადებაში გ---–----- ჭ----–--ე მიუთითებდა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-------ში, ოჯახში ყავს ძმა - ვ-–-------- ჭ----–--ე, რომელიც არის ავად, მისი დიაგნოზია - ”საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა”.
განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ასევე შუამდგომლობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36317 მუხლის თანახმად, საქმის დამთავრებამდე, დროებითი მხარდაჭერის დაწესების თაობაზე.
განცხადება წარმოებაში მიღებული იქნა და 2018 წლის 09 აგვისტოს საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით მოცემული საქმის წარმოების დამთავრებამდე ვ-–-------- ჭ----–--ეს დაუწესდა დროებითი მხარდაჭერა.
აღნიშნული საქმის წარმოება შეჩერებული იქნა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე - 281-ე მუხლების შესაბამისად, საქმეზე ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისათვის ექსპერტიზის დანიშვნის გამო, ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.
აღნიშნული დაწესებულების მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დასკვნა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ იქნა ვ-–-------- ჭ----–--ე (პ/ნ.3----------) და მის მხარდამჭერად დაინიშნა განმცხადებელი - გ---–----- ჭ----–--ე (ვ-–-------- ჭ----–--ის და).
1.2. მოცემულ საქმეზე მიმდინარე წლის 07 თებერვალს შემოვიდა გ---–----- ჭ----–--ის განცხადება, სადაც გ---–----- ჭ----–--ე ითხოვს, რომ დაინიშნოს ვ-–-------- ჭ----–--ის მხარდამჭერად მის თანასაკუთრებაში არსებული ქონების (საკადასტრო კოდით - 3-.04.4-.1--) გასხვისების და ამ ქონებასთან დაკავშირებით სათანადო დოკუმენტის გაფორმების, საკონპენსაციო თანხის ჩარიცხვის თანხმობა/ხელმოწერის განხორციელების უფლებით. ასევე ყველა საბანკო დაწესებულებაში ნებისმიერი ფულადი გასაცემლის მიღება-განკარგვის სფეროში.
განმცხადებელი ასევე ითხოვს იყოს მხარდამჭერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საჩხერე-ქვემოხევის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული) სახელმწიფოს მიერ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ასევე შეასრულოს ყველა საჭირო მოქმედება რაც დაკავშირებულია მიწის ნაკვეთის (ს.კ.3-.04.4-.1--) გამოსყიდვასთან.
2. დაინტერესებული პირის პოზიცია
2.1. დაინტერესებული პირის _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა გ---–----- ჭ----–--ის განცხადებას მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის თაობაზე.
2.2. საქმის განხილვაში მონაწილეობდა ვ-–-------- ჭ----–--ე, რომელიც დაეთანხმა განცხადების შინაარსს.
ვ-–-------- ჭ----–--ის ადვოკატი ე-–---- ბ---------ე მხარს უჭერს მხარდაჭერის მიმღები პირის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 06 აგვისტოს განცხადებით მომართა გ---–----- ჭ----–--ემ (პ/ნ.3----------) ვ-–-------- ჭ----–--ის (პ/ნ.3----------) მხარდაჭერის მიმღებად აღიარების შესახებ.
განცხადებაში გ---–----- ჭ----–--ე მიუთითებდა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ-------ში, ოჯახში ყავს ძმა - ვ-–-------- ჭ----–--ე, რომელიც არის ავად, მისი დიაგნოზია - ”საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა”. ასევე დადგენილია რომ მას არ შეუძლია საპენსიო სამსახურში გამოცხადება განცხადების შედგენა. თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება საქმის მასალებით (ს.ფ.1-20);
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.89-91)
3.2.2 დადგენილია, რომ ვ-–-------- ჭ----–--ე დაბადებულია 1965 წლის 05 მარტს და იგი არის ავად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ვ-–-------- ჭ----–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები და მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. შესაძლებელია ვ-–-------- ჭ----–--ის მდგომარეობის როგორც გაუმჯობესება ისე გაუარესება, შესაბამისად მხარდაჭერის მიმღები საჭიროებს სრულ მხარდაჭერას ყველა სფეროში. დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს - ვ-–-------- ჭ----–--ეს არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო სხდომის დანიშნულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.58-70);
- ექსპერტების ჩვენებები
3.2.3 დადგენილია, რომ ვ-–-------- ჭ----–--ე (პ.ნ.3----------) ცნობილი იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დაინიშნა გ---–----- ჭ----–--ე (პ.№3----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ.89-91)
3.2.4. დადგენილია, რომ ვ-–-------- ჭ----–--ის თანასაკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე საჩხერის რაიონის სოფელ სარეკში (ს.კ.3-.04.4-.1--; დაზუსტებული ფართობი: 400.00 კვ.მ; მესაკუთრეები: ვ-–-------- ჭ----–--ე, პ.ნ.3---------- და ნ--–- ჭ----–--ე, პ.ნ.3---------1).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ---–----- ჭ----–--ის განცხადება საქმის მასალებით (ს.ფ.1-12);
- იხ.ოქმი
3.2.5. დადგენილია, რომ განმცხადებლის მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ვ-–-------- ჭ----–--ის და ნ--–- ჭ----–--ის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ.3-.04.4-.1--; დაზუსტებული ფართობი: 400.00 კვ.მ) ექცევა საპროექტო გზის ზემოქმედების ფარგლებში და სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე აუცილებელია სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის პროცედურების დასრულება. აღნიშნული წერილით ასევე განსაზღვრულია განსახლების სამოქმედო გეგმით დადგენილი შესაბამისი ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილი (ს.ფ.10);
- იხ.ოქმი
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---–----- ჭ----–--ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს; 2018 წლის 19 ნოემბრის საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად გ---–----- ჭ----–--ეს მიენიჭოს უფლება ვ-–-------- ჭ----–--ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვ-–-------- ჭ----–--ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან - ს/კ 3-.04.4-.1-- (დაზუსტებული ფართობი 400.00 კვ. მეტრი, მისამართი: რაიონის საჩხერე, სოფელი ს------) დაკავშირებული ნებისმიერი უფლების (მასთან ერთად ან ცალკე) რეალიზაციის, მათ შორის მოცემული უძრავი ქონების - ს/კ 3-.04.4-.1-- განკარგვის (გასხვისება და სხვა) სარგებლობის ფარგლებში. აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნით გ---–----- ჭ----–--ეს მიენიჭოს უფლებაც ვ-–-------- ჭ----–--ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე, ხელი მოაწეროს დოკუმენტებს.
ამასთანავე გ---–----- ჭ----–--ეს მიენიჭოს უფლება ვ-–-------- ჭ----–--ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე განახორციელოს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათ შორის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან (შეხვედრა,შეთანხმება, ხელშეკრულება, და სხვა) ვ-–-------- ჭ----–--ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებასთან და შესაბამისი კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-24--ე; 247-248, 257-ე, 36321 364; 369- მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის შესაბამისად პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
6.2. ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად: თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამ კანონისგან განსხვავებული წესები, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
6.3.”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია”, (რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს), - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიაკუთვნებს პირებს, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში. კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.
”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია” განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობას. კერძოდ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული. წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1277 პრიმა მუხლის შესაბამისად ”მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ”მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ”მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
განმცხადებლის სამართლებრივი მდგომარეობა მოცემულ ეტაპზე არ მოიცავს მხარდამჭერის დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები თავისუფალნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6, მე7, მე-8, 243-24--ე, 248-249-ე, 250-ე, 36321-ე, 36323 მუხლებით
გადაწყვიტა:
1. გ---–----- ჭ----–--ის (პ.№3----------) განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შევიდეს ცვლილება და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: 2. ვ-–-------- ჭ----–--ე (პ.ნ.3----------) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დაინიშნოს გ---–----- ჭ----–--ე (პ.№3----------), მხარდასაჭერი პირის სასარგებლოდ, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტის, პენსიის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი დახმარების მისაღებად კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის და დოკუმენტების შეგროვების, მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად ან ცალკე ყველა საბანკო ოპერაციის, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის, ბარათის დამზადების, საბანკო დაწესებულებებიდან პენსიის ან სხვა დახმარების დამოუკიდებლად ან მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად მიღების (განკარგვის), მედიკამენტების შეძენის, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი, ადმინისტრაციული ორგანოსადმი ან სხვა დაწესებულებისადმი განცხადებით მიმართვის, უფლებებით სარგებლობის ფარგლებში. წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობის სფეროებში სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა დაცვის მიზნით.
გ---–----- ჭ----–--ეს (პ.№3----------) მიენიჭოს უფლება ვ-–-------- ჭ----–--ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურებს მხარდაჭერის მიმღები პირის უფლება-მოვალეობების დარეგულირების მიზნით, კერძოდ გ---–----- ჭ----–--ეს მიენიჭოს უფლება ვ-–-------- ჭ----–--ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ვ-–-------- ჭ----–--ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან - ს/კ 3-.04.4-.1-- (დაზუსტებული ფართობი 400.00 კვ. მეტრი, მისამართი: რაიონის საჩხერე, სოფელი ს------) დაკავშირებული ნებისმიერი უფლების (მასთან ერთად ან ცალკე) რეალიზაციის, მათ შორის მოცემული უძრავი ქონების - ს/კ 3-.04.4-.1-- განკარგვის (გასხვისება და სხვა) სარგებლობის ფარგლებში. აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნით გ---–----- ჭ----–--ეს მიენიჭოს უფლებაც ვ-–-------- ჭ----–--ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე, ხელი მოაწეროს დოკუმენტებს.
ამასთანავე გ---–----- ჭ----–--ეს მიენიჭოს უფლება ვ-–-------- ჭ----–--ის სახელით მასთან ერთად ან ცალკე განახორციელოს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათ შორის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან (შეხვედრა,შეთანხმება, ხელშეკრულება, და სხვა) ვ-–-------- ჭ----–--ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისებასთან და შესაბამისი კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით.
3. გ---–----- ჭ----–--ეს განესაზღვროს და განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
3.1. მხარდამჭერი ვალდებულია; თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერმა მიუთითოს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებული თავისებურებები.
3.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
3.3. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა 2018 წლის 19 ნოემბრის საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულია 5 წლით.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. საჩხერე, დ.აღმაშენებლის ქ. N3) მეშვეობით მისი ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი