გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330224018002290796
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3490-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია გიგაური

სხდომის მდივანი: ნინო კეკელიანი

 

განმცხადებელი - რ-------- ჩ-----

წარმომადგენლები - ნ------- ყ----–---–ი, ი---- მ--------

 

განმცხადებელი - ი---- ი-----ე

წარმომადგენლები - თ----- ჯ---------ე, ს----- ჯ---------ე, ა---- გ-–-----–-ა

 

მხარდაჭერის მიმღები პირი - ლ---- ი-----ე

მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ბ----- რ-----ა, თ----- კ--------ე

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ძველი თბილისის სერვის ცენტრი

დაინტერესებული პირის წარმომადგენელი - ნ----- ბ------–---–ი

 

მოთხოვნა - პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

 

სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამოქალაქო საქმე რ-------- ჩ-----სა და ი---- ი-----ის განცხადებებისა გამო, ოჯახის წევრის, ლ---- ი-----ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე და

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოთხოვნა

 

1.1. ლ---- ი-----ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მისთვის მხარდამჭერის დანიშვნა.

 

1.1. განცხადების საფუძვლები

 

განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

რ-------- ჩ----- არის ლ---- ი-----ის მეუღლის შვილი, იგი მუდმივად ზრუნავს ლ----ზე და ახლო დამოკიდებულება აქვს მასთან. განმცხადებლის მითითებით, ლ---- ი-----ის დიაგნოზია: გონების დაქვეითება, რაც გამოიხატება მეხსიერების დაკარგვაში და სხვადასხვა მოვლენების არასწორად აღქმაში. მისი მდგომარეობა თვეებია უფრო და უფრო მძიმდება. მისი დიაგნოზია: თავის ტვინის შემოფარგლული ატროფია, პიკის დაავადების დროს განვითარებული დემენცია. აღნიშნულიდან გამომდინარე ლ---- ი-----ეს არ შეუძლია თავისი უფლებებისა და მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელება, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მხარდაჭერას.

 

1.2. ი---- ი-----ე წარმოადგენს ლ---- ი-----ის ძმისშვილს. ი---- ი-----ეს სურს დაინიშნოს ლ---- ი-----ის მხარდამჭერად, ვინაიდან ამჟამად ლ---- ი-----ე იმყოფება მისი გარდაცვლილი მეუღლის შვილის - რ-------- ჩ-----სა და მისი ძმის - გიორგი ი-----ის ზეგავლენის ქვეშ. ამასთან, ი---- ი-----ეს სურს მამიდა წაიყვანოს, აცხოვროს და უმკურნალოს გერმანიაში.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. რ-------- ჩ----- წარმოადგენს ლ---- ი-----ის განქორწინებული მეუღლის შვილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 30);

- ქორწინების მოწმობა (ტ.1, ს.ფ. 96);

 

2.1.2. ი---- ი-----ე წარმოადგენს ლ---- ი-----ის ძმის შვილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (ტ.2, ს.ფ. 17, 18)

 

2.1.3 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 ივნისის დასკვნით დგინდება, რომ ლ---- ი-----ეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ლ---- ი-----ის ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი მკვეთრადაა გამოხატული. ლ---- ი-----ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის, მოქმედებებოის განხორციელების უნარი და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. ლ---- ი-----ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეეთრად არის დაქვეითებული. მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება. ლ---- ი-----ეს ესაჭიროება მხარდამჭერი: მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის, მედიკამენტების შეძენისა და მიღების (მათ შორის სპეციალიზებულ სააფთიაქო დაწესებულებაში), პასპორტის/პირადობის მოწმობის აღების, საქართველოში ან უცხოეთში არსებულ ბანკებში, ან საბანკო დაწესებულებებში მისი კუთვნილი ანგარიშების, ბარათების მართვისა და განკარგვის (თანხების გატანა-შეტანა, ამონაწერების მიღება, ბარათების დამზადება და ა.შ, მათ შორის მათი შენარჩუნების, არამიზნოიბრივად გაფლანგვის თავიდან აცილების მიზნით), საქართველოში ან უცხოეთში მდებარე მისი კუთვნილი უძრავი და მოძრავი ქონების მართვისა და სარგებლობის (მათ შოის მათი შენარჩუნებისა და მოვლის, მისთვის სარგებლის მიღების მიზნით), სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების, წვრილმანი გარიგების დადების, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ზიანის მიყენების თავიდან აცილების, ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის და ამ მიზნით ნებისმიერ ადმინისტრაციულ და კერძო, ასევე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის, მკურნალობის მიზნით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის უფლებათა და მოვალეობათა სხვა სფეროებში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო. ლ---- ი-----ეს არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. მას არ შეუძლია მხარდამჭერის დახმარებით თვითონ განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება. მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ ლ---- ი-----ეს არ შეუძლ-- გამოავლინოს გონივრული ნება, ასეთი გონივრული ნების ფორმირება შეუძლებელია. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით. საკითხი იმის შესახებ, იმყოფება თუ არა ლ---- ი-----ე რომელიმე განმცხადებლის ზეგავლენის ქვეშ სცილდება ექსპერტთა კომპეტენციას. იმის დადგენა თუ რამდენად არის მისი ნების გამოვლენა მისი რეალური სურვილის შესაბამისი, შეუძლებელ--.

ამავე დასკვნის თანახმად,მიზანშეწონილ-- რ-------- ჩ----- დაინიშნოს ლ---- ი-----ის მხარდამჭერად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპრტიზის დასკვნა (ტ.3, ს.ფ. 7-24)

 

2.1.4 მხარდაჭერის მიმღებ პირთან კომუნიკაცია შედგა როგორც მხარდასაჭერი პირის საცხოვრებელ ადგილზე, ასევე სასამართლოს სხდომაზე, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, რა დროსაც მასთან კონტაქტის დამყარებისას სასამართლო დარწმუნდა, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს, დარღვეული აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები და მეხსიერება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლო სხდომის ოქმები (ტ.1, 165-168, ტ.4, ს.ფ. 228-256);

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1 ლ---- ი-----ეს ამ ეტაპზე სჭირდება მხარდაჭერა ზემოაღნიშნულ სფეროები:

· ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა), მათ შორის დაგროვილი თანხების, დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, და ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკთან") და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;

· სს "საქართველოს ბანკში" ლ---- ი-----ის სახელზე არსებული ანგარიშიდან თვეში არაუმეტეს 3000 ლარის მიღება და განკარგვა და ამ მიზნით მითითებულ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობა.

· მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

· მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება და შეძენა;

· იუსიტიციის სამინისტროს სსიპ სევრისების განვითარების სააგენტოში წარმომადგენლობა პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით

· საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

· უძრავი ქონების მართვა

· საბანკო ანგარიშების მართვა

· სასამართლოში, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და კერძო კომპანიებში წარმომადგენლობა;

 

მართალია, განმცხადებელმა რ-------- ჩ-----მ მიუთითა, რომ ლ---- ი-----ეს ესაჭიროება მხარდაჭერა უძრავი ქონებისა და ანგარიშების როგორც მართვის, ასევე განკარგვის ნაწილში, ხოლო ი---- ი-----ემ მოითხოვა ლ---- ი-----ის მხარდაჭერა უძრავი ქონების მართვისა და ანგარიშების მართვა-განკარგვის ნაწილში, თუმცა სასამართლო თვლის რომ ამ ეტაპზე, როდესაც მხარეებს არა აქვთ ინფორმაცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ლ---- ი-----ის კუთვნილი უძრავი ქონებისა და ანგარიშების თაობაზე, არ არსებობს საჭიროება მოხდეს ამ ქონებისა და ანგარიშების განკარგვა მიზნობრიობის გარეშე.

 

2.2.2. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ლ---- ი-----ის მხარდამჭერად დაინიშნოს რ-------- ჩ----- შემდეგ სფეროებში:

 

· ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა), მათ შორის დაგროვილი თანხების, დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, და ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკთან") და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;

· სს "საქართველოს ბანკში" ლ---- ი-----ის სახელზე არსებული ანგარიშიდან თვეში არაუმეტეს 3000 ლარის მიღება და განკარგვა და ამ მიზნით მითითებულ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობა.

· მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

· მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება და შეძენა;

· იუსიტიციის სამინისტროს სსიპ სევრისების განვითარების სააგენტოში წარმომადგენლობა პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით

 

ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სპციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი უნდა დაინიშნოს ლ---- ი-----ის მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში:

 

· საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

· უძრავი ქონების მართვა

· საბანკო ანგარიშების მართვა

· სასამართლოში, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და კერძო კომპანიებში წარმომადგენლობა;

 

კონკრეტულ საქმეში სადაო საკითხს წარმოადგენს, თუ ვინ უნდა იქნას დანიშნული ლ---- ი-----ის მხარდამჭერად, რათა მოხდეს მხარდასაჭერი პირის უფლებების სრულფასოვნად დაცვა, ისე რომ მას არ მიადგეს ზიანი. რ-------- ჩ----- და მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რ-------- ჩ----- უნდა დაინიშნოს ლ---- ი-----ის მხარდამჭერად, ვინაიდან ლ----ს მასთან აქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება, ზრუნავს მასზე და თავად ლ----საც ასე სურს. აღნიშნულს ადასტურებენ ასევე სხდომაზე დაკითხული მოწმეები: ლ-- ნ----------, მ------ დ------–---–ი, ა-–---------- ვ----------ი, ნ--- ც-------–ი. განმცხადებელ ი---- ი-----ის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეები - თ-- მ-----ე და ც----- ბ----------–ი არ უარყოფენ, რომ ლ---- ი-----ეს დადებითი დამოკიდებულება აქვს რ-------- ჩ-----სთან. მოწმეებმა განმარტეს, რომ რ-------- ჩ----- წლებია ზრუნავს ლ---- ი-----ეზე, ლ----ს აქვს რთული ხასიათი და მისი რ--------ის კარგად ესმის. თ-- მ-----ემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ლ----ა ი---- ი-----ესაც ძალიან თბილად შეხვდა. ლ----სა და ი---- ი-----ის შორის წარსულში თბილი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა მოწმე ც----- ბ----------–მაც. ლ----ს მკურნალმა ექიმმა მოწმე ზ----- მ---–----–-–---–მა დაადასტურა, რომ ლ---- ი-----ის მდგომარეობას კითხულობდა როგორც ი---- ი-----ე, ასევე გიორგი ი-----ე. სხვა მოწმეებმა განმარტეს, რომ ლ----ს ი----ს მიმართ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება.

 

ამასთან, ი---- ი-----ე და მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ლ----ს მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს ი---- ი-----ე, რომელიც არის მისი ძმისშვილი და ახლო ნათესავი და რომელიც სრულყოფილად იზრუნებს მასზე. მას სურვილი აქვს ლ---- წაიყვანოს გერმანიაში, სადაც არის ალცჰაიმერის დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციის საუკეთესო პირობები.

 

სოციალური სამსახური მხარს უჭერს რ-------- ჩ-----ს კანდიდატურას, ვინაიდან რ-------- ჩ----- დროებითი მხარდამჭერის მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, ამასთან, ლ---- ი-----ე მის მიმართ განსაკუთრებით თბილ დამოკიდებულებას გამოხატავს.

 

ლ---- ი-----ის ადვოკატმა კი მიიჩნია, რომ სოციალური სამსახურის წარმომადგენელი უნდა იქნას დანიშნული ლ---- ი-----ის მხარდამჭერად, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატებს შორის არსებობს კონკურენცია.

 

მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნით, კერძოდ, კი ფსიქიატრიული კვლევით დგინდება, რომ ლ---- ი-----ე საჭიროებს მუდმივ ზრუნვას და მეთვალყურეობას, ლ---- ი-----ეს არ შეუძლია ობიექტურად გაიაზროს თუ რას ნიშნავს მხარდაჭერა და რა უფლება-მოვალეობები ეკისრება მხარდამჭერს. ლ---- ი-----ეს არ შეუძლია იმის აღქმა, თუ რა შედეგი მოჰყვება მისთვის რ-------- ჩ-----ს, ან სხვა პირის მხარდამჭერად დანიშვნას. იმის დადგენა, მისი დაავადების პროგრესირების გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს თუ არა მისი სწორი და დროული მკურნალობა, სცილდება ექსპერტთა კომპეტენციას. ასევე ექსპერტთა კომპეტენციას სცილდება საკითხი იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ლ---- ი-----ის აგრესია ან დადებითი დამოკიდებულება ახლო ნათესავებისა და მეგობრების მიმართ გამომდინარეობდეს მისი გარშემო მყოფი პირების შთაგონებითა და გავლენით. ექსპერტებმა ასევე ვერ შეაფასეს მხარდასაჭერი პირის გერმანიაში ან საფრანგეთში მკურნალობის მიზნით საცხოვრებლად გადასვლის მიზანშეწონილეობის საკითხი. ლ---- ი-----ის დამოკიდებულება ი---- ი-----ის მიმართ არ გამომდინარეობს ობიქტური შემეცნებიდან, ის არ არის გააზრებული. იმის დადგენა არის თუ არა აღნიშნული დამოკიდებულება სხვა პირების მხრიდან მანიპულაციის შედეგი, შეუძლებელია. საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ერთი მომვლელი ლ---- ი-----ის დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე და იქნება თუ არა უმჯობესი, რომ პაციენტმა გაიაროს სრული სამკურნალო კურსი ევროპის განვითარებულ ქვეყანაში (მაგ. გერმანიასა ან საფრანგეთში), მათ შორის სპეციალიზებული დაწესებულებების ჩართულობით, სცილდება ექსპერტთა კომპეტენციას. ლ---- ი-----ის დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია. აღნიშნული დაავადება მას განუვითარდა არაუგვიანეს 2016 წლიდან, დაავადება ატარებს ქრონიკულ ხასიათს. აღნიშნული დაავადებით დაავადებულ ადამიანს არ შესწევს ადეკვატური აზროვნებისა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი. აღნიშნული დაავადების შედეგად შესაძლოა განვითარდეს ინტელექტუალურ მნესტიკური ფუნქციების ტოტალური დეფიციტი. ამჟამად ლ---- ი-----ის მდგომარეობა არ შესაბამება აღნიშნული დაავადების გამოსავალ მდგომარეობას. აღნიშნული დაავადების დროს პაციენტს აღენიშნება მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების, ცნობიერების პროგრესირებადი დაქვეითება, რომელიც ატარებს შეუქცევად ხასიათს. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს დაავადების პროგრესირების შენელება. სიმპტომებიდან გამომდინარე აღნიშნული დაავადების მკურნალობა შესაძლებელია როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად. აღნიშნული დაავადება არ იკურნება. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა.

 

მოწმეთა ჩვენებებითა და ლ---- ი-----ესთან პირისპირ გასაუბრებით იკვეთება, რომ ლ---- ი-----ეს აქვს ახლო დამოკიდებულება მისი გარდაცვლილი მეუღლის შვილთან - რ-------- ჩ-----სთან, რომელიც ასრულებს დროებითი მხარდამჭერის მოვალეობას და ზრუნავს მხარდასაჭერ პირზე. ლ---- ი-----ე რ-------- ჩ-----ს მიმართ გამოხატავს პოზიტიურ დამოკიდებულებას და სურს მის მხარდამჭერად რ-------- ჩ-----ს დანიშვნა. რაც შეეხება ი---- ი-----ეს, ლ---- ი-----ე მის მიმართ გამოხატავს აგრესიულ დამოკიდებულებას, მისი სახელის ხსენების დროს ღიზიანდება.

 

საქმეში წარმოდგენილია სოციალური მუშაკის არაერთი დასკვნა, კერძოდ, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის თ. ნ------ის 2018 წლის 19 მარტის დასკვნით დგინდება, რომ 2018 წლის 14 მარტს ი---- ი-----ემ მიაკითხა მამიდას - ლ---- ი-----ეს მის საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც ლ---- ი-----ემ ი---- ი-----ე არ შეუშვა მის საცხოვრებელ სახლში და ხელი ჰკრა. (ტ. 3, ს/ფ 89);

 

სოციალური მუშაკის ნ. ნ-–--–-–---–ის 2018 წლის 25 მაისის დასკვნით იკვეთება შემდეგი: რ-------- ჩ-----, როგორც დროებითი მხარდამჭერი, ყოველი კვირის პარასკევ დღეს წარადგენდა ანგარიშის ფორმას სააგენტოში. იგი ასევე უზრუნველყოფს ლ---- ი-----ეს ყველა საჭიროებით, დაკმაყოფილებულია მისი ყველა ბაზისური საჭიროება. ი---- ი-----ე პერიოდულად უკავშირდება სოციალურ სამსახურს და იღებს ინფორმაციას ლ----ს მდგომარეობის შესახებ. დაკვირვებით, ასევე იკვეთება, რომ რ-------- ჩ-----სა და ლ---- ი-----ეს შორი არის დადებითი ურთიერთობა, გადაწყვეტილებებს იღებენ ერთმანეთთან შეთანხმებით და პატივს სცემენ ერთმანეთის აზრსა და სურვილებს.(ტ.3, ს.ფ. 90-92).

 

სოციალური მუშაკის ნ. ნ-–--–-–---–ის 2018 წლის 26 ნოემბრის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს სოციალურმა მუშაკმა და იურისტმა განახორციელეს ლ---- ი-----ესთან ვიზიტი, მის საცხოვრებელ მისამართზე. ვიზიტისას ლ----სთან იმყოფებოდნენ რ-------- ჩ----- და ლ----ს მეგობრები: ნ--- ც-------–ი და მ-------------ა. ლ----ს მეგობრებმა აღნიშნეს, რომ რ-------- ჩ----- გვერდში უდგას ლ----ს და აკმაყოფილებს მის საჭიროებებს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ლ---- ი-----ე უარყოფითად არის განწყობილი ი---- ი-----ის და მისი დედის მიმართ. ვიზიტისას რ--------მა რამდენიმე ზარი განახორციელა ი---- ი-----ესთან. მან ასევე აჩვენა მიმოწერა ი----სთან, სადაც იგი ი----ს სთავაზობდა ნელ-ნელა დაეწყო ლ----სთან ურთიერთობის აღდგენა. (ტ. 4, ს.ფ. 344-345).

სამოტივაციო ნაწილი

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, განცხადებები ლ---- ი-----ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება განმცხადებელ რ-------- ჩ-----ს მოთხოვნას მხადამჭერ პირად მისი დანიშვნის შესახებ, მითითებული მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა იქნას დაკმაყოფილდებული და რ-------- ჩ----- დაინიშნოს ლ---- ი-----ის მხარდამჭერად მხოლოდ შემდეგ სფეროებში:

· ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა), მათ შორის დაგროვილი თანხების, დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, და ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკთან") და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;

· სს "საქართველოს ბანკში" ლ---- ი-----ის სახელზე არსებული ანგარიშიდან თვეში არაუმეტეს 3000 ლარის მიღება და განკარგვა და ამ მიზნით მითითებულ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობა.

· მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

· მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება და შეძენა;

· იუსიტიციის სამინისტროს სსიპ სევრისების განვითარების სააგენტოში წარმომადგენლობა პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით

 

ხოლო ი---- ი-----ის მოთხოვნა ლ---- ი-----ის მხარდამჭერად მისი დანიშვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს;

რაც შეეხება სადავო სფეროებს, როგორიცაა:

· საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

· უძრავი ქონების მართვა

· საბანკო ანგარიშების მართვა

· სასამართლოში, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და კერძო კომპანიებში წარმომადგენლობა, აღნიშნულ სფეროებში ლ---- ი-----ის მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სპციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 12771, 1280, 1283, 1289, 1293-ე მუხლები;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის ძირითად უფლებებს, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, კანონის ძალით და კანონის წინაშე ყოველი პიროვნების თანასწორობას, უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად ცხოვრების სფეროში, უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საკუთრებით ფლობდეს ნივთს, მიიღოს მემკვიდრეობა და არ მოხდეს ამ პირის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. სოციალური დახმარების, მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

 

სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა ლ---- ი-----ის მხარდამჭერად რ-------- ჩ-----ს დანიშვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

 

მხარდაჭერის მიმღების ადვოკატმა მოითხოვა ლ---- ი-----ის მხარდამჭერად სოციალური სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

 

დადგენილია, რომ განმცხადებელი რ-------- ჩ----- არის ლ---- ი-----ის გარდაცვლილი მეუღლის შვილი, ხოლო განმცხადებელი ი---- ი-----ე არის ლ---- ი-----ის ძმის შვილი.

 

დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღები პირის დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია. ასევე მოცემულ ეტაპზე მხარდაჭერის მიმღები მხარდაჭერის გარეშე ვერ ახორციელებს მის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს.

 

დადგენილია, რომ განმცხადებელები არ არიან ნასამართლევი, არ იმყოფებიან აღრიცხვაზე ნარკოლოგიურ კაბინეტში. არ საჭიროებენ მხარდაჭერას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 ივნისის N0-------- დასკვნის საფუძველზე განმარტებულია, რომ ლ---- ი-----ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია და პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღები საჭიროებს სრულ მხარდაჭერას ყველა სფეროში, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ქმედუნარიანობის ინსტიტუტი ინდივიდუალური, გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, უკრძალავდა ქმედუუნარო პირებს სამოქალაქო უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებას. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ამოქმედდა მხარდაჭერის ინსტიტუტის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რომლითაც ნაცვლად ქმედუუნარობის ინსტიტუტისა, დაწესდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა დაცვის უფრო მაღალი და ინდივიდუალური დაცვის სტანდარტი. მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და სათანადო დახმარების მიღების პირობებში თვითონ განაგებს თავის ქმედებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები. ამასთან, როდესაც მხარდაჭერის მიმღები პირის ფსიქო-სოციალური შესაძლებლობები (რაც შეფასებულია ექსპერტების მიერ და რაშიც სასამართლო რწმუნდება ამ პირთან პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობის შედეგად), გამორიცხავენ ამ პირის უნარს გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასეთ დროს სასამართლო იძულებულია, ამ პირის ბედი ანდოს მისი ოჯახის წევრს - მხარდამჭერს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაში დადასტურებულია ყველა ადამიანის უფლება ისარგებლოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ყველა უფლებით და თავისუფლებით და განსაზღვრულია ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის გარანტიები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას გარდა მითითებული საერთაშორისო აქტებისა, ახორციელებს ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც აწესებს უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად ცხოვრების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებას ფლობდეს ნივთს, მიიღოს მემკვიდრეობა და არ მოხდეს ამ პირის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. აღნიშნული კონვენცია ასევე აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და თავისუფლად გადაადგილების უფლებას, სოციალური დახმარების, მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას და აღიარებს, რომ ნებისმიერი ადამიანის დისკრიმინაცია შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით შეურაცხყოფს ადამიანის თანდაყოლილ ღირსებასა და ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ლ---- ი-----ეს დამოუკიდებლად მხარდამჭერის დახმარების გარეშე არ შეუძლია არანაირი მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, მას ესაჭიროება სრული მხარდაჭერა ყველა მოთხოვილ სფეროში, გარდა უძრავი ქონებისა და ანგარიშების განკარგვისა. ლ---- ი-----ის მხარდაჭერისათვის უძრავი ქონებისა და ანგარიშების განკარგვის უფლების მინიჭებით, შესაძლებელია მოხდეს მისი ინტერესების საზიანოდ უძრავი ქონებისა და ანგარიშების განკარგვა.

 

სასამართლო ასევე მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (თუნდაც CASE OF KIYUTIN V RUSSIA), რომლის თანახმადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვა პირებთან თანასწორად უნდა სარგებლობდნენ კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი უფლებებით.

 

მართალია, თავისი ფსიქო-სოციალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო ლ---- ი-----ეს არ შეუძლია უძრავი ქონებისა და ანგარიშების მართვა/განკარგვა, თუმცა აღნიშნული არ არის საკმარისი პირობა უძრავი ქონებისა და ანგარიშების განკარგვის სფეროში პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისათვის. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამასთან სახეზე უნდა იყოს მეორე აუცილებელი პირობა - ამ სფეროში მხარდაჭერის მიღების აუცილებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ამდენად, მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება ფაქტობრივი გარემოებები შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, თუ რით არის გამოწვეული ლ---- ი-----ისათვის მხარდამჭერის დანიშვნა უძრავი ქონებისა და ანგარიშების განკარგვის სფეროში, შესაბამისად არ არსებობს მისთვის უძრავი ქონებისა და ანგარიშების განკარგვის სფეროში მხარდამჭერის დანიშვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლო აქვე გააკეთებს მცირედ განმარტებას შემდეგი შინაარსით:

 

მხარდაჭერის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქმედუუნარობისგან განსხვავებით, სათანადო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, არ ხდება მხარდასაჭერი პირის ასე ვთქვათ - "სამართლებრივი სიკვდილი". ის მიუხედავად იმისა, რომ ექვემდებარება მხარდაჭერას და შესაბამისად ხდება მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და სათანადო დახმარების მიღების პირობებში თვითონ განაგებს თავის ქმედებებს. სსკ-ის 1293-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

 

შესაბამისად, როდესაც მხარდაჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალური შესაძლებლობები, გამორიცხავენ ამ პირის უნარს გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასეთ დროს სასამარათლო იძულებულია, ამ პირის ბედი ანდოს მისი ოჯახის წევრს - მხარდამჭერს.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კი თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს ორი განმცხადებელი, რომელთაც სურთ შეასრულონ ლ---- ი-----ის მხარდაჭერის ფუნქცია. ლ---- ი-----ის გარდაცვლილი მეუღლის შვილი და ძმისშვილი. ასევე დადგენლია, რომ რ-------- ჩ----- წარმოადგენს ლ---- ი-----ის დროებით მხარდამჭერს და იგი კეთილსინდისიერად ასრულებს მის ვალდებულებებს. ამასთან, ლ---- ი-----ეს სურს მის მხარდამჭერად დაინიშნოს რ-------- ჩ----- და სასტიკი წინააღმდეგია ურთიერთობა იქონიოს ი---- ი-----ესთან. ი---- ი-----ეს აქვს ეჭვი, რომ ლ---- ი-----ე იმყოფება მისი ძმის- გიორგი ი-----ისა და რ-------- ჩ-----ს გავლენის ქვეშ. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არსებობს მოწმეების განმარტებები და სოციალური სამსახურის დასკვნები, რომ ლ----ს ნამდვილად სურს მის მხარდამჭერად რ-------- ჩ-----ს დანიშვნა. აღნიშნული დაადასტურა ლ---- ი-----ემ გასვლით სასამართლო სხდომაზე და ჩართვების დროსაც. მართალია, ფსიქო-სოციალური დასკვნის თანახმად, ლ---- ი-----ეს არ შეუძლია მხარდამჭერის დახმარებით თვითონ განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარდამჭერის დანიშვნის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მხარდასაჭერის პირის პოზიცია და დამოკიდებულება მხარდამჭერ პირთან. აღნიშნული კი გამორიცხავს ი---- ი-----ის მხარდამჭერად დანიშვნას. რაც შეეხება რ-------- ჩ-----ს, ვინაიდან ლ---- ი-----ეს აქვს სურვილი მის მხარდამჭერად დაინიშნოს მისი გარდაცვლილი მეუღლის შვილი, სასამართლო თვლის, რომ რ-------- ჩ----- დანიშნოს ლ---- ი-----ის მხარდამჭერად განსაზღვრულ სფეროებში. კერძოდ,· ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა), მათ შორის დაგროვილი თანხების, დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, და ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკთან") და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;

· სს "საქართველოს ბანკში" ლ---- ი-----ის სახელზე არსებული ანგარიშიდან თვეში არაუმეტეს 3000 ლარის მიღება და განკარგვა და ამ მიზნით მითითებულ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობა.

· მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

· მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება და შეძენა;

· იუსიტიციის სამინისტროს სსიპ სევრისების განვითარების სააგენტოში წარმომადგენლობა პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით

 

რაც შეეხება განმცხადებლებს შორის სადაო სფეროებს, როგორიცაა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ასევე სფეროებს, რომელიც ეხება ლ---- ი-----ის უძრავი ქონებისა და ანგარიშების მართვას და სასამართოლოში წარმომადგენლობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ სფეროებში მიზანშეწონილია მხარდამჭერად დაინიშნოს ნეიტრალური პირი - კერძოდ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები თავისუფალნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს რ-------- ჩ-----ს განცხადება;

 

1. არ დაკმაყოფილდეს ი---- ი-----ის განცხადება;

 

1.1. ცნობილ იქნას ლ---- ი-----ე (პ/ნ 0----------, დაბადებული 02.08. 1--- წელს) მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

 

· ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა), მათ შორის დაგროვილი თანხების, დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, და ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკთან") და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;

· სს "საქართველოს ბანკში" ლ---- ი-----ის სახელზე არსებული ანგარიშიდან თვეში არაუმეტეს 3000 ლარის მიღება და განკარგვა და ამ მიზნით მითითებულ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობა.

· მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

· მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება და შეძენა;

· იუსიტიციის სამინისტროს სსიპ სევრისების განვითარების სააგენტოში წარმომადგენლობა პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით

· საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

· უძრავი ქონების მართვა

· საბანკო ანგარიშების მართვა

· სასამართლოში, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და კერძო კომპანიებში წარმომადგენლობა;

 

1.2. დაინიშნოს რ-------- ჩ----- (პ/ნ 0----------, დაბადებული 04.03.1--- წელს) ოჯახის წევრის -ლ---- ი-----ის მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში:

 

· ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა), მათ შორის დაგროვილი თანხების, დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა, და ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკთან") და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;

· სს "საქართველოს ბანკში" ლ---- ი-----ის სახელზე არსებული ანგარიშიდან თვეში არაუმეტეს 3000 ლარის მიღება და განკარგვა და ამ მიზნით მითითებულ საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობა.

· მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

· მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება და შეძენა;

· იუსიტიციის სამინისტროს სსიპ სევრისების განვითარების სააგენტოში წარმომადგენლობა პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით.

კერძოდ, რ-------- ჩ-----ს უფლება მიეცეს ზემოთ აღნიშნულ სფეროებში გამოხატოს მხარდასაჭერის - ლ---- ი-----ის ნება და მისი სახელით განახორციელოს გადაწყვეტილებაში მითითებული მოქმედებები;

 

1.3. დაინიშნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სპციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი ლ---- ი-----ის მხარდამჭერად შემდეგ სფეროებში:

 

· საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

· უძრავი ქონების მართვა

· საბანკო ანგარიშების მართვა

· სასამართლოში, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და კერძო კომპანიებში წარმომადგენლობა.

 

სსიპ სპციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირს უფლება მიეცეს ზემოთ აღნიშნულ სფეროებში გამოხატოს მხარდასაჭერის - ლ---- ი-----ის ნება და მისი სახელით განახორციელოს გადაწყვეტილებაში მითითებული მოქმედებები;

 

1.4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ლ---- ი-----ისათვის დანიშნული დროებითი მხარდაჭერა;

 

2. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს 05 (ხუთი) წლით.

 

3. მხარდამჭერი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 (ექვსი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;

 

4. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;

 

5. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

6. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;

 

7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, რათა ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება;

 

8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით _ 6 თვეში ერთხელ, ასევე, თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;

 

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;

 

10. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: მაია გიგაური