გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
330224018002592615
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24175 - 18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია გიგაური

სხდომის მდივანი: ნინო კეკელიანი

 

განმცხადებელი: რ----- კ-----–-–---–ი

მხარდაჭერის მიმღები პირი: დ----- კ-----–-–---–ი

მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი: მ------- ხ----–--ე

დაინტერესებული პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი

დაინტერესებული პირის წარმომადგენელი: მ------ ლ---------–---ი

განმცხადებლის მოთხოვნა: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

 

სასამართლომ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამოქალაქო საქმე რ----- კ-----–-–---–ის განცხადების გამო, ოჯახის წევრის, ძმის - დ----- კ-----–-–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. მოთხოვნა

 

1.1. დ----- კ-----–-–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მისთვის მხარდამჭერის დანიშვნა.

 

1.1. განცხადების საფუძვლები

 

განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

რ----- კ-----–-–---–ი არის დ----- კ-----–-–---–ის ძმა, იგი მუდმივად ზრუნავს დ-----ზე და ახლო დამოკიდებულება აქვს მასთან. განმცხადებლის მითითებით, დ----- კ-----–-–---–ის დიაგნოზია: ანოქსიური ენცეფალოპათია, ორმხრივი კატარული ენდობრონქიტი, ტრაქეოსტომის არსებობა და სხვა. მისი მდგომარეობა თვეებია უფრო და უფრო მძიმდება. მასზე მუდმივად ზრუნავს რ----- კ-----–-–---–ი. აღნიშნულიდან გამომდინარე დ----- კ-----–-–---–ს არ შეუძლია თავისი უფლებებისა და მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელება, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მხარდაჭერას.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. რ----- კ-----–-–---–ი წარმოადგენს დ----- კ-----–-–---–ის ძმას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (ტ.1, ს.ფ. 12-20);

 

2.1.2. დ----- კ-----–-–---–ს და მის დედას ზ------ ბ------–---ს თანასაკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, დასახლება თ----, მე-3 მ/რ, მე-4 კვარტალი (ნაკვეთი 07/015), ბინა #53, 49,40 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0--.0--.0-.0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარი რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 101-102)

 

2.1.3 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 ნოემბრის # 0-------- დასკვნით დგინდება, რომ დ----- კ-----–-–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. დ----- კ-----–-–---–ის ფსიქიკური (გონებრივ/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი უკიდურესადააა გამოხატული. მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია უკიდურესად. მისი გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია უკიდურესად. მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი უკიდურესად არის დაქვეითებული. მისი მდგომარეობის გაუმჯობესების/გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არ არსებობს. მას ესაჭიროება მხარდამჭერი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დადგენის, ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსია, სოციალური პაკეტი და სხვა) დანიშვნის, აღდგენის, მიღების (მათ შორის დაგროვილი თანხის) განკარგვის, ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის, მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვის, მედიკამენტების შეძენისა და მიღების, ამავე მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის, ფულადი და სხვა სახის დახმარების მიზნით, სასამართლოში სრული წარმომადგენლობის ზიანის ანაზღაურების სფეროებში და უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების სხვა სფეროებში, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო. მას არ შეუძლია აღიქვას და სათანადოდ შეაფასოს მისი საკითხის გადაწყვეტისათვის ჩატარებული სასამართლო სხდომების დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს მათში. მას არ შეუძლია განახორციელოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით, შესაძლოა მხარდამჭერმა განახორციელოს აღნიშნული უფლებანი უშუალოდ მხარდაჭერის მიმღები პირის მონაწილეობის გარეშე. მის მიერ გონივრული ნების გამოვლენა (ზოგადად ამგვარი ნების ფორმირება) მისთვის მხარდაჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის დადებითად ან უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით, შეუძლებელია. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპრტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 54-64);

 

2.1.4 მხარდაჭერის მიმღებ პირთან კომუნიკაცია შედგა სასამართლოს სხდომაზე, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, რა დროსაც მასთან კონტაქტის დამყარებისას სასამართლო დარწმუნდა, რომ იგი წარმოადგენს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს, დარღვეული აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები და მეხსიერება. დ----- კ-----–-–---–თან კონტაქტის დამყარება ვერ მოხერხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლო სხდომის ოქმები (ტ.1, 76-79);

 

2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1 დ----- კ-----–-–---–ს ამ ეტაპზე სჭირდება მხარდაჭერა ზემოაღნიშნულ სფეროები:

· ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა) დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა (მათ შორის საბანკო/საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხების აღდგენა/მიღება/განკარგვა) და ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკთან") და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;

· მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

· მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება და შეძენა;

· დახმარების (მათ შორის მკურნალობის და მოვლის საშუალებები, ფულადი თანხა და სხვა) მიღებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან წარმომადგენლობა;

· სისხლის სამართლის საქმეზე #0----------- დაზარალებულად ცნობილი დ----- კ-----–-–---–ის წარმომადენლობა სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების მიზნით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე;

· უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი თ----- დასახლება მე-3 მკ/რ-ნი, მე-4 კვარტალი, (ნაკვეთი 07/015) ს/კ N 0-.1-.0-.0--.0--.0-.053 განკარგვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანხმობით და ამ ქონების გასხვისების შემთხვევაში აღებული თანხის განკარგვა დ----- კ-----–-–---–ის რეაბილიტაციისა და მკურნალობის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზედამხედველობით;

 

2.2.2. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ დ----- კ-----–-–---–ის მხარდამჭერად დაინიშნოს მისი ძმა - რ----- კ-----–-–---–ი ზემოაღნიშნულ სფეროებში, ამასთან, რ----- კ-----–-–---–ს მიეცეს უფლება მოახდინოს დ----- კ-----–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული ერთადერთი უძრავი ქონების განკარგვა, ვინაიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროის ექიმ-ექსპერტის ხ.ჩ-----ს მიერ 2019 წლის 17 იანვარს გაცემული #0----- დასკვნის თანახმად, მისთვის რეკომენდირებულია საზღვარგარეთ მკურნალობა, ვინაიდან პაციენტი ავლენს რეაბილიტაციურ პოტენციალს, მისთვის სავარაუდოდ ეფექტური იქნება შემდგომში რეაბილიტაციური თერაპია რობოტოტექნიკის გამოყენებით, რაც საქართველოში არ არის. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკითხი ეხება მხარდასაჭერი პირის ერთადერთ უძრავ ქონებას, მითითებული ქონების განკარგვა უნდა მოხდეს მხოლოდ მისი რეაბილიტაციისა და მკურნალობის მიზნით, სოციალური სამსახურის მეთვალყურეობითა და თანხმობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- კ-----–-–---–ის განცხადება დ----- კ-----–-–---–ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და დ----- კ-----–-–---–ის მხარდამჭერად დაინიშნოს მისი ძმა რ----- კ-----–-–---–ი.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 12771, 1280, 1283, 1289 მუხლები;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის ძირითად უფლებებს, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, კანონის ძალით და კანონის წინაშე ყოველი პიროვნების თანასწორობას, უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად ცხოვრების სფეროში, უზრუნველყოფას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი საკუთრებით ფლობდეს ნივთს, მიიღოს მემკვიდრეობა და არ მოხდეს ამ პირის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. სოციალური დახმარების, მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის შესაბამისად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

 

სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა მოითხოვა დ----- კ-----–-–---–ის მხარდამჭერად რ----- კ-----–-–---–ის დანიშვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

 

მხარდაჭერის მიმღების ადვოკატმა მოითხოვა დ----- კ-----–-–---–ის მხარდამჭერად რ----- კ-----–-–---–ის დანიშვნა.

 

დადგენილია, რომ განმცხადებელი რ----- კ-----–-–---–ი არის დ----- კ-----–-–---–ის ძმა, რომელიც ზრუნავს მასზე.

 

დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღები პირს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებით და დისფუნქციით აგრეთვე სხვა ფსიქიკური დაავადებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა, მკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ასევე მოცემულ ეტაპზე მხარდაჭერის მიმღები მხარდაჭერის გარეშე ვერ ახორციელებს მის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს.

 

დადგენილია, რომ განმცხადებელი არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება აღრიცხვაზე ნარკოლოგიურ კაბინეტში. არ საჭიროებს მხარდაჭერას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 ნოემბრის N0-------- დასკვნის საფუძველზე განმარტებულია, რომ დ----- კ-----–-–---–ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია და პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღები საჭიროებს სრულ მხარდაჭერას ყველა სფეროში, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ქმედუნარიანობის ინსტიტუტი ინდივიდუალური, გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე, უკრძალავდა ქმედუუნარო პირებს სამოქალაქო უფლება-მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელებას. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ამოქმედდა მხარდაჭერის ინსტიტუტის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები, რომლითაც ნაცვლად ქმედუუნარობის ინსტიტუტისა, დაწესდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა დაცვის უფრო მაღალი და ინდივიდუალური დაცვის სტანდარტი. მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და სათანადო დახმარების მიღების პირობებში თვითონ განაგებს თავის ქმედებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები. ამასთან, როდესაც მხარდაჭერის მიმღები პირის ფსიქო-სოციალური შესაძლებლობები (რაც შეფასებულია ექსპერტების მიერ და რაშიც სასამართლო რწმუნდება ამ პირთან პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობის შედეგად), გამორიცხავენ ამ პირის უნარს გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასეთ დროს სასამართლო იძულებულია, ამ პირის ბედი ანდოს მისი ოჯახის წევრს - მხარდამჭერს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციაში დადასტურებულია ყველა ადამიანის უფლება ისარგებლოს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ყველა უფლებით და თავისუფლებით და განსაზღვრულია ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის გარანტიები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების და ძირითად თავისუფლებათა დაცვასა და სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას გარდა მითითებული საერთაშორისო აქტებისა, ახორციელებს ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც აწესებს უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად ცხოვრების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებას ფლობდეს ნივთს, მიიღოს მემკვიდრეობა და არ მოხდეს ამ პირის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა. აღნიშნული კონვენცია ასევე აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და თავისუფლად გადაადგილების უფლებას, სოციალური დახმარების, მკურნალობის და ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომი უმაღლესი სტანდარტებით სარგებლობის უფლებას და აღიარებს, რომ ნებისმიერი ადამიანის დისკრიმინაცია შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით შეურაცხყოფს ადამიანის თანდაყოლილ ღირსებასა და ღირებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დ----- კ-----–-–---–ს დამოუკიდებლად მხარდამჭერის დახმარების გარეშე არ შეუძლია არანაირი მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, მას ესაჭიროება სრული მხარდაჭერა ყველა მოთხოვილ სფეროში. ამასთან, დ----- კ-----–-–---–ის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონების განკარგვით რომ არ მოხდეს მხარდასაჭერი პირის ინტერესების უგულებელყოფა და თან იკვეთება ამ ქონების განკარგვის აუცილებლობა მისი მკურნალობა/რეაბილიტაციის მიზნით, საჭიროა ქონების განკარგვა მოხდეს სოციალური სამსახურის თანხმობითა და ჩართულობით.

 

სასამართლო ასევე მოიშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს (თუნდაც CASE OF KIYUTIN V RUSSIA), რომლის თანახმადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სხვა პირებთან თანასწორად უნდა სარგებლობდნენ კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ზოგადი უფლებებით.

 

სასამართლო აქვე გააკეთებს მცირედ განმარტებას შემდეგი შინაარსით:

 

მხარდაჭერის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქმედუუნარობისგან განსხვავებით, სათანადო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, არ ხდება მხარდასაჭერი პირის ასე ვთქვათ - "სამართლებრივი სიკვდილი". ის მიუხედავად იმისა, რომ ექვემდებარება მხარდაჭერას და შესაბამისად ხდება მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და სათანადო დახმარების მიღების პირობებში თვითონ განაგებს თავის ქმედებებს. სსკ-ის 1293-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

 

შესაბამისად, როდესაც მხარდაჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალური შესაძლებლობები, გამორიცხავენ ამ პირის უნარს გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასეთ დროს სასამარათლო იძულებულია, ამ პირის ბედი ანდოს მისი ოჯახის წევრს - მხარდამჭერს.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კი თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ რ----- კ-----–-–---–ი სრულად აკმაყოფილებს მხარდამჭერი პირის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს და შესაბამისად, იგი უნდა იქნას დანიშნული ძმის - დ----- კ-----–-–---–ის მხარდამჭერად მოთხოვილ სფეროებში, რაც შეეხება ქონების განკარგვის ნაწილს, აღნიშნულ სფეროში მას უნდა ჰქონდეს უფლება განკარგოს ძმის უძრავი ქონება მხარდასაჭერის პირის ინტერესების შესაბამისად, სოციალური სამსახურის შესაბამისი თანხმობის საფუძველზე, მხარდასაჭერი პირის პირის მკურნალობა/რეაბილიტაციისათვის.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები თავისუფალნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს რ----- კ-----–-–---–ის განცხადება;

 

1.1. ცნობილ იქნას დ----- კ-----–-–---–ი (პ/ნ 6----------, დაბადებული 18.05.1--- წელს) მხარდამჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:

 

· ნებისმიერი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსია, სოციალური დახმარება და სხვა) დანიშვნა/აღდგენა/მიღება/განკარგვა (მათ შორის საბანკო/საანაბრე ანგარიშზე დაგროვილი თანხების აღდგენა/მიღება/განკარგვა) და ამავე მიზნით საბანკო დაწესებულებებთან (მათ შორის სს ,,ლიბერთი ბანკთან") და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობა;

· მკურნალობაზე/რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა;

· მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) მიღება და შეძენა;

· დახმარების (მათ შორის მკურნალობის და მოვლის საშუალებები, ფულადი თანხა და სხვა) მიღებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან წარმომადგენლობა;

· სისხლის სამართლის საქმეზე #0----------- დაზარალებულად ცნობილი დ----- კ-----–-–---–ის წარმომადენლობა სასამართლოში სამოქალაქო საქმის წარმოების მიზნით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოებულ სამოქალაქო საქმეზე;

· უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი თ----- დასახლება მე-3 მკ/რ-ნი, მე-4 კვარტალი, (ნაკვეთი 07/0--) ს/კ N 0-.1-.0-.0--.0--.0-.053 განკარგვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანხმობით და ამ ქონების გასხვისების შემთხვევაში აღებული თანხის განკარგვა დ----- კ-----–-–---–ის რეაბილიტაციისა და მკურნალობის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზედამხედველობით;

 

1.2. დაინიშნოს რ----- კ-----–-–---–ი (პ/ნ 6----------, დაბადებული 20.04.1978 წელს) ოჯახის წევრის - ძმის დ----- კ-----–-–---–ის (პ/ნ 6----------, დაბადებული 18.05.1--- წელს) მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში. კერძოდ, რ----- კ-----–-–---–ს უფლება მიეცეს ზემოთ აღნიშნულ სფეროებში გამოხატოს მხარდასაჭერის - დ----- კ-----–-–---–ის ნება და მისი სახელით განახორციელოს გადაწყვეტილებაში მითითებული მოქმედებები;

 

1.3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განჩინებით რ----- კ-----–-–---–ისათვის დანიშნული დროებითი მხარდაჭერა;

 

2. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს 05 (ხუთი) წლით;

 

3. მხარდამჭერი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 (ექვსი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;

 

4. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;

 

5. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

6. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;

 

7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, რათა ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება;

 

8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით _ 6 თვეში ერთხელ, ასევე, თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;

 

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;

 

10. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: მაია გიგაური