გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-3049-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ივლისი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე
განმცხადებელი თ------- გ--–-–---–ი
მხარდაჭერის მიმღები პირი მ---- გ--–-–---–ი
ადვოკატი სალომე ნარმანია
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე
მოთხოვნის არსი დამატებით მხარდაჭერის სფეროს განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. განმცხადებლის მოთხოვნა
1.1. მ---- გ--–-–---–ი ცნობილი იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში
მ---- გ--–-–---–ის არასრულწლოვანი შვილის 20---–-–---------–--ს დაბადებული დ--- ჩ----ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
მ---- გ--–-–---–ის არასრულწლოვანი შვილის 20---–-–---------–--ს დაბადებული დ--- ჩ----ისათვის მშობლის უფლების განხორციელების საკითხზე სასამართლოში წარმომადგენლობის სფეროში;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადების წარდგენის უფლებამოსილების განხორციელების სფეროში, რომელიც შეეხება მ---- გ--–-–---–ის არასრულწლოვანი შვილის 20---–-–---------–--ს დაბადებული დ--- ჩ----ისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის საკითხს, ასევე სოციალური პაკეტის მიღების უფლებამოსილების განსახორციელებლად საბანკო დაწესებულებებთან გარიგებების დადების სფეროში;
მ---- გ--–-–---–ის ქორწინების სფეროში და საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში;
განმცხადებლის მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2017 წლის 6 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ------- გ--–-–---–ი დაინიშნა შვილის მ---- გ--–-–---–ის მხარდამჭერად და მას მიენიჭა გარკვეული უფლებამოსილებები, სოციალური გასაცემლის დანიშვნის და ბანკიდან სოციალური გასაცემლის მიღების სფეროში, შრომითი საქმიანობის სფეროში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში.
გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მ---- გ--–-–---–ს შეეძინა შვილი, 20---–-–---------–--ს დაიბადა დ--- ჩ----ე, ბავშვის მამა მასზე არ ზრუნავს, მ---- გ--–-–---–ი დამოუკიდებლად ვერ აწარმოებს საქმეებს საოჯახო დავის გამომდინარე, მას არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს მშობლის უფლება-მოვალეობები. ამის გამო სჭირდება მხარდაჭერა მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელების სფეროში, რათა მხარდამჭერმა შეძლოს დამოუკიდებლად მისი სახელით აწარმოოს საოჯახო დავიდან გამომდინარე ყველა საქმე სასამართლოში და განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები. ბავშვზე მუდმივად მ---- გ--–-–---–ის ოჯახის წევრები ზრუნავენ, მამის ოჯახი ბავშვზე არ ზრუნავს, რის გამოც მ----ს სურს ბავშვისათვის გვარის შეცვლა. ამასთან, მ---- გ--–-–---–ის აპირებს სხვა პიროვნებასთან ქორწინების რეგისტრაციას, რისთვისაც მას მხარდაჭერა ესაჭიროება.
მხარდაჭერის მიმღების პოზიცია:
მ---- გ--–-–---–ის განმარტებით, მას გაცნობიერებული აქვს შვილის მიმართ ვალდებულებები და ბავშვის მოვლის და მასზე ზრუნვის დიდი სურვილი აქვს. იგი ბავშვის მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და ამჟამად მასთან ურთიერთობა აღარ აქვს. ბავშვი დაბადებიდან მისი მშობლების ოჯახში იზრდება, აქვს სურვილი, რომ ბავშვს შეუცვალოს გვარი და მისცეს თავისი გვარი. ამჯამად არის ორსულად, აპირებს ქორწინების რეგისტრაციას. საკუთრებაში რაიმე ქონება არა აქვს და ქორწინების ხელშეკრულების დადებას არ აპირებენ. მ---- გ--–-–---–ის განმარტებით, თანახმაა რომ დედა დაინიშნოს მის მხარდამჭერად.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ არსებობს მ---- გ--–-–---–ისათვის მხარდაჭერის აუცილებლობა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების საკითხებში. ქორწინების სფეროში მხარდაჭერა მას არ ესაჭიროება, თუმცა აუცილებელია მხარდამჭერის დანიშვნა საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. თ------- გ--–-–---–ი დაიბადა 1-----–-–-----------ს. იგი არის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი. თ------- გ--–-–---–ის დიაგნოზია მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით F 70.1. თ------- გ--–-–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, მნიშვნელოვნად არის გამოხატული. მას არ შეუძლია აღიქვას და სათანადოდ შეაფასოს მისი მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არა არის მოსალოდნელი. მას ესაჭიროება მხარდამჭერი, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი მიმართვის სფეროში, ასევე შვილის მიმართ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელების სფეროში და უფლება-მოვალეობების განხორციელების სხვა სფეროებში, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო, მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზღვროს 5 წლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.45-52. საქმე N2/1547-2017)
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.96-115. საქმე N2/3049-2018)
2.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თ------- გ--–-–---–ი ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დანიშნულია მ---- გ--–-–---–ი შემდეგ სფეროებში:
პენსიის და სხვა სოციალური გასაცემელის მიღებაზე განაცხადის შეტანის, პენსიის და სხვა სოციალური გასაცემელის მიღების და განკარგვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის (საბანკო ანგარიშის გახსნა და მართვა, ანგარიშიდან თანხის განკარგვა, ბანკთან გარიგებების დადება), საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, დღის ცენტრით სარგებლობის ვაუჩერის მიღების და განკარგვის, წვრილმანი გარიგების დადების, შრომითი საქმიანობის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ზიანის მიყენების თავიდან აცილების, უფლებამოსილების განსახორციელებლად;
მ---- გ--–-–---–ის მხარდამჭერად დაინიშნა თ------- გ--–-–---–ი ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად, გარდა შრომითი საქმიანობის უფლების განხორციელების საკითხისა.
მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 79-82. საქმე N2/1547-2017).
2.1.5. მხარდაჭერის მიმღებ პირს თ------- გ--–-–---–ს ჰყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი 20---–-–---------–--ს დაბადებული დ--- ჩ----ე. დაბადების მოწმობის მიხედვით, ბავშვის დედაა თ------- გ--–-–---–ი, მამა - თეიმურაზ ჩ----ე. ბავშვი დაბადებიდან იზრდება თ------- გ--–-–---–ის ოჯახში, მასზე ზრუნავენ თ------- გ--–-–---–ის მშობლები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 13. ტომი 1)
- სოციალური მუშაკის დასკვნის ასლი (ს.ფ. 107-109. ტომი1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
განმცხადებლის მოთხოვნა თ------- გ--–-–---–ისთვის დამატებით მხარდაჭერის სფეროს განსაზღვრის შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა დაკმაყოფილდეს ქორწინების და საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, 1280-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 12-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 1283-ე, 1120-ე, 1172-ე მუხლი
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე 36315-ე 36320-ე 36321-ე მუხლებით.
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის 23-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები
6. სამართლებრივი შეფასება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
მ---- გ--–-–---–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში თ------- გ--–-–---–ისათვის სახელმწიფო გასაცემლების (პენსია და სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხის) დანიშვნის, აღდგენის უფლებამოსილების განსახორციელებლად; საბანკო დაწესებულებებში სახელმწიფო გასაცემლის მიღების სფეროში. შრომითი საქმიანობის სფეროში, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის და ზიანის თავიდან აცილების სფეროში. თ------- გ--–-–---–ის მხარდამჭერად დანიშნულია დედა მ---- გ--–-–---–ი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------- გ--–-–---–ს უკვე განსაზღვრული სფეროების გარდა ესაჭიროება მხარდაჭერა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელების სფეროებში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის №002589319 ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ თ------- გ--–-–---–ი არის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი. მას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. იგი დაავადებული მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობით ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით.
დასკვნის თანახმად, თვალშისაცემია ოპერირება დაშტამპული აზრებითა და მზა შაბლონებით, აზროვნება - კონკრეტული ტიპის, გამოხატული აფექტურობითა და რიგიდობით. მსჯელობა უმწიფარი, პრიმიტიული, პოზიტიურ ფსიქოზური სიმპტომატიკა არ ვლინდება. გუნება-განწყობის ფონი-ცვალებადი. სახეზეა დისფორიულობისა და იოლი ეიფორიულობის ცვლა. ემოციური რეაგირების ზედაპირულობა, არამდგრადობა და სიტლანქე. ნებით სფეროში წამყვანია იმპულსურობა და გამღიზიანებლობა, კრიტიკა საკუთარი მიდგომისადმი -მკვეთრად დაქვეითებული.
ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ თ------- გ--–-–---–ს ესაჭიროება მხარდამჭერი არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორცილებლად. ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლო სხდომაზე ექსპერტების მიერ მიცემული განმარტებით დასტურდება, რომ თ------- გ--–-–---–ს ახასიათებს გამოხატული აფექტურობა, დისფორიულობისა და ეიფორიულობის მდგომარეობების იოლი ცვლა, მის ქცევაში წამყვანია იმპულსურობა და გამღიზიანებლობა. მხარეების, მათ შორის თავად თ------- გ--–-–---–ის განმარტებით დასტურდება, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ იგი პერიოდულად რამდენიმე კვირის ან თვეზე მეტი დროის მანძილზე იმყოფებოდა თეიმურაზ ჩ----ის ოჯახში ქალაქ ტყიბულში, ხოლო ჩვილ ასაკში მყოფი ბავშვზე ამ დროს ზრუნავდნენ მისი მშობლები ქალაქ რუსთავში.
ამდენად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თ------- გ--–-–---–ს დამოუკიდებლად არ შეუძლია ბავშვის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელება, მას არ შეუძლია განახორციელოს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქმედებები - არ შესწევს არჩევანის დასაბუთების უნარი, მიღებული ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, შინაარსის გააზრების უნარი. მას დამოუკიდებლად, მხარდაჭერის განხორციელების გარეშე არ შეუძლია მშობლის უფლებამოსილების განხორციელება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ქორწინებასთან, ოჯახთან, მშობლის ფუნქციებთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
a. ქორწინების ასაკში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირთა უფლება ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე, მეუღლეთა თავისუფალი არჩევანისა და გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე;
b. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება, მიიღონ თავისუფალი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება შვილების რაოდენობასა და მათ დაბადებას შორის ინტერვალზე, ასევე მათი ასაკისათვის შესაფერისი ინფორმაცია და განათლება რეპროდუქციულ, ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე. მონაწილე სახელმწიფოები შესაბამის დამხარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამ უფლებათა რეალიზებაში; c. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის ბავშვების მიერ ფერტილობის შენარჩუნების უფლება, სხვებთან თანასწორობის საფუძველზე.
2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება-მოვალეობებს მეურვეობის, მზრუნველობის, შვილად აყვანისა და სხვა მსგავს ინსტიტუტებთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ცნებები გათვალისწინებულია ადგილობრივი კანონმდებლობით. ნებისმიერ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. მონაწილე სახელმწიფოები შესაბამის დახმარებას უწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ბავშვების აღზრდასა და მშობლის როლის შესრულებაში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 23-ე მუხლის მიხედვით, კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ მშობლის უფლებების განხორციელება, თუმცა ამავე კონვენციაშია მოცემულია დათქმა იმის შესახებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ბავშვების აღზრდასა და მშობლის როლის შესრულებაში.
მითითებული კონვენციით დაცულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. თავად ამ კონვენციის 23-ე მუხლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, როგორც არასრულწლოვანის მშობლის უფლების დაცვის საკითხების გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.
შესაბამისად, ამ შემთხვევაში მხარდაჭერის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებში რა შედის, სწორედ ბავშვის ინტერესების საფუძველზე უნდა დადგინდეს მხარდაჭერის ფარგლები.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას; 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
ამ კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ღებულობენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. მონაწილე სახელმწიფოები ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა რეალიზაციისათვის ასეთ ზომებს ღებულობენ მათ ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალური გამოყენებით, აუცილებლობის შემთხვევაში კი - საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელების დროს უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესებს. ამ პრინციპს იზიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია, როცა საკითხი წამოიჭრება ბავშვის მიმართ მშობლის უფლებების განხორციელების სფეროში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მხარდამჭერს მიენიჭოს უფლება პირადად განახორციელოს მხარდასაჭერი პირის უფლება-მოვალეობები. ამგვარად მხარდაჭერის სფეროს განსაზღვრის საფუძველია ის გარემოება, რომ მ---- გ--–-–---–ი პერიოდულად, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არ იმყოფება ბავშვთან. ბავშვის ჩვილი ასაკიდან გამომდინარე ბავშვის აღზრდაში წამოიჭრება მრავალი საკითხი (მაგ: სამედიცინო დახმარება, ასაკის მატებასთან ერთად სააღმზრდელო დაწესებულებაში, ბაგა-ბაღში ჩარიცხვა), რომლის მშობლის მიერ განხორციელება აუცილებელია. მშობლის არყოფნის პირობებში ამ უფლებების განხორციელება მხარდამჭერს უნდა მიენიჭოს, რადგან ამ შემთხვევაში უპირატესია ბავშვის აღზრდის ინტერესი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მ---- გ--–-–---–ი აპირებს დაქორწინებას, იგი ელოდება მეორე შვილის დაბადებას და აპირებს მომავალ მეუღლესთან ერთად ოჯახურ ცხოვრებას. ასეთ პირობებში დ--- ჩ----ის აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ჰყავდეს მასზე მზრუნველი პირი, რომელიც სისტემატიურად შეძლებს მისი აღზრდის დროს წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტას და შესაბამისი ნების გამოვლენას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლით გათვალისწინებულია სამეურვეო ან მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ გარიგების დადებისას მხარდამჭერის ან მეურვის მონაწილეობის საკითხები. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები. ეს ნორმა გარიგების დადების დროს მხარდაჭერის ფარგლებს ადგენს, მაგრამ ეს პრინციპი შესაძლებელია გავრცელდეს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზეც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი როგორც წესი თავად ახორციელებს ნების გამოვლენას გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროში, ხოლო მხარდამჭერი მას ეხმარება გარიგების დადებისას ან სხვა საკითხზე ნების გამოვლენისას, განუმარტავს მას გარიგების პირობებს და სამართლებრივ შედეგებს. ამ მუხლის მე-4 ნაწილის ადგენს ამ წესიდან გამონაკლისს, როცა მხარდამჭერი თავად დებს გარიგებებს მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პირის სახელით. ამ ნორმის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს.
მ---- გ--–-–---–ს მხარდამჭერს სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს უფლება პირადად დამოუკიდებლად განახორციელოს უფლება-მოვალეობები მხარდაჭერის მიმღების პირის სახელით გარდა შრომითი საქმიანობის სფეროსა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარდამჭერს ბავშვის ინტერების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა მიენიჭოს უფლება დამოუკიდებლად განახორციელოს უფლებამოსილებები მხარდასაჭერი პირის სახელით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებებით დასტურდება მხარდაჭერის აუცილებლობა მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელების ყველა სფეროში, მათ შორის სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის განხილვაში მონაწილეობის სფეროში, რადგან მხარდასაჭერი პირის განმარტებით, მას სურს ბავშვისათვის საკუთარი გვარის მინიჭება და გვარის შეცვლა, რის გამოც აუცილებელია ამ სფეროში მხარდამჭერის დანიშვნა.
შესაბამისად დამატებით სფეროებშიც მხარდამჭერს უნდა მიენიჭოს დამოუკიდებლად საჭირო მოქმედებების შესრულების უფლება, ხოლო მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს მ---- გ--–-–---–ი. იგი 2017 წლის 21 ივლისიდან ახორციელებს მ---- გ--–-–---–ის მხარდამჭერის ვალდებულებებს, ამ მოვალეობას ასრულებს ჯეროვნად, რაც დასტურდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.
ამ ნორმის მიხედვით, მხარდაჭერის მიმღებია 18 წლის ასაკის პირი ან ის პირი, რომელმაც 18 წლის ასაკამდე იქორწინა (12-ე მუხლის მე-2-3 ნაწილები). რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამ ნორმით ბოლო წინადადების მიხედვით, ზემოთდასახელებულ კრიტერიუმებთან ერთად მხარდაჭერის დაწესების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ამ ნორმაში აღნიშნული გარემოებების გამო სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად გართულებულია პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
ამდენად, ამ ნორმის შინაარსის მიხედვით, მხარდაჭერის დაწესების მიზანია არა მარტო მხარდაჭერის მიმღების მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებაში მხარდაჭერა, არამედ პირისათვის დახმარების გაწევა ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტის ეს მიზანი გამომდინარეობს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან, რომლის მიხედვით, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- გ--–-–---–ის მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განხორციელების სფეროში სჭირდება მხარდამჭერი, რის გამოც ამ სფეროში უნდა დაენიშნოს მხარდამჭერად თ------- გ--–-–---–ი და მას მიენიჭოს უფლება პირადად, დამოუკიდებლად განახორციელოს ეს უფლებები მხარდასაჭერი პირის სახელით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილეს განმცხადებლის მოთხოვნა ქორწინების სფეროში და საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 23-ე მუხლის მიხედვით, 1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ეფექტურ და შესაბამის ზომებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ქორწინებასთან, ოჯახთან, მშობლის ფუნქციებთან და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: a. ქორწინების ასაკში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირთა უფლება ქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე, მეუღლეთა თავისუფალი არჩევანისა და გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება. ქორწინების რეგისტრაციის დაბაბრკოლებელი ეს გარემოება გათვალისწინებულია ასევე ‘სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მიხედვით, 1. მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას; 2. საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე უნდა დაიდოს, თუ ერთ-ერთი მეუღლე მაინც მხარდაჭერის მიმღებია. საქორწინო ხელშეკრულების დადების პროცესში აუცილებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აგრეთვე მხარდამჭერის ჩაბმა იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით; 3. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების შესრულებისას მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობების განხორციელებაზე ზედამხედველობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს; 4. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულება იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს მის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით; 5. თუ საქორწინო ხელშეკრულება მხარდამჭერსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის იდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღებს მისი დადების პროცესში დროებით მხარდამჭერად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს უნიშნავს.
სასამართლო ქორწინების სფეროში მხარდაჭერის აუცილებლობის საკითხზე მოიხმობს საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებას საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებით სხვა ნორმებთან ერთად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვების „ან ჭკუასუსტობის“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ქორწინების აკრძალვას მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიცვალა ეს ნორმა და ჩამოყალიბდა ამჟამად მოქმედი რედაქციით.
გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „ქორწინება არ არის მხოლოდ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება, რომლის დადებასაც უკავშირდება რიგი ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება-მოვალეობების შეძენა. ქორწინება, რთული სოციალური ინსტიტუტია და არ შემოიფარგლება მხოლოდ კანონით გაწერილი სამართლებრივი შედეგებით. ქორწინების უფლება, პირველ რიგში, უკავშირდება „ოჯახის შექმნაზე“ ბუნებითი და ფუნდამენტური უფლების რეალიზაციას/დაცვას. ეს არის პირის უფლება მოიპოვოს ურთიერთობის სამართლებრივი სტატუსი და საზოგადოებრივი აღიარება. დადგენილი წესით ქორწინება არის სამართლებრივი საშუალება, რომ პირებმა სახელმწიფოსაგან და საზოგადოებისაგან მოიპოვონ მათი ურთიერთობის, როგორც ქორწინების ლეგიტიმაცია; არანებაყოფლობითი ქორწინებისაგან დაცვა საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით დაცული ქორწინების თავისუფლების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ქორწინების ნებაყოფლობითობის აღიარება პირის ავტონომიურობის პატივისცემის გამოხატულებაა. კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება ნებაყოფლობითია, თუ ის პირის ნების თავისუფალ და გაცნობიერებულ გამოვლენას ემყარება. ნების გამოვლენის თავისუფლება გულისხმობს პირის მიერ საკუთარი სურვილის ძალდაუტანებელ გამოვლინებას. ხოლო, გაცნობიერებულობა მოიცავს პირის უნარს, სათანადოდ აღიქვას და გააანალიზოს ქორწინების აქტი და მისი თანმდევი პიროვნული, სოციალური და სამართლებრივი შედეგები; ამგვარად, თუ პირი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების გამო თავისუფლად და გაცნობიერებულად ვერ გამოხატავს ნებას ქორწინების შესახებ, ქორწინება ვერ იქნება შესაბამისობაში პირის უფლებასთან, დაცული იყოს არანებაყოფლობითი ქორწინებისგან და პიროვნული ავტონომიის ხელყოფისგან“.
სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქორწინო ხელშეკრულება. ამდენად, ზემოთაღნიშნული ნორმის საფუძველზე ქორწინების სფეროში მხარდაჭერის მიმღებად აღიარება ქორწინების რეგისტრაციის შესაძლებლობას გამორიცხავს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქორწინება პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანი და სპეციფიკური პირადი ხასიათის უფლებაა. „ქორწინება უნიკალური ხასიათის სამოქალაქო გარიგებაა, რომელიც სხვა გარიგებებისაგან განსხვავებით, პირადი არაქონებრივი ურთიერთობების კომპონენტებსაც მოიცავს. ამდენად, ქორწინების მნიშვნელობის გაცნობიერება განსხვავებულ სოციალურ უნარებს მოითხოვს, ვიდრე ეს წმინდა ქონებრივი შინაარსის გარიგებების გააზრებისთვისაა საჭირო“.
ქორწინება ქონებრივი უფლებების გარდა პირად არაქონებრივ უფლებებს წარმოშობს (მაგალითად მეუღლის გვარის არჩევა, შვილისთვის გვარის მინიჭება, შვილების აღზრდის საკითხების გადაწყვეტა და ა.შ.). ზოგადად მხარდაჭერის დაწესების დანიშნულებაა მხარდამჭერი პირს დაეხმაროს გადაწყვეტილების გაცნობიერებაში, განუმარტოს კონკრეტული ქმედების შინაარსი და შედეგები, დაეხმაროს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში. ქორწინება განსაკუთრებული პირადი ხასიათის უფლებაა, მასში იგულისხმება დასაქორწინებელ პირებს შორის საერთო მიზნითა და სურვილით მოქმედების ერთობლივი განზრახვა. უფლება-მოვალეობების განხორციელების რომელიმე სფეროში მხარდაჭერის დადგენის საფუძველია ის გარემოება, რომ პირს ფსიქო-სოციალური საჭიროების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად გაცნობიერებულად ამ მოქმედების შესრულება. შესაბამისად, თუკი ქორწინების საკითხში პირს სჭირდება მხარდაჭერა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ პირადი უფლების განხორციელება პირს არ შეუძლია და ამ საკითხში ნების ჩამოყალიბებასა და გამოვლენაში სამართლებრივ დახმარებას კანონი არ ითვალისწინებს. 1120-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ამ ნორმით გათვალისწინებულია საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდაჭერა, რაც ქორწინების რეგისტრაციის საკითხში მხარდაჭერას თავისთავად არ ნიშნავს.
მხარდაჭერის მიმღებად აღიარების მთავარი თავისებურებაა ის, რომ სასამართლო განსაზღვრავს სამოქალაქო უფლება-მოვალეობების კონკრეტულ სფეროებში მხარდაჭერის საჭიროებას და ამით განსხვავდება იგი 2015 წლის 1 აპრილამდე კანონით გათვალისწინებული ქმედუუნარობის სამართლებრივი ინსტიტუტისაგან. მხარდაჭერის მიმღებად აღიარებით პირს ამ კონკრეტულ სფეროში უფლება-მოვალეობების განხორციელების საკითხში უწესდება მხარდაჭერა და მხარდამჭერის უფლებამოსილება სხვა სფეროებზე არ ვრცელდება. 1120-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ქორწინების სფეროში მხარდაჭერის მიმღებად დანიშვნა ქორწინების რეგისტაციის ამკრძალავი გარემოებაა. ამ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ მ---- გ--–-–---–ს სურს ქორწინების რეგისტრაცია, რაშიც მისთვის მხარდაჭერის დაწესება ამ უფლების განხორციელებას შეუძლებლად აქცევს.
კანონით გათვალისწინებულია მხარდამჭერის დანიშვნა საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში, რისი მიზანიცაა მხარდაჭერის მიმღების ქონებრივი ან სხვა უფლებების დაცვა, რათა მან მისი ინტერსების საზიანო პირობების ხელშეკრულება არ გააფორმოს და ცული იქნას მხარდასაჭერი პირის იძულებით ან მისთვის არასასურველი ქორწინებისაგან.
მხარეების განმარტებიდან არ გამომდინარეობს, რომ ამ მოთხოვნის აღძვრის მიზანი არის მ---- გ--–-–---–ის დაცვა თავს მოხვეული და იძულებითი ქორწინებისაგან, რისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება მისთვის ამ სფეროში მხარდაჭერის დაწესებით. ამდენად, ქორწინების სფეროში მხარდაჭერის აუცილებლობა საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს ქორწინების ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდაჭერის დანიშვნის აუცილებლობა. კანონით გათვალისწინებულია, რომ საქორწინო ხელშეკრულებით იმაზე მეტად არ უნდა შეიზღუდოს მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებები, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სასამართლო გადაწყვეტილებით. კანონი შესაძლებლად მიიჩნევს პირს დაენიშნოს მხარდამჭერი საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში. ამასთან, 1172-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულება იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს მის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. ამდენად, საქორწინო ხელშეკრულება არის მომავალ მეუღლეებს შორის დადებული გარიგება, რომლის საგანია მეუღლეებს შორის ქონებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, ბავშვზე მატერიალური ზრუნვის საკითხები. საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდამჭერის დანიშვნის დროს უნდა შეფასდეს რა არსებითი პირობებით აპირებს დასაქორწინებელი წყვილი საქორწინო ხელშეკრულების დადებას, როგორ სურთ ქონებრივი და შვილზე ზრუნვის საკითხების გადაწყვეტა. ამ შემთხვევაში განმცხადებელს არ მიუთითებია, რა პირობებით აპირებს საქორწინო ხელშეკრულების დადებას მ---- გ--–-–---–ი, არ მიუთითებია ამ სფეროში მხარდაჭერის რა ფარგლებში დადგენა სურს. მ---- გ--–-–---–ის და განმცხადებლის განმარტებით, მას სოციალური დახმარების გარდა სხვა შემოსავალი და ქონება არა აქვს. ამ სფეროში კი მისთვის მხარდაჭერა უკვე დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და ამ სფეროში მხარდამჭერად დანიშნულია თ------- გ--–-–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლით განსაზღვრულია მეურვის და მხარდამჭერის უფლებამოსილების ფარგლები, რაც გულისხმობს, რომ ისინი სამეურვეო პირის ან მხარდაჭერის მიმღების სახელით, მათი ინტერესებიდან გამომდინარე დებენ აუცილებელ გარიგებებს. შესაბამისად, მხარდაჭერის მონაწილეობით უნდა დაიდოს მხარდასაჭერი პირის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი გარიგება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო ქორწინების ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდაჭერის დაწესებისათვის აუცილებელი გარემოებები არ არის წარმოშობილი, ხოლო ქორწინების სფეროში მხარდაჭერის დაწესება მ---- გ--–-–---–ის ქორწინების რეგისტრაციას შეუძლებელს გახდის, რაც განმცხადებლის და მხარდასაჭერის მიმღები პირის მიზანი არ არის. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს უფლება აქვთ საერთო საფუძველზე განმეორებით მოითხოვონ ქორწინების ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდაჭერის დაწესება.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად განმცხადებელი გათავისუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 36313-36324-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ------- გ--–-–---–ის განცხადება;
2. მ---- გ--–-–---–ი (დაბ. 1----–-–-----------ს პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ დამატებით სფეროებში -
· მ---- გ--–-–---–ის არასრულწლოვანი შვილის 20---–-–---------–--ს დაბადებული დ--- ჩ----ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის უფლებამოსილების გარეშე;
· მ---- გ--–-–---–ის არასრულწლოვანი შვილის 20---–-–---------–--ს დაბადებული დ--- ჩ----ისათვის მშობლის უფლების განხორციელების საკითხზე სასამართლოში წარმომადგენლობის სფეროში.
· სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადების წარდგენის უფლებამოსილების განხორციელების სფეროში, რომელიც შეეხება მ---- გ--–-–---–ის არასრულწლოვანი შვილის 20---–-–---------–--ს დაბადებული დ--- ჩ----ისათვის სოციალური პაკეტის დანიშვნის/აღდგენის საკითხს, ასევე სოციალური პაკეტის მიღების უფლებამოსილების განსახორციელებლად საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში საბანკო ოპერაციების მართვის, მათ შორის ყველა საჭირო დოკუმენტაციის ხელმოწერის, ხელშეკრულებების დადების, პლასტიკური /ელექტრონული ბარათის დამზადების/აღების/გაუქმების და საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის მიღების/გადარიცხვის/განკარგვის სფეროში, სესხის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების გარეშე;
3. არ დაკმაყოფილდეს განმცხადებლის მოთხოვნა მ---- გ--–-–---–ისათვის ქორწინების სფეროში და საქორწინო ხელშეკრულების დადების სფეროში მხარდაჭერის მიმღებად აღიარების შესახებ;
4. მ---- გ--–-–---–ის მხარდამჭერად დაინიშნოს თ------- გ--–-–---–ი (პირადი №38001006874). მხარდამჭერს მიენიჭოს უფლება ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროებში უფლებამოსილებები განახორციელოს პირადად, დამოუკიდებლად მ---- გ--–-–---–ის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად.
5. მხარდაჭერის ვადა და გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით, რაც აითვლება 2017 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან;
6. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დაწესებული დროებითი მხარდაჭერა.
7. განემარტოს მხარდამჭერს, რომ იგი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
8. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
9. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).
10. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
11. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
12. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
13. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
14. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
15. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
16. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
17. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი